თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ PCP - Pre Charged Pneumatics _ იჟ 60-61 + კრუგერის კიტი

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 31 2018, 12:33 AM

გამარჯობათ მეგობრებო!

მოკლედ, გადავწყვიტე ახალი თემის გახსნა, ვინაიდან კონკრეტულად ამ მოდელის (იჟ 60-61 ის) კრუგერის კიტით პცპ სისტემაზე გადაყვანის თაობაზე თემა ვერ ვნახე, არის ერთი მარა ის კროსმანს+კრუგერის კიტს ეხება.
მინდა გაგიზიაროთ რა სირთულეებს წავაწყდი მე და თუ შემდეგში თქვენც მოინდომებთ ანალოგიური "ღრმა აბგრეიდის" გაკეთებას წინასწარ გაითვალისწინეთ ჩემი შეცდომები თუ გინდაც გამოუცდელობა.
წინასწარ ვაცხადებ მე პცპ სფეროში დიდი ხანი არაა რაც შემოვდგი ფეხი და რაღაც რაღაცეები შეიძლება არასწორი დასახელებით ან საერთოდ შეცდომით დავწერო და ამისთვის მეგობრებო მკაცრად ნუ განმსჯით, მიმითითეთ, შემისწორეთ. ამით უფრო დამეხმარებით მეც რომ ცოტა კიდევ წინ წავიწიო ამ სფეროში.

დავიწყოთ: მოკლედ ბედნიერი შემთხვევის წყალობით ერთმა კარგმა კაცმა შეიძლება ითქვას მაჩუქა ძველი გამოშვება (რკინის კოლოფიანი) იჟ-61.

https://radikal.ru

მცირე ხელის შევლების შემდეგ და ცოტა ფანტაზიის წყალობით გამოვიდა ეს:

https://radikal.ru

მარა უბედურება ის იყო რომ ტყვისს მიმწოდი იყო გატეხილი და მაშინ ვისაც ვიცნობდი ყველა ტოკარი და იარაღის ხელოსნებიცკი შევაწუხე მარა ვერაფერი ვერ გავაკეთეთ (ვისაც გაქვთ ნანახი იჟ 61 ის მიმწოდებელი მიხვდებით რაზეა საუბარი, დაბოლოვება რამდენიმე იარუსიანი კუთხვილებითაა გამოყვანილი) ხოდა ამ ნაწილის კითხვა კითხვაში წავაწყდი რუსულ ფორუმზე პცპ სისტემაზე გადაყვანის ვარიანტებს, ძირითადად კრუგერის და კილერის კიტებზე იყო საუბარი და იმ ფორუმზე უმეტესობა, ზოგიერთი კილერის კიტის მფლობელიცკი კრუგერს ამჯობინებდა. ხოდა მეც კრუგერს ჩავუჟექი. ბევრი რჩევა რჩევის შემდეგ (აქაც დავსვი რამდენჯერმე კითხვა და რჩევებიც მივიღე) არჩევანი გავაკეთე კრუგერის "სნაიპერ-2" კიტზე იჟ 61 ისთვის, ხოლოთ მასთან ერთად დამატებით შევუკვეთე ორი მჭიდი 4,5 კალიბრის (ზუსტად იგივეა ფორმა და კონსტუქციისა რაც მარაუდერს უყენდება) რედუქტორი "სტანდარტი" 70მმ.-30 სმ.კუბ. მოცულობის (ხოლოთ შეცდომით "მაქსი" 85მმ-40 სმ.კუბ. ით ჩამომიტანეს რაც ეხლა უფრო უკეთესი ვარიანტი მგონია) დამტენი ბალონის სატენი სადგურის სრული კომპლექტი და რეზინკების დამატებით ერთი რემკომპლექტი. ხოლოთ ამ ყველაფრის შერჩევეში ბევრი დრო გავიდა და თან ყოველ საღამოს სამუშაოდან მოსულს ეს ჩემი საპატარძალოსავით მოლამაზებულ-მოკოხტავებული იჟიკა ერთი საცოდავად გამომხედავდა, ამოიოხდებდა საწყლად და ისევ თავის კუთხეს მიეყუდებოდა ხოლმე და ვეღალ გავუძელი ამის საცოდაობას და ახალი პლასტიკის კოლოფიანი იჯ-61 "შემომეყიდა" smile.gif რომლის მიმწოდებელიც უმალ მოირგო ძველმა მოდელმა ახალმა კი ჩემი ფანტაზიით და ერთი ხელმრუდე ტოკარის წყალობით მახინჯი მიმწოდებელი მოირგო. (სურათებს ქვემოთ დავდებ და მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ)

https://radikal.ru

ეს თვითონ კიტის კომპლექტი კრუგერის ფორუმიდან (მარა აქ დამრტყმელი იჟ 60 ისაა და არა 61 ის)
ვინც შემდეგში გადაწყვეტთ მსგავსი კიტის შეკვეთას გაითვალისწინეთ რეზერვუარის ზომა და ლულის დიამეტრი აუცილებლად უნდა მიუთითოთ შეკვეთის დროს, ფასიც რეზერვუარის ზომის მიხედვით მერყეობს!!!
მე შევუკვეთე 430მმ. 281სმ.კუბ. მოცულობის

https://radikal.ru

ესეც რედუქტორის და დანარჩენი ზემოთ ჩამონათვალი შეკვეთის სურათები:

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

და ესენი უკვე აქ ჩამოტანილი:

https://radikal.ru

https://radikal.ru

ხოდა ჩამოტანის დღესვე ვეცი ამ ჩემს იჟებს და ჰოი საოცრებავ, პლასტიკზე კი მიდის ყველაფერი ზომაში კარგათ, გაწყობილად მარა რკინისაზე ნურას უკაცრავად!!!

https://radikal.ru

და აი რატომ!!! ყველაზე დიდი პრობლემა რამაც რკინის კოფზე იჩინა თავი იყო ცილინდრის დიამეტრი, რაშიც რეზერვუარი ჯდება აღმოჩნდა ოდნავ დიდი მარა საკმარისად იმისთვის რომ შიგ ჩადგმულ რეზერვუარს ფოლხვა ქონოდა. აი სურათებიც:

https://radikal.ru

ეს პლასტიკის რაშიც იდეალურად ჯდება.

https://radikal.ru

ესეც რკინის, განსხვავებას თქვენც ხედავთ.
მერე გამახსენდა რომ აქაც მაფრთხილებდა (მგონი სეკურიფა) და თვითონ კრუგერიც მიუთითებს რომ ეს კიტები პლასტიკზე მიდისო უპრობლემოთ ან ძააააალიან მინიმალური შესწორებებით, მარა აი რკინის კოლოფზეო კრუგერისავე სიტყვები რომ ვიხმარო როგორც მინიმუმ "ნაპილნიკის" კაი გვარიანი გახურება გელითოოოო!!! ხოდა რაღა დამრჩენოდა? ავდექი და პლასტიკზე ავაწყე და მივიღე ეს:

https://radikal.ru

https://radikal.ru

ვიდზე კი რა დაიწუნებდა, მეც კაი კმაყოფილი დავრჩი მარა აი შედეგები სროლის "კაშმარ"!!! გაბნევა ტყვიის სასწაული. მერე გავქრონეთ და სხვაობა ტყვიის სიჩქარეებში იყო 20-22 მ.წმ. და იყო შემთხვევა რომ 31 მ.წმ მომცა სხვაობა. რედუქტორითაცკი. მერე დავიწყე მიზეზების ძიება და ვიპოვეთ შემდეგი: ის საშინელი მიმწოდებელი და + მჭიდიდან ტყვიის ლულაში გადასვლის დროს ტყვია ძალიან ზიანდებოდა (ხო მართლა ამ პლასრიკზე მჭიდი თავისივე დავუტოვე რადგან საბოლოოთ მაინც რკინისაზე გადაწყობას ვაპირებდი და ეს პლასტიკის არმინდოდა გამეფუჭებინა, ჩემი დათკასთვის ზედ გამოჭრილი იყო და გადავწყვიტე ეს ისევ ბავშვისთვის ამეწყო) და რამაც ყველაზე მეტად პლასტიკის კოლოფზე ამიცრუა გული იყო ეს:

https://radikal.ru

https://radikal.ru

ამ სურათების ავტორი როგორც აღნიშნავდა თოფის პატრონს ამის შედეგად სახეზე სერიოზული დაზიანებაც მიუღია. ხოდა საბოლოოდ გადავწყვიტე ბედთან "რუსული რულეტკა" არ მეთამაშა (მე კიდე ჯანდაბას, ვინმე სხვას ან სულაც ბავშვს არ დამართოდა რამე მაგის შემეშინდა, ვასწავლი სროლას და ზოგჯერ ჩემს თოფებზეც მთხოვს მასროლინეო, ყოველთვის ჩემი მეთვალყურეობით რათქმაუნდა) ხოდა ბევრი წვალების შემდეგ უცებ გამომიჩნდა შანსი თვითონ კრუგერისავე კოლოფის გამოწერისა
და მეც ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი და გამოვიწერე ბიატლონური გადატენვის ვერსიის, ხოლოთ იქ შეკვეთაში თხოვეს კრუგერს და ცაციაზე გადამიწყო (მე სროლისას ცაციავარ) მარჯვნივ სახელურის ჭრილი დარჩა და შავი პლასმასის საცობით ამოავსო.

https://radikal.ru

ამასობაში კრუგერმა შემოგვთავაზა თავის ახალი ფისტალეტის სახელური, ცევიო და კონდახი.

https://radikal.ru

(აქვე მინდა შევნიშნო ამ კონდახის მინუსი მდგომარეობს სიგრძის რეგულირების არქინაში და ასევე ცაციისთვის აშკარად არააქვს გათვლილი და შებრუნებისას ცოტა უხერხული მდგომარეობით მომიწია ლოყის სადების დაყენებამ) ჩემდა სასიხარულოდ ფისტალეტის სახელური კონდახისგან განსხვავებით ორივე მხრიდან მსროლელზეა გათვლილი. და მეც ჩამკეტის ღილაკი ძალიან უპრობლემოდ გადავაწყე ცაციაზე.

https://radikal.ru

ამ თავის ახალ გარე კომპლექტს კრუგერმა "შიშველი სტილი" დაარქვა. ეგეც დავუკვეთე და საბოლოო ჯამში ძველი იჟისა მარტო ლულა შერჩა ჩემს ახალ "გიჟკრუგერას" smile.gif

https://radikal.ru

https://radikal.ru

მოკლედ, ეს კომპლექტიც ჩამოვიდა და ახალმა პრობლემამაც იჩინა თავი:
კიდევ ერთხელ, ახალმა გამომწერება გაითვალისწინეთ რომ კრუგერისავე კოლოფს ჭირდება თავისი, სპეციალური რეზერვუარის ნემსაზე დამრტყმელი, აი ესეთი:

https://radikal.ru

რომელიც მე არ ვიცოდი და არც იქიდან გამაფრთხილეს, როგორც მაგალითად ფისტალეტის სახელურის ყიდვისას გამაფრთხილეს აუცილებლად სხვა კონკრეტულად ამ სახელურზე მორგებული სასხლეტი დაგჭირდებათო. (აქვე ავღნიშნავ რომ იჟ 60-61 ის სასხლეტები ბევრ ვიაიპი კლასის ბრენდულ თოფს შეშურდება იმდენად რბილი და სასიამოვნო სასხლეტიაქვს)
ხოდა აქ უკვე მოთმინებამ მიღალატა და იძულებული გავხდი ჩემი დამრტყმელი მომერგო ამ კოლოფისთვის, რისტვისაც დამჭირდა დამრტყმელში ამ ჭრილის გაკეთება
(მომავლისთვის იმედიმაქვს ჯაჯა დამეხმარები ამ მთლიანი ფტოროპლასტის დამრტყმელის დამზადებაში? smile.gif )

https://radikal.ru

ხოლოთ აქ კიდევ ერთი ნიუანსია, იჟ 61 ის დამრტყმელ ჩამკეტი მექანიზმი ისეა მოწყობილი რომ გასროლითვის ორი მოქმედების კეთება მიწევს, გადატენვის ანუ "შეყენების" შემდეგ აი მაგ პტოროპლასტის დამრტყმელის შავად შეღებილი ლითონის გარსაცმი რომაა, მაგის ისევ ხელით წინ გაწევაა საჭირო, როგორც მაგალითად პკ ტყვიამფრქვევის პირველი გადატენვის შემთხვევაში ჩახმახის შეყენებისთვის რო მოწევ სახელურს და მერე ტყვიის ლულაში შეტანისთვის ისევ ხელით რომ უნდა მიწიო იგივე სახელური, აი დაახლოვებით იგივე მოქმედება ჭირდება ამ დამრტყმელსაც, რაც თავის დამრტყმელის შემთხვევაში არ უნდა, ერთი მოქმედებით ტენი და ისვრი. (ამ განსხვავების თაობაზე შესაძლოა შემდეგში პატარა ვიდეო როლიკიც დავდო)

https://radikal.ru

https://radikal.ru

ხო მართლა რედუქტორზე არ მითქვია, მე მაქვს "მაქსი" 40 კუბიანი რედუქტორი რომელიც გათვლილია 5,5 კალიბრის მძიმე ტყვიებზე, 6,35 და 7,62 კალიბრებზე. ამიტომ 4,5 კალიბრისთვის საჭირო გახდა 40 კუბის მოცულობის შემცირება 30 კუბამდე. (წნევა 130 ბარზეა დაყენებული კრუგერის მიერ, მარა სურვილისამებრ შემიძლია დავუკლო ან მოვუმატო) ხოდა შემცირებისთვის აქაც დავსვი კითხვა და ჯაჯას რჩევა გავითვალისწინე, რედუქტორში ჩავდე 32მმ დიამეტრის, 3,3მმ კედლის სისქის (კედლის სისქეს დიდი მნიშვნელობააქვს მოცულობის სწორად მიღებისთვის) და 42მმ სიგრძის პლასმასის მილის მონაჭერი.

https://radikal.ru

აი დაწვენილი თეთრი მილი რომელიცაა, ყველაზე თხელკედლიანი მაგან მომცა ზუსტად ის 30 კუბის მოცულობა. და ეგ მოვათავსე რედუქტორში

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

და ბოლოს მივიღე ეს შედეგი:

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

თოფის საბოლოო რეზიუმე:
მთლიანი თოფის სიგრძე 90სმ.
კოლოფი კრუგერის, გადატენვა ბიატლონური ტიპის
კალიბრი 4,5 (მარადას 10 ტყვიან მჭიდებზეა)
ლულა იჟის 45სმ. 13მმ დიამეტრის (ჩოკით)
ინტეგრირებული მოდერი დიამეტრი 25მმ. 5 ცალი კონუსური ჭიქით, მთლიანი სიგრძე 525მმ.
რეზერვუარი 430მმ. 281 კუბ. მოცულობის დიამეტრი 40მმ.
რედუქტორი 85მმ. 40 სმ.კუბ. (გადაყვანილი 30 კუბზე) ამჟამად წნევა 130 ბარ. დიამეტრი 40მმ.

ეხლა ჯერი უკვე ტყვიის შერჩევაზე, გაქრონვაზე და საბოლოო ტყვის რაჯგუფებს მივიღებ იმაზეა. ვნახოთ რა გამოვა. იმედიმაქვს
უჰ რამხელა არზა გამომსვლია smile.gif
დიდი მადლობა ყველას მოთმინებისთვის, სიამოვნებით მივიღებ თუ რამე შენიშვნები გექნებათ ან რაიმე ახალ იდეას თუ მომაწვდით.

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 31 2018, 01:13 AM

ხო კიდევ იმხელა "პროსტინა" გამოვფინე ამ ლინკის დადება დამავიწყდა, აქ თავიდან ტყვიის სიჩქარეებს ზომავს და რედუქტორის რეგულირებას ხსნის როგორ უნდა და შემდეგ 14:30 წუთიდან უკვე დამრტყმელ მექანიზმის რეგულირებაზე საუბრობს, მემგონი ვინც კრუგერის კიტითხართ დაინტერესებული ამ ვიდეოთი ბევს გაიგებთ.

https://www.youtube.com/watch?v=Pxq_98UVnow&t=979s

ბოდიში, ამ იუთუბის ვიდეოს ვერაფრით ვერ გავუგე როგორ უნდა დავდო ისე რომ პირდაპირ აქ ფორუმზე შეიძლებოდეს ყურება, თუ ვინმე დამეხმარებით დამავალებთ.
მადლობა!

პოსტის ავტორი: sekurifa Mar 31 2018, 03:04 AM

მოკლედ ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე ამ უძილო ქარიან ღამეს)) ის მაინტერესებს აი ზემოთ სურათებზე ლულა რომ ჩანს ორივე მხარეს რეზბით, ეგ ხომ პლასმასის იჟისაა? რკინის იჟებს ხომ კოლოფში რეზბა არააქვთ. თუ ამოპრეზე ან გადაჭერი და რეზბა მერე მოჭერი?

კრუგერის კოლოფში ლულა რეზბით მაგრდება? წონა რამდენი აქვს თოფს ოპტიკის გარეშე? და კიდე შემთხვევით ხომარიცი მარტო კრუგერის კოლოფის წონა?


პოსტის ავტორი: userman Mar 31 2018, 05:49 AM

aleqsa

პირველ რიგში მშვიდობაში და სულ ათიანებში ჩაგესვას. შემდეგ : ყოჩაღ ! შენს მოთმინებას და წვალებას! smile.gif . ნუთუ ღირდა ამად ? smile.gif

წარმატებები და კიდევ წარმატებები !!!



biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory Mar 31 2018, 07:12 AM

aleqsa
გილოცავ, მაგარია !
ერთი ეს მაფიქრებს:

ციტატა(ale @ 31st March 2018 - 01:33 AM) *
საბოლოო ჯამში ძველი იჟისა მარტო ლულა შერჩა ჩემს ახალ "გიჟკრუგერას"

ანუ პრაქტიკულად სულ ახალი იარაღია და რა მაინტერესებს. კრუგერს რომ სრულად აწყობილი აგრეგატი შეუკვეთო, უფრო იაფი ხომ არ დაჯდება ვიდრე ნაწილნაწილ ყიდვის შემთხვევაში?!
რაც შეეხება
ციტატა(ale @ 31st March 2018 - 02:13 AM) *
ბოდიში, ამ იუთუბის ვიდეოს ვერაფრით ვერ გავუგე როგორ უნდა დავდო ისე რომ პირდაპირ აქ ფორუმზე შეიძლებოდეს ყურება, თუ ვინმე დამეხმარებით დამავალებთ.
მადლობა!

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=68&hl=youtubeOperaStable\Shell\Open\Command

პოსტის ავტორი: bubusicha Mar 31 2018, 07:46 AM

გილოცავ ალექს

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 31 2018, 09:40 AM

დიდი მადლობა ბიჭებო ყველას, გაიხარეთ smile.gif

ეხლა ვეცდები ყველას მიმდევრობით გიპასუხოთ:

sekurifa

კიი მართალიხარ პლასტიკის იჟისაა ლულა (მე გამომრჩა და კარგია რომ შემახსენე კოლოფის ეგ ნაწილი ერთერთერთი მნიშვნელოვანია) მოკლედ ბიჭებო კოლოფის შეკვეთის დროს უნდა მიუთითოთ აუცილებლად რომელ კალიბრზე გინდათ რომ იყოს და ლულის დიემტრთან ერთად რა ლულას აყენებთ. ასევე მაგ ლულისთვის გჭირდებათ თ არა ლატუნის "ტულკა" (თვითონ კრუგერი რეკომენდაციას იძლევა ლულა ტულკის გარეშე ჯობიაო რო ჩასვათო, გადამშვების ხვრელი გაუკეთოთო და ბოლოში მჭიდის მოსარგებათ პატარა გაჩარხვა დაგჭირდებათო) მარა თუ ვთქვათ გვაქვს უკვე მაგალითად პლასტიკის კოლოფიანის ლულა რომელსაჩ ორივე მხრიდან უკვე აქვს "რეზბა" (როგორც ჩემს შემთხვევაში, თუმცა ამ რეზბის მოჭრა და იგივეს გაკეთება რაც ზემოთ დავწერე აქაცაა შესაძლებელი, ხოლოთ ლულა მოიკლებს სიგრძეში სადღაც 1,5 სმ. ით) და არგინდათ არც ლულის დამოკლება ან არგაქბთ საშუალება ტოკართან გადაკეთების და ა.შ. მაშინ შეკვეთაში მიუთითეთ და ისეთ ტულკას გამოგიზავნიან (კოლოფში უკვე ჩაყენებულს და მორგებულს) რომ თქვემ მარტოდ მარტო ლულის ჩახრახვნა მოგიწევთ ყოველგვარი წვალების გარეშე.
მეც ზუსტად მასეთი თულკა გამოვიწერე და რატო (საბოლოო ჯამში განზრახული მაქვს ამ თოფის კალიბრის შეცვლა და აღარ მინდა ამ 4,5 კალიბრს რამე ვუცვალო. ამისთვის წინასწარ უკვე დავიჭირე თადარიგი და შევუკვეთე 5.5 კალიბრის ნახევარტულკა და ორი მჭიდი ისიც 5,5 კალიბრის.

https://radikal.ru

ეს კრუგერის პრაისიდან ტულკების ან ლულის მოსარგები ზომები

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

ესკი ჩემი ტულკა და მჭიდებია 5,5 კალიბრისთვის. ნახევარტულკა იმითომ რომ ამ შემთხვევაში მე შემიძლია უკვე მარტოდმარტო ლულის ბლანკი, ყოველგბარი რეზბის და ჩარხვის გარეშე მივუყენო. მთავარია გარე დიამეტრი იყოს 13მმ. და ეს ყველაფერი (ტულკაც და ლულაც) ფიქსირდება კოლოფზე თავთავისი მომჭერებით

https://radikal.ru

ორივე მოდელის კოლოფს ზემოდან აქვს ორ-ორი მომჭერი, ერთით ტულკა ფიქსირდება და მეორით ლულა.

