თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ნადირობა პნევმატიკით _ ყველაფერი პნევმატიკით ნადირობაზე

პოსტის ავტორი: foxi Nov 15 2011, 09:38 AM

თავიდანვე ავღნიშნავ რომ ეს პოსტი გავხსენი პნევმატური იარაღით ნადირობის მოყვარულთათვის. გავაჯაზოთ და ასევე სერიოზული საუბრები წარვმართოთ ამ პოსტში.

პირველი რასაც მინდა შევეხო ეს არის ყველასთვის საინტერესო ინფორმაცია:პნევმატიკაზე იქნება კონკრეტული ქვე მუხლი, მომავალ კანონ პროექტში იარაღის შესახებ.

მეორე თემა: რა ვქნათ პნევმო მონადირეებმა როდესაც უვიც ტყის მცველს (ეგერს) ან პოლიციელს (T.T.) გადავეყრებით?
საინტერესოა თქვენი ქმედებები ამ კონკრეტულ შემთხვევებში.

გთხოვთ მსგავსი შემთხვევები დაწვრილებით აღწეროთ ხოლმე ამ პოსტში.რამე თუ, ახალგაზრდა იურისტებმა აღგვითქვეს დახმარება კონკრეტულ კანონპროექტზე მუშაობის საქმეში.ასევე დაგვპირდნენ უფასო კონსულტაციებსაც.


პოსტის ავტორი: ReMiNgToN Nov 15 2011, 10:04 AM

foxi
ნამდვილად კაი თემაა. თუ პნევმატიკაზე იქნება ქვე მუხლები კარგი იქნება მაგრამ თუ იქნა ქვე მუხლი ნადირობა არ შეიზლებაო ძალიანა ცუდი... და რაც შეეხება ტყის მცველს, გუშინ წინ გადავეყარე თოფიანი კრიმინალურ პლიციას, პიკაპით დადიოდნენ და არც არაფერი უთქვამთ, უბრალოდ ჩამიარეს, ამაყოლეს ჩამაყოლეს თვალი. მეტი არაფერი ყოფილა. ასე რომ მაინცდამაინც გართულებები არ აქვთ და რავიცი,რავიცი ზოგს რა მოუვლის ტვინში. უბრალოდ საჭიროა გავიგოთ რა შეუზლიათ რომ ქნან ჩვენს საწინააღმდეგოთ

პოსტის ავტორი: feroni Nov 15 2011, 10:09 AM

ორი დღის წინ ვნადირობდი პნევმატიკით და მომადგა პატრული, ეტყობა ვიღაცამ დარეკა!
-ბიჭო რას შვებით მოდი აქ smile.gif
-რა იყო რაშია საქმე?
-რა რაშია ამხელა თოფით, რო დადიხარ ქალაქში არ იცი რომ აკრძალულია?
-რატოა აკრძალული? ჩვეულებრივი "ტირის თოფია" რომელსაც ნებართვა არ ჭირდება!!!
-ვის ასულელებ შენ რა არის ბიჭო "ტირის თოფი"!!!
-მოდი და შენ თვითონ ნახე თუ არ გჯერა!!!
ამის შემდეგ ერთი საათი თოფი ვერ გამოვგლიჯე ხელიდან, დაზდევდა მტრედებს და ყვავებს სანამ რაციით არ გამოუძახეს, ვიღაც მუტრუკები ჩხუბობენო!!!

გასაგებია რომ ამ პატრულმა არ იცოდა კანონი ნადირობის შესახებ და მითუმეტეს ის რომ ქალაქში საერთოდ აკრძალულია ამგვარი რამ, მაგრამ ყოველთვის ასე არ გამიმართლებს რათქმაუნდა!

ეხლა რაც შეეხება ეგერს ან გ.დ.ი.-ს როგორც ვიცი ამ სამსახურს ჩამოართვეს თითქმის ყველა ფუნქცია და გადააქციეს უფუნქციოთ.
გ.დ.ი.-ი როგორც ადრე ვიცოდით ეგეთი სახით არც კი არსებობს, თოფის საბუთის შემოწმების უფლებაც კი არ აქვთ. მაგათი ფუნქციები გადაეცა პატრულს, რომელის ნახვაც ტყეში ძალიან გაგიჭირდებათ, ის კი არა სპეციალურად, რომ გამოიძახო არამგონია მოვიდნენ.

ეგერი:
ეგეთი ჯიში კიდევ შემორჩა? თუ შემორჩა ეგენი მხოლოდ ტყის ჩეხვას უყურებენ და ცხოველთა დაცვასთან არანაირი კავშირი აქვთ.

მოკლედ ყველაფერი გაურკვეველია ამ ქვეყანაში და ვინ, სად და როდის რა მუხლს მოგიყენებს კაცმა არ იცის!

ეხლა რაც შეეხება ახალ კანონოს ნადირობის შესახებ, სიმართლე გითხრათ არამგონია ეს კანონი მიიღონ ისეთი სახით როგორითაც ჩვენ გაგვაცნეს და მითუმეტეს თუ მიიღეს იმდენ ორაზროვან რამეს ჩაწერენ შიგნით, რომ როგორც უნდათ ისე მოგიდგებიან.

