თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რჩევები, კითხვა-პასუხი... _ Camex - ჩამოტანა - შერჩევა

პოსტის ავტორი: skywalker Nov 13 2017, 04:15 PM

გამარჯობა მეგობრებო smile.gif

მოკლედ დღეს ვესაუბრე Camex ლინკიც გადავუგზავნე და მითხრეს რომ უპრობლემოთ ჩამოიტანენ 4.5 მმ კალიბრის პნევმატურს . თუ გამოგიყენებიათ ვინმეს და რამდენად სანდოა რომ არ შეაჩერებენ და მერე სირბილი არ მომიწევს საბაჟოზე .

გადავწყვიტე ერთი თვით ზამთარში წავიდე სოფელში და ფრინველზე წავინადირო , გავერთო და ვერ გადავწვყვიტე რომელი იარაღი შევარჩიო 250 $ ფარგლებში . თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე იქნებ მირჩიოთ რომელი იარაღი შევიძინო .

მაქვს რამოდენიმე ვერსია : 1. Benjamin Titan Nitro Piston .177 Air Rifle Break Barrel BTINP17SX - - https://www.ebay.com/itm/Benjamin-Titan-Nitro-Piston-177-Air-Rifle-Break-Barrel-BTINP17SX/352196267022?epid=1139128676&hash=item5200888c0e:g:CIYAAOSwQS1Z9XFz

2. Benjamin Sheridan Trail NP XL 1500 Air Rifle .177 Wood 3-9x40 Scope - BT1500WNP - -https://www.ebay.com/itm/Benjamin-Sheridan-Trail-NP-XL-1500-Air-Rifle-177-Wood-3-9x40-Scope-BT1500WNP/282673149302?epid=877009256&hash=item41d0a1f576:g:qjwAAOSw1F1ZzVG1

3. Benjamin Trail NP2 Air Rifle Combo 3-9x40 AO Scope - - https://www.ebay.com/itm/Benjamin-Trail-NP2-Air-Rifle-Combo-3-9x40-AO-Scope-Rings-Sling-0-177-cal/322292289355?epid=1834313038&hash=item4b0a1e0f4b:g:auYAAOSwwE5WWKRC

მესამე ვარიანტი - ხის კორპუსით ჯობს თუ მეტალის ? თითქოს კარგი და გაუმჯობესებული ვარიანტია სხვებთან შედარებით მაგრამ რაღაც მგონია სიმძლავრე არ აქვს საკმარისი

მადლობა წინასწარ smile.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Nov 13 2017, 06:08 PM

გამარჯობა, უფრო კონკრეტულად რისთვის გინდა იარაღი? ანუ რას ნიშნავს საკმარისი სიმძლავრე? პირადად არ მქონია შეხება მაგრამ 1500 ზედმეტად მძიმეა, მითუმეტეს თუ ბევრ სიარულს აპირებ. საერთოდ კონდახი პლასტმასის მირჩევნია პირადად მე, უფრო მსუბუქია და გამძლე. ისე ასეთი იაფი ჯდება გამოწერა რო აქ ყიდვა არ ღირს?

პოსტის ავტორი: skywalker Nov 13 2017, 06:46 PM

ციტატა(ნიკა @ Nov 13 2017, 07:08 PM) *
გამარჯობა, უფრო კონკრეტულად რისთვის გინდა იარაღი? ანუ რას ნიშნავს საკმარისი სიმძლავრე? პირადად არ მქონია შეხება მაგრამ 1500 ზედმეტად მძიმეა, მითუმეტეს თუ ბევრ სიარულს აპირებ. საერთოდ კონდახი პლასტმასის მირჩევნია პირადად მე, უფრო მსუბუქია და გამძლე. ისე ასეთი იაფი ჯდება გამოწერა რო აქ ყიდვა არ ღირს?

შაშვი , ჩხართვი ... 30 , 40 მეტრზე სასროლად .

პოსტის ავტორი: ნიკა Nov 13 2017, 09:53 PM

არ შეიძლება მაგეებზე ნადირობა, მაგრამ მაგას თავი რო დავანებოთ მაგ საქმეს საერთოდ არ სჭირდება 1500-ები და 135-ები. ჯობია "ჩვეულებრივი" ნიტრო იყიდო, თუ რაც ესინი ჯდება მაგდენი გაქვს ცოტაც დაამატე და pcp-ს მიაწექი. Vantage, Titan xs, shockwave... სიზუსტეც ნორმალური აქვთ და ძალაც საკმარისი თავიანთი ფასის და კლასისთვის

პოსტის ავტორი: temo-777 Nov 22 2017, 11:04 AM

skywalker

ციტატა(skywalker @ 13th November 2017 - 05:15 PM) *
მოკლედ დღეს ვესაუბრე Camex ლინკიც გადავუგზავნე და მითხრეს რომ უპრობლემოთ ჩამოიტანენ 4.5 მმ კალიბრის პნევმატურს

ოპტიკაზე უთხარი რომ მოყვებათქო?
ოპტიკის შემოტანაზეა პრობლემები. მანდ როგორ გითხრეს?

პოსტის ავტორი: skywalker Nov 22 2017, 02:16 PM

ციტატა(temo-777 @ Nov 22 2017, 12:04 PM) *
skywalker

ოპტიკაზე უთხარი რომ მოყვებათქო?
ოპტიკის შემოტანაზეა პრობლემები. მანდ როგორ გითხრეს?


ლინკიც ჩავუგდე და თანხმობა მომცეს smile.gif გამოგზავნით უკვე გამოგზავნეს და ვნახოთ , ხვალ უნდა ჩამოვიდეს წესით

პოსტის ავტორი: temo-777 Nov 22 2017, 02:38 PM

skywalker
დაწერ აბა მერე მაინტერესებს

პოსტის ავტორი: skywalker Nov 24 2017, 07:49 PM

ციტატა(temo-777 @ Nov 22 2017, 02:38 PM) *
skywalker
დაწერ აბა მერე მაინტერესებს

ჩამოვიდა ყველანაირი შეფერხების გარეშე

პოსტის ავტორი: pilotina Nov 24 2017, 10:25 PM

ციტატა(skywalker @ 24th November 2017 - 08:49 PM) *
ჩამოვიდა ყველანაირი შეფერხების გარეშე


ძალიან კარგი. ეს მართლაც სასიამოვნო ამბავია.
ანუ თოფიც და ოპტიკაც?



პოსტის ავტორი: temo-777 Nov 24 2017, 10:33 PM

ანუ აზრი როგორც გამოვიტანე მაგათი საქციელის მერე რომ ცალკე ოპტიკა არა, და თოფთან ერთად კიიო biggrin.gif
ხო არ უბერავენ ნეტა?

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services