თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ჩვენი ინტერნეტ მაღაზია - airgun.ge _ იარაღის ჩამოტანა/გამოწერა უცხოური საიტებიდან

პოსტის ავტორი: chicho Mar 27 2018, 02:15 PM

გამარჯობა ყვყელას, ახალი თემა იმიტომ გავხსენი რომ რაც ვნახე ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველა არის ძველი და ახალი ინფოები ვერ მოვიძიე.(თქვენი რჩევა მჭირდება და იქნებ სხვებსაც გამოადგეთ)

1. მაინტერესებს დღეს რახდება საბაჟოზე 4.5თან დაკავშირებით?

2.რომელი საიტიდან მირჩევთ გამოწერას ?

3.რომელი გადამზიდით?

4. რა პრობლემას შეიძლება წავაწყდე? შეიძლება რომ ცუდი იარაღი ჩამომივიდეს ? ახალი რომ ვიყიდო

5. თუ ამანათი გზაში დაიკარგება ან არ ჩამომივა სხვა მიზეზით/ან დაზიანებული ჩამოვა თანხას დამიბრუნებენ? მაგ. პირამიდაირი.

6. ვინ დამეხმარება იარაღის გამოწერაში?

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 27 2018, 03:35 PM

ციტატა(chicho @ Mar 27 2018, 03:40 PM) *
6. ვინ დამეხმარება იარაღის გამოწერაში?


დაახლოვებით 3 თუ 4 თვის უკან ვიკითხე კამექსში პნევმატურებს თუ ჩამომიტანთქო და რაც კანონით ნებადართულია კიიო ხოლოთ ოპტიკური და ლაზერული სამიზნეები არაო. დაზიანებას დაკარგვას რაც შეეხება მაგათმა ვიდრე ჩვენს საწყობამდე მივა ამერიკაშიო ის მომწოდებელია პასუხისმგებელიო და უკვე ჩვენი საწყობიდან საქართველოში ჩამოტანაზე ჩვენოო, ხოდა აი საკითხავიც ეგარის რო დავუშვათ დაზიანებული ჩამოვიდა მერე როგორ უნდა არკვიო ვინ დააზიანა ჩამომტანმა თუ მიმწოდებელმა?

პოსტის ავტორი: chicho Mar 27 2018, 11:45 PM

ალექს გაიხარე...

დავიჯერო სხვა არავინაა ვინც მეტი ინფო იცის ? მაიმარკეტზეა სასტავი ვისაც ჩამოაქვთ ამერიკიდან თოფები და დავიჯერო აქ არავინაა ვინც იწერს იარაღს ?

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 28 2018, 09:22 AM

chicho

ციტატა(gihap0 @ 27th March 2018 - 03:15 PM) *
1. მაინტერესებს დღეს რახდება საბაჟოზე 4.5თან დაკავშირებით?


4.5-ზე არაფერი არ ხდება. ჩამოვა გახსნიან, ნახავენ იტყვიან ჰმმმმმმ და გამოგატანენ, ერთდერთი თუ 300 ლარს ასცდება ფასი მოგთხოვენ 30 დღის განმავლობაში შესაბამისი ბაჟის გადახდას

ციტატა(gihap0 @ 27th March 2018 - 03:15 PM) *
2.რომელი საიტიდან მირჩევთ გამოწერას ?


რომელი საიტიც გამოგიგზავნის ქართული გადამზიდავის ოფისამდე, მიუხედავად იმისა რომ ამერიკა ითვლება იარაღისთვის ტავისუფალ ქვეყანად, ყველა შტატს თავისი კანონები გააჩნია , ერთერთი ასეთი შტატი არის დელავერი სადაც განთავსებულია უმეტესობა ჩვენი გადამზიდავებისა (ნუ ასევე შეზღუდული უფლებებიანი შტატია ნიუ ჯერსი), შედეგად ბევრი ონლაინ საიტი, არ აგზავნის მაგ მისამართებზე, რადგან ლოკალური შტატის კანონი კრზალავს იარაღის საფოსტო გზავნილით გადატანას, ესება ეს ცეცხლსასროლს, პლევმატიკას და დაჟე ბავშვის პლასტმასის სათამაშოს. რა თქმა უნდა თუ სპეც ლიცენზია აქვს ფირმას პრობლემა არ არსებობს, მაგრამ უმეტესობა თავს არ იზუხებს და პროსტა ამბობ მანდ ვერ ვაგზავნითო.

