თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ჩვენი ინტერნეტ მაღაზია - airgun.ge _ Caldwell-ის საქონელი მაგნუმში

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 29 2009, 05:31 PM

იდეაში ეს თემა შეიძლება სწორ ადგილზე არაა გახსნილი, გადაიტანეთ სადაც საჭიროა, ყიდვა გაყიდვაში ხომ არ ჩავაგდებდი, რაღაც ახალი ამბებივით განყოფილება გვინდა, ოღონდ არა პოლიტიკური, არამედ პირდაპირ ჩვენი პროფილის ნიუსები.

დღეს მაგნუმში გავიარე და აღმოვაჩინე რომ რაცხა ახალი შტუკები ჩამოუტანიათ.

საუბარია ასეთ შტუკებზე:



რა თქმა უნდა ძვირადაა ყველაფერი, მაგრამ მაინც ჩავთვალე საჭიროდ რომ მეცნომბებინა.

მე დავყრი რეალურ სურათებს და ჩმე გადარებულებსაც. ფასებს აქაურსაც და უცხოურსაც, მერე ვინც რას გადაწყვიტავს.....


მოკლედ გაყიდვაშია:

პირველი
ხედი ვიტრინაში


სარეკლამო ხედი საიტზე


ამის ფასია ჩვენთან 780 ლარი, უცხოეთში 299.99$ http://www.battenfeldtechnologies.com/caldwell/catalog.asp?product=Fire-Control-Full-Length-Rest


მეორე და მესამე ერთად

ხედი ვიტრინაში თოფის სადგამი და თოფის დასაყრდნობი


სარეკლამო ხედი თოფის სადგამი


სარეკლამო ხედი თოფის დასაყრდნობი


ამის ფასია ჩვენთან 400 ლარი თოფის სადგამი 560 ლარი დასაყრდნობი
უცხოეთის ფასებია: 159.99$თოფის დასადგამი 219.99$ დასაყრდნობი

ესეც ლიკკები http://www.battenfeldtechnologies.com/caldwell/catalog.asp?product=lead-sled-plusდა ესეც http://www.battenfeldtechnologies.com/caldwell/catalog.asp?product=Rock-BR


მეოთხე

ვიტრინის ხედი


სარეკლამო ხედი



ამის ფასია ჩვენთან 125 ლარი, უცხოეთში 54.99$ http://www.battenfeldtechnologies.com/caldwell/catalog.asp?product=Steady-Rest-NXT

ეს საერთოდ http://www.battenfeldtechnologies.com/products/?shooting-rests, თუ ვინმეს გაინტერესებთ გადახედეთ. მე კი მინდოდა რაღაც ასეთი თოფის დასაყრდენის დათრევა, მაგრამ ტრანსპორტირება ჯდება ძვირი.

ნუ გარდა ამისა ჩამოტანილი აქვთ კიდევ რაღაც სასროლი სატრიალო სამიზნეები.



მაგრამ ძირითადად ცეცხლსასროლისთვის (22 LR იგივე "გეკო"). პნევმო მაგას ძვრას ვერ უზამს.

ასევე ოხრად რინგებია ჩამოტანილი, ნუ ოპტიკა ისედაც ჰქონდათ ბანძი და ქაჯურ ფასებში smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Apr 29 2009, 05:51 PM

აუუუუუ ძალიან მაგრად მინდა ის ჯოისტიკიანი უპორი... sad.gif
780 რა უბედურებაა...

ციტატა(ja_ja @ 29th April 2009 - 05:31 PM) *
პნევმო მაგას ძვრას ვერ უზამს.

ნუ თუ ამ მარჯვნივ რომ არის პატარებსაც ვერ დაატრუიალებს? wink.gif

პოსტის ავტორი: parna Apr 29 2009, 05:59 PM

ციტატა(Jah @ Apr 29 2009, 02:51 PM) *
აუუუუუ ძალიან მაგრად მინდა ის ჯოისტიკიანი უპორი... sad.gif
780 რა უბედურებაა...


