თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ PCP - Pre Charged Pneumatics _ Cricket Carbine განვიხილოთ?

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 29 2016, 07:12 PM

მოგესალმებით ხალხო new_russian.gif

მოკლედ გუშინ ჩამომივიდა ამანათი ბარამში. დავრეკე როდის მოგაქვთთქო და არაო ვერ ჩამოვაო გორამდეო ხემოწერა გვინდაო რადგან გასაბაჯებელიაო. ძალიან მეზარებოდა თბილიში წამოსვლა გვიანი იყო და დაღლილი ვიყავი, ამიტომ აღარ წავედი. დღეს ერთმა კაი კაცმა მომწერა ოპტიკის ყიდვა მინდაო და მეც მიზეზიც მქონდა და დავეშვი თბილისისკენ. ერთი სული მქონდა გამომეტანა ამანათი. smile.gif


სულმოუთქმელად ველოდე და მთელი პროცედურების მერე გადმომცეს ყუთი. უცებ გადავხედე და გამოვშხუილდი გორისკენ.


ჩამოვედი თუ არა ავაძრე სკოჩები, საბაჟომ როგორც ყოველთვის ჩაყო თავისი 2 მეტრიანი ცხვირი ყუთში. კიდევ კარგი არაფერი დააზიანეს. რამოდენიმეჯერ დაზიანებული ტვირთი მიმიღია, საბაჟოს მიერ დაზიანებული!


მოკლედ ეს არის ყუთი რაც მივიღე

http://radikal.ru/big/6544ccac1d3b4941ae5ff2ff03f38ba7


ეს კიდევ ახდის შემდეგ შიგთავსი. ეიფორიებში ვიყავი უკვე smile.gif უსექსუალურესი აპარატია. შოკში ვიყავი.

http://radikal.ru/big/6710f59d74c24d90811d810f0f2e16a7


ესეც კომპლექტი რაც მოყვა. შტუცერი, სალნიკები, და 2 ცალი ბარაბანჩიკი. დაახლოებით ვეირაუხის ბარაბნებს მაგონებს. საკმაოდ კარგი ხარისხის და იოლად მოსახმარი.
http://radikal.ru/big/5f0de719bda4428cb6a242687dfa29c2
http://radikal.ru/big/eeebb8a117494b5da38ef7b1d169a35c

ეს მოდერი ცალკე იყო ცელოფანში შეფუთული

http://radikal.ru/big/3646148c3b264d9698706651891dedf4

ეს ლულის რეზბაა სადაც მოდერი იხრახნება. მეც ავდექი და დავახრახნე biggrin.gif


http://radikal.ru/big/1e84b0cdab1f404db71b9b81e51356d3


თვითონ მეტალის და ხის ხარისხით, შესრულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგია რა. არ მაქვს უფლება რაიმე ვთქვა უარყოფითი.

http://radikal.ru/big/9a54cd5a1c56418d92adab3f7da10be7

ესეც ჯიგარი მანომეტრი. 300 ბარამდე შეიძლება დატენვა მარა სავარაუდოდ მენჯიდან ამოვარდება ადამიანი მაგდენზე თუ ნასოსით დატენა. ბალონი ჯერ არ მაქვს. ასე ჩამოვიდა დატენილი. 40 ტყვიამდე გავისროლე და 130მდე ჩამოვიდა. როგორც გამყიდველმა მითხრა 70 გასროლას აკეთებს მგონი 200 ბარიდან. ძლივას ეკონომიური თOფი მეღირსა biggrin.gif

http://radikal.ru/big/4b222234936c4882ba382994e3551e54

ესეც მთლიანად აწყობილი
http://radikal.ru/big/295d5f5759ca4cc2a883f7450821ddeb


მოკლედ სიმპო თოფია ძალიან. ლულა რათქმაუნდა CZ აქვს და უზუსტესებად ითვლებიან. ჯერ არც ოპტიკა მაქვს არც რინგები ასე რომ არ დამიტესტავს. მაგარი ღრუბელი იყო და ბნელდებოდა ხოდა ჩავირბინე რომ უბრალოდ გამექრონა და გავქრონე ისიც გიჟივით ვჩქარობდი თOფი ხელში მეჭირა და ესეც შედეგი მსუბუქ ჯსბ თი. ნელ ნელა ყველაფერს დავხვეწავთ.

897
899
896
894
888
893
891
888
892

უი ხო. ხმა ისეთი დაბალი აქვს თავიდან ეჭვი შემეპარა რამე ხო არ ჭირს. მერე ქრონზე რომ ვნახე შედეგები გულზე მომეშვა biggrin.gif
მელე ამოვატივტივებ თემას როცა ყველაფერს დავზბორავ. ახლა მინდოდა გამეზარებინა ჩემი შენაძენი. smile.gif

პოსტის ავტორი: Sk-box Apr 29 2016, 07:21 PM

ბაიკერი
მომილოცავს! ძაალიან მაგარი შენაძენია ! ისა დაა ბულკა არ გინდოდა? გადაიფიქრე?

პოსტის ავტორი: maqsimusa Apr 29 2016, 07:25 PM

ბაიკერი
მშვიდობაში და უკეთესების ცვლაში, ძაან მაგაროა 22.gif
თანხებზე ცოტას არ მოგვიყვები?

