თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ სანადირო გასვლები _ ნადირობა ქედანზე

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 10 2011, 06:04 PM

როგორც იქნა წავედი ანჯერში სანადიროდ ქედანზე smile.gif წინა დღით ყველაფერი დავაგეგმარე, შევარჩიე სანადირო პოზიციები, ტყვიები, პირადობა, ლიცენზია და დილით 7 საათზე გავემგზავრე ანჯერში. როგორც მოგეხსენებათ ქედანი დილაადრიან არ იწყებს საკვების ძიებას, სანამ 9 საათი მოაღწევდა შემეძლო დამეზრევა ადგილები. რაარის ანჯერი? სახნავ-სათესი ფართობი smile.gif და რატო ანჯერი? სიმინდი ქედანისთვის ისეთივეა როგორც ბავშვებისთვის ბარამბო biggrin.gif ამ დროისათვის რათქმაუნდა მოსავალი აღებულია მაგრამ სიმინდის მარცვლები მაინც რჩება ნათესებში, ფართობებში. შევამოწმე იარაღი (at44w-10) ჩავაწყვე ტყვიები მჭიდში და დავიწყე ლოდინი smile.gif




ერთ ადგილას ნათესების ახლობლად იყო პატარა "ტყე" ანუ სავარაუდოდ აქ უნდა დამსხდარიყვნენ ქედნები.





ჩემი საფარიდან ტყემდე იყო დაახლოებით 40 მეტრი, ანუ შესანიშნავი მანძილი pcp-სათვის. უცებ შორს შევნიშნე ღრუბელი, მაგრამ ეს როგორი ღრუბელია? ესე მოძრაობს? ცოტაც და უკვე გარკვევით ჩანდა რომ ეს იყო ქედანთა კორიანტელი smile.gif არიქა ზოგი საით მიფრინავს ზოგი სად biggrin.gif
აი მომენტიც.. ტხმელის ხეზე შემოჯდა ქედანი, რომელიც ხარბად დასცქეროდა ფართობში მიმობნეულ მარცვლებს.

მე სადაც ვიყავი ჩასაფრებული, იქვე იყო ხის ზაბორი, რომელსაც იარაღის ფიქსაციისათვის ვიყენებდი.



დავუმიზნე აუჩქარებლად, კარგად გავუსწორე და ლაწ biggrin.gif



რამხელა ყოფილა ეს შეჩვენებული smile.gif (800გ) ეუფ კარგი ადრენალინი ქე ვიგრძენი ბიძია.

http://www.radikal.ru
ამ ქედანთა კორიანტელმა დაახლოებით 1 საათი იწრიალეს, შემდეგ კი სხვა ფართობისაკენ გაეშურნენ. მე რას ვაკეთებდი ამ 1 საათის მანძილზე? რას და ლაწ ლაწ ლაწ biggrin.gif



6 ქედანი მოვინადირე, საკმაოდ შედეგიანი ნადირობა გამოვიდა. რაც მთავარია ძალიან კარგი შეგრძნება იყო ყოველივე ესsmile.gif სასხლეტს რომ შეეხები და ლაწ, იფ იფფ.



ჩემთვის იარაღი არის მხოლოდ ნადირობის საშუალება, ამით ძალიან დიდ სიამოვნებას ვღებულობ. ქედანზე ნადირობა ძალიან მაგარი იყო. აქვე არ მითქვამს ზოგი ფაქტები, ანუ რამოდენიმეს მოხვდა და ტყვია წაიღო და ა.შ. სულ ვისროლე 14 ტყვია. ხო რაც შეეხება ტყვიას, ვიყენებდი cum 10.5-ს. ხოდა არ მომეწონა ბატონო, baracuda hunter-ი უფრო შედეგიანი იყო.

ეს კი გაწკრიალებული ნანადირევი smile.gif



აბა წავიდა ნერწყვიანობა biggrin.gif

მართლა მაგარი იყო ქედანზე ნადირობა პნევმატიკით, კერძოდ pcp-თი smile.gif

პოსტის ავტორი: nikola_migina Dec 10 2011, 06:11 PM

აუუ ეს ყველაფერი აბაშაშია ხო? მეც ვაპირებ და რომელ სოფელშია ეს ყველაფერი?

პოსტის ავტორი: Davitus Dec 10 2011, 06:12 PM

საღოლ, კარგი ხარ!

მეგრელი ხარ უეჭველი, პოსტების წერის სტილით გეტყობა smile.gif

სამეგრელოში ბევრია ეგეთი ადგილები, სამწუხაროდ პნევმატიკის სამუშაოდ ძალიან ცოტაა ეგეთი შემთხვევები, ძირითადად გლუვით ვნადირობ ხოლმე მანდ

ციტატა(smekosmeko @ 10th December 2011 - 07:04 PM) *
აბა წავიდა ნერწყვიანობა


შემწვარი მაინც იყოს შეკაცო, ამაზე ნერწყვი როგორ უნდა მოგვადგეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 10 2011, 06:17 PM

ციტატა(nikola_migina @ Dec 10 2011, 06:11 PM) *
აუუ ეს ყველაფერი აბაშაშია ხო? მეც ვაპირებ და რომელ სოფელშია ეს ყველაფერი?