დასკვნა!!
უნდა გქონდეს ფრინველზე ნადირობის ლიცენზია (11ლარი ბანკში)
დანარჩენი ნა სვოი სტრახ ი რისკ biggrin.gif

პოსტის ავტორი: iorama Nov 15 2011, 10:25 AM

მთავარია ლიცენზია მქონდნეს და სანადირო ფართობის მაშტაბებს არ ვარღვევდე და ვერაფერსაც ვერ მიზავს. თუ უნდათ მთელი სამმართველო დამადგეს თავზე.
არც მათ აქვთ წერილობიტი საბუთი,რომ ამიკრძალონ საქმიანობა

პოსტის ავტორი: gregory Nov 15 2011, 10:52 AM

ციტატა(kakha @ 15th November 2011 - 10:38 AM) *
პნევმატიკაზე იქნება კონკრეტული ქვე მუხლი, მომავალ კანონ პროექტში იარაღის შესახებ.

search.gif search.gif search.gif search.gif
მომკალით და არ მჯერა რომ ჰორიზონტზე მაინც ჩანდეს sad.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Nov 15 2011, 11:04 AM

მეც მქონდა შეხვედრა ტყეში ქვეით პატრულთან თანაც ბორჯომ-ბაკურიანის ტყეში,სახლში რომ ვბრუნდებოდი ტყიდან, მოწყურებულმა წყაროსკენ ბილიკზე გადავუხვიე და გზადაგზა გირჩებს ვესროდი.კაკრაზ იმ მომენტში გაიჩითა პატრული მიზანში რომ მყავდა ფრინველი ამოღებული.ისიც წყაროზე ყოფილა.გასროლისგან თავი შევიკავე და ვიცოდი რაღაცას მკითხავდა.როცა მომიახლოვდა მითხრა ლულა გადაკეცეო,მეც გადავკეცე და ვაჩვენე.მითხრა ბევრი გეკოზე აკეთებს და მიტო შეგამოწმეო მეტი არაფერი.ალბათ რამე რომ ენახა მოკლული სხვანაირად მოიქცეოდა რავი.


ციტატა(gregory @ Nov 15 2011, 11:52 AM) *
search.gif search.gif search.gif search.gif
მომკალით და არ მჯერა რომ ჰორიზონტზე მაინც ჩანდეს sad.gif

მეც ასე ვფიქრობ smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Nov 15 2011, 11:06 AM

sekurifa

ციტატა(sekurifa @ 15th November 2011 - 12:04 PM) *
ბორჯომ-ბაკურიანის ტყეში

ეგ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკია და არა ტყე, ასე რომ აუცილებლად გეტყოდა...

პოსტის ავტორი: sekurifa Nov 15 2011, 11:11 AM

ციტატა(gregory @ Nov 15 2011, 12:06 PM) *
sekurifa

ეგ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკია და არა ტყე, ასე რომ აუცილებლად გეტყოდა...

ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობა ხომ არის რავი.რაც დავწერე მის მეტი არაფერი უთქვამს იმ პატრულს.

პოსტის ავტორი: rekshet Nov 15 2011, 01:45 PM

sekurifa

მე უმეტეს დროს ბორჯომში ვატარებ მანდ მაქ სახლი და ტყეში ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობაში არ შეილება ნადირობა wink.gif შარშან ზათარს გავედი და 2 შაშვი და 3 ჩხიკვი მქონდა .. და მეზობელი მყავს ქვეით პატრულ და რო მნახა მითხრა აქ აკრძალულია ნადირობა გინდ სეზონი იყოსო ! და გირცჩევ წადიო და არავინ რომ არ გნახოს ..

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 15 2011, 01:58 PM

sekurifa

ციტატა(sekurifa @ 15th November 2011 - 12:04 PM) *
ბევრი გეკოზე აკეთებს და მიტო შეგამოწმეო

დავიჯერო რეალურად ჩალიჩობს ხალხი მაგას? მაგ ჩალიჩს ჯობია მგონი პირდაპირ გეკო იყიდოს მსურველმა... მგონი უბრალოდ ატრაკებენ, ძალიან არარეალურ ფაქტად მიმაჩნია ეგეთი რამ... უტყდებათ თავიანთი უმეცრობის გამომჟღავნება და სისულეებს იგონებენ, ისევე როგორც შარშან მე გამაჩერა უბანში კრიმინალურმა პოლიციამ...

მანქანას ვეჩალიჩებოდი, უცებ რაღაც დამჭირდა მაღაზიაში და ეგრევე ჭუჭყიანი და სამუშაო სამოსით გავემგზავრე მაღაზიაში. გზად ვიღაც ორი ტიპი მიჩერებს მანქანას გადმოსვლაც ი არ უნდოდათ და ვინ ხარ საბუთები მოიტაო biggrin.gif, მეთქი ახლა სანამ მართლა პატრულს დავუძახე გადმოიღე შენი ტრაკი წარმომიდექი თელი ჩინებით და ბრალდებით ვინ ხარ და რა ჩემი ფეხები გინდა მეთქი (არც ვაცივე არც ვაცხელე, რაღაც არ მომეწონა ეგეთი იდიოტური მოქმედება), ბოლოს გაჩერების მიზეზად მომითხარა სისულელე, ღამე აქ გარაჟი გაძარცვეს და აღწერით შენი კონსისტენციის კაცი იყოო, მეთქი მერე პირადობას რომ მეკითხები, გადარეკავ სამმარველოში და გეტყვიან მე ვიყავი ის ქურდი თუ უბრალო მოსახლე ვარ მეთქი... გაშრა ტიპი (რეალურად მართლა მაგ დებილობას აკეთებდა), ამასობაში გადმოძვრა მისი კოლეგა და სრულ დეგენერატიზმს მეუბნება. - იქნებ და რუსეთის შპიონი ხარ ხომ უნდა შევამოწმოთო... აი აი კი ბოლი გავუშვი... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

- ასე რომ როდესაც მესმის კისტის თოფი გეკოზეა გადაკეთებულიო, ვეჩნა ეგეთი ტუპოი სასტავი წარმომიდგენია ხოლმე... რაღაც არ არსებულ მიზეზს იგონებენ ხოლმე.

