გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> Delta Airguns - PCP იარაღი ქართულად
ja_ja
პოსტი May 28 2014, 05:33 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



26 მაისს სტანდარტულად აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე, ამ დღესთან დაკავშირებით როგორც წესი რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი იხურება ხოლმე და კეთდება ხალხისთვის გასაცნობი გასართობი ღონისძებები.

ასევე 2014 წელს, ანუ მიმდინარე წელს 2 დღის წინ იგივე ღონისძება ჩატარდა, გამოფენილი იყო სამხედრო პროდუქცია ტანკები, იარაღები და ....

დილიდან მეგობარმა დამირეკა და შემომთავაზა მათი პავილიონი მომენახულებინა, ძირითადი საქმიანობა 3D რენდერინგი აქვს მეგობარს, ასე რომ მთლად ჩემს ინტერესების სფეროს არ ფარავს, მაგრამ რამდენიმე წუთში გადმომირეკა მეორე მეგობარმა, ამჯერად ჩვენმა ფორუმელმა DAWIT-მა და მითხრა ისეთი ინფორმაცია რის გამოც უკვე გადავიფიქრე სახლში დარჩენა, ჩვენი ჟორა ბიძიაც გამოვათრიე სახლიდან და გავეშურეთ დამოუკიდებელი გზებით თავისუფლების მოედნისკენ.



ნუ როგორც წესი აღმოვაჩინეთ აურაცხელი რაოდენობა ჯავშანტექნიკა, რომლებიც ოკუპირებული იყო ბავშვებით smile.gif, ისეთი შეგრძნება გეუფლება თითქოს და რომელიღაც გოლიათზე ჭიანჭველების ხროვაა მივარდნილიო smile.gif



ახლა მეც და ჟორამაც ცოტა წავიმაიმუნეთ, მოვსინჯე M4, AR15, მარა კაიფი ისაა რომ ძალიან მსუბუქი იყო, ეს სიმსუბუქე კი გამოწვეული იყო იმით, რომ შიგნეულობა იარაღს ბოლომდე ჰქონდა გამოცლილი smile.gif

სამაგიეროდ მოვსინჯეთ McMilan-ის 0.50 კალიბრის შაშხანა... ამას უკვე ვეღარაფერს ამოაძრობდნენ ასე რომ ბედნიერად კაი 12-13 კილოს იწონიდა მიუხედავად იმისა რომ სტენდზე ეწერა 11,8 კილო.





სხვათა შორის მომეწონა Night Force-ს წვრილი ბადეც, კაი რამეა ნამეტანი კაი ადეკვატური ფასიც რომ ჰქონდეს smile.gif.



ასე იყო თუ ისე მივადექით „დელტას“ სტენდებს, იყო რაკეტები, თვითმფრინავები ვერტმფრენებიც











მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა სამად სამი კინკილა თოფი რომელსაც წარამარა აპრუწუნებდნენ (ისროდნენ) ბავშვები. გასაგებია ხმით ქე მივხვდი რაც იქნებოდა, მითუმეტეს დილით Dawit-მა დამირეკა და მითხრა ქართული პნევამტური იარაღი აღმოვაჩინეო smile.gif



მივუახლოვდი, გამოვართვი ერთერთ ბავშვს თოფი იმის შედეგ რაც ამოუვიდა ყელში გადატენვის ამაო მცდელობა (მსროლელის ზომა წონა და იარაღის სტანდარტული ზომა აშკარად ერთი მეორეს არ შეეფერებოდა smile.gif )... მიჭირავს ხელში და ვხედავ:






- წვრილი რეზერვუარი (რაღაცას მაგონებს, წააგავს დისკოს რეზერვუარს ზომით, მაგრამ ცოტა სქელია, არა და სადღაც ამდაგვარი ფორმა მინახავს....)
- წინიდან განივი დამტენი პორტი, მიკრო მანომეტრით
- რეზერვუარის ბოლოში ლატუნის ნაწილი - ეგრევე გამახსენდა CZ200-ის რეზერვუარი და პირველი გაფიქრებაც ეგ იყო ალბათ CZ-ს რეზერვუარზეა აწყობილი
- 1 ტყვიანი კოლოფი, ვინტებით დამაგრებული ტყვიების ჩასადებით, ისევ და ისევ CZ200-ს მაგონებს, იმედია კლიპის არსებობა გათვალისწინებულია, თორემ CZ200-ზე ეგ საკმაო პრობლემებს ქმნის
- პატარა კოლოფი, უკან მერცხლის კუდის სამაგრით, მაგრამ ტყვიის ჩასადები ნაწილის შემდეგ გრძელი გადმოფარებული პიკატინის რელსით... რაღაც ახალია და ცოტა არ იყოს მოუხერხებელია
- სქელი ჯანიანი ლულა, არც შავია არც ნაცრისფერი, მაგრამ ქვეცნობიერად უყურებ და რაღაც ჯანიანი გგონია.. როგორც შემდგომ აღმოჩნდა ჯანიანი ყოფილა
- მიმწოდებლის ცხვირზე გაცვეთილ დაგლეჯილი რეზინა, აშკარად მიგვითითებს ან გამოყნების ცუდ პირობებზე, ან რაღაც არაა კარგად გათვლილი ობტურაციის მხრივ
- ჩახმახ-მიმოწდებელი რაღაცით ძველებურ “GEKO”-ს შაშხანას მაგონებს, მაგრამ უხდება
- კოლოფის გარეთ მარცხელა მხარეს გამოტანილი გადასატენი მექამიზნი რაც მართალი რომ გითხრათ საკმაოდ ძნელად მუშოაბს პლიუს აშკარად იკვეთება CZ200_ის ნაკვთები. მართალია არსად გვიხსენებია საუბარში CZ200, მაგრამ შეუძლებელია ამდენი კვანძის მსგავსება, ან ამოსავალ წერტილად სწორედ CZ- მოდელი იყო გამოყენებული, ან CZ-ს ნახაზები იყო მოძიებული ინტერნეტში და....
- ლულის ბოლოში ვეებერთელა ნიტო ალიც ჩამქრობის, ნიტო ლულის ტორმუზის ფორმის ვეებერთელა კონსტრუქცია, რომელიც არც ჰაერის მოჭრაზე მუშაობს არც ხმის მოჭრაზე და საერთოდ რას რისთვისაა საინტერესოა
- ცოტა უცნაური კონდახი, როგორც საერთო ფორმით, ასევე საერთოდ იდეის და შესრულების მხრივ. მაგალითად რეზერვუარისთვის ცილინდრული ხვრელით რაც ახამდე არსად არ მინახავს







რა თქმა უნდა მომენტალურად აურაცხალი კითხვა გაჩნდა, ვის უნდა ჰკითხო? ალბათ იმ ხალხს ვინც სტენდის მეორე მხარეს იმყოფება. ვკითხულობ რა კუბატურა აქვს რეზერვუარს.. ყველა მხარს იჩეჩავს....





ამასობაში უკნიდან ერთი ადამიანი ცდილობს ხალხის გაწევას და ჩემსკენ მოიწევს თან მეუბნება 200 ატმოსფერო... ნუ მეც ხომ კაი მამაძაღლი ვარ, არ დავიბენი და ვუსწორებ შეცდომას
- 200 ატმოსფერო წნევაა და რეზერვუარის კუბატურა, ანუ მოცულობა რამდენია
პასუხად მიახლოებითი ციფრები ისმის
აქ უკვე ვეღარ მოვითბინე და პირდაპირი კიტხვა დავსვი
- თქვენ რაიმე შეხება გააქვთ ამ იარაღთან? შეიძლება თქვენთან გასაუბრება? მე ვარ პორტალ Airgun.ge -ს ადმინისტრატორი და დაინტერესებული ვარ ნებისმიერი ინფორმაციით თუ თქვენ არ ფლობთ ინფორმაციას იქნებ გამასაუბრით ის ვინც საქმეშია ჩახედული, იქნებ დამაკავშიროთ რამენაირად?
საუბარში (რომლის ზუსტი მიმდევრობაც აღარ მახსოვს), ირკვევა რომ ვესაუბრები პირდაპირ თოფის კონსტრუქტორს, რაც რა თქმა უნდა მშვენიერი რამ აღმჩნდა. საუბარში ბევრი საინტერესო რამ გაირკვა რასაც საერთო ჩამონათვლის სახით შემოგთავაზებთ და არა დიიალოგის სახით რადგან ზუსტი მიმდევრობა არც მე დამიცავს არც დიდი ჟურნალისტი მე ვარ გამზადებული კითხვებით რომ მივსულიყავი ასე რომ საკმაოდ მეგობრულ საუბარში ბევრი რამ გაირკვა, ცოტახანში ჟორა ბიძიაც შემოგვიერთდა და იყო როგორც მოსმენა ასევე რაღაც იდეების შეთავაზებაც...



