გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> 1 სექტემბერი EXTREME BR 25
okela84
პოსტი Mar 23 2019, 11:58 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



როგორც იქნა გადაწყდა რიგით მეოთხე BR-ის და პირველი EXTREME BR-ის ჩატარების თარიღი, რომელიც ჩატარდება 1 სექტემბერს. შეჯიბრი გადაიდება მხოლოდ ამინდის უკიდურესად გაუარესების შემთხვევაში.

ასევე პირველად ქართველი ეარგანელების მიერ ორგანიზებული შეჯიბრებების ისტორიაში პირველად გამოგვიჩნდნენ სპონსორები, რომლებიც პირველ მეორე და მესამე ადგილებს დააჯილდოვებენ საკმაოდ სოლიდური პრიზებით. პრიზებზე ოდნავ მოგვიანებით.

ეხლა კი გადავიდეთ წესებზე:


EXTREME BENCHREST
წესები და პირობები


Extreme Benchrest-ის წესები:
• დაშვებულია 4.5 კალიბრის ნებისმიერი პნევმატური იარაღი, მიუხედავად მექანიზმის მუშაობისა თუ კლასისა (იგულისხმება როგორც მულტიკომპრესიული, ცო2, ზამბარ დგუშიანი, წინასწარ დაჭირხნული აირის სისტემით, ელექტრო დამრტყმელით, სასხლეტით, რედუქტორით, ურედუქტოროთ)
• დაშვებული ნებისმიერი ტიპის სამიზნე მოწყობილობა
• დაშვებულია ნებისმიერი ჯერადობის ოპტიკური სამიზნეები, ნებისმიერი დამატებითი შესაძლებლობებით (იქნება ეს სხივის მიმანიშნებელი, მანძილმზომის მქონე თუ სხვა)
• არ დაიშვება ჩამოსხმული, BB ტყვიები, მრგვალი ტყვიები, ხელნაკეთი ან ეგრეთწოდებული SLUG ტყვიები, მონაწილემ უნდა გამოიყენოს მხოლოდ მასიური წარმოების diabolo ტიპის ტყვიები
• პნევმატური იარაღი შეიძლება იყოს აღჭურბილი კლიპით ან შეძლება იყენებდეს თითო ტყვიის მიწოდების სისტემას
• არ დაიშვება ნახევრადავტომატური, ან სრულად ავტომატური იარაღი - ყველა იარაღს უნდა სჭრდებოდეს თითოეული გასროლისთვის მოქმედების შესრულება, ან გააჩნდეს გადატენვის მექანიზმი.
• არ დაიშვება მოწყობილობები რომლებიც მსროლელს დაეხმარება კლიპების და მჭიდების ავტომატური დატენვაში
• თუ მსროლელი იყენებს მჭიდს, ან კლიპს, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული ქარხნული მასიური წარმოების მოწყობილობა
• არ არის ენერგეტიკის შეზღუდვა
• არ არის წონის შეზღუდვა
• არ არის კონდახის ფორმის შეზღუდვა
• დაშვებულია როგორც კლიპიდან სროლა, ასევე თითო ტყვიის მიწოდებით სროლა
• სამიზნეების დისტანცია 75 მეტრი
• დაშვებულია ნებისმიერი ტიპის წინა და უკანა საყდენი ბალიშები რომლებიც არ შეიცავს დამატებითი ფიქსაციის და რეგულირების ოპციებს.
• სროლისას არ დაიშვება თოფის რეზერვოარზე დაერთებული ნებისმიერი წნევის მიმწოდებელი მოწყობილობა
მსროლელს შეუძლია დატენოს თოფი იმდენჯერ რამდენჯერაც ჩათვლის საჭიროდ მისთვის გამოყოფილი ესტაფეტის მანძილზე. გაითვალისწინეთ, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის თოფმა არ უნდა დატოვოს შეჯიბრის ზონა ესტაფეტის მანძილზე




