გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V  « < 2 3 4  
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> ნადირობა, გასვლები, შედეგები, ერთ თემაში
pilotina
პოსტი Sep 7 2016, 08:41 PM
პოსტი #61

ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი

ციტატა(giorgi @ 7th September 2016 - 09:03 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
როდის წავიდეთ სანადიროდ?

რავი, ქესალოში ბევრი ვერაფერი ვინადირეთ... sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Sep 7 2016, 08:43 PM
პოსტი #62

ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi

სხვაგან წავიდეთ მერე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი Sep 7 2016, 08:53 PM
პოსტი #63

ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი

შაბათს ან კვირას მოვიფიქროთ. ყვარელში შეიძლება.... ბიჭებიც გვეძახიან რა ხანია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Sep 7 2016, 09:05 PM
პოსტი #64

ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi

უფრო კვირას ალბათ შაბათს ვმუშაობ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
aleqsa
პოსტი Oct 16 2018, 01:09 AM
პოსტი #65

მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 707
რეგისტრ.: 18-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,171
ქალაქი:თბილისი

საღამო მშვიდობისა!

მინდა ჩემი და რამდენიმე ჩვენი თანაფორუმელის წალკაში ნადირობის ამბავი მოგიყვეთ სახელწოდებით "იხვი არა იხვი" wink.gif biggrin.gif ეს სახელი ჩვენს ნადირობას პირველივე წუთებში დაერქვა და თუ როგორ, ქვემოთ მოგიყვებით ყველაფერს smile.gif

