თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ მანძილმზომები _ მანძილმზომის შერჩევა

პოსტის ავტორი: Mamuka_k Nov 24 2018, 08:56 PM

მოგესალმებით.

ამ თემას ვხსნი, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ მსროლელის ერთ-ერთი ძალიან საჭირო ნივთის მანძილმზომის იგივე "Rangefinder"-ის შესახებ ჩვენი შეხედულებები, ტექ. მახასიათებლები, პრაქტიკიდან გამომდინარე ვარგისიანობა და სხვა ყველა საჭირო ინფორმაცია რათა შერჩევის შემთხვევაში მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები.

პოსტის ავტორი: MonSoon Nov 24 2018, 09:12 PM

Mamuka_k
ჩემი დაკვირვებით, ხარისხიანი და ბრენდული მანძილმზომის მფლობელები ეჭვის თვალით უყურებენ იაფ და არაცნობილი ბრენდის მანძილმზომებს, ვგულისმხობ ჩინურებს.


ჩემი აზრით ნორმალური ჩინურიც შეიძლება გამოიყენო პნევმატიკაში. იმიტო რო სასროლი მანძლები არ არის დიდი, მაქსიმუმ 120 მეტრი. მაგ მანძლზე კი ნორმალური მანძილმზომის სიზუსტე პლიუს მინუს 1–2 მეტრია.
ხო კიდე. პირობითად "ძვირიანი" სჯობს "იაფიანს" იმაში რო უფრო პატარა ზომის საგნიდან შეიძლება გაზომო მანძილი.

პოსტის ავტორი: Mamuka_k Nov 24 2018, 09:16 PM

მანძილმზომის შეძენა მინდა და როგორც ვნახულობ სხვადასხვა დანიშნულების მაძილმზომებია: მშვილდისრის, იარაღის, გოლფის...

ჩემს შემთხვევაში მინდა გამოვიყენო პნევმატურზე და ასევე ცეცხლსასროლ იარაღზე.
სასურველია ქონდეს -
1- კუთხმზომი
2- მანძილს წერდეს იარდებში და მეტრებში
3- მანძილს ზომავდეს 10 - 20 მეტრიდან 700-800 მეტრამდე
4- წვრილ დეტალებზე ადვილად ორიენტირება
5- 2 ან მეტი ჯერადობის გადიდება

და რა თქმა უნდა იყოს ზუსტი.


მინდა ჩავეტიო 200-250 ლარის ფარგლებში. რა თქმა უნდა არ მაქვს ილუზია რომ ამ ფასში ახალს ვიყიდი.

თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია ან რჩევა თუ კიდევ რა კრიტერიუმებს მივაქციო ყურადღება, გთხოვთ გამიზიაროთ.

რომელიმე კონკრეტულ მოდელს ხომ არ მირჩევდით?..

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 24 2018, 09:23 PM

Mamuka_k
მინდა გითხრათ რომ მაგ ფასში ჩაეტევით თუ გამოიწერთ ალიექსპრესიდან. უმეტესობა მანძილმზომებს, აქვს ყველა ის მახასიათებელი რაც თქვენ ჩამოთვალეთ.
საკმაოდ ბევრი განცხადება იყო მაიმარკეტზეც და აქაც ქონდათ ბიჭებს

პოსტის ავტორი: ომარი Nov 24 2018, 09:31 PM

https://m.ru.aliexpress.com/item/32650638707.html?trace=wwwdetail2mobilesitedetail&productId=32650638707&productSubject=SNDWAY-Telescope-trena-laser-rangefinders-distance-meter-Digital-8X-900M-Monocular-hunting-golf-laser-range-finder&spm=a2g0s.9042311.0.0.PNVIrO

აქებენ არვიცი პირადად მინდა ამ მანძილმზომის ყიდვა.

პოსტის ავტორი: aleqsa Nov 24 2018, 09:46 PM

Mamuka_k
ომარი

ომარამ რა მანძილმზომიც დადო ეგ მანძილმზომი მაქვს პირადად მეც და მონსონასაც და საკმაოდ კარგი და მუშააა, ამას წინათ კაჭრეთში ჩემი და კიდევ 3 სხვადასხვა მანძილმზომები შევადარეთ 50მ დისტანციაზე, (აკაკის ქონდა 50 მეტრიანი საზომი წამოღებული და მაგ მანძილზე დავტესტეთ) ხოდა ყველაზე ზუსტი ზომები ჩემმა დასვა, აგრეთვე აქვს კუთხის მზომი და მოძრავ საგანზე მინათებით და გადევნებით მოძრაობის სიჩქარესაც წერს, აქვს როგორც მეტრული ასევე იარდებში ზომებიც...

ასერომ საკმაოდ ნორმალურია თავის ფასთან მიმართებაში, 91$ დამიჯდა სულ აქ ჩამოტანიანად.

პ.ს. პირდაპირ საქართველოში იგზავნება,საქართველოს ფოსტით, ყოველგვარი მესამე გადამძიდი კომპანიის გარეშე...