მატჩის ფორმატი:
• 25 სამიზნე ერთ მსროლელზე
• 1 ტყვია თითო სამიზნეზე
• 4 მისასროლი სამიზნე, რომელშიც გასროლების რაოდენობა არაა შეზღუდული
• 5 მსროლელი ყოველ ესტაფეტაში
• ყველა სასროლი სამიზნე იქნება განთავსებული ერთნაირ მანძილზე და ერთნაირ სამიზნე დაფაზე
• მსროლელს შეუძლია გამოიყენოს მისასროლი სამიზნეები თავისი შეხედულებისამებრ, მაგრამ ესტაფეტისთვის გამოყოფილ (მანამდე ერთი გასვლა ხო უნდა გავაკეთოთ და მანდ ჩავატაროთ ექსპერიმენტი 5-6 კაცში ვის რა დრო დაგვჭირდება და დროც მაგის მიხედვით დავაწესოთ) წუთში უნდა ჩაატიოს როგორც მისასროლი გასროლები, ასევე ძირითადი ჩათვლითი გასროლები, დამატებითი დრო და შეღავათი მისროლაზე დახარჯული დროისთვის მსროლელს არ ეძლევა.
• მისასროლი ზონის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჩათვლითი სროლის დაწყებამდე. მონაწილე ჩათვლითი გასროლის დაწყებისთანავე კარგავს მისროლის ზონაში დაბრუნების უფლებას.


შეჯიბრის ფორმატი:
• ყოველი მსროლელი ესვრის 2 ცალ სამიზნე ქაღალდს საერთო ჯამში 50 ჩათვლითი გასროლა 50 ჩათვლით სამიზნეში (პირველ ქაღალდზე სროლის შემდეგ მსროლელი ელოდება ყველა მონაწილის ესტაფეტის დასრულებას და მეორე რაუნდში ესვრის მეორე ქაღალდის სამიზნეებს, შედეგი დაითვლება ჯამურად ორივე ქაღალდის შედეგით
• თითო ესტაფეტაში მონაწილეობს 5 მსროლელი (4 ესტაფეტა სულ), მონაწილეები შემდეგ რაუნდში შეეჯიბრებიან იგივე მონაწილეებს რომლებიც იყვნენ პირველ რაუნდში მისივე ესტაფეტის დროს (ეს უზრუნველყოფს ყველა მსროლელისთვის იგივე პირობებში მონაწილეობას, იგივე 5 მონინააღმდეგის მონაწილეობით)


სამიზნეები:
• სამიზნის მაგალითი – სავარჯიშო სამიზნე A4 Practice Target
• სამიზნის მაგალითი – ოფიციალური Official Extreme Benchrest -ის სამიზნეები
• სამიზნეების ზომები და ქულები:
• X-ის წრე……… 5.0 მმ
• 10-იანი წრე……… 12.0 მმ
• 9-იანი წრე………. 30.0 მმ
• 8-იანი წრე ……….50.0 მმ
• 7-იანი წრე……… 70.0 მმ
• 6-იანი წრე……… 90.0 მმ
• 5-იანი წრე……… 110.0 მმ
• 4-იანი წრე……….130.0 მმ
წრეების ზომები მოცემულია მილიმეტრებში


ქულების დათვლა:
• ქულა ითვლება უმაღლესი ქულის მხარეს
• დათვლას ექვემდებარება მხოლოდ სამიზნე წრეში არსებული ხვრელი
• ყველა ხვრელი, რომელიც იქნება სამიზნე წრის გარეთ, შეფასდება 3 ქულად
• ყველა ნასროლი რომელიც გასცდება სამიზნე ქაღალდზე განტავსებული სამიზნეების სტრიქონს მიჩნეული იქნება როგორც ჩათვლითი გასროლა და დამატებითი გასროლა მსროლელს არ მიეცემა
• სამიზნე ზონაში ნებისმიერი დამატებითი გასროლა ჩათვლითი 25 გასროლის გარდა მიჩნეული იქნება როგორც დარღვევა და მსროლელს დაერიცხება 10 საჯარიმო ქულა (განმარტება - საჯარიმო ქულები გამოაკლდება შეჯიბრის დროს მირებულ საერთო შედეგს)
• მაქსიმალური ქულა რაც შეიძლება დააგროვოს მსროლელმა არის 250 ქულა და თორმეტი 10X
• სროლა არასწორ ან სხვის სასროლ ქაღალდში ავტომატურად ითვლება დისკვალიფიკაციად და მსროლელი გამოეთიშება შეჯიბრს
• გასაჩივრება: ნებისმიერი გასაჩივრება ერთხელ გადაიხედება და საბოლოო შედეგს მსაჯები გამოაცხადებენ, რომელიც მეორე ჯერზე არანაერ გადახედვა განხილვას აღარ დაექვემდებარება.












