თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ კანონი ჩვენი თვალით... _ საინტერესოა და სასიხარულოც ;)

პოსტის ავტორი: cz80 Sep 6 2011, 03:16 PM

მოკლედ :

ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სახეობები დამტკიცდა. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების თანახმად , ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველებია: ნუტრია; კურდღელი; მაჩვი; ტყის კვერნა; ქვის კვერნა; მგელი; ტურა; მელა; ენოტისებური ძაღლი; ტყის კატა; გარეული ღორი; შველი; ენოტი.
ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვების დოკუმენტს ბუნებრივი რესურსების სააგენტო გასცემს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია.


http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/178258-nadirobas-daqvemdebarebul-ckhoveltha-sakheobebi-damtkicda.html

პოსტის ავტორი: ilariona Sep 6 2011, 03:35 PM

ვაააა ეს რა მაგარი რამეა ტო smile.gif საღოოოოოოლ smile.gif

ეს უკვე მესმის, რომ რანცხა გააკეთეს და მთლად უკუნეთში არ ვართ.

ახლა დარჩა პნევმატიკის კალიბრების დაშვება და ეგააა, დღესვე ვიყიდი მოკლე ვერიოს 900 დოლარად 5.5 კალიბრში.


პოსტის ავტორი: koknar Sep 6 2011, 04:03 PM

ეგ ბრძანება აგერ დევს მარა ფასი არ წერია http://www.minenergy.gov.ge/index.php?m=292

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 6 2011, 04:34 PM

ჰოოო კურდღელზე რომ ნადირობა დართეს მაი კაია, ახლა თავსატეხი ისაა სად ვნახოთ საქართველოში კურდღელი, თან პნევმატიკისთვის რომ გაჩერდეს, სასურველია დღის საათებში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: doctor Sep 6 2011, 04:46 PM

ციტატა(ja_ja @ Sep 6 2011, 05:34 PM) *
ჰოოო კურდღელზე რომ ნადირობა დართეს მაი კაია, ახლა თავსატეხი ისაა სად ვნახოთ საქართველოში კურდღელი, თან პნევმატიკისთვის რომ გაჩერდეს, სასურველია დღის საათებში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ფერმაში smile.gif

ან აირგანელთა სავარგულში !

პოსტის ავტორი: sekurifa Sep 6 2011, 05:38 PM

ციტატა(ja_ja @ Sep 6 2011, 05:34 PM) *
ჰოოო კურდღელზე რომ ნადირობა დართეს მაი კაია, ახლა თავსატეხი ისაა სად ვნახოთ საქართველოში კურდღელი, თან პნევმატიკისთვის რომ გაჩერდეს, სასურველია დღის საათებში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მე ქე ვიცი საცხა ვნახავ მარა ჯერ ჰაცანი მინდა გაზის ზამბარით biggrin.gif (კურდღელსაც და მელიასაც) i-m_so_happy.gif იეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეს i-m_so_happy.gif i-m_so_happy.gif i-m_so_happy.gif

პოსტის ავტორი: cz80 Sep 6 2011, 05:40 PM

ციტატა(koka @ 6th September 2011 - 05:03 PM) *
ეგ ბრძანება აგერ დევს მარა ფასი არ წერია

ხოო,აი ლიცენზიები რა ეღირება ხერ ივო ზნაეტ..
ერთი ეგაა მგელი,მელა ტურა ბეზპლატნია ტო biggrin.gif

პოსტის ავტორი: koknar Sep 6 2011, 06:13 PM

მელა ტურა, ღამეების თენება მოგვიწევს biggrin.gif დღე მაგნები არ გამოდიან და ....

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 6 2011, 06:36 PM

cz80

ციტატა(cz80 @ 6th September 2011 - 06:40 PM) *
ერთი ეგაა მგელი,მელა ტურა ბეზპლატნია ტო

აქამდე უნდა გადაეწყვიტათ ეგ, შეჭამა მგელმა ყველაფერი


ევროპაში მგელი ისე რა რაოდენობით ყავთ, ზატო გაამრავლეს კურდღელი, მელია, შველი, ჯიხვი....

