თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი... _ საჭირო რეზინები

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 27 2016, 08:58 PM

ხომ ვერ მიმასწავლებთ ცჰვენთვის საჭირო რეზინები სად შეიძლება რომ შევიძინო

პოსტის ავტორი: pilotina Nov 27 2016, 09:49 PM

giga2010

ციტატა(giga2010 @ 27th November 2016 - 09:58 PM) *
ხომ ვერ მიმასწავლებთ ცჰვენთვის საჭირო რეზინები სად შეიძლება რომ შევიძინო


https://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_c_1_4?url=search-alias%3Daps&field-keywords=o+ring+kit&sprefix=o+ri%2Caps%2C278&crid=3H16VTIETD275 შეგიძლია გამოიწერო. ოღონდ მეტრულ ზომებში ჯობია, თუ ნახავ.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 27 2016, 10:06 PM

giga2010
რა ზომები გინდა და რისთვის? იქნებ მე მაქვს, პერიოდულად ჩამომაქვს ხოლმე

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 27 2016, 10:10 PM

ციტატა(geojorjika @ Nov 27 2016, 11:06 PM) *
giga2010
რა ზომები გინდა და რისთვის? იქნებ მე მაქვს, პერიოდულად ჩამომაქვს ხოლმე

საერთოდ მინდოდა, საჭირო დროს რომ გამომადგეს. ეხლა მემგონი პრობლემა აქვს მიმწოდებლის რეზინას. შეიძლება ვერ ვხსნი სწორად.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 27 2016, 10:11 PM

ზომები მითხარი თუ გახსოვს და დავძებნი , თუ არადა გაზომე რა smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 27 2016, 10:13 PM

ციტატა(geojorjika @ Nov 27 2016, 11:11 PM) *
ზომები მითხარი თუ გახსოვს და დავძებნი , თუ არადა გაზომე რა smile.gif

მადლობა, ჯერ არ დამიშლია, ვნახავ თუ რამე შარში არ გავეხვიე კიდევ

პოსტის ავტორი: giga2010 Dec 1 2016, 12:36 AM

დავშალე როგორც იქნა და აღმოჩნდა გადამშვების რეზინა დაზიანებული, 7მმ დიამეტრის და რეზინა თავად 0.8მმ-ია. ხომ ვერ მიმასწავლით სად შეიძლება რომ შევიძინო

პოსტის ავტორი: giga2010 Dec 1 2016, 01:18 AM

http://pix.ge/ აი ეს რეზინებია 402

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 1 2016, 08:13 PM

7 მმ შიგნიდან თუ გარედან? და 0.8 არის სექცია? ანუ კვეთი? ხომ არ გეშლება? 0.8 მმ ძალიან წვრილია

პოსტის ავტორი: giga2010 Dec 1 2016, 09:12 PM

გარე დიამეტრია 7მმ. კვეთა 0.8. ხვალ გავალ ელიავაზე იქნებ მოვძებნო

პოსტის ავტორი: gargantua Jan 10 2017, 05:14 PM

გამარჯობათ მეგობრებო რამოდენიმე დღის წინ შევიძინე hatsan mod 70 სახლში რო მოვიტანე შევამჩნიე ანომალია ლულის მანჟეტს თავიდან რაღაც ულტრათანამედროვე აეროდინამიურობის გასაუმჯობესებელი დიზაინი მეგონა მაგრამ მალევე მიხვდი რომ რაღაცაში იყო საქმე და ფრჩხილი დავაჭირე და რბილად ჩავიდა მაშინვე სურათები გადავძებნე და ვნახე რომ დეფექტი ჰქონდა რაღაც და ჩემი დასკვნებით ტყვია იყო ჩაჭეჭყილი შემთხვევით