დავუბრუნდეთ სპონსორებს და ვინც არ იცის გეტყვით რომ სამივე გამარჯვებულს ინდივიდოალურად დააჯილდოვებს სამი პნევმატურებისა და იარაღის მაღაზიები. ონლაინ მაღაზია iaragi.ge, მაღაზია apachegunshop. რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი იარაღით კანონიერი გართობის მოყვარულთა სახელით.
ბანერი





პირველ ადგილს მაღაზია snipers.ge-გან გადაეცემა 300 ლარი, მაღაზია iaragi.ge-გან 200 ლარი და მაღზია apachegunshop-გან 200 ლარი, ნაითფორსის ორიგინალი კეპი, მედალი და მთავარი პრიზი
მეორე ადგილს მაღაზია snipers.ge-გან გადაეცემა 200 ლარი, მაღაზია iaragi.ge-გან 150 ლარი და მაღზია apachegunshop-გან 150 ლარი, ნაითფორსის კეპი და მედალი
მესამე ადგილს მაღაზია snipers.ge-გან გადაეცემა 100 ლარი, მაღაზია iaragi.ge-გან 100 ლარი და მაღზია apachegunshop-გან 150 ლარი, ასევე ნაითფორსის კეპი და მედალი
ასევე მაღაზია snipers.ge ყველა მონაწილეს ასაჩუქრებს ფასდაკლებების ვაუჩერებით. რომლებიც შეჯიბრის დასრულებისთანავე შევა ძალაში და შეჯიბრის ყველა მონაწილეს მიეცემა საშუალება ამავე მაღაზიაში 30%-ნი ფასდაკლებით სარგებლობა დანებზე და 20%-ნით იარაღზე.




ესეც მთავარი ჯილდო, რომელიც გადაეცემა X BR 2019-ის გამარჯვებულს







შეჯიბრში სამონაწილეო თანხა შეადგენს კვლავინდებურად 50 ლარს. რომელიც რაღათმქმაუნდა მოხმარდება სრულად შეჯიბრის ორგანიზებას.

მოკლედ მე ჩამოვწერ დღეის მდგომარეობით ყველა მონაწილეს რომელიც აპირებს დიდი ალბათობით შეჯიბრში მონაწილეობას და შემდეგ უკვე ვინც დაემატებით ან გამოაკლდებით ჩაასწორებთ თქვენთითონ.

მოკლედ ნელნელა ვისაც შეუძლია დაიწყეთ თანხის ჩარიცხვები რომ ბოლო დღეებში არ მომიწიოს სირბილი ყველაფერზე.


სია იქნება წითლად და თანხას ვინც ჩარიცხავს გავამწვანებ.

ლიბერთი ბანკი: GE36LB0711162160643001 ა.ძ

საქართველოს ბანკი: GE25BG0000000605912800 ა.ძ

დანიშნულებაში მიუთითეთ ფორუმის ნიკი და შემდეგ უკვე თავის დაზღვევის მიზნით პმ-ში ან ტელეფონზე მომწერეთ ტრანზაქციის დანარჩენი დეტალები, ჩარიცხვის ზუსტი დრო და ასე შემდეგ.

სია იქნება წითლად და თანხა ჩარიცხულ იუზერებს გავამწვანებ, რომ არ ამერიოს.