პოსტის ავტორი: Mamuka_k Nov 24 2018, 09:48 PM

მშვენიერი ფასია

პოსტის ავტორი: ომარი Nov 24 2018, 09:52 PM

აუცილებლად შევიძენ კაირამეა

სადმე აირგუნელები თი იკრიბებიან უქმე დღეებზე ხოარ იცით?

პოსტის ავტორი: Mamuka_k Nov 24 2018, 09:53 PM

Aleqsa შორ მანძილზე ხომ არ შეგიმოწმებიათ? 400 + სზე რამდენად პატარა დეტალის აღქმა შეუძლია???

პოსტის ავტორი: MonSoon Nov 24 2018, 09:56 PM

Mamuka_k
როგორც ზევით დაწერეს მეც მაქვს ეგ მანძილმზომი, წელიწადზე მეტია უკვე, დავტენე სულ 3 ჯერ ისიც იმიტო რო დიდი ხნის დაუტენავი იყო და ვიფიქრე სადმე უხერხულ ადგილას არ დაჯდეს მეთქი. არ აქვს ელემენტი, აქვს ჩვეულებრივი ტელეფონის li-ion ბატარეა, ინტეგრირებული. საბუთში 8 ათასი დატენვა უწერია. ამ ხნის განმავლობაშ 3 ჯერ მაქვს დატენილი მხოლოდ. ჯერ ჯერობით მუშაობს მშვენივრად. გადამოწმებული მაქვს 135 მეტრამდე და სიზუსტე დამაკმაყოფილებელი აქვს. არის ხოლმე სიტუაცია როცა ერთი და იგივე ადგილას გვიწევს სროლა, ვამოწმებ ხოლმე და წერს თითქმის ერთი და იგივე მანძილს ყოველთვის. 50–120 მეტრებზეა საუბარი. კმაყოფილი ვარ მოკლედ.

პოსტის ავტორი: aleqsa Nov 24 2018, 09:57 PM

ხო კიდევ მოყვა ქამარზე დასაკიდი კაბურა, მაჯაზე ჩამოსაკიდი თასმა და დატენვით იტენება კიდევ ნებისმიერი ანდროიდის სმარტფონის სატენით,
ერთი დატენვა საკმაოდ დიდხანს ყოფნის, დაახლოვებით 2-3 თვის უკან ჩამომივიდა და პირველად რაც დავტენე იმის შემდეგ მეორედ ჯერ აღარ დამიტენია...


ასერომ მემგონი არ ინანებთ თუ შეიძენთ,

პოსტის ავტორი: MonSoon Nov 24 2018, 09:59 PM

Mamuka_k
თბილისელი ხართ ?
ხვალ საღამოს პერიოდში მეცლება, 4–5 ის მერე. შემიძლია შევხვდეთ ერთმანეთს და გატესტე.

პოსტის ავტორი: aleqsa Nov 24 2018, 10:00 PM

Mamuka_k

ვერ გეტყვი, მაგ მანძილზე სულ პირველად რომ ჩამომივიდა მხოლოდ მაშინ ვზომავდი, ისიც კორპუსის კედლებზე მინათებით და მაგის შემდეგ ეგ მანძილი არ დამჭირვებია რომ გითხრა რამდენად პატარა დეტალის აღქმა შეუძლია...

პოსტის ავტორი: Mamuka_k Nov 24 2018, 10:08 PM

Monsoon მადლობა შემოთავაზებისთვის.

კი ჩამოვიდოდი და დავტესტავდი, მავრამ არ მქონია შეხება მანძილმზომებთან და ხელში ტრიალით მართლა ვერაფერს მივუხვდები. ისევ თქვენნაირი გამოცდილი ადამიანების რეკომენდაციაა გადამწყვეტი.

როგორც დავწერე, ცეცხლსასროლისთვისაც მინდა და მნიშვნელოვანია შორ მანძილზე როგორ გაართმევს თავს...


რუსთაველი ვარ Monsoon

პოსტის ავტორი: ომარი Nov 24 2018, 10:10 PM

თქვენ რომელი იარაღებიგაქვთ ბიჭებო?

პოსტის ავტორი: MonSoon Nov 24 2018, 10:13 PM

Mamuka_k

ციტატა(Mamuka_kuprashvili @ 24th November 2018 - 11:08 PM) *
კი ჩამოვიდოდი და დავტესტავდი, მავრამ არ მქონია შეხება მანძილმზომებთან და ხელში ტრიალით მართლა ვერაფერს მივუხვდები

დატესტვაში ვიგულისხმე ის რო შორ მანილზე ნახავდი რამდენად კარგათ ზომავს მანძილს პატარა საგნებზე თუ ვთქვათ ჩემნაირის გამოწერას გადაწყვეტტ.

მოკლედ თბილისში თუ მოხვდები, მომწერე პირადში და არაა პრობლემა.

