თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ სასარგებლო ინფორმაცია, ბმულები _ ამაზონზე დაკვეთის მანუალი

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 20 2010, 11:16 PM

მოკლედ სადღაც ერთხელ დავდე ასეთივე მანუალი მაგრამ ფორუმის რომელ სიღრმეშია კაცმა არ იცის, ამიტომაც ცალკე ტემად ვხსნი და მერე თუ რამე აქ განვიხილოთ ხოლმე ეს საკითხები.

მე შემოგთავაზებთ ჩემებურ ვარიანტს, თუმცა აქვე დავძენ სხვამ შეიძლება სხვა მიმდევრობით გააკეთოს იგივე საქმე, მოკლედ მესმის ყველასი, მაგრამ ამ ტემაში ნუ იქნება მე ეგრე არ გავაკეთებდი აი ასე უფრო მოხერხებულიაო, ძალიან კაი თუ მოხერხებულია, უბრალოდ მე ვდებ ჩემებურ მიდგომას, თქვენებურ მიდგომაში, მაქსიმუმ ჩემი მიმდოვრობითი ნაბიჯები იქნება გადანაცვლებული, შინაარსი და საბოლოო შედეგი მაინც იგივე იქნება.

მოკლედ ვსწავლობთ Amazon.com-ზე საქონლის შეძენას. რა გვჭირდება ამისათვის

a) აქტიური პლასტიკური ბარათი, მე პირადად ვიყენებ "საქართველოს ბანკის" Visa Electron-ს, საერთოდ Georgian Card-ის სისტემაში ჩართული ბანკების ყელა ბარათი მუშაობს, მიუხედავად კლასისა და წონისა. პრობლემა აქვს მაგალითად TBC-ს, ზოგიერთს უმართლებს, მაგრამ უმეტესობას მინიმუმ Visa Classic-ის სჭირდება და ხშირად ეგეც არ შველით, არ ვიცი რატომ, მე მაგათ ავტორიზაციის სისტემას UFC-ს ვაბრალებ, მაგრამ ხრენ ივო ზნაიტ რეალში რა ხდება...

b) სურვილი რაიმე შეიძინო და პირველადი შიშის გადალახვის თუ სარისკო გადაწყვეტლების მიღება. რეალობაში სარისკო არაფერია, უბრალოდ პირველად ძნელია კაცს რომ არ გაგიკეთებია, მე ჩემი მეგობრები ვინს ასე ვთქვათ ონლაინ შოპინგზე შევსვი ვეღარ ჩამოვსვი biggrin.gif შოპოგოლიკები გახდნენ, მაგრამ პირველი დაკვეთისას ყველას აკანკალებდა რაღაც ქვეცნობიერად ელიან რო ფული დაიკარგება biggrin.gif

g) საქართველოში ჩამომტანი გადამზიდავი კომპანიის ამორჩევა, მოკლედ ოხრად არიან, მე პირადად ვიყენებ Barami.us-ს 95% შემთხვევაში, იმიტომ რომ ვეჩნა ისეთ საქონელს უკვეთავ რომ სხვა კომპანიები ხელებს ასავსავებენ

დ) ელექტრონული ფოსტა, ნუ წერილები შიპინგზე და ასე შემდეგ ამ მისამართზე მოვა.

ახლა კი დავიწყეთ მინი მანუალი

1) შევდივართ მისამართზე Amazon.com და ვხედავთ შესაბამის სურათს



ვაჭერთ მითითებულ მისამართზე და ვიწყებთ რეგისტარციას

2) გადავდივართ გვერდზე სადაც უნდა ჩავწეროთ და ავირჩიოთ შემდეგი პუნქტები



და დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს (იმედია ახსნა საჭირო არაა თქვენ თქვენი ელ ფოსტის მისამართი უნდა ჩაწეროთ)

3) გამოსულ ფანჯარაში შეავსეთ ველები ამდაგვარად



ძირს მიუთითეთ პაროლი და გაიმეორეთ, მერე კი დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს

4) მორჩა რეგისტრაცია გავლილია, გადახვალთ შემდეგ გვერდზე სადაც უკვე თქვენი სახელი და გვარი ეწერება, ან ის სახელი და გვარი რაც მიუთითეთ



5) ვიწყებთ დაკვეთას, მაგალითად დავუკვეთოთ პარკერის ტაოტი ნასოსისთვის



აკრიფეთ საძიებო ველში რაც გინდათ, ან რავი კატალოგით დაიწყეთ არჩევა, მოკლედ როგორც გინდათ მთავარია სასურველი საქონელი იპოვოთ

6) ვიპოვეთ ჩვენი საქონელი



7) ვაჭერ პირველს და გადავდივარ კონკრეტული პროდუქტის შეძენის მენიუში



მოკლედ აქ პატარა ახსნაა საჭირო, ციფრი პირველი აღნიშნავს გამყიდველ ორგანიზაციას, ამაზონი არის დიდი მარკეტი, სადაც თვითონაც ყიდის თავის საქონელსაც და სხვა გამყიდველებსაც აძლევს საშუალებას, ამჯერად ყიდის რაღაც სხვა კომპანია

ციფრი 2 აღნიშნავს საქონლის სუფთა ფასს, მაგრამ როგორც წესი ამაზონის გარდა სხვა მაღაზიები ასევე ტავის ტრანსპორტირების საფასურსაც ამატებენ, ეს ფასი უკვე ჩანს ციფრთან 3, ანუ ჩვენიო ტაოტი ღირს 11.05$, მაგრამ ერთი ცალის გამოგზავნა ჯდება 6.72$, თუ რამდენიმეს უკვეთავთ ტრანსპორტირების, ანუ შიპინგის ფასი იმდენჯერ არ იზრდება, სხვა ალგორითმები მუშაობს, წონა მოცულობა და ფასდაკლება, ხან ცალ-ცალკე ხან ყველა პარამეტრი ერთად, ამიტომაცაა რომ ბევრი ნივთის ერთად დაკვეთა ამცირებს ხარჯებს, ვიდრე ერთი ნივთიც ცალკე დაკვეთა, თუმცა გაითვალისწინეთ თუ ერთი ნივთი ერთი გამყიდველისგანაა და მეორე მეორესგან, მაშინ ორივე მაღაზია თავის შიპინგის ფასებს დაამატებს.

ნომერი 4 არის ველი სადაც ირჩევთ რაოდენობას, თუმცა არააქტუალურია, კალათაშიც ნებისმიერ დროს შეცვლით რაოდენობას და ბოლოს ისრით მითითებული ყვითელი ღილაკი რომლითაც საქონელს თქვენს კალათაში აგდებთ.

8) მე ამოვირჩიე 4 ცალი ტაოტი და დავაჭირე ADD to cart საქონელი ჯდება კალათაში და ვიღებთ შემდეგ სურათს



კალათაში შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობა ჩავამატოთ, მერე ამოშალოთ, მოკლედ ითამაშეთ, ეს ჯერ შეძენა არაა, ანუ მაღაზიაში ხართ აირეთ რაღაც თაროდან, არ მოგეწონათ დადეთ და ასე შემდეგ.

9) გადავდივართ შეძენაზე, შეძენის წინ მე ყოველთვის კალათაში შევდივარ დააკვირდით სურათს



ნომერი 1 აღნიშნავს კალათაში გადასასვლელ ღილაკს
ნომერი 2 პირდაპირ დაკვეთის პროცესზე გადასვლა კალათის გვერდის ავლით
ნომერი 3 დაკვეთის დეტალები, ანუ რა ჯდება ეს 4 ტაოტი შიპინგის და სხვა ხარჯების გარეშე

ნუ როგორც ვთქვი მე ვაჭერ პირველ ნომერს და კალათისკენ ჰერი, ჰერი.

10) კალათაში გვაქვს შემდეგი სიტუაცია



ნომერი 1 - კალათაში ჩაგდებული საქონლის წაშლა ან დროებით შესანახად გადადება ისე რომ კალათიდან არ ამოვშალოთ
ნომერი 2 - თანხა შიპინგის გარეშე
ნომერი 3 - ცალის ფასი და რაოდენობა შიპინგის გარეშე
ნომერი 4 - დაკვეთის დაწყება

დავაჭირეთ მე 4 ნომერს და დავიწყეთ ყიდვის პროცესი, ანუ მივდივართ მოლარესთან

11) ჯერ მოთხოვნილი იქნება პაროლი



კიდევ ერთხელ მოწმდებით თქვენ ხართ თუ არა biggrin.gif

12) ვავსებთ მისამართს



თქვენ თქვენი სახელი გვარი ჩაწერეთ დანარჩენი მისამართი შტატი ინდექსი და ნომერი იგივე, და დააკვირდით ბოლოში მითითებულ გადამრთველს, სწორედ ეგრე დატოვეთ თუ ამოირჩევთ NO მაშინ საცხოვრებელი მისამართი სხვა გაქვთ და მისაწოდებელი მისამართი სხვა, მოკლედ 2-ჯერ რომ არ ვავსოთ ინფო, ჩავთვალოთ რომ ერთი და იგივე მისამართზე ვცხოვრობთ და ვაგზავნით ტავარს. ვაჭერთ ღილაკს Continue

13) ვირჩევთ მიწოდების ვადებს და მეთოდებს, გაითვალისწინეთ რაც უფრო ჩქარა მოინდომებთ მიღებას, მით უფრო მეტი ჯდება ტრანსპორტირების ანუ შიპინგის ხარჯები. თუ საქონელს პირდაპირ ამაზონი ყიდის, აქ გექნებათ უფასო მიწოდების ამორჩევის საშუალებაც.



ნუ ჩვენს შემთხვევაში ეს ფირმა უფასო შიპინგს არ გვთავაზობს

14) გადავდივართ ბარათის მითითების ფანჯარაზე, დააჭირეთ ღილაკს ADD



15) ბარათის პარამეტრები სწორედ შეავსეთ, ანუ სახელი გვარი ბარათზე, ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა



ბოლოს დააჭირეთ ისრით მითითებულ ღილაკს

16) როდესაც მიიღებთ ასეთ ფანჯარას



17) მორჩა ბოლო ფანჯარაზე ვართ



აქ უკვე ხედავთ სად აირჩიეთ საქონლის გაგზავნა, მიწოდების მეთოდი, რა ჯდება თითო, მარჯვენა მხარეს გვაქვს მთელი ხარჯების ჩამონათვალი

საქონელი ჯდება 44,20
შიპინგი 7,40
სულ დასაბეგრ თანხამდე 51,60
პლიუს დაბეგვრა 3,60
სულ ხარჯი 55,20

სხვათაშორის ამაზონზე რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ეს პირველი კომპანია შემხვდა რომელიც ბეგარას მახდევინებს, ყველა სხვა მაღაზია დასაბეგრ თანხას არ მაწერს.

მოკლედ ვაჭერთ ისრით მითითებულ ღილაკს

18) მორჩა დაკვეთა მიღებულია და ვხედავთ ეკრანს



შეგიძლიათ ლოგოს დააჭიროთ და საწყისზე დაბრუნდეთ ან თქვენს ექაუნთში შეხვიდეთ

19) ამასობაში რეგისტარციის დროს მითითებულ ფოსტაზე მოდის წერილი



წერილში გექნებათ იგივე ინფო, პლიუს დაკვეთის ნომერი, არ აგერიოთ ეს არ არის ტრეკინგის ნომერი, ეს არის მაღაზიის ჩეკის ნომერი. მოგვიანებით მოვა მეორე წერილი რომელშიც იქნება ნახსენები რომ ტვირთი გამოგზავნილია და თქვენი საფოსტო გზავნილის ტრეკინგის ნომერი ესა და ესაა.

20) ვბრუნდებით ამაზონზე და შევიჭყიტოთ ექაუნთში



ვაჭერთ ორდერს

21) გავდივართ ავტორიზაციას



22) ვნახულობთ ჩვენს დაკვეთებს



ამჯერად ერთი დაკვეთა მაქვს, შემიძლია ვნახო სტატუსი, ან ამოვბეჭდო ინვოისი და ასე შედმეგ, დააკვირდით ისრით მითითებულ ღილაკს, მისი მეშვეობით შეიძება გამყიდველთან დაკავშირება, მაგალითად თუ დიდხანს არ გამოიგზავნება საქონელი, ან ტრეკინგის ნომერი არ მოვა. ზემოთ დააკვირდით შემოხაზულს, მანდ გამოჩნდება ტრეკინგის ნომერი იმის მერე რაც საქონელი გამოიგზავნება

------------------------------------------------
ახლა დანარჩენი ინსტრუქცია რომელიც ამაზონზე აღარ გამოჩნდება, ამაზონმა მოგვყიდა საქონელი და ვსიო.

ამაზონის დაკვეთის გაკეთებისას ამაზონი 1$-ს დაგიბლოკავთ ბარათზე, ამით ამოწმებს შეუძლია თუ არა თანხის აღება, ეს 1$ განიბლოკება 30 დრეში და ანგარიშზე დაგიბრუნდებათ.

ძირითადი გადასახდელი თანხა ჩამოიჭრება, ან დაკვეთიდან რამდენიმე წუთში, ან რამდენიმე საათში, ან დრეში, დამოკიდებულია იმაზე თუ როდის გამოიგზავნება დაკვეთა, მაგალითად წინაზე ტაოტების დაკვეთისას თანხა ჩამომაჭრა ამაზონმა 3-4 დღის მერე, და შესაბამისად 4 დღის მერე გამოაგზავნა საქონელი, დღევანდელ დაკვეთის დროს თანხა დაკვეთიდან 15 წუთში ჩამომაჭრა. მოკლედ მანდ ლოგიკა ცოტა არ იყოს გაუგებარია

კაი მოკლედ ტრეკინგის ნომერი მოვა მოგვიანებით, ვნახათ ფოსტაში, ან მითითებულ გვერდზე, ან თუ ვერ მიიღებთ მიწერთ მაღაზიას და ის მოგწერთ რომ თქვენი ტრეკინგის ნომერი არის ესა და ეს.

ახლა ელოდებით როდის ჩავა თქვენი ამანათი გადამზიდავთან, ჩემს შემთხვევაში ბარამში, ტრეკინგის ნომრით შეგიძლიათ გადამზიდავის საიტზე ადევნოთ თვალი როდის ჩავა ბარამში საქონელი, ბარამში როდესაც ჩავა და UPS-ის ან USPS-ის საიტზე დაიწერება Delivered ეს ნიშნავს რომ ბარამის წარმოამდგენელმა ტავარი ჩაიბარა.

სემდეგ ქართული კომპანიაა და განახლება ეგრე უცებ აღარ მოხდება biggrin.gif

მოკლედ მეორე ან მესამე დღეს http://barami.us/index.php?option=com_tracksearch&Itemid=28&lang=ka-ზე, ვწერთ ჩვენს სახელ ან ტრეკინგ შესაბამის ველებში და ვნახულობთ რა სტატუსები იწერება და რა თანხებია გადასახდელი.



მაგალითად აქ ჩანს რომ ჩემი მიმდინარე დაკვეთა გზაშია (Transit მაგას ნიშნავს), წონა არის ჩემი ამანათის 2 კილო და გადასახდელი მაქვს 18$

როდესაც საქართველოში ჩამოვა საბაჟოს გაივლის და მზად იქნება ასაღებად, მაშინ დაეწერება Tbilisi ამ დროისთვის საქართველოს ბანკში უნდა ვიყო უკვე მისული და უნდა მქონდეს გადახდილი 18$-ის ექვივალენტი ლარებში, კურსი ყოველდღე წერია თუ რა კურსით იღებს ბარამი თანხას, თუ თქვენ გარე ბუტკების კურსით გადაიხდით, საქონლის აღებისას შეიძლება კამათი მოგიწიოთ რომ 5-10 თეთრი კიდევ გადასახდელი გაქვთ, ამიტომაც თვალყური ადევნეთ ბარამის კურსებს, რომ მიმდინარე თარიღი ეწეროს და რა კურსიც იქნება იმ კურსით უნდა გადაიხადოთ შესაბამისი თანხა.