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Nov 15 2011, 04:07 PM

ja_ja
არა მართლა ჩალიჩობს ხალხი გეკოზე გადაკეთებას და ძაან ბევრსაც აქვს გადაკეთებული. ეგ ჭორი და მოგონილი ამბავი არაა smile.gif მე პირადად სოფელში მინახია

პოსტის ავტორი: sekurifa Nov 15 2011, 04:24 PM

ციტატა(ReMiNgToN @ Nov 15 2011, 05:07 PM) *
ja_ja
არა მართლა ჩალიჩობს ხალხი გეკოზე გადაკეთებას და ძაან ბევრსაც აქვს გადაკეთებული. ეგ ჭორი და მოგონილი ამბავი არაა smile.gif მე პირადად სოფელში მინახია

ხო აქვთ კი,ოღონდ მარტივად კეთდება.ლულა არ წურავს და ნარეზებიც არააქვს.ერთი სიტყვით არ ღირს ჩალიჩი.რას შეეხება იმ ქვეით პატრულს 22 კალიბრიანი პნევმოც რომ მენახებია მაინც იგივეს მეტყოდა და წავიდოდა biggrin.gif ისე ყველამ დაწერეთ რა თუ ვინმეს პნევმოთი ნადირობისას ქონია ამდაგვარი შეხვედრები სამართალდამცავებთან.

პოსტის ავტორი: Davitus Nov 15 2011, 06:10 PM

ეს თემა, მემგონი სამართალდამცავების, საგანმანათლებლო თემად გადაიქცევა


ეგეთ ტკბილ მოონებებზე, ლაივში რომ ელაპარაკოთ ერთმანეთს არ გირჩევნიათ? ფორუმ.ჯის სუნი ასდის ამ ფორუმსაც როგორც ვხედავ smile.gif

პოსტის ავტორი: foxi Nov 15 2011, 06:42 PM

Davitus

არაფერია ისეთი აქ რაც თვითონა არ იციან. რავიცი თუ გინდათ მივაკეტავ და ვილაპარაკოთ სახინკლეებზე და ტელეფონის ყიდვა გაყიდვებზე.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 15 2011, 06:56 PM

მაინც და მაინც Sweet Memories-ის თემაშI არ გადავზარდოთ და პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად

პოსტის ავტორი: Davitus Nov 15 2011, 09:31 PM

foxi

მიკეტვა რა, ხომ არ შეგვეტანა შიგნით

პოსტის ავტორი: giga_st Nov 15 2011, 10:42 PM

მე ჩემს აზრს გეტყვით მეგობრებო, ტყეში თუ გადაგეყარათ მაკონტორლებელი აჩვენეთ ქვითარი და მიუთითეთ ერთ ადგილას თუ არ დაკმაყოფილდება, რაც შეეხება ჩვენი ახალი მეგობრის დაწერილს ქალაქში თუ დაგინახეს მარადიორით რო არ გაჩერებულიყვნენ და არ გადაემოწმებინათ ეგ უნდა ყოფილიყო გასაკვირი უფრო ვიდრე თქვენს მიერ ზემოთ დაწერილი დიალოგი smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Nov 18 2011, 12:49 PM

ნუ ნადირობა არ ვიცი, მარა ეს ნაღდად მოქმედებს:
მუხლი 9. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები
1. აკრძალულია თევზჭერა:
გ) ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებით;



პოსტის ავტორი: gregory Nov 18 2011, 01:25 PM

სხვა არანაირი შეზღუდვა კონკრეტულად პნევმატურ იარაღთან არ არსებობს!

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Nov 18 2011, 01:47 PM

gregory
მაგაში იგულისხმება პნევმატური იარაღი ორონდ წყალქვეშა ნადირობისთვის რომაა, ასე რომ ჩვენგან შორსაა ეგ smile.gif)

პოსტის ავტორი: gregory Nov 18 2011, 04:44 PM

ციტატა(buybuya @ 18th November 2011 - 02:47 PM) *
gregory
მაგაში იგულისხმება პნევმატური იარაღი ორონდ წყალქვეშა ნადირობისთვის რომაა, ასე რომ ჩვენგან შორსაა ეგ )

ReMiNgToN
ნუ მანდ ის წერია რაც აკრძალულია smile.gif რა შუაშია წყალქვეშა ან წყალზედა?! ორივე აკრძალულია!
აბა 16 კალიბრიანი თოფით კი არ ყვინთავს კაცი თევზის მოსაპოვებლად. თუ გგონია მარტო გლოკით, მპ5 და მისთანებით ჩაყვინთულზე იკრძალება თევზაობა?

პოსტის ავტორი: foxi Nov 19 2011, 08:35 AM

ციტატა(gregory @ 18th November 2011 - 01:49 PM) *
ნუ ნადირობა არ ვიცი, მარა ეს ნაღდად მოქმედებს:
მუხლი 9. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები
1. აკრძალულია თევზჭერა:
გ) ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებით;


ეს რა არის ბატ. გრიგოლი? რაიმე კანონის ამონარიდია? თუ სამკითხაო მასალაა? შემგომში ასეთ პოსტებს გაუბრთხილებლად წავშლი.
მიზეზი მარტივია:როდესაც რაიმე ინფორმაციას ვდებთ.აუცილებლად მივუთითოთ მის პირველ წყაროზე. სულ გაზარმაცდით ამ ზამთარში ხო იცი? 19.gif

პოსტის ავტორი: foxi Nov 19 2011, 09:26 AM

მარტივი წესი როგორ განვსაზღვროთ მილდოტის საშუალებით მანძილი:

სამიზნის ზომას ვამრავლებთ 10-ზე და ვყობთ იმ მილდოტების რაოდენობაზე რომლებიც ფარავენ იმ სამიზნეს.
მაგალითი: სამიზნის ზომაა 30 სმ. რომელიც ოპტიკური სამიზნის 5 მილ დოტს იკავებს. 30 см х 10 : 5 = 60 (მიზნამდე 60 მეტრია).

ძალიან მაგარი და მოსახერხებელია თუ ვიცით სამიზნის ზომა.