კალიბრის შეცვლისას ასევე შესაცვლელია მიმწოდი (შესაბამისი დიამეტრით) და ასევე ჭირდება გადამშვები ხვრელის შესაბამის ზომაზე გადიდება და თუ კალიბრი დაგაგყავთ 6,35 ან 7,62 ზე მაშინ დამრტყმელის შეცვლაცაა საჭირო
აი ლინკსაც დავდებ თვითონ კრუგერი ხსნის კოლოფის გამოწერის შემთხვევაში რა ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ

https://www.youtube.com/watch?v=GmTpxropZj0

gregory

ბატონო გრიგოლ ის ვიდეო წაშლილია თქვენ რაც დამიდეთ (იუთუბის აქ დადების შესახებ) და ბარემ თქვენც აქვე გიპასუხებთ:
კრუგერს მე რამდენადაც ვიცი თვითონ უკვე მზა თოფები არააქვს (კილერისგან განსხვავებით) მარა თუ მისცემთ შეკვეთას ყველაფერზე როგორც მაგალითად მე გამომივიდა საბოლოო ჯამში, ადგილზე ააწყობს, გამათავს, დაარეგულირებს თქვენი მოთხოვნისამებრ და ისე აგზავნის (ხოლოთ მარტო რუსეთის მაშტაბით) და ლულა აუცილებლად თქვენ უნდა გაუგზავნოთ. (ყოველშემთხვევაში მე ესე მითხრეს), მარა ჩემ შემთხვევაში ეს არ გამოვიდა იმიტომ რომ მე ნახევარი კომპლექტი უკვე აქ მქონდა. მაშინ უნდა ეს ჩემი უკვე აქ მყოფი კიტი+ლულა უნდა ისევ უკან გადამეგზავნა და მერე ამიწყობდა ამეებს და გამომიგზავნიდა. ასერომ ამ გაგზავნა გამოგზავნის დავიდარაბასაც ავარიდე თავი და სიმართლე გითხრათ მეთვითონ მსიამოვნებს ამეების ჩხიკინი-კირკიტი და ამ სიამოვნებას არ მოვიკლებდი smile.gif wink.gif

userman

მადლობა ბესო, გაიხარე. smile.gif
თუ კაი შედეგებს მომცემს საბოლოოთ მაშინ რატომაც არ ღირდა? თან სიმართლე გითხრა ამეების მოძიება ჩალიჩში ძალიან ბევრ რამეში გავერკვიე, არამარტო კონკრეტულად ამ მოდელის თოფზე, საერთოდ ზოგადად პცპ პნევმატიკაშიც, რაშიც მზა თოფის ყიდვისას ალბათ გაცილებით დიდ დროს მოვანდომებდი ან საერთოდ შეიძლება ვერცკი გამეგო. ასერომ ასეთუ ისე მემგონი მაინც ღირდა.
დათა თუთაშხიას ფრაგმენტმა დაგლიჯა !!! ზუსტად შეეფერება ჩემს "პროსტინას" biggrin.gif

bubusicha

მადლობა მეგობარო.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბიჭებო, გაიხარეთ, გენაცვალეთ ყველას!!! იმედია ზუსტი სროლის შედეგებითაც დავაგვირგვინებ ამ ჩემს "გიჟკრუგერას" პროექტს?? შედეგებს, როგორიც არუნდა იყოს აუცილებლად გაგაცნობთ

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 31 2018, 10:51 AM

ციტატა(sekurifa @ 31st March 2018 - 04:04 AM) *
წონა რამდენი აქვს თოფს ოპტიკის გარეშე? და კიდე შემთხვევით ხომარიცი მარტო კრუგერის კოლოფის წონა?


კოლოფი არ ამიწონია და ვერ გეტყვი ეხლა, არც კრუგერი იძახის თავის ვიდეოში მაგის წონას. დანარჩენი ყველანაირ ზომებს ზემოთ, წინა პოსტში ლინკი რომ დავდე იქ ნახავ.
თუ როდისმე დაშლა მომიწია ავწონი აუჩილებლად და დანარჩენი, მთლიანი თოფის (ოპტიკით და სახელურით) მარტო თოფის წონების სურათებს ქვემოთ დავდებ:

https://radikal.ru

ეს მთლიანი ტოფის, ოპტიკიან სახელურიანად წონა:

https://radikal.ru

ეს მარტო თოფის, (ოპტიკა თავის ხიდთან ერთად მოვხსენი) :

https://radikal.ru

ესეც ოპტიკა, ლიპერსის 6-24*50 თავის ხუფებით + ბლენდა + ხიდი:

https://radikal.ru

ნუ სახელური შესაბამისად 235 გრ. გამოდის


პოსტის ავტორი: gregory Mar 31 2018, 10:53 AM

aleqsa
ის წაშლილი ვიდეო მაგალითისთვისაა.
ძაან მარტივია:
წერ:
[იუთუბი]კლიპი[/იუთუბი]
ოღონდ "იუთუბი"-ის ნაცვლად უნდა დაწერო youtube
"კლიპში" უნდა ჩაწერო =(ტოლობა)-ს შემდეგ რაც წერია მხოლოდ ის. შენს მიერ ბოლოს დადებული ლინკის შემთხვევაში GmTpxropZj0
ანუ:

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 31 2018, 08:00 PM

გილოცავ

ყველაფერი კარგი , მაგრამ აი რატომ არის ამ და ძალიან ბევრ სხვა პროექტში იჟ60-ის დურაკული რესივერი ამოსავალი წერტილი მიანც არ მესმის. იჟ-60 პცპ-დ გადაკეთება გამართლებულია მაშინ როცა ეს ჯდება ძალიან იაფი და მეტი ფინანსები ამ ეტაპზე არ გაქვს, მაგრამ აი 500 და 1000$-ის ჩასხმა იჟში ცოტა ამოუხსნელია ჩემთვის, თუმცა იარაღი მომწონს

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 31 2018, 08:38 PM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 31st March 2018 - 09:00 PM) *
მაგრამ აი 500 და 1000$-ის ჩასხმა იჟში ცოტა ამოუხსნელია ჩემთვის, თუმცა იარაღი მომწონს


კიი, გეთანხმები, აბსოლიტურად მართალიხარ. მე იცი რა დამემართა? კახეთში იციან ესეთი თქმა: "ვირი მოგებაზე წავიდა და ნალები იქ დარჩაოოო" smile.gif აი ზუსტად ეგ მომივიდა!!!
სულ თავიდან კიტის ფასი რო მოვითვალე თუ სწორად მახსოვს მაშინდელი კურსით სადღაც 180$ გამოდიოდა და ვიფიქრე აიდა ავშენდითქო, მანამდის მე მარტო ზ.დ.პ. ეები მქონდა და ვიფიქრე პცპ შიც შევძვრებითქო!!! wink.gif მერე ხომიცი როგორც ხდება? მადა ჭამაში მოდისო და მოდი მეც მჭიდებს დავამატებთქო, მერე სატენი სადგულითქო, დამატებითი რემკომპლექტითქო, იქაც ბარემ რედუქტორიცთქო და ავედი 315$ ზე. ხოდა აი როცა ეგენი ჩამომივიდა და დავიწყე აწყობა-გადაწყობა მაშინ მივხვდი რომ მთლა ისე მარტივად არაყოფილა საქმე როგორც მე მეგონა, იმასაც მივხვდი რომ უნდა შევგუებოდი ან მაგ 315$ ის გაქნევას და მიმეგდო ბედის ანაბარად ყველაფერი, ანკიდევ ერთი მაგდენი თუარა მაგის ნახევარი კიდევ უნდა გამეღო, ხოდა მეც ისევ დასრულება ვარჩიე. საბოლოო ჯამში კი ავცდი 600$ (ხოლოთ ამ ფასში შედის აბსოლიტურად ყველაფერი რაცკი პირველ პოსტში დავდე, რედუქტორიან, კიტიან, ორივე კალიბრის მჭიდებიან, ტულკებიან, გარე კომლექტიან, ჩარჩოიან, სატენი სადგურიანად. მოკლედ ყველაფერი) მარა ჩემთვის უკვე მეტი გზა აღარ იყო...
კიი, ვიცი, გეთანხმები რომ მაგ ფასად ყოველგვარი წვალების და დროის კარგვის გარეშე აქვე შემეძლო მზამზარეული თოფის ყიდვა და უფრო უკეთესისაც მარა... რაც იყო კი მოგიყევი უკვე sad.gif

პოსტის ავტორი: aleqsa Apr 15 2018, 03:25 PM

დღეს კრუგერამ ახალი ვიდეო დადო თავის ფიშტოზე და ბოლოში საინტერესო ინტრიგაც დაგვიტოვა smile.gif



ხო კიდევ სერთიფიკაციაც გაუკეთებია თავის თოფების და სადღაც ზაფხულიდანო როგორც თვითონ ყვება უკვე ოფიციალურად შეგეძლებათ ყიდვაო მთლიანი "ზბორკისოოოო" ხოლოთ ლულებს არ აკონკრეტებს ჯერ რომელი მწარმოებლის ექნება..

პოსტის ავტორი: gregory Apr 15 2018, 06:46 PM

ციტატა(ale @ 15th April 2018 - 04:25 PM) *
უკვე ოფიციალურად შეგეძლებათ ყიდვაო მთლიანი "ზბორკისოოოო"

აბა რა! ისედაც მარტო ლულა რჩებოდა და რაღა შუაში იყო საწყალი იჟიკა?