დაახლოვებით 2 კვირის უკან იხვის და წალკის კარასის დაგემოვნების მიზნით გადავწყვიტეთ მეგობრებმა 2 დღით "გაგველაშქრა" (რომელიც ჩვენდაუნებურად და გიოს მანქანის გადამკიდე 4 დღიანში გადაგვეზარდა smile.gif ) ხოდა წინასწარი დაგეგმით და საფუძვლიანი მომზადების შემდეგ დილის 3 საათზე დავადექით გზას (ვიდრე დილის გადაფრენებს დაიწყებდნენ იხვები მანამდე გვინდოდა უკვე ადგილზე ჩაგვესწრო) მე, მონსონა, ენერჯი და კიდევ ერთი ჩვენი არაფორუმელი, გიოს მეგობარ ჩვენზე გამოცდილი მონადირეც შემოგვიერთდა.
ხოდა ჩავაბარგეთ ჩვენი თოფ იარაღები, აღჭურვილობიანად და კარავ სპალნიკებიანად ორ მანქანაში და დავადექით გზას.
მოკლედ თავშივე მინდა ავღნიშნო რომ, როგორც აღმოჩნდა გიოს მანქნას ნამეტანი "ჩვილი გული" აღმოაჩნდა და რო გაიგო სანადიროდ მიმაჭენებს ჩემი პატრონიო გზაშივე ჯერ აუდუღდა და მერე შეუღონდა გული მანგლისის აღმართებთან (წყალი აგვიდუღა wink.gif ) მარა ჩვენც მაგრა დავუდექით და არ ვაცალეთ ბოლომდე გონის დაკარგვა ისე გადავავლეთ ერთი ბალონი წყალი იმ შეღონებულ გულზე, მოვასულიერეთ როგორც იქნა და გავაგრძელეთ გზა.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ცხრა მთა რო გადავიარეთ და ცხრა ზღვა როგორც იქნა მივედიდით დანიშნულების პირველ პუნქტამდე, არმისული სოფელ იმერამდის გზისპირას ორი პატარა დაჭაობებულ ტბაა (უფროსწორად მოზრდილი გუბურები) და იქ გადავწყვიტეთ ალიონის შეხვედრაც და ნადირობის დაწყებაც, გათენებამდე სადღაც 1 საათი იყო დარჩენილი და ჩვენც უქმად რომარ დაგვეკარგა დრო წავიხემსეთ და ერთი სახარება და დილის მადლი დავილოცეთ... ერთს მეორე მოყვა და მეხუთე სახარებაზე ირიჟრაჟა კიდეც drinks.gif უკვე კაი გვარინმა ფეხარეულებმა ავისხით თოფ იარაღი და გადავედით ჭაობების ნაპირებისკენ, ჯგრო-ჯგრო რომარ გვევლო გადავწყვითეთ 2-2 კაციან ჯგუფად გავყოფილიყავით და აქეთ-იქიდან შემოგვევლო ამ ჭაობის ნაპირებითვის, მე და აკაკის ( NRG) მარცხენა მხარე გვერგო და გავუყევით ჩვენც ნელი ნაბიჯით და კაი ხმამაღალი ლაპარაკით (ჩემი კონიაკის გადამკიდე ხმადაბალი ლაპარაკი არ გამოგვდიოდა smile.gif ) ხოდა ამ ჩვენს რახირუხზე კაი შორი მანძილიდანვე ორ ფრინველს გავუფრთხეთ დილის ძილი და გულგახეთქილები წამოვყარეთ თბილი საწოლებიდან მარა ჯერ იმდენად ბნელოდა კიდევ რომ ვერ გავარჩიეთ პატარა ზომის იხვები იყო თუ მწყერი, რაციაზე რომ გადავეცით "მაჯვენა ფლანგს" ორი მწყერი წამოვაფრინეთო იმათმა იქიდან მოგვაძახეს help.gif აქ მწყერს რაუნდა იხვი იქნებოდაო, ხოდა იმათ მოძახილზე მეც ჩემდაუნებურად მივაძახე "იხვი არა იხვი" მეთქი რაც უკვე ბახუსთან კაი გვარიანად დაძმაკაცებულმა აკაკიმ ესევე აიტაცა და ისეთი სიცილხარხარი ავტეხეთ იხვი და მწერი კიარა თევზებიცკი ამოხტნენ იმ ჭაობიდან და გადაიხვეწნენ იაქიდან, ჩვენს ღრიანცელზე მოსული მარჯვენა ფლანგის გიორგებმაც რომ გაიგეს ეს "ფრთიანი ფრაზა" ახლა ოთხ ხმაში გავაგრძელეთ ხარხარი და უკვე გარშემო სოფლების სახლებშიცკი აინთო ალაგ ალაგ შუქები smile.gif მოკლედ ეს ფრაზა "იხვი არა იხვი" იქცა მთელი ოთხი დღე ჩვენი სამხიარულო თემაც და ამ ნადირობასაც სახელიც ეს დავარქვით ზუსტად "იხვი არა იხვი"!!! biggrin.gif wink.gif biggrin.gif
ამ ახორხოცებულ და უკვე კაი დამფრთხალ ჭაობის მობინადრეებთან კუკუ-დამალობანას თამაშს უკვე აზრი აღა ქონდა და ჩვენც გადავწყვიტეთ დილოკაციის ადგილის შეცვლა და მეორე დანიშნულების პუნქტის მონახულება, ჩავბარგდით ისევ მანქანებში და გადავინაცვლეთ ცოტა წინ წალკის მიმართულებით, ხელმარჯვნივ სოფელ ბარეთთან არის მოზრდილი ტბა ამავე სოფლის დასახელებით ხოდა ჩვენც იქით გადავუხვიეთ:

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

აქ უკვე კარგათაც ინათა და ტბის დანახვისთანავე ტბაზე კაი მრავლად შევნიშნეთ იხვებიც მარა რათგინდა? ყველა შუაგულ ტბაში დაცურავდა ნაპირს არცერთი არ ეკარებოდა, ცდა ბედის მონახევრეაო და ჩვენც ვცადეთ მაინც იღბალი, აკაკიმ ანკესებიც ჩაუშვა დროის დაუკარგავათ ჩვენ ნავი გავბერეთ და ჩვენმა ახალმა მეგობარმა გიორგიმ ინსტრუქტაჟიც ჩაგვიტარა ნავით წყალში როგორ უნდა მოვქცეულიყავით.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

გადავწყვიტე ბედის ცდა და ყველასგან დამოუკიდებლად მარტომ შევბედე ნავით ტბაში შესვლა, უნდა ვაღიარო ცოტა წვალების შემდეგ ავუღე ალღო თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი ნიჩბებთან და შედეგიც მალე გამოიღო ჩემმა მონდომებამ, ერთი წრე შემოვუარე ახლომახლო ლეშქაშებს და დავბრუნდი უკან ნაპირთან, ჩემდა გასაკვირად ძალიან სასიამოვნოცკი გამოდგა ტბაში ნავით სეირნობა,

