Centerpoint Optics 4-16x40 Adventure Class, კიდევ ერთი ოპტიკა თბილისში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Centerpoint Optics 4-16x40 Adventure Class, კიდევ ერთი ოპტიკა თბილისში |
Jul 11 2009, 10:20 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მოკლედ ვაგრძელებ ნიუსების დაყრას, თუ აკვირდებით ნაწილ ნაწილ ვყრი რომ პაწა ინტერესი შევინარჩუნო ფორუმზე, კაი მამაძაღლი ვარ არა ადრე შეიძლება ზოგიერთმა მოკარით ყური / თვალი რომ მინდოდა სანადიროდ რაიმე მსუბუქი ოპტიკა და არა ჩემი უნივერსალური (რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ ქაღალდზე სროლისას, მაგრამ სანადიროდ ეს ოპტიკა ვერ წავა, ჯერ მეცოდება, მერეადა მძიმე და დიდია). მოკლედ ვიყავი არჩევანის წინაშე, ამერჩია Leapers Golden Image 3-9x32AO თუ Centerpoint Optics Adventure Class 4-16x40. მათი შეძენის სურვილი და განსხვავებები ჩამოყალიბებული. დამძლია 16x-მა და ვითრიე მეგობრის ძმისგან Centerpoint Optics Adventure Class 4-16x40 (მეგობარს ვეძახი, თუმცა ერთერთ სამსახურში ჩემი უფროსი, იყო, იმდენად კაი კაცია რომ დღემდე კაი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან). ჩამოსვლისთანავე რამდენიმე სასიამოვნო სიურპრიზი და რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი დამხვდა. მაგრამ ყველაფერს ნელნელა მივყვეთ. ოპტიკის ძირითადი პარამეტრებია: 1) ჯერადობა - ცვალებადი 4x16 2) გამომავალი მილის ზომა - 40 მილიმეტრი 3) მთლიანი სიგრძე - 36.83 სანტიმეტრი (მზის კეპი არ მოყვა, შეიძლება არც მოყვება, შეიძლება ხელზე ნაყიდი რომაა იმიტომ არ მოყვება) 4) წონა - 532 გრამი 5) პარალაქსის გასწორება - 5 იარდიდან (ანუ 4.5 მეტრიდან, ეს სრული სიურპრიზი იყო, არ დავმალავ - საკმაოდ სასიამოვნო) 6) 1"-იანი მილი 7) 5 დონიანი ილუმინაცია მწვანე და წლითელი 8) ბადე - Mil-dot ბადე განთავსებულია უკანა ფოკალში, შედეგად რომელ ჯერადობაზეა რეალური მილდოტი არ ვიცი, იმედია ნელნელა გავარკვევ (რეალური მილდოტი ნიშნავს ფორმულის დაცვას - მანძილი = მიზნის სიმაღლე მეტრებში *1000/სამიზნის სიმაღლე მილებში, ეს ფორმულა ყველა ჯერადობაზე არ მუშოაბს, ანუ იცვლება და ყველა ჯერადობაზე სხვადასხვა ფორმულა მუშოაბს, რომელზე რა ფორმულაა, ამას უკვე ექსპერიმენტები მიჩვენებს) 9) MOA- 1/4 კლიკი 100 იარდზე 10) ბარაბნები - ტაქტიკური ბარაბნები 11) ბარაბნების ჩაკეტვის სისტემა - Zero lock/reset 12) წყალგაუმტარი, ანტინისლიანი, ყანყალმედეგი (Nitrogen-filled, Shockproof, Fogproof, Waterproof) დამატებით მოყვა დამცავი ჩამოსაცმელი პრობკები, საფირმო შავი ნაჭერი, არ ვიცი რისთვისაა, ბევრი მაკულატურა, Weaver-ის რინგები (ამას კი ვფიქრობდი, თვითონ მფლობელმა არ იცოდა რა რნგები იყო, ბოლო მომენტამდე იმედი მქონდა რომ მერცხლის კუდზე ჩამოვიდოდა. ეჰ... გატეხა, მაგრამ Weaver-ი ჩამოვიდა ) ჰო კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი, მოყვა დაშლადი ბიპოდი, როდესაც ფოსტით მეგობრის ძმას ვესაუბრებოდი, ამ ბიპოტზე ხსენებაც არ ყოფილა ასე რომ არც კი ველოდებოდი, საკმაოდ კაი რაღაცაა, დაკეცილია 3 ნაწილად, მოაძრობ დახვეულ ღვედს და თვითონ წამებში სწორდება, ლამის 1 მეტრიანი ბიპოდი იჩითება. მოკლედ მე რომ სამფეხა გავაკეთე ტოტებისგან მეორე შეხვედრისას, რაღაც იმდაგვარია. მაგრა ვიხალისე, რამდენად გამოყენებადია ჯერ არ ვიცი. მოკლედ ბიპოდის და Weaver-ის გამო ვთვლი რომ გამომიგზავნეს თუ მართლა ეგაა მაშინ მაგრა იაფად გამოვძვერი, იმიტომ რომ 120$-იანი ოპტიკა დავიადე 70$-ად პლიუს ტრანსპორტირების საფასური, ნუ მაქსიმუმ თბილისამდე 80$-მდე დაჯდა. თუ მართლა ის ოპტიკაა რასაც ვთვლი მაშინ 40-50$-ი მომიგია მაგრამ ხელზე ნაყიდს აქვს რამდენიმე სხვა მინუსიც, არ მოყვა რინგების გასაღები (ჩემი ვექტორის გასაღები მშვენივრად წავიდა, იდეაში ერთი სტანდარტია), მოყვა რაღაც ბალისტიკური ცხრილი, მაგრამ იმდენად დაკუჭულია რომ... რინგები ნაწვალებია, ვინტების ადგილებზე ეტყობა ოდნავ მოცვეთა, ალბათ არაერთხელ მოჭერილ მოხსნილია. კაი ბატონო გადავიდეთ ფოტორეპორტაჟზე. ისე სანამ დავიწყებ ერთი დიდი თხოვნა მექნება JAH-თან, თუ ამ თემას კითხულობ, იქნება ერთ პოსტში ჩასასმელი სურათების და სიცილაკების რაოდენობა გაზარდო რა, დიდი მიმოხილვის ჩასმა არ გამოდის ხოლმე, 2-3 თემად გატეხვა კი რაღაც ნიტოა. ამჯერად გატეხვა მომიწევს, იმიტომ რომ 18-19 სურათი მიგროვდება, ერთ პოსტში კი მგონი 10-ზე მეტის ჩასმა არ არის ნებადართული. კაი დავუბრუნდით ჩვენს ბარტყებს: ეს არის ოპტიკა, საკმაოდ კარგი რაღაცაა, მიუხედავად თავისი ეკონომ კლასისა, მსუფუქია და მოხერხებული, პლიუს არც ისე დიდია. მოკლედ ისაა რაც მინდოდა საზიზღარი რინგები, ვერაფერში ვერ გამოვიყენებ, ვერც ჩემს დისკოზე და ვერც დაგეგმილ მარადიორზე. სხვათაშორის თუ ვინმეს გჭირდებათ გაგიცვლით მერცხლის კუდზე არსებულ რინგებში, ჩუქებით ნუ მიწყენთ ვერ გაჩუქებთ, თუ ვერ გავცვალე ყველასათვის ცნობილ საბარიგო საიტზე გავასუხარებ . მიუხედავად იმისა რომ რინგებს ვერ გამოვიყენებ უნდა ავღნიშნო რომ კაი რინგებია, შიგნიდან რაღაც აბრეშუმივითა აქვს ამოფენილი, ალბათ ოპტიკის მილი რომ არ დაკაწროს. ჩემი ვექტორის რინგებს ეგეთი რამ არ აქვს. თავზე და ბოლოზე ჩამოსაცმელი დამცავი პრობკები. დიდი არაფერია, აღწერად არ ღირს, ეგრევე გადავდივართ შემდეგ შტუკებზე ერთად დავყრი რამდენიმეს რადგან ცალცალკე განხილვას აზრი არა ქვს რაღაც ბალისტიკური ცხრილი, ელემენტი უაზრო გაფრთხლებით რომ ილუმინაცია ჩართული არ უნდა დატოვო (სუფთად ამერიკელებზეა გათვლილი) და რაღაც საფირმო ტილო, ვერ გავიგე რისთვისაა, ლინზების გასაწმენდათ წესით უფრო წმინდა და სუფთა ნაჭრები გამოიყენება იმხელა არაა რომ ოპტიკა შეახვიო, მოკლედ ვერ გავიგე დანიშნულება ოპტიკის სხვადასხვა ხედები, არსებული სამი ბარაბნებიდან მარცხენა არის ილუმინაციის, ზემოთა არის ზემოთ/ქვემოთ გასასწორებელი, და მარჯვენა არის მარჯვნივ/მარცხნივ გასასწორებელი. პარალაქსის გასწორება ყველა ბიუჯეტური ვერსიის ვარიანტში წინა ლინზაზე აქვს გადატანილი.
