თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი... _ Benjamin NPS დაზეთვა

პოსტის ავტორი: თორნიკე Dec 10 2016, 12:30 AM

მოგესალმებით ყველას,
დღეს დავზეთე ჩემი Benjamin NPS და თან სურათებიც გადავიღე, (რადგან დიზელის ეფექტი არ დაემართა ამიტომ ვფიქრობ წარმატებით) იმედია სხვასაც გამოადგება ეს პოსტი,
გაითვალისწინეთ, რომ დიდი გრაფიტის ზეთით დავზეთე მხოლოდ დგუშის უკანა მხარე რასაც ეხება ის ნაწილი,
მანჟეტი და რეზინა დავზეთე პატარა სილიკონის ზეთით მარცხნივრომაა სურათზე და წავუსვი ძალიან ცოტა ისე როგორც ამავე ფორუმზე წავიკითხე.
დგუშის მოხსნა დაყენება შედარებით გამიჭირდა რადგან არ მქონდა სპეციალური ხელსაწყო, ამიტომ გირაგმა ცოტა დააზიანა რკინისკორპუსის ზედაპირი გარედან , მაგრამ ეს ნაწილი აც ჩანს და არც არაფერს უშლის.

P.S. ეს ჩემი პირველი დაზეთვაა ძალიან მკაცრები ნუ იქნებით, თუ რაიმე შეცდომა დავუშვი ყველასგან მივიღებ რჩევებს smile.gif











































პოსტის ავტორი: Multi-Tool Dec 10 2016, 07:10 AM

თორნიკე
მალადეც, კარგად გიმუშავია.

პოსტის ავტორი: თორნიკე Dec 10 2016, 09:19 AM

Multi-Tool

გმადლობ smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Dec 10 2016, 11:12 AM

თორნიკე

მშვენივრად და დაწვრილებით არის აღწერილი ყველაფერი. good.gif
ერთადერთი თხოვნაა ამხელა ზომის სურათებს ნუ დებ, ბრაუზერმა გამიჭედა რამოდენიმეჯერ, სანამ ბოლოში გავედი. smile.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Dec 10 2016, 07:42 PM

თორნიკე
შესანიშნავია.
ზუსტად მაგ თოფის დაზეთვამ გამიჩინა საკმაო პრობლემები ამ ზაფხულს. სადღაც აქ უნდა იყოს. თემა ზუსტად არ მახსოვს.
იმედია შენთვის უმტკივნეულოდ ჩაივლის.

პოსტის ავტორი: koba1973 Dec 11 2016, 05:53 AM

აი ეს თემაა

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=950&st=120

პოსტის ავტორი: თორნიკე Dec 11 2016, 08:40 AM

pilotina

ვიფიქრე საკმარისი იქნებოდა 70 % ით შემცირება რადგან მერე ნაწერები ძალიან ცუდად ჩანდა, ამ სურათების საერთო ზომა 12.2 MB და ალბათ რაოდენობის გამოჩეგექმნა ეს პრობლემა,
დაახლოებით ზომებს თუ მომწერ რეკომენდირებული რაარის კიდევ შევამცირებ

koba1973

კი ნაჩხაპნებმა გადამაწყვეტინა მეც დაზეთვა, როგორც მივხვდი ეს ამ მოდელის ცუდი თვისებაა მაგრამ ვინაიდან იშვიათად ვისვრი ჩემსას ნაკლებად აქვს ნაჩხაპნები,
დაზეთვის შემდეგ რადგან დიზელის ეფექტი არაქვს ვფიქრობ ჩაიარა უმტკივნეულოდ ყველაფერმა smile.gif

ამ თემის დაწერა კი იმიტომ გადავწყვიტე რომ ვინმეს როდესაც მოუნდება ამ მოდელის დაზეთვა პირდაპირ ნახოს დაშლის ინსტრუქცია და ის ზეთები რაც დაჭირდება და სხვადასხვა ადგილას ძებნა არ დასჭირდეს,
მე მაგალითად ამ ფორუმზე ბევრი პოსტი წავიკითხე რომ ბოლოს დამედგინა რომელი საშუალება მეყიდა კონკრეტულად ერთერთ პოსტში ვნახე ეს სილიკონის მაზიც და გამოვიწერე ჯაჯას ბევრ პოსტში იყო გრაფიტის მაზია კარგიო,
ერთი კვირის წინ ჩემს ავტომობილს დაუზიანდა ყუმბარის პილნიკი და როდესაც დასაზეთად ეს გრაფიტის მაზი მომყიდეს ძალიან გამეხარდა ძებნა რომ არ მომიწია smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Dec 11 2016, 10:52 AM