1) giga2010
2) aleqsa
3) gela
4) ja_ja
5) geojorjika
6) norica_dragon
7) ilariona
8) pilotina
9) NRG
10) okela84
11) S.T.A.L.K.E.R
12) MonSoon სათუო
13) userman
14) datka25
15) kaka8079
16) whisper
17) name
18) soxa
19) beqa სათუო
20) shoti
21) koba1973

სავარჯიშო სამიზნე
მიმაგრებული ფაილ(ებ)ი
მიმაგრებული ფაილი  ExtremeBenchrestSampleTarget.pdf ( 829.81 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 19
 
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
NRG
პოსტი Sep 12 2019, 11:46 AM
პოსტი #2


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 503
რეგისტრ.: 28-April 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ბაკურციხე

წევრი №: 2,169
ქალაქი:თბილისი



ja_ja
ტყვია არ იდო არცერთში და რაღა მაგ დროს გასძვრებოდა ბალონი რომელიმეს smile.gif

ისე გამიგონია დატენილი გლუვის ლულიდან ღვინოს სვავდნენ ადრე ვიღაცვიღაცეებიო
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- okela84   1 სექტემბერი EXTREME BR 25   Mar 23 2019, 11:58 PM
- - aleqsa   აბა კახეთის საძმო, ...   Mar 24 2019, 12:58 AM
- - giga2010   okela84 მინდა ჩემი მად...   Mar 24 2019, 02:03 AM
- - mamukaaa   წარმატებები. ჩემ დ...   Mar 24 2019, 06:40 AM
- - userman   pilotina ციტატა(pilotina @ 24th ...   Mar 24 2019, 01:45 PM
- - NRG   რაღაც სასიამოვნოდ ...   Mar 25 2019, 12:00 AM
- - okela84   ციტატა(giga2010 @ 24th March 2019...   Mar 25 2019, 12:07 PM
- - okela84   შეჯიბრის ინვენტარ...   Mar 26 2019, 02:54 PM
- - giga2010   okela84 ოკელ, კარგი იქნ...   Mar 28 2019, 12:37 PM
- - okela84   giga2010 ციტატა(giga2010 @ 28th ...   Mar 28 2019, 03:05 PM
- - userman   okela84 ციტატა(aleqsandre @ 28th...   Mar 28 2019, 06:51 PM
- - pilotina   userman ციტატა(userman @ 28th Ma...   Mar 28 2019, 08:01 PM
- - okela84   userman ბესო შენი აზრით...   Mar 28 2019, 08:42 PM
- - aleqsa   okela84 ერთი აზრი დამე...   Apr 3 2019, 12:17 PM
|- - iduka   ციტატა(aleqsa @ Apr 3 2019, 01...   Aug 9 2019, 09:46 AM
- - userman   aleqsa ისე გამარჯვებუ...   Apr 3 2019, 06:44 PM
- - aleqsa   userman ორმაგი ფასის რ...   Apr 3 2019, 07:56 PM
- - userman   aleqsa მე თანახმა ვარ . ...   Apr 3 2019, 08:24 PM
- - aleqsa   userman ეხლა "გრავირო...   Apr 3 2019, 09:41 PM
- - NRG   კვარცხლბეკი მზად ა...   Apr 10 2019, 10:52 PM
- - giga2010   NRG მაგარი გამოვიდა   Apr 10 2019, 11:17 PM
- - aleqsa   საღოლ აკაკი, დახმა...   Apr 10 2019, 11:18 PM
- - okela84   მალადეც აკაკო. კარ...   Apr 11 2019, 12:49 AM
- - ja_ja   NRG ციტატა(nrg123 @ 10th April 2...   Apr 11 2019, 08:07 AM
- - NRG   okela84 მე წამოვიღებ aleqs...   Apr 11 2019, 08:13 AM
