თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ პნევმატიკა მფლობელის თვალით _ Crosman C31

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 18 2010, 02:34 PM

დავიწებ იქიდან, რომ ვისაც უყვარს სროლა, მაგრამ რაღაც-რაღაცა მიზეზების გამო, დილით ადრე სამუშაოდ გასული საღამოს როდესაც უკვე დაბნელებულია მაშინ ბრუნდება სახლში, ვეღარ ახერხებს თავისი საყვარელი თოფის სროლას, ეძებს გამოსავალს, რომ იქნებ როდესმე მაინც რაიმე მოახერხოს, ოღონდ ისროლოს... ნაცნობი სიტუაციაა არა? smile.gif smile.gif smile.gif ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ვარ მე, მაგრამ სანამ ამ "გაჭირვების" გადამტანი საშუალება თავისით არ მოადგა ჩემს ცხოვრებას, მანამდე მე ნაღდად ვერ მოვიფიქრებდი როგორ მოვქცეულიყავი.

ჩემი მეუღლისათვის, გასართობად, ბრმად და დაუფიქრებლად ვიყიდე http://crosman.com/airguns/pistols/C31 CO2, BB პისტოლეტი. (ჩემს http://crosman.com/airguns/remington/RW1K77X2-ს ვერ ერეოდა გდადასატენად და მეც დავიღალე, როგორია შენ გადატენი და "სხვამ" ისროლოს, ვინც არ უნდა იყოს biggrin.gif ).

აი ასეთია ახალი, შეფუთული:


გახსნილი biggrin.gif :











დატენილი მჭიდი:



მჭიდში ჩადის 18-19 ბურთულა (BB)

ასევე მოყვა თავისი კაბურა:







საკმაოდ კარგი ხარისხის მასალისაგან არის შეკერილი და ძალიან მოსახერხებელი რამეა smile.gif .

ასევე ვიყიდე 6000 ცალიანი მოსპილენძებული ბურთულები ( http://crosman.com/airguns/accessories/ammo/copperhead/0767 ), ზეთი http://crosman.com/airguns/accessories/gear/0241 და 12 გრამიანი CO2 ბალონები (http://crosman.com/airguns/accessories/co2) (დიდი მადლობა ბატონ გრიგოლს smile.gif http://www.iaragi.ge)





------------------------------------------------------------------------------------------------------

პისტოლეტი ძალიან გავს ნამდვილ ცეცხლსასროლ ბერეტას. ვინც კარგად ერკვევა იარაღში, ის კი მიხვდება, რომ რაღაც ცოტა სხვაა , მაგრამ ვისაც გონია რომ "მაგარია" და ცნობს biggrin.gif , სინამდვილეში კი ისე-რა იცის, ნამდვილად ვერ გაარჩევს ცეცხლსასროლისაგან. პისტოლეტი გარედან არის პლასტიკის. აქვს fiber optic ღია (რა თქმა უნდა) სამიზნეები, რაც ძალიან მოსახერხებელს ხდის იარაღის შებინდებულში სროლას (საკმარისია სულ ცოტა სინათლე, მთავარია ხედავდე იმ ობიექტს, რაზე სროლასაც აპირებ). ძალიან კარგად "ზის" ხელში, არ არის მძიმე და შესაბამისად, საკმაოდ მოსახერხებელი სასროლია.

სიმართლე რომ გითხრათ, ამობეჭდილ სამიზნეზე არ მისვრია, მაგრამ საკმაოდ კარგად მიაქვს მიზანში, 10-15მეტრის მანძილზე ნაბეღლავის პლასტმასის ბოთლზე და მისნაირებზე გავერთე ხოლმე და საკმაოდ შედეგიანადაც. ძალაც საკმარისი აქვს (მგონი), თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ვისროდი და იქვე ჩვენი "ჯიგრული" "კაცური" საქციელის ნაყოფი, "საქართველოს და საქართველოს ბუნების სიყვარულში" ქეიფის მერე დაყრილი "კილკის" და მისთანა სხვა კონსერვის რკინის ყუთები ეყარა. რომ ვესროლე გახვრიტა, ზნაჩიტ ძალასაც არ უნდა უჩივოდეს CO2 პისტოლეტის თაობაზე smile.gif.