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 29 2016, 07:32 PM

Sk-box
დიდი მადლობა. ორივე ვარიანტი მინდოდა. ხოდა ეს რაც მაქვს აღარ გამოდის ამ კალიბრში ხოდა სულ მინდოდა მეყიდა. და ძლივას წავაწყდი და ეგრევე ავიტაცე.
ბულკა მიზანში მაქვს biggrin.gif


maqsimusa
დიდი მადლობა. თანხებზე არ ვლაპარაკობ ხოლმე რადგან გული მიწუხდება biggrin.gif ეს რა ძვირიანი ჰობი მაქვს. რამე რაგატკები ან მაგდაგვარი შემეყვარა რა იქნებოდა რა.
PM მომწერეთ მაგდაგვარი რაც დაგაინტერესებთ

პოსტის ავტორი: gregory Apr 29 2016, 07:32 PM

ბაიკერი
გილოცავ, ძაან სიმპატიურია smile.gif
იმედია შეიყვარებ და მალე არ ვიხილავთ გაყიდვების თემაში biggrin.gif


პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 29 2016, 07:42 PM

gregory
მადლობა ძია გრეგორი. smile.gif მეც იმედი მაქვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: userman Apr 29 2016, 07:46 PM

ბაიკერი

გილოცავ შენაძენს ! და კიდევ უფრო იმიტომ გილოცავ შენი მოსაწონი რომ ნახე დედამიწაზე biggrin.gif . მშვიდობაში და ათიანებში smile.gif .
.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 29 2016, 08:01 PM

userman
ჯერ მხოლოდ ვიზუალით ვარ მოხიბლული. დანარჩენს დრო გვანახებს biggrin.gif მადლობა მეგობარო.


ისე ძალიან ნიჭიერი უნდა იყო კაცი ასეთი ლამაზი და სასიამოვნო თოფი რომ გამოიგონო და შექმნა. მაგრად ზის რა. პრიკლადიც რეგულირებადია. როგორც ყბის დასადები ადის ჩადის, ასევე მხარზე მისაბჯენიც ადის ჩადის.

პოსტის ავტორი: userman Apr 29 2016, 08:04 PM

მაღაზიიდან იყიდე ? რუსეთში ?

მაგათ საიტზე მასეთი არ მინახია.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 29 2016, 08:09 PM

userman
ვა როგორ არ გინახია. ამერიკიდანაა. რუსეთიდან პრობლემაა თორემ იაფია რუსეთში უფრო ყველაფერი
http://kalibrgun.ru/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage.tpl&product_id=3&category_id=2&vmcchk=1&option=com_virtuemart&Itemid=8

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 29 2016, 08:32 PM

ვააა რავარც იქნა ვიღაცამ ითრიე ეგ მამაძაღლი smile.gif გილოცავ, გილოცავ სულ 10-იანებში და ინფოები არ მოგვაკლო ხოლმე...

რაც შეეხება მანომეტრზე 300 ბარს მანდ ინსტრუქციაში ნახე რამდენზე შეიძლება რეზერვუარის დატენვა, პირდაპირ მანომეტრის მნიშვნელობა სამოქმედო ინფოთ არ ჩათვალო, წესით ყველა მანომეტრი უფრო მეტ წნევაზე უნდა იყოს გათვლილი, ვიდრე სამუშოა წნევა, თორემ დიდიხნით თუ დატოვებ მაქსიმუმზე მანომნეტრს მერე აურევს...

როგორც წესი 1/4-ით ან 1/3-ით მეტი შკა აქვს ხოლმე მანომეტრს ვიდრე სამუშაო წნევაა... ამიტომაც მაინც გადაამოწმე მანუალში რა უწერია სამუშაო წნევა

პოსტის ავტორი: gela Apr 29 2016, 08:43 PM

ვააა კაია და მშვენიერი, მშვიდობაშიიიიი მეგობარო, სულ სიამტკბილობაში მოგეხმაროს smile.gif)

ისე ჩემი მოკლე ჭკუით, ჯობია ამ თემას სახელი შეეცვალოს და უფრო ინფორმირებული სათაური დაერქვას, რომ ძიების მომენტში ადვილად მიაგნო სასურველ თემას,
დარწმუნებული ვარ ვინმეს რომ დააინტერესდეს ამ თემის პოვნა, ნაღდად ვერ წარმოიდგენს რომ რუსი გოგო უნდა ჩაუწეროს სერჩში smile.gif)

და ბოლოს ისევ და ისევ მილოცვებით დავასრულებ, სულ უკეთესი და უკეთესი შეგეძინოს მეგობარო, აი საფილარმონიეო რომ იტყვიან : ))))

პოსტის ავტორი: pilotina Apr 29 2016, 08:48 PM

ვააააა როგორც იქნა!!!
გილოცავ, გილოცავ... მშვიდობაში და გახარებაში! ძაან სიმპოტნი რამეა, იმედია არ გაგაწბილებს! smile.gif , სულ ათიანებში და ინფოები და სურათები არ მოგვაკლო.
მაგას ეხლა კაი ოპტიკა დაჭირდება. smile.gif

ისე, მე მგონი მეც გაგაცნობთ სულ მალე რუსის გოგოს, პატარას და მუშას... biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikaaa Apr 29 2016, 08:54 PM

მშვიდობაში და სულ ათიანებში, მაგარი აპარატია smile.gif ჯგუფები აუცილებლად დადე ჩეზეს ლულა საინტერესოა.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 29 2016, 09:07 PM

ja_ja
მუშა წნევა 300 ბარია. მარა 250დან 300მდე ისეთი რასხოდი აქვს რომ სისულელეა.
ნომერთან თუ დააკვირდები ფოტოზე იქაც უწერია 300 ბარზე მაქსიმუმი. დიდი მადლობა ჯაჯა


g ela
pilotina
ikaaa
დიდი მადლობა ყველას smile.gif ჯიგრები ხართ. დავდებ ჯგუფებსაც აბა რას ვიზამ. პროსტა ჯერ რინგები და ოპტიკა არა მაქვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: name Apr 29 2016, 09:13 PM

კარი რამე ჩანს

პოსტის ავტორი: cz80 Apr 29 2016, 09:52 PM

ბაიკერი
მშვიდობაშიი..სასურველი მიზნების მოხსნაში wink.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 29 2016, 10:01 PM

cz80
დიდი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 29 2016, 10:22 PM

ვახ ვახ მომილოცავს, ძლისვ რა , აბა ახალ ახალ ინფოები გვინდა smile.gif ძალიან მესიმპატიურა ხომ იცი შენ smile.gif , ისე ბულპაპ ვერსია არ გინდოდა ?

