თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რჩევები, კითხვა-პასუხი... _ გთხოვთ დამეხმარეთ

პოსტის ავტორი: mister_io Jul 25 2015, 12:48 PM

გთხოვთ მომაწოდოთ სამიზნეების შაბლონი A4 ფორმატის რო ამოვაპრინტერო, ამას წინათ ედო ჯაჯას სადღაც და ვეძებ მთელი დღეა და ვერ ვიპოვე, მაპატიეთ არვიცი რამდენად წესების დაცვით გავხსენი თემა მაგრამ ძალიან მეჩქარება რამდენიმე საათში მივდივარ სოფლად და მინდა წავიღო, მადლობა წინასწარ

sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: chicho May 9 2018, 05:01 PM

ხალხოო დამეხმარეთ, ლულაში ტყვია გაიჭედააააააააა

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 9 2018, 05:35 PM

აიღე ცოტა მყარი მავთული, რომელის სისქეც თავისუფლად გაეტევა ლულაში, სანამ მავთულით მიაწვებოდე ზეთი ჩაასხი ლულაში რომ ადვილად გაიტანოს და შემდეგ მავთულით მიაწექი.

ისე რანაირად გაიჭედა? რაღაცას უჩხიკინებდი ან ექსპერიმენტს ატარებდი ალბად smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 11 2018, 01:59 PM

chicho
თუ ერთიცალია ან 2 ეგ არაფერია, შომპოლი გინდა, ან რაიმე ლითონის მავთული, ოღონდ ზემოდან დაახვიე სამონტაჟო სკოჩი ან იზოლენტა რომ არ დაგიჩხაპნოს ლულა...

მიაწეცი ტყვიის მოძრაობის მიმართულებით და გამოვა, ცოტა ჩაკაკუნება შეიძლება დაგჭირდეს გააჩნია ჩოკს.

უკან გამოტანა არ სინჯო, განსაკუთრებით ეგ არარერკომენდირეუბლია PCP-ს 95 %-ზე...

პოსტის ავტორი: chicho May 20 2018, 08:16 PM

ჯაჯა და ხმელო მადლობთ უკვე კარგადაა ყველაფერი კურიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდი.

პოსტის ავტორი: chicho May 20 2018, 08:30 PM

გამარჯობათ ბიჭებო თხოვნა მაქვს

სასხლეტის დარბილება მინდა, ვისაც გაგიკეთებიათ და ეგეთი საქმეები გაინტერესებთ თუ გაქვთ დრო და სურვილი იქნებ დამეხმაროთ ?

თოფი ბენჟამინ მაიემი ნპ2. თვითონ სასხლეტს აქვ რაღაც სარეგულირო მაგრამ ვერ გავიგე, უბრალოდ საფეხურებს ზრდის და აპატარავებს, ახლა მიყენია საშუალო ნორმაზე ანუ ორ საფეხურიანია და პირველი საფეხურის მერე კაი დიდი წინააღმდეგობა მხვდება, როდესაც ვუჭერ ეს პირველი საფეხური უკვე მაგრდება და გიწევს პოვნა თუ როდის გავარდება , ხოდა როცა ვარბილებ სასხლეტი რბილდება და პირველი საფეხურის სვლა იზრდება და ვერ გავერკვიე მოკლედ, ოკელამ მითხრა ზამბარაა შესაცვლელიო, ეგ ისეთი საქმეა ცოტა საშიშია დამოუკიდებლად რამე რომ გავაკეთო მეშინია გადატენვის დროს ეგრევე არ გავარდეს შარი არ მინდა...
მადლობთ

პოსტის ავტორი: sekurifa May 20 2018, 10:14 PM

ციტატა(gihap0 @ 20th May 2018 - 09:30 PM) *
ეგ ისეთი საქმეა ცოტა საშიშია დამოუკიდებლად რამე რომ გავაკეთო მეშინია


არ გინდა მაგაზე ჩალიჩი შეეშვი. არაფერს მოგცემს სასხლეტის დარბილება მაგ თოფზე. მაქ შლიფოვკა უნდა და პოლირება მოდების წერტილებს. ეგ ისედაც მოიცვითება დროთა განმავლობაში. არააქვს მაგ თოფს კვადრო სასხლეტი. რაცარუნდა არბილო სიზუსტეს არ მოგცემს.