პოსტის ავტორი: NRG Apr 15 2018, 09:31 PM

aleqsa
სალამი ალექს მშვიდობაში და უსაბრთხოებაში ახალი კრუგერი smile.gif გაემართლებინოს მოლოდინები თუ გაგაბრაზებს არც მაგაზე იდარდო დავიმორჩილებთ და ისე მოვაწესრიგებთ როგორც გაგისწორდება, აქვე ჩემი პაწია გამოცდილებიდანაც დავწერ:
1. ლატუნის ვტულკა საერთოდ არ სჭირდება.
2. დამრტყმელზე პატარა სახელურიც ზედმეტია.
3. რვიანი აუცილებლად 2 ცალია საჭირო.
4. შრაუდერის ჭიქების და ხუფის ჭრილი გასაგანიერებელია 6-7 მმ-მდე რადგან ჯგუფზე მოქმედებს საშინლად.
5. საჭიროა ბლომად კლიპები ესე 5 ან 6, 7 ცალი smile.gif მალე იმტვრევა ბუდეს ღერძი სტყდება, კარგი იქნებოდა ალუმინის ბუდე თუ არსებობს მარადას ალუმინის კლიპი.
6. რედუქტორი ისე ჩემი აზრით ამ კლასის თოფებს არ სჭირდებათ ზედმეტი გაძვირებაა.

ისე ჯგუფების სურათები როდის უნდა დადო მაინტერესებს შედეგები..


პოსტის ავტორი: aleqsa Apr 15 2018, 10:51 PM

NRG

ციტატა(nrg123 @ 15th April 2018 - 10:31 PM) *
ისე ჯგუფების სურათები როდის უნდა დადო მაინტერესებს შედეგები..


დრასტი, რო გავქრონე სიჩქარეში ვარდნები ქონდა შიგადაშიგ და ჯგუფების აზრს ვერ ვხედავ ვიდრე ამას არ დავარეგულირებ.
ჩემი აზრით პირველ რიგში ჯერ დამრტყმელი უნდა შევუცვალო. დანარჩენი შემდეგ მიყოლებით. შენს რჩევებსაც გავითვალისწინებ აუცილებლად wink.gif

ზემოთ ვიდეოს უყურე? ფისტალეტი როგორ მოგეწონა? smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 16 2018, 08:31 AM

აქ ისე ჩახუჭუჭებულად დაწერეთ ყოლიფერი რომ მემგონი ამ თემიდან ამოსაღებია ბოლო რამდენიმე პოსტი და ცალკე თემადაა გასატანი....

პოსტის ავტორი: NRG Apr 16 2018, 04:26 PM

aleqsa

ციტატა(ale @ 15th April 2018 - 11:51 PM) *
ფისტალეტი როგორ მოგეწონა?

კრუგერს ჰქონდა თავიდანვე ნახევრად ავტომატური პისტოლეტი "пашка" ვაპირებდი ყიდვას მარა დასახვეწი ჰქონდათ ჯერ თან რადგან ნახ. ავტომატური იყო მაინც პისტოლეტის კვალობაზე ძვირი იყო და თავი შევიკავე, შეიძლება ეს მისი დახვეწილი ვარიანტი იყოს ან სულაც არ იყოს პაშკა

პოსტის ავტორი: NRG Apr 16 2018, 04:40 PM

aleqsa
ალექს პტოროპლასტის დამრტყმელზე რას ფიქრობ? ცოტა შეუსაბამოდ მეჩვენება მე მაინც რბილი მასალაა თან ის პაზი რათ უნდა? მეტალის მრგვალი დამრტყმელი გააკეთე ჩვეულებრივი მგონი უკეთესი იქნება, შეიძლება მე ვერ ვხვდები როგორაა 61 კიტის ამბავი, მაგრამ მაინც მგონია რომ მეტალის დამრტყმელი უკეთესი იქნება

პოსტის ავტორი: aleqsa Apr 16 2018, 08:45 PM

NRG

ციტატა
ალექს პტოროპლასტის დამრტყმელზე რას ფიქრობ? ცოტა შეუსაბამოდ მეჩვენება მე მაინც რბილი მასალაა თან ის პაზი რათ უნდა?


ეხლა რაც დამრტყმელი მიზის რკინის გარსი ისედაცააქვს და მასე რომ ვისვრი გაცილებით სუსტი დარტყმააქვს ჩაქუჩს და შესაბამისად გასროლის სიმძლავრეც დაბალია.
პტოროპლასტი უფრო თავისუფლად დასრიალებს ლითონზე მემგონი და ალბათ მაგიტომააქვს ეგ მასალა შერჩეული.
და პაზი კიდევ ერთდროული დატენვა-შეყენება რომ მოხდეს მაგიტომააქვს. ანუ ეგ დამრტყმელი ოდნავ წინაა წაწეული ვიდრე გადატენვის კბილი და შესაბამისად ეგ ამოღებული პაზიც მაგიტომააქვს რომ კბილი დაემთვეს დამრტყმელს.

ამ ვიდეოს მე-5 წუთიდან უყურე და მიხვდები smile.gif




ვიდეოს რატო არ აჩვენებს ვერ ვხვდები, აი მთლიან ლინკსაც დავდებ:

https://www.youtube.com/watch?v=GmTpxropZj0&t=1s

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 17 2018, 08:06 AM





არც ჩემიდან იდება ვიდეო.

პოსტის ავტორი: aleqsa Apr 29 2018, 10:33 PM

სალამი ბიჭებო!

დღეს კრუგერმა წინა ვიდეოს ბოლოს შემოგდებული ინტრიგა გაგვიმხილა ბოლომდე მემგონი საინტერესო რამეა :





ვაააა, ვერაფრით ვერ ვდებ იუთუბის ვიდეო რგოლს
ამასწინაც გამაწვალა არვიცი ამ ლინკში სამი ტოლობაა და სამივე ცალცალკეც ვცადე და ერთადაც მარა მაიც არ იდება

პოსტის ავტორი: gela Apr 29 2018, 10:37 PM

aleqsa
არ ხსნის ვიდეოს sad.gif

პოსტის ავტორი: aleqsa Apr 29 2018, 10:40 PM

ციტატა(gela @ Apr 29 2018, 11:37 PM) *
aleqsa
არ ხსნის ვიდეოს sad.gif


კიი ბევრი ვეწვალე და არშვრება, არვიცი თითქოს ვისწავლე რა როგორ მარა ამ შეთხვევაში ვერ გამომდის რაღაც

მთლიანი ლინკი დავაგდე ბოლოში და იქიდან ნახე

პოსტის ავტორი: gregory Apr 30 2018, 09:11 AM

მე როგორც ვიცოდი ეგრე არ იდება და ადმინისტრაციასთან უნდა გაარკვიო

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 30 2018, 04:03 PM

გავასწორე ვიდეო ლინკი... გთხოვ დააკვირდე ლინკების განსხვავებას, შენ დებდი ან ძიების ფორმიდან გახსნილ ლინკს, ან პლეი ლისტის ლინკს, ამასობაში საჭიროა კონკრეტული ვიდეოს ლინკის დადება

პოსტის ავტორი: aleqsa May 4 2018, 12:46 AM

სალამი ბიჭებო!!!

მოკლედ, დღეს (უფროსწორად უკვე გუშინ) საქმეზე საგურამო-ნავდარაანთკარში ვიყავი წასასვლელი და მედა გიომ გადავწყვიტეთ ერთად გაგვეროინა და თან ჩემს "გიჟკრუგერასაც" ჩავჯდომოდით. კრალის თემაში ავღნიშნე რომ როცა ქრონზე გავატარეთ კრალის ურედუქტრო თოფმა (230 სმ.კუბ. ით) გაცილებით უკეთესი სტაბილური გასროლები აკეთა ვიდრე რედუტორიანმა "გიჯრუგერამ" (281სმ.კუბ. რეზიკი+30 კუბ. რედუქტორი). კონკრეტულად რომ გითხრათ, მიყოლებით 6-7 ზოგჯერ 4-5 გასროლას თანაბარი სიჩქარით ისროდა და მერე უცბათ ბახ და აათამაშებდა სიჩქარეს 12-15 მ.წმ-ის სხვაობით. შემდეგ ისევ რამდენიმეს სტაბილურად და ისევ იგივეს იმეორებდა. შესაბამისად ჯგუფებიც ძალიან არასახარბიელო ქონდა, 5 სახის ტყვიაზე ვცადე. მაშინ მიზეზების დადგენის დრო არგვქონდა, სახშიც მარტო სავარაუდო ვერსიებზე თუ ვფიქრობდი მხოლოდ, ასერომ დღეს მოვიცალე საამისოდ და როგორი თანმიმდევრობით რა გავაკეთეთ გეტყვით.

წინასწარ გეტყვით რომ ქრონი დღეს არ გვქონდა, უცბად გადაწყდა წასვლის ამბავი და დრო აღარ მქონდა შეგხმიანებოდით ბიჭებო ქრონის სათხოვნელად sad.gif

ხოდა დღესაც დავიწყეთ ისევ სულ თავიდან რასაც ვშვრებოდით, ანუ ჯგუფების შეკვრის მეთოდით დაგვედგინა ასეთუისე რისი მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო არასტაბილური სროლა. ხოლოთ ამჯერად ორი სახის ტყვიები ვისროლეთ ჯიესბის ჰევიკები (0,67გ.) და ეიჩენდენის ბარაკუდები (0,69გ.) ესენი სხვებთან შედარებით უკეთეს ჯგუფებს აკეთებდა მარა ჩემთვის საშინლად არადამაკმაყოფილებელს!!! 45მ.-ზე ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 4-5 სმ-ზე ქვემოთ ვერაფრით ვერ ჩამოვწიე ჯგუფების ზომა. ( ერთი კი შევატყეთ ბარაკუდას სულ ოდნავ უკეთ ისროდა).
ანუ ზუსტად რომ აგიხსნათ რას აკეთებდა, აი მაგალითად მიყოლებით 2-3 და ზოგჯერ 4 ტყვიასაც ძალიან კარგათ სადღაც1,5-2-2,5სმ-ის ფარგლებში დასვავდა შემდეგ გადახტებოდა გვერდით, ოდნავ დიაგონალით ესე 3-4 სმ.-ით იქაც შეიძლება 2 პულკაც ტყუპათ დაესვა, შემდეგ ისევ ძველ ჯგუზე გადმოხტებოდა და ესე რა. ზოგჯერ მაგალითად საერთოდ ახლოსაც კი არსვავდა პულკებს და ასე შემდეგ. მოკლედ ამ მდგომარეობაში 4-5 სმ. ჯგუფი სანატრი იყო.

