თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი... _ "ფრანკენშტეინი"

პოსტის ავტორი: NRG Apr 16 2019, 03:06 AM

"ოპტიკური ფრანკენშტეინი"

carl zeiss 6-24x50 AOE



sightron 3,5-10x50



-რა საერთო უნდა ქონდეს ამ ორ რადიკალურად განსხვავებულ ოპტიკურ სამიზნეს?:
პირველი კითხვა, რომელიც დამებადა მას შემდეგ რაც ორივე ერთად დავდე სამუშაო მაგიდაზე.
დღეს მქონდა ოპტიკური სამიზნეების გადარჩევის დღე შეჯიბრი ახლოვდება და მეც ჩემებურად ვემზადებოდი
აღმოვაჩნე, რომ ოპტიკათა ნაირსახეობა მქონია, მაგრამ ფაქტიურად არაფერიც არ მქონია
როცა 5 მმ-იანი სამიზნის ძებნა დავიწყე 50 მეტრზე და ვერ ვიპოვე.
მრავალთაგან ამოვარჩიე ორი ცალი: ერთი ყველაზე მაღალჯერადიანი რომელშიც სქელი ბადე და ბუნდოვანი გამოსახულებაა,
მეორე ყველაზე ხარისხიანი გამოსახულებით რომელსაც ოკულარის და ობიექტივის ლინზები დაზიანებული აქვს,
ეს ორი არის ზემოთხსენებული ოპტიკები.
სათაურიდან გამომდინარე გასაგებია რის გაკეთებაც დავუპირე ამ საწ*ლებსsmile.gif
პირველრიგში რა თქმა უნდა დავშალე ორივე და შიგნეულობაში ჩავიჭყიტე.











მარჯვნივ არის sightron-ის დეტალები მარცხნივ carl zeiss-ს



ცეიზი დაშლის დროს დავაზიანე



ადგან ფოკუსის ბარაბანი კორპუსზე იყო ჩასიკვდილებული და არაფრით არ მოეშვა,
ჩატყდა თუ არა ეგრევე ახალი აზრი გაჩნდა ტვინში ნამდვილი ფრანკენშტეინის შექმნისა smile.gif ოღონდ ოპტიკურის.
ესეიგი ცეიზის კორპუსის ოკულარის მხარე გამოუსადეგარი გახდა და აღარც კლიკები მჭირდებოდა,
მისი მხოლოდ 50 მმ-იანი ობიექტივი და გრძელი მილი მჭირდებოდა ასე რომ ბენზოხერხი ვერ ვნახე და ისევ ჩარხი გამოვიყენე smile.gif









შემდეგი ეტაპი იყო ცოტა საეჭვო რადგან გადიდების ლინზები უნდა გადამეცვალა ერთიდან მეორეში,
საიტრონის ხარისხიანი ლინზები უნდა გადამეტანა ცეიზის ზუმის ბუდეში და როგორც მოველოდი სხვადასხვა ზომის აღმოჩნდა,
არ მინდოდა ლინზების ამოყრა, მაგრამ სხვა გზა არ იყო ამოვყარე და გადავიტანე მეორეში, ლინზებს ეგრევე ეტყობა ხარისხი
ცეიზის ლინზები არის გახუნებული და ყვითელი საიტრონის კი ბზინავს და გვერდებიც კი გამჭვირვალეა



მოკლედ ბევრი ვიწვალე თუ ცოტა, ავაწყე ბოლომდე ზუმიც მუშაობს მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო (ამ მიზეზს სხვა დროს ავხსნი)
დიაპაზონი შეიზღუდა დაბალის მხარეს თუ ცეისზე იყო პირობითად 6-24 ეხლა ჰიბრიდზე ექნება დაახლოებით 10-24.
ამ ექსპერიმენტმა ზუმის მომატების თეორიული შანსც გააჩინა.
ექსპერიმენტმა გაამართლა 100%-ით და ჩემი ვარაუდიც ასევე. მივიღე მაღალი ხარისხის გამოსახულება მაღალ ჯერადობაზე,
ესეც ჩემი მახინჯი



შედეგი ასეთია:







ღამის ფონზე კიდევ არაუშავს სურათი ვერ გამოვიდა.

