თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ კანონი ჩვენი თვალით... _ მოვითხოვოთ კალიბრის ლეგალიზება

პოსტის ავტორი: ბაიკერი Sep 6 2019, 09:27 PM

მეგობრებო, იქნება ამ საქმეს როგორმე მოვაბათ თავი და 4,5, - 5,5 - 6,35 ლეგალური გახდეს და შევძლოთ ჩამოტანა და უშიშრად მოხმარება. რას იტყვით?

ან ავიღოთ ლიცენზია როგორც ცეცხლსასროლზეა და მხოლოდ მაგ ლიცენზიის მფლობელებს გვქონდეს ძლიერი პნევმატიკის ხმარების უფლება.

პოსტის ავტორი: MonSoon Sep 6 2019, 09:39 PM

ბაიკერი
ცუდად არ გამოგო ხუმრობა.

პოპკორნს მოვიმარაგებ და ჩავუჯდები.

როგორც იტყვიან ადვილი რამე იკითხე. სუსტ წერტილებში ურტყავ

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 6 2019, 10:31 PM

ბაიკერი
ვერ მივხვდი ვის თხოვ ან არ ფორმით? ტრანსფარანტები დავიჭიროთ? რაიმე გზა იცი? ვინ ყველას გულისხმობ? რაიმე კონკრეტული შეთავაზება გაქვს ?

პოსტის ავტორი: ბაიკერი Sep 6 2019, 11:24 PM

წერილი მივწეროთ სამინისტროს ფედერაციის სახელით. აბა მართლა პოპკორნი თუ გეჭირათ ეგეც შემოგეჭმევათ და ისხდებით ეგრე
შევიკრიბოთ, ბევრნი ვართ უკვე.

პოსტის ავტორი: NRG Sep 7 2019, 12:03 AM

რამოდენიმე ფედერაცია ცალკ-ცალკე ითხოვს ლეგალიზებას და ყველას თავისებური კანონპროექტი აქვს წარდგენილი ერთერთი მაღაზიის მეპატრონეს აქვს შეტანილი და ელოდება მაგრამ არასრული კანონპროექტი აქვს რაღაც ჯოულების შეზღუდვა ახსენა მაგრამ კითხვაზე თუ რამდენ ჯოულს ფიქრობდა ლეგალურს პასუხი ვერ გასცა არასაკმარისი ცოდნის გამო აქედან გამომდინარე მისთვის სულ ერთია მთავარია მისი ბიზნესისთვის შესაბამისი კანონი შესთავაზოს მთავრობას, კიდევ ვიღაც თავისას მიაწვება და ამასობაში თუ ოდესმე განიხილა პარლამენტმა შეიძლება მივიღოთ ისეთი კანონი რომელიც მხოლოდ ბიზნესზე იქნება მორგებული და ჩვენ შეიძლება არ გვაწყობდეს არანაირად, ამიტომ ყურადღება კი არის ჩვენი მხრიდან საჭირო რავი თუ ვინმე რამეს წამოიწყებს ამ ფორუმიდან ალბათ ყველა დავუდგებით მხარში ყველა ერთად იმედია

ბაიკერი

ციტატა(ბაიკერი @ 6th September 2019 - 10:27 PM) *
4,5, - 5,5 - 6,35 ლეგალური

ვფიქრობ ყველა კალიბრი უნდა იყოს 50 ის ჩათვლით

პოსტის ავტორი: ბაიკერი Sep 7 2019, 04:59 PM

ხალხი მარიხუანის ლეგალიზებას ითხოვენ და პნევმატური თოფის კალიბრის გაზრდაზე რა უიმედობა გჭირთ ხალხი. ნუ გადამრიეთ?