საშუალოზე დააყენე რეგულატორით და იხმარე ისე. საერთოდ არგინდა მაგ თოფზე არაფრის ტუნინგი. იხმარე ისეთი როგორიც არის.

პოსტის ავტორი: chicho May 21 2018, 09:26 AM

sekurifa

არც ფასკა ? ფოტო ხომ ნახე ფასკის ?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 21 2018, 04:50 PM

ციტატა(chicho @ May 21 2018, 10:26 AM) *
sekurifa

არც ფასკა ? ფოტო ხომ ნახე ფასკის ?

ფასკა კი ნამდვილ;ად მოსაჭრელი აქვს smile.gif
სასხლეტს რაც შეეხება, თუ პირველ საფეხურამდე მისვლა გაცილებით და საგრძნობლად, სხვაგვარად რომ ვთქვათ ბევრად რბილად ხდება ვიდრე მეორე საფეხურის მსვლელობისას, მაშინ კარგია, დარბილებული ჰქონია უკვე ზამბარა. თუ პირველი საფეხური მეორესთან შედარებით უბრალოდ რბილია და დიდი განსხვავება არ იგრძნობა, მაშინ მაინც შესაცვლელი და დასარბილებელია.
რო დარბილდება (ან თუ უკვე დარბილებულია) დიდი-დიდი ისღა გაუკეთო მაგ თოფის სასხლეტს, რომ გაზარდო შუალედი პირველი საფეხურიდან მეორემდე და შემაცირო მეორედან გამოკვრამდე. შედეგად მიიღებ იმას რომ მეორე საფეხურამდე იოლად მოწევ თითით და იგრძნობ წინააღმდეგომას, მანდ უკვე ხვდები რომ პატარა გამოწევაზეც გაისვრის თოფი. თავიდან შეიძლება ცოტა გიჭირდეს იმის აღქმა, თუ როდის მიდის მეორე საფეხურამდე, მაგრამ რამდენიმე გასროლაში დაამუღამებ და ინსტიქტურად გააჩერებ თითს მეორე საფეხურზე მისვლამდე.

პოსტის ავტორი: sekurifa May 21 2018, 08:18 PM

ციტატა(gihap0 @ 21st May 2018 - 09:26 AM) *
არც ფასკა ? ფოტო ხომ ნახე ფასკის ?


ფასკა ერთია და მაგ პლასმასი ძვრება საერთოდ ლულას? პლასმასის მოუხსნელად ფასკას ვერ მოჭრი.

პოსტის ავტორი: chicho May 22 2018, 10:58 AM

ხ.მ.ე.ლ.ო

ხმელო მგონი მართალი ხარ, კაკრახ პირველი საფეხური რბილია და მეორესთან ეგრევე ვბრძნობ რომ მიდის, ესეგი მგონი ჯობია ისე დავარეგულირო ეს პირველი რბილი საფეხური რომ მეორეზე რომ გადავა ეგრევე გაისროლოს, მაგდენს ვერ ვხვდებოდი აქამდე და ავურდავურიე ხან როგორ ვცადე ხან როგორ , ახლა ვეცდები მაგის დარეგულირებას იმედია გამომივა როგორც მე მინდა ისე, ახლა ვფიქრობ მგონი ისე გამოვა როგორც მე მინდა.

sekurifa

biggrin.gif სეკურიფ იმენა ათიანში გაარტყი biggrin.gif:d:d
მე და ოკელამ ბევრი ვიჩალიჩეთ მარა მაგ პლასმას ძვრა ვერ ვუქენით biggrin.gif როგორ მოვხსნა ნეტავი ვინმემ მითხრას.
რამდენი ვიფურთხე და ვიგინე ამერიკელებზე...თუ ჩინელებზე რავიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: sekurifa May 22 2018, 01:01 PM

ციტატა(gihap0 @ 22nd May 2018 - 11:58 AM) *
მე და ოკელამ ბევრი ვიჩალიჩეთ მარა მაგ პლასმას ძვრა ვერ ვუქენით


მაგის ერთადერთი შანსია ტექნიკური ფენით თუ გააცხელებ და მერე შეიძლება დაიძრეს ოღონდ უკან ვეღარ დააყენებთ. . და საერთოდ თუ მოხსნი და მოაცილებ მაგ პლასმასს უკეთესი იქნება.