თვითონაც კაიფობენ სანადიროდ და მთელი ევროპა ერთმანეთში ტურებს აწყობს სანადიროთ. არანაკლები ინტერესი ექნებოდა ჩვენთანაც. პროსტა გადახედვა უნდა ევროპის ბაღში ტვინშI მოხარშვა და აქ შესაბამისი პირობების გათვალისწინებით გადმოტანა.

შემოიყვანეს ეს დაქნეული მგლები, ხალხს ჭამენ, ფარას, საქონელს და კიდევ არ შეიძLება მაგათზე ნადირობაო....

სულ ის ანდაზა მახსენდება, ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, უჭკუო კი თავის შეცდომებზეო....

პოსტის ავტორი: koknar Sep 6 2011, 07:10 PM

ja_ja
რას იზავ, გაუნათლებელი მგლები გვყავს ტრეინინგებია საჭირო

პოსტის ავტორი: ilariona Sep 6 2011, 07:28 PM

ნუ დაიწყეთ ახლა ისევ ძველებური, არ წაიკითხონ თორე ისევ შეცვლიან ბლიაძ.

ძლივს რანცხა კანონი მიიღეს და თქვენ კიდევ ჯუჯღუნებთ????

მგელი, ტურა და მელა რა სანადიროა, მაგრამ საჭიროა მათგან ბუნების გაწმენდა (წილობრივად გაწმენდა და არა ამოჟღლიტვა)

ეს ყველაფერი დაარეგულირებს კურდღლისა და სხვა ცხოველების გამრავლებას, რაც უფრო აზარტულს გახდის ნადირობას.

ნუ რავი, მგონია რომ პნევმატიკაშიც გვეშველება რანცხა, ნუ ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს.

ხო კიდევ მე სულ გამომეპარა და ჯაჯა შენ კი ისვენებ, ის უნამუსო ივრეი გავიდა შვებულებაში და ეგრევე დაახვია სოფლისკენ.

მოვითხოვ მისი სახელის მოხსენიებას მხოლოდ როგორც ივრეი არ დავინახო ვინმემ მას უწოდოს პრეზიდენტი.

შაკალ ონ პარშივი

პოსტის ავტორი: koknar Sep 6 2011, 07:38 PM

ქსენოფობია ისჯებაilariona კბილს ენა დააჭირე

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 6 2011, 11:27 PM

ilariona

ციტატა(ilariona @ 6th September 2011 - 08:28 PM) *
შაკალ ონ პარშივი

დეტსკი სად აგრაბილ! ა კაგდა ბენზინ მაჩოი რაზბავლიალ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

აუ გააკუკუა რა მაგ კაცმა რა მართლა.... ოხ, კაი ჩამოვალ მეც მალე და ვნახოთ რა როგორ იქნება.

პოსტის ავტორი: smekosmeko Sep 8 2011, 10:23 AM

მაგარი გაასწორა რა! smile.gif ნერვები მეშლება სანადიროდ როვ ვერ გავდივარ პნევმოს კანონის გამო. აქ ვიღაც მონადირეთა კავშირის წევს ვკითხე ეხლა 10 ლარიან ლიცნზიას ავიღებ და სანადიროდ რამე პრობლემა მექნება მეთქი პნევმოთი. პასუხუ: "რავიცი მე გადი მაინც" biggrin.gif დებილი. არადა აქ ისეთი პონტია გამაჩერებენ უეჭველი ვიცი.

პოსტის ავტორი: Davitus Sep 8 2011, 11:22 AM

smekosmeko

ციტატა(smekosmeko @ 8th September 2011 - 11:23 AM) *
ღაც მონადირეთა კავშირის წევს ვკითხე


მონკავშირი ვაბშეტა დიდი ხანია აღარ არსებობს, ვიღაც სამაზვანეცი გინახია biggrin.gif

პოსტის ავტორი: cz80 Sep 8 2011, 11:35 AM

ციტატა(Davitus @ 8th September 2011 - 12:22 PM) *
მონკავშირი ვაბშეტა დიდი ხანია აღარ არსებობს, ვიღაც სამაზვანეცი გინახია

rofl.gif


პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 8 2011, 11:18 PM

smekosmeko

პნევმატიკა დიდი ხანია უკვე დასაშვებ სანადირო იარაღში გადის wink.gif ნახე კანონი იარაღის შესახებ smile.gif