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

მარა ჩვენი ძირითადი მიზანი, იხვი და თევზი ჯერ კიდევ მიუღწეველი იყო და დავატყეთ აქაც არ გვქონდა მაინცადამაინც დიდი შანსები, იხვები 200-300 მეტრზე ახლო არ გვიშვებდნენ გაშლილ წყალში და ზედ დართულზე ანკესები რომ დაინახა ერთი მწყემსიც მოვიდა გაკვირვებული აქ თევზს რაუნდა შვილო ეტყობა პირველად ხართო, თევზი თუ გინდათ წალკაში ჩადითოოო. ჩვენც ავიბარგეთ, ეს გაბერილი ნავი აკაკის მანქანაზე დაუჩუტავად დავაკარით და საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად გავემგზავრეთ,
ხოდა აი აქედან დაიწყო ჩვენი მარცხიანი ნადირობაც!!! blush.gif
გიო თავის მანქანით წინ მიდიოდა უკან აკაკის მანქანით მივყვებოდით ჩვენც როცა ჩემდა ჭირად (უფროსწორად გიოს და გიოს მანქანის ჭირად) ტბის ნაპირას ლეშქაშებში ორი იხვი შევნიშნე, აკაკიმ ესევე გააჩერა მანქანა და ვინაიდან თოფი მარტო მე მქონდა მზათ (აკაკის თოფი შალითაში იდო) ჩემი თოფი აკაკის მივეცი რომ ჩემთვის მოუხერხებელი იყო მარჯვენა პოზიციიდან სროლა, აკაკის 2 თუ სამი ახლო მანძილზე აცდენის შემდეგ (ის იხვიც წერას ყავდა ატანილი აშკარად) იხვი ისევ ადგილზე დარჩა არ გაფრენილა, მხოლოდ დაყვინთავდა და ისევე იქვე ამოდიოდა მალევე სადაც ჩაყვინთავდახოლმე, ისევ მე ვცადე ჩემივე თოფიდან სროლა, პირველი აცდენის შემდეგ მივხვდი რომ თვალის ზომამ მანძილი მომატყუა და მესამე წერტილზე ავუწიე სამიზნე, ბახ და რამდენიმე გაფართხალების შემდეგ ამობრუნდა ეს ჩვენი მყვინთავი იხვუნია და თეთრი მუცლით ამობრუნებულმა დაიწყო წყალზე ტივტივი!!! რაციაზე ვახარეთ უკვე კაი მანძილზე წინ წასულ გიოს პირველი ნანადირევი და ვთხოვეთ გაჩერებულიყო დაეცადა ჩვენთვის ვიდრე წყლიდან გამოვიტანდი იხვს.
კი დავიხადე და ვცადე ამ დაჭაობებულ ნაპირზე შესვლა მარა მკერდამდე რო ჩავეფალი ჭაობში მივხვდი შეიძლებოდა იმ იხვივით მეც იქ დამედო სამუდამო სასუფეველი და უკან ამოვბრუნდი, კი გვეზარებოდა მარა სხვა რა გზა იყოდა მოვხსენით გულდაგულ გამოკვანძული ნავი აკაკის მანქანის სახურავიდან, მარა ჰოი საოცრებავ ნიჩბები კაპუტ!!! გიოს ჩაუწყვია თავის მანქანაში, ისევ გადავეცით რციაში ნიჩბები მოეტანა ჩვენთვის და ამაობაში გვარიანად ამაკანკალა, გახურების და მინიმუმ სურდოს აცილების