ასე რომ შენი საქმე დაიყვანება გადასინჯო ყველა მაღაზია და რომელიც შესძლებს დაკვეთის მიღებას და გამოგზავნას იმისგან უნდა იყიდო. ხშირად კონკრეტულად ვერ იტყვი რომელ მაღაზიას ჯობია მიადგე რადგან მუსაობს გლობალური წესი რომ არ შეიძლება მაგ შტატში გაგზავნა, მაგრამ ახალმა თანამშრომელმა ან არ იცის ან გამორჩა და შედეგად შეიძლება გამოგიგზავნონ, მაგრამ ერთს თუ გაუგზავნეს სულაც არ ნიშნავს რომ მეორე ჯერზეც გამოაგზავნიან, ამას არაერთი კურიოზი გამოუწვევია. მთელი მიმოწერები აწეულა ხოლმე აი წინა კვირაში ხომ გამომიგზავნეთ და ეხლა რატომ არ მიგზავნით და ასე შემდეგ...

ასე რომ დამოკიდებულია კანონზეც, პროგრამის მუშოაბაზეც და ადამიანურ ფაქტორზეც.

ციტატა(gihap0 @ 27th March 2018 - 03:15 PM) *
3.რომელი გადამზიდით?


ეგ სათითაოდ უნდა დაურეკო ყველას, უმეტესად მგონი კამექსს ანდობენ მაგ საქმეს, ახლავე შემიძლია გითხრა რომ U2G-ს მისამართზე არ გააგზავნო ეგენი ვერ არიან, დაგირეკავენ და გეტყვიან რომ წესებს ეწინააღმდეგება შენი გზავნილი და უნდა გაანადგურონ smile.gif

ციტატა(gihap0 @ 27th March 2018 - 03:15 PM) *
4. რა პრობლემას შეიძლება წავაწყდე? შეიძლება რომ ცუდი იარაღი ჩამომივიდეს ? ახალი რომ ვიყიდო


ყველანაირ ვარიაციას შეიძლება წააწყდე, დაწყებული ქარხნული წუნით და დამთავრებული ძალით გაფუჭებულით, ნუ ამერიკაშI ეგ პრობლემა არაა, მიწერ და გიცვლიან, მაგრამ აი ამ გაფუჭებულს უკან რაფერ გაუგზავნი ეგ უკვე ვავა და აი მანდ ვეჭედებით ხოლმე ხშირად sad.gif ისე კი 100 ჩამოტანიდან 1-2 თუ არის, ხოლმე რაიმე ხარვეზით, რავი რაღა შენ უნდა შეგხვდეს ეგ ხარვეზიანი?

ციტატა(gihap0 @ 27th March 2018 - 03:15 PM) *
5. თუ ამანათი გზაში დაიკარგება ან არ ჩამომივა სხვა მიზეზით/ან დაზიანებული ჩამოვა თანხას დამიბრუნებენ? მაგ. პირამიდაირი.

თუ ამერიკაში მაღაზიამ გამოაგზავნა და გადამზიდავის ოფისამდე არ მივიდა, მაღაზია ან მეორეს გამოგიგზავნის ან თანხას დაგიბრუნებს, მაგრამ თოფი პატარა ყუთში არ დევს და მაგხელა ყუთის დაკარგვის შესახებ მე არ მსმენია, ნუ შეიძლება იქაური ფოსტის მანქანა მოყვეს ავარიაში ან რაიმე მოხდეს და არ ჩავიდეს დანიNშულების ადგილამდე, მაგ შემთხვევაში ახალს გიგზავნიან... აი დალშე როგორც კი ჩვენი გადამზიდავის ოფისამდე მივა, მერე უკვე შენ უნდა აკონტროლო, რომ დროზე გამოჩნდეს შენს კაბინეტში თუ დააგვიანა 1 დღე უნდა დაურეკო და შეახსენო რომ ამერიკული ფოსტა გიჩვენებს რომ ჩააბარა, მარა ოთახში არ გიჩანს, როდესაც გამოჩნდება უნდა ამონიტორინგო რომ გამოიგზავნა, და მაქსიმუმ 1 კვირაში აქ უნდა ელოდო აღებას, თუ აგვიანდება ისევ უნდა დაურეკო, იმიტომ რომ ხშირად მქონია შემთXვევა რომ საბაჟო აჩერებს და ეს ჩვენი გადამზიდავები როგორც წესი კიკინებიანი გოგოებივით გამორბიან საბაჟოდან

ანუ ჩვენების მიმართ ნდობა ნაკლებია და უნდა ამონიტორინგო, პლიუს ჩვენებმა თუ დაკარგეს რარაც თავისებული ანაზღაურების სისტემა აქვთ, ან წინასწარ დაზღვეული უნდა გქონოდა და საფასურის 10%-ი უნდა გადაუხადო, ან არა და ტვინს გამოგილაყებენ რომ აი, რომ ვაი, რომ ვუი, და მერე ერთად აი-ვაი-ვუი... და კაროჩე სადევნია ხოლმე, მაგრამ იშვიათია ეგეთი შემთხვევები, თუმცა აგერ Geojorjikas კამექსმა პროსტა ოპტიკები გადაუყარა და აირც გვაინტერესებს არ ჩამოვიტანთო და ვსიო smile.gif

ციტატა(gihap0 @ 27th March 2018 - 03:15 PM) *
6. ვინ დამეხმარება იარაღის გამოწერაში?