პოსტის ავტორი: kaka8079 Sep 9 2011, 07:30 AM

ვხედავ აქ კაი ამბები დაგიწერით რაც მოსაწონი და მოსალოციც არის ნამდვილად მოდით მეც ცავამატებ ერთ კარგ ახალ ამბავს ოპტიკების ჩამოტანასთნ დაკავშირებით.ერთი კვირის წინ მივმართე ერთ გადამზიდავ კომპანიას ოპტიკის ჩამოტანასთან დაკავშირებით და აი ბატონებო რა პასუხიც გამცეს რამოდენიმე დღეში.
gamarjobat batono levan telefonze vecade dagkavshirebodit magram gamortulia is nomeri romelic mititebuli gaqvt
gavarkviet optikur samiznestan dakavshirebit aranairi problema ar iqneba tu gamis xedvis rezhimi ar aqvs.

gmadlobt

pativiscemit da sauketeso survilebit

administracia

პოსტის ავტორი: smekosmeko Sep 9 2011, 08:36 AM

აუ კაცურად ლინკი დამიდეთ რა სადაც სადაც ნადირობისთვის დაქვემდებარებული ფრინველთა სია იქნება და მათი მონადირების რაოდენობები.

პოსტის ავტორი: cz80 Sep 9 2011, 08:58 AM

smekosmeko
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის უფლებას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს "ბუნებრივი რესურსების სააგენტო" გასცემს. შესაბამისი მოსაკრებელი 10 ლარია, რომლის გადახდაც საქართველოს ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მსურველებმა უფლების გაცემისას თან უნდა იქონიონ მოსაკრებლის გადახდის ქვითარი და შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი ნებართვა.

ნადირობა აკრძალულია დაცული ტერიტორიების გარშემო 500-მეტრიან ზონაში და საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

ნადირობისათვის დაშვებულია სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო ცივი, ცივი სასროლი იარაღი და სანადირო პნევმატური იარაღი. იარაღის სხვა სახეობებით ნადირობა აკრძალულია.


დადგენილია სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები: მწყერი - 20 ცალი, გარეული მტრედი - 10 ცალი, ჩიბუხა - 5 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი - 10 ცალი, ქედანი - 10 ცალი, გულიო (გვიძინი) - 10 ცალი (ნადირობის ვადა 20 აგვისტოდან 15 თებერვლამდე). ასევე, ტყის ქათამი - 7 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე) და წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) - სულ 8 ცალი (ნადირობის ვადა 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე).

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 9 2011, 09:16 AM

cz80
არიქა!, შენი სროლის ამბავი რომ ვიცი 1 ნოემბერს ლისზე ხომ არ ავიდეთ???

პოსტის ავტორი: smekosmeko Sep 9 2011, 06:45 PM

cz80 გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: ochopintre Sep 9 2011, 11:08 PM

ძალიან კარგი ფრინველის გარდა სხვა რამეზეც რო დაუშვეს ნადირობა,
მაგრამ მაინც ვერ გავიგე სად უნდა ავიღო ეს ნებართვა,
თუ ადრე რა ნებართვასაც ვიღებდით იმის საფუძველზე შეგვიძლია ვინადიროთ უკვე ზემოაღნიშნულ ცხოველებზე?

პოსტის ავტორი: cz80 Sep 9 2011, 11:32 PM

ციტატა(koba @ 10th September 2011 - 12:08 AM) *
ძალიან კარგი ფრინველის გარდა სხვა რამეზეც რო დაუშვეს ნადირობა,
მაგრამ მაინც ვერ გავიგე სად უნდა ავიღო ეს ნებართვა,
თუ ადრე რა ნებართვასაც ვიღებდით იმის საფუძველზე შეგვიძლია ვინადიროთ უკვე ზემოაღნიშნულ ცხოველებზე?

ზუსტად არ ვიცი კობა, მაგრამ მგონი ოქტომბრიდან იწყებენ ლიცენზიების გაცემას...