რაც შეეხება გასროლების რაოდენობასა და ტყვიის სიჩქარეს... საინტერესო საკითხია მგონი ხომ? smile.gif
როგორც ბატონმა გრიგოლმა მითხრა როდესაც ბალონებს ვყიდულობდი, ერთი ბალონით დაახლოებით 80-100 გასროლა შეიძლება გამოვიდესო (მე რა თქმა უნდა მესიამოვნა), რაც შეეხება სიჩქარეს, ეს საკითხი მისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.

ორიოდე დღის წინ მივლინებით ვიყავი წასული გორისკენ, პატივცემული ფიშტო თავისი ბალონებით, ზეთითა და ტყვიებით მანქანაში მედო, საბედნიეროდ ქრონოგრაფიც smile.gif. სადღაც 1-2 საათისათვის, როდესაც იქაურებისათვის შესვენება იყო, ყველა საჭმელად წავიდა, მე კი დავქოქე მანქანა და გავეშურე ახლომდებარე მინდვრისაკენ. მოვნახე უსაფრთხო ადგილი, გავშალე ქრონი, დავაწვეთე ბალონის თავზე 2 წვეთი ზემოთხსენებული ზეთი (ინსტრუქციის თანახმად biggrin.gif ), ჩავდე პისტოლეტში, გადმოვყარე BB ბოთლიდან, დავტენე მჭიდი, შევაცურე იმავე ფიშტოში smile.gif , მოვიმარჯვე საწერკალამი და რვეული, გავხსენი დამცველი და.....

.... და დავიწყე ქრონის გავლით სროლა ! smile.gif . ცოტა მეტი ინტერესიც რომ მიმეცა, ორი კურდღლის დაჭერის ვარიანტში, რაღაც დაჭ*ლეტილი პლასტმასის ბოთლი ვიპოვე და სამიზნედ გამოვიყენე biggrin.gif .

თავდაპირველად ქრონი მანქანის კაპოტზე მედო. მაგარი მზიანი ამინდი იყო, მზე გვერდულად ანათებდა და ქრონს თავისი დამცავი "ფრთები" ვერ შველიდა, 5-6 ერრორამდე მომცა 25-30 გასროლამდე, მერე კი მოვიფიქრე და "ზაპასკაზე" გადმოვდე მანქანის უკან. აქ კი ქრონამდე ერთგვაროვანი განათება მიდიოდა და შესაბამისად აღარც ისე ხშირად იძლეოდა ერრორს smile.gif.

მაქსიმალური სიჩქარე მივიღე 123.9 მ/წმ, გასროლების რაოდენობა კი... ამან კი გამაკვირვა!!! თითქმის 2-ჯერ მეტი, რასაც მოველოდი... აი აქვე დავდებ Exell-ში აგებულ (სპეც პროგრამა არ მაქვს და როდესაც მოვიცლი მაგასაც გადმოვწერ თუ სადმე ვნახავ) შედეგების გრაფიკს და ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახედოთ.

ქრონოგრაფი "ზაპასკაზე" biggrin.gif :





აი გრაფიკიც:




მოკლედ, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი არასრული გატესტვის შედეგებით. თვითონ პისტოლეტითაც მაგარი კმაყოფილი ვარ.

ასე რომ, ვისაც ისე ხშირად არ ცალია, რომ დღის განმავლობაში ოპტიკურ სამიზნიანი შაშხანით ისროლოს, შეუძლია იყიდოს ასეთი "სათამაშო" (რომელიც არც თუ ისე სათამაშოა და საკმაოდ საშიშიც კი არის, ძალიან დიდი ალბათობაა ბურთულების ასხლეტვის და საკმაოდ დამაზიანებელი ძალა აქვს ზოგ-ზოგიერთი ადგილისათვის), სამსახურიდან დაღლილი მოსული ჩავიდეს ეზოში, დაალაგოს ლუდის ქილები ან პლასტმასის ბოთლები უსაფრთხო ადგილზე, ისროლოს რამდენიც უნდა და ნაწილობრივ მაინც მოიკლას სროლის ჟინი. მერე აკრიფოს სროლის შედეგად დარჩენილი ნაგავ-ნუგავი, ჩაყაროს ურნაში, ავიდეს სახლში, დალიოს ჩაი და დაიძინოს, რათა მზად იყოს შემდეგი დღისათვის smile.gif , რა იცი, იქნებ დღის სულს მოუწიოს სახლში დაბრუნება და უკვე შაშხანის სროლაც კი შეძლოს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif (კაცი იმედით ცოცხლობს smile.gif )