პოსტის ავტორი: okela84 Sep 7 2019, 06:30 PM

არიქა და ერთი კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს ამ პრობლემის მოგვარების, მარა აი ის მაინც ზუსტად ვიცი რომ უმექმედობა ნიშნავს გარანტირებულ უშედეგბას

პოსტის ავტორი: MonSoon Sep 7 2019, 08:41 PM

კი მარა რაიმე მიმართულება ხო უნდა იყოს საითაც უნდა წახვიდე. არგუმენტების სახით. ზოგჯერ ვინტერესდები ხოლმე პნევმატიკის კანონბით სხვადასხვა ქვეყნებში და უდიდეს ნაწილში რაღაცა სიმძლავრის შემდგომ ცეცხლსასროლივით უნდა გააფორმო, ზოგან საერთოდ აკრძალულია ყველანაირი პნევმატიკა. როგორც ვიცი ეგეთია ჩინეთი და ისრაელი. ესე მახოვს.

სიმძლავრეებს რაც შეეხება ძირითადად 7, 12 და 16 ჯოულია მაქსიმუმ დასაშვები პნევმატიკის სიმძლავრე. მაგის ზევით ცეცხლსასროლივით ფორმდება.

ცოტა რო წავიშრომოთ და მოვიძიოთ უფრო მეტად განვითარებული ქვეყნების კანონები ალბათ არ იქნება ცუდი, თავისი ოფიციალური წყაროიანად. რას იტყვით ??
ყოველ შემთხვევაში ეს ინფორმაცია მაინც იქნება საჭირო ესე მგონია, თუ ლეგალიზებაზეა საუბარი ეს ინფორმაცია გამოდგება ფაქტებად.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Sep 7 2019, 09:31 PM

მაგას ჯობია ლიცენზია ჰქონდეს მფლობელს და მაგ შემთხვევაში შეეძლოს ქონის უფლება


და ვაფშე ამერიკას რომ მივბაძოთ არა?
დედამიწის ჭიპლარიაო რავი

პოსტის ავტორი: okela84 Sep 7 2019, 09:45 PM

ნებისმიერი კალიბრის და სიმძლავრის დაგვარეგისტრირებინონ 4.5-ის ჩათვლით, სიხარულით გავიქცევი 4.5-ის დასარეგისტრირებლად.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Sep 7 2019, 11:25 PM

okela84
ჯერ მარტო ჩემგან რამდენ ფულს იშოვიან biggrin.gif
ადამიანი ყიდვა გაყიდვა ვარ

პოსტის ავტორი: okela84 Sep 8 2019, 07:07 PM

მიუხედავად იმისა რო ხშირად ყიდი, შენი წლიურა ბრუნვა სააგენტის ერთ თანამშრომელსაც არ ეყოფა.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Sep 8 2019, 10:46 PM

okela84
ხუმრობა იყო რათქმაუნდა.


რას იტყვით ხომ ღIრს რომ ვცადოთ?
მოდი შევიკრიბოთ და ჩამოვაყალიბოთ

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 9 2019, 08:53 AM

ბაიკერი
ბაიკერ სრულად მესმის შენი, ვიზიარებ, მაფრამ ქართული უჟმური ხუმრობისა არ იყო ადგილის უქონლობის გამო გამოვდივარ.

ეხლა რა ხდება რეალობაში და რატომაა რომ ყველა ასეთი საუბარი ამ ფორუმზე მაქსიმალურად მალე კვდება ან მე ვიღებ იმაში მონაწილეობას რომ მოვკლა.

საქმე იმაშია რომ ასეთივე პრობლემა აქვს ბევრ სხვა რგოლს. იქნება ეს მშვილდოსნები, ბაზიერი, მონადირეთა კლუბი, ყოფილი მონკავშირი, სანადირო მეურნეობები, სპორტული მსროლელთა კლუბები, მაღაზიები, იმპორტიორები და სხვა ყველა რგოლი თუ გაერთიანება რომელსაც რაიმე სახით თუნდაც რაიმე სახის იარაღთან აქვს შეხება.