პოსტის ავტორი: giga2010 Nov 24 2018, 10:17 PM

მეც დავეთანხმები ბიჭებს. დასაწუნი მაგ მანძილმზომებს არაფერი არ აქვს. ფასიც ნორმალური აქვს და მახასიათებლებიც

პოსტის ავტორი: ომარი Nov 24 2018, 10:24 PM

გიგა შენი დახმარება მჩირდება თუ ძალიან არ შეგაწუხებ მეგობარო.

პოსტის ავტორი: Mamuka_k Nov 24 2018, 10:34 PM

Monsoon ამ დღეებში თუ წამოვედი შეგეხმიანები.

Monsoon
Aleqsa

თუ შეძლებთ ხვალისთვის თქვენვე რომ გადაამოწმოთ შორ მანძილზე რამდენად პატარა დეტალებს აღიქვამს და აქ დაწერთ დამეხმარებით.

პოსტის ავტორი: MonSoon Nov 24 2018, 10:38 PM

Mamuka_k
საორიენტაციოდ, რა მანძილებზე გაინტერესებს ?
რა ზომის საგანი ?
სავარაუდოდ სასროლი ზომის ხო ალბათ. 30x30 სმ ან 40x40 სმ ?

პოსტის ავტორი: aleqsa Nov 24 2018, 10:39 PM

Mamuka_k

ხვალ ვაპირებ გასვლას გასატესტიმაქვს თოგები და თუ გამახსენდა გავტესტავ აუცილებლად smile.gif

პოსტის ავტორი: Mamuka_k Nov 24 2018, 10:40 PM

კი, კარგი ზომებია. 400 +

პოსტის ავტორი: NRG Nov 25 2018, 10:05 PM

Mamuka_k
შენ რომელი მანძილმზომით სარგებლობ?
მე შევადარე 4 სხვადასხვა მოდელი ორიგინალიც და ჩინურიც Bushnell, Simmons და ორი სხვა, სხვადასხვა მანძილებზე ყველა სხვადასხვა ციფრებს წერდა, 50 მეტრამდე 2 დან 5 მეტრამდე ქონდათ ცდომილება ხოლო 50 ის იქით უკვე 10 მეტრამდე თუ მეტიც აღარ მახსოვს, კიდევ ის შევამჩნიე, რომ თუ ერთი 50 ს ზუსტად ზომავდა ამასობაში უჭირდა 100 ზე ხოლო რომელიც 100 ზე იყო ზუსტი ის 50 ზე იტყუებოდა, აქედან ზოგადი დასკვნით იდეალური მანძილმზომი არ არსებობს დაბალფასიანებში. შეიძლება მაღალი ხარისხის მანძილმზომებს ეს რაღაცეები არ სჭირდეს, თუ გადავიხდით მაგალითად 400-500 იდან ზემოთ ლარებს რა თქმა უნდა გარანტია უნდა მქონდეს სიზუსტის და უტყუარობის. ასევე ერთი რჩევა მხოლოდ აირგანერის მანძილმზომის შერჩევისას: არ არის აუცილებელი 300 მეტრამდე და იმის იქით ზომავდეს 200 მეტრიც კი ალბათ ბევრია ხოდა სჯობს ყურადღება ხარისხზე გამახვილდეს და არა გაზომვის დიაპაზონზე

პოსტის ავტორი: MonSoon Nov 25 2018, 10:28 PM

NRG
არა აკაკი. ზევით ნახსენებ მანძილმზომს არ აქვს მაგხელა ცდომილება რაც დაწერე. მეც გული გამიხეთქეს 100 მეტრზე 15 მეტრი აქვს ცდომილებაო, მეორე დილით ალექსამ იცის, ავხტი დასატესტად. 135 მეტრამდე პლიუს მინუს 2 მეტრი იყო ცდომილება.
სადაც დავტესტე ხალხი გაკვირვებული მიყურებდა, ძველი შეჩერებული რკინიგზის ბეტონის ბოძებია, იმათზე ვზომავდი, იფიქრეს ალბათ მშენებლობას ანახლებენო. ეგ ბოძებ ტაქეოემეტრითაა ზუსტად დასმული. მაგათაც აფსოლიტურად ყველას ვზომავდი სათოთაოდ და წერდა 90 % შემთხვევაში 27.7 მეტრს ზუსტად რო დავწერო.

მაგის შემდეგ რულეტკით გადაზომილზეც რულეტკის ზომას წერს, უმნიშვნელო ცდომილებით.

დღესაც ჩემი ფანჯრიდან 130 მეტრზე, 15 ჯერ მივანათე, ზუსტად ერთი და იგივე ადგილზე. 128–129 ჯდებოდა მუდმივად, მხოლოდ 2 შემთხვევა იყო 130.