ტურა_მელა თუ მანამდე შეგხვდა არ დაინდო biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ochopintre Sep 10 2011, 08:16 PM

ციტატა(cz80 @ 10th September 2011 - 12:32 AM) *
ტურა_მელა თუ მანამდე შეგხვდა არ დაინდო


პირობას გაძლევ სადმე თუ გადავაწყდი შენ სახელზე არ ტყვიას არ დავამადლი biggrin.gif
ისე დიღომში ზამთარში ახლოს ისმის ხოლმე ტურების "გალობა" მაგრამ ჩასაფრების და პრიჟექტორის გარეშე აზრი არ აქვს წასვლას

პოსტის ავტორი: giorgi_sh Sep 21 2011, 10:57 AM

kaka8079

რომელ გადამზიდავ კომპანიას მიმართე? thank_you2.gif

პოსტის ავტორი: kaka8079 Sep 21 2011, 04:25 PM

giorgi_sh

geqor.com ჩამოტანით კი ცამოაქვს და უკვე მიიღო ოფისშიც მაგრამ დავიცდადოთ კიდევ ერთი კვირა და მერე დავწერ რომ ჩამომოვიდა ოპტიკა და აბა ვის რა ოპტიკები გინდათქო.

პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 5 2011, 12:42 PM

არაფერი არაა სიახლე? ვსიო მოკვდება ეხლა ეგ 1-2 წლით რა დებილები არიან. ირემზე 1300 ლარი არისო გადასახადი და შეიძლება დანარჩენებზეც არის უკვე დადგენილი თანხის რაოდენობა. სანადიროდ ვიყავი და ქედანზე და ვინ გიტხრა რომ ჯერ შეგიძლიაო ნადირობა პნევმატიკით, იმ როჯებმა რა ვინც ამოწმებს ლიცენზიას და ა.შ. ძველი კანონში დაშვებულია , ახალი ჯერ არ გამოსულა და რამე პრობლემაა მეთქი. კანონი ეხლა მუშავდებაო და არ შეიძლებაო უკვე ნადირობა პნევმატიკით. ერთი სიტყვით წავაყარეთ რა, ან ვერ ერკვევიან კანონებში ან მართლა არ შეიძლება რადგან ამ ეტაპზე მუშავდება. ვაბშედა სად უნდა იკითხო რომ შემიძლია თუ არა ეხლა გავიდეო სანადიროდ პნევმატიკით? დეილები დგანან სათავეში ბლიად.

პოსტის ავტორი: kaka8079 Oct 5 2011, 06:04 PM

დაიკიდე მაგათი ნათქვამი სანამ ახალი კანონი არ შევა ძალაში მანამდე ძველი არის მოქმედი,ასე რომ იყოს ეკონომიურ სფეროში ყოველ თვე მაინც იცვლება კანონი მაგრამ სანამ არ შეიცვლება ძველით ხელმძღვანელობენ და არავის აჯარიმებენ თავიანთი ქმედებებისათვის იმის არგუმენტით აი იცით თქვენ რომ ცვენ ახალი კანონის შემუშავებაში ვართ და თქვენი ქმედებები ახლაც უკანონოა რადგან როდესაც ახალი კანონი გამოვა ამდაგვარი ქმედებები უკანონოდ ჩაითვლება.

პოსტის ავტორი: foxi Oct 5 2011, 07:13 PM

smekosmeko

იქნებ ისიც დაგვიკონკრეტო კერძოდ სად იყავი სანადიროთ და ვინ (თანამდებობა.) გედავა მაგ საკითხზე?

პოსტის ავტორი: smekosmeko Oct 5 2011, 08:55 PM

დაჯარიმებაზე არც უთქვამთ არაფერი. ჯერ იარაღს უყურეს და ვერ დაადგეს თავი რა ჯიშის იყო და მერე ვითომ მიხვდნენ და კაროჩე რა... იჟ 38-ს ელოდნენ და სხვა დახვდათ ეგ პონტი მიდის აქ. სანადირო ადგილი იყო, სამნი ვიყავით ოღონდ ისენი გლუვებით იყვნენ. მერე რომ არ გაუვიდათ წავიდნენ, ამიტო მეშლება ნერვები რომ სადაც არაა იქ ყოპენ უაზროდ ცხვირს, ვითომ რაღაცას წარმოადგენენ და უნდა გაგრძნობინოს ეგ. იასნაა რომ ვერ იცნეს იარაღი და რომ აიგეს პნევმატური იყო არ გაიტეხეს, ელემენტარულად რომ ვთქვათ მართლაც ტეხავდა რა ამის არცოდნა მაგათთვის. აწი ვინ რა უნდა მითხრას ხვალაც გავდივარ სანადიროდ ზეგაც და მაზეგაც
biggrin.gif