გადახდისთვის მიდიხართ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და ანგარიშზე 274406902 რომელიც ეკუთვნის Baramidze Corp-ს (შეიძლება გადასამოწმებლად დაგჭირდეთ ეს ინფო), რიცხავთ საჭირო თანხის რაოდენობას ხოლო დანიშნულებაში კი ოპერატორს აწერინებთ:
ამანათის ტრანსპორტირება xxxxxx

x-ებს ჩაანაცვლებთ თქვენი ამანათს ტრეკინგის ბოლო 6 ციფრით, მეტი საჭირო არ არის, ოპერატორი აიბნევა და თან ბარამი მაინც ბოლო 6 ციფრს იყენებს, ასე რომ ნურც იწვალებთ და ნურც ოპერატორს აწვალებთ


მოკლედ როდესაც თბილისი ეწერება თქვენს ამანათს, მიდიხართ გადამზიდავის ოფისში, აძლევთ თქვენი გადახდის ქვითარს სადაც ამანათის ტრეკინგის ბოლო 6 ციფრი წერია, პერსონალი ჩადის საწყობში პოულობს ამანათს, იტოვებს ქვითარს, გაწერინებთ ხელს რომ მიიღეთ ამანათი და მოდიხართ სახლში ბედნიერი. არ დაგავიწყდეთ პირადობის მოწმობის წაღება, ისე ამანატს არ გამოგატანენ

მოკლედ ყველაზე კაი შემთხვევაში დაკვეთის ღილაკის დაჭერიდან საქონელი თბილისში 2.5 კვირაშია, გაჭიმულ შემთხვევაში 3-3.5 კვირაში და ცუდ შემთხვევაში 4-5 კვირაში. ჩვენი საბაჟოს ოპერატიულობის გამო მინიმუმ 1 კვირა ამანათები საბაჟოზე ისვენებენ. ანუ მაგალითად ნაწილი ჩემი ამანათები გუშინ ანუ ორშაბათს ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ საბაჟო გადამზიდავს არ გამოატანს სანამ არ გადაამოწმებს ყველაფერს, ეს ბედნიერება მოხდება პარასკევს ან შაბათს. შესაბამისად სანამ გადამზიდავი ამდენ ამანათს მოიტანს საწყობში დაახარისხებს... მოკლედ გაცემას იწყენებ ორშაბათს. ასე რომ გამოდის, ორშაბათს ჩამოსული საქონელი შემდეგ ორშაბათამდე აქ არის, მაგრამ თქვენთან არ არის smile.gif

ვსიო, იმედია მორჩა ამ თემაზე საუბარი და ჩემს ბარათსაც მოძვრება დამატებითი სამუშაოები biggrin.gif თორემ დამეღალა ამ ბოლო დროს.

პოსტის ავტორი: foxi Apr 20 2010, 11:23 PM

ვინც ვერიმახსოვრებთ ჩაიწერეთ! კაცმა მეორეთ დაწერა.

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 20 2010, 11:46 PM

აი საღოლ რა ჯაჯ , იმენა დაუზარელი , ხარ, ხომ ივიც დაკვეთა მარა მირჩვენია მე დავუკვეთო სხვის მაგივრად და ბარამშიც რიგში ვიდგე სანამ არ გამოვიტან სხვის ნივთს , ვიდრე ამხელა პროსტინა დავწერო biggrin.gif biggrin.gif

ხომ ვამბობდი ერთი ორი ჯაჯა გჭირდება მეთქი biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: bazuka Apr 21 2010, 12:15 AM

ja_ja
შენ ძმაო მანიაკი ხარ suicide2.gif

პოსტის ავტორი: skywalker Apr 21 2010, 07:11 AM

სააააღოლ რო არ გეზარება biggrin.gif ამ ყველაფრის მერე კიდე რო კითხვა გაგიჩნდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: tengo Apr 21 2010, 08:49 AM

ja_ja

ყველაფერს ველოდი, მაგრამ ასეტ რაღაცას ნამდვილად არ ველოდი, ეხლა სინამდვილეში დავტკბები.

უღრმესი მადლობა ჯაჯა.

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 21 2010, 12:44 PM

ეს ყველაფერი კარგი, მარა აქამდე სად იყავი?

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 21 2010, 01:11 PM

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 21st April 2010 - 01:44 PM) *
ეს ყველაფერი კარგი, მარა აქამდე სად იყავი?

და რა არ მოგეწონათ ბატონო იაპონჩიკ smile.gif????

აქამდე სადღაც უკვე მეწერა იგივე, პროსტა რომელიღაც თემაში იყო, შენ ამ ფორუმზე კაიხანია ხარ და უნდა გენახა, ეს ტავიდან დავწერე და ცალკე თემაში დავდე იმიტომ რომ ის დაწერილი ახლა სადაა კაცმა არ იცის.

პოსტის ავტორი: cz80 Apr 21 2010, 01:44 PM

ja_ja


აუ ჯაჯ, კაცურად, უფრო დაწვრილებით დაწერე რა ამაზონიდან ჩამოტანის ამბები... თუ არ შეწუხდები
აქ სადღაც კი იყო ამაზე ლაპარაკი მარა ვეღარ ვნახულობ...


შუტკა ნუ smile.gif
rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif

პოსტის ავტორი: cz80 Apr 21 2010, 01:45 PM

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე მართლა ტო, ამ ყველაფრის მერე რაღა კითხვა უნდა გაგიჩნდეს..smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 21 2010, 02:19 PM

ja_ja
ვინ გეუბნება ატრ მომეწონაო? პირიქით, ასეთი ინსტრუქცია მგონი ჰაბლის ტელესკოპს არ ქონია...

უბრალოდ გული დამწყდა პირველად რომ ვიწერდი, მაშინ რომ არ იყო....

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 21 2010, 02:46 PM

მგონი შეცდომებიც გავასწორე, ანუ შ ტ თ ღ X I და ასე შემდეგ შეცდომები რაც იყო გამოვხშირე, იმედია ამჯერად ყველაფერთანე რტად სუფტა ტექსტი დევს.

პოსტის ავტორი: gregory Apr 21 2010, 03:29 PM

smile.gif ja_ja
საღოლ smile.gif მაგარი ნამუშევარია!!!!
ბარამის საიტზე უკვე ლინკიც დადეს შენი მანუალის( ჯერჯერობით შუტკა, მაგრამ არ გამიკვირდება რომ დადონ) და კლიენტებს ვეღარ აუდიან smile.gif
სხვა ჩამომტანებიც შეგიკვეთავენ ეგეთ მანუალებს მალე ასე რომ მალადეც შენ king.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 22 2010, 06:39 PM

ja_ja
pleasantry.gif ბრავო ჯა_ჯ! მშვენიერი ნამუშევარია!

პოსტის ავტორი: tengo Apr 24 2010, 03:20 PM

jaja.

მე-12 სურათზე მიუთითე ბარამის მისამართი და დავაჭირე გაგრძელებას.
მე-13 სურათის მაგივრად ,სადაც უნდა მიმეთითებინა მიტანის ვადები, ამოვიდა განსხვავებული სურათი და მემგონი მეუბნება ამ ორიდა ერ-ერტი მისამართი მიუთითეო.

Original address; tengiz gvari 22H graigwood rd avenel nj 07001 united states

Suggested Address: tengiz gvari 22H graigwood rd avenel nj 07001-2239 united states


есть проблемы с адресу - мы пометили наши предложения в красном ниже. Пожалуйста, выберите, какую версию адрес, который нужно использовать, или нажмите кнопку Изменить рядом с адресом, который требуется изменить. გუგლის ნატარგმნი. როგორ მოვიქცე.



პოსტის ავტორი: ja_ja Apr 24 2010, 03:50 PM

tengo
ეს მეორე მისმართი საიდან გაიჩითა??

და მოიტა ორიგინალი ინგლისური ტექსტი, სურათიც დააპრინტსკრინე თუ არის შესაძლებელი და აქ დადე

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 24 2010, 03:52 PM

შენ NO ხომ არ ამოირჩიე როდესაც მისამართი შეავსე?? აი მეთორმეტე სურათზე რომ მაქვს მონიშნული ძირა ჩარჩოთი



მანდ უნდა დაგეტოვებინა Yes წონააღმდეგ შემთხვევაში შენ NO-ს თუ ირცევ ეგ იმას ნიNშავს რომ შენ საცხოვრებელი მისამაღტი სხვა გაქვს და მიმითითეო, თუ იმასაც შეავსებ, მერე გამოგიტანს ხოლმე შემოთავაზებას რომელზე გავაგზავნოო.

პოსტის ავტორი: koknar Apr 24 2010, 04:10 PM

ჯაჯა ჯან ეგ არი ბილინგ ადრესი ეგ უნდა სხვა იყოს ანუ იგივე რაც კრედიტ კარტაზეა მაგას გაგზავნასთან კავშირი არა აქ. გადამხდელის მისამართია.

პოსტის ავტორი: tengo Apr 24 2010, 04:12 PM

jaja

საქმეც იმაშია რომ არა,როგორც სურათზეა ზუსტად ისე. კიდევ ვეცდები თავიდან გავაკეთო.

რაც შეეხება დაკოპირებას და დადებას , არასდროს გამიკეთებია ცოტა ძნელია.

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 24 2010, 06:24 PM

tengo
პრობლემა არაა ეგ, Use Original Address მიუთითე, ანუ რაც ჩაწერე, ის.

უბრალოდ, ამაზონი ხანდახან თავისით გთავაზობს უფრო დაკონკრეტებულ მისამართს smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 24 2010, 06:28 PM

koknar

ციტატა(koka @ 24th April 2010 - 05:10 PM) *
ჯაჯა ჯან ეგ არი ბილინგ ადრესი ეგ უნდა სხვა იყოს ანუ იგივე რაც კრედიტ კარტაზეა მაგას გაგზავნასთან კავშირი არა აქ. გადამხდელის მისამართია.

ესეიგი რა დღე გამითენდა ჰა biggrin.gif 1 კვირის წინ იქეთ გასწავლიდი რაფრა უნდა დარეგისტრირდე და ახლა აქეთ მასწავლი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif (სუფთა ანდაზა მახსენდება რა - იაიცა კურიცუ ნი უჩატ, მარა უკუღმა გამოდის ახლა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif)

ბანკში მაინც არ ვმუსაობდე ბლინ biggrin.gif biggrin.gif ვიცი რა არის ბარათის ბილინგი...

კაცოუუუ, ვიცი რომ წესით განსხვავებული უნდა ჩაიწეროს ჩვენს შემთხვევაში შიპინგ და ბილინგ მისამართი, მაგრამ კაკრას მთელი სტატია და მის მერეც მაგას ვიძახი ამაზონს ახატია მეთქი ეგ პირობა და ზედმეტად 2-2-ჯერ რომ არ ავსოთ ერთი და იგივე ველები სხვადასხვა მონაცემებით და დომფხალი არ შეგექმნათ, ასევე დრო არ დაკარგოთ მეთქი, ჩაწერეთ პირდაპირ ბილინგ მისამართში ბარამის მისამართი თქვა.....

ეგ პირობა აქტიური იმ მაღაზიებისთვის ვინც ბარათზე ამოწმებს ბილინგს, ამაზონს კი ცოტა ჩახლართული სისტემა აქვს სადაც შეიძლება რამდენიმე დასტავკის მისამართი მიაბა და რამდენიმე ბარათი, ამიტომაც ეგ პუნქტი ამაზონს არ აქვს მიბმული ბარათის ბილინგზე და ახატიათქვა. შესაბამისად იხეირეთ რა, თორემ თუ სინდისის ქეჯნა გაწუხებს რომ ამაზონს ატყუებს და უსამართლოდ ექცევი, მაშინ მაგ სურათის რომ შეავსებ მარამის მისამართად, ამოირჩიე NO მერე კი შეავსე შენი ბილინგ მისამათიც.
პრობლემას რომ არ იწვევს თავს დავდებ, იმიტომ რომ შენი საჩუქარიც, რიპერაცის, და კიდევ ოხრად ხალის დაკვეთაც ეგრე მაქვს გაკეტებული 5 ექაუნთი მაქვს გახსნილი და ისე ვუშვებ დაკვეთებს

ნუ იდეაშI შეიძლება ერთი ექაუნთიდან რამდენიმე სხვა სახელზე გაუშვა მაგრამ რომ ჩამოვა საბაჟოზე 5 ამანათი და ყველას მტყიდველის მისამართი ჩემი სახელი გვარი აქვს და მიმღების სხვა.... რას იტყვიან? ეს კაცი თავისთვის ყიდულობს და სხვადასხვა მისამარტებზე აგზავნის რომ არ გამოვიჭიროთო.

კოკოჯან მოგკლავ biggrin.gif ნუ გადამრევ თორემ, თორემ, თორემ... გადავდგები... ვოტ! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

tengo
ციტატა(tengo @ 24th April 2010 - 05:12 PM) *
საქმეც იმაშია რომ არა,როგორც სურათზეა ზუსტად ისე. კიდევ ვეცდები თავიდან გავაკეთო

დააპრინტსკრინე რა და დააგდე შენი ეკრანის გამოსახულება რომ შევხედოთ რა ხდება შენთან.

პოსტის ავტორი: tengo Apr 24 2010, 07:00 PM

jaja

მეორეჟერ რომ ვცადე მაშინ ესეთი გაფრთხილება არ მოუცია , მაგრამ ის მე13 -ე ფურცელი განსხვავებული ფორმის იყო. ტვირთის მიტანის 2 ვარიანტის გარდა[ვადებზეა საუბარი] იყო
მითიტებული ბევრი ვარიანტები.მატ შორის იყო 1 დგიანიც.მე სდადატული 1-3მდე ავგნიშნე.და ბოლომდე ჩავედი. აწი ველოდები დალშე რაიქნება. რაც შეეხება კოპირებას ვერ გავაკეტე,მაგრამ აუცილებლად ვისწაბლი.

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 24 2010, 07:02 PM

ციტატა(Power_VANO @ Apr 24 2010, 07:24 PM) *
tengo
პრობლემა არაა ეგ, Use Original Address მიუთითე, ანუ რაც ჩაწერე, ის.

უბრალოდ, ამაზონი ხანდახან თავისით გთავაზობს უფრო დაკონკრეტებულ მისამართს smile.gif


ჩემი პოსტის ციტირებაა წინა გვერდის ბოლოდან. თითქმის ყველა ქართული გადამზიდავის მისამართზე იცის ხოლმე ამაზონმა ეგეთი რამის შემოთავაზება, უფრო აკონკრეტებს თავისი ჭკუით მისამართს. მიუთითეთ Use Original Address, პრობლემა არ იქნება არანაირი smile.gif

პოსტის ავტორი: tengo Apr 24 2010, 07:14 PM

Power_VANO

მადლობა, Power_VANO მომავალში მეცოდინება .
ისე მეორეჟერ რომ ვცადე მერე არ მოუთხოვია.

პოსტის ავტორი: koknar Apr 25 2010, 12:12 PM

ეგაა რა სხვის მაგივრათ არ უნდა ილაპარაკო რა... ჯაჯა Power_VANO -ს ასწავლიდა მისამართის ჩაწერას რა ჩემი საქმე იყო , მაინც მე გავილანძღე, ახია ჩემზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: koknar Apr 25 2010, 12:13 PM

არა ტენგოს კაცო Power_VANO რა შუაშია ბოდიში

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 25 2010, 12:30 PM

koknar
რა დალიე, ან მოწიე დილიდან?? მშვიდობის ჩიბუხი უკვე გააბოლე???

პოსტის ავტორი: koknar Apr 25 2010, 03:22 PM

ერთად თუ გავაბოლებთ თორე მარტო მიტყდება ეგოისტი კი არა ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 25 2010, 04:01 PM

koknar

ციტატა(koka @ 25th April 2010 - 04:22 PM) *
ერთად თუ გავაბოლებთ თორე მარტო მიტყდება ეგოისტი კი არა ვარ


D: ხაროში ბელად biggrin.gif

პოსტის ავტორი: tengo Apr 26 2010, 12:15 PM

ja_ja

თანხა ბარათიდან ამდილით აიღეს , ექაუნთში სურათი ჯერჯერობით იგივეა ,მითითებული მხოლოდ ორდერის ნომერი.ალბათ საქონელს დგეს წაიღებენ.

ბარამი რომელ დგეებში იგებს ამერიკის საწყობიდან თავის საქონელს.