ხო, ამ ჰიბრიდს მესამე ოპტიკის დეტალიც ექნება, მაგრამ ჯერ არ ვარეპორტებ რადგან იმ დეტალის გადმონერგვა ძალიან რთულია და სახიფათო

პოსტის ავტორი: gregory Apr 17 2019, 08:44 AM

NRG
მალადეც შენ!
არადა მაგ ოპტიკით თუ საპრიზო ადგილზე გახვედი მერე უნდა გადაიმტვრიოს ხალხმა თავზე თავისი ვექრორ-ვორტექსები biggrin.gif


პოსტის ავტორი: koba1973 Apr 17 2019, 09:02 AM

gregory

ციტატა(gregory @ 17th April 2019 - 09:44 AM) *
არადა მაგ ოპტიკით თუ საპრიზო ადგილზე გახვედი მერე უნდა გადაიმტვრიოს ხალხმა თავზე თავისი ვექრორ-ვორტექსები

რატომაც არა!
მთავარია სამიზნეს კარგად ხედავდეს. მიზანში მსროლელი არტყავს. მე ნაითფორსით ან ბენდერით ვერ გავარტყავ ისე რომ საპრიზოზე მქონდეს პრეტენზია.

სხვათა შორის ერთხელ მაქვს ნანახი ცენტრპოინტის 2 ნაწილად გადატეხილი ოპტიკა ისე აღადგინა მფლობელმა რომ მშვენიერი გამოსახულება ქონდა. ხელსაწყოდ კი მხოლოდ ქლიბი ქონდა.

პოსტის ავტორი: vexam Apr 17 2019, 10:30 AM

საინტერესო პროექტია.
2 შეკითხვა მაქვს:
1. ზუმზე საუბრობთ რომ 10-24-ის დიაპაზონში აქვს. მაინტერესებს რეალურ "ზუმს" როგორ ზომავთ. მაგ. ოპტიკების განხილვაში იყო თემა სადაც მოკლე შინაარსს ავღნიშნავ, რომ - ფოკუსირებული სინათლის დიამეტრით "ზუმის" გამოთვლა ხდებოდა. არის ამ საკითხზე უთუბშიც ვიდეოები. იმ თემაში დავსვი შეკითXვა, თუ ვინმემ იცოდა რა ფორმულებზე ან რა ფიზიკურ მოვლენაზე იყო დაფუძნებული ამ შედეგების რეალურობა. პასუხი არავინ დაწერა. თქვენც თუ მსგავსი მეთოდით ისარგებლეთ მიღებული "ზუმის" დასადგენად, იქნებ იცოდეთ და გვითხრათ რა ფორმულებზე ან რა ფიზიკურ მოვლენაზე არის დაფუძნებული ამ შედეგების რეალურობა.
2. ოპტიკის კორპუსის გახსნით ირღვევა ჰერმეტულობა და შიგნით ხვდება ჰაერი (თავისივე ტენიანობით ). ამიტომ ცივ ამინდში ლინზების შიგნიდან დაორთქვლის პრევენციისთვის, უმრავლესობა მწარმოებლები იყენებენ აზოტით შევსებას. ეს ყველამ თუ არა, ფორუმზე უმრავლესობამ ისედაც იცის. მაინტერესებს ეს პრობლემა როგორ გადაჭერით.
მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: კ.ვ.ა.დ.რ.ო Apr 17 2019, 09:07 PM

vexam

ზუმზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ მეც დამუშლია ოპტიკა გარკვეული მიზნების მისაღწევად და ვერ ვიტყვი რომ ლინზები იორთქლებოდა, ბევრი მივლია ლისზე ზამთარშიც და ზაფხულშიც smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 17 2019, 09:15 PM

კ.ვ.ა.დ.რ.ო
თემას არ ეხება მეგობარო, მაგრამ მაინტერესებს შენსკენ რამე სიახლე ხომ არ არის? ჩამოგივიდა სლაგ ტყვიები?