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 29 2016, 11:03 PM

geojorjika
ისიც მინდა. ვერ ვიღEბდი გადაწყვეტილებას. ხან ის ხან ეს. ორივე სტილი მომწონს და გადავყვიტე ორივე ვიყიდო. ჯერ ეს ვიყიდე იმის გამო რომ იშვიათობაა. ბულკასაც შევეჭიდები smile.gif))


დიდი მადლობა ჟორჟ

პოსტის ავტორი: okela84 Apr 30 2016, 12:46 AM

გილოცავ ძმაო, ძაან მაგარი და ლამაზია. ცოტა მწეეწავი ფასი კი აქვს მაგრამ იმდენი უტრიალე ამ პცპ-ებს რომ მცდარი არჩევანის შანსი აღარ დაუტოვე საკუთარ თავს და დარწმუნებული ვარ კარგადაც გაისვრის good.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 30 2016, 01:54 AM

okela84
მადლობ ოკელ გაიხარე smile.gif იმედია გულს გაახარებს სიზუსტით

პოსტის ავტორი: userman Apr 30 2016, 07:38 AM

ბაიკერი

ციტატა(ბაიკერი @ 30th April 2016 - 12:03 AM) *
ჯერ ეს ვიყიდე იმის გამო რომ იშვიათობაა. ბულკასაც შევეჭიდები ))


ჩემის აზრით ეს უფრო ზუსტი უნდა იყოს ბულკაზე.

რა გული გითმენს სანამ გაისვრი ? biggrin.gif შენი ოპტიკა როგორც ჩანს გაყიდე ....

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 30 2016, 09:30 AM

userman
სამაგრი მაინც არ მქონდა და hawke ვიყიდე ფიქსირებული.

სიზუსტეს რაც შეეხება 520მმ ლულა აყენია. ყველაზე გრძელი კალიბრის აპარატებში. იმედია რო ზუსტია biggrin.gif დავდებ ეხლა და 2 კვირა არ ვნახავ

პოსტის ავტორი: bubusicha Apr 30 2016, 10:14 AM

გილოცავ და სულ ათიანებში მოგერტყას, wink.gif

პოსტის ავტორი: giga1976 Apr 30 2016, 10:37 AM

ბაიკერი
გილოცავ მეგობარო, მშვიდობაში. სულ ათიანებში. good.gif . რინგები თუ გინდა, მაქვს ახალი რინგები 30-იანი, გაჩუქებ

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 30 2016, 01:16 PM

giga1976
დიდი მადლობა გაიხარეთ. picatinny ზე მიდის ეგენი? თუ მიდის სუპერი იქნება.

პოსტის ავტორი: userman Apr 30 2016, 01:34 PM

თემის სათაური შეცვალეთ რა, კრიკეტი დააწერე და ეგაა რა თორემ ვიღაცას ეროტიკული განყოფილება ეგონება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif .

პოსტის ავტორი: giga1976 Apr 30 2016, 02:19 PM

ბაიკერი
კი, უნდა წავიდეს მეგობარო, იგივე ვივერი იგულისხმე ხომ? 30-იანი უთჯი, დაბალი რინგია

პოსტის ავტორი: datka25 Apr 30 2016, 02:31 PM

მშვიდობაში, და სულ ათიანებში smile.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 30 2016, 04:44 PM

userman
ხოო მივწერ უმფროსებს biggrin.gif

giga1976
შენ გაიხარე. დიდად მადლობელი ვიქნები



datka25
დიდი მადლობა :*

პოსტის ავტორი: giga1976 Apr 30 2016, 07:38 PM

ბაიკერი
თუ ვერ ახერხებ ჩამოსვლას, გამოვატან მარშუტკას

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 2 2016, 03:10 PM

ესეიგი რახდება. უოპტკიოდ ვზივარ და ქრონზე გავერთE. დავტენე 215 ბარზე და 185 ბარამდე გავაკეთE ზუსტად 30 გასროლა 8.44 გრ ჯსბ თი. სიგრილიდან სიცხეშI გავიტანე თOფი და ცოტა აიწია სიჩQარემ ვიდრე თAვიდან. ესეც ბოლო 10 გასროლა
291
291
292
290
291
291
291
291
290
289
ეს ცხრილი დაბლიდან ზემოთ წაიკითXეთ როგორც ქრონიდან ასე ამოვწერე მიყოლებით. biggrin.gif
სასიამოვნო თოფია ძალიან smile.gif ჩახმახიც საყვარელი აქვს. ვნახოთ ოპტიკა რომ ჩამოვა რას იზამს

პოსტის ავტორი: giga1976 May 2 2016, 03:28 PM

ბაიკერი
სალამი მეგობარო, სულ რამდენ გასროლას აკეთებს?

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 2 2016, 04:35 PM

giga1976
70-80 საშუალოდ

პოსტის ავტორი: ja_ja May 3 2016, 01:31 PM

ბაიკერი

ციტატა(ბაიკერი @ 2nd May 2016 - 04:10 PM) *
სიგრილიდან სიცხეშI გავიტანე თOფი და ცოტა აიწია სიჩQარემ ვიდრე თAვიდან.