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 26 2010, 12:44 PM

tengo
თანხას გაჭრიან გაგზავნის წინ. თანხა უკვე მიიღეს ახლა ალბათ შეფუთვაზე და გასაგზავნ დეპარტამეტში გადაცემაზე ჩალიჩობენ

როდესაც გადამზიდავის ტრეკინგის ნომერს მიაკრავენ მეორე წერილს მოგწერენ სადაც ტრეკინგის ნომერსაც მოგაწოდებენ, ამაზონზე შენს ექაუნთშიც დაკვეთას გაუჩნდება ახალი ღილაკი Trecking დააჭერ მაგას და იგივე ინფოს დაინახავ როდის წამოვიდა, სააა, როდის იგეგმება ჩატანა და ასე შემდეგ

პოსტის ავტორი: tengo Apr 26 2010, 12:49 PM

ja_ja

გასაგებია, ველოდები მომავალ ინფოს.

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 26 2010, 02:56 PM

ja_ja
ჯა_ჯ, ბარამს ისევ ხუთშაბათ-პარასკევს აქვს ხოლმე ტვირთის გაცემის დღეების დასაწყისი?

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 26 2010, 03:09 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 26th April 2010 - 03:56 PM) *
ჯა_ჯ, ბარამს ისევ ხუთშაბათ-პარასკევს აქვს ხოლმე ტვირთის გაცემის დღეების დასაწყისი?

არა ახლა ორშაბათია ხოლმე, ანუ ადრე რომ ხუთშაბათს იღებდი კიდევ უნდა მოიცადო პარასკევი, შაბათი და კვირა, აი ორშაბათს კი იღებ ამანათს.

წესით დრეს უნდა ამეღო ჩვენი დაკვეთა პირამიდიდა, ნომერაციის გარესე რომ გავუშვით, შენი ფოსტერით და კიდევ იორამას, სოხას და დავიტას JSB-ით და აგეთი პონტებით, მაგრამ საბაჟომ დააგვიანაო და არ გამოგვატანა შაბატს ტვირთიო. დრეს ელოდებიან და ხვალ დავიწყებთ ალბათ გაცემასო...


პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 26 2010, 03:13 PM

ja_ja
აჰაა გასაგებია, ანუ ახლა მე რომ ოპტიკა გამოვიწერე და TRANSIT აწერია, ეს ერთი კვირის მერე იქნება ხო?

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 26 2010, 03:27 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 26th April 2010 - 04:13 PM) *
აჰაა გასაგებია, ანუ ახლა მე რომ ოპტიკა გამოვიწერე და TRANSIT აწერია, ეს ერთი კვირის მერე იქნება ხო?

ჰო. ანუ ალბათ დღეს ან ხვალ ჩამოვა რეისი, მაგრამ მერე საბაჟოზეა მთელი კვირა და შაბათს გაატანენ დასარიგებლად. შაბათს წაიღებენ და დაასაწყობებენ, კვირას არ მუშაობენ და ორშაბათს დაიწყებენ გაცემას. თუ რა თქმა უნდა დღევანდელივით არ აღმოჩნდება რომ საბაჟომ გაატრაკა და არ გამოატანა შაბათს.

პოსტის ავტორი: tengo Apr 26 2010, 03:37 PM

ja_ja

http://www.amazon.com/gp/product/B001WJ4SRE/ref=ord_cart_shr?ie=UTF8&m=ATVPDKIKX0DER დისკოზე ხომ წავა .

შიპინგი თუ უფასოა,როგორ ჯობია მე გამოვიწერო ცალკე თუ ერთობლივ შეკვეთაზე ჯობია.

პოსტის ავტორი: bazuka Apr 26 2010, 03:46 PM

tengo
კი წავა, მარა დიდი გამომავალ ლინზიანი ოპტიკა შეიძლება არ წავიდეს, დაბალპროფილიანი რინგია X32 წესით და რიგით წავა

პოსტის ავტორი: tengo Apr 26 2010, 03:52 PM

bazuka

აიhttp://www.amazon.com/gp/product/images/B001PO5QOK/ref=dp_image_z_0?ie=UTF8&n=3375251&s=sporting-goodsველოდები 4-16 X40. ძაან მაღალიც არ მომწონს.ეს თუ გამოდგება?

პოსტის ავტორი: gregory Apr 26 2010, 03:55 PM

tengo
მაგაზე უპრობლემოდ წავა

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 26 2010, 03:59 PM

tengo
მაგაზე წავა ერთი პირობით თუ დისკოს მოხსნი უკანა სამიზნეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში დისკოს უკანა სამიზნეს ეხება და ვერ ჯდება ბოლომდე ადგილე.

კიდევ ერთი რამ გაითვალისწინე ეგ რინგები თუ იყიდე ოპტიკას კრიშკები უნდა მოხსნა, რადგან კრიშკებიანად ვერ დააყენებ თოფზე, ლულას გაედება პლასტიკატის ხუფები...

კაროჩე მეც ეგეთი ოპტიკა მაქვს და სწორედ მაგ მიზეზით ვიყიდე მაღალი რინგები და ბედნიერი ვარ.

პოსტის ავტორი: tengo Apr 26 2010, 04:00 PM

gregory

გმადლობთ . იქითკენ რახდება, ჩვენთვის სასიხარულო ინფო რამე ხომ არა გაქვთ.?

პოსტის ავტორი: bazuka Apr 26 2010, 04:01 PM

tengo

ციტატა(tengo @ 26th April 2010 - 04:52 PM) *
4-16 X40

ეს მგონი ჯაჯას აქვს, და დაწერს რა პროფილიანი რინგები აქვს.

პოსტის ავტორი: tengo Apr 26 2010, 04:09 PM

ja_ja

მაშინ სხვა გზა არაა უნდა ვეძებო.

პოსტის ავტორი: bazuka Apr 26 2010, 04:14 PM

ისე ეს თემა ოპტიკასთან რაშუაშია???


მოკლედ ამ პოსტებს გადავაბრძანებ იქ, სადაც საჭიროა და მეორედ აქ მხოლოდ თემის შესახებ კითხვები, თორე ბარდაგი იქნება

პოსტის ავტორი: tengo Apr 26 2010, 04:33 PM

bazuka

სწორი ბრძანდები ბატონო ,მაგრამ ჩემთვის ძნელია ,ყოველი სიტყვის სასურველ თემაში მოთავსება ,თანაც კომპისთან ურთიერთობის სწავლა ეხლა მიწევს.
ჩამოვრჩი ცხოვრებას,რას იზამ. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 26 2010, 04:43 PM

tengo

ციტატა(tengo @ 26th April 2010 - 05:33 PM) *
სწორი ბრძანდები ბატონო ,მაგრამ ჩემთვის ძნელია ,ყოველი სიტყვის სასურველ თემაში მოთავსება ,თანაც კომპისთან ურთიერთობის სწავლა ეხლა მიწევს

ნუ ეგ გასასამართლებელი საბუთი არაა, ბევრი ახალბედა ფორუმის სტრუქტურის გაგებაშია არაა, მაგრამ ეგ არ ნიშNავს რომ ვისაც სად მოგვინდება იქ ვპოსტოთ. მე უკვე იმდენ აცდენილ თემებს დავსდევ და ვწმინდავ რომ....

წმენდისას კი მთლიანად პოსტები იკარგება sad.gif

პოსტის ავტორი: tengo Apr 26 2010, 04:58 PM

ja_ja

გასაგებია ყველაფერი. შეცდომებისგან არავი არაა დაზღვეული, მთავარია მიზანმიმართული არ იყოს.

ერთი რამ ვერ გავიგე, ნებისმიერი ახალი შეკითხვისას ახალი თემა უნდა გაიხსნას? და ვინ ხსნის ამას, თუ ჟერ უნდა მოიძებნოს სასურველი ,შესაბამისი თემა და მერე დაისვას შეკითხვა.



პოსტის ავტორი: bazuka Apr 26 2010, 05:07 PM

tengo
არანაირად
არსებობს უკვე დახმარების საერთო თემები

მაგალითად ოპტიკაში არის თემა
"ოპტიკის შერჩევა 123» 7
საერთო თემა"

ძირითადად კი http://www.airgun.ge/forums/index.php?showforum=40
ამ განყოფილებაშია, და უმეტესი კითხვა რაც გაგიჩნდებათ უკვე განხილული და გადაღეჭილია, თუმცა ზოგი უადგილო ადგილასაა და ჭირს მისი მოძებნა, ამიტომაც გთხოვეთ, რომ შესაბამის თემაში დავწეროთ რადგანაც შემდეგში, ახალ წევრს ხელახლა არ მოუნდეს ამ კითხვების გამეორება და ჩვენს ხელახლა არ გვქონდეს იგივე დასაწერასახსნელი

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 26 2010, 05:12 PM

tengo

ციტატა(tengo @ 26th April 2010 - 05:58 PM) *
ერთი რამ ვერ გავიგე, ნებისმიერი ახალი შეკითხვისას ახალი თემა უნდა გაიხსნას? და ვინ ხსნის ამას, თუ ჟერ უნდა მოიძებნოს სასურველი ,შესაბამისი თემა და მერე დაისვას შეკითხვა.

ჯერ შესაბამის განყოფილებაში იძებნება არის თუ არა ამდაგვარი საკითხი, ან საკმაოდ ახლოს მდგომი, თუ არ არის, მერე საკითხთან აზრობრივად ახლო განყოფილებაში შედიხარ და აჭერ ზედა მარჯვენა კუთხეში ახალი თემა, წერ ახალი ტემის სათაურს და ქვესათაორს და შემდგომ პირველი პოსტის ტექსტს.

თუ დარწმუნებული არ ხარ რომ სწორედ გახსენი თემა და ორჭოფობ შეიძლება ადრე ესეთი იყო და ვერ ნახე, შეგიძლია პოსტის ბოლოს მიუთითო:
- ბოდიშს ვიხდი თუ თემა არასწორე განყოფილებაში გავხსენი, მოდერებს ვთხოვ გადაიტანონ თუ საჭიროა და თუ ასეთი საკითხი უვე იყო მიმითითეთ თემა და ეს დახურეთ.

ვსიო, თუ არასწორედაა, მოდერატორები და ადმინები მაგისთვისაა გადაიტანენ შესაბამის განყოფილებაში, თუ არის ასეთი თემა და იძებნება მოგცემენ ლინკს და თემას დახურავენ ამ გააერთიანებენ იმ თემასთან რასთანაც საჭიროა.

პოსტის ავტორი: tengo Apr 26 2010, 05:25 PM

ja_ja
ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია. გმადლოფთ.

პოსტის ავტორი: tengo May 8 2010, 01:30 PM

თუ ვინმემ იცის და გადაუხდია საკრედიტო ბარათიდან ტრანსპორტირების თანხა და როგორ უნდა შეივსოს.(ჩემი ოპტიკა და სასწორი ჩამოვიდა). მე მგონი ეს იქნება ამ თემის ბოლო ეტაპი და საბოლოოდ ყველაფერი გარკვეული იქნება ამ თემასთან დაკავშირებით.


პოსტის ავტორი: ja_ja May 8 2010, 01:40 PM

tengo

ციტატა(tengo @ 8th May 2010 - 02:30 PM) *
თუ ვინმემ იცის და გადაუხდია საკრედიტო ბარათიდან ტრანსპორტირების თანხა და როგორ უნდა შეივსოს

საკრედიტო ბარათით ვერ გადაიხდი..., მოკლედ ან ბანკომატიდან უნდა გამოიტანო სასურველი ტანხა და მერე ოპერატორს გადაარიცხინო, ან ოპერატორთავვე უნდა მოახდინო თანხის გამოტანა ბარათიდან და მერე თანხის შეტანა ბარამის ანგარიშზე.

საკრედიტო ბარათებით შიდა ოპერაციები მაქსიმლაურად შეზღუდული აქვთ ბანკებს, იმისათვსი რომ გაიძულონ თანხის გამოტანა ბარათიდან და ამაში საკომისიოს სახით მოგება ნახონ.

მოკელდ თუ ხელზე გაქვს თანხა პირდაპირ ეგ თანხა შეიტანე ჯობია ვიდრე საკრედიტო ბარათიდან გაანაღდო და პროცენტი დაკარგო.

გაითვალისწინე ეს ეხება რეალურ საკრედიტო ბარათებს და არა სადებეტო პლასტიკურ ბარათებს რომელსაც ჩვენ ჩვეულებისამებრ ვეძახით საკრედიტოებს.

პოსტის ავტორი: tengo May 8 2010, 03:36 PM

ja_ja
ამhttp://www.barami.us/index.php?option=com_content&view=article&id=15&Itemid=31&lang=kaარის მითითებული ,რომ საკრედიტოhttp://www.barami.us/index.php?view=items&cid=1%3A-&id=7%3A---------&option=com_quickfaq&Itemid=3&lang=kaშეიძლება გადახდა და თანხა იიჭრება ამერიკული კომპანიის მიერ.ბარამში დამიდასთურეს ეს ინფორმაცია,მაგრამ შევსება არ ვიცი და ვერ ვბედავ.

პოსტის ავტორი: ja_ja May 8 2010, 04:34 PM

tengo
მაიცა ვნახო, ეგ რაღაც ახალია. რაცხას ურევენ, პაიპალი იასნია საკრედიტო ბარათიდან, მარა რაფრა თუ არ გაქვს ეგ მამაძაღლი პაიპალი???

გუგლე ჩეკაუტი არ ვიცი არასდროს არ დამირეგისტრირებია, ეგ შეიძლება ინახოს, თუ ეგეც პეიპალივით არ უბერავს საკმაოდ კაი ვარიანტი იქნება.

ახლა ვნახე და იდეაში შეიძლება გუგლის ჩექაუნტის დარეგისტრირება, პროსტა რავი რაცხა მატორმუზებს biggrin.gif, მირჩევნია ძველი მამაპაპური მეთოდი.

პოსტის ავტორი: Power_VANO May 9 2010, 04:36 PM

ja_ja
გუგლ ჩეკაუტი ნორმალური ტიპია კი, პეიპალისგან განსხვავებით. ჩვენს სუვერენიტეტს აღიარებს გუგლი biggrin.gif

პოსტის ავტორი: bazuka May 9 2010, 09:59 PM

გუგლ ჩექაუთს დიდიხანია რაც ვიყენებ, მომენტალური მასტია smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 9 2010, 10:07 PM

bazuka
Power_VANO
რადგანაც ასე კარგად იცნობთ მაგ სისტემას, და რადგანაც ეგეთი კაი ტიპია, ერთი კითხვა მაქვს (ნუ გამოცდილებიდან გამომდინარე)

კაი ჩვენს ბარათებს იღებს და გადახდა შესაძლებელია, მარა უკუ პროცედურა თუ არსებობს, ანუ ჩაგირიცხა ვინმემ მაგ გუგლის ანგარიშზე და გამოტანა რაფრა ხდება ტანხის?? ოღონდ ჩეკი არ მითხრათ, მაგ დროს იმდენს გახევენ ბანკები რომ აზრი არ აქვს.

პოსტის ავტორი: bazuka May 9 2010, 10:25 PM

ja_ja
მე მხოლოდ ჩემგან რო გადის ეგ ვიცი

პოსტის ავტორი: tengo May 9 2010, 10:33 PM

bazuka
თუ შეგიძლია ამიხსენი, როგორ გადაიხადე გუგლ-ჩეკაუნტით თანხა. მაინტერესებს შევსების პროცედურები.

ხომ არ იცი JFK რას ნიშნავს, ბარამზე ტრანზიტ-ის ნაცვლად წერია.

პოსტის ავტორი: ja_ja May 10 2010, 08:42 AM

tengo

ციტატა(tengo @ 9th May 2010 - 11:33 PM) *
ხომ არ იცი JFK რას ნიშნავს, ბარამზე ტრანზიტ-ის ნაცვლად წერია.

ანუ ნიუ იორკშია ჯონ ფიჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტში და ფრიიი, ფრიი მეთქი smile.gif მოკლედ ესეიგი ბარამის საწყობიდან აეროპორტში გადაიტანეს და აფრინდება მალე საქართველოს მიმართულებით. როცა დატოვებს აერო[პორტს დაეწერება ტრანზიტი.

პოსტის ავტორი: tengo May 10 2010, 08:52 AM

ja_ja
მადლობა.გაიხარე.