ნუ თუ ამ მარჯვნივ რომ არის პატარებსაც ვერ დაატრუიალებს? wink.gif


დაუტრიალებს აბა რასიზავს

პოსტის ავტორი: vito Apr 29 2009, 09:55 PM

ვაააააა, სპორტინგ საყრდენები, ჯაჰისთვის ზედგამოჭრილია, პრინციპში ბაზუკასთვისაც
ფასებს რასაც ვაკვირდები მგონი არაა ძალიან გაბერილი, ტრანსპორტირება და ნერვები
რომ აღარ თქვა მგონი ჯობია აქვე შეძენა, ამას წინათ ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ სადღაც მაგიდაც უნახია,
თუ არ გასაღდა ფულპაკეტის აწყობას შეძლებთ

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 30 2009, 04:52 PM

vito

ციტატა(vito @ 29th April 2009 - 10:55 PM) *
ვაააააა, სპორტინგ საყრდენები, ჯაჰისთვის ზედგამოჭრილია, პრინციპში ბაზუკასთვისაც

თუ შეჯიბრზე მიდგა საქმე ყველას დასჭირდება ეგეთი რაღაც
მაგრამ ფასი, ფასიიიიიიიიიი

პოსტის ავტორი: bazuka Apr 30 2009, 06:09 PM

ეს 125 ლარიანი რა ჭუჭულიკაა?? ვაფშე რეებია ეს, მიზნის სასწორებელი???

პოსტის ავტორი: vito Apr 30 2009, 11:46 PM

bazuka
ეგ ჭუჭულიკები არის იარაღის საყრდენები, ანუ ხელი როცა გითამაშებს სროლის დროს და ოპტიკაში სტაბილურ ფიქსირებულ
გამოსახულებას რომ ვერ იჭერ ეეეეეეეეე მაგაში დეგეხმარება, მარა თავისით არ დოუმიზნებს, პატარიკელა ჩალიჩი მაინც მოგიწევს,
ზატო სადაც დაუმიზნებ თავისი ტრაექტორიის გათვლებიან, ქარის სიჩქარის გამოთვლიან, მანძილინა იქ გაარტყავ
გ ე ი გ ე ? smile.gif

პოსტის ავტორი: parna May 1 2009, 12:06 AM

ციტატა(vito @ Apr 30 2009, 08:46 PM) *
bazuka
ეგ ჭუჭულიკები არის იარაღის საყრდენები, ანუ ხელი როცა გითამაშებს სროლის დროს და ოპტიკაში სტაბილურ ფიქსირებულ
გამოსახულებას რომ ვერ იჭერ ეეეეეეეეე მაგაში დეგეხმარება, მარა თავისით არ დოუმიზნებს, პატარიკელა ჩალიჩი მაინც მოგიწევს,
ზატო სადაც დაუმიზნებ თავისი ტრაექტორიის გათვლებიან, ქარის სიჩქარის გამოთვლიან, მანძილინა იქ გაარტყავ
გ ე ი გ ე ? smile.gif


ხელი ჯობია ხო გავარტყი ციყვს პირველივე ნასროლი შიგ კვერცხებში შტეირიდაან :rolleyes:

პოსტის ავტორი: bazuka May 1 2009, 12:13 AM

vito
კაროჩე ჭუჭულიკობაა რა ერთ50 ლარი რო ღირდეს კიდე ჰოო

პოსტის ავტორი: parna May 1 2009, 12:17 AM

ციტატა(bazuka @ Apr 30 2009, 09:13 PM) *
vito
კაროჩე ჭუჭულიკობაა რა ერთ50 ლარი რო ღირდეს კიდე ჰოო

:lol:

პოსტის ავტორი: vito May 1 2009, 01:23 AM

bazuka
ცოტა ხანი მოიცადე და ნახავ თუ პირველი არ გაცუნცულდე და იყიდო,
ვარმინტისთვის აუცილებელია