ესე გამოიყურებოდა ვიზუალურად

ხოდა ამოვიღე ამოვასუბთავე შუაზე გადავჭერი ქვემოთ იგივე გარე დიამეტრის რბილი მანჟეტი ჩავაყოლე და თავისი მანჟეტი ქვედა მყარი ნაწილი რაც ქონდა ეგ ზემოთ მოვუქციე გამოვიდა ნორმალური სიმაღლის წესით არ უნდა გააპაროს ჰაერი მაგრამ არამგონია დიდიხანი გავაჩერო ეს და სად შეიძლება ვიშოვო ეს პატარა მაჟეტები თუ იცით გარე დიამეტრი 13 მილიმეტრია შიდა 9, სისქე 2 მილიმეტრი და სიღრმე იგივე სიმაღლე 4 მილიმეტზე ცოტა მეტია თუ იყიდება სადმე ამ ზომის და ფორმის მანჟეტები ან თუ შეიძლება ჩვეულებრივი ფორმის მანჟეტები რო ჩავსვა 2 ცალი ან რამე სიმაძლე მივცე ქვემოდან და ისე ჩავსვა? კიდევ კუსტარულად თუ შეიძლება დამზადება სახლის პირობებში მაგალითად ტყავისგან ძებნისას ვნახე რომ ტყავისგანაც აკეთებენ მოძველებულ პნევმატურებზე

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 10 2017, 07:23 PM

gargantua
ჰაცანის არ ვიცი და რუსულების იყიდება კოლმეურნეობაზე რომ მონადირის მაღაზიაა. თუ სხვა ვერაფერი მოიძებნა შეიძლება მაგის განხილვაც. ისე კი ჰაცანის პროდუქციაზე მუშოაბს მაგნუმის მაღაზია და დინამოსთან რომ კუთხეში მაღაზიაა სანადირო აი ეგე... ჰოდა წესით რაღაც ეგეთი სათადარიგო ნაწილები მაგათ უნდა ჰქონდეთ...

თუ მაგათაც არ აქვთ და მერე უკვე ონლაინში უნდა წავიდეს ძებნა....

პოსტის ავტორი: gargantua Jan 10 2017, 08:00 PM

ციტატა(ja_ja @ Jan 10 2017, 08:23 PM) *
gargantua
ჰაცანის არ ვიცი და რუსულების იყიდება კოლმეურნეობაზე რომ მონადირის მაღაზიაა. თუ სხვა ვერაფერი მოიძებნა შეიძლება მაგის განხილვაც. ისე კი ჰაცანის პროდუქციაზე მუშოაბს მაგნუმის მაღაზია და დინამოსთან რომ კუთხეში მაღაზიაა სანადირო აი ეგე... ჰოდა წესით რაღაც ეგეთი სათადარიგო ნაწილები მაგათ უნდა ჰქონდეთ...

თუ მაგათაც არ აქვთ და მერე უკვე ონლაინში უნდა წავიდეს ძებნა....

ჯერ მაგნუმს მივაკითხავ საიტზე არ უდევთ არაფერი იმედია ისე ექნებათ მადლობა გამოხმაურებისთვის pleasantry.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 10 2017, 08:08 PM

მე რომ პრობლემა მქონდა ვიყიდე ელიავაზე, ისიც ერთ ადგილას. ქონდა ნაბორი და ნორმალური ხარისხიც არის

პოსტის ავტორი: gargantua Jan 10 2017, 08:16 PM

ციტატა(giga2010 @ Jan 10 2017, 09:08 PM) *
მე რომ პრობლემა მქონდა ვიყიდე ელიავაზე, ისიც ერთ ადგილას. ქონდა ნაბორი და ნორმალური ხარისხიც არის

როგორი იყო ჩვეულებრივი O Ringს რომ ეძახიან თუ მაღალი ესეთი?

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 10 2017, 09:19 PM

მაღალი არ მიძებნია სიმართლე გითხრა. მაგრამ სხვადასხვა ქონდა

პოსტის ავტორი: SVD Jan 25 2017, 12:45 PM

სალამი ყველას,მოკლედ ჩემ ნასოსს გაუფუჭდა შტუცერის რეზინკები სატენ პორტს რომ აქვს პატარა მრგვალები და დატენვისას ჰაერს აპარებს,შედეგად ვერ ვტენი,სად შევიძინო არიცით?

პოსტის ავტორი: gregory Jan 25 2017, 12:58 PM

ციტატა(SVD @ 25th January 2017 - 01:45 PM) *
სად შევიძინო არიცით?

SVD
ჩემთან

პოსტის ავტორი: SVD Jan 25 2017, 01:23 PM

ციტატა(gregory @ Jan 25 2017, 01:58 PM) *
SVD
ჩემთან

რამდენიმე მინდა და როგორ იქნება ეგ ამბავი?