მაშ ასე საერთო ისტორიული ნარკვევი

დღეისათვის 1 წლიანი მუშაობის შედეგად არსებობს მხოლოდ 3 მუშა ეგზემპლარი. სახელი ჯერჯერობით იარაღს არ გააჩნია ასევე უცნობია მისი საორიენტაციო საბაზრო ფასი. თუმცა იდეაში სურვილი არის იარაღი საბოლოოდ ბაზარზე გამოჩნდეს.

ყველაფერი დაწყებულია მიახლოებით 12-13 თვის წინ, როდესაც პატარა ჯგუფი პირველად მიდის კომპანია “Delta”-ში და ცდილობენ რაღაც თავისი იდეები აამუშაონ. შიდა სამზარეულო რა თქმა უნდა უცნობია და არც უნდა გვაინტერესებდეს, მაგრამ ძირითადი მუშაობა იწყება იმის შემდეგ რაც ერთ-ერთ თანამშრომელს თუ ახლობენს ამ ჯგუფთან მაიქვს თურქული პნევმატური თოფი. სამწუხაროდ რომელ მოდელზე იყო საუბარი ვერ გავარკვიეთ.

თოფს ჰქონდა ერთი პრობლემა ტყვია იყო გაჭედილი ლულაში და სავარაუდოდ კიდევ მიყოლებული იყო რამდენიმე ტყვია. მოკლედ ბევრი წვალების შემდეგ ტყვია ამოღებული იყო შომპოლის მეშვეობით და აღმოჩენილი იყო რომ თურმე ხრახნები პრაქტიკულად ლულას არ ჰქონდა, ხოლო ხვრელი კი 4.5 მილიმეტრის მაგივრად შუაში 4 მილიმეტრამდე დადიოდა smile.gif



ამ დროს ირკვევა რომ 31-ე ქარხანაში სადაც ეს ჯგუფი იმყოფება არსებობს ლულების დასამზადებელი დაზგა, უფროსობა იძლევა თანხმობას გარკვეული ექსპერიმენტები იყოს ჩატარებული და ასე ნელ-ნელა ჩნდება პირველი ქართული პნევმატური იარაღის ლულა, თუმცა მთელი თავგადასავლებით smile.gif

პირველი ცდა დამთავრდა იმით რომ ლულა გამოიჭედა (დიახ დიახ გამოიჭედა ისევე როგორც CZ-ს ცნობილი ნაჭედი ლულები მზადდება), მაგრამ იმის გამო რომ უცნობი იყო რა მასალისგან უნდა გამზადებულიყო პნევმატიკისთვის ლულა... მოკლედ აღებული იყო ერთერთი ყველაზე საზიზღარი მასლა, რუსული მარკირებით „Сталь 30 ХГC “.

ნუ ვინც არ იცის ფოლადის მარკირებები ძნელია ასახსნელია თუ რა ხილთან გვაქვს შეხება, მაგრამ თუ დამიჯერებთ ვიტყვი რომ ასეთ მყარ ფოლადს არცერთი მწარმოებელი არ იყენებს პნევმატურ თოფებში, მიზეზი ბევრია, მაგალითად:
- გაძილებით ძვირია
- გაცილებით ძნელი დასამუშავებელია
- ზედმეტად მკვრივია და წვრილი კალიბრის დამზადებისას ხშირია წუნი
- და სხვა ამდაგვარი



თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჩვეულებრივი ლულები რომლებიც მზადდება Сталь 10-დან Сталь 20-30-ის ჩათვლით ( ნახსენებ ფოლადებში არ ფიგურირებს მარკირება ХГC, ანუ გაცილებით რბილი ფოლადებია ვიდრე ქართულ ლულაშია გამოყენებული) და მათი გაცვეტა ადეკვატური მოხმარების პირობებში ძნელად წარმოსადგენი რამ არის, თქვენ წარმოიდგინეთ რომ Сталь 30 ХГC -ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კატასტროფულ მწვერვალებს აღწევს და შეიძლება თაობიდან თაობას გადაეცეს 100 წლეულების მანძილზე smile.gif ან ყველანაირი რკინის ბურთულების და ეგრეთწოდებული „კისტების“ მოყვარულებს შეიძლება ჩაბარდეს. შედეგად დაიჩხაპნება ლითონის ბურთულაც და „კისტიც“, მაგრამ ლულას მაინც არაფერი დაემართება smile.gif.