აი მაგაზე პასუხი არ მაქვს, ან დაელოდე ვინ გამოიჩენს სურვილს, ან არა და დიდი არაფერი საქმე მაგი არაა, გინდა პლასტიკური ბარათი, პეიპალი, გამბედაობა და ვსიო.....

პოსტის ავტორი: chicho Mar 28 2018, 09:52 AM

ჯაჯა სპასიბა...
ეჰ საქმეც მაგაშია ბარათიც მაქ პეიპალიც და 200$ გაქნევას რომ ვერ ვბედავ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო May 24 2018, 05:29 AM

სასწრაფოდ მჭირდწბა რჩევა

ჯაჯამ იცის ამ საიტის სესახებ ვერ ვუკავშირდები, მემგონი სხვებსაც აქვთ ნაყიდი https://www.gunspares.co.uk/shopdisplayprod...Yes&sppp=50

აი ამ საიტზე დევს ვარიას სამიზნე 15 ფუნტად ანუ 20 დოლარად თუ ვინმე გაერკვიეთ შესაძლებელია თუ არა აქ ყიდვა სორჩში უნდა ჩაიწეროს Weihrauch Front Sight
მეზობელმა მითხრა პლეიპალი არააქვთო და სანდო არარიანო . აქ კი აქვთ ფორუმელებს ნაყიდი ნაწილები.
ძალიან იაფი გამოდის -იბეიზე 40 დოლარი ღირს აქ კი 20 დოლარი გამოდის.

ვინმემ იცის როგორ უნდა აქ ყიდვა?
რა დამიჯდება სულ?
როგორ გამოვწერო?
რამდენ ხანში ცამომივა?

გთხოვთ დამეხმარეთ .....

პოსტის ავტორი: ja_ja May 24 2018, 08:50 AM

მიხომიტო

ციტატა(მიხომიტო @ 24th May 2018 - 06:29 AM) *
მეზობელმა მითხრა პლეიპალი არააქვთო და სანდო არარიანო . აქ კი აქვთ ფორუმელებს ნაყიდი ნაწილები.


PM-ში უკვე გიპასუხე, ხოლო შენს მეზობელს რაც შეეხება აშკარად ახლად გამოჩეკილია ონლაინ შოპინგში... smile.gif სად იყო პეიპალი რომ შოპინგი პლანეტის მაშტაბით არსებობდა, ეგრე გამოდის რომ პეიპალის გარეშე საიტი რაც არის ყველა გადამგდებია smile.gif ან ნამეტანია დაშინებული ან ძალიან პატარა გამოცდილება აქვს და არ შეუძლია განასხვაოს ყალბი საიტი და მუშა პასუხისმგებლობიანი საიტი...

მოკლედ მაგი https://www.gunspares.co.uk არის სანდო, ჯერ იმით რომ HTTPS-ს იყენებს და გადამოწმება შეიძLება, ანუ უკვე უსაფრთხო კონექშენს იყენებს და ვიღაც ასევთქვათ უკან პასუხისმგებელი ყავს რომ ჩათლახობით არაა დაკავებული smile.gif

მეორე ისაა რომ მეც მრავალჯერ მიყიდია მაგ საიტზე და ჩვენს ფორუმელებსაც და გაცილებით მეთი თანხის ვიდრე 20-40$

ჩამოდის პირდაპირ თბილისში საქ პოსტის ფილიალში, მაქსიმალური დრო რაც დავაფიქსირე იყო 2 კვირა, რეალში 1 კვირაში ეტევიან ხოლმე, ყველაზე ჩქარი ჩამოსვლა 3-4 დღე იყო,

ასე რომ ჯერ შენს სახლთან ან სამსახურთან ახლომდებარე საქ პოსტის განყოფილება ნახე, მისი მისამართი და საფოსტო ინდექსი გაიგე, შემდეგ კი მაგ საიტზე ყიდვისას უბრალოდ პლასტიკური ბარათით გადახდა აირჩიე და შეავსე ველები ( ბარათის ნომერი, მფლობელის სახელი, მოქმედების ვადა - თვე და წელი და უსაფრთხოების კოდი) მისამართში კი მიუთითე საქართველო და ის მისმაართი სადაც ცხოვრობ, ბოლოს კი საფოსტო ინდექსი.