პოსტის ავტორი: gregory Nov 19 2011, 09:45 AM

ციტატა(kakha @ 19th November 2011 - 09:35 AM) *
ეს რა არის ბატ. გრიგოლი? რაიმე კანონის ამონარიდია? თუ სამკითხაო მასალაა? შემგომში ასეთ პოსტებს გაუბრთხილებლად წავშლი.
მიზეზი მარტივია:როდესაც რაიმე ინფორმაციას ვდებთ.აუცილებლად მივუთითოთ მის პირველ წყაროზე. სულ გაზარმაცდით ამ ზამთარში ხო იცი?

მართალი ხარ კახა 100%-ით! ეგ როგორ გამომრჩა!
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი
რესურსების მინისტრის
ბრძანება №07
2011 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

პოსტის ავტორი: xrincho Feb 21 2013, 03:47 AM

პცპ_ით აზრი ააქვს წყალში თევზზე ნადირობას? უჩვეულო კითხვად მოგეჩვენებათ მაგრამ მაინტერესებს

პოსტის ავტორი: ilariona Feb 21 2013, 07:22 AM

xrincho
ჩაყვინთვით თუ ზედაპირიდან?

ყველაფერი შესაძლებელია, მე ამერიკულ ფორუმებზე წამიკითხია, რომ ჩაყვინთვით ნადირობენ თევზებზე პნევმატიკებით, მაგრამ ერთი ექპერტი ყავთ ამერიკელებს და ის უხურებდა, რომ ღრმად არ უნდა ჩახყვინთოთო, თოფში მაღალი წნევააო და რაც უფრო ღრმად ჩაყვინთავთ მით უარესია თოფისთვისო.

აი ზედაპირიდან კი ვიცი, რომ აზრი არა აქვს, ყვია წყალს შეეხება თუ არა კარგავს ყველანაირ ძალას.

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 21 2013, 08:42 AM

xrincho
ჩვეულებრივი გაგებით პირდაპირ PCP აიღო და წყალში ჩააყუდო ... კაროჩე რა ოდესმე გინახიათ წყალში ჩადებული ცეცხლსასროლი თოფიდან გასროლილ ტყვიას რა მოსდის? მაქსიმუმ 1.5 მეტრში ჩერდება და ეს საუბარი უფრო მეტი ენერგეტიკის და სიჩქარის მქონე ტყვიაზე და ჩვენ აქვს 0.177-იან ანუ იგივე 4.5 მილიმეტრიანი კალიბრს განვიხილავთ?

ის რატომ გვავიწყდება რომ თოფით წყალში ჩაყვინთვისას ლულაშიც ხვდება წყალი, ეგ კი იმან ნიშნავს რომ ტყვიას წინ უკვე წინააღმდეგობა ხვდება, ჰაერში გასროლისას ეცემა ტყვიის სიჩქარე და პირდაპირ ასეთი შეუკუმშავი სითრე რომ აქვს ტყვიას ცხვირწინ????

ტყვიების ლულაში ჩასაპრესს მანქანაზე გვაქვს საუბარი თუ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

აი არაკლასიკური გაგებით PCP წყალქვეშა ნადირობა კი უპრობლემოდ მოსული რამ არის, ანუ სპეციალიზირებულ თოფებში ტყვია არ გამოიყენება, არამედ გამოიყენება ისარი, ეგ პირველი მეთოდით გვერდის ავლა წყლის წინააღმდეგობისთვის, მეორე კი არის, ისრის შიდა მხარე და გასროლის პრინციპი, ისარი შიგნიდან წარმოადგენს თხელ მილს, ეს მილი ზემოდან ეცმება თოფის ლულას და ამ ლულას წინ აქვს ჩამკეტი და არა ლულის უკანა მხარეს, შედეგად ისრის ჩამოცმისას, ისრის შიგნით არსებული წყალი გარეთ გამოიდევნება, მაგრამ ლულაში შიგნით არ შედის. გასროლისას ჰაერი ლულის ცხვირიდან მიაწვება ისრის შიგნითა კედელს, ისარი იწყებს ლულის გარე ზედაპირზე მოძრაობას და აჩქარებას, (ანუ ლულის და ისრის შიგნით ჰაერია და წყალი არ არის როგორც შემაჩერებელი ძალა).

ბოლოს როდესაც ისარი გასცდება ლულას, გამოჩნდება ჰაერის უხვი ბუშტულები, ისარი კი აგრძელებს მოძრაობას, წინ, ოღონდ რამდენადაც ვიცი მაგასაც რაიმე სუპერ დისტანციები არ ახასიათებს.

პოსტის ავტორი: xrincho Feb 21 2013, 10:05 AM

გუშინ თევზს მოვარტყი ტბაში თითქმის ზედაპირზე იყო ამოსული, ფარფლი წყლის ზევით ქონდა, ტყვია აშკარად მოხვდა, მაგრამ თევზმა მაინც გაცურა. ველოდე 15- 20 წუთი იქნებ ამოტრიალდეს მეთქი მაგრამ უშედეგოდ, კითხვაც მაქედან გამომდინარე დამებადა. მადლობთ ყოველი განმარტებისა და რჩევეისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: ilariona Feb 21 2013, 12:01 PM


ja_ja

აბა ამერიკელები იტყუებიან?

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Feb 21 2013, 12:12 PM

xrincho
რა ზომის თევზი იყო? შეიძლება 4.5 მმ არ იყოს საკმარი რომ სასიკვდილოდ დაეზიანებინა

პოსტის ავტორი: Dave Feb 21 2013, 12:41 PM

ja_ja გეთანხმები, გამორიცხულია ტყვიით წყალში რამის მონადირება ....

აი ამით კი ნამდვილად შეიძლება ...