პოსტის ავტორი: NRG Apr 17 2019, 10:03 PM

gregory
ბიჭები დამბრედავენ კიდეც 24.gif

vexam
ჩემი ოპტიკის შემთხვევაში ზუმი პირობითია 24 აწერია მაგრამ დაახლოებით 10-ია, ზუმის შემოწმება არ მიცდია ფოკუსირებული შუქით აქ მგონი გიგას აქვს შემოწმებული ამ მეთოდით და თუ ასეა დაწერს ალბათ მუშაობს თუ არა ეს მეთოდი, რაც შეეხება ფორმულას და რაიმე წესით დადგენას რა თქმა უნდა იქნება ფორმულაც და წესიც, მე არ ვარ ამ საქმის მცოდნე მაგრამ ლოგიკურად რომ ვიფიქროთ ოკულარში ასახულ ობიექტს უნდა გადავუღოთ ფოტოსურათი შემდეგ ფაილი პიქსელიდან გადავიტანოთ მილიმეტრებში და გავზომოთ ობიექტი, მაგრამ ჯერ უნდა გავზომოთ რეალური სამიზნე ვთქვათ არის 5 მმ შემდეგ ფორმულით უნდა გამოვთვალოთ 50 მეტრ მანძილზე რა ზომის იქნება და შემდეგ ოკულარში ასახულის ზომა უნდა გავყოთ ფორმულით მიღებულ რიცხვზე და მივიღებთ რამდენჯერ არის გადიდებული გამოსახულება, ეს არის მხოლოდ ჩემი ვარაუდი ცხოვრებაში არ შევხებივარ ოპტიკის ზუმს და არც მისი გამოთვლა მიცდია ასე რომ ვინც უკეთ იცის ეს ამბავი მან დაწეროს მე ბოდიში მომითხოვია smile.gif
ჰერმეტულობაზე გეტყვი ჩემი პრაქტიკიდან განახსნელი ოპტიკა არცერთ შემთხვევაში არ იორთქლება თუ ისევ ჰერმეტულად აიწყობა ანუ ორპირი ქარი არ უნდა უბერავდეს მილში smile.gif მე დამიშლია ქარხნული ხელუხლებელი ოპტიკა და არ იყო ჰერმეტულობა დაცული მაგრამ არც იორთქლებოდა, მგონია ეს აზოტი უაზრობაა და ალბათ მარკეტინგული ბლეფია იაფფასიან და საშუალო კლასის ოპტიკებზე, მაღალ კლასში რომელიც სტერილურ ოთახებში იწყობა მაგათ ალბათ ექნებათ აზოტი.

პოსტის ავტორი: vexam Apr 18 2019, 11:08 AM

მადლობა გამოხმაურებისთვის. ბრენდულებში ("პადძელკებს" არ ვგულისხმობ) - საშუალოშიც და დაბალ ფასიან სეგმენტშიც არ მგონია, რომ ბლეფი იყოს. არ ღირს აზოტი ისეთი ფასი, რომ საშუალო დნის საწარმომ არ გამოიყენოს და ყალბად მიაწერონ. smile.gif

პოსტის ავტორი: vexam Apr 18 2019, 11:22 AM

აზოტის წონა 28 არის, ჰაერის დაახლოებით 29. ამიტომ დიდი სპეციალური აღჭურვილობა არ უნდა დასჭირდეს ჰერმეტული ოპტიკის მილის შევსებას. გვერდიდან შესავსები პორტი, რომელიც დატუმბვის შემდეგ დაიხურება ან სარჭით ან ბოლტით; აზოტის ბალონი "შლანგით" რომ პორტიდან შევუშვათ ოპტიკის მილში. ვფიქრობ სულ ეს არის.

