გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> Benchrest BR-50/25 - ქულებზე.
Jah
პოსტი Feb 7 2009, 12:11 PM
პოსტი #1


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



პნევმატური BR-25/50 შეჯიბრებების ტიპიური რეგლამენტი

კლასები
ტარდება 2 სხვადასხვა зачета კლასებზე: РСР-შაშხანები (შემდგომში - PCP) - Absolute Unlimited და ზამბარ-დგუშიანი შაშხანები (შემდგომში ზ.დ.პ). იარაღის კლასი და ოპტიკური სამიზნეების გამადიდებელი ფაქტორი შეზღუდული არ არის. შაშხანების ყალიბი არ არის შეზღუდული.
მითითება: კომპრესიული და მულტიკომპრესიული ტიპის შაშხანები იქნებიან განხილულნი როგორც PCP კლასი.

სროლისთვის მდგომარეობა
ამ შეჯიბრებებში ძირითადი მდგომარეობა არის სროლა დაზგიდან, დამჯდარი მაგიდასთან. მონაწილეებს ეკრზალებათ მაგიდების დაკავება, სასროლო ცვლებში სადაც ისინი არ იღებენ მონაწილეობას.
მიმაგრებული ფაილი  2.jpg ( 215.38 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 19
მიმაგრებული ფაილი  3.jpg ( 240.04 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 25


დაზგები
დაზგას შეიძლება ქონდეს მომმართველები (ლიანდაგები), ჰორიზონტალის და ვერტიკალის გასასწორებელი მექანიზმები. არ შეიძლება გამოიყენოს დაზგა რომელშიც მექანიკურად დაკავშირებულია, წინა და უკანა დაყრდნობა (ერთ ბაზაზე). ასევე დაშვებულია ტომრები, ნებისმიერი მასალის, ნებისმიერი სიმკვრივის დატუმბული. დაშვებულია "სოშკები" (bipods), როგორც დაზგის ერთ ერთი სახეობა. არ შეიძლება დაზგების, ნებისმიერი მეთოდით, მაგიდებზე დამაგრება.
მიმაგრებული ფაილი  22.jpg ( 46.18 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 2
მიმაგრებული ფაილი  11.jpg ( 10.42 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 1


მიზნები
გამოიყენება ოფიციალური, საერთაშორისო მიზანი BR-50 (A3 ფორმატის), ნახევარდიუიმიანი ცენტრალური 100 ქულიანი ზონის დიამეტრით (12.7მმ.). ყველა მიზანზე ექნება დაწერილი მონაწილის სახელი. მიზნები იქნება დადგმული 25 ან 50 მეტრიან მანძილებზე როგორც ზ.დ.პ ასევე PCP-სთვის. დამატებითი მიზნები, თავისუფალი ფორმის იქნება განთავსებული ძირითადის ქვეშ, და გამოიყენება მისროლისთვის.

ხანგრძლივობა
შეჯიბრებებში არის მხოლოდ 1 მატჩი. მონაწილე ვალდებულია გააკეთოს 50 ჩასათვლელი გასროლა. დრო სროლისთვის 30 წუთი.
ყველა მონაწილემ უნდა დაამტავროს სროლა მატჩის აღნიშნულ დროში. დროს ათვლის სიზუსტეზე ზრუნავს პერსონალი. მონაწილეს აქვს უფლება ქონდეს მაგიდაზე, თავისი სეკუნდომერი.
მონაწილეებს შეუძლია დატოვონ სასროლე ადგილი, თავისი ნებით, ჩასათვლელი დროის დროს, იმისთვის რომ ჩაატარონ რამე ტექნიკური სამუშაო, ლულის წმენდა, რეზერვუარის დატუმბვა და ა.შ. მაგრამ დამატებითი დრო არ დაენიშნებათ, ყველაფერი უნდა მოასწრო ჩასათვლელ დროში.