ყველა თოფი რეაგირებს ტემპერატურულ ცვლილებაზე, აირი ფართოვდება და წნევა მატულობს გათბობისას, შესაბამისი წვლილებებიც მოყვება მაგას....

ტყუილა არაა სპორტულ ინსტრუქციაში გაწერილი რომ სპორტულ ასპარეზზე გასვლის წინ თოფი მინიმუმ 30 წუთი უმდა იყოს იმ შენობაში რომელშიც სროლას აპირებ რომ დაწყნარდეს ყველაფერი, მერე 1 გასროლა ტყუილა კეთდება რომ დაგროვილი წნევა რედუქტორიდან გავიდეს და აი მერე იწყება მუსაობა და თან არა ზედიზედ მიყრით smile.gif წველა სპორტულ დისტიპლინას აქვს შემდეგი გათვლა, თითო გასროლაზე 1-დან 1.5 წუთამდე დრო. ეგეც ტყუილა არაა მოგონებული smile.gif

ხოლო თუ ეგეთი სიზუსტე არ გIჭრდება, მაშინ შესაბამისად არც უნდა გაგიჩნდეს ტყული მოთხოვნები smile.gif პროსტა უნდა აიღო და მიაყარო ტყვია ტყვიაზე და რაც იქნება ის იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: SVD May 4 2016, 01:38 AM

ძალიან მაგარი იარაღია,გილოცავ სულ 10 იანებში.იმედია სანადიროდ არ გინდა ეს 2000$ იანი იარაღი biggrin.gif მე პირადად მაგხელა ფასიან იარაღს სანადიროდ არ გამოვიყენებ biggrin.gif იყიდე ჰატსანი და ინადირე მშვენივრად

პოსტის ავტორი: Sk-box May 4 2016, 06:14 AM

SVD

ციტატა(SVD @ 4th May 2016 - 02:38 AM) *
.იმედია სანადიროდ არ გინდა ეს 2000$ იანი იარაღი

რატო გაფუჩდება ?biggrin.gif კაკრას მაგით ასწორებს headshot-ები ! იფ იფ იფ ...

პოსტის ავტორი: mamukaaa May 6 2016, 08:22 PM

კაი ნივთია,მშვიდობაში და კაი მოხმარებაში.
იფ იფ იფ მაგითი ნადირობა რა დიდი სიამოვნება იქნება.

შემოვა როდისმე ჩვენთან???

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 6 2016, 09:03 PM

mamukaaa
მადლობ. ვინ რისი შემომტანია. ჰატსანი რომ შემოდის ეგეც მიკვირს biggrin.gif

პოსტის ავტორი: davita76 May 6 2016, 10:23 PM

ბაიკერი
ლა თოფია ლა თოფიი.მშვიდობაში მეგობარო.გილოცავ.

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 6 2016, 11:19 PM

davita76
გაიხარე smile.gif ჯიგრები ხართ

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 21 2016, 03:14 PM

მივიღე ოპტიკა და ვისროლე 20მდე ტყვია. შოკირებული ვარ სიზუსტით smile.gif 30 მეტრზე ტყვიას ტყვიაში აგდებს. ფოთლების ღეროებს წყვიტავს smile.gif რევიუს დავდებ ამ დღეებში ფოტოებით.

პოსტის ავტორი: giga1976 May 21 2016, 03:37 PM

გილოცავ მეგობარო. კარგია რომ ფიშტომ შენი იმედები გაამართლა good.gif

პოსტის ავტორი: userman May 21 2016, 04:26 PM

ბაიკერი

ციტატა(ბაიკერი @ 21st May 2016 - 04:14 PM) *
შოკირებული ვარ სიზუსტით 30 მეტრზე ტყვიას ტყვიაში აგდებს


დასაწყისისთვის კარგია , მარა 50 მეტრზე მაინც უნდა სინჯო აი მანდ გამოჩნდება თუ რა შეუძლია. თორემ კრალიც კი ჯდება ტყვია ტყვიაში 30 მეტრზე . smile.gif



პოსტის ავტორი: ბაიკერი May 21 2016, 08:49 PM

10X ოპტიკა მაქვს ფიქსირებული და 50 მეტრზე არამგონია გამოდგეს. ჩიტების საპარსად იდეალურია

პოსტის ავტორი: temo-777 May 21 2016, 08:54 PM

აუ მეც მინდა ნორმალური პცპ. sad.gif

მშვიდობაში.
რაიმე იაფიანი საიტი არ იცი
მინიმალურ ფასებში რომ იყოს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 21 2016, 09:08 PM

მაქსიმუსი გამოდის ახლა მალე და ეგ დაითრიე

პოსტის ავტორი: bubusicha May 21 2016, 11:38 PM

ციტატა(ბაიკერი @ 21st May 2016 - 10:08 PM) *
მაქსიმუსი გამოდის ახლა მალე და ეგ დაითრიე


+1
დისკოზე უკეთესი მონაცემები აქვს.
სანადიროდ მშვენიარია თავის ფასში

პოსტის ავტორი: temo-777 May 21 2016, 11:53 PM

არა მაქსიმუსი და დისკო ნაღდად არ მინდა.

პოსტის ავტორი: SVD May 22 2016, 04:03 AM

ციტატა(temo-777 @ May 22 2016, 12:53 AM) *
არა მაქსიმუსი და დისკო ნაღდად არ მინდა.