ვსიო ტავარი გამოიგზავნება შენს სახელზე და შენს მისამართზე, მაგრამ მივა საქ ფოსტის ფილიალში, თუ ამანათი 500 გრამი ან ნაკლებია, მაშინ კურიერი მოპედით მოვა და უფასოდ მოგიტანს სახლში, თუ არა და SMS-ი მოგივა ან კარებზე მიგიწეპებენ სტიკერს რომ შენს სახელზე ამანათია ჩამოსული, მიხვალ ფოსტის ფილიალში, დადგები რიგში, მერე ეტყვი ტრეკინგ კოდს ან შენს სახელ და გვარს მისამართით და მოგცემენ შენს ამანათს... ვსიო....

P.M-ში უკვე მოგწერე თუ შიშები გაქვს ჯობია მეორე ბარათი დაითრიო რაიმე იაფიანი ელექტრონი ვთქვათ, და ის გამოიყენო ხოლმე შოპინგისას საიტებზე რომელსაც არ აქვს პეიპალი (საჭირო თანხას ყიდვის წინ გადაიტან ხოლმე მაგ ცალკე ბარათის ანგარიშზე ისე რომ თაღლითის ხელში მოც მოხდეს ვერაფერს ჩამოგაჭრიან რადგან მხოლოდ ყიდვის წინ ჩარიცხავ ხოლმე მაგ ბარათის ანგარიშზე თანხას, ხოლო ძირითადი ანგარიში სხვა გექნება რომელსაც მაგ შოპინგის ბარათთან საერთო არაფერი ექნება, ეგეც შენი სუპერ დაცვა რომელიც წლობითაა გამოცდილი smile.gif ), რამდენად სანდია შეიძლება ინტერნეტის მეშვეობით გადაამოწმო, ვთქვათ გამოხმაურებებით, თუ ბევრი იგივება რომ აი ამ საიტზე იყიდეს და არაფერი მიუღიათ ჰო ვაი და თუ ეგეთი არ წერია და და თუ HTTPS-ს იყენებს და თუ დიდიხნის საიტია და ბევრი წყარო მიგითიტებს მაგ რესურსზე... ნუ რავი ნიხტ კომენტ smile.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო May 24 2018, 10:35 AM

დღესვე მანდ ვიყიდი ...მადლობა ყურადღებისთვის , ბოლო კითხვა რა ვალუტით გადავიხადო ჩვენთან მემგონი ფუნტები არ იდება ჰო კარტაზე

პოსტის ავტორი: მიხომიტო May 24 2018, 10:51 AM

blush.gif და კიდევ ერთი ბოლო თხოვნა ყველასთან მე არ მაქვს კარტა და შეუძლია ვინმემ რომ შემიძინოს ვაირახუს სამიზნე?? ძალიან გთხოვთ მაღარიჩი ჩემზეა

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 24 2018, 11:21 AM

ციტატა(მიხომიტო @ May 24 2018, 11:51 AM) *
blush.gif და კიდევ ერთი ბოლო თხოვნა ყველასთან მე არ მაქვს კარტა და შეუძლია ვინმემ რომ შემიძინოს ვაირახუს სამიზნე?? ძალიან გთხოვთ მაღარიჩი ჩემზეა


დამილინკე რის ყიდვა გსურს და გამოგიწერ.
ოღონდ ჯერ უნდა დავაზუსტო ეგ საიტი თუ აგზავნის იმ მისამართზე სადაც მე ვაგზავნი ამანათებს

პოსტის ავტორი: მიხომიტო May 24 2018, 12:15 PM

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ May 24 2018, 12:21 PM) *
დამილინკე რის ყიდვა გსურს და გამოგიწერ.
ოღონდ ჯერ უნდა დავაზუსტო ეგ საიტი თუ აგზავნის იმ მისამართზე სადაც მე ვაგზავნი ამანათებს


მადლობა ყურადღებისთვის

https://www.gunspares.co.uk/shopdisplayprod...Yes&sppp=50

სორჩში უნდა ჩაიწეროს Weihrauch Front Sight

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 24 2018, 12:41 PM

ციტატა(მიხომიტო @ May 24 2018, 01:15 PM) *
მადლობა ყურადღებისთვის

https://www.gunspares.co.uk/shopdisplayprod...Yes&sppp=50

სორჩში უნდა ჩაიწეროს Weihrauch Front Sight


კაცოუ, ბევრი ამოყარა და რა ვიცი რომელი გნებავს biggrin.gif შენ მომიზებნე ერთი კონკრეტული, რომელიც გინდა და იმის ლინკი გამომიგზავნე. smile.gif