| |
> |
|
|
Jul 11 2009, 10:21 PM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ბარაბნები მიუხედავად იმისა რომ ბიუჯეტური მოდელია საკმაოდ კარგად წკაპუნობს, მართალი გითხრა არ მოველოდი. ასევე ბარაბნებს აქვს ჩამკეტი Zero lock/reset . ანუ ვთქვათ გაასწორე ბარაბნები რაიმე პოზიციაზე, აიღებ და ბარაბნის ძირს არსებულ რგოლს მოუჭერ, შედეგად ბარაბნის გადატრიალება შეუძლებელი ხდება. ახლა თუ ძალიან ძალას იხმარ მაინც დაატრიალებ. იდეაში ეს ალბათ იმისთვისაა საჭირო რომ არ აირიოს ბარაბნების პარამეტრები ხეიტალისას რადგან მოშვებულ მდგომარეობაში ბარაბნები ძალიან იოლად ტრიალებს. ეს მინიმალური პარალაქსის გასწორების ფაქტი , სასიამოვნოა, სახლის პორობებშიც კი შეიძება გასწორება. ჩინეთი ჩვენი თავის ტკივილია ნეტა რამე თუ გამოდის ისეთი რასაც ეწერება მეიდ ინ ზაგრანიცა, ოღონდ არა china. ეს ილუმინაციები, ვიტყოდი რომ ზედმეტად კაშკაშაა. იმდენად ზედმეტად კაშკაშაა რომ მაქსიმუმზე დოტები პლაქტიკულად ერთ ხაზად გეჩვენება (კი ჩანს წერტილები მაგრამ...), ჰო აქვე გაირკვა მანუალიდან რომ მწვანე ფერს მიაქვს ყველაზე მეტი ინერგიაო, და თუ წითელი ირთვება და მწვანე არაო, ესეიგი ელემენტი დაჯდაო და უნდა გამოცვალოო, ეს კაი ინფო იყო აქამდე არ ვიცოდი. ისე საერთო ჯამში რეალობიდან გამომდინარე, მიუხედაბვად იმისა რომ დიდი გამოცდილება ოპტიკაში და ნადირობაში არ მაქვს, ამ ილუმინაციის პრაქტიკულ აზრს ვერ ჩავწვდი, რისთვის გამოიყენება და როდის.... რავიცი მე ჯერ ვერ ვუპოვე გამოყენება. ერთადერთხელ ვცადე მუქი მიწის ფონზე გამოყენება როდესაც ბადე არ ჩანდა, მაგრამ იმხელა მზე იყო რომ ილუმინაცია პრაქტიკულად არ ჩანდა. აქ შევეცადე მინიმალურ ჯერადობაზე ანუ 4x-ზე გადამეღო რაიმე ობიექტი. პირველ სურათში რომ ჩანს ამოშვერილი რაღაც ანტენესავით ისაა ნაჩვენები მეორე სურათზე რამსიშორეზეა. მაქსიმალური გადიდების შემხთევვაში ხელი ვერ გავაჩერე რომ იგივე ობიექტი გადამეღო, ასე რომ ეგ ექსპერიმენტი ჩაიშალა და ბოლოს დაკეცილი და გახსნილი ბიპოდი. რამდენად პრაქტიკულია ამას მოგვიანებით შევამოწმებ, თან თუ იმხელაა რაც პირამიდის სურათზეა გამოსახული.... მოკლედ მგონი სუფთად სანადირო პონტია. დროა დავაჯამოთ ამ ოპტიკის შედეგები. პლიუსები: 1) იაფი დაჯდა 2) მიუხედავად ხელზე ნაყიდვისა კაი კომპლექტაცია გააჩნია 3) პატარაა, მსუბუქია და დიდი ჯერადობა აქვს 4) მინიმალური დისტანცია პარალაქსის გასასწორებლად, ამაზე პატარა მე ჯერ არ მინახია 5) კომპლექტში რინგების არსებობა 6) მე რომ Weaver-ის დასამაგრებელი მქონოდა პრაქტიკულად მზადაა დასაყენებლად და სასროლად. მინუსები: 1) ბიუჯეტნიკია და შესაბამისად მაქსიმალურ ჯერადობაზე საგრძნობლად მუქდება გამოსახულება 2) ისევ და ისევ Weaver-ის რინგები, პირადად ჩემთვის მინუსია 3) არ მოყვა გასაღები და სათადარიგო ჭანჭიკები, მე მგონი უნდა მოყოლოდა, რადგან სხვა რაც ჩამოვიდა ბიჭებისთვის იმათ ყველას მოყვა კომპლქტში, თუმცა ეს შეიძლება იმის ბრალია რომ ხელზეა ნაყიდი და არა პირდაპირ მაღაზიაში. 4) პარალაქსის გასწორება ბარაბანზე არაა, წინა ცხვირზეა გადატანილი ესეც ასე ჩემი ბატონოოო, მე ამით დავამთავრე ეს მიმოხილვა, იმედია რაიმეში გამოგადგებათ ეს სტატია ველი თქვენს გამოხმაურებებს.