პოსტის ავტორი: xrincho Feb 21 2013, 02:24 PM

საკმაოდ დიდი თევზი იყო, კერძოდ კი საზანი

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 21 2013, 02:35 PM

კაცოუ smile.gif წყალქვესა ნადირობის კადრები მაინც არ გინახავთ smile.gif სად გინახიათ რომ თევზისთვის რაიმე მოერტყათ და ისიც ეგრევე მომკვდარიყო smile.gif

დამანახეთ რა ეგეთი კადრები smile.gif, ისარს რომ ურჭობენ თევზს იმასაც კი წინ სპეციალური გარპუნის თავი აქვს, რომ გაიაროს სხეულში და უკან გამოქაჩვისას კაკვი გაიხსნას და არ მისცეს თევზს გამოსხლტომის საშულება...

სად გინახიათ დაჭრილი თევზი რომელიც არ ხვანცალებს smile.gif გადამრევთ რა გადამრევთ smile.gif ქათამს რომ ტავს წააცლი ისიც კი ეზოში დაბორიალობს კაი 5 წუთი, თქვენ კიდევ თევზიო და 4.5 კალიბრი smile.gif ნუ ნე ნადო რა smile.gif

პოსტის ავტორი: xrincho Feb 21 2013, 07:52 PM

ja_ja ეგ პოსტი თუ მე მეკუთვნის......მე უბრალოდ არ ვიცოდი და ვიკითხე, აქაც შენი განმარტების მერე არამგონია ვინმე იმ აზრის წინააღმდეგი იყოს, რომ ჩვენი იარაღებით წყალში თევზს ვერ მოვკლავთ,ასე რომ ყველანი ერთ აზრზე შევჯერდით......ტყვიებს უაზროდ ნუ დავცლით კოლოფში smile.gif

პოსტის ავტორი: kaka8079 Feb 21 2013, 10:03 PM

ja_ja
4.5 ლაკიბრი და მისი საწყალი ენერგიისა რა გითხრა მაგრამ მელკაშკათი ანუ ასე ვთქვათ გეკოთი 3 კილო და ზევით თევზებს კი ვკლავდით თევზსაშენ აუზში.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 22 2013, 02:49 PM

ციტატა(ReMiNgToN @ Feb 21 2013, 12:12 PM) *
xrincho
რა ზომის თევზი იყო? შეიძლება 4.5 მმ არ იყოს საკმარი რომ სასიკვდილოდ დაეზიანებინა

მეც ესე ვფიქრობ, კალიბრი იყო არასაკმარისი. ისედაც თევზს რამე რო დაუზიანდება მაინც ცოცხლობს გარკვეული ხნით, არ აქვს მნიშვნელობა ეს 2 წუთია თუ 10. ისრით ნადირობას რაც შეეხება თევზი ვერ გარბის, ისარი იჭერს და გაძრობის საშუალებას არ აძლევს თორე კი გაიქცეოდა და სადმე 1 კილომეტრის იქით მოკვდებოდა და მერე ამოტივტივდებოდა. smile.gif

პოსტის ავტორი: xrincho Feb 28 2013, 01:16 AM

ერთი შეხედვით მარტივი,თევზზე სანადიროდ ესეც გამოდგება

პოსტის ავტორი: Dave Feb 28 2013, 01:24 AM

xrincho

ეს არ გამოდგება... თუნდაც რო მოხვდეს სათანადოდ არ დააზიანებს, ისე რომ კიდე მინიმუმ 100 მეტრი არ გაცუროს და მიდი და სდიე მერე იმ დაჭრილ თევზს .... ისრები ტროსზე იმისთვის არის რო არსად გაგექცეს ის თევზი თორე დინამიტი თუ არ აუფეთქე (ბუშტი დაზიანებას, გახეთქვას რაც იწვევს) თევზი იმპულსით მაინც დაცურავს smile.gif

პოსტის ავტორი: xrincho Feb 28 2013, 04:07 AM

Dave

ციტატა(Saint Dave @ 28th February 2013 - 02:24 AM) *
ისრები ტროსზე იმისთვის არის რო არსად გაგექცეს ის თევზი

ჰო მაგრამ ამაზეც ხომ შეიძლება სავარაუდოდ ტროსის გამობმა?

პოსტის ავტორი: Dave Mar 2 2013, 09:05 PM

xrincho

არ წარმომიდგენია 2 გრამიან საგანზე ტროსი რანაირად უნდა მოაბა smile.gif თუ შენ შეძლებ, მსოფლიო დონის ინოვატორობას გამოკრავ ხელს biggrin.gif

პოსტის ავტორი: xrincho Mar 2 2013, 09:35 PM

ტროსის გამობმა კი არა,ჯერ მაგ ფიშტოს გაკეთება შემეძლოს biggrin.gif
ეს ისე მე ჩემ ვარაუდებს გამოვთქვავ, მთლად აზრმოკლებულსაც არა, თუ ტროსი არა კაპრონის ძაფი ხომ გამოებმევა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Mar 2 2013, 10:06 PM

ტროსი რა აუცილებელია, ისეთი გამძლე ლესკებია რო... შავები განსაკუთრებით smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 2 2013, 10:42 PM

ReMiNgToN

ციტატა(buybuya @ 2nd March 2013 - 11:06 PM) *
შავები განსაკუთრებით


ჰოო შავები გლიჯამს biggrin.gif biggrin.gif :facepalm:

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Mar 2 2013, 11:15 PM

geojorjika
ხოო დამცინე დამცინე biggrin.gif წინაზე ორი კაი მოზრდილი ლოქოსავით ქვა ჩავარდა ჩაკიდებულ ეკრანში და ისე ამოწია ხიდზე რომ არც გაწელილა. ასე ვერცერთი იაფასიანი ლესკები ვერ უძლებენ. 4.5 ლარი ღირს smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Feb 17 2015, 02:31 PM