ქულების დარიცხვა
ქულები ირიცხება BR-50-ის ქულების დათვლის წესების მიხედვით და ჯამდება. მოგებული არის ყველაზე მონაწილე, რომელიც შეაგროვებს ჯამში მეტ ქულას. მიზნის ყველა რგოლთან, დათვლის დროს იწერება ქულები.
მიმაგრებული ფაილი  br50rules.jpg ( 18.08 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 8


გასროლების რაოდენობა
მონაწილეებს ევალება გააკეთონ, ჩასათვლელ მიზანზე, ზუსტად 50 გასროლა. მისასროლ მიზანზე გასროლების რაოდენობა შეუზგუდავია, და სროლების შედეგებში არ ჩაითვლება.

დისკვალიფიკაცია და ჯარიმა
გასროლების საჭირო რაოდენობა. ნებისმიერი მიზანი, რომელსაც აქვს ჩასათვლელზე ნაკლები ხვრეტი, ასევე რომელზეც არის 1 ან მეტი ხვრეტი ჩარჩოების გარეთ, შედეგად მოაქვს მონაწილის დაჯარიმებას, ყოველ ნაკლულ ხვრეტზე -25 ქულა.
მიზნები რომლებსაც ექნება უფრო მეტი ხვრეტი, ანუ 50-ზე მეტი, ჩაითვლება მინიმალური ქულების ხვრეტებზე.

სროლა მატჩის დაწყებამდე და დამტავრების მერე. მონაწილე, რომლიც გახსნის ცეცხლს, მანამდე სანამ გაიჟღერს მიმართვა "ცეცხლი!" ან მიმართვა "შეწყვიტოტ ცეცხლი!"-ს მერე, იქნება დისკვალიფიცირებული, შეჯიბრებების ბოლომდე.

სხვის მიზანში სროლა. მონაწილე რომელიც შემთხვევით მოახვედრა ტყვია სხვის მიზანში, როგორც კი შეამჩნევს ამ ფაქტს, ვალდებულია ეგრევე აცნობოს მსაჯს, ხელის აწევით და ფრაზით "მოხვედრა სხვის მიზანში". სროლა იქნება შეჩერებული, იმისთვის რომ იმ მიზანში გაკეთდეს მეტკა. რის მერე მონაწილემ უნდა დაამთავროს თავისი 50 გასროლა მაგრამ არა მეტი, თავის მიზანზე, და ყოველივე სხვის მიზანში მოხვედრა, იქნება დაჯარიმებული -50 ქულით.
მონაწილე, რომელიც ეცდება დამალოს, სხვის მიზანში მოხვედრის ფაქტი, იქნება დისკვალიფიცირებული.
მონაწილე, რომელიც შეამჩნია თავის მიზანში, სხვისი ტყვიის მოხვედრა, ვალდებულია აცნობოს მსაჯს, ხელის აწევით. სროლა იქნება შეჩერებული და საკამათო გასროლა იქნება მონიშნული, და შეძლებისდაგვარად გამოვლინდება მსროლელი. სროლების გაგრძელებისთანავე, მსროლელი ვალდებულია გააგრძელოს თავისი ჯგუფი, და ჩაატაროს დარჩენილი ჩასათვლელი გასროლა, თავის მიზანზე. მსაჯს აქვს უფლება შეამოწმოს, ნებისმიერი მსროლელის სამიზნის მარკის მდგომარეობა, რისთვისაც მატჩი შეიძლება გაჩერებულიქნას.

მონაწილე იქნება დისკვალიფიცირებული, ნებისმიერი უსაფრთხოების წესის დარღვევის შემთხვევაში.

სასროლო ცვლების არჩევა
წინასწარი რეგისტრაციის დამტავრებისას, ხდება მსროლელების ცვლებში დახარისხება. მსროლელების ცვლებში მიმაგრებაზე პასუხისმგებელია მსაჯი. მსროლელების თხოვნები შეიძლება დაყმაყოფილდეს.

საორგანიზაციო კომიტეტი
საორგანიზაციო კომიტეტში შედის, მსაჯი ცეცხლის ხაზზე და ოფიციალური მზომავი. ორივეს აქვს შეჯიბრებების მსაჯის სტატუსი. ოფიციალურ მზომავს არ აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა კონკრეტულ შეჯიბრებებში. ასევე მსაჯს არ აქვს უფლება მიიღოს შეჯიბრებებში მონაწილეობა.