ყველას აქვს რაღაც სახის პრობლემები, ჩვენ კალიბრებზე და რეგისტრაციაზე, ზოგს საერთოდ შემოტანაზე და მფლობელობაზე და ასე შედმეგ... ყველას აქვს ცალ-ცალკე უკვე მიმართული ამ ჩვენს მთავრობასთან, ჩვენც მათ შორის გვაქვს რამდენიმე შეხვედრა შემდგარი შედეგი რომ ნოლია მემგონი აღწერა საჭირო არაა... ის რომ სხვა დანარჩენებსაც აქვთ შეხვედრები წერილები მიმოწეწრები და სხვა მაგასაც აღწერა იმედია არ სჭირდება, მაგრამ იმათთანაც რომ არაფერი არ იძვრის წინ და პირიქით უარესობისკენ მიდის მემგონი მაგასაც ხვდები... გაგეცინება და სალუქვაძესაც თავის სპორცმენებთან ერთად აქვთ პრობლემები...

იყო რამდენიმე საერთო ყველას შეხვედრა, კანონის ნორმაში მოყვანაზე საუბარი, გაერთიანებები, შეხვედრები, მიმართვები... მემგონი არ გაგიკვირდება რომ შედეგი ისევ ნოლია... და ალბათ ძალიან შეიცხადებ თუ გეტყვი რომ არსებული ხელისუფლება რატომღაც საერთოდ არ ითვალისწინებს ხალხის ხმას, მოთხოვნას და სხვა... კერძოდ, ასე ჩვენი ჯგუფის მიმართვისას თუ მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი აიკრიფება, მთელი იარაღთან დაკავშირებული ხალხის ჯგუფი 100 000 ადამიანზე მეტი გამოდის... მიმართვა მაინც იგნორშია და შენ რა გინდა მითხრა რომ აი ჩვენ რომ შევიკრიბებით 15 კაცი, აი ჩვენ რომ ვეტყვით არგუმენტებს აი ... აი იმენნა ეგაა რასაც მოისმენენ?

100 000 კაცის სახელით მიმართვა, რომელიც იუირსტების მიერ შედგენილი იყო და 46 სუბიექტის გაერთიანების სახლით იყო ისიც კი იგნორშია... შენ ჯერ არ გინდა დაიჯერო და მაინც რწმენა გაქვს რომ აი ვიღაცამ საცოდავმა ზემოთ პროსტა არ იცის რა სიტუაციაა და აი მთავარია ხმა მიაწვდინო და იმენნა ყველაფერს გააკეთებს საჩვენოთ.... მინდა გული დაგწყვიტო, ეგ ყველაფერი ვარდისფერი ოცნებებია.

ის რომ აქ წარამარა არ ვწერ რომელი შეხვედრა იყო, რომელი მინისტრის მოადგილე იყო ჩემთან მოსული (ნუ მე კი არ მეწვია... მე მაგათთვის ნოლი ვარ, პროსტა რაღაც გაუფუჭდათავის ახლად შეძენილ პნევმო თოფში, ჩემი თავი მიასწავლეს და შეკეთებისას რაღაც საუბარს მივყვებით ხოლმე ორივე მხარე), რაზე ვილაპარაკეთ და სხვა... სულაც არ ნიშნავს რომ აი იმენნა არ ვინძრევით და არაფერს არ ვაკეთებთ. არ გადის თვე რომ რაღაც შეხვედრა ან საუბარი ვინმესთან არ იყოს, ხან ნაცნობობით, ხან წერილით, ხან ჯგუფის სახელით და ჯერჯერობით გაუნგრეველი ბეტონის კედელია...

ნუ ახატია რა ამ მთავრობას მსროლელთა ინტერესები, აგერ ხეებია გადასატანი ქვეყნის მასშტაბით, იქ ბუსუსიანი პრეზერვატივების კანონია მისაღები და არ სცალიათ, მიზეზები ისეთი აბსურდული იჩითება რომ აი არც კი ვიცი რა ვთქვა.... ნუ მიწყენ და ღიაში მაგ ამბავს და ტექსტებს ვერ დავწერ რაც ერთერთი შეხვედრისას მოხვდა, რომ მიხვდნენ ერთერთ სამინისტროში რომ გაეჭედნენ და პასუხი არ აქვთ, აი ისეთი აბსურდი დააბრეხვეს ისეთი რომ... პროსტა ვერ დავწერ, ეგ რომ დავწერო ისეთი ფერადი გინება უნდა მოვაყოლო რომ სკიტელსის ფერები არ იქნება საკმარისი