პოსტის ავტორი: NRG Nov 25 2018, 10:54 PM

MonSoon
ეგ 130 ზე კი ბატონო, მაგრამ 30 მეტრიდან დაიწყე აბა და 10-10 მეტრი მოუმატე ჯერ რულეტით გადაზომე თუ მაინც იგივე შედეგები ჰქონდა +-2 მეტრი ჩემი აზრით იდეალურია,

პოსტის ავტორი: MonSoon Nov 25 2018, 10:55 PM

NRG

ციტატა(nrg123 @ 25th November 2018 - 11:54 PM) *
ეგ 130 ზე კი ბატონო, მაგრამ 30 მეტრიდან დაიწყე აბა და 10-10 მეტრი მოუმატე ჯერ რულეტით გადაზომე თუ მაინც იგივე შედეგები ჰქონდა +-2 მეტრი ჩემი აზრით იდეალურია,

ჰოო ეგ დავწერე ზევით.

2 მეტრი ჰქონდა 130 მეტრზე.

პოსტის ავტორი: aleqsa Nov 26 2018, 12:28 AM

ყველა მანძილმზომ ააქვს ცდომილება, აბსოლლიტური სიზუსტე არცერთი ფირმის მანძილმზომს არააქვს (თუნდაც ჰაი კლასის მაღალ ფასიან ბრენდულ მანძილმზომებს)

მთავარია ერთი რამ, ანუ მე დავწერ როგორ მასწავლეს მანძილმზომის შემოწმების სქემა (საკმაოდ მარტივია)

ანუ ერთი და იგივე ადგილიდან აიღეთ 3 სხვადასხვა დისტანცია და გაზომეთ, დავუშვათ, სიტყვაზე 1) ზომაა 30მ. 2) ზომაა 60მ. და 3) ზომაა 100) (ნუ რეალში ესე სამი მრგვალად ხომარ დაჟდება მარა პრინციპს მიხვდებით და შემდეგ იოლია)
ხოდა აი როცა გაზომეთ სამივე დისტანცია ერთი წერტილიდა, ამის შემდეგ ინაცვლებთ დავუშვათ 5მ.-ით უკან (ან წინ, არააქვს მნიშვნელობა) შესაბამისად თუ უკან გადაიწიეთ ესეგი თქვენს მიერ ათვლილ თვითოეულ მანძილს უნდა დაემატოს ყველას 5მ. ანუ შესაბამისად იქნება 1) ზომა 35მ. 2) ზომა 65მ. და 3) ზომა 105მ. (ნუ თუ წინ გადაიწიეთ შესაბამისად უნდა დააკლდეს სამივე ზომას 5-5მ.)

აქ მთავარი ისაა რომ სამივე ზომას ერთიდაიგივე მანძილი უნდა მოაკლდეს დაარა ვთქვათ პირველს 5მ. მეორეს 8მ. და მესამეს 7მ. თორე დანარჩენი ვისი 2 მეტრით მეტს აჩვენებს და ვისი 1მ. -ით ნაკლებს ყველა გამოითვლის ერთხელ, თავიდან და ეცედინება სხვაობა რამდენიაქვს თავის მაძილმზომს და ისე ივარაუდებს შემდეგში ზომის აღებისას.

მემგონი გასაგებად დავწერე??... smile.gif

პ.ს. სხვათაშორის ეს მეც არ ვიცოდი და მასწავლა ერთმა გამყიდველმა რომელსაც მაიმარკეტზე ედო გასაყიდათ ვითომ ბუშნელის მანძილმზომი, რომ მივედი სანახავად თვითონ იმან ამიხსნა ესე უნდა შემოწმებაო და სასაცილო ის იყო რომ შევამოწმე ურევდა ეს თავისი მანძილმზომი, რო გაიკვირვა და შეიცხადა ვუთხარი შენ არ მასწავლე ჩემგან რა გინდათქო? smile.gif wink.gif სხვადასხვა ზომებს მიწერდა, ბოლოს ისე წამოვედი არ მიყიდია, ალი ექსპრესიდან გამოვიწერე ზუსტად იმ ფირმის რაც ზემოთ დევს ლინკი და საკმაოდ ზუსტად მუშაობს მაგ კუთხით... smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: gela Nov 26 2018, 09:25 AM

aleqsa

ციტატა(ale @ 26th November 2018 - 01:28 AM) *
ალი ექსპრესიდან გამოვიწერე ზუსტად იმ ფირმის რაც ზემოთ დევს ლინკი და საკმაოდ ზუსტად მუშაობს მაგ კუთხით


გამარჯობა ალექს. თუ არ დაგეზარება შეგიძლია ლინკი მომცე რომელი მანძილმზომი გამოიწერე? დიდი რომ გავიზრდები ერთი მანძილმზომის ყიდვა მეც მინდა და მირჩევნია რეკომენდებული ვიყიდო ვიდრე ექსპერიმენტები ვატარო გაამართლერბს თუ არა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Mamuka_k Nov 27 2018, 07:46 PM

https://www.ebay.com/itm/2555-CAMO-Used-Wildgame-Innovations-ZIR8XD-XRAY-Halo-Laser-Range-Finder-800-Yard/382639637679?epid=2263711700&hash=item59171984af%3Ag%3An58AAOSw1aVZwV0D&LH_ItemCondition=3000


ამ მანძლიმზომებთან ხომ არ გქონიათ შედხება??? ბევრი დაიდო ესეთი და გუშინ 69 დოლარად გაიყიდა აუქციონზე.