ლულაზე მარტო ნადულნიკს თუ წამოაგებ (ლულის დამამძიმებელს) დურალუსას ასე 25მმ იანი დიამეტრისას სიგრძით 20სმ. ეყოფა ეგ უფრო იმოქმწდებს სიზუსტეზე.

ანუ ჩემი რომ იყის ეგ თოფი მოვაცლიდი პლასმასს ლულაზე, თუ ლულა დაიკაწრებოდა დავაშლიფოვკებდი და თავიდან გავაშავებდი ქიმიით, მოვჭრიდი ახალ ფასკას და მერე დავაპრესავდი ლულის დამამძიმებელს.

პოსტის ავტორი: chicho May 22 2018, 02:45 PM

sekurifa
მაგ პლასმასის მოცილებაზე მეც ვფიქრობ ... ან საერთოდაც ლულა რომ მოვხსნა და ბენჟამინ გოლდენ იგლის ლულა რომ დავუყენო ზომებითუ დაემთხვა ? როგორო აზრია ?
და რა მაინტერესებს მე როგორც ვიცი ამბოლოდროს ლულაზე ამპლასმასებს და რეზინებს იმიტომ უკეთებენ ასე პლოტნად რომ სროლის დროს ვიბრაცია შეამციროს ლულაზე და ....

პოსტის ავტორი: sekurifa May 22 2018, 03:06 PM

chicho
ვიბრაციას მაგ პლასმასი ვერ დაახშობს. ეგ უფრო ვიზუალი და ლულის დაცვა უფროა. აი გამოს ზდპეებს რომ აქვს ლულაზე პლასმასი მრგვალად მთელ სიგრძეზე ძალიან კომფორტულია გადასატენად უფრო კარგად კიდებ ხელს და აცურებისგან იცავს.

შენს თოფს რაც აქვს ეგ 100% ვიზუალისთვისაა. არის მომხმარებლის კატეგორია რომლებიც ვიზუალს მეტ ყურადღებას აქცევენ.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 22 2018, 06:52 PM

ციტატა(chicho @ May 22 2018, 03:45 PM) *
sekurifa
მაგ პლასმასის მოცილებაზე მეც ვფიქრობ ... ან საერთოდაც ლულა რომ მოვხსნა და ბენჟამინ გოლდენ იგლის ლულა რომ დავუყენო ზომებითუ დაემთხვა ? როგორო აზრია ?
და რა მაინტერესებს მე როგორც ვიცი ამბოლოდროს ლულაზე ამპლასმასებს და რეზინებს იმიტომ უკეთებენ ასე პლოტნად რომ სროლის დროს ვიბრაცია შეამციროს ლულაზე და ....


რას ამბობ კაცო, რა ლულა უნდა მოხსნა, რა გოლდენ იგლის დაუყენო. ლულის სისქე ტუ არ დაემთხვა მერე ნახე შენ წვალება.
გარდა მაგისა ხარჯები ბევრი გექნება მოხსნა და ახალი დაყენებისა. ჯერ ეგ ლულა უნდა ამოიპრესოს, მერე ისევ ახალი ჩაიპრესოს. კაროჩე რა, თავს აიტკიებ ბოლოს და ეგ შეგრჩება მარტო biggrin.gif

ადექი და მოხსენი ეგ პლასტმასი, და მერე ფასკას რომ მოჭრი, ბარემ რეზბაც მოაჭრევინე ლულის ტუჩზე და დაუმზადებ ან მოდერს ან შრაუდერს და გაუკეთებ და ვსიო, უფრო ლამაზიც იქნება, ლულასაც ცოტათი დაამძიმებს და სიზუსტეზეც ალბად ცოტათი იმოქმედებს რა.

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2191&st=40 მშვენივრად უხდება ეს მოდერი და ეს უფრო მეტ ეფექტს მისცემს თოფს ვიდრე ის რაც მაგ თოფს ქარხნულად უყენია. მე ვიწვალე ამაზე და შენ კი არ იწვალო, ტოკართან მიიტანე და უცებ გააკეთებს 5-იანზე ყველაფერს.