რატო ვითომ? რას უწუნებ?ნებისმიერი პცპ ჯობს ნებისმიერ ზდპ ს მე ასე ვიცი

პოსტის ავტორი: mamukaaa May 22 2016, 04:23 AM

მაქსიმუმი რომელი?
შეგიძლიათ ლინკი დადოთ?

პოსტის ავტორი: SVD May 22 2016, 04:27 AM

ციტატა(mamukaaa @ May 22 2016, 05:23 AM) *
მაქსიმუმი რომელი?
შეგიძლიათ ლინკი დადოთ?
http://www.pyramydair.com/s/m/Benjamin_Maximus_Air_Rifle/3910

პოსტის ავტორი: temo-777 May 22 2016, 08:31 AM

ციტატა(SVD @ 22nd May 2016 - 05:27 AM) *
რატო ვითომ? რას უწუნებ?ნებისმიერი პცპ ჯობს ნებისმიერ ზდპ ს მე ასე ვიცი

რას ვუწუნებ და ხარისხს,მონაცემებს,ვიზუალს. smile.gif
არაფერი მაგას არა აქვს,
რავი მე პირადად ჩემი იარაღიდან არ გადავალ არც დისკოზე და არც მაქსიმუსზე.
და კიდევ ერთი მომენტი კალიბრია,
ესეც უკან მიბიძგებხ ხოლმე როდესაც პცპ-ზე ვფიქრობ.
დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი 2 საფეხურით მაღალ კალიბრს.
მაგრამ ამ ჩემისებმა ვერაფრით ვერ დაადგეს საშველი და რათ გინდა.
კაროჩე რა. დედანაქაჩ ქვექანაშI ვართ,არაფერი ჩვენ არ გვეშველება.

პოსტის ავტორი: geojorjika May 22 2016, 11:58 AM

temo-777
2 საფეხურით მაღალი კალიბრი საკმადო ხარჯიანი გასართობია, ჯერ ერთი ტყვიები სადღაც თითო 25-30 თეთრი ჯდება განსხვავებით 4.5-ისგან რომელიც 4-5 თეთრი ღირს ცალი , მოერე აქ არ იყიდება არსად შესაბამისად მუდმივად საძებარია


პოსტის ავტორი: userman May 22 2016, 12:31 PM

temo-777

ციტატა(giorgi @ 22nd May 2016 - 12:58 PM) *
2 საფეხურით მაღალი კალიბრი საკმადო ხარჯიანი გასართობია, ჯერ ერთი ტყვიები სადღაც თითო 25-30 თეთრი ჯდება განსხვავებით 4.5-ისგან რომელიც 4-5 თეთრი ღირს ცალი , მოერე აქ არ იყიდება არსად შესაბამისად მუდმივად საძებარია


და რისთვის და რაში ფიქრობ მაღალ კალიბრიანის გამოყენებას ? ფრინველზე 4.5 -ც მშვენიერია. ცხოველი ( სიტყვაზე კურდღელი ) დამჯდარი მე არ მინახავს .. ნუ ეხლა ბრიტანეთში, თუ წახვალ, ამბობენ იქ ბევრიაო.
გასართობად თუ გინდა კიდე 4.5 -თაც კარგად გაერთობი
ისე ჩვენს ფორუმზე იყიდებოდა მთელი წელი ნახევარ ფასად მარადიორი , თუ გინდოდა უნდა გეყიდა ...

და ეხლა რა იარაღი გაქვს ? ზდპ ბენჟამინ ნიტრო ?

პოსტის ავტორი: temo-777 May 22 2016, 02:51 PM

geojorjika
ღმერთმა ქნას რომ დაუშვან smile.gif
დანარჩენს ტყვიებს როგორმე ჩამოვიტან,ან რაღაცას მოვუხერხებ. ტყვიები დიდად არ გამაღარიბებდა,
თან მე ისეთი მოყვარული არა ვარ რომ ყოველდღე ვისროდე მაგათ,ის ცოტაოდენი რაოდენობაც კარგად გამართობდა.
აგერ რა ხანია ტიტანი მაქვს,და ნახევარი პაჩკაც არ მისვრია მგონი.

userman

ციტატა(userman @ 22nd May 2016 - 01:31 PM) *
და რისთვის და რაში ფიქრობ მაღალ კალიბრიანის გამოყენებას ? ფრინველზე 4.5 -ც მშვენიერია.

რატომღაც მასე არ ვფიქრობ მე,ცოტა მოზრდილ ფრინველს არ აწყენდა თუნდაც .22-იანი.
რაღა მოზრდილი ავიღოთ,შორს რომ არ წავიდეთ
აგერ ამასწინათ 3 გვრიტს მოვარტყი (მგონი გვრიტი ქვია ხო მტრედებს რო გვანან) სადღაც 20-30 მეტრი იქნებოდა.
არც თუ ისეთი დიდია,სამივეს მოვარტყი,სამივე ჯერზე ბუმბულები გაყარეს და გაფრინდნენ.
+ სამივე შემთხვევაზე გავიგე რომ სკვაზნოი გაიტანა ტყვია. ტყვიის ბოლო ჟესტს მოხვდა,
ნუ ზედიზედ არ მომხდარა,2 გაფრინდა,მერე 1 ადგილზევე ჩამოვარდა. და მესამეც გაფრინდა.
ახლა შენ მეტყვი რომ სასიცოცხლო ორგანო არ დაუზიანაო,
ხოდა რომ ყოფილიყო თუნდაც ერთი საფეხურით მაღალი კალიბრი დარწმუნებული ვარ
ჭრილობაც უფრო დიდი იქნებოდა და ადგილზეც დატოვებდა სამივეს,და შესაბამისად ვერც გაფრინდებოდა ვერსად smile.gif
დავიჯერო ბატი იხვი/ და ასე შემდეგ ესეთი ადვილი მოსაკლავები არიან,რომ 0.177 ტყვია ყოფნის?
ფურცლის მოყვარულიც არა ვარ მე.
+ ზოგჯერ დიდი ნახვრეტის გაკეთებაც გინდება ხოლმე biggrin.gif


ციტატა(userman @ 22nd May 2016 - 01:31 PM) *
ჩვენს ფორუმზე იყიდებოდა მთელი წელი ნახევარ ფასად მარადიორი , თუ გინდოდა უნდა გეყიდა ...