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 18 2010, 02:44 PM

giorgi-RW1k77X2
საღოლ, მომეწონა, ძალიან კარგი განხილვა იყო.
ბედნიერია ეს ფორუმი, შენი სახით რომ შეემატა წევრი biggrin.gif


აი სიჩქარეები მომეწონა - 130 გასროლა ერთ სიჩქარეზე - ძალიან მაგარია, დანარჩენი 60 გასროლა კი პლინკისთვისაც გამოსადეგია. მოკლედ კაი რაღაცაა, გილოცავ, იმედია გასიამოვნებს....

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 18 2010, 02:47 PM

ვაა კაი მიმოხილვა იყო. სასიამოვნოა რომ კიდევ ერთი მწერალი შემოგვემატა.

რაც შეეხება პისტოლს.. ნუ ქე ვიცოდი რომ 115-120 მეტრ წამში იქნებოდა გასროლები, მაგრამ რაოდენობააააა, იმენნა პირი დამაღებინა, ანუ 119-ით იწყება მგონი სროლა და მაგ ნიშნულზე ჩამოვიდა 130 გასროლაზე, მერე კიდევ კლებადობით 70 გასროლა გააკეთა, მდააააააააა დამაღებინა პირი რასაც ჰქვია....

პოსტის ავტორი: cz80 Nov 18 2010, 02:48 PM

giorgi-RW1k77X2
ვაა მშვიდობაში ახალი ფიშტო wink.gif

კაი რეპორტიც მიგიცია,საღოლ wink.gif

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 18 2010, 02:49 PM

nihontoman

ja_ja

cz80



დიდი მადლობა !


ციტატა(nihontoman @ 18th November 2010 - 03:44 PM) *
60 გასროლა კი პლინკისთვისაც გამოსადეგია


ნაღდად ეგრეა smile.gif , პლასტმასის ბოთლს რომ ხვდება და ხმა აქვს, მაინც გულს უხარია smile.gif

პოსტის ავტორი: cz80 Nov 18 2010, 02:49 PM

ფიშტოს რაც შეეხება მშვენიერი განმეორადობა ჰქონია wink.gif

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 18 2010, 02:51 PM

ციტატა(ja_ja @ 18th November 2010 - 03:47 PM) *
მდააააააააა დამაღებინა პირი რასაც ჰქვია....


აი მეც მაგ დღეში ვიყავი რომ ვისროდი... რითი აღარ დაიცალა ეს ბალონი მეთქი smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Nov 18 2010, 05:48 PM

giorgi-RW1k77X2
დიდი მადლობა ვრცელი რეპორტისათვის! მალადეც შენ!
ისე საინტერესოა მაგნუმის Umarex-ის ბალონით რამდენს გაისვრის? არადა ქალაქიდან მოდიან 2-3 ბალონის საყოდლად და იძახიან ეგ ბალონები ძაან მაგარიაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 18 2010, 06:09 PM

ციტატა(gregory @ 18th November 2010 - 06:48 PM) *
დიდი მადლობა ვრცელი რეპორტისათვის!


არაფრის smile.gif. It's my pleasure smile.gif

ციტატა(gregory @ 18th November 2010 - 06:48 PM) *
საინტერესოა მაგნუმის Umarex-ის ბალონით რამდენს გაისვრის?


ცოტაოდენი თავისუფალი დრო და მაგისი ცდაც შეიძლება. საინტერესოა.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 18 2010, 06:21 PM

giorgi-RW1k77X2
მალადეც, რესპექტ , ტაკ დერჟაწ wink.gif

რაც შეეხება განმეორებადობას, თითქმის ყველა CO2-ზე მომუშავე აპარატს არა აქვს მნიშვნელობა ეს აქვს თითქმსი იდეალური განმეორებადობა , ვინაიდან თვითონ CO2-ი ზუტად ერთ და იმავე წნევაზე ხდება სითხიდან აირი ( ეს ტემპერატურაზეა დამოკიდებული , რომელიც ნორმალური პირობებში 870 psi-ს უდრის ) ასე რომ მისი აორთქლებსი შედეგად გვაქვს თითქმის იდეალური რედუქტორი wink.gif

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 18 2010, 06:39 PM

ციტატა(giorgi @ 18th November 2010 - 07:21 PM) *
მალადეც, რესპექტ , ტაკ დერჟაწ


სერ, იეს სერ!