ფასი ყველას 15.60 ევრო აქვს. კაროჩე ერთ ერთი რომ ავიღოთ გაწყობს?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 24 2018, 01:01 PM

უიმეე, რა დებილური საიტია. მოვნიშნე ამანათი, დაამატა ცარდში, არც წაშლის ღილაკი აქვს, არც იმას მიცვენებს ჩემი ექაუნთით შესული ვარ თუ არა, ვერც გამყიდველს ვეკონტაქტები კონკრეტულ ნივთზე-ამ შემთხვევაში მაგ სამიზნესთან დაკავშირებით. კაროჩე რაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ვეცდები გავარკვიო, მარა მაგარი კუკუ საიტია smile.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო May 24 2018, 03:00 PM

იმიტომაც ღირს 15 ფუნტი ალბათ, sad.gif იბეი ამაზონი პირამიდა და სხვა 40 დოლარია

პოსტის ავტორი: მიხომიტო May 24 2018, 07:04 PM

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ May 24 2018, 01:41 PM) *
კაცოუ, ბევრი ამოყარა და რა ვიცი რომელი გნებავს biggrin.gif შენ მომიზებნე ერთი კონკრეტული, რომელიც გინდა და იმის ლინკი გამომიგზავნე. smile.gif

ფასი ყველას 15.60 ევრო აქვს. კაროჩე ერთ ერთი რომ ავიღოთ გაწყობს?

ბოდიში გვიანი პასუხითვის ეხლა შევამჩნიე კითხვა ...ფასები ინგლისურ ფუნტებშია 15.60 ფუნტი . ნებისმიერი სამიზნე წავა ამ ფასის ყველა ერთი ზომაა

მე შემიძლია გადავიდე აქვე ტიბისი ბანკში და გავხსნა კარტა ეს ერთი სირთულეა , მარა მაგ საიტზე ყიდვა ნამდვილად კროსვორდია ჩემთვის ასეთი რაღაცეებში ვერ ვერკვევი biggrin.gif და მეზობელი ამაზონზე და იბეიზე მხოლოდ ყიდულობს.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 25 2018, 07:21 AM

მარტო კარტის გახსნა კი არ ეყოფა . იქ ფეიფალზე უნდა დარეგისტრირდე, მერე კარტა უნდა მიაბა ზედ, იქ გადამზიდზე უნდა დარეგისტრირდე და ასე შემდეგ...

პოსტის ავტორი: მიხომიტო May 25 2018, 11:17 AM

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ May 25 2018, 08:21 AM) *
მარტო კარტის გახსნა კი არ ეყოფა . იქ ფეიფალზე უნდა დარეგისტრირდე, მერე კარტა უნდა მიაბა ზედ, იქ გადამზიდზე უნდა დარეგისტრირდე და ასე შემდეგ...


მე ამას ვერასოდეს ვერ გავაკეთებდი და ვერც მეზობელი რომელმაც ახალი წლისტვის რაღაცეები ბავშვებისთვის მიყიდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დახმარებისთვის და დროებით პიემში

პოსტის ავტორი: ja_ja May 25 2018, 11:46 AM

ხ.მ.ე.ლ.ო

ციტატა(x.m.e.l.o @ 24th May 2018 - 02:01 PM) *
უიმეე, რა დებილური საიტია. მოვნიშნე ამანათი, დაამატა ცარდში, არც წაშლის ღილაკი აქვს

კაი შეკაცო რა გჭირს, აბა ჩაწერე რაოდენობაში 0 და მერე დააჭირე ღილაკს Recalculate და დაინახავ რომ გაქრება არასასურველი ნივთი smile.gif

მიხომიტო
ციტატა(მიხომიტო @ 24th May 2018 - 08:04 PM) *
მე შემიძლია გადავიდე აქვე ტიბისი ბანკში და გავხსნა კარტა ეს ერთი სირთულეა , მარა მაგ საიტზე ყიდვა ნამდვილად კროსვორდია ჩემთვის ასეთი რაღაცეებში ვერ ვერკვევი


ციტატა(მიხომიტო @ 25th May 2018 - 12:17 PM) *
მე ამას ვერასოდეს ვერ გავაკეთებდი და ვერც მეზობელი რომელმაც ახალი წლისტვის რაღაცეები ბავშვებისთვის მიყიდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დახმარებისთვის და დროებით პიემში


კაი ახლა ნამეტანი თავს ნუ გაიტისკავ, არ არის ეს სტრუნების თეორია რომ პლანეტის მოსახლეობის 99%-მა ვერ გაიგოს. ძალიან მარტივია და ადრე თუ გვინა უნდა გარისკო და გააკეთო. არაფერი სუპერ მოქმედება არაა არც პეიპალის გახსნაში, არც ბარათით ყიდვაში, პროსტა საკუთარ თავს ეგრე ნუ დაჩაგრავ არა რის რთული. ეგრე მანქანის მართვაც წარმოუდგენელ სირთულედ შეიძლება წარმოიდგინო, მაგრამ... smile.gif