მიზნით 2-2 სახარება კიდევ ცავცხეთ მედა აკაკიმ, გიოც მობრუნდა ამასობაში და ნიჩბები მოგვიტანა, იხვი მოიკითხა აბა სადააო და იქით გავახედეთ საითაც გვეგულებოდა მარა ვაი!!! სადაა იხვი???!!! არადა ვიდრე გიო მოვიდოდა 10-15 წუთი ამობრუნებული თეთრი მუცლით ტივტივებდა წყალზე, არ შევეპუე და მაინც ნავით დიიიიიდი წვალებით შევაღწიე ამ აჭაობებული ნაპირიდან შედარებით ცოტა წყლიან ადგილას სადც იხვი მეგულებოდა, კაი ხანს ვეძებე, ვეძებე, ვეძებე მარა ფაფუ იხვი, სად გაქრა და როგორ ვეღარ გავარკვიე გზა და კვალი!!! რაღაც ვიზავდი? შევეგუე მარცხს და გამოვბრუნდი უკან. დავაკარით ისევ ნავი კაკაის მანქანას და გავაგრძელოთ გვინდა გზა წალკისკენ მარა.... !!!! გიომ გასაღებს ვერ ვპოულობო!!! ყველა ჯიბე რომ ამოვატრიელებინეთ და მერე ტვითონ გიოც ამოვაბრუნეთ და ისე ვიქნიეთ თავდაყირა და არაფერი არ გადმოუვარდა გასაღების მსგავსიცკი, მივხვდით გზაში ამოუვარდა სადმეო და ოთხივემ გავუყევით იმ გზას რაც გიომ ნიჩბების მოტანისას გამოიარა ჩვენსკენ. მოკლედ დაახლოვებით 5 საათის მანძილზე თვითოეულმა ალბათ იმ დღისით 10-10 კილომეტრი მაინც ვიარეთ ეს გზა წინ და უკან, წინ და უკან მარა იმ იხვივით ცამ ჩაყლაპა ის გასაღები თუ მიწამ ვერაფერი ვერ გავარკვიეთ. გადავწყვითეთ "ზამოკის" ჩამოშლა და "პერემიჩკით" დაქოქვა მანქანის მარა კუკუ!!! ისე საგულდაგულოდ ჩაურაზია გიოს წამოსვლის წინ მანქანა ბუზიცკი ვერ შევაფრინეთ მანქანაში რომ კარები გაეღო შიგნიდან, რომელიღაცამ დაიძახა მავრთულიო მარა იმ ტრიალ მინდორში მავრთულის გარდა ყველაფერი ვიპოვოთ, დავაჯექით აკაკის მანქანას და ბარეთში ჩასვლა გადავწყვიტეთ მავრთულისთვის!!! გზათ ფერმა შემოგვხვდა და იმის ღობეს მოვატეხეთ საჭირო ზომის მავრთული და დავბრუნდით უკან, ბევრი წვალების შემდეგ წკაპ და მოედო კბილი საკეტს!!! არის გაიღო კარები და ცოტა გვეშველათქო ვიფიქრეთ, ვეცი ატვერტკით ჩამოვყარეთ "ზამოკის პროვოდკები" მარა ნწ-ნწ-ნწ!!!! არაფრით არ უნდა გიოს თეთრას დაქოქვა, რააღარ ვეხვეწეთ დავანამუსეთ კაი ბენზინით ყელის ჩაკოკლოზინებასაც დავპირდით მარა კახურ ვირზე ჯიუტი გამოდგა ეგ ოხერი!!! thsmiley_deadhorse.gif
გადავუღეთ სურათები ამ ჩამოშლილ "ზამოკს" და ვაიბერზე გადმოვუყარეთ თბილისში ხელოსანს და... bomb_phone.gif