პოსტის ავტორი: ja_ja May 1 2009, 11:26 AM

bazuka

ციტატა(bazuka @ 1st May 2009 - 01:13 AM) *
კაროჩე ჭუჭულიკობაა რა ერთ50 ლარი რო ღირდეს კიდე ჰოო

გეთანხმები ჭუჭულიკობაა, მაგრამ თუ გადაწყვიტავ ბენჩესტერის შეჯიბრში მონაწილეობას დამიჯერე დაგჭირდება, ყველა იყენებს მაგიდას და მაგ ჭუჭულიკობას biggrin.gif.

ასე რომ ჩვენ არამგონია სუპერ გამონაკლისები ვიყოთ

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 1 2009, 01:09 PM

ერთი, ხომ ვერ შემახსენებთ მაღაზია "მაგნუმის"
მისამართს? wink.gif კალიბრი და ქარავანი ვიცი...

პოსტის ავტორი: ja_ja May 1 2009, 01:39 PM

Gigabyte13

თამარ მეფის გამზირი 19

მოკლედ ვაგზლის მოედნისკენ რომ ადიხარ ჩელუსკინელების ხიდიდან ზევით, აი მანდ არის მარჯვენა მხარეს, პოლიციის განყოფილების მოპირდაპირე მხარეს.

მაგრამ მგონი პოლიციის განყოფილება უფრო ზევითაა. ზუსტად აღარ მახსოვს.

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 1 2009, 01:47 PM

ვააააა.... მთლა ჩემთან ყოფილა რა!
მე წინამძღვრიშვილზე ვარ

პოსტის ავტორი: ja_ja May 20 2009, 04:51 PM

დღეს ჩამომივიდა რაცხა რაცხა სიახლეები, ნელნელა შემოგაპარებთ რომ ტან ფორუმზე სალაპარაკოც იყოს და თან განვიხილოთ.

მოკელდ ამ Caldwell-ს ვუყურე ვუყურე და ბოლოს ამაზონზე დავუკვეთე smile.gif

ესეიგი ამ ეტაპზე ვნახოთ Caldwell Wind Wizard- მგონი ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო შტუკაა. ეს მოწყობილობა გვიჩვენებს ქარის სიჩქარეს და ტემპერატურას. კაკრაზ შეიძლება ქარის გაზომვა და მკითხაობა არარ იქნება (იყო ისე რა ქარი თუ იყო ძლიერი ქარი. დავწერთ ხოლმე შეხვედრაზე რომ ვიყავით იყო ასეთი და ასეთი ქარი).


ესეც ამერიკელი სტუმარი smile.gif


http://www.amazon.com/gp/product/B000VYR0XU/ref=ox_ya_oh_product $29.80, ამერიკაში მიტანა მგონი გამოვიდა 2 დოლარამდე პლიუს თბილისში ჩამოტანა 3 ლარი (ლარებში სადღაც 52.78 ლარი გამომივიდა)


იგივე პროდუქტი იყიდება მაგნუმში, მაგრამ უკვე ღირს 105 ლარი smile.gif ანუ თითქმის 65$ ასე რომ მემგონი აიფად გამოვძვერი smile.gif მოგვიანებით კოლოფიდან ამოვირებ და გავტესტავ.

ესეც მაგნუმის ფაქტები smile.gif



P.S. ისე რაიმე ცალკე განყოფილაბა რომ იყოს ასეთი ნივთებისთვის კაი იქნება, ან საჭირო ნივთების განხილვა ან რაიმე ეგეთი რომ ერქვას. ყიდვა გაყიდვაში ვერ ვდებ, ჩვენს მაღაზიაში რა უნდა ასეთ შტუკებს, პნევმატიკა მფლობელის თვალით ნიტოა, ეს თოფი არ არის.