ახალი მირჩევნია ყოველთვის,მერე კიდე მთლად ნახევარ ფასად არ იყიდებოდა smile.gif
თან კიდე რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება მაგას ვერიდები ხოლმე.
ციტატა(userman @ 22nd May 2016 - 01:31 PM) *
ეხლა რა იარაღი გაქვს ? ზდპ ბენჟამინ ნიტრო

კი ტიტანი მაქვს.

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 22 2016, 04:38 PM

ციტატა(geojorjika @ May 22 2016, 12:58 PM) *
temo-777
2 საფეხურით მაღალი კალიბრი საკმადო ხარჯიანი გასართობია, ჯერ ერთი ტყვიები სადღაც თითო 25-30 თეთრი ჯდება განსხვავებით 4.5-ისგან რომელიც 4-5 თეთრი ღირს ცალი , მოერე აქ არ იყიდება არსად შესაბამისად მუდმივად საძებარია




100% ხარ. სრულიად საკმაირისა გასართობად და ეკონომურიბაშI 4,5 პროსტა ხნადახან მეტი გინდა კაცს რაღAც ჭია რომ მოიკლა. smile.gif


გასროლაც მეტი არის 4,5ში.


პ.ს. ნუ გადაუარეთ თემას smile.gif))

კუკლა smile.gif დახატა საიდვინდერმა

http://www.radikal.ru



პოსტის ავტორი: geojorjika May 22 2016, 05:31 PM

ძალიან მომწონს შენი ფიშტოები smile.gif

პოსტის ავტორი: userman May 22 2016, 08:16 PM

temo-777

ეხლა რომ გითხრა , რომ 5,5 ალიბრის ინტერესი არა მაქვს თქო მოგატყუებ . ამ კალიბრში კი კრიკეტს სტანდარტს ანალოგი არა აქვს ჩემი გადმოსახედიდან , რომ შეიძლებოდეს შემოტანა ხვალვე შემოვიტანდი smile.gif .
მარა 6.35 -ის რა გითხრა ... ამაზე ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვები , რაც მე და ჩემს მეგობარს გადაგვხდა :
მას 5.5 , მე კი 4.5 -ით სანადიროდ გავედით და მანქანიდან ყვავებს ვესვრით მე რამდენიც ვესროლე ადგილზე გაქვავდა ყველა და მან , რომ ესროლა რა თქმა უნდა მოხვდა, მარა 20 მეტრის გავლის შემდეგ ვარდებოდა, გაბრაზდა ტიპი და შეცვალა ახლა 6,35 შეიძინა ( ამბობდა კალიბრის ბრალიაო biggrin.gif ) მოკლედ გავედით მე ისევ 4.5 -ით ის 6.35 -ით .... რაღა ბევრი გავაგრძელო ისევ ის განმეორდა biggrin.gif .. ტიპი გაგიჟდა კიდე კალიბრის გაზრდაზე ფიქრობდა biggrin.gif ... ძლივს გადავაფიქრებინე smile.gif
წარმოიდგინე მე სულ რაღაც ნახევარ გრამიან ( ჯსბ-8.44 გრაინი ) ტყვიას ვესროდი ის კიდევ 2 გრამიანს.
აი ამ ნახევარგრამიანით ძალიან ბევრჯერ მყავს ყვავი 80 მეტრზე ჩამოგდებული ( სიჩქარე 290 მ/წმ ) იმას აღარ ვიტყვი რაც 150 მეტრში მივიღე , ნუ ეგ ჩემთვისაც დაუჯერებელია biggrin.gif თუმცა მქონია ისეთი შემთხვევაც ,რომ 25 მეტრში ბეღურა ჩიტისთვის მომირტყია სკვაზნოიზე გასულა ტყვია მარა დაჭრილა .რამდენიმე მეტრის ფრენის შემდეგ ჩამოვარდნილა ... ასე ვთქვათ იქ არ მოხვდა სადაც უნდა მომკვდარიყო

იმასაც დავამატებ შენ , რომ ფიქრობ მაღალი კალიბრი რომ გქონოდა აუცილებლად ჩამოვარდებოდაო არაა მასე . თუმცა უპირატესობა აქვს მცირე ქარში ... უფრო სტაბილურია . მომაკვდინებელი , კი არის ის რომელიც უფრო ზუსტია მიუხედავად კალიბრისა ...