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

ამ ხელოსანმა სუმთლა ცივი წყალი გადაგვავლოოოო, ეგო ჩიპიანი გასაღები ყოფილაო და ვერაფრით ვერ დაქოქავთ ევაკუატორი გინდათოოოო!!!
რას ვიზავდით? ჩავედით წალკაში, ერთ ახლობელს ვთხოვე და გვიშოვა ევაკუატორი, მეორე დღისთვის შევუთანხმდით და დავბრუნდით უკან გიოს გაჯიუტებულ თეთრასთან. უკვე ჩამობნელდა კიდეც და დავიწყეთ ვახშმის სამზადისი:

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

იმ ღამით კაი გვარიანი ქეიფი მოვცხეთ, აკაკის კახური რქაწითელი ძალიან მოუხდა მწვადს და... 32.gif russian.gif

მეორე დღეს ვიდრე ევაკუატორი მოვიდოდა (4 საათზე შევითანხმეთ) მაინც გადავწყვიტეთ ერთი მანქანით ჩავსულიყავით წალკის ტბაზე, საჭირო აღჭურვილობა გადმოვაბარგეთ აკაკის მანქანაში და წავედით, იქ ცოტა უფრო იღბლიანი დღე გვქონდა და...

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

მოკლედ ბევრი რომარ გავაგრძელო თბილისიდან დაგვირეკეს ეგ ჩამოშლილი ზამოკის ნაწილები გამოგვიგზავნეთო, ახალ გასაღებს გავჩარხავთ დაგიპროგრამებთ მაგ ზამოკზევეო და ისევ უკან გადმოგიზავნითო, დააყენებთ და დაიქოქებაო. ევაკუატორს გავუუქმეთ გამოძახება და ერთი დღე კიდევ გადავწყვიტეთ დარჩენა, მე და გიო წავედით ავიღეთ ეს ნაწილებიც და კარავ სპალნიკებიც გამოვიყოლეთ, ჩავედით წალკაში და გამოვაგზავნეთ თბილისის მარშუტკით ის ნაწილები, დავბრუნდით ისევ ტბაზე სადაც აკაკიმ და გიმ დაჭერილი კარასები დაგვახვედრეს და ის ღამეც წალკის ტბის თავზე ტყეში გაშლილ კარვებში გავათენეთ.
მეორე დილას ადრიანად გავუტევით ტყის ნაპირებს მე და გიო იქნებ რამე შემოგვეფათერაკოსო, მარა რამოდენიმე შაშვის და ჩხიკვების მეტი ვერაფერი ვნახეთ. აი სოკო კი დავკრიფეთ ოხრათ მარა ცნობა არცერთმა არ ვიცოდით, სურათები გადმოვაგზავნეთ ისევ სოკოს "ექსპერტებთან" და ამათმა ზუსტი და უეჭველი დასკვნა გადმოგვიგზავნეს: ორი ვარიანტიაო, ან მოგწამლავთ ან არაო!!! smile.gif wink.gif გადავწყვიტეთ ისედაც იღბალი არ გვწყალობს ეს დღეებიო და ბედთან ძაან არ გვეყომარბაზა!!! არადა ეს სოკო იყო ადგილები ტყეში სადაც 100-120 მეტრიანი ბილიკებიცკი იყო უწყვეტათ სოკოთი სავსე, შეგვეძლო მეშოკები აგვევსო იმდენი ვნახეთ.
აი მესამე დილით კი გიომ როგორც იქნა კაი შორ მანძილზე მოინადირა იხვუკა smile.gif ამჯერად უკვე აღარ ვენდეთ ერთ შედეგიან გარტყმას და "კანტროლკაც" დაახალა ყოველი შემთხვევისთვის, მარა შესვლა ვერ გარისკა თვითონ და ისევ მე მომიწია წყლიდან ნადავლის გამოტანა,

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

ამასობაში მოსაღამოვდა და ის დაშლილი ზამოკი ახალი გასაღებიანად ჩამოგვივიდა უკან, ვეცით სასწრაფოდ დავაყენეთ მარა.... გიოს თეთრამ როგორც წინა დღეს გაფშიკა ფეხები ისევ ისე ჯიუტად გააგრძელა უარზე ყოფნა, punish.gif ვეცით ტელეფონებს ავაფეთქეთ ელეკტრიკებიც მარა შედეგი ნული!!! suicide2.gif 24.gif
მოგვიწია ისევ იმ ევაკუატორის მოძებნა, მარა ამაღამ ვერაფრით გიშველით დილაზე მოვალოოოოო,
ის ღამეც ბარეთის ტბასთან გავათენეთ ნაქანაში...
მეოთხე დღეს როგორც იქნა დავუდეთ ევაკუატორზე ეს გაჯორებული "ეშმაკის მოგონილი" და წამვჩაკჩაკდით თბილისს, მივაღწიეთ ელექტრიკამდე და ზუსტად 10 წამში დაქოქა მანქანა!!!
სიგნალიზაციის ბლოკზე მიაჭრა ორი შნური ერთმანეთზე გადაგრიხა და დაიქოქა!!!! 30.gif 25.gif 16.gif
საბოლოოთ კაი გვარიანი წვალება კი გამოგვივიდა მარა მაინც მშვენიერი რელაქსაცია იყო!!! იძულებითი 4 დღე მარა მაინც... friends.gif