რა თქმა უნდა ჩვენმა ევრეისკი ჟორა ბიძიამ მომენტალურად გაუშვა საუბარი ლულების დაკვეთა შეძენაზე, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა- ძვირი დაგიჯდებათო ასე გვითხრა ავტორმა sad.gif

ამ პირველ ლულას თავს დაატყდა პირველი კურიოზები, ასე მაგალითად პირველი ჭედვისა და ლულის შიდა ღარის გასწორების შემდეგ, ლულა გარედან გადასათლელად გადაეცა ხარატს. რომელსაც ლულის გარე დიამეტრი უნდა ჩამოეთალა რომ გარკვეულ ზომაზე გაეყვანა, ამასობაში გარე დიამეტრიც სწორდება და შიდა დიამეტრს ემთხვევა... მაგრამ ხარატმა იფიქრა იფიქრა და ცენტრებში ჩადებული ლულა ამოიღო, გახედა ცალი თვალით და რომ დაინახა გარედან მიღუნულ მოღუნული ლულა ადგა და ეგრეთწოდებული „რიხტოვკა“ ჩაუტარა ანუ გარე მიღუნ მოღუნვა გაასწორა და ამასობაში შიგნით რას შვებოდა ლულა არც კი დაინტერესებულა smile.gif

ასე ჩაბარდა ისტორიას პირველი ქართული ლულა smile.gif, მეორე მცდელობისას უკვე საქმის კურსში ჩაყენებულმა ხელოსნებმა გაითვალისწინეს თავიანთი შეცდომა და უკვე ყველაფერი სწორად გააკეთეს.

საერთო ჯამში 3 თოფისთვის დამზადებული სულ 3 მუშა ლულა, მაგრამ ყველა სხვადასხვა ზომის, რადგანაც ექსპერიმენტები ტარდებოდა რომელი ზომის როგორ დაჯდებოდა, გამოიყურებოდა და სხვა. უცვლელი არის მხოლოდ ერთი რამ, ტვისტი, რომელიც არის 280 მილიმეტრი. საუბარში ჩვენც ვახსენეთ რომ სხვა მწარმოებლები არ იყენებენ ასეთ მყარ მასალას და ავტორიც დაგვეთანხმა რომ ნამდვილად არ იყო ეს საჭირო, შემდეგში უკვე სხვა მასალა იქნება გამოყენებული. სხვათა შორის, მყარი მასალის გამოყენება ქმნის იმ პრობლემას, რომ ლულაში რეზინისთვის ღარის ამოღება პრაქტიკუალდ შეუძლებელია, ამიტომაც რეზინამ ლულიდან გადაინაცვლა მიმწოდებლის ცხვირზე.

შემდეგი თავგადასავლები თოფს გადახდა რეზერვუარის და კოლოფის დამზადებისას, რეზერვუარი დამზადებულია 3 მილიმეტრიანი კედლის მქონე მილისგან... ცოტა არ იყოს უცნაური გადაწყვეტილებაა... რადგან 3 მილემიტრიანი რკინის კედელი საკმაოდ ამძიმებს კონსტრუქციას... სწორი დურალის შერჩევისას კედლის სისქე ლავირებს 2,5-დან 3,5 მილიმეტრამდე, ამასობაში ალუმინი გაცილებით, გაცილებით მსუბუქია ვიდრე რკინა.

მოცულობა უხეშად გამოვთვალეთ და მივირეთ 135-დან 145 კუბურ სანტიმეტრამდე, რაც პრაქტიკულად Benjamin Discovery-ს ექვივალენტია. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ თოფი ასევე 1 ტყვიანია, პრაქტიკულად ქართული თოფი გამოდის Benjamin Discovery-ს კონკურენტი



ზერერვუარის წონა კი მძიმეა, მაგრამ ალბათ აქ ბევრმა ფაქტორმა ითამაშა როლი, იქნება ეს ინფორმაციის არ არსებობა, ასევე მასალის არ არსებობა და სხვა... მოკლედ ეს პრობლემა არაა მიუხედავად ასეთი მძიმე გადაწყვეტილებისა მთლიანი თოფი 3 კილოგრამს არ სცდება.