პოსტის ავტორი: temo-777 May 22 2016, 08:45 PM

userman
რა იარაღი გაქვს smile.gif

პოსტის ავტორი: SVD May 22 2016, 09:02 PM

ნურავინ ნუ ეწყინება მაგრამ ჩემი აზრი ასეთია,ასე საჯაროდ არ უნდა ხდებოდეს ეგეთ თემებზე საუბარი,ვის რა კალიბრის იარაღი აქვს და რა შეუძლია მსხვილ ტყვიას,არის ცალკე განყოფილება ეგეთებისთვის

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 22 2016, 09:06 PM

ნუ მიმიწუწეთ თემა.

biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika May 22 2016, 09:07 PM

userman
მე ვიცი დაახლოვებით ვიზეც ლაპარაკობ და იმასაც გეტყვი რისი ბრალია ეგ

4.5 მმ მჩატე ჯსბ-ი არის როგორც რბილი შენადნობის ისე ძალიან თხელ კედლიანი ტვია , მე რაც კი მქონია შეხება ძალიან ექსპასიური, ვაირაუხით ვისროდი ერთი პერიოდი და ადგილზე აქვავებდა ყველაფერს'

რაც შეება 6.35 მაგის პატრონს მგონი სულ 3 სახის ტყვია ქონდა , ჯსბ, კროსმანი და ქროუ მაგნუმი, სამივ ტყვია საკმადო მასიურია და მისი რბილ საგანზე მოხვედრა ნაკლებ ექსპასიურობას იწვევ მიუხედავად იმისა რომ ქროუ მაგნუმი ექსპასიური ტყვიაა, შესაბამისად ხვიტავს მსხვერპლს და ენერგიის დიდი ნაწილი თან მიაქვს ტყვიას, განსხვავებით შენი ტყვიისაგან , რომელიც მოხვედრისას პირდაპირ ფეთქდება სხეულში და დედას ტირობს იქაურობას smile.gif

მაგრამ აბა ცოტა ქარშI ისროლეთ ასე 80 მეტრზე და მერე ნახავ კალიბრის უპირატესობას smile.gif

თევის ავტორს ბოდიში გაოფებისთვის, გადავიტან სხვა თემაშI ამ პოსტებს smile.gif

პოსტის ავტორი: temo-777 May 22 2016, 09:07 PM

ბაიკერი
გვაპატიეთ ოფფ ტოფიკი აღარ იქნება smile.gif

მაგ სურათზე მაქსიმუსია თუ რომელია? კრიკეტის გვერდზე

პოსტის ავტორი: pilotina May 22 2016, 09:27 PM

ციტატა(temo-777 @ 22nd May 2016 - 09:07 PM) *
მაგ სურათზე მაქსიმუსია თუ რომელია? კრიკეტის გვერდზე


ეგ ცეცხლსასროლია

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 22 2016, 10:41 PM

temo-777
მარლინის ვარმინტია 22ლრ. ადამიანი თოფია. smile.gif პატარა ზარბაზანი


pilotina
სწორი ხართ ბატონო


პოსტის ავტორი: ilariona May 26 2016, 10:03 AM

რა ხდება ამ თემაში? ცოტას მოვიცლი და მივწმინდავ აქავრობას!

ბაიკერი
გილოცავ მშვენიერ შენაძენს, ძაან ლამაზია.

ჯგუფებს როდის გვანახებ?

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 26 2016, 10:18 AM

ilariona
ეხლა ამინდები გამოვა და მაგისთვისაც მოვიცლი. თუ რამე გამოვა 10X ოპტიკიდან. არ ვიცი რა იქნება 50 მეტრზე

პოსტის ავტორი: pilotina May 26 2016, 08:15 PM

ბაიკერი

ციტატა(ბაიკერი @ 26th May 2016 - 11:18 AM) *
ეხლა ამინდები გამოვა და მაგისთვისაც მოვიცლი. თუ რამე გამოვა 10X ოპტიკიდან. არ ვიცი რა იქნება 50 მეტრზე


აბა აბა, ეგრე სადაა? უნდა გამოიყვანო... biggrin.gif

პოსტის ავტორი: userman May 27 2016, 11:43 AM

ბაიკერი

ციტატა(ბაიკერი @ 26th May 2016 - 11:18 AM) *
ეხლა ამინდები გამოვა და მაგისთვისაც მოვიცლი. თუ რამე გამოვა 10X ოპტიკიდან. არ ვიცი რა იქნება 50 მეტრზე


თუ სასურველი შედეგი ვერ მიიღე მთლად ოპტიკას ნუ დააბრალებ biggrin.gif

ჩემი 12 ჯერადობისაა , მარა 50 ჯერადობისაც მიცდია , მარა არანაირი უკეთესი შედეგი არ მიმიღია...

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 27 2016, 01:07 PM

userman
ლულაში რომ გავიხედე ისეთი იდეალური ნამუშევარია რომ ძალიან მაგარ შედეგს მომცემს დამიჯერე biggrin.gif 30 მეტრზე 6 თუ 7 მილიმეტრი გავაკეთე პირველივე ცდაზე. დანარჩენს მერე ვნახავ


კრიკეტია ბოლო ბოლო. თან პირადი კოლექციიდან მომაყიდა მაღაზიის პატრონმა

პოსტის ავტორი: userman May 27 2016, 05:24 PM

ბაიკერი

ციტატა(ბაიკერი @ 27th May 2016 - 02:07 PM) *
30 მეტრზე 6 თუ 7 მილიმეტრი გავაკეთე პირველივე ცდაზე. დანარჩენს მერე ვნახავ


მე რა თქმა უნდა მჯერა კრიკეტის ხოოდა ეჭვები, რომ არ გაგვიჩინო დროზე ქენი რა 50 მეტრიან დისტანციაზე. biggrin.gif
თორემ ამას წინათაც გითხარი : მაგდენი 30 მეტრზე კრალსაც შეუძლია თქო. თუ არ გჯერა აგერაა და ნახე :
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3492&st=60

პოსტის ავტორი: datka25 Jun 20 2016, 06:04 PM

წეღან რაღაცას ვერთობოდი კალკულატორში და ბესოს (userman) საპასუხოდ დავწერ ბარემ wink.gif

ნუ გასაგებია ზუსტი კაია, მაგრამ იმაზე რას იტყვი, რო იმ თოფს (6.35) 150მ-ში თითქმის 2-ჯერ მეტი ენერგია აქვს დარჩენილი, ვიდრე ნახევარგრამიან ტყვიას ლულასთან? biggrin.gif

მოკლედ ესაა 2.2 გრამიანი ჯსბ, 262 მ/წმ-ით



ე კიდე 8.44-ანი ჯსბ 290 მ/წმ-თ.