მესმის რომ პერიოდულად ყველას ყელში ამოსდის ეს არსებული სიტუაცია, იქ ვიღაც მეგობარი დააჯარიმეს, იმას ეს ჩამოართვეს ეს გააფუჭეს, ის დააჯარიმეს, და შენც გასხავს ეს ყველაფერი, მაგრამ დამიჯერე მრავალ დონეზეა საუბარი და ჯერ ძვრა არ არის...

ნუ რაღაც ცვლილებას ამ სექტემბრის ბოლოს ვითომ და უნდა ველოდოთ, მაგრამ მართალი გითხრა მე არ მჯერავს რომ რაიმე გამართული გაკეთდება.

მოკლედ ასეა თუ ისეა, შენ ნუ გგონია რომ ყველას ფეხებზე ჰკიდია ეს საქმე, არ არის არანაირი კომუნიკაცია და ასე შემდეგ.... მოკლედ აი რა უნდა განვიხილოთ მითხარი ამ ტემაში და განვიხილავთ... მაგრამ წინასწარ გეუბნები რომ ისედაც არის ყველა საჭირო განხილვა შეხვედრა და სხვა საუბრები, მაგრამ არაფერი ხდება და აი რა უნდა დაწერო აქ ისეთი რაც ერთიანმა გაერთიანებამ და იურისტების ჩამოყალიბებულმა მიმართვამაც ვერ ქნა?

ზუსტად ამ მიზეზითაა რომ ყველა ასეთ თემას ვკლავ ხოლმე, აზრი არ აქვს, გადახედე ძველ პოსტებს ამავე თემაზე, ნუ აი ველოდები ამ სექტემბრის გასვლასაც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ არა მჯერქავს რომ რაიმე შეიცვლება, არა და თითქოს და უნდა დაიწყონ რეგისტრაცია, მარა ძალიან პესიმისტურად ვუყურებ.

ყველაფერი ზემოთ თქმულიდან გამომდინარე რა იდეა გაქვს? პარლამენთთან ტრასპარამეტებით დავდგეთ? არ იმუშავებს ეგ, ისედაც ფეხებზე ვკიდივართ და პირიქით გააღიზიანებ შესაბამის სასტავს რომ აი ჯიბრში ჩაგიდგნენ და ვააბშე არ გაღირსებენ არაფერს

მინიმუმ წელიწადში 1-2-ჯერ ტივტივდება ესეთი თემა, ყველას სჯერავს რომ აი რომ ჩამოაყალიბებენ თვითონ რაღაცას აი ეგ იქნება იმის ჭე.... ბაზარი არაა აქ ვართ ყველა, დაგვანახე რეალური გზა, გადადგით პირველი ნაბიჯები თუ თვლით რომ სხვები არაფერს აკეთებენ და არაფრის გამკეთებლები არ არიან და გვერდზე გიდგევართ ყველა ყურმოჭრილი მონებივით... მთავარია უარესი არ ქნათ, ანუ უფრო ცუდ სიტუაციაში არ ჩაგვაგდოთ და დანარჩენში თქვენთან ვართ ... მგონი ამაზე ყველა დამთანხმდება

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2019, 09:49 PM

ეს გინდოდათ ხო მაინც და მაინც biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Sep 10 2019, 10:22 PM

ja_ja
მე ხომ არ ვიცოდი რომ მცდელობები იყო თქვენი მხირდან სიტუაციის დალაგებისთვის. ამდენი რამე რომ წავიკითხე ხელებიც ამიწევია. biggrin.gif

მაგის დედაც ვატირე.


პოსტის ავტორი: ja_ja Sep 12 2019, 08:10 AM

თავიდან უაზრო კამათი რომ არ დაიწყოს, მემგონი ყველაფერი გარკვეულია და ყველა ინფორმირებულია. ამ თემას ვხურავ
\

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services