კი აბაშის ტერიტორიაა ეგ. სოფელი კეთილარი smile.gif

ციტატა(Davitus @ Dec 10 2011, 06:12 PM) *
მეგრელი ხარ უეჭველი, პოსტების წერის სტილით გეტყობა smile.gif




კორიანტელი, წრიალი, ლაწ და ა.შ?biggrin.gif biggrin.gif ხო ეგ ჩემ მხარეს ხაზი გავუსვიbiggrin.gif


ვერ მოვასწარი შემწვარის გადაღება სამწუხაროდ

პოსტის ავტორი: gigi30 Dec 10 2011, 06:23 PM

ყოჩაღ! რატომ უკეთესი საფარი არ მოიწყვე ღობესთან, ქედანი ფრთხილია მაინც.თან საფარში სროლის ხმის კიდევ უფრო ჩახშობასაც შეძლებდი სურვილის შემთხვევაში.(არ გეწყინოს "კრიტიკა", მაგრამ ისე კარგად აღწერე, რომ ჩემი თავი წარმოვიდგინე მაქ და biggrin.gif )

პოსტის ავტორი: Davitus Dec 10 2011, 06:25 PM

smekosmeko

არა, მაგ სიტყვებს სხვებიც იყენებენ, წინადადებების წყობაა მეგრული smile.gif ახლა, მთელი პოსტი მეგრული კილოთი გადავიკითხე და მაგარი გამოვიდა ძააან smile.gif)) იმენა მაგარი ვიხალისე, თან ნოსტალგიებიც წამოვიდა... ბევრი კარგი სანადირო მომენტები მაქვს სამეგრელოში გატარებული

სამწუხაროდ მანდ ბევრი ისეთი სანადირო ობიექტია, რისი მონადირებაც აკრძალულია, თორემ კარგი რეპორტისთვის მიგასწავლიდი ადგილებს smile.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 10 2011, 07:29 PM

ისე ბოლოს to be continued-ს მიწერა დამავიწყდა wink.gif

პოსტის ავტორი: foxi Dec 10 2011, 08:07 PM

smekosmeko

რესპექტი და მილოცვები. ყოჩაღათ მოქცეულხარ,ძალიანაც მაგარი გინადირია. ვერაფრით ვერ ჩამოვაგდე ქედანი პნევმო იარაღით.აქეთ ძალიან ბრთხილები არიან და არც მაგდენი არ არი.

პოსტის ავტორი: sekurifa Dec 10 2011, 08:12 PM

მაგარი ხარ გაიხარე.მაგრად მესიამოვნა ეს ამბავი რომ წავიკითხე. კარგი გეზი გაქვს აღებული ასე გააგრძეკე ბოლომდე. wink.gif

პოსტის ავტორი: tengo Dec 10 2011, 08:35 PM

smekosmeko
კარგი ნანადირევია ,ყოჩაღ.

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Dec 10 2011, 09:05 PM

smekosmeko
საღოლ ძმაო, მაგარი გინადირია და ნანადირევიც მაგარია. ნერწყვს რაც შეეხება კი მომადგა მაგრამ არა ქედანზე, არამედ პცპ ზე და ნადირობაზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: cz80 Dec 10 2011, 09:10 PM

smekosmeko
საღოლ, მაგარია wink.gif

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Dec 10 2011, 09:44 PM

smekosmeko

ხოშიან!

მშვენიერი ნადირობა გამოგსვლია!

პოსტის ავტორი: feroni Dec 11 2011, 12:30 AM

smekosmeko
კარგად გინადირია მეგობარო, ასე გააგრძელე wink.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 11 2011, 01:07 AM

კარგია , მალადეც

პოსტის ავტორი: ilariona Dec 13 2011, 05:15 PM

smekosmeko



ისე ძაან მაგრად კი გინადირია, მაგრად მისწორდება შენი რეპორტების კითხვა smile.gif იმენნა სულით მონადირე ხარ და ღმერთმა შენნაირი მონადირეები გვიმრავლოს.

საღოლ კიდევ ერთხელ

foxi

ისე შენ რომ ანიჭებ ხოლმე წლის მონადირის ტიტულს, ამ კაც უნდა მიანიჭო მგონი smile.gif

პოსტის ავტორი: foxi Dec 13 2011, 05:19 PM

smekosmeko
პოსტი ჩავასწორე.

ციტატა(ilariona @ 13th December 2011 - 06:15 PM) *
foxi

ისე შენ რომ ანიჭებ ხოლმე წლის მონადირის ტიტულს, ამ კაც უნდა მიანიჭო მგონი


ეგ თემა უკვე პროცესშია,სეზონის დახურვამდე ბევრი დროა და იმედია იაქტიურებენ პნევმატიკით მონადირეები.