კოლოფი, ამ მომენტისთვის არსებობს რკინის და 1 ცალი საცდელად გამზადებულია ალუმინისგან შედეგად ამ ერთ ეგზემპლარ თოფზე კონსტრუქციის წონა მთელი 400 გრამით ნაკლებია! როგორც უკვე ვთქვი კოლოფიში არის ვინტებით ჩახრახნილი ტყვიის ჩასადები ადგილი. როგორც გაირკვა ჩემი ვარაუდები მართალი იყო და თოფი გათვლილია კლიპის გამოყენებაზე, უბრალოდ კლიპის დამზადება საკმაოდ შრომატევადია და ძალიან ძვირი სიამოვნება გამოდის, პლასტიკატიდან ჩამოსხმა კი მოითხოვს ყალიბს და შესაბამის აპარატურას, რაც ამ მომენტისათვის ქარხანას არ გააჩნია. სამწუხაროა sad.gif

კიდევ ერთი თავისტკივილი აღმოჩნდა კონსტრუქტორებისთვის კონდახი. სადემონსტრაციოდ გამოტანილ ვერსიებს აქვს 3 კონდახი, ძირითადი განსხვავება ფერებშია. ფორმა კი ცოტა არ იყოს დახვეწას მოითხოვს, ისევე როგორც შესრულება. როგორც ყველა ლითონთან მომუშავე ადამიანს ასევე ამ ჯგუფსაც ხის ფორმებთან შეექმნათ პრობლემა. ფორუმზეც რამდენიმე ადამიანი ჩალიჩობს მაგრამ კონდახი ყველასათვის გადაულახავი პრობლემა აღმოჩნდა smile.gif

ასეა თუ ისეა პირველი საცდელი და სადემონსტრაციო ეგზემპლარები გამზადებულია, არის რაღაც კვანძები გასაუმჯობესებელი, მე და ჟორჯიკამ იქვე რამდენიმე ათეული იდეა ვაფრქვიეთ, მაგრამ თან ყველაფრის რეალიზება აუცილებლად გამოიწვევს კონსტრუქციის გართულებას და საბოლოოდ ფასის გაძვირებას, ამიტომაც ყველაფრის ერთ თოფში რეალიზება მემგონი საჭირო არაა, სავსებით მისაღები იქნება იარსებოს ერთდროულად რამდენიმე ვერსიამ, ვთქვათ
- ვერსია ერთი 1 ტყვიანი
- ვერსია 2 კლიპიანი
- ვერსია სამი რედუქტორით და ასე შედმეგ



ამჯერად მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე კუთხით, იქნება ეს სხვადასხვა დეტალის დამზადება, კონდახის ახალი ფორმის შექმნა, კლიპი, მანომეტრი და ისეთი საკითხიც კი როგორიცაა ნასოსი, დიახ დიახ ნასოსი, მართალია პირველ ჯერზე ალბათ ქართული არ იქნება, იმიტომ რომ საქართველოში როგორც წესი შესაბამისი მასალა არ იშოვება ხოლმე, მაგრამ საერთო იდეა იმაში მდგომარეობს რომ თოფი გაიყიდოს ნასოსთან ერთად.

ასევე ჯგუფს აქვს გარკვეული პრობლემები ისეთ საკითხებტან დაკავშირებით როგორიცაა ქრონოგრაფი. ჩვენთან უკვე ყოველ მეორეს აქვს ქრონოგრაფი, მაგრამ სამწუხაროდ კონსტრუქტორთა ჯგუფს არ აქვს, ქარხანა კი ალბათ სამხედრო ინსტრუმენტებთან წვდომის უფლებას არ იძლევა... მოკლედ ამ შემთხვევაში ისევე როგორც სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი დახმარება შევთავაზეთ. ქართული პროდუქტია და როგორ გინდა არ დაეხმარო? ამიტომაც იმედს ვიტოვებ რომ არაერთი შედეგიანი შეხვედრა გვექნება, ჩვენს გამოცდილებასაც გავუზიარებთ, დახმარებითაც დავეხმარებით და შედეგად ბაზარზე გამოვა ჩამოყალიბებული მზა პროდუქტი.

მოკლედ კარგია რომ საფუძველი ჩაყრილია, ახლა მთავარია უფროსობა დაინტერესდეს სერიული წარმოებით. ხელის შემშლელი ფაქტორი არის ის გარემოება რომ „Delta“ ძირითადად სამხედრო დაკვეთებს ასრულებს და პნევმატური იარაღი არ არის პრიორიტეტული მიმართულება, თუმცა ყველამ ვიცით რომ მოთხოვნა ბაზარზე არის და ადეკვატური ფასის შემთხვევაში არაა გამორიცხული ქართულმა პროდუქციამ ჩაანაცვლოს უცხოური ეგზემპლარები...