ისიც კი შემაწუხებელია რომ რაღაცის ახსნა განმარტება გჭირდება იმისათვის რომ თვითომ ვერ ერკვევიან და გააგებინო რამენაერად.

პოსტის ავტორი: iorama Oct 13 2011, 08:53 PM

აღარც სასიხარულოა და აღარც საინტერესო. მაგ ნებართვის მოქმედება შეჩერებულია!!! biggrin.gif
წუხელის მაგ სფეროში ერთ კომპეტენტურ პირს ველაპარაკებოდი და იმან მითხრააა smile.gif
კი ვიცინივარ მარა სერიოზულად ვამბობ. პადლაი ბუდუ ნუგზარ(კ/ფ ''მიმინო'') smile.gif

უი ხო მართლა, ამ თემაში იმდენ რამეზე იყო საუბარი რო დაკონკრეტება დამავიწყდა.
ანუ ტურა,მგელი,ირემი,კურდღელი და ეგეთი რაღაცეების ლიცენზიები

პოსტის ავტორი: ilariona Oct 13 2011, 09:25 PM

iorama

თემას სახელი უნდა გადავარქვათ.

ვეღარაფერი ვერ გამიგია რა, ხან შეიძლებაო, ახლა აღარ შეიძლებაო.

გეკუთვნის, მაგრამა არ გეკუთვნიიისო biggrin.gif

პოსტის ავტორი: cz80 Oct 13 2011, 09:26 PM

ციტატა(iorama @ 13th October 2011 - 09:53 PM) *
აღარც სასიხარულოა და აღარც საინტერესო. მაგ ნებართვის მოქმედება შეჩერებულია!!!

რას ამბობ ჯო....მე რამდენადაც ვიცი ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვება გადაიფიქრეს მარტო...ტურა-მელაზეც შეაჩერეს ვითომ? მდა

პოსტის ავტორი: kaka8079 Oct 13 2011, 09:30 PM

აბა გახსენით ის ვებ გვერდი და დაინახავთ კაი ამბავს ანუ მხოლოდ ის ორი ბრძანება არ იხსნება მინისტრისა რომელიც ჩვენი გვიხაროდა sad.gif ანუ ეს რას უნდა ნიშნავდეს?ალბათ გადავიფიქრეთ გენაცვალეოოო,ანდა კიდევ გეკაიფეთო

პოსტის ავტორი: guidanacho Jul 27 2012, 03:42 PM

სალამი ფორუმელებო და ლიცენზია სად უნდა ავიღო პნევმატიკა მაქვს სტოგერ 20 უნდა გავიფორმო რომ ვინადირო?

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 27 2012, 04:28 PM

guidanacho
ნადირობის ლიცენზია მხოლოდ ნადირობის სეზონის გახსნის შემდეგ!

ლიცენზია წარმოადგენს მარტივ შტუკას, მიდიხარ ბანკშI და იხდი 10 ლარს, გადახდის ქვითარი წარმოადგენს ლიცენზიის შეძენის დამადასტურებელ საბუთს.

ამჯერად ვერსად ვერაფერს ვერ შეიძენ, იმიტომ რომ ჯერ არანაირი ნადირობის სეზონი არაა გახსნილი

პოსტის ავტორი: guidanacho Aug 23 2012, 11:27 AM

გადმფრენი ფრინველის ლიცენზია მაქვს მაგრამ ცხოველები შედის თუ არა არ ვიცი შიგნით ცხოველებზე სანადირო ლიცენზია აიღო ვინმემ? თუ აიღო დაწვრილებით იქნებ დაწეროს ვინმემ რა ანგარიშზე უნდა გადავიხადო ბანკში. ბანკში მაწვალეს მაგრად 2ჯერ მომიწია მისვლა ფრიინველების ლიცენზიაზე ბიუჯეტის და ანგარიშის კოდი იქნება დაწეროს ვინმემ ჯაჯა ტელევიზორში გამოუცხადებიათ ნადირობის სეზონი და რაზეა გამოცხადებული არ ვიცი

პოსტის ავტორი: foxi Aug 23 2012, 11:40 AM

guidanacho

თუ ცხოველებზე ნადირობას პნევმატური თოფით აპირებ,დაივიწყე. თუ ცეცხლსასროლით,მაშინ ოჩოპინტრე გეზე ნახავ ყველა საჭირო ინფორმაციას.