მოკლედ, დღეს გულმა ვერ მომითმინა და გადავწყვიტე ასე ვთქვათ "საბრძოლო" პირობებში შემემოწმებინა ჩემი გასწორებული ოპტიკა და თვისთავად თოფიც.
რახან ოპტიკა გასწორებული მქონდა JSB Exact Heavy-ზე, ეს ტყვიები ჩავდე კლიპში და ავედი ზღვაზე. ზღვაზე ბევრი ბოდიალი არ დამჭირდა, მალევე მივაგენი ჩვენი საყვარელი მავნე ფრინველთა ჯგუფს vampire.gif , რახან ვიცოდი მათი სიფრთხილის ამბავი, ახლო არ მივედი, მანქანა გავაჩერე და საბარგული ავხადე.
მანამ ამ სამზადისში ვიყავი, ძირითადი ჯგუფი გაფრინდა, მაგრამ ორი ცალი ნუ აი ძაან დიდი და ძაან შავი დარჩა. მოვამზადე თოფი და პირდაპირ მანქანის საბარგულიდან ამოვიღე მიზანში.
შესწორება ტყვიის ვარდნაზე უკვე ვიცოდი ( ბალისტიკური კალკულატორი Hawke-ის წყალობით ), პირველივე გასროლა და "მტერი" შეფართხალდა, მაგრამ აიწია და გაფრინდა... ეეეჰ, დავაცილე მეთქი რო გავიფიქრე, ამ დროს წავიდა ნელ-ნელა დაბლა და აფრენის ადგილიდან სადღაც 8-10 მეტრში ზღვაში ჩავარდა და ამის მერე არც განძრეულა. (ლა თოფია მაინცა, ლა თოფი! )
მივედი, მოვინახულე, კაი დიიიდი კი იყო, საშუალო ქათმის ხელა. ისეთი კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, რომ სურათის გადაღებაც დამავიწყდა, თუმცა, რამდენადაც მახსოვს ფორუმზე ნანადირევის სურათების დადება არ შეიძლება.
გადავწყვიტე მანძილი გამეზომა.
ნაბიჯებით გამოვიდა 116 ნაბიჯი, ჩემი სიმაღლის 186 სმ გათვალისწინებით გავიფიქრე,რომ 100 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს თქო.
სახლში რომ მივედი, გადავწყვიტე დამეზუსტებინა.
გადავზომე ჩემი ნაბიჯის სიგრძე და გამოვიდა 94 სმ, მარტივი არითმეტიკული გამოთვლის ჩედეგად მივიღე 109 მეტრი smile.gif
მგონი ცუდი შედეგი არაა.
ეს იყო ჩემი პირველი Long Range Shoot-ი, მანამდე საუკეთესო შედეგი შეადგენდა 60 მეტრს.



პოსტის ავტორი: okela84 Feb 17 2015, 03:53 PM

ჩემი ნანადირევი კურდღელი ვინ შეჭამა ? sad.gif

პოსტის ავტორი: pilotina Feb 17 2015, 04:02 PM

okela84

აბა კურდღელი?

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 17 2015, 06:22 PM

pilotina
ჰოოო გილოცავ შეგრძლება ვიცი რაც არის მაგ დროს smile.gif კაიხანია აღარ მიგრძვნია sad.gif არადა ქე მინდა

პოსტის ავტორი: pilotina Feb 17 2015, 07:13 PM

ja_ja



ციტატა(ja_ja @ 17th February 2015 - 07:22 PM) *
ჰოოო გილოცავ


მადლობაააა smile.gif


ციტატა(ja_ja @ 17th February 2015 - 07:22 PM) *
შეგრძლება ვიცი რაც არის მაგ დროს კაიხანია აღარ მიგრძვნია არადა ქე მინდა


მერე შენს ხელთ არაა ყველაფერი? smile.gif
შაბათ-კვირასაც ხო არ მუშაობ იმედია...

ხო, ცოტა ოფია,მარა იმედია მაპატიებ smile.gif
შენი ანალიზის უნარი რო ვიცი, იქნებ დამისაბუთო თუ რატომ არ მჭირდება ასეთი რაღაც, (ფასი ასე ვთქვათ მხედველობაში არ მივიღოთ)
ძაან კი მომწონს sad.gif

http://maddogriflestocks.com/MDRL-Marauder-Bull-Pup-Kit-MDRL-Kit.htm


პოსტის ავტორი: ბაიკერი Feb 17 2015, 08:55 PM

მშურს პილოტინა biggrin.gif ოპტიკა რომ მექნება მეც დავდებ ინფოებს smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Feb 17 2015, 08:59 PM

ბაიკერი

რა ოპტიკას ელოდები?

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 17 2015, 09:14 PM

pilotina

იმიტომ რომ მაგ ფასად ბევრად უკეთესის გაკეთებას შეძლებ IMHO




ძალიან მომწონს ეს ფორმა

პოსტის ავტორი: pilotina Feb 17 2015, 09:54 PM

geojorjika

ვაა, მაგარია! good.gif

და ვინ აკეთებს ამაებს ? და ფორმა მარტო ასეთია, თუ არსებობს ვარიანტები?