მოკლედ ვუსურვოთ წარმატებები და ვნახოთ როგორ განვითარდება ამბები.

P.S. ჰო მართლა თუ მოხერხდა და იარაღი გასატესტად გამოგვატნეს, ან ადგილზე მოვახერხეთ ყველაფრის შემოწმება, გარკვეულ რეპორტსაც გამოვაცხობ.. თუმცა ეს როდის იქნება, სამწუხაროდ არავინ არ იცის
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი May 28 2014, 05:43 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



გუთ , მოკლედ ეს კვირ კატასტროფულად ცოტა დრო მაქვს და იქით კვირაში რომელიმე დღე დავთქვათ და შევხვდეთ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
zax ara
პოსტი May 28 2014, 08:06 PM
პოსტი #3


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 123
რეგისტრ.: 25-February 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,904
ქალაქი:gori



რათ უნდოდათ 30 ХГC . რატო იტანჯავენ თავებს , მქონია შეხება მაგ ფოლადდთან ბევრი მოლანდებები და კაპრიზები ჭირს

რა აპრავკამ უნდა გაუძლოს ცივი ჭედვის დროს . ეგეც ხო ხარჯში წაუვათ .
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი May 28 2014, 09:42 PM
პოსტი #4


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(ja_ja @ 28th May 2014 - 06:33 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხელის შემშლელი ფაქტორი არის ის გარემოება რომ „Delta“ ძირითადად სამხედრო დაკვეთებს ასრულებს და პნევმატური იარაღი არ არის პრიორიტეტული მიმართულება,

დელტა უკვე აღარაა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში: ეკონომიკის სამინისროს გადაეცა...

ციტატა(ja_ja @ 28th May 2014 - 06:33 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ფასის შემთხვევაში არაა გამორიცხული ქართულმა პროდუქციამ ჩაანაცვლოს უცხოური ეგზემპლარები...

მარტო ფასში არაა საქმე. თუკი დელტას ნაწარმი აღმოჩნდება ერთადერთი, რომელიც პნევმატური იარაღის "გამაოგნებელ სტანდარტებს" დააკმაყოფილებს, გინდა თუ არა ეგ იქნება რისი შეძენა, შენახვა , გადატანა და მოხმარება იქნება ნებადართული ...

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gela
პოსტი May 28 2014, 09:49 PM
პოსტი #5


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,224
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577
ქალაქი:რუსთავი



კარგია რომ საქართველოშიც დაიწყეს გამოშვება, რაც თვალში მომხვდა, ეს არის კონდახის ულამაზო ფორმები, პირველი რაც თავში გამიელვა, ეს არის, ჩემს ხელში რომ ჩავარდეს, ეგრევე ვიფიქრებდი მის დაბულპაპებაზე : )
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი May 28 2014, 10:50 PM
პოსტი #6


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ისა.. ნამეტანი პესიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს.. ჩვენში რო დარჩეს...

თუ ერთი წელია ამას ჩალიჩობენ..ან ინფორმაციის მოძიება დაეზარათ..ან ამ ფორუმს ვერ წააწყდნენ..
შთაბეჭდილება მრჩება რომ ველოსიპედს იგონებენ ხელმეორედ...

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი May 28 2014, 11:00 PM
პოსტი #7


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



cz80
ადრე თუ გვიან დაასრულებენ და დახვეწენ და მერე შენ არ მოგყიდიან biggrin.gif

ისე, საინტერესო კია, პროსტო ბევრი ვინტია ჩმა...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი May 28 2014, 11:02 PM
პოსტი #8


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



nihontoman
და შენს გარდა ვისუნდა რომ? biggrin.gif



აი რასაც ქვია, ქართული პონტია რააა




მადლობა ჯაჯ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი May 28 2014, 11:06 PM
პოსტი #9


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ციტატა(bazuka @ 29th May 2014 - 12:02 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აი რასაც ქვია, ქართული პონტია რააა

ტოჩნეე 'გურჯისტანული'...