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 23 2012, 01:01 PM

guidanacho

ციტატა(guidanacho @ 23rd August 2012 - 12:27 PM) *
ჯაჯა ტელევიზორში გამოუცხადებიათ ნადირობის სეზონი და რაზეა გამოცხადებული არ ვიცი

ისე წერტილ მძიმე არ იქნებოდა პოსტებშI ცუდი იდეა biggrin.gif

სეზენი კი მე რამდენადაც ვიცი ფრინველებზე იხსნება და ყველა პირველ რიგში მწყერზე გარბის ხოლმე.... მწყერზე პნევმატიკით სრული უაზრობაა



პოსტის ავტორი: sekurifa Feb 6 2013, 02:11 PM

გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება
09:31 06-02-2013


საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება. გარემოს დაცვის სფეროში რეფორმების გატარების მიზნით, 43 კანონპროექტიანი საკანონმდებლო პაკეტია მომზადებული, რომლის განხილვაც, პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.
პარლამენტში წარდგენილი პაკეტით, გარემოს დაცვის სამინისტრო რეორგანიზებული იქნება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - ენერგეტიკის სამინისტროდ.
ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტროს ის ფუნქციები დაუბრუნდება, რომლებიც, წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა.
კერძოდ, ბუნებრივი რესურსების სააგენტო ენერგეტიკის სამინისტროს ფარგლებიდან გამოდის და გარემოს დაცვის სფეროს უბრუნდება. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტრო კვლავ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
ამას გარდა, ცვლილებები შედის "საქართველოს წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შესახებ" კანონშიც, რომლის მიხედვითაც, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ გარეულ ცხოველებზე ნადირობის აკრძალვა მოხდება, თუმცა, ზოგადად ნადირობა მთელ რიგ დაცულ ტერიტორიებზე აიკრძალება.
კერძოდ, კანონპროექტით იკრძალება ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა.
ცვლილებებით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში - გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამედიცინო მიზნებისთვის, რაც სამინისტროს წერილობით საფუძველზე განხორციელდება.
ამას გარდა, ცვლილებებით, სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით წარადგენს.
ამასთან, მომზადებული ცვლილებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო იქმნება, რომელიც სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხს გადაწყვეტს.
ასევე ცვლილებებით, ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე - სამონადირეო მეურნეობებში, აღვეთილში, დაცულ ლანდშაფტში და ტყის ფონდის ტერიტორიებზე.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებებით, იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულება, ასევე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ემატება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იქნება უფლებამოსილი ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული ლიცენზიების გაცემაზე. ჩამოყალიბდება კონტროლის დანაყოფი, რომელიც ბუნებრივი რესურსების გამოყენების კანონიერებას შეამოწმებს, გააკონტროლებს გარემოს დაცვის კუთხით შექმნილ ვითარებას და შეებრძოლება ბრაკონიერობას.
"ამით გარემოს დაცვის სამინისტროში უმნიშვნელოვანესი რეფორმები იწყება. აღნიშნულ უწყებას მიეცემა ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაკისრებული მოვალეობა სრულფასოვლად განახორციელოს", - აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც მთავრობის მიერ მომზადებულ შესაბამის საკანონმდებლო პაკეტზე მთავარი თანამომხსენებელია.
დაახლოებით ორი წლის წინ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია გახორციელდა, რომლის ფარგლებშიც უწყების მმართველობის სფეროში შემავალი მთელი რიგი სფეროები სხვადასხავა სახალმწიფო უწყებებზე გადანაწილდა.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services