პირველი რაც გავაკეთეთ ოპტიკა შევცვალეთ. (აქეთ იქით რო დახტოდა და თან ტყუპი სროლებით, ვიფიქრეთ ოპტიკის შიდა მილმა ხომარ დაიწყო ხტუნაობათქო) მარა არ გამოვიდა არც გიოს ოპტიკით არაფერი,

შემდეგ რედუქტორი მოვხსენი და "პრიმატოკზე" გადავაწყე. აწყობის მომენტში რვიანის დაყენებაც გადავიფიქრე და ისე გავაგრძელე სროლები, ანუ თავისუფალი, დაკიდული ლულით. (ლულაზე შრაუდერით) ხოდა აქ მოხდა რაც მოხდა, თოფი ტყუპ-ტყუპათ სვავდა პულკებს, ხოლოთ ამჯერად აღარ დახტოდა აქეთ-იქით. იფიქრებდით სულ სხვა თოფი უჭირავსო. სროლის სურათებსაც ქვემოთ დავდებ.

ზემოთ როგორც ავღნიშნე სროლის მანძილი 45მ.
წნევა მაქსიმუმ 160 ბარზე ზემოთ არ ამიყვანია, ვისროდით 160-130 ბარის დიაპაზონში.
მდგომარეობა: მჯდომიარე, მაგიდიდან (ხოლოთ ბალიშის მაგივრობას ზურგჩანთა გვიწევდა და მაგიდის ზედაპირიც საკმაოდ თხელი ფანერის იყო რისგამოც იოლად იდრიკებოდა და ვინმეს დაჯდომა ადგომაზე ძალიან ათამაშებდა ჯვარს, ამ მიზეზით ერთი კარგი ჯგუფი გამიფუჭდა)
ხო კიდევ სროლის პირველ ეტაპზე ქარი საკმაო სიძლიერით ქროდა და პულკებსაც კარგათ აბნევდა, მარა შემდეგ ცოტა ჩაწყნარდა და მხოლოდ შიგადაშიგ უეცარი წამობერვით გვახსენებდა თავს.

ესეც დაპირებული სურათები:

დავიწყეთ ბარაკუდათი. ამ სურათში, სამ ხვრელში ხუთმა ტყვიამ გაიარა, თუ დააკვირდებით ერთს აშკარად ეტყობა მეორე ტყვიის კვალი და მეორეს წინიდან სულ-სულ ოდნავ ეტყობა. მარა ეტყობა ტრაექტორია ცოტა სხვა ქონდა მეორე პულკას და ზურგის მხრიდან ეტყობოდა მეორეს კვალი.

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

ეს ჯგუფი ბარაკუდას ტყვიების ყველაზე უკეთესი ჯგუფია:

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

ჩვენი თანაფორუმელი დათკასი არ იყოს 5 იდან ერთი ტყვია მეც მიკუკავდა ჯგუფებში smile.gif wink.gif

შემდეგ გადავედი ჯიესბის ტყვიებზე და ეს გადასვლისას ოპტიკის მისროლას რომ ვასწოლებდი ის ჯგუფია:

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

ესეც ჯიესბის შემდგომი ჯგუფები:


https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

ძახილის ნიშნით აღნიშნული ნასროლი მაგიდის გატოკების შედეგია!!

https://radikal.ru

https://radikal.ru

მოკლედ ჯიესბის ჯგუფებში ყველაზე უარესი ჯგუფი 2-2,2 სმ. არ გასცდენია

https://radikal.ru

https://radikal.ru

შემდეგ რვიანი ისევ დავარგე, მაინტერესებდა მარტო რედუქტორის ამოგდებამ გამოასწორა სიტუაცია თუ რვიანიც იყო დამნაშავე და აქ უკვე აწყობილი საქმე ისევ თავდაყირა დამიყენა. ესეგი რვიანის მორგება და პუკლების აცაბაცა გაფანტვა, იმაზე უარესადაცკი ვიდრე მანამდის ქონდა ერთი იყო. ხოდა ყველაზე საკვირველი ამის შემდეგ მოხდა: მოვხსენი ისევ რვიანი მარა ჯგუფები ვეღარ შევკარი ძველებური. არვიცი დაღლამ იმოქმედა თუ რაიყო ფაქტია ბოლოს ისევ საფიქრალით დავამთავრეთ სროლა. დაგვაღამდა კიდეც და მეც მართლა ძალიან დავიღალე, ხუმრობა ხომარაა დაახლოვებით 5 საათი შეუსვენებლივ ვისროდი, მხოლოდ თოფის "პრიმატოკზე გადაყვანისას გამომივიდა ცოტა შესვენება და შემდეგ ხელახლა დატუმბვისას. სულ ახალი, გაუხსნელი 200 ცალიანი ბარაკუდადან კოლოფში 56 ცალი დარჩა და 500 ცალიანი ჯიესბის დაახლოვებით 100-120 ტყვია. ბოლო სროლებისას უკვე თვალები ამიჭრელდა 25.gif ოპტიკაში ჯვარს კი ვხედავდი მარა მიზანი მიბუნდდებოდა და დავანებეთ თავი. ასეომ ბოლოს კიდევ მაინც ცოტა საფიქრალით წამოვედით სახში... blush.gif

უჰ, სულ ეს იყო smile.gif


პ.ს. მივიღებ ყველანაირ რჩევა-შენიშვნებს, გარდა სურათებში ჯიესბის წარწერის "ჯ" ასოს იკუღმართობისა!!! (უკვე ვიცით) wink.gif biggrin.gif


პოსტის ავტორი: aleqsa May 4 2018, 01:01 AM

შეცდომა მომივიდა ბიჭებო, სულ პირველი სურათები ბარაკუდას ტყვიებით ნასროლი არაა ჯიესბია.

დაღლილობის ბრალია ეტყობა... smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 May 4 2018, 01:33 AM

aleqsa
შედეგები კარგია და ბევრი შრომაც გაგიწევიათ, მაგრამ რომ ისევე აურია ეგ დასაფიქრებელია. რვიანის ადგილის შეცვლა შეგიძლია ალექს? ანუ გადაადგილება ლულის წინ ან უკან.

პოსტის ავტორი: userman May 4 2018, 10:09 AM

ციტატა(ale @ 4th May 2018 - 02:01 AM) *
პ.ს. მივიღებ ყველანაირ რჩევა-შენიშვნებს, გარდა სურათებში ჯიესბის წარწერის "ჯ" ასოს იკუღმართობისა!!! (უკვე ვიცით)


კახური პირდაპირობით გეტყვი:
გადაღებე ეგ შენი გიჟ - კრუგერი და ... smile.gif
ვიცი დაგენანება და ამიტომ სერვანდში შემოდე . თორემ ხომ ხედავ გაგითეთრა თმები smile.gif .

პოსტის ავტორი: MonSoon May 4 2018, 11:44 AM

userman
ალექსა წერს ვრცლად და დეტალურად თორე მთლად მასე რთულადაც კი არ არის საქმე.

მე ძალიან არ მიყვარს თოფზე ჩალიჩი მარა გუშინდელი გასვლა რო შევაფასოთ ჩემთვისაც კი არ ყოფილა ჩალიჩი და პრობლემის ძებნა დამღლელი. ჩვეულებრივი პროცესი იყო სროლის ოღონდ გამორიცხვის მეთოდით მივდიოდით, ანუ ჩვეულებრივი რეგულირების პროცესივით იყო. ალექსას უწერია უბრალოდ ვრცლად.



P.S.

მოულოდნელად დაიწყო უკეთესად სროლა თოფმა და ჩავთვალოთ რო მომზადებული სპორტული სროლის გარეშე არის ეს შედეგები.

ჩემი აზრით ბალიშებზე და მყარ მაგიდაზე უკეთესი შედეგი იქნება. თოფსაც მიეჩვევა მსროლელი. პლიუს "პრიამატოკია" პლიუს კიდე ყველაზე კარგათ რა სიჩქარეზე ისვრის ეგაც დასადგენია. სტაბილურად 2 სმ_ზე ქვევით იტრიალებს და 1.5 სმ_ს ჩამოცდება ყველაზე კარგი ჯგუფი, ჩემი აზრით როგორც გვერდიდან დამკვირვებელი.

მისროლებზეც სტაბილურად 2 სმ_ის ფარგლებში ტრიალებდა. ჩავთვალოთ რო ნახევარია ცნობილი თოფზე. შეიძლება არც კი ნახევარი. მთავარია რო გასული უზუსტობის მიზეზი თითქმის ნაპოვნია.

პოსტის ავტორი: aleqsa May 4 2018, 11:59 AM

giga2010

ციტატა(giga2010 @ 4th May 2018 - 02:33 AM) *
რვიანის ადგილის შეცვლა შეგიძლია ალექს? ანუ გადაადგილება ლულის წინ ან უკან.


კიი გიგა. რედუქტორის დროს რვიანი რედუქტორი რომ რეზიკზე ეხრახნება მაგ რების ადგილას დავამთხვიე, კიტის გამოწერისას გამაფრთსილეს მასე მექნა რომ რეზერვუარში წნევის ცვალებადობა ნაკლებათ მოქმედებს ლულაზე მაგშემთხვევაშიო.
და პრიმატოკზე რომ გადავაწყე თავიდან ხომ საერთოდ არ მეყენა, აი მერე როცა მოვარგე რვიანი უკვე წინა საცობირომააქვს ჩახრახნილი საიდანაც იტენება მაგის ხრახნის ადგილას დავამთხვიე, მარა მტრისას მაგან რო ისროლა "კაშმარ"!!!
ბოლო-ბოლო მაგას კი შევურჩევ ადგილს მარა ჯერ უფრო მიზეზებს ვეძებ ესე არეულად სროლის.

userman


ციტატა(userman @ 4th May 2018 - 11:09 AM) *
კახური პირდაპირობით გეტყვი:
გადაღებე ეგ შენი გიჟ - კრუგერი და ...


მეც კახურად გეტყვი ბესო მიტრაკებ ეხლა შენ... biggrin.gif

გადაკრასკვაზე იოლი რაარის, მარა იოლი გზებით მოსიარულე კაცად მიცნობ? smile.gif wink.gif

პ.ს. ხო კიდევ ერთი რაამ მინდოდა მეთქვა ბიჭებო. არვიცი ეს შეიძლება სხვა თემაში უფროა დასაწერი, მარა გუშინ კრუგერზე რეზერვუარის და რედუქტორის განცალკევებისას კონდესტსაც ველოდი მარა აი გიოც დამემოწმება წვეთიცკი არ შემინიშნავს. წინა ხუფიც ამოვახრახნე სპეციალურად რომ გამესუფთავებინა მარა არ დაჭირდა. არადა რაც ავაწყე ზუსტად არმახსოვს მარა მინიმუმ 4-5 ჯერ მაქვს დაცლიდა და დატენილი.