| |
> |
|
|
Jul 11 2009, 10:31 PM
პოსტი
#3
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
ვააა მაგარია, გილოცავ გილოცავ აბა სულ კაი კაი ნადირობაში და გართობაში ბიპოდი მომეწონა , ადრე ეგ დისკოსაც მოყვენოდა პირამიდზე თუ იყიდდი ოო აი სიცილაკების და სურათების ამბები მეც მაწუხებს ძალიან ცუდია უკვე დაწერილ პოსტზე სიცილაკების შლა
| |
> |
|
|
Jul 11 2009, 10:36 PM
პოსტი
#4
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,811 რეგისტრ.: 11-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 110 |
გილოცავ, მშვენიერი რამეა როგორც ყოველთვის შენი რეპორტები მოწოდების სიმაღლეზეა, მადლობა ასეთი ვრცელი ინფოსთვის
| |
> |
|
|
Jul 12 2009, 01:34 AM
პოსტი
#5
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 |
კარგი რამეა, მშვიდობაში ჯა_ჯ! ისე, ვეხტორას რინგები არ გამოგადგება მაგის დასამონტაჟებლად დისკოზე? კი, თავის ტკივილია მაგათI მოხსნა, მერე ამაზე გადმოყენება, მერე რომ დაგჭირდეს ისევ უკან დაბრუნება მაგრამ...
| |
> |
|
|
Jul 12 2009, 04:20 AM
პოსტი
#6
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Members პოსტები: 3,232 რეგისტრ.: 1-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D წევრი №: 33 |
ჯაჯა გილოცავ ახალ შენაძენს ჩემი რინგებიც ზუსტად ეგეთია კარგი რამეა მაგრამ ცუდია რომ არ გადგება
| |
> |
|
|
Jul 12 2009, 05:31 AM
პოსტი
#7
|
||
გურუ ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 |
აბა ვნახოთ საქმეში როგორი იქნება
| |
> |
|
|
Jul 12 2009, 07:10 AM
პოსტი
#8
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 12th July 2009 - 02:34 AM) ისე, ვეხტორას რინგები არ გამოგადგება მაგის დასამონტაჟებლად დისკოზე? არა არ გამოადგება. ვექტორის რინგები 30 მმ მილზეა, ამას კი 1"-იანი მილი აქვს (ანუ 2.55მმ)
| |
> |
|
|
Jul 12 2009, 07:36 AM
პოსტი
#9
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ესეც ჩემი საბრძოლო ბიჭები ერთად
| |
> |
|
|
Jul 12 2009, 11:03 AM
პოსტი
#10
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
ja_ja რა ვაჟკაცები გყავს
| |
> |
|
|
Oct 31 2009, 11:14 PM
პოსტი
#11
|
||
მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 806 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 147 |
დღეს ჩამოვიდა ჩემი ოპტიკაც ჯა_ჯა იმდენად კარდაგ აქვს ამ ოტიკაზე ყველაფერი დაწერილი ვერეაფერს ვერ დავამატებ ერთადერთი შემიძლია დავდო სურათები თუ როგორ გამოიყურება ქარხნულად შეფუთული ესეც გახსნილი რაც მოყვა ყველაფერი აქ არის
| |
> |
|
|
Oct 31 2009, 11:22 PM
პოსტი
#12
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი |
dawiti გილოცავ მეც მაგნაირი შევუკვეთე და ველოდები
| |
> |
|
|
Oct 31 2009, 11:25 PM
პოსტი
#13
|
||
მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 806 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 147 |
დიდი მადლობა ძალიან კარგი ესე იგი ესეთი ოპტიკა მალე 3 იქნება თბილისში ერთი მინუსი რაც აქვს ეგ არის რომ პარალაქსი გვერდიდან არ სწორდება
| |
> |
|
|
Oct 31 2009, 11:39 PM
პოსტი
#14
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Members პოსტები: 3,232 რეგისტრ.: 1-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D წევრი №: 33 |
dawiti გილოცაავ!