პოსტის ავტორი: nihontoman May 11 2010, 05:45 PM

აუუ მოკლედ იქნება ამ კტხვაზე მიპასუხოტ რა ვქნა:

მოკლედ სევცვალე თი-ბი-სის ვიზა და ავიღე სტანდარტის ვიზა როიალი, მეთქი როიალი და რამე, ნებისმიერი საიტიდან გამოვიწერ რასაც მინდა მეთქი...

ხოდა ვცადე ამაზონზე სათვალის გამოწერა. ცოტა ხანში იმელის ვიღებ და მეუბნება, ფაქსით გამოაგზავნეო საკრედიტო ბართს რა მისამართი აწერიაო, რა სახელი აწერიაო და მაგ ბანკის ტელეფონიო...

ნუ ვცადე და რა თქმა უნდა ვერ გავუგზავნე ფაქსი...

ხოდა ეხლა მაინტერესებს:

საეტრთოდ რატომ მთხოვა ეს ინფორმაცია?
რა ხდება, ხმლის გამოწერაზე კიდე სხვა ვაჩალიჩე პროკრედიტით და იმათაც ეგეთი წერილი მომწერეს? საქართველოს ბანკებში რამე ცვლილება ხდება? რატო ითხოვენ დამატებით ინფოს?

მადლობა წინასწარ...

პოსტის ავტორი: ja_ja May 11 2010, 06:55 PM

nihontoman
რა შუაშია საქ ბანკი ვერ ვხვდები, შენთვითონ წერ რომ სტანდარტ ბანკი და პროკრედიტი ავიღეო და...

დრემდე ამაზონზე საქ ბანკის უბანძესი ვიზა ელექტრონი მაქვს 4 თუ 5 ექანუნთზე გაწერილი და მუშოაბს ვირივით.

ნიხინტ რატომ გიყვარს ახალი ველოსიპედის გამოგონება?? ხომ ვილაპარაკეთ ერთერთ თემაში ბარათებზე?? ისდეაში სტანდარტ ბანკს იგივე ავტორიზაციის ცენტრი აქვს რაც საქ ბანკს ანუ ჯორჯიან ქარდი....

არ ვიცი, კაროჩე გაუგზავნე ბარათზე რა მისამართიცაა მიწერილი, როგორც წესი ბანკის სათაო ოფისის მისამართია, იდეაში ეგ ითვლება ბილინგ მისამართად, შეიძლება ამაზონმა რაიმე შეცვალა, მაგრამ 1 კვირის წინ არაფერი ეგეთი არ ხდებოდა, ტანამშრომლისთვის ვინჩესტერი გამოვიწერე უპრობლემოდ. 3 დღის წინ მაჯის საათი გამოვიწერე ისევ არაფერი მოუთხოვიათ...

კაროჩე მიხვდნენ მყიდველი არ არისო და არ გადაგვაგდოსო rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 11 2010, 07:01 PM

ja_ja
საქართველოს ბანკზე არაფერს ვამბობ, საქართველოში ბანკებს ვგულუისხმობ, ქართულ;ი ბანკები რომ დამეწერა კარგი იქნებოდა.....

ვუგზავნი მარა არ იგზავნება, ეგაა პრობლემა თორე... ფაქსის მეტი არაფერს არ მივიღებთო, ხოდა მეც ვეწვალები, მარა არ იგზავნება....


რა მყიდველი არ ვარ, როგორ არ ვარ, ვარ მაშ! biggrin.gif




პოსტის ავტორი: Power_VANO May 12 2010, 01:00 PM

nihontoman
აშკარად შენ აკეთებ რაღაცას არასწორად კაცო, თორემ სულ შენ როგორ გაქვს ბარათებზე პრობლემა? საქ. ბანკის ბარათიც მაქვს მე და სტანდარტისაც, ორივეთი უპრობლემოდ ვუკვეთავ ამაზონზე, არასდროს არაფერი მოუთხოვიათ smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 12 2010, 02:18 PM

Power_VANO
რატო გიყვართ აი ეს ფრაზა ვერ ვხვდები: "აშკარად შენ აკეთებ რაღაცას არასწორად"...
აქ სანამ ვიკითხე, 15-ჯერ გადავამოწმე, შეკვეთის დროსაც ყველაფერს კარგად გადავხედე და რამე, დებილი კი არ ვარ shout.gif

აქ კითხვა ასევთქვათ last resort იყო.....

ხოდა თუ გინდა ფაქტი მოვიყვანო სწორედ ამ შენი მოსაზრების საწინააღმდეგო, კი ბატონო, აი ნახე:

ხმალი რომ გამოვიწერე, გამოვაწრერინე სხვას (ამაზონიდან არა, სხვა საიტიდან). იმან პროსტო ჩემი მეილი მიუთითა და ეგ იყო სულ. თავიდან იქიდანაც მომივიდა შეტყობინება და მითხრეს ყველაფერი კარგად არის და პრობლემა არააო, თრექინგს გამოგიგზავნით ცოტა ხანშიო... მეორე დღეს იგივე შინაარსის მეილი მომივიდა მათგანაც, სადაც მეუბნებოდნენ, რომ შიფინგი და ბილინგი ერთმანეთს არ ემთხვევაო და ზუსტად იგივე მონაცემების გაგზავნა მთხოვეს, რაც ამაზონმა, ოღონდ ამათმა მითხრეს მეილით გამომიგზავნეო, ამაზონმა კი თავიდანვე გამაფრთხილა, მეილზე გაძნელდება, ფაქსით გამოუშვიო. ხო, ხმალი როგორც ვიცი პროკრედიტით გამოიწერა იმან.

მოკლედ ეხლა მითხარი, მე ვაკეთებ რამეს არასწორად? იქნებ ეხლა გეცადა რამის შეკვეთა, ნახე, იქნებ შენც მსგავსი რამე მოგთხოვონ?
საეჭვოდ დაემთხვა ამ ორი სხვა და სხვა ბანკიდან ასეთი რაღაცეები, იმიტომ ვიკითხე კიდევაც, ქართულ ბანკებში რამე ხომ არ ხდება მეთქი? (იქნებ რამეს ცვცლიან და მაგან გამოიწვია ეს პრობლემები)...

პოსტის ავტორი: ja_ja May 14 2010, 08:57 PM

nihontoman
კაროჩე ახურებ.
ესეიგი ჩვენი დროით 13-ში დილით დავუკვეთე ამაზონზე რაღაცეები, გიშინვე ჩამომაჭრეს თანხა და გუშინვე გამოუგზავნიათ, ახლა მომივიდა წერილი აგერაა შენი ტავარი თვალყური ადევნეო, არის FedEX-ის ტრეკინგი და გამყიდველისგან უკვე გამოსულია, ილინოისის შტატი გადმოკვეთილი აქვს და ოჰაიოშია ახლა.

მოკელდ საქ ბანკის Visa Electron-ი მუშოაბს ვირივით, მიუხედავად იმისა რომ საცხოვებელი მისამართი შევუცვალე ექაუნთს და ბარამის ახალი მისამართი მივუთითე როგორვ შიპინგისთვის ასევე ბილინგისთვის. არანაირი მოთხოვნა არ მომსვლია ფაქსით რაიმე გადამეგზავნა ამაზონისთვის.

ან რაღაც სხვა ტანმიმდევრობით აკეთებ ყველაფერს, ან რაღაც ისეთს ყიდულობ რომ ჩემს მტერს, ალბათ მთელი დაზვერვის თანამგზავნები შენს დაკვეთას უთვალთვალებენ, სხვა ახსნა არ მაქვს!!!

თან ბარათი ჩემს სახელზე, დაკვეთა კი სხვა სახელ გვარზეა, მოკლედ არანაირი შეზღუდვა. რაღა მარტო შენეა ეგ პრობლემა???

პოსტის ავტორი: nihontoman May 14 2010, 10:02 PM

ja_ja
არაფერსაც არ ვახურებ! თქვენი საკუთარი გადმოსახედიდან ნუ უყურებთ ამ ყველაფერს მარტო! რო არ მოგთხოვეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვიგონებ რაღაცეებს, ან არასწორად ვაკეთებ და ა.შ.

მომივიდა მეილი, თან უკვე ორჯერ, ერთხელ kriscutlery.com-დან და მეორეჯერაც amazon.com-დან.

პირველი საიტიდან ვიწერდი ხმალს. გამოვაწერინე მულტიექსპრესის როჟას, თავისივე პროკრედიტ ბანკის ვიზით. ყველაფერი იმან გააკეთა, პროსტო საკონტაქტოზე ჩემი მეილი მიუთითა. თავიდან ორი მეილი მომივიდა, მეუბნებოდნენ მივიღეთ შეკვეთა და ყველაფერი კარგად იქნებაო. მარა მეორე თუ მესამე დღეს მომივიდა კიდევ მეილი, მეუბნებოდნენ შიპინგ და ბილინგ ადრესი ერთმანეთს არ ემთხვევაო და იქნება საკრედიტოზე რო მისამართი (card issuer-ის) და სახელი და გვარი აწერია ის გამოგზავნოთ მეილითო. მე ვუთხარი იმ ადამიანს ვისი კარტითაც გამოიწერა და მივწერე ამ საიტს. რამდენიმე დღის შემდეგ მეუბნებიან, რომ ცოტა ხანში გამოვაგზავნითო. ცოტა კიდევ ხნის შემდეგ კი გამოუშვეს და თრექინგს თუ დავუჯერებ, უკვე ნიუჯერსიშია, წესით ხვალ უკვე ადგილზე უნდა იყოს.

ამ საიტთან პრობლემა არ შემქმნია, რადგან ეს დამატებითი ინფო მოითხოვეს მეილით გამოუშვიო, აი ამაზონმა კი ფაქსი მოითხოვა, მეილებს ვერ ავუდივართო. ვეჩალიოჩე და ვერ ვუგზავნე ფაქსი. ესე იყო რამდენიმე დღე. დღეს დილით სპეციალურად დილას გავიქეცი ოფისში და მაშინ გავიგზავნე, ხოდა მიიღო ფაქსი, გაიგზავნა. ეხლა მეილს ველოდები მაგათგან. ამაზონიდან კი ჩემით გამოვიწერე სტანდარტის ვიზით.

აქ კითხვა იმიტომ დავსვი, რომ ვიცი ნახევარი ფორუმიო ბანკში მუშაობს, ხოდა... იქნებ რამე ხდება თქვა ქართულ საბანკო სისტემაში, მე ხომ არ ვარ გარკვეული და ა.შ. ხო, მართლა ამაზონიდან სათვალე გამოვწერე, ჩვეულებრივი, მზის სათვალე, ასე რომ არც ისეთი არაფერი გამომიწერია, რომ თვითონ საქონლის გამო მოეთხოვათ დამატებითი ინფო....

მოკლედ მგონი გადაწყდა ეს ამბავი, იმედია მაცნობებნ ხვალ მეილით, რომ მიიღეს ფაქსი და სათვალესაც გამოუშვებენ. იმედია...
suicide2.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO May 15 2010, 08:46 AM

nihontoman
ნუ თუ არ ემთხვევაო ბილინგი და შიპინგი, ამაზონს ხომ აქვს საქართველოს მისამართის ჩაწერის შესაძლებლობა ბილინგში. ჩაუწერე რეალური მისამართი და ეგაა smile.gif

მახსოვს, შენ თქვი, რომ რამდენჯერმე ექაუნთი გაგიუქმეს. ეტყობა რამე ზედმეტი კონტროლი დაგიწესეს მაგის გამო?

თორემ მე ხანდახან საერთოდ მამაჩემის საკრედიტო ბარათს (ორანჯი, საქ. ბანკის) ვიყენებ ხოლმე (ვუკვეთავ, მერე ფული შემაქვს) და იმაზეც არ მაქვს პრობლემა.

პოსტის ავტორი: nihontoman May 15 2010, 10:48 AM

Power_VANO
ერთადერთი რაც ამ ექაუნთებში ერთმანეთს ემთხვევა არის სახელი და გავრი საკრედიტო ბარათზე....

ხო, მართლა ეხლა მომივიდა მეილი, ვერ გამოვუშვებ შეკვეთასო, მარა ექაუნთი არ გამიუქმეს. ესე მითხრეს კიდევ სცადე შეკვეთაო... ის რაღაც IBAN კოდს ან რამეს ბრალი ხომ არაა?

პოსტის ავტორი: ja_ja May 15 2010, 11:04 AM

nihontoman
IBAN-ი არაფერ შუაშია, მანდ ბარათზეა და მის საპროცესინგო ცენტრზე საქმე, მაღაზია ბარათის უკან მდგომ ანგარიშის ნომერს ვერ ხედავს და ვერ აფიქსირებს.

კაროჩე ბილინგ მისამართში მიუთითე ან შენი საცხოვრებელი მისამართი, ან ბანკის ცენტრალური ფილიალის მისამართი (ხშირად ბარათს უკან აწერია). შეიძლება მაგან გაიტანოს.

პოსტის ავტორი: tengo May 15 2010, 04:34 PM

Power_VANO
ja_ja
მირჩიეთ როგორ მოვიქცე. ამაზონიდან თოფის ჩანთა გამოვიწერე 7/05-ში სტანდარტ შიპინგით.აწერია Delivery Estimate: May 17, 2010 - May 20, 2010.
ისტორიაში წერია We're sorry. We are unable to retrieve tracking information for this shipment at this time. We're sorry - tracking information is not currently available. Please try again later.
დღეს წერილი გავუგზავნე,მიზეზი მითხარითმეთქი,პასუხი არ მიმიღია.

პოსტის ავტორი: nihontoman May 15 2010, 07:24 PM

ja_ja
ისე ვქენი როგორც მითხარი, კარტაზე რაც აწერია უკანბ ის მისამართი მივუთითე და გაჭრა.

ესეიგი, შევუკვეთE და ხუთ წუთში მომივიდა სტანდარტ ბანკიდან სმს, რომ 1$ ჩამოგაჭრესო (წინა ცდაზეც ესე გააკეთეს, 1 $ ცამომაჭრეს, ამოწმებენ თუ რაა არ ვიცი)...

ასე საათნახევრის შემდეგ კი მეორე სმს მომივიდა ბანკიდან სადაც მეუბნებოდნენ რომ 130$ დოლარი ჩამოგაჭრესო, ანუ საქონლის მთლიანი ღორებულება ტავისი უფასო შიპინგით. წინა ცდაზე არაფერი მესიჯი არ მომსვლია, ეხლა კი იმედი მომეცა, რაკი თანხა ჩამომაჭრეს, ზნაჩიტ შეკვეთაც მიიღეს ბოლო-ბოლო და გამოუშვებენ...

ერთი კითხვა მაქ ოღონდ: ამაზონს კიდიაო ბილინგ და შიპინგ ადრესს რომელს მიუთითებო და აბა ჩემ შემთხვევაში პირიქით რატომ მოხდა?

პოსტის ავტორი: Power_VANO May 15 2010, 09:22 PM

nihontoman
ნუ ძნელია თქმა. არავის მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. ერთადერთი იდეა რაც მიჩნდება, რომ ამაზონმა ასე ვთქვათ, კონტროლზე აგიყვანა, "ამაზონის საბანკო ისტორიის" გამო smile.gif სხვა რამით ძნელია ახსნა.

პოსტის ავტორი: nihontoman May 15 2010, 09:45 PM

Power_VANO
აუ ტო, რომელი ტერორისტი ან აგენტი მე ვარ, რა კონტროლი რის კონტროლი....

მოკლედ რა, გამოაგზავნიან ხო კაი, თუ არა და ერთი მაგათიც....

პოსტის ავტორი: ja_ja May 15 2010, 10:13 PM

tengo

ციტატა(tengo @ 15th May 2010 - 05:34 PM) *
მირჩიეთ როგორ მოვიქცე. ამაზონიდან თოფის ჩანთა გამოვიწერე 7/05-ში სტანდარტ შიპინგით.აწერია Delivery Estimate: May 17, 2010 - May 20, 2010.
ისტორიაში წერია We're sorry. We are unable to retrieve tracking information for this shipment at this time. We're sorry - tracking information is not currently available. Please try again later.