პოსტის ავტორი: ბექნო Feb 9 2017, 08:28 AM

გადავატრიალე ელიავა და ვერ ვნახე მასალა რომლითაც დგუშის მანჟეტს გავჩარხავ.
მჭირდება retay 135 ზე. დიამეტრი 30მმX10mm

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 9 2017, 03:56 PM

ბექნო
მანჟეტის გაჩარხვა ცოტა მყარი მასალიდან შეიძლება, ნუ მაგალიტად ფტოროპლასტი, მაგრამ დარტყმითი მოძრაობების გამო რომელსაც მანჟეტი განიცდის აუცილებლად გატყდება sad.gif

ამიტომაც უნდა იყოს არა გაჩარხული, არამედ ჩამოსხმული, ან სილიკონი, ან პოლიურეტანი... აქ მაგის ჩამომსხმელი არავინ მეგულება ხოლო სილიკონის და პოლიურეტანის გამოჩარხვა მაგარი საშინელებაა sad.gif

მოკლედ მოგიწევს რაიმე შესაბამისი დიამეტრის სხვა თოფის მანჟეტის გამოყენება ან ინტერნეტ მაღაზიებში დაძებნა და დაკვეთა

პოსტის ავტორი: ბექნო Feb 9 2017, 06:01 PM

ja_ja
მასალაც ვერ ვნახე შესაბამისი.
პოლიურეტანია ხო წითელი ფერის როა მაგით გავჩარხეთ და ვერ იმუშავა რბილია ნამეტანი.

30მმ დგუში რას აქვს ვერ ვნახე ვერაფერი.
არც ცალკე იყიდება და ვაარ ასე ხათაბალაში..

პოსტის ავტორი: gela Feb 9 2017, 08:02 PM

მანქანის პერედოკებისთვის საბურავის რეზინისგან რო ჩარხავენ ხოლმე ვტულკებს,ეგ მასალა არ გამოდგება ვითამ?

პოსტის ავტორი: ბექნო Feb 9 2017, 08:38 PM

gela
კაპრონია ეგ და ამ საქმეში არ გამოდგება.

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 9 2017, 09:04 PM

http://www.airgunstore.ru/manzhety/manzheta_hatsan_135_150_155_vd/

აგერ არის 30მმ იანები

პოსტის ავტორი: gela Feb 9 2017, 09:25 PM

ბექნო

ციტატა(ბექა_ @ 9th February 2017 - 09:38 PM) *
კაპრონია ეგ და ამ საქმეში არ გამოდგება.


რატომ მარტო კაპრონი, ხომ არის რეზინის საბურავებიც, ცდად ღირს, იმ შემთხვევაში როდესაც ქარხნულ მანჟეტს ვერ შოულობ, იქნებ თხა იყოს ტყუპი მაიგოს ვარიანტია smile.gif)

პოსტის ავტორი: ბექნო Feb 9 2017, 10:41 PM

ციტატა(sekurifa @ 9th February 2017 - 10:04 PM) *
http://www.airgunstore.ru/manzhety/manzhet...135_150_155_vd/

აგერ არის 30მმ იანები

გაიხარე, კარგი ვარიანტებია აქ, ამოირჩევა შეიძლება. მარა ყიდვის და ჩამოტანის ამბავი როგორ არის რუსული საიტებიდან

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 28 2017, 10:49 PM

http://radikal.ru
კიდევ შარში ვარ. ამ რეზინას სად ვიშოვი

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 29 2017, 08:51 AM

ზუსტად ზომა აღარ მახსოვს, მაგრამ მგონი ჩინურ სანთებელაში რაცაა ისიც უნდა მოერგოს, თუმცა ის ცოტა უფრო პატარაა დიამეტრში, მაგრამ გაიჭიმება მაგ ზომაზე

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 29 2017, 02:43 PM

რეზიკი, ლულა, ყველა სხვა საჭირო რეზინა გამოვცვალე. დამრტყმელი ზამბარაც ბოლომდე დავუშვი. ამ რეზინაზე გავიჭედე, ეხლა ვნახავ რამე ჩინურ სანთებელას და დავშლი.