პოსტის ავტორი: NRG Apr 18 2019, 03:52 PM

vexam
არ გეკამათები შეიძლება 20 ლარიან "გლაზოკშიც" კი იყოს აზოტი, აზოტი არ არის ძვირი, უფრო ძვირი მისი ჩატუმბვა მგინია რადგან რომ ჩატუმბო ჯერ სხვა აირი უნდა ამოტუმბო უნდა შექმბა ვაკუუმი ეგ კი უკვე პროცედურაა და შესაბამისად გააძვირებს ნივთს.

ან საერთოდ აზოტიან ოთახში უნდა იწყობოდეს სკაფანდრიანი ხალხის მიერ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 18 2019, 04:44 PM

NRG

ციტატა(nrg123 @ 18th April 2019 - 04:52 PM) *
უნდა შექმბა ვაკუუმი ეგ კი უკვე პროცედურაა და შესაბამისად გააძვირებს ნივთს.

სულაც არაა აუცილებელი ბაკუომის შექმნა, ბოლო ბოლო გამოდევნით გააკეთე ეგ საქმე, ერთი მხრიდან შეუშვი აზოტი მეორე მხრიდან კი დატოვე პატარა ხვრელი საიდანაც გამოვა დაგროვილი ჰაერი...

ტიპა კრანით რომ გტამდინარე წყალი მიუშვა, ადრე თუ გვინა გამორეცხავს ნარჩენებს და დარჩება მხოლოდ აზოტი, ი ვსიო....

პროსტა ბალონი გინდა სუფთა აზოთით, მიწოდების სისტემა რომ ძალიან მაღალი წნევა არ იყოს ი ვსიო.....

P.S. ისე ამდენ თლას და უბედურებას, პირდაპირ რომ დაგაშლა და გადაგეწყო, ან ვააბშე გადაგეგდო smile.gif... მე ლიჩნად ასეთ ოპტიკას არ ვენდობოდი, ან რა გაჭირვებაა და საბჭოტა დეფიციტის პერიოდია თუ რა ხდება....

პოსტის ავტორი: NRG Apr 18 2019, 05:08 PM

ja_ja
მე არ მიქმნის აზოტი პრობლემას თორე აქამდე რაღაცას ვიზავდი, აზოტის დათრევა არ არის ძნელი შევსების მეთოდსაც მოვნახავდი, ისე შენი აზრი მაინტერესებს გიო ზუმის დადგენასთან დაკავშირებით თუ იცი რამე გაგვიზიარე.
არც მე ვენდობი ამ ოპტიკას მაქსიმუმ როგორც ექსპერიმენტის რეზულტატუსთვის გამოდგეს უბრალოდ ექსპეიმენტია ორი გადასაგდები ოპტიკიდან იქნებ გამოვიდეს ერთი გამოყენებადი

პოსტის ავტორი: NRG Apr 20 2019, 09:02 AM

vexam
ვცადე და როგორც გითხარი მაგ მეთოდით დადგენა არის თითქმის ზუსტი მთავარია მაგარი ხარისხის ფოტო გადაუღო და ზუსტად გაზომო და ზუსტად დაადგენ ზუმს


პოსტის ავტორი: vexam Apr 22 2019, 10:25 AM

read.gif "პიქსელიდან გადავიტანოთ მილიმეტრებში"- რას გულისხმობდი?

პოსტის ავტორი: okela84 Apr 22 2019, 10:25 AM

vexam
პმ-მი არ გიმუშავებთ ?

პოსტის ავტორი: vexam Apr 22 2019, 10:28 AM

გამარჯობა, ეხლა შევხედე.

პოსტის ავტორი: vexam Apr 22 2019, 10:40 AM

ციტატა(okela84 @ Apr 22 2019, 11:25 AM) *
vexam
პმ-მი არ გიმუშავებთ ?