გამარჯვებულები
გამარჯვებულები ვლინდებიან, შეგროვებული ქულების საერთო ჯამით, ყოველივე კლასში. დაჯილდოვდება მხოლოდ პირველი სამი ადგილი ყოველ კლასში. არ შეიძლება ჩაითვალოს გამარჯვებულად მსროლელი, კლასში მიღებული ადგილის მიუხედავად, რომელსაც აქვს შეგროვებული მხოლოდ მაქსიმალური ქულების 10% პროცენტი და 500 ქულაზე ნაკლები.
თუ მატჩში 2 ან მეტი მონაწილეა, რომლებსაც აქვთ ერთნაირი ქულების რაოდენობა, გამარჯვებული გამოვლინდება დამატებითი 20 გასროლით. ამ შემთხვევაში სროლისთვის გამოიყოფა ზუსტად 10 წუთი.
მიმაგრებული ფაილი  priz.jpg ( 147.41 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 10


ჯილდოები
მსროლელებს, რომლებსაც აქვთ მოპოვებული პირველი 3 ადგილი ყველა კლასში, ჯილდოვდებიან მედლებით და სერტიფიკატებით. იმ შემთხვევაში თუ კლასში მონაწილეობდა 6-ზე ნაკლები მონაწილე, ჯილდოვდება მხოლოდ პირველი 2 ადგილი, თუ 4-ზე ნაკლებია მხოლოდ პირველი ადგილი.
თუ კლასში მხოლოდ ერთი მონაწილეა, ჩათვლა ამ კლასში არ მიმდინარეობს.


გამოსაყენებელი მიზნები
სტანდარტული BR-50/25 (50 გასროლიანი) მიზანი______სტანდარტული BR-50 მიზანი
მიმაგრებული ფაილი  51.jpg ( 75.03 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 23
მიმაგრებული ფაილი  50.jpg ( 81.74 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 28


სტანდარტული BR-25 მიზანიმიმაგრებული ფაილი  25.jpg ( 71.78 კილობაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 12
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Feb 10 2009, 05:02 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მე პირადად ძალიანაც მინდა ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა.

რაცხა არ ვქნათ გაზაფხულზე? უბრალოდ მე ბოლომდე წესებში ვერ გავერკვიე.

ანუ 1-დან 25-მდე გასაგებია რაც არის გასაკეთებელი, მაგრამ გვერდზე რომ არის ცალკე სამიზნეები, ან ზემოთ რომ არის ხოლმე რამდენიმე სამიზნე იქ რა მიმდევრობით მიდის სროლა რისთვისაა?? აი ეგენი ვერ გავარკვიე.

პლიუს დრო არის მოცემული თუ არა (წესით იქნება აბა უსასრუოთ ხომ არ იქნება), მაბნევს კიდევ შემდეგი პირობა, ზოგიერთ ფურცელზე არის 50 სასროლი სამიზნე, ზოგიერთზე 25, სულ რამდენი გასროლა უნდა იყოს. კაი იქნება თუ ამ ინფორმაციას ფლობ და გაგვიზიერებ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Feb 10 2009, 05:05 PM
პოსტი #3


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ციტატა(ja_ja @ 10th February 2009 - 02:02 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მე პირადად ძალიანაც მინდა ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა.

რაცხა არ ვქნათ გაზაფხულზე? უბრალოდ მე ბოლომდე წესებში ვერ გავერკვიე.


აუცილებლად ჩავატარებთ შეჯიბრებებს, უახლოეს მომავალში smile.gif
რაც შეეხება წესებს. უკვე ვამზადებ სტატიებს, ყველა სახეობაზე, ბევრი სათარგმნია... დავიღალე. smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
soxa
პოსტი Feb 10 2011, 05:43 PM
პოსტი #4


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,141
რეგისტრ.: 11-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 286



მიუკერძოებელი მსაჯი არ გინდათ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Feb 10 2011, 08:26 PM
პოსტი #5


Optimal Сasual Dating Real-life Girls
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,874
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: GB
წევრი №: 312
ქალაქი:miDandyXD



და აქ რატო დაპოსტე? biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 08:52 PM
Hosted by Pro-Service