პოსტის ავტორი: geojorjika May 20 2009, 04:56 PM

ja_ja
ვააა, მაგარი რამეა, გილოცავ smile.gif . გუთ გუთ smile.gif

პოსტის ავტორი: Jah May 20 2009, 05:00 PM

ციტატა(ja_ja @ 20th May 2009 - 04:51 PM) *
ისე რაიმე ცალკე განყოფილაბა რომ იყოს ასეთი ნივთებისთვის კაი იქნება

მომილოცავს, ზალიან კარგია!
მე მგონია რომ "ბალისტიკა"-ში რომ გააკეთო თემა ამაზე... wink.gif უადგილო არ იქნება

პოსტის ავტორი: nihontoman May 20 2009, 05:39 PM

ციტატა
იგივე პროდუქტი იყიდება მაგნუმში, მაგრამ უკვე ღირს 105 ლარი ანუ თითქმის 65$ ასე რომ მემგონი აიფად გამოვძვერი მოგვიანებით კოლოფიდან ამოვირებ და გავტესტავ.

მოკლედ, ამ ჩვენ გამყიდველებს მადა გაეხსნებათ ხოლმე მაყუთის დაღუნვაზე, მარა ეს კიდე რა არი. ერთი თვის წინ ვიყავი დენთში და 135 დოლარიანი იაპონური დანა ვნახე 800 ლარად! :angry: ნერვები მომეშალა და ვუთხარი- კაი მესმის რო ერთი მაგდენი მოგება მიიღო მეთქი(მაინც საქართველოა) , მარა მაქსიმუმ 130 დოლარიან დანას 800 ლარს რო ადებ ფასს, რა ვალი გაქვს მეთქი?. ხოდა პასუხიც ადექვატური იყო: გეშლება შენ რაღაცა ბიძია, ეს დანა კაკრას 400 დოლარი ღირსო, ესა იაპონურიაო, (ეს მართალი თქვა) სამურაის ხმლის ოსტატი აკეთებსო(ეს ვითომ მომატყუა). ჩვეულებრივი სერიული წარმოების დანა იყო, მართალია უმაღლესი ხარისხის და შესრულების, მარა 800 ლარი მაგისთვის საქართველოშიც კი მაგარი ყვლეფა გამოვიდა. რა უნდა მეთქვა, ვისაც შეტენიან 800 ლარად ის მეცოდება, თორე მე მაინც ვერ გამაცურებენ...

პოსტის ავტორი: parna May 20 2009, 06:54 PM

გილოცავ ჯაჯა ნაღდად სნაიპერობას ეპირები რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron May 21 2009, 12:36 AM

ja_ja, ვაა მაგარია რამეა B)

პოსტის ავტორი: ja_ja May 21 2009, 10:39 AM

ვსიო დეტალური http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=354&hl=

პოსტის ავტორი: nikola_migina May 31 2011, 07:58 PM

http://www.magnum.ge/category_images/AirRifle-Pellet-Catcher.jpg
ღირს ყიდვა და რა ზომისაა?

ვიცი რომ უადგილო ადგილას ვპოსტავ ადმინისტრაციას დიდი ბოდიში

პოსტის ავტორი: cat May 31 2011, 08:40 PM

ციტატა(nikola_migina @ May 31 2011, 08:58 PM) *
http://www.magnum.ge/category_images/AirRifle-Pellet-Catcher.jpg
ღირს ყიდვა და რა ზომისაა?

ვიცი რომ უადგილო ადგილას ვპოსტავ ადმინისტრაციას დიდი ბოდიში


ღირს დამიჯერე. ეგ ვიყიდე და დავისვენე. მანამდე სულ ფიცრების ხვრეტაში ვიყავი smile.gif

ქაღალდის ზომები 14X14სმ

პოსტის ავტორი: nikola_migina May 31 2011, 08:45 PM

დიდი მადლობა და უკან რკინა რომ აქვს სქელია ხომ არ დაიხვრიტება?

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services