კრუგერი კაი დავუშვათ ბევჯერ არ მიხმარია აი კრალის ნპ-01 ზე ხო თავის პატარა რეზერვუარი უამრავჯერ, ჩათვალეთ ყოველი 20-25 გასროლის შემდეგ ვტენიდი. შემდეგ დიდი რეზიკი (230კუბ.) რომ დავაყენე ეგეც საკმაოთ ხშირ გამოყენებაში მქონდა. ამით იმის თქმა მინდა რომ სამი სხვადასხვა რეზერვუარების საკმაოდ ინტენსიური ტენვის და ხმარების პროცესის შემდეგ რეზერვუარი რამდენჯერაც დავშალე არმახსოვს არცერთში კონდესატი მენახოს. არადა დატენვის შემდეგ მილიდან წნევის დაგდების მიზნით რომ ვინტს ვუშვებხოლმე თითებზე საკმაო რაოდენობით მესხმება სილიკონ ნარევი სითხე.
ნასოსი გრიგოლთან მაქვს ნაყიდი "ბულის" ფირმის და პატარა ფილტრი რომ უყენია მილის ბოლოში აი მასეთი. ეს პატარა ფილტრი თუ ამდონით შეიკავებდა კონდესატს არმეგონა. იმიტომ რომ მაგ ფილტრებთან დაკავშირებით ნეგატიური კომენტარები საკმაოდ მაქვს წაკითხული, მარა ჩემს შემთხვევაში ფაქტი საწინააღმდეგოზე მეტყველებს!!!

პოსტის ავტორი: giga2010 May 4 2018, 12:14 PM

aleqsa
უსაშველო არაფერია ალექს. wink.gif მაგასაც მუღამი აქვს რომ შენს ჭკუაზე მოიყვანო. ზუსტადაც მაგ დაშლა-აწყობამ, გადაკეთება-გადმოკეთებამ ჩამითრია პნევმატურ სამყაროში.

პოსტის ავტორი: aleqsa May 4 2018, 07:01 PM

ციტატა(giga2010 @ May 4 2018, 01:14 PM) *
aleqsa
უსაშველო არაფერია ალექს. wink.gif მაგასაც მუღამი აქვს რომ შენს ჭკუაზე მოიყვანო. ზუსტადაც მაგ დაშლა-აწყობამ, გადაკეთება-გადმოკეთებამ ჩამითრია პნევმატურ სამყაროში.


კიი გიგა რათქმაუნდა ძამაო მასეა ზუსტად, ვისაც მაგის "ჩალიჩი" არ ეზარება და პირიქით უყვარს კი მიხვდებით რატო "ვწვალობ" და "ვიტანჯავ" თავს smile.gif wink.gif

პრინციპში გუშინდელი ჩემი მიზანი რაც იყო ის კი შევასრულე, ესეთუისე დავადგინე რომ მთლა გადასაკრასკი არყოფილა როგორც ბესოს ჰგონია wink.gif
მემგონი მართლა ხუმრობა აღარაა სტაბილურად 1,5-2 სმ. ჯგუფები თან იმის გათვალისწინებით რომ თოფის შესწავლის ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზევარ, არვიცი რა სიჩქარე რომელ ტყვიაზე მოწონს, არვიცი ჯერკიდევ დამრტყმელი ზამბარა რა დონეზე ჯობია მოვჭიმო და ა.შ.
და რაც ყველაზე მთავარია ისაა გასათვალისწინებელი რომ ლულა მიყენია 260 ლარიანი იჟიდან პირდაპის გადმოყენებული, არავითარი ფასკების გასწორება და მისთანები. ასერომ ყველაფერი ამეების გათვალისწინებით მგონია თოფს კარგი პოტენციალიაქვს.

კიდევ ერთხელ, გაიხარე მეგობარო და მადლობა კეთილი სურვილებისთვის!!!

პოსტის ავტორი: giga2010 May 4 2018, 09:54 PM

aleqsa
შენ და შენს გიჟ-კრიუგერს ვუძღვნი wink.gif


პოსტის ავტორი: datka25 May 5 2018, 05:47 PM

aleqsa
დააყენე ეს და აღარ უნდა მაგას არაფერი

https://www.db-schietsport.nl/en/accessories/lothar-walther/lothar-walther-22-polygonal-with-choke.html



აგერ მაგ ლულის შესაძლებლობებზეც ვიდეო. . . ჩემი ლულაც ესაა სხვათაშორის wink.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 6 2018, 01:08 AM

მაგის ნაჭერი ხო არავის გიგდიათ? ცოტა უფრო მსუქნის. ძალიან მოკლე მინდა. რამოდენიმე სმ

პოსტის ავტორი: userman May 7 2018, 11:59 AM


ციტატა(datka250885 @ 5th May 2018 - 06:47 PM) *
დააყენე ეს და აღარ უნდა მაგას არაფერი

https://www.db-schietsport.nl/en/accessorie...with-choke.html


ეს უფრო კაი ფასში ხომ არ გამოდი ს ? თან განბაჟებასაც აცდება

http://www.lothar-walther.com/barrel-blank/airgun/polygon-profile/64/airgun-blank.22-air-polygon-od.63-l-23.82?c=273

პოსტის ავტორი: aleqsa May 7 2018, 10:30 PM

ციტატა(userman @ May 7 2018, 12:59 PM) *
ეს უფრო კაი ფასში ხომ არ გამოდი ს ? თან განბაჟებასაც აცდება

http://www.lothar-walther.com/barrel-blank/airgun/polygon-profile/64/airgun-blank.22-air-polygon-od.63-l-23.82?c=273



მეც მაგის გამოწერას ვფიქრობდი მეც ზუსტად ბესო, თუ დაიმსახურა ამ თოფმა??? ხოლოთ 500 იანი ტვისტით.

ხოლოთ ჯერ ვიდრე არ გავიგებ ამას რისი ტრაკიაქვს ისე აზრი არააქვს...

პოსტის ავტორი: ja_ja May 8 2018, 08:39 PM

aleqsa

ციტატა(ale @ 4th May 2018 - 12:59 PM) *
ეზერვუარი რამდენჯერაც დავშალე არმახსოვს არცერთში კონდესატი მენახოს

ეგრე რეზიკშI რომ კონდენსატი დაგხვდეს უკვე ცუდათაა საქმე.... სამწუხაროდ წავშალე სურათები... სულ რაღაც 2 კვირის წინ ჰქონდა მოტანილი კაცს მარადიორი, რომ დავშალე ისეთი ტალახი და ჟანდი ამოვიდა რომ ვავა... როგორც ხვდები ჟანგი და ატალახებული მასა ტაოტისგან და ზეთისგან არ წარმოიქმნება....

მარა თუ ეგეთი რამე ამოვიდა თოფიდან და თან დაცლილიდან დამიჯერე უკვე ცუდათ აქვს იმ თოფს საქმე....

ძირითადად ნასოსის წნევის დაგდებისას რომ გამოდის წყლის და ზეთის ემულსია ეგ ის ადგილია სადაც მიზიდუბობით ხდება შედარებით მძიმე წვეთების დაგროვება და მხოლოდ წნევის დამგდები ვინტის მოშვებისას ხდება მისი განმოდევნა, უმეტესობა ნასოსს შლანგი ცოტა ზემოთ აქვს....

რა თქმა უნდა ეს 100%-ით არ იცავს რეზიკს, მაგრამ 90% ან მეტი კონდენსატი ნასოსის კორპუსში რჩება...

რეზიკში რომც იყოს კონდენსატი შესული, დაშლის წინ შენ ყოველთვის ცლი რეზერვუარს, ან გასროლებს აკეთებ, მაგ დროს კაკრაზ კაი დიდი მოცულობა ნესტისა უკვე გამოდევნილია რეზიკიდან... თუ რეზიკშI დაშლის მერეც კი რჩება კონდენსატი, როგროც უკვე ზემოთ ვთქვი ნამეტანი ცუდათ აქვს უკვე თოფს საქმე, რადგან მაღალი წნევის ქვეშ და წყალში მობანაზე ლითონი ყოველთვის დაჟანგვას იწყებს


პოსტის ავტორი: aleqsa May 8 2018, 08:59 PM

ja_ja

მადლობა ჯაჯა, გაიხარე!! smile.gif

პოსტის ავტორი: aleqsa May 12 2018, 10:28 PM

საღამო მშვიდობის ბიჭებო!

გიჟ-კრუგერას ახალი დამრტყმელი გავუჩარხე, მთლიანი პტოროპლასტის. (რამდენიმე დღის უკან რო მქონდა გატანილი ქრონზე საბოლოოთ დავადგინეთ რომ სიქარებში ვარდნები დამრტყმელის ბრალი იყო, კი დავარეგულირეთ იგივე დამრტყმელით ესე თუ ისე, მარა რუსეთიდან მირჩიეს შემეცვალა)
ანუ ეხლა რომ აგიხსნათ რაში იყო საქმე: მე ხომ იჟ-61 ისთვის განკუთვნილი კიტი მქონდა შეძენილი, ხოდა დამრტყმელიც შესაბამისად იჯ-61 ის მექანიზმზე მორგებული იყო, რომელიც ორი ნაწილის გან შედგებოდა (გარე ლითონის ცილინდრისგან და შიდა პტოროპლასტის კბილიანი ცილინდრისგან, რომელიც ძირიტად საქმეს ასრულებს და უშუალოდ დამრტყმელი ჩაქუჩიც ამავე პტოროპლასტის ცილინდრზეა ჩახრახნილი)

https://radikal.ru

ხოდა ჩემი დაკვირვებით ძარლის თავიც სწორედ აქ აღმოჩნდა დამარხული. ანუ ამ დამრტყმელის მუშაობის პრინციპი არის ასეთი რომ როდესაც გადატენი თოფს და სასროლად მოამზადებ ვიდრე გაისვრი ის გარე ლითონის ცილინდრი უნდა გაწიო წინ ლულისკენ და ისე ისროლო, არვიცი რატომ მარა ესე ორი მოქმედება იყო საჭირო გასასროლად იჟ-61 ზე აწყობის შემთხვევაში (რაღაც ამდაგვარის დაყენება უნდა სეკურიფას თავის ახალ პროექტ სკუნსზე) ხოდა მე როდესას ფიოდორის (კრუგერის) ჩარჩოზე გადმოვკრიფე მთელი მექანიზმი გასროლის იგივე მეთოდი გადმოვიტანე აქაც, რაც შეცდომა აღმოჩნდა (ანუ რა დონეზე და რა ზიმძლავრით მივწევდი წინ ამ გარე ცილინდრს იმაზე იყო დამოკიდებული სიჩქარეც) აი თუარ მივწევდი ამ ცილინდრს და ისე ცილინდრიანად ვისროდი სიჩქარე კატასრტოფულად ეცემოდა, ვინაიდან ზამბარის მოჭიმვა საკმარისი აღარ იყო იმისთვის რომ უკვე ლითონის გარსაცმით დამძიმებულ ჩაქუჩს საკმარისი სიჩქარე აეკრიფა ნემსაზე დაცემისთვის. (მიახლოვებით რომ გითხრათ მასე სროლით 45-46 მეტრზე ერთიდაიგივე ტყვია სადღაც 1 მეტრით დაბლა მიქონდა)
ხოდა ამ ბოლო გასვლისას ავდექით და ზამბარა მოვჭიმეთ უფრო მძლავრად და ყოველგვარი მეორე მოქმედების გარეშე დავუშვით სასხლეტი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ, ოცჯერ და შედეგი: გასაოცარისტაბილური სიჩქარე!!! 288-292 მ.წმ. დიაპაზონში 0,67გრ. ტყვიით და წნევა უკვე 130ბარ-ზე ქვემოთ იყო ჩამოსული. (რედუქტორის გარეშე, პირდაპირი რეზერვუარით) აი თქვენთვითონ ნახეთ:

https://radikal.ru

https://radikal.ru

25- სროლიდან დავიწყეთ მასე მოჭიმული ზამბარით სროლა. და ბოლო სროლებზე წნევა უკვე 90 ბარზე ქვემოთ იყო და თავისთავად მაგიტომაც დაეცა სიჩქარეები.