- - pilotina   მშვენიერია   Apr 11 2019, 11:34 AM
- - NRG   ja_ja ციტატა(ja_ja @ 11th April ...   Apr 11 2019, 04:57 PM
- - NRG   https://imgur.com/download/NiEENmS ბიჭე...   Apr 13 2019, 09:39 PM
- - NRG   არც ისე ადვილი დას...   Apr 14 2019, 03:40 PM
- - userman   okela84 ერთი შეკითხვა ...   Apr 26 2019, 07:50 PM
|- - okela84   ციტატა(userman @ Apr 26 2019, 07...   Apr 26 2019, 07:53 PM
- - ja_ja   თემა გახსნილია თავ...   Jun 24 2019, 10:05 PM
- - okela84   ja_ja მშვენიერი, თემი...   Jun 24 2019, 10:11 PM
- - okela84   iduka გაგიმარჯოს, როგ...   Aug 9 2019, 01:49 PM
|- - iduka   ციტატა(okela84 @ Aug 9 2019, 02...   Aug 9 2019, 02:07 PM
- - pilotina   ხალხო, რაღაც სიჩუმ...   Aug 10 2019, 05:17 PM
- - okela84   იკას ნომერი არ იცი...   Aug 10 2019, 08:40 PM
- - ikaaa   აქ ვარ ოკელ პირვე...   Aug 10 2019, 09:28 PM
- - okela84   ხალხო აბა თანხებზე...   Aug 13 2019, 10:16 AM
|- - datka25   ციტატა(okela84 @ Aug 13 2019, 11...   Aug 13 2019, 11:15 AM
- - okela84   ძალიან კარგი დავით...   Aug 13 2019, 11:49 AM
- - userman   ბიჭებო ერთს ვიტყვი...   Aug 13 2019, 10:21 PM
- - okela84   NAME-ს არ იცნობთ არავი...   Aug 18 2019, 06:44 PM
- - NRG   მეგობრებო სად ტარდ...   Aug 25 2019, 11:21 AM
- - okela84   ამ ეტაპისთვის ქესა...   Aug 25 2019, 11:22 AM
- - NRG   ერთი რა სიჩუმეა აქ ...   Aug 31 2019, 09:25 PM
- - giga2010   NRG გაიხარე აკაკი. მ...   Aug 31 2019, 10:09 PM
- - geojorjika   X BR75 შედეგები   Sep 2 2019, 09:22 AM
|- - vexam   ციტატა(geojorjika @ Sep 2 2019, 1...   Sep 2 2019, 11:27 AM
|- - okela84   ციტატა(vexam @ Sep 2 2019, 11...   Sep 2 2019, 04:18 PM
- - NRG   გილოცავთ ბიჭებო გა...   Sep 2 2019, 09:52 AM
- - geojorjika   vexam სალამი სამწუხა...   Sep 2 2019, 11:48 AM
- - NRG   okela84 ველოდები შენს რ...   Sep 2 2019, 04:43 PM
- - okela84   NRG გომოუშვი ძმა, ნელ...   Sep 2 2019, 05:12 PM
- - koba1973   კიდევ ერთხელ გილოც...   Sep 2 2019, 07:34 PM
- - NRG   koba1973 სამი ქესალოა მ...   Sep 2 2019, 08:33 PM
- - NRG   არავინ არაფერს არ ...   Sep 11 2019, 09:52 PM
- - geojorjika   ეს არის უსაფრთხოებ...   Sep 11 2019, 10:41 PM
- - MonSoon   ციტატა(nrg123 @ 11th September 20...   Sep 11 2019, 10:54 PM
- - NRG   MonSoon იმიტო არ არის   Sep 12 2019, 08:17 AM
- - userman   ციტატა(giorgi @ 11th September 20...   Sep 12 2019, 08:20 AM
- - ja_ja   NRG თავს იკლავდი თუ რ...   Sep 12 2019, 09:44 AM
- - NRG   ja_ja ტყვია არ იდო არც...   Sep 12 2019, 11:46 AM
- - pilotina   RE: 1 სექტემბერი EXTREME BR 25   Oct 16 2019, 09:23 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 03:08 AM
Hosted by Pro-Service