ასე რომ ერთხელ მაინც გარისკე რაღაცის ყიდვა და გამოცდილებას დააგროვებ. თუ დამოუკიდებლად ვერ ქაჩავ რაიმე საიტი აირჩიე და ერთად გავიაროთ ყველამ და ნახავ რომ ძალიან მარტივია. რაცხა მანუალი საიტზეც არის. http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1322&hl=ყიდვის

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 25 2018, 02:40 PM

ციტატა(ja_ja @ May 25 2018, 12:46 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო

კაი შეკაცო რა გჭირს, აბა ჩაწერე რაოდენობაში 0 და მერე დააჭირე ღილაკს Recalculate და დაინახავ რომ გაქრება არასასურველი ნივთი smile.gif


ja_ja

ამათ შ... ხომ არ აქვთ? ვეძებ ნივთს, ამოყრის ამ ნივთებს და ვაწვები ორდერს. მერე აგდებს ქარდში, მერე ვნიშნავ ამ ამორჩეულ ამანათს, ვაწვები continiue shopping და მიწერს No products match your search. არა ძმაო, მაგრად ძმარავთ აი smile.gif ვერაფერი ვერ გავუგე.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 25 2018, 02:55 PM

როგორც იქნა მივაღწიე ჩერეზ ჩერეზებით იმას რომ ნივთის ღირებულების გადახდამდე მივედი და პლიუს 11 ფუნდ სტერლინგი არ დაამატა ამ ჩემისამ? biggrin.gif biggrin.gif გადაზისდვის ღირებულებაო biggrin.gif გიჟები არიან smile.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო May 25 2018, 06:33 PM

ეხლა პიემზე მოგწერე
ხოო ახლა უკვე რეალურ ფასს მივუახლოვდით , სად გაგონილა მთელ დედამიწაზე 40 დოლარია ეს სამიზნე და მანდ 20 რატომ უნდა ყოფილიყო, მეც სულ მაგი მაეჭვებდა ზდეს ჩტოტო ნე ტო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 25 2018, 07:49 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
გაუშვი ინგლისში გაუშვი Getit.ge-ს ჩამოაქვს ინგლისიდან შეიძLება ინგლისში იაფი იყოს შიპინგი, თუმცა მერე გადამზიდავმა არ გაჭედოს

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 25 2018, 07:59 PM

მიხომიტო
აი შეხედე ამაზე გეუბნებოდი, ფოტოს ხო ხსნის შენთან?
https://radikal.ru

ja_ja
ჰო და არ მინდა რა ექსპერიმენტების ტარება sad.gif წყნარად მინდა მშვიდად გამოვიწერო როგორც ნებისმიერ ამანათს ვიწერ ხოლმე, მაგრამ მაბრაზებს ეს დებილური საიტი, თავის დებილური პირობებით biggrin.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო May 25 2018, 08:13 PM

პიემში გაიხსნა ფოტო, რა ვთქვა ..ამ ყიდვების ინტერნეტში საერთოდ არაფერი გამეგება smile.gif ერთი ვიცი იბეი სანდოა და ფასიც რეალურია ხოდა იბეიზე ნამდვილად მშვიდად შეგვეძინა მაშინ ....რამდენი იქნება დასამატებელი მომწერე blush.gif ქემაინც გარკვევით ჩანს ფოტოზე რაა და რა მოყვება ვიდრე იმ ფუნტ სტერლინგის საიტზე სადაც ფოტო სანტიმეტრია biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 25 2018, 08:25 PM

ამ საიტზე რარაც ახალი აღმოვაჩინე გადაზიდვის მეთოდთან დაკავშირებით. ესეიგი აქვს ეს ვარიაციები გაგზავნის მეთოდში და ფასები განსხვავებულია:

https://radikal.ru

პირველის არჩევის შემთხვევაში ემატება 9.95 ფუნტ სტერლინგი;
მეორეს არჩევის შემთხვევაში 4.60
მესამის არჩევის შემთხვევაში კი 11. მე მესამე მქონდა არჩეული და მაგიტომ დაუმატა ამხელა ფასი. მაგრამ რომ ვაკვირდები ვარიაციებს, აჯობებს მესამე ან პირველი აირჩეს, იქიდან გამომდინარე რომ თრექინგს მაინც მიანიჭებენ ამანათს და ღო რამე იყოს თრექინგით მოვაძებნინებთ. მესამეს კიდევ რაღაც დოკუმენტზე აწერენ ხელს ალბად და მაგით განსხვავედება პირველისგან. ჩემი აზრით მინიმუმ პირველი რომ აირჩეს უკეთესი იქნება (9.95 იანს ვგულისხმობ)