პ.ს. ხო, კიდევ გუშინ მოვასხედით გიოს თეთრას ბიჭები და კაჭრეთში გავსქურეთ ქედნების "მოსაკითხათ" მარა ეტყობა თავიდან არ იცოდა და გზაში რო გაიგო მანქანამ ისევ სანადიროთ მივყევარო უკვე ადგილამდეც აღარ მიგვიყვანა, ზედ ჩაილურის წყალთან გაფშიკა ფეხები და შეუღონდა გული!!! ძველი გამონათქვამი აგვიცხადა და მართლა ჩაილურის წყალი დალია პირდაპირი მნიშვნელობით!!! biggrin.gif
გუშინაც ევაკუატორით ჩამოვაბრძანეთ უკან, ხოდა გიო ხო ხედავ რო ნადირობაზე ელეთმელეთი ემართება მაგ მანქანას და ბარემ თავიდანვე ევაკუატორი ვიქირავოთხოლმე და იმით ვიაროთ სადაც წავალთ, რაღას ვწვალობთ ან ჩვენ და ან ეგ მანქანა? wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koba1973
პოსტი Oct 16 2018, 05:20 AM
პოსტი #66

მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 322
რეგისტრ.: 29-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: მაღარო
წევრი №: 2,176
ქალაქი:სიღნაღი

aleqsa
კაი ხანია ესე არ მიცინია. შენ ისე წერ კალმით უნდა შოულობდე ლუკმაპურს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
mamukaaa
პოსტი Oct 16 2018, 06:37 AM
პოსტი #67

მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 453
რეგისტრ.: 23-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,563
ქალაქი:თბილისი

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
aleqsa
პოსტი Oct 16 2018, 07:14 AM
პოსტი #68

მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 707
რეგისტრ.: 18-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,171
ქალაქი:თბილისი

koba1973

ციტატა(koba1973 @ 16th October 2018 - 06:20 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შენ ისე წერ კალმით უნდა შოულობდე ლუკმაპურს.

გაიხარე კობა ძმობილო მადლობა, მარა ჩემი ამბავი რო ვიცი მაინცადამაინც მაშინ მოვიტეხავ თითს ვიდრე იმ "ლუკმა" ვიშოვი და დამრჩება ცოლშვილი მშივრები smile.gif wink.gif

mamukaaa

შე დალოცვილო ამხელა "ვეფხის ტყაოსნისთვის" რომარ მიგეჭირა პასუხზე მარტო ნიკი ჩაგესვა ჩემი ან მხოლოდ იმ ადგილის ციტირება გაგეკეთებინა სადაც კაჭრეთი ვახსენე კინაღამ მართლა ამოვიგდე თითი იმდენი ვიქნიე მობულურის ეკრანზე მაღლა დაბლა რო თქვენი ნიკები ჩამესვა smile.gif smile.gif wink.gif

კაჭრეთში ქედნები არიყვნენ მარა მტრედები ოხრად იყვნენ. ძველი საბჭოთა დროინდელი წისქვილ-კომბინატი რომაა მანდ ვიყავით. მარა მანდ შესვლა იოლი საქმე არაა. ენერჯიმ გაგვიხერხა ეგ საქმე.
ქედნების დიდი გუნდები შარშან მე და გიოს გამარჯვების მინდვრებში ნაყანობევებში გვყავს რამდენჯერმე ნანახი. გიომ მაშინ ვანტაჟით (ზ.დ.პ.) თოფიტ სადღაც 60მ. ზე მოხსნა ერთი ხიდან. თან გასაკვირი ის იყო რომ ფაქტიურად შუაზე იყო გაწყვეტილი შემავალი და გამავალი მხრიდან ნეკნები ქონდა დალეწილი და ხერხემალიც შუაზე ქონდა გაწყვეტილი, ხელში რო ავიღეთ ერთი ნახევარი მჩვარივით ჩამოეკიდა, მარა დაახლოვებით 30-35 მეტრი მაინც კიდევ იფრინა და მერე ჩამოვარდა!!! ერთიორკაცთან მოვყევი და იგონებო!!! გიოს მონაყოლს კიარ ვიმეორებ იქ ვიყავი მეც და ჩემითვალი თმაქვს ნანახი ეგ ამბავი smile.gif არმეგონა ესეთი ამტენი თუ იყო მტრედები და მისი მოდგმა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koba1973
პოსტი Oct 16 2018, 07:38 AM
პოსტი #69

მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 322
რეგისტრ.: 29-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: მაღარო
წევრი №: 2,176
ქალაქი:სიღნაღი

aleqsa
ციტატა(ale @ 16th October 2018 - 08:14 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
არმეგონა ესეთი ამტენი თუ იყო მტრედები და მისი მოდგმა

