გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> ელექტროშოკი
t0rnike
პოსტი Oct 24 2014, 11:58 AM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 0
რეგისტრ.: 19-February 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,895
ქალაქი:თბილისი



მეგობრებო, მაინტერესებს, საქართველოში ელექტროშოკის ტარება აკრძალულია თუ არა? წავიკითხე ,,იარაღის შესახებ" კანონი, საიდანაც მივიღე შემდეგი ინფორმაცია:

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებ
ნ) ელექტროშოკური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მუხტით ცოცხალი ობიექტის დროებით დასაზიანებლად და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს;

მუხლი 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები
2. სამოქალაქო იარაღის სახეებია:
ა) თავდაცვის;

მუხლი 5. თავდაცვის იარაღი
1. თავდაცვისაა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია ფიზიკური პირის მიერ საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.
2. თავდაცვის იარაღის სახეებია:
დ) ელექტროშოკური მოწყობილობა.

ხოლო ტარების შეზღუდვაში ელექტროშოკი მოხსენიებული არ არის. მივწერე შინაგან საქმეთა სამინისტროს:

,,,გამარჯობა,

ვაპირებ ელექტროშოკის შეძენას თავდაცვის მიზნით. წავიკითხე საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, სადაც აღნიშნული ტიპის იარაღი განეკუთვნება თავდაცვითი ტიპის იარაღს და მისი შენახვა შესაძლებელია. მაინტერესებს, ყიდვის შემდეგ სავალდებულოა თუ არა მომსახურების სააგენტოში მისი დარეგისტრირებგა და მექნება თუ არა ტარების უფლება.

გმადლობთ"

პასუხი:

მოგესალმებით,
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ მომსახურების სააგენტოს: 2 41 91 91

პატივისცემით,

შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

იმავე კითხვით მივმართე მომსახურების სააგენტოს

პასუხი:
მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ მომსახურების სააგენტოს მიერ ელექტროშოკის რეგისტრაცია ან/და შეძენაზე ნებართვა არ გაიცემა

ვუთხარი, რომ ეგ გასაგებია, რომ ნებართვას არ საჭიროებს, მაგრამ ტარების უფლება თუ მაქვს-მეთქი და აღარ მიპასუხეს. ვინმემ ზუსტად იცით შეიძლება თუ არა ტარება? biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 24 2014, 12:39 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ვაბშეტა პაწა კიტხვა იქეთ მაქვს.... რა შუაშია ამ ფორუმზე ელექტროშოკი smile.gif

მეორე კითხვა და რა ჭირად გინდა ეგ უბედურება? საქართველოში ეგეთი პრაქტიკა არ არსებობს რომ მაგ შტუკას ვინმე რეალში იყენებდეს, ნუ რავი მე არ მსმენია ყოველ შემთხვევაში. ამერიკელი მანიაკები აქ არ გვყავს რომ დაანახო ელექტროშოკი და გაიქცეს, აქ მგონი პირიქით უფრო გამოიწევენ შენსკენ ასე რომ ჯობია 45 კალიბრის კოლტი გქონდეს და პირდაპირ დაახალო ვიდრე ეგ უბედურება დააძრო smile.gif

მესამე და ბოლო- დავიწყებ ტექსტით Welcome To Georgia smile.gif აი ეგაა სააგენტოს პასუხი, თვითონაც არ აქვს პასუხი და ამჯობინეს ენის ჩაყლაპვა და აბა ჩვენ რაფერ გითხრათ, თუ იმან არ იცის ვისაც კანონი პირდაპირ სთხოვს და ავალდებულებს მაგის ცოდნას? smile.gif...

კიდევ ერთელ ბოდიშის მოხდით ვამბობ რომ აქ წესით მაგ ინსტრუმენტის მომხარელელი კაცი არაა და რავიცი რაღა აქ დასვი ეგ კიტხვა smile.gif მესმის ტემატური საიტია და შეიძლება უფრო იყოს მცოდნე, მარა...



P.S. შენ ახლა გადააწყდი მაგ საგიჟეთს რასაც მომსახურების სააგენტო და ჩვენ უკვე 6 წელია მაგათგან ადამიანური პასუხი ვერ მივიღეთ პირდაპირ ჩვენს თემასთან დაკავშირებით - რა არის აკრძალული, რა არის ნებადართული, რა ფორმდება და რა შემთხვევაში რა უნდა გაკეთდეს smile.gif სუფთა წყლის საგიჟეთია (2 წელი საზღვარზე პნევამტიკის შემოტანა აკრძალული იყო და ჩამორთმევა მიდიოდა, სანებართვო კი გვარწმუნება არაა აკრძალული იყიდეთ და ჩამოიტანეთ რაც გინდაო და საბაჟო თუ რამეს ატრაკებს ეგ ჩვენ არ გვეხებაო) ასე რომ იგივე იქნება მაგ შტუკაზეც, გაფორმება მაგათ ერ ევალებათ და არ საჭიროებს ნებართვას, მაგრამ რაიმე პრობლემა პოლიციასთან თუ შეგექმნება მაგათი ბრალი არ იქნება smile.gif - ზატო ევროკავშირს ვეხუტებით biggrin.gif, ნეტა იმათმა თუ იციან რა ბარდაკია ჩვენთან smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koknar
პოსტი Oct 24 2014, 12:39 PM
პოსტი #3


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,315
რეგისტრ.: 4-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 321



t0rnike
შეიძლება გითხრან რომ დაშვებულია და პატრული რო გაგაჩერებს რაღაცა კანონს აგაფარებენ რომელიც ორი დღის მერეა მიღებული და წინა კანონს აბათილებს და გაგშტრაფავენმაინც. ჯობია იკაჩავო და მუშტების იმედზე იყო
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 12:05 PM
Hosted by Pro-Service