შედი შენს დაკვეტებში, ამოირჩიე შესაბამისი დაკვეთა და დააკვირდი მარჯვენა მხარეს არსებულ ღილაკს contact Seller, მაგას დააჭირე, გამოვა ფორმა და დაწერე:
Please send me tracking number for my order და გაუგზავნე, პასუხი მოვა 24 საათშI შესაბამისი ნომრით, პროსტა არ დაგავიწყდეს ჩვენსა და ამერიკას შორის კაი დროის განსხვავებაა

nihontoman
ციტატა(nihontoman @ 15th May 2010 - 08:24 PM) *
ერთი კითხვა მაქ ოღონდ: ამაზონს კიდიაო ბილინგ და შიპინგ ადრესს რომელს მიუთითებო და აბა ჩემ შემთხვევაში პირიქით რატომ მოხდა?


ა ხრენ ივო ზნაიტ, მილიონი ექაუნთი მაქვს გახსნილი და პრობლემა არ მაქვს, ასევე სხვებსაც გახსნილი აქვთ იგივე ვარიანტში ექაუნთები და არანაირი პრობლემა არ აქვთ, აქედან დასკვნა იმენნა შენს ექაუნთში ხდება რაღაც, კონკრეტულად რა ვერ გეტყვი.


პოსტის ავტორი: nihontoman May 15 2010, 10:37 PM

ja_ja
არ ვიცი რა და როგორ, მარა ფაქტია, ჩემს შემთხვევასი ეგრე მოხდა.

ასე რომ, თუ რამე პრობლემა გექმნებათ ამაზონიდან დაკვეთისას, ბილინგ ადრესი ბანკის მიუთითეთ...

პოსტის ავტორი: foxi May 15 2010, 10:58 PM

ვიწერ ყველაფერს სხვა დასხვა ბარათებით! ჯერ პრობლემა არმქონია. სხვა ქვეყანაში ცხოვრობ მემგონი,ან სხვანაირი კომპი გაქვს. rofl.gif rofl.gif

პოსტის ავტორი: tengo May 16 2010, 11:09 AM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 15th May 2010 - 11:13 PM) *
დაწერე:

ციტატა(ja_ja @ 15th May 2010 - 11:13 PM) *
Please send me tracking number for my order და გაუგზავნე, პასუხი მოვა 24 საათშI


მადლობა ყურადღებისთვის. უკვე გავაგზავნე და დაველოდები.

თუ პასუხი არ მოვიდა მაშინ იმავე გვერდზე ,სადაც წერილი გავაგზავნე არის კლავიში (ქანცელ)და ამით უნდა გავაუქმო? (თანხა ბარათზე დაბლოკილია).

პოსტის ავტორი: ja_ja May 16 2010, 12:10 PM

tengo
ავოე სულ სხვა რაღაცას ჩალიჩობ თენგოჯან. თუ ჯერ cancel გაქვს ესეიგი ჯერ ტავარი არ გამოუგზავნიათ.... ნაადრევად აწიოკებ სასტავს

პოსტის ავტორი: tengo May 16 2010, 12:44 PM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 16th May 2010 - 01:10 PM) *
ავოე სულ სხვა რაღაცას ჩალიჩობ თენგოჯან. თუ ჯერ cancel გაქვს ესეიგი ჯერ ტავარი არ გამოუგზავნიათ.... ნაადრევად აწიოკებ სასტავს

თავიდან სხვა ვადები იყო,მერე შეცვალეს,ორდერ ნამბაში,რომ შეხვალ ტრექინგის ნომერი ეს 02927000412325000342 წერია. ხოლო ექაუნტიდან, თრაქ ფეიქიჯით რომ შევდივარ ამას წერს We're sorry. We are unable to retrieve tracking information for this shipment at this time. (გუუგლიდან ნათარგმი,Приносим свои извинения. Мы не можем получить точную информацию для этой партии в настоящее время)
აქ რომ შევდივარ See Complete Tracking History ამას მიწერს-We're sorry - tracking information is not currently available. Please try again later.(К сожалению - отслеживание информации в настоящее время недоступен. Пожалуйста, повторите попытку позже).
ქანსელი ექაუნტზე არ წერია, წერია გამყიდველთან კონტაქტში შესვლის შემდეგ გამოჩენილ გვერდზე(იმ გვერდზე სადაც წერილი გაუგზავნე).

ესეიგი თუ ვადები არ მომწონს ,შემიძლია " გამყიდველთან კონტაქტში " შევიდე და ქვემოთ მდებარე "ქანსელის" ღილაკით გავაუქმო?.

კიდევ ასეთი დეტალი: საქონელი ,რომელიც ორი დღის უკან ჩავიბარე, ექაუნტში შევედი მერე გამყიდველთან კონტაკტში და ქანსელ-ის ღილაკი აქაც აქტიურია.

პოსტის ავტორი: ja_ja May 16 2010, 01:38 PM

tengo
მოკლედ თუ გიწერია ეგ ნომერი 02927000412325000342 , სავარაუდოდ ეგ არის FEDEX-ის ნომერი, შესაბამისად შენი ტრეკინგის http://www.fedex.com/Tracking?ascend_header=2&clienttype=dotcom&cntry_code=us&language=english&tracknumbers=02927000412325000342+, გადახედე აბა შენი დაკვეთაა?? სახელი გავრი არ წერია სამწუხაროდ, არის მხოლოდ მისამართის ნაწილი ანუ ბრუკლინში უნდა ჩავიდეს და გამოგზავნის თარიღი 11 მაისი. აა ხო კიდევ წონა სავარაუდოდ 3.1 ფუნტი, ანუ 1.4 კილოო. გაავს შენს ამანათს თუ არა???

რაც შეეხება შიგნით რომ შედიხარ და ქანსელი გაქვს, ეგ დაკვეთას არ აუქმებს, ეგ ნიშნავს მაგ ფორმიდან გამოსვლის ქანსელს biggrin.gif

პოსტის ავტორი: tengo May 16 2010, 02:06 PM

ja_ja
გაიხარე,როგორ მოძებნე. ალბათ ესაა,ინვოისზე შიპიდ აწერია 11 მაისი,ხოლო დელივერი კი 20 მაისი. წონა არსად არაა მითითებული,ორდერი 7 მაისისაა.მისამართის ნაწილიც ემთხვევა.
FEDEX-ის ინფო ამაზონზე დაწვრილებით აისახებოდა და ამჯერად რა ხდება? (ესეიგი გამოდის 20-მდე არ გამოუშვებენ).

პოსტის ავტორი: ja_ja May 16 2010, 04:16 PM

tengo

ციტატა(tengo @ 16th May 2010 - 03:06 PM) *
FEDEX-ის ინფო ამაზონზე დაწვრილებით აისახებოდა და ამჯერად რა ხდება? (ესეიგი გამოდის 20-მდე არ გამოუშვებენ).

ნუ ხანდახან ხდება რომ არ ჩანს ამაზონზე ტრეკინგის ინფო, არ ვიცი რისი ბრალია, ამაზონის პროგრამულ ვარიანტს ვერ განვიხილავ.

რაც შეეხება 20-მდე არ გამოიგზავნება ვერ მივხვდი რას გულისხმობ, ეგ თუ არის შენი ტრეკინგი საქონელი გამოგზავნილია მაღაზიის მიერ და მიდის ნიუიორკში , მანდ უკვე წერია რომ 11-ში წამოვიდა მაღაზიიდან გაიარა FL ანუ ფლორიდა ახლა კი მისულია OH-ში ანუ ოჰაიოში, მოკლედ დიდი ტერიტორია აქვს გასავლელი, ფლორიდა დასავლეთ სანაპიროზეა, ნიუ იორკი კი აღმოსავლეთ სანაპიროზე, მთელი კონტინენტი უნდა გადალახოს შენმა ტვირთმა და სავარაუდოდ ჩაბარდება გადამზიდავს May 20, 2010. ახლა ამ თარიღიდან კიდევ რამდენხანში გამოუშვებს გადამზიდავი კომპანია საქრთველოსკენ ეს ცალკე საქმეა.

პოსტის ავტორი: tengo May 16 2010, 06:01 PM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 16th May 2010 - 05:16 PM) *
რაც შეეხება 20-მდე არ გამოიგზავნება ვერ მივხვდი რას გულისხმობ

ვგულისხმობდი გადამზიდავზე ჩაბარებას.
მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Jun 4 2010, 10:29 PM

ეს მანუალი იბეისთვისაც გამოდგება ხო?? ვინმე რამეს ხომ არ უკვეთავს რაღაც მინდა... 100 ბაქსი ღირს

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 4 2010, 10:33 PM

Der Rote Baron
არ გამოდგება. იბეი ქართულ ბარათებს არ იღებს.

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Jun 4 2010, 10:49 PM

ციტატა(Power_VANO @ Jun 5 2010, 12:33 AM) *
Der Rote Baron
არ გამოდგება. იბეი ქართულ ბარათებს არ იღებს.

აბა როგორ დავუკვეთო?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 4 2010, 11:22 PM

Der Rote Baron
ან პეიპალი (თუ გაქვს) ან რომელიმე ტრანსპორტიორი კომპანიის სერვისით ისარგებლე.

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Jun 4 2010, 11:27 PM

ამაზონზე პროკრედიტის ბარათი იმუშავებს?

ციტატა(Power_VANO @ Jun 5 2010, 01:22 AM) *
Der Rote Baron
ან პეიპალი (თუ გაქვს) ან რომელიმე ტრანსპორტიორი კომპანიის სერვისით ისარგებლე.

getit.ge-თი ვისარგებლებ

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 4 2010, 11:34 PM

Der Rote Baron

ციტატა(George @ 5th June 2010 - 12:27 AM) *
ამაზონზე პროკრედიტის ბარათი იმუშავებს?

წესით კი.

პოსტის ავტორი: bazuka Jun 5 2010, 01:55 AM

Der Rote Baron

ციტატა(George @ 5th June 2010 - 12:27 AM) *
ამაზონზე პროკრედიტის ბარათი იმუშავებს?

მუშაობს, მშვენივრად wink.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Jun 5 2010, 04:17 AM

ციტატა(bazuka @ Jun 5 2010, 03:55 AM) *
Der Rote Baron

მუშაობს, მშვენივრად wink.gif

აჰა გაიხარე, მარა ეს დედა ბნელი სათვალეები რაც მინდა ebay-ზე დევს ამაზონზე არაა,
არადა რონიკოში 500 ლარი ღირს და იქ 100$ biggrin.gif
პ.ს ჩემთვის არ მინდა მოგეხსენებათ მზის სათვალეებს არ ვხმარობ და იცით რატომაც : )

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 5 2010, 10:46 AM

Der Rote Baron

ისა, რა კარგია მართლა ეს შენი პოსტი...

მე ჩამოვიტანე ამაზონიდან რეიბანის ვორიორ მოდელი და ცოტა პატარა მომივიდა, ამიტომ გაყიდვა მინდა და თუ გინდა მოგყიდი, გუშინწინ ჩამომივიდა და იმის მერე დევს თავის ყუთში.....

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 6 2010, 11:22 AM

ვსიო, ვიცი, რომ ამაზონს ვძულვარ უკვე. ნახეთ რა მეილი მომივიდა:


Hello from Amazon.com.

We're writing about the order you placed on May 28 2010 (Order# ბლა ბლა....).

USPS was unable to leave the package at your delivery address as per their delivery policies. The package will be available for pick up at your local post office. Please visit http://www.usps.com and click "Locate a Post Office" to find contact information for your local post office or call 1 800 ASK USPS. The items listed below are included in this shipment:

"Tifosi Dea T-V630 Sunglasses,Gloss Black Frame/Clear Lens,one size"
http://www.amazon.com/gp/product/B001IKKKGK

"Pepper's Men's The Boss Sport Polarized Sunglasses,Brushed Steel Frame/Copper Lens,one size"
http://www.amazon.com/gp/product/B003GSLRXM

To see full details of this order, including tracking details and the shipping status of other items from this order that may not be listed, please visit the Your Account section of our website (http://www.amazon.com/your-account). You can also reach Your Account by clicking on the link in the top right corner of any page on our web site.

*****
WHAT IF AN ITEM HAS SHIPPED AND I NO LONGER WANT IT?
If your shipment arrives too late, you may either refuse delivery or return it to us for a refund. For returns instructions, please visit our Returns Center at www.amazon.com/returns.

*****
HOW DO I CONTACT YOU ABOUT MY ORDER?
If you have more questions about this order, you can e-mail or phone Customer Service by clicking the "Contact Us" button on the right side of any Help page (www.amazon.com/help).

Sincerely,

Customer Service Department
http://www.amazon.com
==============================
Check your order and more: http://www.amazon.com/your-account

Please note: This e-mail was sent from a notification-only address that cannot accept incoming e-mail. Please do not reply to this message.

ეხლა მითხარით, რა ვქნა, დავაბრუნებინო ფული თუ უსა2გეორგიას აქვს მსგავსი შემთხვევებისათვის რაიმე სახის მომსახურება გათვალისწინებული? მწირდება ეს სათვალე, დამასკდა თვალები მზეზე.....

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 6 2010, 07:17 PM

nihontoman
ამაზონი მანდ არაფერ შუაშია smile.gif

ახლა მოხვდი საკმაოდ ცუდ ამბავში. ანუ USPS-მა სცადა უსა2გეო-ს მისამართზე მიტანა, მაგრამ როგორც ჩანს, არ დახვდნენ ადგილზე ან ოფისი დაკეტილი იყო ვიკენდზე. ჰოდა წაიღო ამ USPS-მა ეს გზავნილი და დადო თავისთან. როგორც მე ვიცი, ეგეთ დროს USPS-ი გამომგზავნთან უკან არ აბრუნებს გზავნილს და არც ხელმეორედ მიაქვს მისამართზე თავისი ნებით.
ანუ გზავნილს თუ არავინ წამოიღებს, იკარგება!

ახლა გაქვს შენ 2 ვარიანტი:

1) დარეკო USPS-ში სასწრაფოდ, უთხრა შენი ტრეკინგის კოდი და სთხოვო, რომ ხელმეორედ მიიტანონ უსა2გეო-ს ოფისში.

2) დაურეკო უსა2გეო-ს და სთხოვო რომ შენი ამანათი აიღონ (ამაზე მგონი რომ არ დაგთანხმდებიან, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა მაგათზე მხოლოდ ამანათის მიღების შემდეგ გადადის).

ასე რომ, დროზე დარეკე USPS-ში თუ არ გინდა რომ დაკარგო საერთოდ ეგ გზავნილი და მაგაში გადახდილი ფული.

პოსტის ავტორი: bazuka Jun 6 2010, 08:46 PM

დასტურ.

პოსტის ავტორი: Kakhaber Jun 6 2010, 09:35 PM

ჯაჯა ეს შენ ასწავლე ბარონს დაკვეთა ამაზონიდან მთელ ორი სათი რო ამუღამებდა მერე

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 6 2010, 10:04 PM

Kakhaber

ციტატა(kaxaberi @ 6th June 2010 - 10:35 PM) *
ჯაჯა ეს შენ ასწავლე ბარონს დაკვეთა ამაზონიდან მთელ ორი სათი რო ამუღამებდა მერე

თუ მერე 2 საათი ამუღამებდა... მაშინ მე არ მისწავლებია biggrin.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Jun 6 2010, 10:43 PM

ციტატა(Kakhaber @ Jun 6 2010, 11:35 PM) *
ჯაჯა ეს შენ ასწავლე ბარონს დაკვეთა ამაზონიდან მთელ ორი სათი რო ამუღამებდა მერე

ოე კობრა biggrin.gif რა 2 საათი? მთვრალი ხომ არ ხარ?

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 7 2010, 12:07 PM

bazuka
Power_VANO


რავი აი ეხლა აი ეს მაილ-ი მომივიდა უსა2გეორგიადან.


gmadlobt rom dagvikavshirdit,

tu fosta shabat-kviras movida, ratqmaunda ver moxdeboda msgasvi amanatis datoveba radgan ofisi da sackobi amerikashi daketilia. es chveulebrivi movlenaa da xshirad xdeba rom shabats mainc modis fostalioni radgan saxli gonia.

aset shemtxvevebshi fostalioni datovebs shetkobinebas da amanats ukan caigebs. shemdeg chveni carmomadgenlebi daukavshirdebian orshabats an maximum samshabats rom amanati kvlav moitanon da ar iqneba problema. rogorc cesi UPS, USPS, Fedex, DHL es fostebi 3 jer mainc ecdebian rom moitanon amanati misamartze.
sanerviulo araperia, kvelaperi kargad iqneba.