პოსტის ავტორი: koknar Feb 18 2015, 12:31 AM

pilotina
ესენი არ ვიცი მარა, უკვე გაიჩითა აქაც, სხვადასხვა ზომის რუტერები რომლებიც ხეზე მუშაობს და ნებისმიერის თუ არა ეგეთი სირთულის ფორმას მიარენდერებს. მასალაც იშოვება კაკალი და სხვა რაღაცეებიც. ფანტაზიაც არ ჭირს მაიდამაინც. ასერომ ხელით ჩორკვნა აღარ მოგიწევს

პოსტის ავტორი: ბაიკერი Feb 18 2015, 01:54 AM

pilotina
ახლა დაკარგულის ფულს დამიბრუნებენ სავარაუდოდ და აირფორსის 4-16X50ზე ვფიქრობ


სანადიროდ იდეალური ზუმია და მიზანშიც გაერთობა კაცი კაი მანძილზე. აი თვითონ ოპტიკის ხარისხი არ ვიცი როგორია biggrin.gif ხოდა რევიუც ვერ ვნახე.ა რადა ეგ ფირმა ძალიან მხიბლავს თოფებით

პოსტის ავტორი: pilotina Feb 18 2015, 09:59 AM

ბაიკერი


ციტატა(ბაიკერი @ 18th February 2015 - 02:54 AM) *
აი თვითონ ოპტიკის ხარისხი არ ვიცი როგორია ხოდა რევიუც ვერ ვნახე


რევიუების მეტი რა არი.... smile.gif
აგერ თუნდაც ეს, პირამიდიდან:
http://www.pyramydair.com/product-all-reviews/a/AirForce_4_16x50_AO_Rifle_Scope_Mil_Dot_Reticle_1_4_MOA_1_Tube/429

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 18 2015, 10:42 PM

koknar
ვა აბა ცოტა დაწვრილებით , ხომ იცი კონდახები ჩვენი ტკივილია

პოსტის ავტორი: koknar Feb 19 2015, 02:02 PM

https://www.facebook.com/LogicalSystemsCompany/photos_stream

ჩემი დირეხტურის ძმა მუშაობს და მაჩვენა ხეზე ამოჭრილი ბალვანკები. იდეაში ცუდი არ იყო, მარა ზომები მაქ დასადგენი მაქსიმალური რამხელაა

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 19 2015, 09:17 PM

koknar
გუდუნა შენ ხომ არ იცი მანდ როგორც ჯორჯიან ბიზნესს შეეფერება ისეთი ფასები უნდა დამხვდეს თუ ლოალობის პროგრამით არიან? smile.gif


პოსტის ავტორი: pilotina Jan 14 2017, 05:05 PM

დღეს კარგი ამინდი გამოვიდა და გადავწყვიტე გამომეცადა პრაქტიკაზე კამერის საშუალებით ნადირობა. მინდა ეგრევე ვთქვა, რომ ბევრი არაფერი გამომივიდა, სამი-ოთხი კი ჩამოვარდა, მაგრამ გაცილებით მეტი დავაცილე... sad.gif
საკმაოდ ძნელი ყოფილა ოპტიკაზე მიმაგრებული კამერით სროლა. მიზანს რომ დაინახავ, სანამ თოფს მოიმარჯვებ, სანამ კამერას ჩართავ, მერე სანამ ამ კამერით სამიზნეს მიძებნი, ხშირ შემთხვევაში ამდენს არ გელოდებიან...
თუნდაც დგელოდოს, ტოტებში ოპტიკის ბადე პრაქტიკულად არა სჩანს და დაახლოებით გიწევს დამიზნება.
მოკლედ აქ რამოდენიმე ნასროლი დავამონტაჟე, ზოგი მოხვდა, ზოგიც ასცდა, ნუ პირველი ცდა იყო და რაც გამოვიდა ეგაა...



რატომღაც პირველი კადრი თავდაყირა დამონტაჟდა sad.gif

ეს ის ნადავლია რისი მოძებნაც მოვახერხე

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ეს კი რომ ვბრუნდებოდი გზად შემეჩეხა. რა თქმა უნა ეს ნადავლი არ არის, თავად დაიჭირა თაგვი და გემრიელად შეექცეოდა, ისე რომ ყურადღებაც არ მომაქცია და საკმაოდ ახლოს მიმიშვა. მგონი კირკიტა უნდა იყოს.

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

მერე გადავწყვიტე ვიდეოც გადაუღო



მოკლედ ასეთი მცირე მიმოხილვა.

პოსტის ავტორი: okela84 Jan 14 2017, 08:12 PM

ცოტა მეტი მისტიკა და სისხლი მინდა, ტექნიკურ მხარე ნორმალურია biggrin.gif

პოსტის ავტორი: userman Jan 14 2017, 09:11 PM

pilotina

კარგია რა გინდა . ძნელია მარა მიუღწევადი არა .
ივარჯიშე და უკეთეს შედეგს მიიღებ .
ვიზუალისთვის , თორემ ნადირობისთვის არა smile.gif .

პოსტის ავტორი: name Jul 6 2017, 12:49 PM

]ერთ ხანმოკლე ვიდეოს მეც დავდებ,



პოსტის ავტორი: pilotina Jul 6 2017, 04:16 PM

good.gif


პოსტის ავტორი: xmaladze Jul 9 2017, 02:47 PM

გამარჯობა მეგობრებო მაინტერესებს სანადირო ლიცენზია რომ ავიღო და სანადიროდ გავიდე გდი პრობლემას შემიქმნის????

პოსტის ავტორი: userman Jul 9 2017, 03:11 PM

xmaladze

ციტატა(xmaladze @ 9th July 2017 - 03:47 PM) *
გამარჯობა მეგობრებო მაინტერესებს სანადირო ლიცენზია რომ ავიღო და სანადიროდ გავიდე გდი პრობლემას შემიქმნის????


ლიცენზიის აღება შეგიძლია დაახლოებით 20 აგვისტოდან. მაგრამ ნადირობა შეგიძლია ყველანაირი თოფით , გარდა პნევმატურისა sad.gif .

ნუ კანონის ფარგლებში ასეა ჯერ-ჯერობით

პოსტის ავტორი: xmaladze Jul 9 2017, 03:52 PM

ვაახ ანუ მომიწევს სახში დადება sad.gif

პოსტის ავტორი: xmaladze Jul 11 2017, 11:38 AM

მეგობრებო დღეს დილით ვკითხულობდიი და მინდა ეს გაგიზიაროთ რას ფიქრობთ >???? http://www.moe.gov.ge/ka/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/2016-08-15-gadamfren-frinvelebze-nadirobis-sezoni

ამ დადგენილების თანახმად შესაძლოა ანუ პნევმატურით ნადირობა ნუ რა თქმა უნდა 4.5 კალიბრით

პოსტის ავტორი: giga2010 Jul 11 2017, 12:26 PM

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მე ეს მიმაჩნია პრობლემად, რომ ვერ აფორმებ.