პოსტის ავტორი: aleqsa Nov 27 2018, 09:00 PM

Mamuka_k

და ეს ნახე??? ნახე რა ფასი ადევს?

პ.ს. სხვათაშორის შენ რომ ლინკი დადე იქ ამომიგდო მსგავსებში... smile.gif wink.gif

პოსტის ავტორი: Mamuka_k Nov 27 2018, 10:32 PM

aleqsa რომელს გულისხმობ???



პოსტის ავტორი: Mamuka_k Nov 27 2018, 10:39 PM

ახლები საკმაოდ ძვირია 120$ + მაგრამ კომენტარები აქვს ცუდი

პოსტის ავტორი: aleqsa Nov 27 2018, 10:58 PM

Mamuka_k

უი ლინკის ჩასმა დამავიწყდა... პარდონ smile.gif

https://www.ebay.com/itm/600-1500m-8X-Telescope-Laser-Range-Finder-Golf-Height-Speed-Distance-Meter-Lot/162853798152?_trkparms=aid%3D222007%26algo%3DSIM.MBE%26ao%3D1%26asc%3D20131231084308%26meid%3D7176e5be32c84eff8ec7372ad2817bde%26pid%3D100010%26rk%3D2%26rkt%3D4%26sd%3D382639637679%26itm%3D162853798152&_trksid=p2047675.c100010.m2109


და ალიექსპრესიდან ზუსტად ეს მანძილმზომი მედა მონსონამ 120$ არა მარა მე პირადად 91$ ად გამოვიწერე, ხოლოთ 1000მ. დე დიაპაზონის და საკმაოდ კმაყოფილები დაგვტოვა ორივე!!! smile.gif

პოსტის ავტორი: Mamuka_k Nov 27 2018, 11:50 PM

ციტატა(aleqsa @ Nov 27 2018, 11:58 PM) *
Mamuka_k

უი ლინკის ჩასმა დამავიწყდა... პარდონ smile.gif

https://www.ebay.com/itm/600-1500m-8X-Telescope-Laser-Range-Finder-Golf-Height-Speed-Distance-Meter-Lot/162853798152?_trkparms=aid%3D222007%26algo%3DSIM.MBE%26ao%3D1%26asc%3D20131231084308%26meid%3D7176e5be32c84eff8ec7372ad2817bde%26pid%3D100010%26rk%3D2%26rkt%3D4%26sd%3D382639637679%26itm%3D162853798152&_trksid=p2047675.c100010.m2109


და ალიექსპრესიდან ზუსტად ეს მანძილმზომი მედა მონსონამ 120$ არა მარა მე პირადად 91$ ად გამოვიწერე, ხოლოთ 1000მ. დე დიაპაზონის და საკმაოდ კმაყოფილები დაგვტოვა ორივე!!! smile.gif



ალი ექსპრესზე 1000 მეტრიანი დიაპაზონით უკვე - Общая стоимость: US $80.85

კარგი ფასია.

უბრალოდ რაც მაფიქრებს ისაა, რომ მაინტერესებს რამდენად კარგად მუშაობს შორ მანძილზე 300; 400 და + მეტრებზე.
როგორც პირველს პოსტში მაქვს მითითებული, ცეცხლსასროლისთვისაც მიდნა და მაგან თუ 150-200 მეტრიან მანძილს იქით ვერ მომცა კარგი შედეგი არ მაწყობს :/

aleqsa
ესე 400 მეტრი + ხომ არ შეგიდარებია სხვა რომელიმე ბრენდულ მანძილ მზომზე?

პოსტის ავტორი: aleqsa Nov 28 2018, 12:01 AM

Mamuka_k

არა არ მიცდია, შემიძლია გათხოვო და თვითონ გატესტე

პოსტის ავტორი: name Nov 30 2018, 09:57 PM

https://m.aliexpress.com/item/32887489896.html?pid=808_0000_0105&spm=a2g0n.search-amp.list.32887489896&aff_trace_key=878a22be944d4668b1e9108c26895e4e-1543585869940-03917-bhxKYvpA&aff_platform=msite&m_page_id=1852amp-ANhN6NYi4hcL4rQvZZ15lA1543604463770

ეს 15 დოლარიანი მანხილმზომი ვარგა? 200 მეტრს სინჯავდეს ზუსტად მეტი არც მინდა იაფიან მანძილმზომს ვეძებ

პოსტის ავტორი: MonSoon Nov 30 2018, 11:23 PM

name
15 დოლარიანი მაგ ლინკზე არის გოლფის მანძილმზომი. მაგით რო მანძილი გაიგო უნდა იცოდე დასამიზნებელი ობიექტის სიმაღლე. მინათებით არ გამოვა. მოკლედ არ გამოგადგება.