-------------------------
USA2GEORGIA LLC
GLS Group
14 Mitskevichi st.
www.USA2GEORGIA.com
sales@usa2georgia.com
Call Centre: 42-18-18

შეკითხვის დეტალები
===================
შეკითხვის ნომერი:APA-895979
განყოფილება:USA2Georgia
პრიორიტეტულია: Normal
სტატუსი: On Hold



-------------------------

მგონი სანერვიულო არაფერია ამ შემთხვევაში?

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 7 2010, 01:14 PM

თუ დაუკავსირდებიან ეგენი და მიატანინებენ, მაშინ არაფერი.

პოსტის ავტორი: Hellados Jun 7 2010, 02:43 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 6th June 2010 - 08:17 PM) *
ხლა მოხვდი საკმაოდ ცუდ ამბავში. ანუ USPS-მა სცადა უსა2გეო-ს მისამართზე მიტანა, მაგრამ როგორც ჩანს, არ დახვდნენ ადგილზე ან ოფისი დაკეტილი იყო ვიკენდზე. ჰოდა წაიღო ამ USPS-მა ეს გზავნილი და დადო თავისთან. როგორც მე ვიცი, ეგეთ დროს USPS-ი გამომგზავნთან უკან არ აბრუნებს გზავნილს და არც ხელმეორედ მიაქვს მისამართზე თავისი ნებით.
ანუ გზავნილს თუ არავინ წამოიღებს, იკარგება!

ახლა გაქვს შენ 2 ვარიანტი:

1) დარეკო USPS-ში სასწრაფოდ, უთხრა შენი ტრეკინგის კოდი და სთხოვო, რომ ხელმეორედ მიიტანონ უსა2გეო-ს ოფისში.

2) დაურეკო უსა2გეო-ს და სთხოვო რომ შენი ამანათი აიღონ (ამაზე მგონი რომ არ დაგთანხმდებიან, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა მაგათზე მხოლოდ ამანათის მიღების შემდეგ გადადის).

ასე რომ, დროზე დარეკე USPS-ში თუ არ გინდა რომ დაკარგო საერთოდ ეგ გზავნილი და მაგაში გადახდილი ფული.

შაბათ-კვირას ვერ ტოვებენ მარა მერე ორშაბათ მაქსიმუმ სამშაბათს უკვე მიტანილია ხოლმე, პრობლემა არაა...
თრექინგს დააკვირდი და ნახავ მალე delivered დაიწერება, usa2georgia-ში შეიძლება ერთი დღით გვიან გამოჩნდეს ამანათი

პოსტის ავტორი: bazuka Jun 7 2010, 03:32 PM

3 საფოსტო კომპანიიდან (ups, usps და fedex) ერთ-ერთი მუშაობს შაბათობითაც, ფედექსი უეჭველი ვიცი რომ არა, მარა დარჩენილი 2 დან რომელი ეგ არ მახსოვს.
შედი usps-ის ბმულზე და ნახე აბა როდის იყო დელივერი.

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 7 2010, 04:00 PM

bazuka
USPS-ს აწუხებს ხოლმე მარტო შაბათობით მიტანის აზრი, სხვა კომპანიებს სამუშაო დღეებში დააქვთ.

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 7 2010, 04:53 PM

bazuka
შაბათს იყო.....

Power_VANO
ერთით კაია, სამუშაო დღეებში ვინც მუშაობს სახლშიც შეიძლება არ იყოს, ამიტომ შაბათობით უფრო მოსახერხებელია მათთვის.....


ყველას მადლობა, მგონი არაა პრობლემა. ყოველშემთხვევაში, უსა2გეორგია ეგრე მეუბნება და რავი...

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Jun 7 2010, 05:12 PM

ციტატა(nihontoman @ Jun 5 2010, 12:46 PM) *
Der Rote Baron

ისა, რა კარგია მართლა ეს შენი პოსტი...

მე ჩამოვიტანე ამაზონიდან რეიბანის ვორიორ მოდელი და ცოტა პატარა მომივიდა, ამიტომ გაყიდვა მინდა და თუ გინდა მოგყიდი, გუშინწინ ჩამომივიდა და იმის მერე დევს თავის ყუთში.....

მანახე აბა სურათები (რა სათვალეც ჩამომაქვს ის ჩემთვის არ მინდა მარა მაინც biggrin.gif)

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 7 2010, 05:22 PM

Der Rote Baron
ჩემი გადაღებული სურათები არ მაქვს, მარა ისე აი ესაა:



ძაან სერიოზული სათვალეა, უნისექსია. ლინზები აქვს სერიოზული, პოლარიზებულია და საკაიფო რამეა. თვალს აწყნარებს იმენა. პროსტო ჩემს გასიებულ თავს რა ვუთხარი თორე......

პოსტის ავტორი: Hellados Jun 7 2010, 07:52 PM

u2g-თი ოპტიკა ჩამოუტანია ვინმეს? ან ოპტიკიანი თოფი?

პოსტის ავტორი: bazuka Jun 7 2010, 07:56 PM

დაივიწყე

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 7 2010, 08:22 PM

Hellados

ციტატა(Hellados @ 7th June 2010 - 08:52 PM) *
u2g-თი ოპტიკა ჩამოუტანია ვინმეს? ან ოპტიკიანი თოფი?

არც ერთი და არც მეორე არავის ჩამოუტანია. ოპტიკა ცალკე აკრძალული აქვთ, ოპტიკიანი თოფიც აკრძალული აქვთ smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 8 2010, 08:03 AM

ეხლა ვნახე და მისულია ამანათი უსა2გეორგიაში. ზნაჩიტ არ მოუუტყუებიათ.

პოსტის ავტორი: STIG Sep 27 2010, 03:41 PM

ამერიკულ სიატებზე ან ევროპულზე თუ იღებენ სადებეტო ბარათებს, როცა ბარათის მონაცემები სადაც უნდა ჩაწეროთ თავზე საკრედიტო აწერია და აქაურ სადებეტოს წერ?

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 27 2010, 04:07 PM

STIG

ციტატა(STIG @ 27th September 2010 - 04:41 PM) *
ამერიკულ სიატებზე ან ევროპულზე თუ იღებენ სადებეტო ბარათებს

ა ხრენ ივო ზნაიტ, ეგ დამოკიდებულია საიტზე! მაგას ასე ფართოდ ყველა საიტის მიმართ ვერავინ გეტყვის. ზოგი იღებს, ზოგი ვენებს იჭრის არაო....

პოსტის ავტორი: STIG Sep 27 2010, 04:10 PM

ja_ja
კაი მადლობთ smile.gif
ვცდი და თუ არ მიიღებენ, იმედია არც დაბლოკავენ თანხას ეგრევე.

პოსტის ავტორი: koknar Sep 27 2010, 06:39 PM

shopzila -ს ჩამოაქ ოპტიკა 100%. თოფი არ ვიცი

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 27 2010, 06:58 PM

STIG

ციტატა(STIG @ 27th September 2010 - 04:41 PM) *
სადაც უნდა ჩაწეროთ თავზე საკრედიტო აწერია და აქაურ სადებეტოს წერ

მაიცა ეს ახლა დავაკვირდი რა გიწერია... smile.gif არსად არ წერ სადებეტოა თუ საკრედიტო. ბარათებს ეგრე მაღაზიები არ ყოფენ და მათი საქმე ეგ არაა. მათთვის მტავარია შესაბამის სისტემაშI ჩართული ბარათი იყოს, მაგლითად ვიზა, მასტერქარდი და ასე შემდეგ. საკრედიტოა თუ სადებეტო მაღაზიას არ აინტერესებს არანაირად. პროსტა ზოგიეერთ ამერიკულ საიტს წიკი აქვს, ეშინიათ საერთაშორისო ბარათების რაიმე ხლაფორთში არ გავეხვიოთ მოტეხილი ან რაიმე არ იყოსო, ამიტომაც აპრობირებულ ამერიკულ ბარათებს ირებენ მხოლოდ, სხვა არანაირი პრობლემა არ არსებობს.

პოსტის ავტორი: STIG Sep 29 2010, 02:25 PM

delivery address-ი და invoice address-ი თუ განსხვავდება ამას აქვს რამე მნიშვნელობა. ან ეს უკანასკნელი რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 29 2010, 04:42 PM

STIG

ციტატა(STIG @ 29th September 2010 - 03:25 PM) *
delivery address-ი და invoice address-ი თუ განსხვავდება ამას აქვს რამე მნიშვნელობა

invoice address- ეგ რაღაც ახალია. სად ხარ რას უთითებ???

არის ორი მისამართი billing და shipping ანუ პირველი საცხოვრებელი, და მეორე მისატანი მისამართი, ხანდახან წერია ხომლე უკვე შექმნილ დაკვეთაში ეს მისატანი მისამართი როგორც delivery address.


საცხოვრებელ მისამართში წესით იგულისხმობა შენი ქართული მისამართი, სინამდვილეში კი იგულისხმება, ბარათის გამომშვები ქვეყანა და სად არის მაგ ბარათის ავტორიზაციის ცენტრი smile.gif

პოსტის ავტორი: kaka8079 Sep 29 2010, 05:08 PM

ბარათზე აუცილებელია დოლარი რომ გქონდეს თუ ლარის კონვერტაცია გააკეთებს თვიტონ?

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 29 2010, 05:11 PM

kaka8079

ციტატა(kaka8079 @ 29th September 2010 - 06:08 PM) *
ბარათზე აუცილებელია დოლარი რომ გქონდეს თუ ლარის კონვერტაცია გააკეთებს თვიტონ?

თუ ბარათზე მულტისავალუტო ანგარიში გაქვს მიბმული (უმეტესად კი ეგრეა, ანუ ლარი დოლარი ევრო), მაშინ ბანკი თვითონ გააკეთებს კონვერტაციას, ოღონდ თავისი კომერციული კურსით.

პოსტის ავტორი: kaka8079 Sep 29 2010, 05:13 PM

არც კი ვიცი არის თუ არა მულტი სავალუტო მაგრა ვცდი შეძენას.ამით დაშავდება რამე?

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 29 2010, 05:42 PM

kaka8079

ციტატა(kaka8079 @ 29th September 2010 - 06:13 PM) *
არც კი ვიცი არის თუ არა მულტი სავალუტო მაგრა ვცდი შეძენას.ამით დაშავდება რამე?

ნუ მაქსიმუმ გაგიუქმებენ დაკვეთას. ან ექაუნთს დაგიხურავენ.

პოსტის ავტორი: kaka8079 Sep 29 2010, 05:52 PM

მადლობთ ეგ არაფერი რომც მოხდეს.

პოსტის ავტორი: STIG Sep 29 2010, 06:00 PM

ციტატა(kaka8079 @ Sep 29 2010, 06:13 PM) *
არც კი ვიცი არის თუ არა მულტი სავალუტო მაგრა ვცდი შეძენას.ამით დაშავდება რამე?


გააჩნია რომელი ბანკის ანგარიში. საქართველოს ბანკი კონვერტაციისას 2% აგაჭრის. კორ სტანდარტი 1%-ს, ,,თი-ბი-სისაც" მგონი ამდენი აქვს, შეიძლება მეტიც - საიტზე ეწერებათ. სხვა არ ვიცი.


ja_ja
შნაიდერზე დავუკვეთე რაღაცეები და იქ იყო გაგზავნის მისამართი და ეგ - Rechnungsanschrift, როგორც გავარკვიე ეგ არის ანგარიშის გაგზავნის მისამართი. გაგზავნის მისამართი გერმანია კი ჩავუწერე, მაგრამ მეორე ქართული დამრჩა, მაგრამ მე მგონი ეს არაფერს გამირთულებს. როგორც ერთერთ გერმანულ საიტზე ვნახე განმარტება, ეს ბევრ იქაურ საიტს აქვს და დიდი არაფერი მნიშვნელობა აქვსო.

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 29 2010, 06:41 PM

STIG

ციტატა(STIG @ 29th September 2010 - 07:00 PM) *
გააჩნია რომელი ბანკის ანგარიში. საქართველოს ბანკი კონვერტაციისას 2% აგაჭრის

ნუ ნე ნადო რა, მანდ მაინც არ ვმუშაობდე smile.gif

არსად %-ით არ ხდება კონვერტაცია შეძენის დროს, გინდაც შენი პირადი კონვერტაცია გააკეთო. ფიზიკურ პირებზე ეგეთი არაფერი არ არსებობს.

პოსტის ავტორი: kaka8079 Sep 29 2010, 07:07 PM

ანუ გარკვეული ბანკი თავისი კურსით აკეთებს კონვერტაციას?თუ არასწორად გავიგე?


პოსტის ავტორი: STIG Sep 29 2010, 07:16 PM

ja_ja
აბა ეს რა არის: http://www.sb24.ge/?action=238&lang=geo#VisaMasCard

პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული სხვა ტარიფები
ოვერდრაფტის წლიური საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში* 24%
PIN-ის შეცვლა ბანკომატის საშუალებით უფასო
კონვერტაციის საკომისიო საერთაშორისო ოპერაციებზე შესაბამისი საგადამხდელო სისტემის კურსით 2%

,,თი-ბი-სის" უფასო ქონია: http://tbc.ge/ge/private/fees/#11

ანუ როცა დისტანციურად აკეთებ, ბანკს ავალებ და ის ახდენს კონვერტაციას - მიმდინარე ანგარიშიდან თანხის გამოტანის გარეშე. მე მგონი ამაზე იყო კითხვა blush.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 29 2010, 07:18 PM

kaka8079

ციტატა(kaka8079 @ 29th September 2010 - 08:07 PM) *
ანუ გარკვეული ბანკი თავისი კურსით აკეთებს კონვერტაციას?

მოკელდ არის ეროვნულის კურსი, რომელიც არის ამოსავალი კურსი ყველა ბანკისთვის, მერე ყველა ბანკი ამ ეროვნულის კურსიდან გამომდინარე აყალიებბენ თავიანთ კომერციულ კურსს, ანუ ყიდულობენ ეროვნულზე იაფად ვალუტას და ყიდიან ეროვნულის ჯკურსზე მეტად. ეგ სხვაობა არის ბანკების კომერციული მოგება. ანუ ტიპა გადასახურდავებელი ჯიხურების აზრია იგივე ჩადებული მაგაში.

ჯიხურების პონტიდანვე გამომდინარე, ზოგერ ერთი კურსი აქვს, ზოგს კი მეორე...

შენ როდესაც ლარზე გაქვს თანხა და ყიდულობ დოლარზე, ბანკისთვის ეგ არის იმის მანიშნებელი თითქოს და ჯიხურთან მიხვედი, მიიტანე ლარები და დოლარის ყიდვა გინდა. შესაბამისად გადაგიხურდავებს ბანკის გაყიდვის კურსით. ი ვსიო. დღეს მაგალიტად 20$-მქონდა გადასარიცხი, შემეძლო გავსულიყავი მეჩალიჩა ყიდვაზე, მერბინა ვაგზალზე, ან პირდაპირ გადამერიცხა...

შედეგად დავკარგე 39 თეთრი, მემგონი მერჩივნა ამ 39 თეთრის დაკარგვა ვიდრე იქეთ აქეთ სირბილი და გზაში უფრო მეტი უნდა დამეხარჯა.

ახლა როდესაც 100 000-ზეა და მილიონებზე საუბარი, იქ იასნია დიდი თანხები გროვდება,

პოსტის ავტორი: kaka8079 Sep 29 2010, 07:29 PM

ანუ საკმაოდ სწორად გამიგია მეც.დიდი მადლობა ამომწურავი ინფოსათვის.