პოსტის ავტორი: მიხომიტო May 25 2018, 08:46 PM

აჰა , smile.gif მაშინ მასე იყოს პირველის არჩევის შემთხვევაში ემატება 9.95 ფუნტ სტერლინგი ანუ 15.65+9.95 დამგვალებით 26 ფუნტი სწორედ გამოვთვალე ? blush.gif
და წონა?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 25 2018, 09:03 PM

წონა მაქსიმუმ 200 გრამი ალბად, რკინისა კი ჩანს მაგრამ არა მგონია 200 ზე მეტი აიწონის ანუ 3.5 გელა

პოსტის ავტორი: მიხომიტო May 25 2018, 09:15 PM

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ May 25 2018, 10:03 PM) *
წონა მაქსიმუმ 200 გრამი ალბად, რკინისა კი ჩანს მაგრამ არა მგონია 200 ზე მეტი აიწონის ანუ 3.5 გელა


გასაგებია .... კი სამიზნე მეტალია ასი პროცენტი.
მაშინ ხვალ უკვე დანარჩენს დავამატებ თუ ვიგულისხმებთ ყველაზე მაღალი ფუნტის ფასს- ბანკში და არა ჯიხურებში მანდ არის -3.27. რადგან ისინი -მაღაზია ალბათ კონვერტაციას ბანკის ფასით გააკეთებენ გამოდის 1 ფუნტი 3.40 ყველაზე მაღალი ანუ 95 ლარი თავისუფლად უნდა ეყოს წონიანად scratch_one-s_head.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 25 2018, 09:33 PM

ჰომ, მაღაზია გააკეთებს ავტომატურად კონვერტაცოას და დაჟე თავისი კურსით და არა საქართველოს ოფიციალური კურსით. მოკლედ ანგზე 4 ლარი მაქვს და თუ რამეა ეგეც მიემატება DD

პოსტის ავტორი: მიხომიტო May 25 2018, 09:56 PM

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ May 25 2018, 10:33 PM) *
ჰომ, მაღაზია გააკეთებს ავტომატურად კონვერტაცოას და დაჟე თავისი კურსით და არა საქართველოს ოფიციალური კურსით. მოკლედ ანგზე 4 ლარი მაქვს და თუ რამეა ეგეც მიემატება DD


თუ იქაური მაღაზია დაახურდავებს კიდე უკეთესი მაშინ 26 ფუნტი 86 ლარი გამოვა 100% smile.gif მე ვფიქრობ 95 ლარი უნდა ეყოს

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 26 2018, 10:42 AM

როგორც იქნა გამოვიწერე რა...

https://radikal.ru

დაველოდოთ აბა რამდენ ხანში ჩამოვა smile.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო May 26 2018, 11:35 AM

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ May 26 2018, 11:42 AM) *
როგორც იქნა გამოვიწერე რა...

https://radikal.ru

დაველოდოთ აბა რამდენ ხანში ჩამოვა smile.gif


მადლობა კიდევ ერთხელ , დაველოდოთ , წესით ეს რთული პროცესი 15 ლარით ნაკლები უნდა გამოვიდეს ვიდრე იბეიზე

პოსტის ავტორი: lev Jul 11 2018, 09:13 PM

ციტატა(მიხომიტო @ May 26 2018, 12:35 PM) *
მადლობა კიდევ ერთხელ , დაველოდოთ , წესით ეს რთული პროცესი 15 ლარით ნაკლები უნდა გამოვიდეს ვიდრე იბეიზე

ჩამოიტანე?

პოსტის ავტორი: okela84 Dec 6 2018, 02:00 PM

ინგლისური არ იცით ვინმემ კარგად ? რო ჩაგირიცხოთ და დაგარეკინოთ.

მოკლედ ამ https://tikkaperformance.com მაღაზიიდან ვიყიდე რაღაც და 3 კვირიანი ლოდინის შემდეგ ნივთი დამიკარგეს და აღარც მპასუხობენ .