პოსტის ავტორი: iorama Nov 18 2010, 09:18 PM

ჩემი მოლოცვებიც smile.gif მშვიდობაში.

მე მქონდა GAMO PT-80 tactical. აღჭურვილობა ქონდა იცოცხლე,ომის დაწყება მოგინდებოდა მარა 40 გასროლამდე ძლივს ადიოდა აქედან გამომდინარე ერთი სული მქონდა
რეპორტის კითხვისას გასროლების რაოდენობამდე როდის მივიდოდი.მართლაც, რომ სახტად დავრჩი რაა. კიდევ ერთხელ გილოცავ

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 18 2010, 09:23 PM

iorama
დიდი მადლობა !

მეც ნამდვილად არ მეგონა ამდენს თუ გაისვრიდა, მოველოდი მაქსიმუმ 80-90-ს და აქედან ვფიქრობდი რომ 25-30 იქნებოდა სრულყოფილი, დანარჩენი კი "ტრუბკით" ნასროლი პლასტელინივით smile.gif, მაგრამ აი შედეგი ...

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 18 2010, 09:42 PM

გილოცავ მეც, მშვიდობაში და კარგ გართობაში! მშვენიერი შედეგი აქვს!


პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 18 2010, 09:56 PM

Power_VANO

გაიხარე, დიდი მადლობა ! smile.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 19 2010, 02:04 AM

წლების წინ მქონდა კროსმან ც11, მერე გამო პ23, ეზოში ვერთობოდი ხოლმე და პატარა ,,ჩიტებსაც'' ვარტყავდი smile.gif
რაც შეეხება გასროლის რაოდენობას 40 გასროლის შემდეგ უკვე ,,აფურთხებდა'' საღოლ 130 კარგი გასროლა?..
შემდეგ გასვლაზე აუცილებლად წამოდი ჩემი თვალით უნდა ვნახო smile.gif

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 19 2010, 08:56 AM

ციტატა(George @ 19th November 2010 - 03:04 AM) *
შემდეგ გასვლაზე აუცილებლად წამოდი ჩემი თვალით უნდა ვნახო


თუ დრო მექნება, ბაზზარი არაა smile.gif
ისე როდისთვის იგეგმება გასვლა?

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Nov 20 2010, 02:15 PM

ახლობელს უნდა რამე co2 პისტოლეტის ყიდვა და რამდენი დაგიჯდა დაახლოები?ტი ფასი მინდა რომ ვუთხრა, ჯამსი მაგ ტყვიებითა და ყველაფრით რა

პოსტის ავტორი: gregory Nov 20 2010, 02:44 PM

ციტატა(buybuya @ 20th November 2010 - 03:15 PM) *
ახლობელს უნდა რამე co2 პისტოლეტის ყიდვა და რამდენი დაგიჯდა დაახლოები?ტი ფასი მინდა რომ ვუთხრა, ჯამსი მაგ ტყვიებითა და ყველაფრით რა

ReMiNgToN
"რაიმე" არ ვიცი და კროსმანზე - მხოლოდ ჩემთან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Nov 20 2010, 04:28 PM

gregory
იხილეთ P.M

პოსტის ავტორი: Quick Nov 21 2010, 10:55 PM

მომილოცავს, კარგი შენაძენია.
ერთადერთი მე რო გრიგოლთან ვიყავი ხელში შევათამაშე ესეც და თუ არ ვცდები c11-იც. ამას ეტყობოდა ეგრევე მსუბუქია და რაღაც ნიტოა, ის მთლიანად რკინისაა და მე უფრო მომეწონა. შენ ეს რატო აირჩიე? რამე პლიუსები აქვს ამ მოდელს?

კიდევ ერთი შეიძლება ძალიან ნუბი კითხვა: ეს პისტოლეტი და მაგისთანები თვითდამტენიანებია ხო?

პოსტის ავტორი: gregory Nov 22 2010, 08:05 AM

Quick
C11 მთლიანად პლასტიკია და C31-ზე მსუბუქიცაა.