ნუ, ალბათ შედარებაც არ შეიძლება wink.gif D

userman

ციტატა(userman @ 22nd May 2016 - 09:16 PM) *
temo-777

ეხლა რომ გითხრა , რომ 5,5 ალიბრის ინტერესი არა მაქვს თქო მოგატყუებ . ამ კალიბრში კი კრიკეტს სტანდარტს ანალოგი არა აქვს ჩემი გადმოსახედიდან , რომ შეიძლებოდეს შემოტანა ხვალვე შემოვიტანდი .
მარა 6.35 -ის რა გითხრა ... ამაზე ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვები , რაც მე და ჩემს მეგობარს გადაგვხდა :
მას 5.5 , მე კი 4.5 -ით სანადიროდ გავედით და მანქანიდან ყვავებს ვესვრით მე რამდენიც ვესროლე ადგილზე გაქვავდა ყველა და მან , რომ ესროლა რა თქმა უნდა მოხვდა, მარა 20 მეტრის გავლის შემდეგ ვარდებოდა, გაბრაზდა ტიპი და შეცვალა ახლა 6,35 შეიძინა ( ამბობდა კალიბრის ბრალიაო ) მოკლედ გავედით მე ისევ 4.5 -ით ის 6.35 -ით .... რაღა ბევრი გავაგრძელო ისევ ის განმეორდა .. ტიპი გაგიჟდა კიდე კალიბრის გაზრდაზე ფიქრობდა ... ძლივს გადავაფიქრებინე
წარმოიდგინე მე სულ რაღაც ნახევარ გრამიან ( ჯსბ-8.44 გრაინი ) ტყვიას ვესროდი ის კიდევ 2 გრამიანს.
აი ამ ნახევარგრამიანით ძალიან ბევრჯერ მყავს ყვავი 80 მეტრზე ჩამოგდებული ( სიჩქარე 290 მ/წმ ) იმას აღარ ვიტყვი რაც 150 მეტრში მივიღე , ნუ ეგ ჩემთვისაც დაუჯერებელია თუმცა მქონია ისეთი შემთხვევაც ,რომ 25 მეტრში ბეღურა ჩიტისთვის მომირტყია სკვაზნოიზე გასულა ტყვია მარა დაჭრილა .რამდენიმე მეტრის ფრენის შემდეგ ჩამოვარდნილა ... ასე ვთქვათ იქ არ მოხვდა სადაც უნდა მომკვდარიყო

იმასაც დავამატებ შენ , რომ ფიქრობ მაღალი კალიბრი რომ გქონოდა აუცილებლად ჩამოვარდებოდაო არაა მასე . თუმცა უპირატესობა აქვს მცირე ქარში ... უფრო სტაბილურია . მომაკვდინებელი , კი არის ის რომელიც უფრო ზუსტია მიუხედავად კალიბრისა ...


ციტირება დამვიწყებია smile.gif

ამ პოსტზე მინდოდა დამეწერა. . .

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 21 2019, 08:38 AM

შემოვა როდისმე საქართველოში კრიკეტი?
არადა რა კაი იარაღია.

პოსტის ავტორი: aleqsa Feb 21 2019, 10:03 AM

mamukaaa

შემოვა რა? ვინმე ჩვენიანი თუ შემოვიტანთ ისევ, თორემ იარაღის მაღაზიებს რაც შემოაქვთ ეგეც თითოროლა რაოდენობით მოაქვთ ამ კანონების გადამკიდე ...

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 21 2019, 11:50 AM

ციტატა(mamukaaa @ 21st February 2019 - 09:38 AM) *
შემოვა როდისმე საქართველოში კრიკეტი?
არადა რა კაი იარაღია.

სადაო არ არის რომ კარგი ფიშტოები აქვს კრიკეტს, მაგრამ უკვე ბოლო 4-5 წელია ერთი და იგივე კონსტრუქციას მიყვებიან. დიზაინიდან დაწყებული გადატენვის მეთოდით დამთავრებული. ფასი კი ისევე ჯიბეზე საგრძნობია

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 21 2019, 10:16 PM

ბაიკეს ქონდა ფორუმზე და ძლივს გაყიდა , არადა საკმაო ნორმალური ფასი ედო

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 23 2019, 03:59 AM

რომელ მაღაზიებს შემოაქვთ მითხარით თუ იცით ვინმემ.
მადლობა

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 25 2019, 10:16 AM

არა ამჯერად არცერთ მაღაზიას არ შემოაქვს... თუ გინდა ეგ ფიშტო ან ჩერეზ რუსეთი ან ჩერეზ უკრაინა უნდა იჩალIჩო, ისე ვროდე ჩეხეტში გადაიტანეს მაგათმა წარმოება და ალბათ ჩეხეტშიც იქნება ოხრად...

პირველი ორშI კიდევ თუ შეიLძება ვინმე მოძებნო და ეხვერწო რამენაირად რომ გამოაგზავნონ, აი ჩეხეთიდან გამოგზავნის ამბავი არ ვიცი... ალბათ ონლაინ მაღაზია უნდა ნახო და მიწერო აქეთ თუ გამოაგზავნიან... 4.5 უპრობლემოდ შემოვა

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services