პოსტის ავტორი: name Dec 1 2017, 11:33 AM

ესეგი ტყუილა არ მაქვს გადაწყვეტილი ზ.დ.პ ყიდვა, ისე მომაბეზრა თავი hatsan at44_ა ამდენი კეთებით,

სურათზე მინიშნებული რეზინა სად შეილება ვიშოვო, შუაზე გაწყდა, და ჰაერს აპარებს უხვად, არდა ხელი არ მომიკიდია საუკუნე მაგადგილისთვის, თოფი დევს და ფიუჭდება, ხელის მოკიდება უკვე მეშინია smile.gif)


პოსტის ავტორი: gregory Dec 1 2017, 12:15 PM

ციტატა(giga2010 @ 28th April 2017 - 11:49 PM) *
კიდევ შარში ვარ. ამ რეზინას სად ვიშოვი

giga2010
"რატომ ღელავ სოსო?!"(ცისფერი მთები, აუ ტიანშანი) smile.gif
მოდი და მოგცემ wink.gif


პოსტის ავტორი: gregory Dec 1 2017, 12:23 PM

name
რაღაც-რაღაც რეზინები კი მაქს მაგრამ ჰათსანის არა. შეიძლება ზომაში წავიდეს

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 1 2017, 03:06 PM

name
ასაღელვებელი მანდ არაფერია, პროსტა რომ დევს და საქმეში არაა დროთა განმავლობაში რეზინები შრება, ამასობაშI კი მაღალი წნევთ ჰაერი აწვება და ბოლოს სკდება რეზინა ალაგალაგ.
ასარელვებელი არაფერია

ეგ რეზინები ისევეა როგორც მანქანის კონდიციონერზე, ანუ ზამთარშიც კი რამდენჯერმე კონდიციონერი ჩასართავია რომ სისტემაში ზეთი დატრიალდეს და რეზინევსაც მიედ მოედოს, თოფის შემთხვევაში ერთ პოზიციაში შენახვა იწვევს საწინააღმდეგო მხრიდან რეზინის გამოშრობას და...

რეზინა ჰაერზე რომ დატოვო მაშინაც კი უხეშდება და იმსხვრევა, მაღალი წნევის ქვეშ კი ეგ პროცესები გაცილებით ჩქარა მიდის... მოკელდ რეზინა სახარჯი მასალაა და ძვირიც არ ღირს, ან გრიშასთან მიდი როოგრც გითხრა, ან ჩემთან ან სულაც ელიავაზე. მნიშვნელობა არა აქვს ყველა გაამართლებს, მთავარია ისეთ ზომაში ჩაჯდე რომ მგ დეტალის კედლებსაც ედებოდეს და რეზერვუარის კედლებსაც, არც ნამეტანი თხელი გამოდგება და არც ნამეტანი სქელი... კაროჩე არაა ეგ ტრაგედია სადღაც და იქნება მაგდაგვარი

პოსტის ავტორი: userman Dec 1 2017, 04:48 PM

name

სამი ცალი კლაპანი რატომ , ან უფრო სწორად რისთვის გინდა ? სამი რეზიკი ხომ არ გაქვს ?

ელიავას ბაზრობაზე შედი ზემოთა მხრიდან. მეორად საბურავებს , რომ ყიდიან იმ მხრიდან , ხოოდა მოიკითხე რეზინის სალნიკების მაღაზია . ორი მაღაზიაა ერთმანეთთან ახლოს . არ არსებობს ვარიანტი , რომ არ იყოს , ერთი ცალი 1 ლარი ღირს .

პოსტის ავტორი: name Dec 1 2017, 07:33 PM

ja_ja
მართალია, მეც არავთქვია რა პლასმასივითა გამხდარითქო, ოკ გავივლი აბა ელიავაზე, თუ არდა გეგორს მივადგები

userman
ერთი რეზიკი უყენია

პოსტის ავტორი: name Feb 10 2018, 08:59 PM

გაუმარჯოს,

ლულის რეზინები შევცვალე დღეს, ახლები დავაყენე მაგრამ სურათზე ჩანს რაც მოუვიდა რეზინებს, ცოტათი მეტი ავიღე რეზინის დიამტრები რო მყარად ჩასულიყო, რადგან თავის ზომას რა აზრი აქვს, არაფერ ჰაერს არ დაიჭერსმ

ასევე ლულაში არსებული რეზინა ზუსტი ზომა ვიყიდე, მაგრამ ახლა ტყვი არ ეტევა, და არც შემტანი შედის,
ხოდა რამე ხერხი ხომ არ იცით ისეთი რო რეზინები არ დაზიანდეს ლულის ჩასმის დროს?