პოსტის ავტორი: xmaladze Jul 11 2017, 12:34 PM

ხოო მაგრამ რო კრძალავდეს რატომ შეიტანდნენ ჩამონათვალში
ამ,ას წინ თანამშრომელს ველაპარაკე პოლიციის და ვერაფერი ვერ მითხრა სადღაც რაღაც მიწერიაო სასცილოდ არ მეყო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Jul 11 2017, 04:04 PM

ციტატა(xmaladze @ 11th July 2017 - 01:34 PM) *
ამ,ას წინ თანამშრომელს ველაპარაკე პოლიციის და ვერაფერი ვერ მითხრა სადღაც რაღაც მიწერიაო სასცილოდ არ მეყო

გაფრთხილდი. გარეთ არ გინახონ თორემ ვერ გაიგებ რა ხასიათზე იქნებიან და დამიჯერე აღარ გაგეცინება თუ .....

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 11 2017, 04:55 PM

xmaladze

ციტატა(xmaladze @ 11th July 2017 - 01:34 PM) *
ხოო მაგრამ რო კრძალავდეს რატომ შეიტანდნენ ჩამონათვალში

რატომ კითხულობ მხოლოდ ისეთ კანონს რომელიც საშენოა და გინდა ძალით დახუჭო თვალი რეალობაზე, რომელიც იმენნა გაგჭედავს.

ანუ სიმარტივისთვის შენს მიერ მოყვანილზე არის შემდეგი კომენტარი:

1) ნადირობა დაშვებულია სანადირო პნევმატური იარაღი - 100%-იანია, დაშვებულია ეგ საქმე, მაგრამ მაინტერესებს შენი გადასახედიდან როგორ ამტკიცებ რომ ესა თუ ის მოდელი რომელიც ეხლა შენ ხელში გიჭირავს იმენნა სანადირო მოდელია? სადმე რომელიმე ქვეყანაში არის ეგეთი მკაფიო განმარტება და კლასებად გამოყოფა ან ტექ პასპორტში რომელიმეს უწერია რომ ეს არის სანადირო მოდელი, ეს არის გასართობი და ის კიდევ სპორტული? შესაბამისად ვინც ეგ კანონი დაწერა უკვე ვერ მეგობრობს ლოგიკასთან და აი ვთქვათ მე ვარ პატრულის ან გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელი და გაგაჩერე, რაფერ მიმტკიცებ რომ შენს ხელთ არსებული პნევმატური თოფი არის სანადირო მოდელი? იმედია უკვე ხვდები რამდენად უცნაურ სიტუაციაში ხვდები

2) კარგი ვთქვათ და გაქვს თოფი რომელსაც პასპორტში უწერია რომ იმენნა საქართველოს ტერიტორიაზე სანადირო მოდელია, ნუ აი 100%-ით კანონს აკმაყოფილებს... მაშინ ისევ როგორც პატრულის თანამშრომელი გეკითხები, - კაი ეს სწორედაც რომ სანადირო მოდელია, მაგრამ გააქვს შენ მისი ტარების უფლება? გაფორმებული გააქვს? რაიმე საბუთი სანებართვოდან გაცემული გააქვს?

და ამ შემთხვევაში რა საბუთს წარმოადგენ? ანუ ისევ ხვდები ხომ კიდევ ერთი კანონის უცნაურობაა, გაქვს მაგრამ არ გაქვს smile.gif

მოკლედ პირველი თავი და თავი არის ის რომ თუ კანონი (ასე ვთქვათ შსს-ს პირველი შტო) მავალდებულებს გაფორმებას და კანონის აღმასრულებელი (ასე ვთქვათ შსს-ს მეორე შტო) პატრულის ან სხვა ორგანოს სახით ამოწმებს ჩემს რეგისტრაციას და თუ არ მაქვს მსჯის, კითხვა მიჩნდება სანებართვოსთან (ანუ შსს-ს მესამე შტოსთან), რომ მოვედი და არ მიფორმებ და შენს გამო პირველი შტო რომ მავალდებულებს და მეორე კიდევ მართმევს შენ მესამე შტო რატომ არ ასრულებ კანოით შენზე დაკისრებულ ვალდებულებას და რატომ არ მიფორმებ ჩემს საკუთრებაში კანონიერი გზით შეძენილ და კანონიერი მოთხოვნით რეგისტრაციის მოთხოვნით მომართულ თოფს?!!!

აი ეგაა პრობლემა რომ ერთ სტრუქტურას პრაქტიკულად აქვს 3 ხელი და ერთი ხელი აზრზე არაა, ან არ სცნობს მეორე ხელი რას აკეთებს

დაჟე იმ უკუღმართული წესებით რაც ეხლაა მიღებული რომ ხდებოდეს რეგისტრირება, ყველანაირი პრობლემა გაქრებოდა, თუნდაც იგივე სანადირო და არა სანადირო იარაღისა, იმიტომ რომ მაგას ვერც შენ დაამტკიცებ რომ სანადიროა და ვერც ის დაგიმტკიცებს რომ სანადირო არაა, მთავარი მოსადავებელი გაფორმება იქნება.

პოსტის ავტორი: xmaladze Jul 11 2017, 05:01 PM

აჰა გასაგებია ყველაფერი და უკაცრავად რომ ორჯერ დავდე არ დამადოთ ანი ამ ერთხელ მომიტევეთ sad.gif smile.gif ყველაფერი გასაგებია

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services