ეს ყველაფარეი მოვუყევი ჩენს მეგობარს რუსეთში, რომელიჩ კრუგერის დიდი ფანია და ძალიან ბევრ კიტს გაუვლია მის ხელში. ხოდა ამ ჩემმა მეგობარმა პირდაპირ მაჯახა მორჩი მაზოხიზმს და გააკეთე ახალი დამრტყმელიო. აჰაა ბატონო გავაკეთე და ვნახოთ რას იზავს ეს ახალი დამრტყმელიც smile.gif

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

პ.ს. სხვათაშორის ამ ჩემმა მეგობარმა ქართველ აირგანელებს გამოწვევა გადმოგვიგდო და პასუხს ელოდება, იმედიმაქვს ახლო მომავალში ამ ჩემი გიჟ-კრუგერათი საკადრის პასუხს დავუბრუნებ, თუარადამომიწევს ჩემი ძველი უღალატო და უტყუარი გერმანელი მეგობრის (ვაირას) ჩართვა "სამამულო" ომში biggrin.gif

პოსტის ავტორი: giga2010 May 12 2018, 10:53 PM

aleqsa
რატომღაც რედუქტორი მგონია, სიჩქარის ესეთი მკვეთრი თამაში. შენი მონაყოლიდან ურედუქტოროთ, რომ ისროდი არ გქონდა ცუდი შედეგები, ხომ ესეა? და დამრტყმელი მაშინ რა შუაშია?

პოსტის ავტორი: aleqsa May 12 2018, 10:59 PM

ციტატა(giga2010 @ May 12 2018, 11:53 PM) *
aleqsa
რატომღაც რედუქტორი მგონია, სიჩქარის ესეთი მკვეთრი თამაში. შენი მონაყოლიდან ურედუქტოროთ, რომ ისროდი არ გქონდა ცუდი შედეგები, ხომ ესეა? და დამრტყმელი მაშინ რა შუაშია?



კი გიგა, მაშინ ქრონი არმქონდა და როდესაც რედუქტორი და რვიანი მოვხსენი ერთბაშათ შეკრა ჯგუფი ასეთუისე, მარა სამი დღის უკან რომ გავტესტეთ ქრონზე ურედუქტოროდაც ქონდა ვარდნები სიჩქარეშე 8-10 მ.წმ. -ით. ამ ფონზე ის ჯგუფები რაც მაშინ დავდეთ მართლაც მიღწევათ შეიძლება ჩავთვალო გამოდის smile.gif

პოსტის ავტორი: MonSoon May 12 2018, 11:06 PM

ციტატა(ale @ 12th May 2018 - 11:28 PM) *
პ.ს. სხვათაშორის ამ ჩემმა მეგობარმა ქართველ აირგანელებს გამოწვევა გადმოგვიგდო და პასუხს ელოდება,

ქვის ხანა ჰგონია მაგას მემგონი ჩვენთან. უთხარი ცივი წყალი გადაისხი გამოწვევას ის არ მივიღებთო. მეტი საქმე არ ჰქონდა ვიდეოს რო იღებდა სპეციალურად რა. დამცინავი ამბავია, უფრო აზრიანი რაღაცეებით დაკავდიო მოახსენე.

პოსტის ავტორი: sekurifa May 12 2018, 11:07 PM

ციტატა(ale @ 12th May 2018 - 11:28 PM) *
როდესაც გადატენი თოფს და სასროლად მოამზადებ ვიდრე გაისვრი ის გარე ლითონის ცილინდრი უნდა გაწიო წინ ლულისკენ და ისე ისროლო, არვიცი რატომ მარა ესე ორი მოქმედება იყო საჭირო გასასროლად

ეგ ორი მოქმედება იჟ-61 კონსტრუქციისთვის არის. უკან მოწევ და ქარხნული მიმწოდებელიც მოყვება, დამრტყმელი შეყენდება ხოლო მიმწოდებელი ხომუნდა გაიწიოს წინ რომ ტყვია შედოს ლულაში. ხოდა ეგ ცილინდრიც მიტო მიდის წინ და მიაქვს მიმწოდებელი. მაგ ცილინდრის მოსაზიდ სახელურს უკავშირდება ქარხნული მიმწოდებელი იჟის.


ახლა კი შენ იჟ-60 ის ვარიანტი გაქ უკვე. ანუ დამოუკიდებელი ვარიანტი ცალტყვიანის. ეგ უფრო კარგია თავისთავად. ჩემი აზრით იჟებზე

პოსტის ავტორი: aleqsa May 12 2018, 11:16 PM

MonSoon

ციტატა(bedo @ 13th May 2018 - 12:06 AM) *
დამცინავი ამბავია, უფრო აზრიანი რაღაცეებით დაკავდიო მოახსენე.


დამცინავია თუ დამამცირებელი ჩვენგან მაინც ყველავარიანტში საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს და შემდეგ გამოჩნდება ვინ რა პოზაში აღმოჩნდება wink.gif
ქვის ხანას რაც შეეხება აშკარად მასე გონია თორე 25მ. დისტანციას არ "გვაკადრებდა" ალბათ??? smile.gif

sekurifa

კი მართალიხარ, ამ შემთხვევაშიც ვინარჩუნებ იმის შესაძლებლობას რომ გაუქმებული სროლისას დამრტყმელი დავუშვა და შემდეგ როცა მომინდება ისევ შევაყენო ისე რომ ზედიზედ მეორე ტყვია არ შევიტანო ლულაში.

მგონი შენც ზუსტად ეს გინდოდა ხო სკუნზე?

პოსტის ავტორი: MonSoon May 12 2018, 11:31 PM

ციტატა(ale @ 13th May 2018 - 12:16 AM) *
დამცინავია თუ დამამცირებელი ჩვენგან მაინც ყველავარიანტში საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს და შემდეგ გამოჩნდება ვინ რა პოზაში აღმოჩნდება
ქვის ხანას რაც შეეხება აშკარად მასე გონია თორე 25მ. დისტანციას არ "გვაკადრებდა" ალბათ???

კაი ალექს რა. ვის გამოუგზავნა ? 2 კაცს აჩვენა ?

მეც გავუგზავნი რო ვიცნობდე მაგ ტიპს ეგეთ გამოწვევას. რაა მერე, უნდა მეგონოს რო 2-3 კაცი ვისაც ვეტყვი იმატ იქით არ არსებობს მსროლელი ?

ციტატა(ale @ 13th May 2018 - 12:16 AM) *
დამცინავია თუ დამამცირებელი ჩვენგან მაინც ყველავარიანტში საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს და შემდეგ გამოჩნდება ვინ რა პოზაში აღმოჩნდება

შენ არ გაგიგია არასოდეს ეკამათო სულელს თორე მის დონემდე დაეშვებიო ?

ციტატა(ale @ 13th May 2018 - 12:16 AM) *
ქვის ხანას რაც შეეხება აშკარად მასე გონია თორე 25მ. დისტანციას არ "გვაკადრებდა" ალბათ???

25 მეტრი კიბატონო მარა მეორე მომენტიც არის, ვიღაც თემურა რო გიწვევს, ვინ ჩემი ფეხებია რო ვთქვათ სიმართლე. ეგაც არ მყავდეს matt dubber_ი.

პოსტის ავტორი: aleqsa May 12 2018, 11:55 PM

MonSoon


ციტატა(bedo @ 13th May 2018 - 12:31 AM) *
შენ არ გაგიგია არასოდეს ეკამათო სულელს თორე მის დონემდე დაეშვებიო ?


აკი ვთქვი ს ა კ ა დ რ ი ს ი პასუხი უნდა გავცეთთქო, საკადრის ნიშნავს შენცკი არ დაიმცირო თავი არამედ მიახვედრო როგორც შენ ამბობ სულელს რომ სულელია და თავის ადგილზე უნდა მოსვა, მარა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაგას როგორც ვატყობ თავი matt dubber თუარა, ძაან მაგარი ჰგონია და უნდა გავაგებინოთ რომ არც ჩვენავართ "ჯაბანნი" smile.gif
ყოველ შემთხვევაში 25მ. ზე კიარადა 35მ.-ზე გავუკეთებ ზუსტად იგივე უკეთეს თუარა დახვრეტილ ფურცელს, უწყვეტი ვიდეოთი გადაღებულს როგორც თვითონ სურს გავუგზავნი და თავს სულაც არ ვიგძნობ დამცირებულად smile.gif wink.gif

პოსტის ავტორი: sekurifa May 13 2018, 12:00 AM

aleqsa
დამრტყელის წონა რამდენია ახლა? და ფტოროპლასტი დამრტყმელად კარგია ვითომ? კაპრონი არ ჯობდა? სიმართლე ვთქვა არ მინახავს ჯერ ფტოროპლასტის დამრტყმელი. ფოლადის არ გინდოდა?

და კიდევ რა გამოწვევაზეა საუბარი ვერგავიგე. რამე ვიდეო გაქვს იუტუბზე დადებული? მეც მაინტერესებს

პოსტის ავტორი: aleqsa May 13 2018, 12:16 AM

ციტატა(sekurifa @ May 13 2018, 01:00 AM) *
aleqsa
დამრტყელის წონა რამდენია ახლა? და ფტოროპლასტი დამრტყმელად კარგია ვითომ? კაპრონი არ ჯობდა? სიმართლე ვთქვა არ მინახავს ჯერ ფტოროპლასტის დამრტყმელი. ფოლადის არ გინდოდა?