ციტატა(nihontoman @ 29th May 2014 - 12:00 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
და მერე შენ არ მოგყიდიან


ხოო..მე ხომ ხვეწნით გავსკდი რა..მომყიდეთთქო biggrin.gif
ღმერთმა ქნას ისეთი გააკეთონ მართლა მომინდეს ...მარა...
რეალისტი ვარ biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი May 28 2014, 11:07 PM
პოსტი #10


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



cz80
აი მართლა საკვორველია
ასეთ საქმეს ჰკიდებ ხელს და ...
ერთი ქართულ ენაზე რომ დაგუგლო ვერაა ? biggrin.gif



ისე რა უცნაურია, წუხელ ამეკვიატა ერთი იდეა ავტომატურ პნევმოზე და
ლამის ხაზვა დავიწყე, თავში ვატრიალე მთელი ღამე და აზრზე რომ მოვედი დილის 9 საათი იყო
სრულიად ელექტრო მექანიზმზე, მარა მე მაგის პრაქტიკაში გადამტანი ისე ვარ როგორც ....


ისე მაგათ ადგილზე აიფორსს დავაკოპირებდი. არც კონდახი არც ხე და არც რაღაც რთული მექანიზმები.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი May 28 2014, 11:14 PM
პოსტი #11


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ციტატა(bazuka @ 29th May 2014 - 12:07 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აი მართლა საკვორველიაასეთ საქმეს ჰკიდებ ხელს და ...ერთი ქართულ ენაზე რომ დაგუგლო ვერაა ?

ხო,მაგ აზრმა გამიელვა პირველად ..
ნუ არ ვიცი....
ხრენ ზნაეტ.. პოჟივიომ უვიძიმ....
მარა მეეჭვება და ..
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ikaaa
პოსტი May 28 2014, 11:22 PM
პოსტი #12


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 343
რეგისტრ.: 28-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 1,502



ციტატა(bazuka @ 29th May 2014 - 12:07 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ერთი ქართულ ენაზე რომ დაგუგლო ვერაა ?

რა უნდა დაგუგლონ, 31 ქარხნის პაპების გაკეთებულია ან 30 ХГС რამ ახმარინათ, საავიაციო ფოლადია სხვა რო არ იციან.

ისევ ჩვენიებს თუ მოუსმენენ კიდე შეიძლება რამე გამოუვიდეთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი May 29 2014, 12:52 AM
პოსტი #13


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



bazuka
გასატესტად მომცენ. მაგ პონტში მინდა. აი კლიპიანს თუ გაყიდიან ჰატსანზე იაფად და ისე რომ უცნაურობები მოაგვარონ ჯერ, მაშIნ კიდევ შეიძლება ფიქრი...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gocha311
პოსტი May 29 2014, 09:39 AM
პოსტი #14


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi



აპირებ რაღაცის გამოშვებას და საერთოდ არ იცნობ და არ ერკვევი ამ საქმეში smile.gif) როგორც ირკვევა საერთოდ აზზრზე არ იყო ის კონსტრუქტორი თუ რა ზომების დეტალებით იყო თავის გამოგონებული იარაღიაწყობილი smile.gif)..... ერთხელ მაინც ან იუთუბზე ან გოგლეში არ უნახია რომ ამ ქვეყანაში არიან ადამიანები რომლებმაც მთელი ცხოვრება პნევმატიკას შეწირეს და შეიძლებოდა ამ ადამიანებისაგან საუკეთEსო რჩევა მიეღო,,

31 ქარხანაში რომ ლულების დასამზაადებელი დაზგა იყო ეს მე ბავშვობიდან ვიცი ,,ანუ სადღაც 60-იანი წლების ბოლოს იქნება დამონტაჯებული ,,,,ეს დაზგა რომ გადაედნოთ და ახლიდან ჩAმოესხათ მაინც ვადაგასული იქნებოდა და აქ სისწორეზე და სიზუსტეზე ზედმეტია საუბარი,
მოკლედ დასკვნა ამ საქმიდან შეიძლება გამოიტანო ასეთი :ვიღაცამ შეხედა მაიმარკეტს და ნახა რომ ინტერესი პნევმატიურ იარაღზე დიდია და იფიქრა რომელიღაც იარაღს დავაკოპირებ კონდახს და მაყუჩს შეუცვლიო და ბიზნესს ავაწყობოsmile.gif))) იმაზე კი აღარ დაფიქრდა თუ რა ხარჯებს გაწევს და რა მოგება დარჩება....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
name
პოსტი May 29 2014, 06:15 PM
პოსტი #15


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 526
რეგისტრ.: 24-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI
წევრი №: 336
ქალაქი:თბილისი