პოსტის ავტორი: EnDeL Nov 5 2010, 10:07 AM

ხალხნოო აი ჰევ ე უან ქუესთიონ blush.gif
ამაზონს რომ უწერია Ships from and sold by Amazon.com. << გამოწერისას ამერიკაში შიპინგი უფასო არ არის? :? მე ვიცოდი რო უფასო იყო თან გამოვიწერე პირველად საცდელად რაღაც 4.99$იანი გასაგების ბრელოკი... და როდესაც გადავედი ბოლო გვერდზე სადაც place order უნდა მექნა (ცოტა ცუდად ჟღერს მარა მაინც.. biggrin.gif ) აღმოჩნდა რომ ერთი მაგდენი დაემატა : Subtotal of Items: $4.99 Shipping & Handling: $5.02 Total for this Order: $10.01... ხო კიდევ ერთი Shipping Method: Standard Shipping მაქვს არჩეული... ეხლა არ იფიქროთ 5 დოლარს მისტირისო .. 24.gif biggrin.gif ამაზონმა გამიგო რო პირველად ვიწერდი და იფიქრეს აბდალი იქნება აი ვიგაცა და შიპინგის ფული ერთი მაგდენი გადავახდევინოთო თუ მე ვიცოდი რამე არასწორად? scratch_one-s_head.gif და უნდა ველოდო ხოლმე ეგეთ მზაკვრულ საქციელს ამაზონისგან კიდე? biggrin.gif scratch_one-s_head.gif ჰო მართლა, გამოგზავნილია USPS-ით...
და ბოლოს მადლობა სენსეი JA_JA-ს ამ ყველაფრის გასაგებად დაწერისთვის.. ძალიან დამეხმარა dance3.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 5 2010, 10:16 AM

EnDeL
უნდა ეწეროს უფასო შჳპინგის შემთხვევაში Free Super Saving Shiping.

პოსტის ავტორი: EnDeL Nov 5 2010, 10:33 AM

geojorjika
სპასიბა გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 5 2010, 10:36 AM

გამარჯობა

EnDeL

როდესაც აარჩევ რაამეს, კარგად დააკვირდი
იქ შეიძლება ეწეროს:
+Free Shiping (მარჯვენა მხარეს ADD To Cart-თან) -ნიშნავს რომ უფასოდ გააგზავნიან

შუაში ფასთან-
this item ships for FREE with Super Saver Shipping (არა აქვს მნიშვნელობა რამდენს ან რა ფასისებს იყიდი)

eligible for FREE Super Saver Shipping on orders over $25
ეს ბოლო ნიშნავს, რომ თუ 25 დოლარის ან მეტი ღირებულებისას იყიდი ისეთ ნივთებს, რომელსაც ეს წარწერა ექნება ფასთან მითითებული შესაძლებელია რომ უფასოდ გააგზავნონ შენს მითითებულ მისამართზე. ბოლო 2 ვარიანტისათვის შენ შიპინგის სახეობის არჩევისას (როდესაც გადახდას დააპირებ) უნდა მიუთითო FREE Super Saver Shipping




ასევე ფასები რომ შეარჩიო და რასაც პირველივეს გადააწყდები ის რომ არ იყიდო, შეგიძლია სხვა გამყიდველებისაც დაათვალიერო, გვერდის მარჯვენა მხარეს ნახე თუ იქნება More Buying Choices




აქ დააწკაპუნებ 12 new from $52.31 (მაგალითად რომ ავიღოთ) და გამოიტანს სიას, სადაც იქნება ჩამოთვლილი რომელი გამყიდველი რა ფასად ყიდის და რამდენია შიპინგის ფასი.

აქვე შეიძლება იყოს ნახმარი ნივთებიც, ამშემთხვევაში ეწერებოდა 12 used and new from.... $

სულ ესაა, აბა შენ იცი, წარმატებულ შოპინგს გისურვებ

პოსტის ავტორი: EnDeL Nov 5 2010, 11:09 AM

დიდი მადლობა გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: EnDeL Nov 7 2010, 08:36 PM

მდაა... ამაზონზე წუხელ სტატუსი delivered დაეწერა და usa2georgia არ მეხმიანება მოგვივიდაო... თრექინგ კოდი ჩამატებული მაქვს დეკლარაციაც გავუკეთე მაგრამ ჯერ არ გადავიდა მიღებულ ამანათებში... 2 რამეს ვფიქრობ : 1) როდესაც უსას მისამართი ჩავწერე Mendota Heights, MN 55120, USA მერე ამაზონმა შემომთავაზა მისამართი SAINT PAUL 55120-1143 ... შევძვერი უსას საიტზე და ვნახე რომ აქ უკვე ნახსენები იყო ერთხელ ეს (ჩემთვისდა უცნაურობა)
ეწერა ეს : მაღაზიებში ყიდვისას, ჩვენი მისამართის ჩაწერის შემდეგ შეიძლება მიიღოთ ქალაქის და საფოსტო ინდექსის შემდეგი კომბინაცია:

ქალაქი: SAINT PAUL
საფოსტო ინდექსი: 55120-1143

ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და შეგიძლიათ პირდაპირ დაადასტუროთ შემოთავაზებული ინფორმაცია, SAINT PAUL მინესოტას შტატის დედაქალაქად ითვლება. ქალაქი Mendota Heights კი მისგან 15კმ–ით არის დაშორებული..
ხოდა მეც ავდექი და დავადასტურე შემოთავაზებული მისამართი.... ეხლა ვფიქრობ სადმე სხვაგან ხო არ მივიდა საწყალი წიწილათქო biggrin.gif biggrin.gif
და მეორე : ბევრი ამანათი აქვთ მიღებული და ჩემი თვითი არ უნახავთ ჯერ? scratch_one-s_head.gif
ერთი რაღაც ძლივს გამოვიწერე საცდელად და ისიც უნდა დამეკარგოს 5 დოლარიანი რკინა ? 24.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 7 2010, 08:44 PM

ციტატა(endel @ 7th November 2010 - 09:36 PM) *
მაგრამ ჯერ არ გადავიდა მიღებულ ამანათებში...


შაბათი და კვირაა, იციან ხოლმე ეგრე smile.gif ნუ ინერვიულებ.
ალბათ ხვალ შუადღის მერე გამოჩნდება

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 7 2010, 08:46 PM

EnDeL
ეგ რა არის, შენ ის უნდა ნახო, პოსტალიონი არასამუშაიო დღეს რომ მიიტანს ამანათს და უსა2გეორგიაში არავინ იღებს biggrin.gif მერე მეილი რომ მოგივა და გეტყვიან არავინ აიღო ეს ტვირთი, რა ხდება ხომ მშვიდობააო biggrin.gif

მოკლედ მოვა, აცალე ხალხს დასვენება biggrin.gif

პოსტის ავტორი: EnDeL Nov 7 2010, 09:15 PM

მდააააააა..... scratch_one-s_head.gif

ციტატა
შაბათი და კვირაა, იციან ხოლმე ეგრე smile.gif ნუ ინერვიულებ.
ალბათ ხვალ შუადღის მერე გამოჩნდება

მადლობა გაიხარე...
nihontoman რა მაგრად დამამშვიდე biggrin.gif biggrin.gif ყველა გადამზიდი ეგრეა? შაბათ-კვირას არ იღებენ ამერიკაში ამანათებს? :? ანუ კვირის დღეებიც უნდა ვთვალო ხოლმე? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 7 2010, 09:17 PM

EnDeL
კი, მე ასე სამჯერ მომივიდა მაგრე biggrin.gif არაუშავს, ის ფოსტალიონი მაგარი ჯიუტი ვინმეა, ასე რომ ამანათი არ დაგეკარგება biggrin.gif

პოსტის ავტორი: EnDeL Nov 7 2010, 09:19 PM

მალობა და მალობა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: EnDeL Nov 10 2010, 12:03 PM

აუ usa2georgia ნერვებს მიშლის... 11 ოქტომბრიდან ყოველდღიურ რეისებზე გადავდივართო უწერიათ ბლოგში და ჩემი ამანათი მიიღეს 8-ში და გუშინ (ანუ 9ში) გამოგზავნილებში გადავიდა ჩემი ამანათი და რეისი ნახეთ >> :| H5658205 - 18/11/2010 ჩამოფრენა განრიგის მიხედვით-ო rtfm.gif 20.gif 20.gif 20.gif 20.gif :|

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 10 2010, 12:31 PM

EnDeL
ნუ ყოველდღიური რეისები კი არის, მაგრამ გამოგზავნა მიღებიდან მეორე დღესო და მინიმუმ 1 კვირა უნდათ ტრანსპორტირებისთვის. თუმცა 1 კვირის წინ საოცრება მოხდა, ჩემი ქურთუკი მაგათთან ჩავიდა პირველში, ორშI გამოაგზავნეს და 4-შI მომივიდა წერილი მოდი წაიღეო, იმენნა პირი დამრჩა ღია biggrin.gif დავურეკე მეთქი ხომ არ გეშლებათ რაიმე მეთქი და არა მოდი აქ არისო, მივედი წამოვიღე... ხრენ ივო ზნაიტ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: EnDeL Nov 10 2010, 12:54 PM

ბედი უნდა ყველაფერს ჯაჯ ბედიი 14.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 10 2010, 01:18 PM

EnDeL

ციტატა(endel @ 10th November 2010 - 01:03 PM) *
usa2georgia ნერვებს მიშლის... 11 ოქტომბრიდან ყოველდღიურ რეისებზე გადავდივართო უწერიათ



ერთი-ორი დღე არაფერია. ჩემი ამანათი მიღებულებში თითქმის ერთი კვირა ეწერა, ვურეკავდი და მეუბნებოდნენ შეიძლება ტრეკინგი ვერ ამოიკითხეს და იმიტომო, მაგრამ რომ ვეუბნებოდი რომ უკვე 3 (4,5) დღეა რაც თავისი ტრეკინგიანა მიღებულ ამანათებში ჩანს და თანაც უკვე დეკლარირებულია მეთქი, მეუბნებოდნენ: ოო, მაშინ გამოიგზავნებაო... ასე უშედეგოდ დასრულდა ჩემი 2 დარეკვა, სანამ წერილი არ მივწერე (მე კიდევ მეგონა რომ დარეკვას უფრო მეტი შედეგი ექნებოდა). მივწერე წერილი და მეორე დღეს უკვე გამოაგზავნეს smile.gif პასუხიც მივიღე, ნუ ღელავთ ყველაფერი რიგზეა და უკვე გამოგზავნილიაო smile.gif.

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 10 2010, 01:27 PM

დაიკიდეთ რა, ეგენი კიდე მგონი ყველაზე ოპერატიულები არიან....

აი ის ყლინჯი რომ გამომიგზავნეს შეცდომით, მეილი მომივიდა, თქვენს ამანათს ინვოისი არ მოყვა და იქნებ გამოგვიგზავნოო, მე კიდე დიდის ამბით მივწერე, ასე და ასე მოხდა მეთქი და რა ვქნა მეთქი.... სდღემდე პასუხი არაა, არადა უკვე გამოუშვეს საქართველოში......

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 11 2010, 12:47 PM

nihontoman
გაუგზავნე კაცო ის 21$-იანი ინვოისი და ეგაა smile.gif განბაჟება არ მოუწევს და არაფერი.

დეკლარირებაც გაუკეთე საიტზე და მორჩა.

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 11 2010, 08:22 PM

ციტატა(Power_VANO @ Nov 11 2010, 01:47 PM) *
nihontoman
გაუგზავნე კაცო ის 21$-იანი ინვოისი და ეგაა smile.gif განბაჟება არ მოუწევს და არაფერი.

დეკლარირებაც გაუკეთე საიტზე და მორჩა.



შენი რჩევა გავითვალისწინე და ის ინვოისი გავუშვი, მარა დეკლარირება შოპზილაზე როგორ კეთდება? რაღაც მგონი არ შემიძლია მაგი ამბავი..... ან ვერ ვპოულობ....

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 18 2010, 12:03 AM

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 11th November 2010 - 09:22 PM) *
მარა დეკლარირება შოპზილაზე როგორ კეთდება?

USA2GEO მეგონა smile.gif

პოსტის ავტორი: jjjjkki Feb 7 2011, 04:29 PM

ანგარიში მაქ ლარებში და როგორ გამოვიწერო? ტაოს ვიზ მაქვს და ჩვეულებრივად რო ჩავწერო მიიღებს?

პოსტის ავტორი: jjjjkki Feb 7 2011, 04:43 PM

სქართველოს ბანკის ორენჯ ბარათის მაქ

პოსტის ავტორი: kaka8079 Feb 7 2011, 04:49 PM

მეც ლარებს ვრიცხავდი,თვითონ აკეთებდა კონვერტირებას მოკლედ მულტისავალუტო ანგარიში უნდა გქონდეს,ისე საქართველოს ბანკის ბარათები უპრობლემოდ მუშაობენა ამაზონზე,მეც ამმ ბარათს ვხმარობ.

პოსტის ავტორი: jjjjkki Feb 7 2011, 04:54 PM

მულტისავალურო უნდა გავხსნა?

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 7 2011, 05:00 PM

jjjjkki

ციტატა(jjjjkki @ 7th February 2011 - 05:54 PM) *
მულტისავალურო უნდა გავხსნა?

არაფერი არ გინდა თუ გაქვს ორანჯი იყიდე რაც გინდა. ბანკი თვითონ გადააკონვერტირებს შენს ლარებს შესაბამისი დოლარების რაოდენობაზე. ოღონდ საუბარი მაქვს საქართველოს ბანკის ბარათებზე და ანგარიშებზე, სხვა ბანკებზე ვერაფერს ვიტყვი.

ისეკი ჯობია მეორე ბარათი გქონდეს სადებეტო, რომელზეც შეიტან ხოლმე იმდენ თანხას რამდენიც გექნება გადასახდელი, ამით დაზღვეული ხარ რომ სხვა ვერაფერს აგახევს (ნუ ვთქვათ და კეთილსინდისიერ საიტზე არ მოხვდი), ორანჯი კი საკრედიტოა და ვინმემ რომ აგახიოს ინფო გადაიხდის და გადაიხდის...... გადასახდელი კი შენი იქნება.

პოსტის ავტორი: ilariona Feb 7 2011, 05:05 PM

ციტატა(ja_ja @ 7th February 2011 - 06:00 PM) *
ორანჯი კი საკრედიტოა და ვინმემ რომ აგახიოს ინფო გადაიხდის და გადაიხდის...... გადასახდელი კი შენი იქნება.


პრავილნო გოვორიშ ტოვარიშ.
jjjjkki
ბევრად დაცული იქნები მასე თუ გააკეთებ როგორც ჯაჯამ გირჩია.

პატარა ისტორიას მოგიყვები და მიხვდები რატომაც.
მამაჩემის მეგობარი ჩამოვიდა ჩემთან სანკტ-პეტერბურგში (6 წელი ვცხოვრობდი იქ) მაშინ ჩერეზ სტამბული გამოფრინდა და სტამბულის აეროპორტში გამოიყენა თავისი საკრედიტო ბარათი. დაუსკანერეს და ძალიან დიდი კუში მოუხსნეს. ეს ყველაფერი ხდებოდა სანამ თვითმფრინავში იჯდა და მოფრინავდა პიტერისკენ. რომ ჩამოვიდა მივიდა სასტუმროში და კარტა რომ გაატარა ფული ზედ აღარ დახვდა sad.gif გაასაჩივრა ბანკთან, მაგრამ ბანკმა პირიქით მოსდო ბრალი შენ მისცემდი შენს ბარათს ვინმესო და ის გამოიყენებდაო.

მორალი: გაუფრთხილდით კარტებს

პოსტის ავტორი: jjjjkki Feb 7 2011, 05:54 PM

ნუ მე ამაზონის გარდა არც ერთ საითს არ ვენდობი

ამაზონზე გათავდა მჭიდი და ამის ჩამოტანა ჩვეულებრივ? http://www.pyramydair.com/s/a/IZH_61_Extra_Magazine/510

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 2 2012, 11:30 PM

ამაზონი რა შუაშია მარა get.ge-თან თუ გქონიათ შეხება?

მაგატ მისამართზე გავუშვი ნივთი , აქ მიწერს მივიტანეთო , იქ ამანათებში სულ არ ჩანს , ტელეფონზე არავინ მპასუხობს, არც სკაიპში

სახეწიგნზე წავიკითე ეხლა და ყველა აგინებდა

ვინმეს გქონიათ შეხება მაგათთან?