პოსტის ავტორი: okela84 Dec 1 2018, 03:07 PM

name
მაგხელა მანძილი რათ გინდა ?
ცეცხლსასროლის ტრაექტორიისთვის 22ლრ-ის ჩათვლით 200 მეტრამდე 20-30 მეტრიანი ცდომილებაც არაა გამაწყვეტი ნადირობისთვის.

პნევმატიკაში კი 5-10 მეტრიც მნიშვნელოვანია მითუმეტეს მაგხელა მანძილზე და მაგ ფასად ახალში 50$-ზე ნაკლებს თუ გადაიხდი ჩათვალე რო ეგ ფულიც ნაგავში გადაყარე.

პოსტის ავტორი: MonSoon Jan 13 2019, 05:01 PM

Mamuka_k

ციტატა(Mamuka_kuprashvili @ 24th November 2018 - 10:34 PM) *
თუ შეძლებთ ხვალისთვის თქვენვე რომ გადაამოწმოთ შორ მანძილზე რამდენად პატარა დეტალებს აღიქვამს და აქ დაწერთ დამეხმარებით.

დღეს მოულოდნელად გადავწყვიტე გადამეღო ჩემი მანძილმზომისთვის ვიდეო. ვგულისხმობ აი ამ მანძილმზომს, ზევით პოსტებში ნახსენებს https://ru.aliexpress.com/item/SNDWAY-SW-600A-600-1000/32905999391.html?spm=a2g0v.search0604.8.53.6c256717OzYigZ

-------------

თავიდანვე ვიტყვი რო ვიდეოს ხარისხი არის საკმაოდ ცუდი. მეტი ვერ მოვახერხე.

პირობებს რაც შეეხება. კარგათ ციოდა. ხელები გამეყინა. ერთ ხელში მანძილმზომი მეჭირა მეორე ხელში ტელეფონი და ფოკუსს ვიჭერდი. ვიდეოს ჩართვა გამორთვას არც მეტი არც ნაკლები ცხვირით ვაკეთებდი.
ვიდეოში ჩანს რო ხელი კანკალებს. როცა გადაღებას მოვრჩი ბევრად უფრო ადვილი იყო მანძილის აღება. სადაც ტელეფონით 270 მეტრზე მიჭირდა და ძალისხმევა იყო საჭირო. იქ 400 მეტრზე კარგათ ვიჭერდი. აქედან გამომდინარე ეს შედეგები არ არის ბოლო. რეალობაში უფრო ადვილია.


1-2-3 სამიზნეს ზომები არის 40სმ X 60სმ_ზე. ზომის წარმოდგენისთვის და ახლო ფოტოსთვის სურათს დავდებ. სამიზნე იყო ეს ყვითელი "რაღაც".

https://radikal.ru


ესაც ვიდეო. ხარისხი ცუდია მაგრამ რაღაცეები ჩანს. ზოგადი წარმოდგენისთვის გამოდგება.


პოსტის ავტორი: geojorjika Jan 13 2019, 06:24 PM

MonSoon
კარგი რამე ჩანს გიო , კუთხეს რომ ზომავს მაგარია. ჩემი სიმონსი ვერა შვრება მაგას smile.gif


პოსტის ავტორი: userman Jan 13 2019, 06:59 PM

MonSoon

მაგარია !
მშვიდობაში !

პოსტის ავტორი: MonSoon Jan 13 2019, 07:02 PM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 13th January 2019 - 06:24 PM) *
კარგი რამე ჩანს გიო , კუთხეს რომ ზომავს მაგარია. ჩემი სიმონსი ვერა შვრება მაგას

good.gif good.gif good.gif good.gif


userman
ციტატა(userman @ 13th January 2019 - 06:59 PM) *
მაგარია !
მშვიდობაში !

წელიწად ნახევრის ნაყიდი მაქვს მარა ხო იცი მშობლისთვის შვილი ყოველთვის ბავშვად რჩება, ჩემთვისაც ახალია biggrin.gif

პოსტის ავტორი: aleqsa Jan 14 2019, 08:20 PM



კიი მართლაც მშვენიერი მანძილმზომია, თან რაც მთავარია ამ ფასად ამ მახასიათებლებით და ასეთუისე ნორმალური სიზუსტის მანძილმზომს აქ ნაღდად ვერსად ვერ ვიშოვიდი და გიოს მანძილმზომის დროში და სიზუსტეში გამოცდის შემდეგ მეც მივცხე რამდენიმე თვის უკან wink.gif wink.gif

თუ ვინმე დააპირებთ ყიდავას ნამდვილად არ ინანებთ smile.gif

პოსტის ავტორი: gela Jan 14 2019, 09:28 PM

ეს კუთხის გაზომვა ვერ გავიგე რას ნიშნავსმ ვერ ჩავწვდი თუ ვერ ჩავხვდი თუ როგორც ქვია მოკლედ ნუ დამზარდებიც და მეც დამასწავლეთ ბიძიებო smile.gif)

