გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Artemis CP2, იყიდება
nihontoman
პოსტი May 22 2020, 09:41 AM
პოსტი #1


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



იყიდება Artemis CP2 მთლიანი კომპლექტაციით. კომპლექტში შედის თვითონ თოფი, ორი ლულა (გრძელი და მოკლე), კონდახი (კარაბინად გადასაქცევად), ძალიან ეფექტური ხმის მოდერატორი, ორი მჭიდი და single shot ადაპტერი.

თოფზე დამუშავებული მაქვს სასხლეტ-გამშვები მექანიზმი - ორსაფეხურიანს გავს ეხლა უკვე და მსუბუქია. ასევე დავამუშავე ლულაში ის ადგილი, საიდანაც მიწეოდება ტყვია. ფასკა ქარხნულია, მაგრამ ნაწიბურები მოვაშორე.

პლასტმასი არის მასიური და ხარისხიანი. რაღაცნაირი რბილი ფაქტურით - გაფშეკილი გამომხმარი სტანდარტული ჩინური ნაგავი არ გეგონოთ. კონდახის დამაგრებაც ყველანაირი ლუფტის გარეშეა (ბევრ მსგავს დასაშლელ კონსტრუქციებს ლუფტი აქვს). ერთ ბალონჩიკზე აკეთებს დაახლოებით 70 გასროლას. არის ძალიან ზუსტი და სასიამოვნო სასროლი - რეკრეაციული სროლისათვის იდეალურია. უყვარს მსუბუქი ჯსბ და H&N FTT ტყვიები. გრძელი ლულით და კონდახით პატარა ჩიტებზე და ვირთხის ხელა ცხოველებზე ნადირობა სრულიად შესაძლებელია (სიმძლავრე და რაც მთავარია სიზუსტე, ყოფნის). გასროლილია დაახლოებით 600-700 ტყვია.














ბონუსად მოყვება ორი ცალი CO2 ბალონი. ოპტიკა დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ არ მოყვება biggrin.gif

ფასი 250 გელა.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 01:14 AM
Hosted by Pro-Service