თორნიკე


ციტატა(toko09 @ 11th December 2016 - 09:40 AM) *
დაახლოებით ზომებს თუ მომწერ რეკომენდირებული რაარის კიდევ შევამცირებ


მე pix.ge ვიყენებ სურათების ასატვირთად. მანდ აქვს პუნქტი 2. პარამეტრების მითითება და მანდ უთითებ ხოლმე ზომებს 800x640 px .

პოსტის ავტორი: koba1973 Dec 11 2016, 01:57 PM

თორნიკე
ჩემსას ნაჩხაპნები არ ქონდა სანამ არ დავშალე და არ შევზეთე სილიკონის მაზით.
აი შეზეთვის შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო. შინაურები და მეგობრები უკვე მეკაიფებოდნენ იმდენჯერ დავშალე და ავაწყე. ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდა სანამ ხელი არ ჩავიქნიე და ჩვეულებრივი ლიტოლ24 ით არ შევზეთე. მას მერე თვეები გავიდა და არის ჯერჯერობით.

ციტატა(toko09 @ 11th December 2016 - 09:40 AM) *
ამ თემის დაწერა კი იმიტომ გადავწყვიტე რომ ვინმეს როდესაც მოუნდება ამ მოდელის დაზეთვა პირდაპირ ნახოს დაშლის ინსტრუქცია და ის ზეთები რაც დაჭირდება და სხვადასხვა ადგილას ძებნა არ დასჭირდეს,

ძალიან კარგია. პირველად როცა ვშლიდი, მაშინ რომ მენახა მსგავსი თემა მაგრად წამადგებოდა.

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 11 2016, 05:45 PM

თორნიკე
მადლობა ინფომაციული პოსტისტვის, ბევრ გამოადგება

პოსტის ავტორი: თორნიკე Dec 11 2016, 07:08 PM

pilotina
შევამცირე ზომები,
pix.ge კარგი საიტია ვინაიდან airgun.ge -ც და pix.ge ც პროსერვისშია განთავსებული, მაგრამ არვიცი მანდ რამდენხანს ინახავენ თან უწერიათ რომ არანაირი გარანტია არაა და როცა უნდათ წაშლიან,
იდეაში ჩემი სერვერიდანაც შეიძლება შემთხვევით წამეშალოს, მაგრამ მაინც ჩემზეა დამოკიდებული და მხოლოდ ჩემი ბრალი იქნება,
ხოლო ზომების ცვლილებაც ჩემთვის ძალიან ადვილია ფეინთიც კი საკმარისია ამსაქმისთვის,

koba1973
მე ეს მეორადი ვიყიდე და სავარაუდოდ გაზეთა ალბათ ჩემამდე წინა მფლობელმა უკვე, ის რეზინასავით ანათალი როცა გადმოვარდა ოპტიკის დასამაგრებელი ნახვრეტიდან მაგის მერე შევამოწმე და ვნახე რომ გაცვეთილი იყო დგუშის და კორპუსის კედლები

geojorjika
ძალიან გამეხარდება ვინმეს თუ გამოადგება, ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო smile.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Dec 12 2016, 06:51 AM

თორნიკე

ციტატა(toko09 @ 11th December 2016 - 08:08 PM) *
მე ეს მეორადი ვიყიდე და სავარაუდოდ გაზეთა ალბათ ჩემამდე წინა მფლობელმა უკვე

მეც მეორადი ვიყიდე.

პოსტის ავტორი: koba1973 Dec 12 2016, 06:51 AM

თორნიკე

ციტატა(toko09 @ 11th December 2016 - 08:08 PM) *
მე ეს მეორადი ვიყიდე და სავარაუდოდ გაზეთა ალბათ ჩემამდე წინა მფლობელმა უკვე

მეც მეორადი ვიყიდე.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services