31-ე ქარხანაააამმმ???? როდის გაკეთა, არ მჯერა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი May 29 2014, 08:07 PM
პოსტი #16


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



ვააააჰ, ქართული პნევმო?
იავიცი იავიცი, მეც ისევე როგორც ბევრს, ვეთანხმები რომ რაღაც იარაღი აიღეს, დაშალეს, შეისწავლეს და მერე გადმოაკოპირეს, ვითომ და ჩვენი შექმნილიაო, კონდახი კიდე სპეციალურად დაამახინჯეს, ვითომდა განსხვავება ხომ უნდა იყოს სხვა იარაღებისაგანო და ხაზიც ხომ უნდა გაესვას რამენაირად იმას, რომ ქართულიაო smile.gif

ვაფშეტა, მომავალში (ალბად 2050-ში) თუ მართლა დაიწყეს რეგულარული დამზადება, იმისთანა ფასი ექნება რომ ხალხი ვერ შეიძენს. smile.gif მოიმიზეზებენ ქართული ბაზარია და ძვირი ჯდებაო. ისევ გამოწერა მოუწევს ხალხს biggrin.gif
ან 3 ცალი რა ჩემი ფეხებია, (ერთი გრძელი ლულა, მეორე მოკლე, მესამეც საშუალო. ექსპერიმენტებს ატარებენ და კაიფობენ რა biggrin.gif ) ან კიდევ ეგ რა გამოსატანია ბაზარზე ხალხისთვის საჩვენებლად, როცა მხოლოდ ფუტლიარი გვაქვს სახეზე.
პ.ს. ალბად არც ისროდა biggrin.gif ......
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
azzy
პოსტი May 29 2014, 08:18 PM
პოსტი #17


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 88
რეგისტრ.: 25-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,787
ქალაქი:თბილისი



მეც ვნახე ეს პნევმო 26 ში სიმართლე ვთქვათ რთული პროექტია ბევრი გამოწვევა და სირთულეა გადასალახი თუ ჭკუა იხმარეს და გამოცდილი ადამიანების დახმარება გამოიყენეს უნდა გამოვიდეს რაღაც. მინდა წარმატებები ვუსურვო დელტას ამ საინტერესო წანოწყებაში.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
piettro
პოსტი May 31 2014, 02:14 PM
პოსტი #18


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 90
რეგისტრ.: 2-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხობი
წევრი №: 1,840
ქალაქი:ხობი



ციტატა(bazuka @ 29th May 2014 - 12:07 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ისე მაგათ ადგილზე აიფორსს დავაკოპირებდი. არც კონდახი არც ხე და არც რაღაც რთული მექანიზმები.

bazuka
smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი May 31 2014, 06:13 PM
პოსტი #19


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



ციტატა(x.m.e.l.o @ 29th May 2014 - 09:07 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რაღაც იარაღი აიღეს, დაშალეს, შეისწავლეს და მერე გადმოაკოპირეს, ვითომ და ჩვენი შექმნილიაო

+1

თუმცა მასე წამყვანი მწარმოებლებიც აკოპირებენ ერთმანეთისგან და საერთოდ არაფრის კეთებას დაკოპირება სჯობს.
ხშირი წარმოება გაუზრდით იმის შანსს, რომ თვითონაც შექმნან რაღაც ახალი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
STALKER78
პოსტი Aug 11 2014, 06:35 AM
პოსტი #20


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 40
რეგისტრ.: 25-July 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 1,976
ქალაქი:tbilisi



და ვსიო????????????ამით მორჩა ყველაფერი?გამოდის,რომ 31-ის ტვინიკოსებმა გაიმარიაჟეს "პარადზე" და იმის იქეთ ვეღარ გაქაჩეს.
არადა მართლა კაი იქნებოდა ქართული პცპ,თუმცა პცპ კი არა,მგონი ზდპ გაკეთების შნოც არ აქვთ.ცუდია.რამდენი რამის გაკეთება შეიძლება საქართველოში და არაფერი არ კეთდება.ან თუ კეთდება,იმხელა ფასი ადევს,რომ ეგრევე იძირება,იმ ზემოთ ხსენებული 5 ლარიანი პამიდორის არ იყოს.თქვენ მაინც მოაბით,ბიჭებო თავი რამეს.იქნებ თქვენ გაქაჩოთ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

2 გვერდი V   1 2 >
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 04:09 AM
Hosted by Pro-Service