პოსტის ავტორი: aleqsa Jan 14 2019, 09:33 PM

ციტატა(gela @ Jan 14 2019, 10:28 PM) *
ეს კუთხის გაზომვა ვერ გავიგე რას ნიშნავსმ ვერ ჩავწვდი თუ ვერ ჩავხვდი თუ როგორც ქვია მოკლედ ნუ დამზარდებიც და მეც დამასწავლეთ ბიძიებო smile.gif)


მაგას რა დიდი ამბავი უნდა? თუ დაინტერესებულიხარ ზე ზუსტი სროლით მაშინ გამოსადეგი რამეა, ანკიდევ სიტყვაზე ნადირობისას და შენ დგეხარ 1 სართულის დონეზე და ყვანჩალა არ რომელიმე სხვა მავნებელი წამოსკუპებულია 9 სართულის თავზე, მანძილს ხომ გაზომავ რომ ზუსტი სროლა გააკეთო? ხოდა იქვე დახრის კუთხესაც გიჩვენებს და მაგით მიხვდები რამდენი წერტილით აწევა მოგიწევს შენი ფიშტოსი, ბაც და ყვანჩუკა დაბლა გაგორდა... smile.gif

აესაა სულ მაგის ანი-ბანი wink.gif

პოსტის ავტორი: gela Jan 14 2019, 10:31 PM

aleqsa

გასაგებია უმფროსო smile.gif))

პოსტის ავტორი: userman Jan 15 2019, 09:35 AM

gela

ციტატა(gela @ 14th January 2019 - 10:28 PM) *
ეს კუთხის გაზომვა ვერ გავიგე რას ნიშნავსმ ვერ ჩავწვდი თუ ვერ ჩავხვდი თუ როგორც ქვია მოკლედ ნუ დამზარდებიც და მეც დამასწავლეთ ბიძიებო )


ჩემის აზრით დიდად საქმეში გამოსაყენებელი , რამ არ არის . smile.gif .

ერთი ეგაა თუ დაბლა ესვრი დაახლოებით ერთი მილდოტით დაბლა დაუჭერ,
თუ მაღლა , მაშინ ერთი მილდოტით მაღლა.
ეს მაშინ , როცა საგრძნობი სხვაობაა დონეებს შორის.
ეს ცოტა ზოგადი განმარტება გავაკეთე smile.gif . ანუ კუთხის გაზომვის გარეშეც შეიძლება ვინადიროთ . მოკლედ თვითონ პრაქტიკა გვაჩვენებს ყველაფერს . მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ მანძილის გაგებას მანძილმზომის გარეშე , მაინც ვერ დავამუღამე smile.gif . ეს მართლაც ძნელი გამოსაცნობია.

პოსტის ავტორი: aleqsa Jan 15 2019, 12:41 PM

userman

ციტატა(userman @ 15th January 2019 - 10:35 AM) *
რაც შეეხება უშუალოდ მანძილის გაგებას მანძილმზომის გარეშე , მაინც ვერ დავამუღამე . ეს მართლაც ძნელი გამოსაცნობია.


ეხლა თვალის ზომით რომ მეტრებში გაარჩიო ზომა 50-60 მ. ის ფარგლებში მართლაც განსაკუთრებული ნიჭი უნდა მაგას და მაგ მანძილზე სროლისას კიდევ ყოველ 1-2 მეტრსააქვს მნიშბნელობა

smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Jan 15 2019, 04:49 PM

userman

ციტატა(userman @ 15th January 2019 - 10:35 AM) *
ერთი ეგაა თუ დაბლა ესვრი დაახლოებით ერთი მილდოტით დაბლა დაუჭერ, თუ მაღლა , მაშინ ერთი მილდოტით მაღლა.


არააააა, არა აქვს მნიშვნელობა მაღლა ესვრი თუ დაბლა, მაინც ყოველთვის დაბლა უნდა გაუსწორო მილდოტი.
ანუ ვთქვათ 80 მეტრზე ისვრი პირდაპირ და უწევს მე-4 მილდოტზე სამიზნეს. ეხლა იგივე მანძილზე გინდა მაღლა ესროლე გინდა დაბლა, მაინც მოგიწევს მე-2 მილდოტზე დამიზნება, ანუ უნდა დაუწიო დაბლა მილდოტი.

აგერ ბალისტიკური კალკულატორის სურათები.
პირველ სურათზე 80 მეტრზე პირდაპირ ისვრი, ანუ დახრის კუთხე არის 0 გრადუსი



ამ სურათზე კი მაღლა უმიზნებთ 40 გრადუსით, შესაბამისად დამიზნების წერტილმა მაღლა აიწია 2 მილდოტით



აქ კიდევ დაბლა უმიზნებთ -40 გრადუსით და დამიზნების წერტილი მაინც იგივე 2 მილდოტით იწევს მაღლა პირველ სურათთან ანუ 0 გრადუსიან დახრის კუთხესთან შედარებით.