| |
> |
|
|
Nov 1 2009, 12:37 AM
პოსტი
#15
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
dawiti ვაა გილოცავ , მაგარია , აბა როდის მივდივართ სანადიროდ?
| |
> |
|
|
Nov 1 2009, 10:08 AM
პოსტი
#16
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
geojorjika ციტატა(giorgi @ 1st November 2009 - 01:37 AM) ვაა გილოცავ , მაგარია , აბა როდის მივდივართ სანადიროდ? დათკას დისკო შენი დისკოსგან განსხვავებთ ჩუმია, უკეთესი ოპტიკა აქვს და... მოკლედ დაგჩაგრავს
| |
> |
|
|
Nov 1 2009, 10:30 AM
პოსტი
#17
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
ციტატა(ja_ja @ 1st November 2009 - 11:08 AM) უკეთესი ოპტიკა აქვს და სერიოზულად ამბობ მაგას? თუ ღადაობ?
| |
> |
|
|
Nov 1 2009, 11:10 AM
პოსტი
#18
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
ja_ja შენ მაგაზე არ ინერვიულო , აბა ვნახოთ ვინ ვის დაჩაგრავს
| |
> |
|
|
Nov 1 2009, 03:00 PM
პოსტი
#19
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,811 რეგისტრ.: 11-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 110 |
აუუუუ ბიპოდიიიიიიიიიი ისე, ვინმე გაყიდვას თუ გადაწყვიტავთ, ან შეკვეთის დროს ბიპოდი გკიდიათ, წილში ჩაგიჯდებით და ბიპოდის ფულს გადაგიხდით... ჰაააა დაფიქრდით აბაა, ვინ უკვეტავს ბიპოდი მინდაააააა
| |
> |
|
|
Nov 1 2009, 07:36 PM
პოსტი
#20
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
Jah ციტატა(Jah @ 1st November 2009 - 11:30 AM) სერიოზულად ამბობ მაგას? თუ ღადაობ? ჯერადობაში ჯორჯიკას ოპტიკას ჩაგრავს, ოღონდ სტატიკურ მდგომარეობაში, მაგალიტად ერთხელ ყველა რომ ვიყავით გასული და 50 მეტრზე ნაძვნარში ვისროდით Davitus-ს გაუჭირდა 9x-ით სამიზნის გარჩევა, geojorjika 10x-მა გაქაჩა და ხედავდა, მაგრამ ამ ოპტიკით ნასინჯი მაქვს და 50 მეტრზე გაცილებით, გაცილებით უკეთესად ხედავ სამიზნეს და რაც მთავარია არჩევ თვითონ სამიზნის რგოლებსაც და ნატყვიარებსაც ხედავ, რაც 9 და 10x-ზე შეუძლებელია. თუ საქმე საქმეზე მიდგა და მოძრავ ობიქტზე გასასწორებელი იქნება ოპტიკა, ..... ჰო მანდ dawiti წააგებს. ეგ მეც ყელში ამომივიდა მაგ ოპტიკაზე, ისროდი 10 მეტრზე და ახლა 25 მეტრზე ისვრი, ეცი წინა ლინზას და ატრიალე, მერე ჯერადობა შეცვალე პარალაქსის გასასწორებლად ისევ ატრიალე წინა ლინზა, ეგ რა თქმა უნდა მომაბეზრებელია და არაეფექტურია, მარა.... მარა არის ისეთი კრიტერიულები რაც არის ფინანსები და ჯერადობა, რა თქმა უნდა სად 30 მილიმეტრი და სად 1 დუიმიანი ლინზა, მაგრამ დათკამ ეგ მანამდეც იცოდა, ფინანსები სხვა საშუალებას არ აძლევდა, ასე რომ მინიმალურ ფასად და პარალაქსის გასწორებაზე ხელის ჩაქნევის შემდეგ.... მშვენიერი არჩევანია. მოკლედ რა თქმა უნდა ყველანაირად ჯორჯიკას ოპტიკას ვერ ჯობია, მაგრამ არის პუნქტები რომელშიც ჯობია
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:00 AM |
Hosted by Pro-Service |