პოსტის ავტორი: chicho May 23 2018, 09:49 AM

ხ.მ.ე.ლ.ო

არავითარი ჩაპრესვა ამოპრესვა იმენა რომ მოვხსნა მთლიანად... ერთი სიტყვით ვიღაც თემქელი ყიდის გოლდენ იგლს და უნდა მივადგე შტანგელით.... თუ ზომები დაემთხვა იქნებ გავუცვალო , ჯერ ვნახავ იმაზე თუ ძვრება ლულის გარსაცმი

sekurifa

გადატენვას რაც შეეხება ძალიან მარტივად და კომფორტულად იტენება, ისე მსუბუქად რომ მეც მიკვირს, ხელს უწყობს ლულის სიგრძე და წინ შრაუდერის ეგ ფორმაც პრაქტიკულად ჯდება ხელში, ვიზუალი ხელს არ მიშლის მთავარია ფასკა მოვხსნა ...

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 23 2018, 12:00 PM

ციტატა(chicho @ May 23 2018, 10:49 AM) *
ხ.მ.ე.ლ.ო

არავითარი ჩაპრესვა ამოპრესვა იმენა რომ მოვხსნა მთლიანად... ერთი სიტყვით ვიღაც თემქელი ყიდის გოლდენ იგლს და უნდა მივადგე შტანგელით.... თუ ზომები დაემთხვა იქნებ გავუცვალო , ჯერ ვნახავ იმაზე თუ ძვრება ლულის გარსაცმი


რა არანაირი ჩაპრესვა-ამოპრესვა, გეტყობა რომ კოლოფიდან ამოპრესილი ლულა არ გაქვს ნანახი. რა გგონია ლულას იმ მხარეს რეზბა აქვს მოჭრილი რომელი მხრიდანაც კოლოფში ზის და მაგ რეზბითაა ჩასმული თუ? რანაირად გაზომავ, მაშინ ჯერ უნდა ამოაჰდო ლულა და მერე გაზომო. კოლოფში შეიძლება სხვა დიამეტრი ჰქონდეს და კოლოფს გარეთ სხვა. მოკლედ არასწორად ფიქრობ smile.gif მაგ საქმეს ტოკარის გარეშე ვერ გააკეთებ.

პოსტის ავტორი: chicho May 23 2018, 12:15 PM

მგონი არასწორი წარმოდგენა მაქვს, ანუ მე ვფიქრობ რომ სადაც იტეხება ლულა ეგ ხომ იხსნება მთლიანად , ხომ ძვრება დაშლის დროს ჰა ? აი მთლიანად ლულის ჩამკეტიანად ხომ ძვრება ? ერთ შურუპი უკეთია მე მგონი

პოსტის ავტორი: koba1973 May 23 2018, 12:42 PM

chicho
მერე ფიქრობ რომ მასე მოხსნილი ლულა დაემთხვევა მაგ შურუპის დიამეტრშიც, შურუპის ღერძიდან ლულის ნასვრეტის დაშორებაშიც, ლულის სიგანეშიც, შურუპის ცენტრიდან სახაზინო კვეთის დაშორებაშიც და სხვა პარამეტრებშიც რაც უცებ აზრად არ მომდის?

პოსტის ავტორი: chicho May 23 2018, 02:02 PM

მოკლედ წავალ ვნახავ და აღარ ვიმკითხავებ

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 23 2018, 09:40 PM

ციტატა(chicho @ May 23 2018, 01:15 PM) *
მგონი არასწორი წარმოდგენა მაქვს, ანუ მე ვფიქრობ რომ სადაც იტეხება ლულა ეგ ხომ იხსნება მთლიანად , ხომ ძვრება დაშლის დროს ჰა ? აი მთლიანად ლულის ჩამკეტიანად ხომ ძვრება ? ერთ შურუპი უკეთია მე მგონი

ანუ შენ გულისხმობ კოლოფიანად რომ შეცვალო ლულა. კობასი არ იყოს, მაგდენი რამ თუ დაემთხვა...?

შე კაი კაცო, ამდენ წვალებას, იქ წასვლას ვინც იგელს ყიდის, დაშლებს და შედარებებს, გადაკეთება გადმოკეთებას, დამატებითი ერთი თოფის ხელა ხარჯის გაწევას ეგ პლასტმასი მოამტვრიო არ გირჩევნია? და თუ გეზარება ვაფშემც ნუ გაუკეთებ წინ ნადულნიკს, პლასტმასის გარეშე მაინც არ ექნება ისეთი დიდი ხამ რომ რამე საგრძნობი იყოს smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services