პოსტის ავტორი: aleqsa Feb 11 2018, 06:14 AM

name

მშრალზე ჩასვი ეტყობა და მაგიტო ან ბევრად დიდი ზომა მოგივიდა. ზომა სულ ოდნავ უნდა იყოს დიდი და ჩასმის წინ სილიკონის ზეთით დაასველე, ზეთი მაგნუმშიც ააქვთ და გრიგოლსაც ააქვს მგონი. ასევე მიმწოდზეს წასცხე ცოტა ზეთი და ისე შეაცურე თავუდან ლულაში ტყვიის გარეშე

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 12 2018, 11:31 AM

name

ციტატა(name @ 10th February 2018 - 09:59 PM) *
ხოდა რამე ხერხი ხომ არ იცით ისეთი რო რეზინები არ დაზიანდეს ლულის ჩასმის დროს?

უფ მაგი ხერხი უნიკალურია smile.gif ანუ მიდიხარ და ყიდულობ კონკრეტულად იმ ზომის რეზინებს რომელიც საჭიროა და რომელზეც გათვლილია კონსტრუქცია და არა საკუთარი აზრებით შერჩეულ ვერსიებს smile.gif

ნუ მიწყენ და ჭკუის სწავლებად ნუ ჩამითვლი, მაგრამ მანდ რომ ნებისმიერი ზომის რეზინის გამოყენება შეიძლებოდეს, მაშინ კონკრეტულად იმ მოდელს არ გამოიყენებდა მწარმოებელი რაც მას მიაჩნდა მართებულად smile.gif

1) პირველი შეცდომა ისაა რომ გარეთა მხრიდან ლულაზე მეტი ზომის რეზინები დასვი, იმ იმედათ რომ უფრო პლოტნად შევა და უფრო დაიჭერს ჰაერს... და ის თუ გაგახსენდა რომ პლოტნად შესვლისას რეზინა რომ გადაივლის გადამშვების ხვრელს ეგრევე გაყოფს შიგნით თავს, გადამშვების ხვრელი კი როგორც წესი ბასრია შედეგად ჭყაპ და თავი მოშჩრა smile.gif სავსემ თავი კაპუტ ბუდეტ smile.gif

ასე რომ საჭიროა ის რზომა რაც ადრე გამოიყენებოდა, ის მაქსიმალურად კომფორტულად შესრიალდება და ისეა გათვლილი რომ მინიმუმზეა ამობერილი, სამაგიეროდ სპოხის გამოყენებისას ხვრელებზე უმტკივნეულოდ გადასრიალდება დაჯდება თავის ადგილზე და გასროლისას ჰაერის ტალღა ისე გაბერავს, რომ რომც უნდოდეს, აჰერს გარეთ ვერ გამოუშვებს, თუ რა თქმა უნდა სწორი ზომაა და გადაკვნეტილი არაა....

მოკლედ აზრი იმაზე დაიყვანება რომ შენს მიერ მოფიქრებული სულაც არ ნიშნავს რომ უკეთესი გადაწყვეტილება მოძებნე... აშკარად სხვა ფაქტორები არ გაითვალისწინე

2) რაც შეეხება ლულის შიგნით ჩასმულ რეზინას, მანდ მთლა უარესი სიტუაციაა... რეზინა ისევ გათვლილია დეფორმაციაზე და მიმწოდებლის შესვლისას ლულის შიგნით ამოთხრილ კედლებს მჭიდროდ ედება, შედეგად ისევ ჰაერის ტალღის დარტყმისას იბერება და უფრო მჭირდოდ ერწყმის მიმწოდებელსაც და ლულის შიგნით ამოჭრილ არხსაც....