აგე ვერ ხედავ თავში აქვს ნატყვიარი და აქეთ იწევდა ჩვენზეო biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Oct 16 2018, 10:22 AM
პოსტი #70

პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი

aleqsa
მშვენიერი რეპორტია good.gif
დაღლილი, მაგრამ ნასიამოვნები სახეები გაქვთ smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga2010
პოსტი Oct 16 2018, 11:00 AM
პოსტი #71

ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,619
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი

aleqsa
მართლა შედევრია!!! საინტერესო ფაქტებით და კარგი იუმორით. ფოტოებიც კარგად ასახასვს თქვენს თავგადასავალს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი Oct 16 2018, 11:02 AM
პოსტი #72

ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256

მადლობა რეპორტისთვის, კარგად გავერთე.

ფაქტიურად ყველაეფრი აკეთეთ რაც კი შეიძლებოდა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
pilotina
პოსტი Oct 16 2018, 11:28 AM
პოსტი #73

ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,338
რეგისტრ.: 22-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,990
ქალაქი:თბილისი

aleqsa
ციტატა(ale @ 16th October 2018 - 08:14 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შე დალოცვილო ამხელა "ვეფხის ტყაოსნისთვის" რომარ მიგეჭირა პასუხზე მარტო ნიკი ჩაგესვა ჩემი ან მხოლოდ იმ ადგილის ციტირება გაგეკეთებინა სადაც კაჭრეთი ვახსენე კინაღამ მართლა ამოვიგდე თითი იმდენი ვიქნიე მობულურის ეკრანზე მაღლა დაბლა რო თქვენი ნიკები ჩამესვა

lol2.gif lol2.gif

ეს მართალია, ამხელა პროსტინას ციტირება ნამეტანია.

რეპორტი კი სანაქებო გამოვიდა. მალადეც თქვენ, ცოტა ფორტუნა შემოგიბრუნდათ ერთი ადგილით, მარა არა არაუშავს, მაინც გაართვით თავი ბოლომდე ყველა პრობლემას.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
aleqsa
პოსტი Oct 16 2018, 11:46 AM
პოსტი #74

მსროლელი
***

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 707
რეგისტრ.: 18-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,171
ქალაქი:თბილისი

მადლობა ბიჭებო. გაიხარეთ. smile.gif

კიი ზურა მართალიხარ, ბოლო ორი გასვლაა ფორტუნა მართლაც "კუკუზნაკით" დაგვიდგა მარა კარგი გულიანი ხალხის და ჯიგარო ძმაკაცების წყალობით მაინც მშვენიერ და ლამაზ მოგონებებს ტოვებს ეს დღეები!!
იმედიმაქვს მომავალში იღბალიც შემოგვირიგდება და გაგვიღიმებს?!! smile.gif wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
NRG
პოსტი Oct 16 2018, 01:08 PM
პოსტი #75

მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 503
რეგისტრ.: 28-April 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ბაკურციხე

წევრი №: 2,169
ქალაქი:თბილისი

aleqsa
აბა იხვი? smile.gif იხვი არ ვიცი მაგრამ წალკის კარჩხანაზე გემრიელი მე არ მიჭამია არსად, ჯერ ბუნებამ მომნუსხა ბავშვობიდან ალპური ზონები უფრო მხიბლავდა პლიუს 3-4 ტბა ერთმანეთთან ახლოს ხო საოცნებოა თევზაობის მოყვარულისთვის ერთზე არ მოვა თევზი გაირბენ უცებ მეორეზე, იმ თათარმა მწყემსმა ზუსტად ასე მითხრა: (ჯერ სიგარეტი და 16 კალ. ვაზნა მთხოვა) "ბიჩო, რათა აქა თევზაობ? ცად ბეშთაშენში იქ ბევრ გარასя" smile.gif

aleqsa
რეპორტმა გაასწორა თავიდან გამახსენა დეტალურად ეს დღეები
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ikaaa
პოსტი Oct 16 2018, 06:40 PM
პოსტი #76

მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 343
რეგისტრ.: 28-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 1,502

იხვი არა იხვი მაგარი იყო biggrin.gif ერთი მაგ თეთრ მანქანას კაი სურათი გადაუღეთ რა ჯანდაბაა დაცინახო მაგარი ნადირობა რო მოგიწყოთ biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

4 გვერდი V  « < 2 3 4
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 08:35 PM
Hosted by Pro-Service