ციტატა(Quick @ 21st November 2010 - 11:55 PM) *
კიდევ ერთი შეიძლება ძალიან ნუბი კითხვა: ეს პისტოლეტი და მაგისთანები თვითდამტენიანებია ხო?

კი, თვითდამტენია, ნახევრადავტომატური

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 22 2010, 09:44 AM

ციტატა(Quick @ 21st November 2010 - 11:55 PM) *
შენ ეს რატო აირჩიე?


მოლოცვისათვის დიდი მადლობა smile.gif

რაც შეეხება არჩევას, დამიჯერე, რომ არ ამირჩევია, ბრმად ვიყიდე smile.gif ჩემი მიეუღლისათვის გასართობად
პირველ პოსტში დავწერე კიდეც და არც ვიცოდი რა იყო სინამდვილეში. ნაჩქარევად გადავწყვიტე და ვიყიდე.
გამიმართლა, მე ასე ვთვლი smile.gif

პოსტის ავტორი: Quick Nov 22 2010, 07:21 PM

gregory
უი, ესე იგი მე ამერია ესენი.

პოსტის ავტორი: nso Feb 20 2011, 10:49 PM

მივესალმები ყველა ფორუმელს, მე ამ ფორუმის ახალბედა ვარ და უკვე მეწვიე ბედნიერება გავცნობოდი ბატონგრიგოლს როგორც აქ მას უწოდებენ, ნამდვილას სასარგებლო რჩევების მომცემი, ობიექტური და გულწრფელი ადამიანი, რომელმაც მირჩია ამ იარაღის შეძენა, თუმცაღა 10 დოლარით უფრო ძვირ ბერეტაზე მქონდა არჩევანი გაკეთებული, ვნახოტ როგორი გამოდგება 2 კვირაში წესიტ თბილისში უნდა იყოს. როგორც გავარკვიე სიჩქარე ამ ფასის და ტიპის იარაღებს შორის ერთერთი საუკეთესო აქვს, და როგორც ბევრ სხვა ფორუმში წერენ ახალბედებისთვის კარგი ვარიანტია. ჩემს შთაბეჭდილებებს დავწერ თავის დროზე

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Feb 21 2011, 09:43 AM

nso
WELCOME და გილოცავ smile.gif .
ფოშტო რომ ჩამოგივა, ვინაიდან ახალბედა ხარ, წინასწარვე მინდა გითხრა (შეიძლება იცოდე კიდეც smile.gif ), რომ ამ ამინდებში, სიცივეს ვგულისხმობ, გარეთ თუ გაისვრი, შეიძლება ძალიან შეშინდე, ხომ არაფერი ჭირსო. სიცივეში co2 ფიშტოებს უჭირს, ძალიან დაბალი სიჩქარით "აფურთხებს" , შენობაში სროლას კი არ გირჩევ, ძალიან საშიშია, ადვილად ისხლიტავს. თუ მაინც და მაინც სროლა გინდა, აუცილებლად იხმარე დამცავი სათვალეები.

ისე მე დღემდე მაქვს და ძალიან კარგი გასართობიაsmile.gif

პოსტის ავტორი: VTEC Feb 21 2011, 10:09 AM

giorgi-RW1k77X2
გასროლების რაოდენბა ისევ იმდენი შეინარჩუნა? smile.gif

სულ არ ვფიქრობდი CO2 ფიშტოზე მაგრამ შენმა თემამ დამაფიქრა smile.gif

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Feb 21 2011, 10:18 AM

ციტატა(VTEC @ 21st February 2011 - 11:09 AM) *
გასროლების რაოდენბა ისევ იმდენი შეინარჩუნა?


არ ვიცი, ნაღდად აღარ შემიმოწმებია.
უბრალოდ არ მომწონს სიცივეში როგორც ისვრის და არც ვთამაშობ.
ისე ინტერესისათვის, თუ დრო გამომიჩნდება, დავთვლი smile.gif

პოსტის ავტორი: CrosmanC31 Jul 31 2013, 12:59 AM

giorgi-RW1k77X2
გაუმარჯოს, მაინტერესებს შენი ც31 როგორ მდგომარეობაშია, რამე პრობლემები ხომ არ შეგქმნია რაც გაქვს ამ დროის განმავლობაში?

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services