როდესაც შენი ანგარიშით უფრო სქელი, ან დიდი რეზინა ჩადე, გამოდის რომ მიმწოდებელი ცდილობს შევიდეს რეზინაში და გაწი გამოწიოს, მაგრამ ფიზიკურად ლულაში იმხელა ღარი არაა რომ ზედმეტი რეზინის ხორცი სადმე შეიჭუჭყნოს, ასე რომ ჰაერის დატყმითი ტალღის გარეშეც უკვე გაბერილია და ვეღაქრც თვითონ ზის ღარში ნორმალურად და აღარც მიმწოდებელს ატარებს.


მოკლედ რაიმე სუპერ რჩევა და გამოცდილება არ არსებობს, მანდ, საჭიროა ზუსტად იმ ზომის რეზინა რაზეც კონსტრუქციაა გათვლილია, სხვა რეზინა როგორც შენთვითონაც უკვე დარწმუნდი უბრალოდ არ იმუშავებს მანდანე sad.gif

პოსტის ავტორი: name Feb 13 2018, 06:15 PM

aleqsa

თავისთავად სილიკონის ტაოოტით ვსმასკავდი


ja_ja

ხო გვიან მივხდი, იმ ადგილას კვნეტდა რეზინას, შევუცვალე საკაიფოდ თავისაუფლად შეცურდა, მაგრამ დაიჭერს ჰაერს , ძველ დაკვნეტილ რეზინებს კი ეჯობება და

ხო კიდე, მოობილურით ვერ შემოვდივარ ექუნტში, ჩემსას ჭირს რამე თუ საიტს?

პოსტის ავტორი: aleqsa Feb 13 2018, 09:47 PM

name

მეც იგივე პრობლემას წავაწყდი. მასე მაწვალებს ხოლოთ გუგლიქრომით თუ ვცდილობ შესვლას მაშინ და თავის ინტერნეტ ბრაუზერითაცკი აჩმახებს მარა გაცილებით იოლად შედის

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 14 2018, 01:19 PM

name

ციტატა(name @ 13th February 2018 - 07:15 PM) *
ხო კიდე, მოობილურით ვერ შემოვდივარ ექუნტში, ჩემსას ჭირს რამე თუ საიტს?

რომელი მობილი\ტ რა ბროუზერით?

მე ანდროიდზე მიყენია:

Chrome
Fire Fox
Opera
MS Edge
Samsung Browser
ყველა შემოდის, ერთადერთი Opera-ს და Samsung Browser-ს ძალიან დიდი ხანი სჭირდება, თორემ გახსნით ხსნის

პოსტის ავტორი: bazuka Feb 25 2018, 10:48 PM

ja_ja


ja_ja

ციტატა(ja_ja @ 14th February 2018 - 02:19 PM) *
მე ანდროიდზე მიყენია:

Chrome
Fire Fox
Opera
MS Edge
Samsung Browser


holy shit!
და თან რა კმაყოფილია 19.gif
სადო-მაზო

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 25 2018, 10:51 PM

ჰელლოუ მუსიე, როგორ მოხდა რაფერ გაგახსენდით... smile.gif რავაა საქმეები


პოსტის ავტორი: memwvade Nov 29 2019, 10:19 PM

ლულის მაჯეტი ვერსად ვევნახე და კუსტარულატ ხოარკეტედება და როგორ ხოარავინიციტ

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 30 2019, 01:17 PM

memwvade
ზომა?

პოსტის ავტორი: aleqsa Nov 30 2019, 05:31 PM

memwvade

გაგიმარჯოს, კეთილი იყოს შენი შემოსვლა ფორუმზე smile.gif

ერთ მეგობრულ რჩევად მიიღე რასაც ეხლა დავწერ და ნუ მიწყენ, შემდეგში გაითვალისწინე, კითხვა ცოტა უფრო კონკრეტულად უნდა დასვა აქ რომ ვიღაც გამოეხმაუროს შენს კითვას, რომელი თოფისთვის კითხულობ ან რა ზომისაა ის მანჟეტი რასაც ეძებ?
თორე ახლა ისე ზოგადად რაც გაქვს დასმული კითხვა, მაგაზე შემიძლია გიპასუხო რომ თურქული თოფებისთვის დინამოსთან, "მონადირემეთევზე" რომაა მაღაზია მანდ მაქვს ნანახი რამდენიმე თვის უკან... მარა მოერგება შენს თოფს თუ არა ვერავინ გეტყვის

წარმატებები smile.gif



უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services