ესაა თრექინგი 9400111899223291989382 USPS-ზე

ეს ORDER ID: 37153


და ესეც ნომერი 406-285-2371


პოსტის ავტორი: aleqsa Dec 6 2018, 10:59 PM

okela84

ვააა ვერ მოგსვლია კაი ამბავი ოკელ, სამწუხაფოდ მე არვიცი მარა თუარ ვცდრბი გიომ, მონსონამ იცის იმ დონეზე რო გაქცეული ინგლისელი მოაბრუნოს და დანარჩენი პირადად კითხე რამდენად დაგეხმარება... smile.gif

პოსტის ავტორი: okela84 Dec 7 2018, 03:45 PM

aleqsa
ძაან ქაოსია საერთოდ ამ პერიოდში და არაფერი არ უნდა გამოწეროს კაცმა. პასუხისთვისაც ვერ იცლიან წესივრად. sad.gif

ცუდი ინგლისური არ გამოდგება, არ უნდა მიახვედრო რო აშშ-ს მოქალაქე არ ხარ თორე უფრო დაიკიდებენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Dec 7 2018, 06:44 PM

okela84
მე დაგეხმარები.

პოსტის ავტორი: okela84 Dec 7 2018, 07:43 PM

ბაიკერი
ვაა საღოლ შენ. 30.gif

დარეკვით თუ რამე სხვა იდეა გაქვს ?

პოსტის ავტორი: giga2010 Dec 8 2018, 10:08 PM

ამის ყიდვა მინდა და შეუძლია ვინმე დამეხმაროს გამოწერაში? რათქმაუნდა თანხას, ასევე ტრანსპორტირებას და თუ მოუწია განბაჟება ამასაც გადავურიცხავ smile.gif
https://www.airgunsofarizona.com/barrel-accessories/fx-smooth-twist-x-pellet-liner-a-600mm/

პოსტის ავტორი: okela84 Dec 8 2018, 10:32 PM

giga2010
გამოწერით კი გამოვწერთ გიგა მარა აქამდე რო მოვა დალშე როგორ განვითარდება მოვლენება ეგ ცოტა სათუოა.

განბაჟება არ უწევს დღეის მდგომარეობით

პოსტის ავტორი: giga2010 Dec 8 2018, 10:42 PM

okela84
მადლობა ოკელ. რამე შეზღუდვაა? ბლანკია ხომ?

პოსტის ავტორი: okela84 Dec 8 2018, 11:00 PM

giga2010
მგონი არაა ბლანკი.

კალიბრი მაეჭვებს.

პოსტის ავტორი: giga2010 Dec 8 2018, 11:04 PM

ციტატა(aleqsandre @ 9th December 2018 - 12:00 AM) *
კალიბრის გმო ვამბობ

კი ოკელ, ეგ თავისთავად. მაგრამ არც გადამშვები აქვს და არანაირი რეზბაც
კარგი ძმობილო, მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის. არ მაქვს სურვილი რამე ზიანი მოგადგეს, ისე რომ შევეშვათ

პოსტის ავტორი: okela84 Dec 9 2018, 12:06 AM

giga2010


განბაჟება არ უწევს და მეც არანაერი პრობლემა არ შემექმნება როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები. მთავარია საბაჟოზე არ გაჩერდეს.
ისე აშშ-ს გადამზიდავებში 25-მდე ძაან ქაოსია და თუ გინდა 25-ის მერე როცა მოგინდება მივხედოთ მაგ ამბავს.


პოსტის ავტორი: geojorjika Dec 9 2018, 12:41 PM

giga2010
რათ გინდა ეგ? ლაინერია და შესაბამისი გარსის გარეშე ვერ გამოიყენებ

პოსტის ავტორი: giga2010 Dec 9 2018, 01:52 PM

ციტატა(giorgi @ 9th December 2018 - 01:41 PM) *
giga2010
რათ გინდა ეგ? ლაინერია და შესაბამისი გარსის გარეშე ვერ გამოიყენებ

ვერ ჩავსვავთ თავის გარსიში. რთული იქნება?

პოსტის ავტორი: aleqsa Dec 9 2018, 02:25 PM

giga2010

ალბად შესაბამისი დიამეტრის მილის შერჩევა მოგიწევს ხო გიგა? მაგ ლაინერს თავის ორიგინალ თოფში გარედან რამდენიმე (თუარვცდები 4) რეზინის რგოლიაქვს წამოცმული, დამაცენტრებელი ალბათ? და ბოლოში კოლოფთან ლატუნის ტულკააქვთხოლმე.

ასერომ რაღაცის მოფიქრება შეიძლება მემგონი?

პოსტის ავტორი: okela84 Dec 9 2018, 02:57 PM

ფასი ისეთი აქვს რო ღირს ჩემი აზრით გარისკვა.

პოსტის ავტორი: giga2010 Dec 9 2018, 04:17 PM

aleqsa
okela84
გეთანხმებით, მინდა ვცადო. ქარხნულად სულ 3 რეზინის რგოლზეა. უკეთეს შემთხვევაში უჩარხავენ გარსის დიამეტრის პლასტიკის ტულკას, სამ ნაწილად

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services