მოგწერეთ. "პმ"-ში, არ ვიცი როგორ ვნახო ჩემი გამოგზავნილი ტექსტი. ამიტომ არ ვიცი ტექსტი მოგივიდათ თუ არა. თუ არ მოვიდა უყურადღებობაში არ ჩამითვალოთ.

პოსტის ავტორი: NRG Apr 22 2019, 03:04 PM

vexam
პრინციპში არ აქვს მნიშვნელობა თუნდაც პიქსელში იყოს მთავარია დიაგონალზე გაზომო გინდ სანტიმეტრში გინდ ინჩებში ჯერადობას მაინც დაადგენ, ქორელი თუ გაქვს პროგრამა იქ შეგიძლია გაზომო. მე პიქსელში როცა გავზომე გაზომა ინჩში ხოლო როცა რეზოლუცია სანტიმეტრებში გადავიყვანე გაზომა მილიმეტრში მაგრამ პასუხი ერთია

პოსტის ავტორი: NRG Apr 24 2019, 03:38 PM

ისე ამ თემას შეიძლება სახელი შეეცვალოს და ოპტიკის ჩხირკედელობასთან დაკავშირებული ყველა პოსტი აქ დაიდოს თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩთვლის, რადგან ამ პოსტის მერე თვალი გადავავლე სხვა თემებს ოპტიკის მიშლა-მოშლასთან დაკავშირებით და ვიღაცვიღაცეებს რაღაცეები უჩალიჩიათ smile.gif თან ამ თემაში კონკრეტულად კორპუსის გაერთიანებაზე არ იქნება საუბარი ზოგადად ყველა დეტალს შეიძლება შეეხოს და ასევე ეს თემა არ იქნება კომერციული და რაღაც ზეცოდნაზე დამყარებული, აქ მხოლოდ იქნება უსაქმურობის დროს ჩატარებული სამოყვარულო ერქსპერიმენტები.


დღეს ზუმთან დაკავშირებით რამოდენიმე ცდა ჩავატარე ძრითადად ოკულარის ლინზებს ვადარებდი, ერთ ძველმან ტელესკოპზე და ფრანკოზე (ფრანკენშტეინზე), თემაში ორიგინალ ოპტიკებზე გამოვიყენებ ინგლისურ დასახელებებს ხოლო რაღაც გაურკვევლობებზე ქართულად დავწერ რაც აწერია.
ამ ცდებმა აჩვენა ის რომ ოკულარის ლინზით შესაძლოა შეიცვალოს ზუმიც და ხედვის არეალიც ასევე დისტანცია თვალსა და ოკულარს შორის ერთერთზე რომელზეც არეალიც და ზუმიც მაქსიმალურად გაიზარდა თვალი თითქმის ოპტიკაზე მქონდა მიდებული და ეს მე ბულპაპისთვის ძალიან მოსახერხებლად მომეჩვენა. რაც შეეხება გამოსახულების ხარისხს: აქ ხარისხზე კრიტიკას არც შევეხები რადგან არც ლინზებია ნორმალური და სურათებიც სამაგრის გარეშე გარტყმით არის გადაღებული.

1. ტელესკოპი თავისივე ოკულარით



2. ტელესკოპი ცეიზის ოკულარით



3. ტესკოპი sightron-ის ოკულით



4. ტელსკოპი centepoint-ის ერთ ლინზინი ოკულართ



5. ფრანკო ცეიზის ოკულარით



6. ფრანკო რაღაცის ოკულარით, აღარ მახსოვს რა დავაყენე



7. და ბოლოს ფრანკოს დავუყენე ცეიზის და centerpoint-ის ლინზები ერთად ანუ ოკულარში სამი ლინზა ზის, ამ შემთხვევაში იყო გამოსაყენებლად ჩემთვის ყველაზე კომფორტული მითუმეტეს ბულპაპზე ნებისმიერი ოპტიკა რო ტანკის ლულასავით აჯდება ისედაც smile.gif


უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services