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 13 2011, 05:28 PM

გაიხარე foxi

პოსტის ავტორი: giainterstar1 Oct 20 2012, 10:36 PM

კარგატ გინადირია ტაფაში ,ტანას მაგარი პნევმო გაკვს რამდენ ში იკიდე ტუ საიდუმლო არაარის??მე გლუვი მაკვს და მაგრა დამევასა პნევმო ამ საიტზე ინფოს კიტხვისას!!! და სად შეიზლება კიდვა საბაგოებზე ვერგადმოდისო!!!

პოსტის ავტორი: foxi Oct 20 2012, 11:00 PM

giainterstar1

ძალიან ცუდად იკითხება თქვენი ნაწერი. იმედია მომავალში გამოასწორებთ.

პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 16 2013, 07:44 PM

ეჰჰ ძველ ფოტოებს წავაწყდი




პოსტის ავტორი: foxi Oct 17 2013, 05:41 PM

ისეთი ფოტოებია, მაგის არჩვენება არ იქნება. ყოჩაღ!

პოსტის ავტორი: ilariona Oct 17 2013, 07:14 PM

foxi
+100

პოსტის ავტორი: okela84 Oct 17 2013, 09:53 PM

gigi30

ციტატა(gigi30 @ 10th December 2011 - 07:23 PM) *
რატომ უკეთესი საფარი არ მოიწყვე ღობესთან, ქედანი ფრთხილია

ძაან ფრთხილიც არ არის, ისე სხვათაშორის ბევრჯერ გავარტყი და ვერ ვიპოვე sad.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 18 2013, 07:44 AM

არაა ფრთხილი, პროსტო თუ გუნდი ზის მაშინ საკმარისია მხოლოდ ერთი აფრინდეს და მას მიყვება ყველა smile.gif ავდვილი მოსანადირებელია როდესაც მხოლოდ ერთი ზის ცალკე smile.gif ვცდილობ ესე ეულად მყოფნი მოვინადირო ხოლმე.




პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 18 2013, 08:00 AM



ეს არის ძაან მაგარი ადგილი რა, უამრავი ქედანი ჯდებოდა ირგვლივ.


პოსტის ავტორი: ShalvaQ Nov 19 2013, 07:56 PM

ქედანის ან მტრედის პლასმასის ფიტული ხომ არ იცით სად შემიძლია რომ შევიძინო?

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 19 2013, 08:00 PM

ShalvaQ
ყვავი ვიცი რომ მაგნუმშI იყიდფება და მგონი 9 ლარი ღირს, მარა აი მტრედი.....

პოსტის ავტორი: ShalvaQ Nov 19 2013, 08:05 PM

ციტატა(ja_ja @ Nov 19 2013, 09:00 PM) *
ShalvaQ
ყვავი ვიცი რომ მაგნუმშI იყიდფება და მგონი 9 ლარი ღირს, მარა აი მტრედი.....

არ მგონია ყვავს და კაჭკაჭს გვერდზე მიუჯდეს მტრედი ან ქედანი smile.gif ნანახი მაქვს, კაი მოშნი ყვავია biggrin.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 19 2013, 09:08 PM

ShalvaQ ამაზონი და მისი ჯანი. იქ დაძებნე

პოსტის ავტორი: ShalvaQ Nov 19 2013, 09:16 PM

ციტატა(smekosmeko @ Nov 19 2013, 10:08 PM) *
ShalvaQ ამაზონი და მისი ჯანი. იქ დაძებნე

ეგეც ვცადე, ძებნაში რა არ ჩავწერე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე

მივაკვლიე ეხლა , მაგრამ ფასები აქვს ვავა biggrin.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 19 2013, 10:10 PM

ერთი ესეთი ვანახე http://www.amazon.com/Edge-Innovative-Hunting-Pigeon-Decoy/dp/B007CP9QZ6/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1384891285&sr=8-4&keywords=pigeon+decoy

ესენი კი გვიტები http://www.amazon.com/Edge-Innovative-Doves-Hunting-Decoy/dp/B000TTST6E/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1384891285&sr=8-1&keywords=pigeon+decoy

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 19 2013, 10:56 PM

ShalvaQ
მგონი დინამოსთან რომ მონადირის მაღაზიაა იქ ვნახე 8 თუ 10 ლარი ღირდა ცალი

პოსტის ავტორი: ShalvaQ Nov 20 2013, 12:55 PM

ციტატა(geojorjika @ Nov 19 2013, 11:56 PM) *
ShalvaQ
მგონი დინამოსთან რომ მონადირის მაღაზიაა იქ ვნახე 8 თუ 10 ლარი ღირდა ცალი

მადლობა. ვნახავ აუცილებლად, მაგით ნადირობა უფრო შედეგიანია ნამდვილად

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 26 2014, 09:05 PM

რას ვერჩოთი ფიშტო რომ გავყიდე ხელი მეფხანებოდა რა.. დამაცადეთ ცოტახანი და გავაახლებ ნადირობებს. wink.gif

ეს პერიოდია ქედანზე ნადირობა, მაგრად ასწორებს.

პოსტის ავტორი: temo-777 Nov 28 2014, 01:54 PM

smekosmeko
ლიცენზიები რა ჯდება ეხლა? ააქვს ცეცხლის ფასები? biggrin.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 28 2014, 04:59 PM

11 ლარი როგორც ყოველთვის smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services