და კიდევ რა გამოწვევაზეა საუბარი ვერგავიგე. რამე ვიდეო გაქვს იუტუბზე დადებული? მეც მაინტერესებს


წონით არ ამიწონია. ერთი კი გამახსენდა ეხლა შენს კითხვაზე. როდესაც იჟ-61 ის ეყენა და იმ ლითონს წინ მივწევდი და მარტო პლასტიკის დამრტყმელი ურტყავდა აშკარად ვატყობდი თვალითაცკი რო მინიმუმ მეორე დარტყმასაც აკეთებდა, აი როცა უკვე ზამბარა მოვჭიმე და მძიმე წონით ურტყავდა აშკარად აღარ ემჩნეოდა განმეორებითი დარტყმები. ამაზე არვიცი, ვნახოთ ხვალ რას იზავს???

გამოწვევას რაც შეეხება იმ ტიპმა ვინც ეს კრუგერის ნაწილები მიმაწოდა ვლადიკავკაზიდან, ვაიბერზე ვიდეო გადმომიგდო 25მ.-ზე თავისი სროლის და აბა მანდ თუ ხართ ვინმე მაგრები ესე ქენითო შემომითვალა smile.gif wink.gif



არვიცი ამ ფურცელზე რა მოეწონა და საამაყო რა ქონდა (25 მეტრისთვის ვფიქრობ ძალიან ბევრი აცდენებიაქვს) მარა ფაქტია ხელთათმანი ისროლა smile.gif

პოსტის ავტორი: userman May 13 2018, 07:46 AM

aleqsa

ციტატა(ale @ 12th May 2018 - 11:28 PM) *
სხვათაშორის ამ ჩემმა მეგობარმა ქართველ აირგანელებს გამოწვევა გადმოგვიგდო და პასუხს ელოდება, იმედიმაქვს ახლო მომავალში ამ ჩემი გიჟ-კრუგერათი საკადრის პასუხს დავუბრუნებ,


მეტი რაღა გინდა, კრუგერი მიწასთან გამისწორესო არ უთხარი ? smile.gif smile.gif რომ არა ჩემი დიდი მცდელობა , მართლა გადასაგდები იქნებოდო თქო...

იმის ნასროლებს , რაც შეეხება 25 მეტრისთვის , ვაღიარებ ნამდვილად არაა ცუდი შედეგი, თუმცა დაუმტკიცებ , მაგ მანძილზე სტაბილურად მივიღებ მაგაზე არანაკლებ ჯგუფს . 16 ჯოულითაც და 24 ჯოულითაც .

პ.ს. მემგონი წვალება დაგიფასდა ... მასე გააგრძელე !

პოსტის ავტორი: userman May 13 2018, 08:11 AM

aleqsa

მარტო პირველი ნაწილი მქონდა ნანახი ვიდეოსი . რომელიც ასე ვთქვათ არ იყო ცუდი , მაგრამ მერე რაც ისროლა ... კომენტარის გარეშე smile.gif


პოსტის ავტორი: aleqsa Jul 7 2018, 11:55 PM

კრუგერის ახალი "ბულკა" smile.gif

საკმაოდ კომპაქტური და სიმძლავრის დიდი რესურსით!!!



ესეიგი იუთუბის ვიდეოს დადების დროს, ლინკში თუ 2 ტოლობის (=) ნიშანი ურევია არაფრით არ იდება ფორუმზე ვიდეო!!!
ან მე ვერ ვაკეთებ რამეს სწორად?


პოსტის ავტორი: aleqsa Sep 3 2018, 10:35 PM

საღამო მშვიდობის!!

გუშინ "გიჟუამ" ძალიან მასიამოვნა, ხოდა მეც გადავწყვიტე მისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და ახალი "ფეხები" მივარგე smile.gif wink.gif

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 29 2020, 03:02 PM

გამარჯობათ მეგობრებო!!!

მოკლედ ცოტა თავისუფალი დრო გამომიჩნდა და... smile.gif მინდა გაჩვენოთ ამ თოფმა რა ტრასფორმაციაც განიცადა smile.gif

იმედია თქვენც მოგეწონებათ??...


მოკლედ ვისაც არ გახსოვთ გაჩვენებთ სულ თავიდან საიდან დაიწყო ყველაფერი:




იყო ეს ვაჟბატონი, ხოლოთ აქ 3დ. პრინტერზე დაბეჭდილი პატარა ცევიო არ უკეთია

შემდგომ ამისა რაც ლოტერ ვალტერის ბლანკი ჩამომივიდა და ჯაჯას დიდი შრომის შემდეგ კიდევ რაღაც რაღაც წვრილმანებიც დავამატეთ დადგა ეს ბიჭი:






მარა შემდეგ როგორც ყოველთვის რაღაც არ მომწონდა ეს 3დ. პრინტერით დაბეჭდილი ცევიო და ლოყის სადები და გადავწყვიტე ხით ჩამენაცვლებინა...
ბევრი ძებნის შემდეგ (კაკალი მინდოდა) ენერჯიმ მაჩუქა სამასალე კაკალი და აქ მეორე პრობლემას წავაწყდი, მერავინ ვერ ვნახე სწორი ღარი რომ ამოეღო ფრეზით 40მმ. ის ნახევარმთვარე, რომ რეზიკზე ქვემოდან ამომეკრა ცევიო ლამაზად..
აქაც ისევ მეგობარი დამეხმარა და ეგ ღარი ცეენცეზე ამოაღებინა და შემდეგ თავისი ფრეზით ამომიღო სამაგრისთვის რგოლების ღრმულები...
ასერომ მეგობრების დახმარებით და შემდეგ უკვე გარედან ფორმის მიცემა და დამუშავების რამდენიმე დღიანი შრომის შედეგად შევძელით ასეთი ცევიოს მიღება:














ამ პროცედურების და 320-500-600 და 800 ზუმფარებით დამუშავების შემდეგ დადგა ჯერი უკვე კითხვისა ლაქით დამუშავება თუ ზეთით???
ამ საქმის დაწყებიდანვე, აი სულ თავიდანვე ვფიქრობდი ამ საკითხზე და ლაკით დამუშავება ყველაზე ნაკლებად მხიბლავდა, მიუხედავად დამუშავების სიმარტივიდან გამომდინარე, სულ რაღაც მაქს 3 ფენად წავუსვავდი და ვსიო, მარა ისევ ზეთით დამუშავება ავირჩიე და არც შევცდარვარ, რამდენიმე ფენა ბალისტოლის სპეციალური კონდახის ზეთი გადავუსვი წითელი შეფერილობის და მაგის შემდეგ უკვე იგივე ბალისტოლის უნივერსალი ზეთუს უამრავი ფენა თვლა ამერია იმდენჯერ წავუსვი ის ზეთი, საქმე იმაშია ახალ გადასმულზე ის ბლიკი რის მიღებასაც ვცდილობდი იდეალური იყოხოლმე მარა რამოდენიმე დღეში ზეთი რომ ჩაშრებოდა ის ბლიკიც იკარგებოდა და შემდეგ უკვე ბუნდდებოდა კაკლის ფაქტურაც...
ბევრი კითხვა ძიების შემდეგ ისევ ის ჩემი მეგოიბარი დამეხმარა და რაღაც ზეთი მომცა სანთელში არეული, რა ზეთი იყო ან რომელი სანთელი თვითონაც არ იცოდა მაგასაც სხვამ მისცა და შესაბამისად ვერც მე ვერ მითხრა, ვიზუალურად ეს ნარევი მასა ერბოს წააგავდა და შეცხელება დაჭირდა რომ გათხიერებულიტო წასასმელად, შემდეგ ეს გათხელებული მასა შალის ნაჭრით გადავუსვი სულ ერთი ფენა და...
მოკლედ ასეა თუ ისე საბოლოო შედეგი ზუსტად ის მივიღე რასაც მე ვეძებდი smile.gif











ხოდა ესეც უკვე თოფის საბოლოო სახე რაც მივიღე smile.gif



















ესეც ასე, მე კმაყოფილი დავრჩი ვიზუალით და ამ თოფის სროლის შედეგებსაც ნახავდით ალბათ გიოს თემაში??

თუარადა აგერ დავდებ ლინკს:
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=4042&pid=160270&st=0&#entry160270

აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს ვინც ამ საქმეში დამეხმარა, გაიხარეთ ძმებო დიდი დიდი მადლობა smile.gif

მშვიდობა მოგვცეს ყველას უფალმა და მადლობა ყურადღებისთვის!!

პოსტის ავტორი: NRG Mar 29 2020, 06:27 PM

მაგარია ალექს სრულყოფილებამდე მიგიყვანია, ფაქტიურად პროექტი შეგვიძლია ვუწოდოთ, ყველაზე მეტად მსიამოვნებს ვიზუალისა და შედეგის ერთნაირად კარგად დასრულება, აბა შენ იცი ბევრი ისიამოვნე მაგ ფიშტოთი და სხვა უკეთესებიც გქონოდეს

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 30 2020, 02:29 PM

იმედია გახვედი ბოლოში, ვიზუალი მშვენიალურია, შედეგები ახურიხიტელნია.... ერთადერთი მე პირადად დამენანებოდა ეგ შტუკა ბუნებაში სათრევად, ნამეტანი კოპწიოა და შემეშინდებოდა ნაკაწრების

მოკლედ მშვიდობაში

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 30 2020, 05:18 PM

ja_ja


NRG


გაიხარეთ ბიჭებო, მადლობა smile.gif

კი ჯაჯა მოფრთხილება თავისთავად გამომივა, ბუნებაში სათრევი და სანადირო თოფი ნამდვილად არ გამოვიდა სიგრძიდან გამომდინარე და მაგიდიდან სამიზნეებზე სროლამ კიდევ არამგონია ძალიან გამიფუჭოს wink.gif

პოსტის ავტორი: okela84 Mar 30 2020, 08:27 PM

ძაან მაგარია ყველაფერი. ერთადერთი მხოლოდ ტიკის ზეთს წავუსმევდი ლაქის მაგივრად.

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 31 2020, 12:59 PM

okela84

არ წაგიკითხია ოკელ ზემოთ ტექსტი ეტყობა? smile.gif

ლაკი არაა ოკელ სწორედ ზეთი უსვია, სანთლიანი ზეთი და მაგითაა გაპრიალებული wink.gif


პოსტის ავტორი: okela84 Mar 31 2020, 02:06 PM

aleqsa
ახალ წასმულზე კი გავს ხოლმე ეგ ლაკს და ალბათ ცოტა ხანში ოდნავ შეშრება ზედაპირი გამატოვდება და უფრო მოუხდება კიდეც

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services