პოსტის ავტორი: pilotina Jan 15 2019, 04:58 PM

აუუ, რაღაც ვერ შევამცირე ეს სურათები და ადმინს ვთხოვ გაასწოროს ზომა.

პოსტის ავტორი: userman Jan 15 2019, 06:44 PM

pilotina
ისე მაღლიდან დაბლა სროლის პრაქტიკა ნაკლებად მაქვს , დაბლიდან მაღლა კი ბატონო დიდი გამოცდილება , ამიტომ მეგონა პირიქით იყო დაბლა როცა ისვრი

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 15 2019, 09:26 PM

pilotina

ციტატა(pilotina @ 15th January 2019 - 05:58 PM) *
რაღაც ვერ შევამცირე ეს სურათები და ადმინს ვთხოვ გაასწოროს ზომა.

რას ერჩი ნორმალურად ზის სურათები, საიტი თვითონ აპატარავებს, მართალია სასურველია თავიდანვე პატარა აიტვირთოს მარა....

პოსტის ავტორი: vincent Apr 2 2019, 01:48 AM

მოგესალმებით მეგობრებო, გადავწყვიტე შევიძინო ეს მანძილმზომი და თქვენი აზრი მაინტერესებს, რას მირჩევთ გამომადგება სანადიროდ?
https://www.ebay.com/itm/SNDWAY-Handheld-Monocular-Meter-Laser-Rangefinder-Waterproof-Measurement-Tool/163201080697?hash=item25ff8add79:m:m9_vCyKfO84S0FLOQ9rAK7g

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 2 2019, 08:17 AM


vincent
კარგი მანძილმზომია თავის ფასში. სანადიროდ გამოსადეგი. კმაყოფილი ვარ, 1.5 წელზე ცოტა მეტია მაქვს. ამ თემაში პოსტები გადაათვალიერე, იგივე მანძილმზომზე გვაქვს საუბარი. ვიდეოც დევს.

პოსტის ავტორი: vincent Apr 2 2019, 08:40 AM

MonSoon
მადლობთ, ხომ არ იცი usa2georgia-თი რომ ჩამოვიტანო რამე პრობლემა იქნება?, ebay-ზე უფრო კარგი ფასი აქვთ ვიდრე aliexpress-ზე

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 2 2019, 09:00 AM

vincent
იბეის ვერ გეტყვი, ალიექსპრესით კი უპროპლემოდ ჩამოდის, შუამავლების გარეშე, პირდაპირ ფოსტით, 3 კვირაში.

პოსტის ავტორი: vincent Apr 2 2019, 09:12 AM

MonSoon
გასაგებია

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 2 2019, 10:16 AM

vincent

ციტატა(vinsent @ 2nd April 2019 - 09:40 AM) *
ხომ არ იცი usa2georgia-თი რომ ჩამოვიტანო რამე პრობლემა იქნება?

მაგ გადამზიდავს მოარიდე ყველანაირი ბიჭების სათამაშოები, ძირითადა დტრუსიკების ჩმაომტანი კომპანიაა, ცოტა რთული რამე და ეგრევე ჭედავენ, 8 წლის მანძილზე აკრძალული ჰქონდათ პნევმო იარაღი და 2 კვირის წინ დაუშვეს, ისიც ეტყობა კლიენტები შემოაკლდათ და იმიტომ, ასე რომ რას მოთხრიან კაცმა არ იცის

პოსტის ავტორი: vatato May 4 2020, 08:44 PM

მანძილმზომი AOFAR HX-1200T სანადიროდ, მშვილდით სროლისთვის, კუთხის და ჰორიზონტალური მანძილის გაზომვის საშუალებით. (1200 იარდი, თუმცა რომ გავზომე დამიწერა 1248 იარდი) განახლებული სენსორით, სიზუსტე 5-300 იარდამდე დაახლოებით ერთი იარდზე მცირე. 300 იარდზე ზევით +/- 1 იარდი. 6x გადიდება. ზომები 121x 72 x 43 mm და წონა 180გ. კომპლექტში მოყვება კვების ელემენტი CR2 და სატარებელი ჩანთა.
ამაზონზე იყიდება 135 დოლარად
ჯერ-ჯერობით კმაყოფილი ვარ. ზომავს ღამითაც, მთავარია დაინახო ოკულარში მიზანი smile.gif
თბილისში მაიმარკეტზე დამიჯდა 350 ლარი გაუხსნელი

პოსტის ავტორი: okela84 May 5 2020, 02:19 PM

vincent
დელავერით თუ წამოიღებ ყველაფერი ჩამოაქვს gzavnili.com ს. იბეიზე თუ რამე ნიტო გააკეთე არც გამოგაწერინებს.

პოსტის ავტორი: vatato May 5 2020, 02:39 PM

ოპტიკა ჯობია საქართველოს ფოსტას ჩამოატანინო, კამექსიც ჭედავს მაგ საკითხში

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services