პოსტის ავტორი: koknar Nov 3 2012, 12:11 AM

geojorjika
ერთხელ მქონდა შემთხვევა, მეილზე მომივიდა რო მივიტანეთო და ვერა ვგზავნითო აქეთო, აღმოჩნდა სუფთა სისხლის ვირუსი, ეგეთებიც ხდება მარა შენთან სხვა პრობლემაა უფრო ქართველების უხეირობას გავს smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 3 2012, 09:43 AM

geojorjika
მაგაზე უარესი კანტორა, სუფთა სიტყვის მნიშვნელობით "კანტორა" არ არსებობს....

მიდი მიხედე ნივთს დროზე, იმიტომ რომ მე ეგრე რაცხა ნივტები დამიკარგეს, მიმტკიცებდნენ დანები და რაცხა ეგეთები 2 კვირაში ერთხელ იგზავნებაო. ასე მარბენინეს 4 თვე, ბოლოს ამომასხა და ლანძღვა გინება რომ ავტეხე 12 საათში გამირკვიეს რომ თურმე ჩამოტანილია და საბაჟოზეა უნდა მივიდე და წამოვიღო... ეს ხდება აპრილში

მივედი საბაჟოზე ვაძებნინე ნივთი ვერ იპოვეს, შევედი უფროსთან მეთქი ასე და ასეა, ეძება იმანაც ვერ ნახეს, მეთქი აქედან არ წავალ დავურეკე მაგ ჭკვიანებს და მეთქი აუხსენით როგორც გინდათ მეთქი, იბაასეს კაი წამო საწყობში შევიდეთო

იქ კიდევ ეძებეს და ბოლოს აღმოჩნდა რომ აპრილაი და ნივთი საბაჟოზე დატოვებულია 22 ნოემბერს!!!!!!

იასნია საბაჟოზე ვიღაცან დაკარგა, სად შეტენეს ვერ ნახეს, საბაჟო გადამზიდავს აბრალებდა, გადამზიდავი, საბაჟოს... მეთქი მკიდია, მაშინ ამინაზღაურეთ მეთქი, ვროდე მოველაპარაკე შესაბამისი თანხის სხვა ნივთების ჩამოტანაზე და ბოლოს მაგაზეც ატკაზზე წამოვიდნენ... ამ დროისთვის უკვე ლამის 6 თვე იყო გასული, სრული უპასუხისმგებლობა და სრული დეგენერატიზმი....

ბოლოს დავაფურთხე ყველაფერს თქვენი დედაც და მამაც მეთქი... თუ არ ჩანს ნივთი შენს კაბინეტში ჯობია ახლავე აგინო დედა რომ გამოფხიზლდნენ, თორემ აფსურდულ დეგენერატულ მიზეზებს და უსასრულობას მოიგონებენ....

რა ჩამოაქვთ როდის, ვაბშე ჩამოიტანეს თუ არა საბაჟოზეა, წყალში გადააგდეს თუ თვითონ ჩაიცვეს ვაბშე არაფრის აღრიცხვა არ აქვთ.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 3 2012, 10:54 AM

ესეიგი დემენძრა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 3 2012, 02:03 PM

geojorjika
ჯერ მიდი გაუტრაკე, ცოტა გაინძრან..

თუ დაიწყეს აი როცა გამოიგზავნება მერე გამოჩნდება კაბინეტში და ჰაი და ჰუი, აი მერე უკვე ნაჯახით უნდა მიადგე ან ჩაიქნიო ხელი...

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 3 2012, 02:21 PM

ja_ja
როდის ამავიდე მე შენთან?

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 3 2012, 09:40 PM

geojorjika

JaJa მართალს გეუბნება... დროით უნდა გაარკვიო...
ისე მე შენ რაღას გეუბნები, თითქმის ერთ დღეში ვართ მე და შენ, ოღონდ შენგან განსხვავებით ჩემი ამანათი 2 კვირაზე მეტია მიღებულებში ჩანს და არ ეღირსა გამოგზავნა, ეხლა ტელეფონსაც კი აღარავინ პასუხობს... სულმოუთმენლად ველი ორშაბათ-სამშაბათს რომ მივიდე და გავარკვიო...
ისე, ცნობისათვის, საიტზე რომ უწერიათ პირველი სექტემბრიდან კვირაში ორი რეისი აღდგებაო, ალბათ 2013 წელია ნაგულისხმევი... ჯერ ისევ ოთხშაბათობით აგზავნიან (ისიც მხოლოდ თეორიულად მგონი... რეავი, ჩემსას არ აღირსეს არც ოთხშაბათი და არც შაბათი...)
მოკლედ, ველოდები ამ შაბათ-კვირის გასვლას და თუ სურვილი გაქვს ერთად მივადგეთ შტურმით smile.gif .... ნუ, პლაკატებით მაინც... ნუ ჯაჯღანით ყველა ვარიანტში smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 3 2012, 09:45 PM

giorgi-RW1k77X2
ასახვით გვიან აისახა საიტზე?

ეხლა სკაიპში მითხრეს ორშაბათს აისახებაო

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 3 2012, 09:56 PM

არა, ასახვით მაშინვე გამოჩნდა, მეორე დღეს UPS -მა რომ დაწერა Delivered.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 3 2012, 10:12 PM

ნდაა , ესეიგი საჩხუბარია smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 3 2012, 10:15 PM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 3rd November 2012 - 11:12 PM) *
ნდაა , ესეიგი საჩხუბარია

შენ ნუ ღელავ, ეგ კარგად გეხერხება, ასე რომ გახვალ სესხსაც ააღებინებ და მერე იმასაც ამოიღებ და სესხსაც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 3 2012, 10:54 PM

biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 4 2012, 02:05 PM

ვაბშე რატომ იწერთ ეგეთი "ნოუ ნეიმ" ტრანსპორტერების მისამართით, ჩემამდე ვერ დადის რა

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 4 2012, 02:24 PM

Davitus
ნუ მე მივქარე ისეთ პონტშI რომ ბევრი რაღაც მქონდა გამოწერილი და მეთვი რომ არ დაემთხვეს მეთქი, მაგრამ ისე წავიტეხე ცხვირი რომ ახლა მხოლოდ დროით გამოცდილ 3 გადამზიდავს ვენდობი smile.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 4 2012, 05:58 PM

ja_ja

მე 5-ს ვენდობი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე smile.gif

პოსტის ავტორი: ilariona Nov 4 2012, 06:30 PM

Davitus
ja_ja
ნდობის ტელეფონებს არ გამოაქვეყნებთ?

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 4 2012, 06:31 PM

ilariona

ციტატა(ilariona @ 4th November 2012 - 07:30 PM) *
ნდობის ტელეფონებს არ გამოაქვეყნებთ?

biggrin.gif რა იყო შენც რაიმე გტკივა smile.gif თავის მოკვლას ხომ არ აპირებ smile.gif

პოსტის ავტორი: o.cho Nov 22 2012, 12:18 AM

გაუმარჯოს კაი ხალხს smile.gif ამაზონიდან შეილება პნევმატურის გამოწერა? და თუ შეილება რაიმე სტანდარტები ხომ არ არის? მადლობა წინასწარ smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 22 2012, 12:36 AM

o.cho
გაგიმარჯოს

გამოწერა შეიძლება , ჩამოტანა არა wink.gif

პოსტის ავტორი: o.cho Nov 22 2012, 01:52 AM

geojorjika
biggrin.gif დიდი მადლობა smile.gif ანუ ვერცერთი ქვეყნიდან გამოწერილ პნევმატურს ვერ ჩამოვიტან? განბაჟება არანაირად არ კეთდება?

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 22 2012, 08:32 AM

o.cho
განბაჟებამდე არც მივა საქმე, საბაჟოზე გააჩერებენ და იმის გამო რომ კანონებში დღლამუზია გადაიტანენ საწყობში სხვა თოფებთან ერთად, რომლებიც უკვე 2 წელია თაროებზე ზიან და დუშაშს აგორებენ smile.gif.

სხვა თოფებს გაუხარდებათ ახალი მოდელის დანახვა გამოკითხავენ და რამე, მაგრამ აი შენ როდის მოგეცემა უფლება ხელში დაიჭირო ან განაბაჟო ეგ უკვე ფანტასტიკის სფეროდანაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: bazuka Nov 22 2012, 08:40 AM

როგორ დამთავრდა "ჯორჯიკას საქმე", სულ ესე შუაში რაფრა უნდა წყვეტდეს

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 22 2012, 10:17 AM

bazuka
საქმე ბოლომდე მიიყვანა რათქმაუნდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: o.cho Nov 22 2012, 01:28 PM

ja_ja
დიდი მადლობა გასაგებია smile.gif ეჰჰ კი გაუხარდებათ ძველ თოფებს მარა აბა ერთი მე მკითონ როგორი შემოსადებია ჩემი ნიოვთი ვიღაცის საწყობის თაროზე biggrin.gif მაშინ არ ვაპირებს გამოწერას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მიხომიტო Feb 22 2013, 09:09 PM

ხვალ ოპტიკას ვყიდულობ ამაზონზე. usa2georgia-ზე გამოვაგზავნო თუ სად?

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 22 2013, 09:23 PM

ციტატა(მიხომიტო @ 22nd February 2013 - 10:09 PM) *
ხვალ ოპტიკას ვყიდულობ ამაზონზე. usa2georgia-ზე გამოვაგზავნო თუ სად?

მე პირადად ამით ვსარგებლობ http://geqor.com/

სამი ოპტიკა ჩამოვიტანე და ყველაფერი თავის დროზე იყო.

პოსტის ავტორი: kaka8079 Feb 22 2013, 09:42 PM

მიხომიტო
usa2georgia მხოლოდ საცვლების ჩამოსატანად თუ ვარგა biggrin.gif ისეთი წინდახედული გადამზიდავი კომპანიაა რომ ერთ ჩვენ თანაფორუმელს ტყვიები გაუნადგურა ამერიკის ოფისშივე და წერილიც მოსწერა დიდის ამბით ამის თაობაზე.ჯობია ნებისმიერ სხვა გადამზიდავს მიმართო მაგის გარდა,სეკურიფას მითიტებულ გადამზიდავს უპრობლემოდ ჩამოაქვს.

პოსტის ავტორი: მიხომიტო Feb 22 2013, 09:43 PM

გმადლობთsmile.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN May 14 2013, 05:19 PM

help.gif საქმე რაშია, წინაზე დავრეგისტრირდი ფეიფალზე და ეხლა მინდა გამოვიწერო ამაზონიდან "ბენჟამინ მარადიორი" , ხოდა მოგეხსენებათ 10 დღე დამრჩა სანამ 18 ის გავხდები, არანაირი ბანკის ანგარიში მე არ გამაჩნია . კითხვა რაშია, შემიძლია ასე ჩემი სახელით გამოწერა რამე ნივთის? ან ფეიფალზე როგორ უნდა ჩავირიცხო თანხა?

პოსტის ავტორი: geojorjika May 14 2013, 06:22 PM

ReMiNgToN
ამაზონზე პეიპალი რად გინდოდა? ან რა მარადიორი უნდა გამოიწერო ვერ გავიგე რაღაც

პოსტის ავტორი: ja_ja May 14 2013, 07:10 PM

ReMiNgToN
სლიუში დარაგოი სიცხე რამე პრავერიალსია სავსემ ნეთუ????

ვინ მოგატყუა საიდან რა დაგესიზმრა????

კაკოი ამაზონ, კაკოინ 18 კაკიო პეიპალლლლ.... ვოთ არ იუ დუინგ მაი დიარ? არ იუ ქრაზი, ორ ვოთ?


1) კაცოუ ამაზონს ვააბშე ახატია პეიპალი და ვაბშე არ იღებს მაგ გადახდის სისტემას. ან მიეცი რაიმე ნორმალური პლასტიკური ბარათი ანდა დაემშვიდობე, სხვა არაფერს აღიარებს smile.gif (ნუ იქ ჩეკი და რამე რუმე ამას გამოვტოვებ ნამეტნავი უაზრო მეთოდებია)

2) პეიპალი რომ დაარეგისტრირე, ბარათი თუ არ გაქვს გინდა გქონია მაი პეიპალი გინდა არა smile.gif რაღაცით ბალანსი ხომ უნდა შეივსოს? ამიტომაც პეიპალის ანგარიშში უნდა მიუთითო ისევ და ისევ პლასტიკური ბარათი რომლიდანაც შეძენის მომენტში თვითონ ჩამოგაჭრის თანხას გადაიტანს პეიპალზე და მერე გადაურიცხავს მიმღებ პიროვნებას.

3) პეიპალი იდეაში გამოიყენება ერთეულ მაღაზიებთან მიმარტებაში, ძირითადი გამოყენების სფერო კი აქვს Ebay-ს სახით,



კაცოუ ყოლიფერი ისევ და ისევ დაიყვანება ბარათის ქონა არ ქონაზე. თუ 18-ის არ ხარ ბოლო ბოლო მეგობარს სთხოვე, მშობელს სთხოვე, ან რაიმე ქენი. არსებობს კიდევ ასეთი მეთოდი, ბანკში მიდიხარ მშობელთან ერთად და ის გიხსნის ანგარიშს, უფრო სწორედ პლასტიკური ბარათს, მარათალია პირდაპირ შენს სახელზე არაა გახსნილი, მაგრამ ასევთქვათ პასუხისმგებლობაში დგება მშობელი და ჩერეზ მაგის სახელით და მის ანგარიშზე მიბმით შენ გეძლება ბარათი (ნუ მაგის პირობები ბანკში გაარკვიეთ ყველა ბანკს თავისი პირობები აქვს)

და ბოლოს, რაის მარადიორი, რის მარადიორი???? ხომ მშვიდობაა რუსთავში? ჰაააა???

პოსტის ავტორი: gela May 14 2013, 07:24 PM

ReMiNgToN

ციტატა(buybuya @ 14th May 2013 - 06:19 PM) *
ეხლა მინდა გამოვიწერო ამაზონიდან "ბენჟამინ მარადიორი"

მოიცა რამეს ვეღირსეთ ბოლოს და ბოლოს და მე არ ვიცი? თუ რა ხდება ვერ გავიგე?

პოსტის ავტორი: ReMiNgToN May 14 2013, 11:34 PM

არა ეგ მარადიორი ხუმრობა იყო biggrin.gif იქნებ ენამ მიყივლოს თქო, ხოდა რაც შეეხება ფეიფალს, მეგონა ამაზონზეც იყო და აპარატიდან ან საიდანმე ჩაირიცხებოდა, მაგრამ როგორც ჩანს მომიწევს 9 დღე ლოდინი კიდევ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 15 2013, 08:59 AM

ReMiNgToN
ოხ შენ რა გითხარი! smile.gif 9 დღე რა ჯანდაბაა მოიცადე და მორჩა საქმე smile.gif

მოჩქარეს მმოუგვიანდესო თუ რაცხა ეგეთი არ გაგიგია?

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jan 7 2014, 07:42 PM

ამაზონიდან გამოვიწერე ორი ნივთი , ერთის მასა 200 გრამი ეწერა ამაზონზე და მეორესი 5.34 კგ .. ბესტექსზე დაჯდა ორივე ნივთი დღეს და ერთის წონა 0.23 კგ წერია და მეორესი 1.28 კგ . რაში იქნება საქმე?

პოსტის ავტორი: gela Jan 7 2014, 08:21 PM

ReMiNgToN

ციტატა(buybuya @ 7th January 2014 - 07:42 PM) *
ამაზონიდან გამოვიწერე ორი ნივთი , ერთის მასა 200 გრამი ეწერა ამაზონზე და მეორესი 5.34 კგ .. ბესტექსზე დაჯდა ორივე ნივთი დღეს და ერთის წონა 0.23 კგ წერია და მეორესი 1.28 კგ . რაში იქნება საქმე?



დაურეკე ბესტექსში და უთხარი, გაასწორეთ წონა, და დამიმატეთ ჩემი კუთვნილი სამი კილო თქო და არ დაგზარდებიან ეგენი biggrin.gif biggrin.gif წონაში აერიათ ეტყობა, ერთი კარნახობდა და მეორეს კომპში შეყავდა ინფო, ხოდა მაგ დროს ერთი ამანათის წონა მეორეს მიაწერა და პირიქით, შენ რა გაქვს სადარდებელი? იმან არკვიოს და იკითხოს ვინც რეალში 1.28 წონის ნივთი გამოიწერა და მაგ წონაში 45 ლარს გადაახდევინებენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 7 2014, 08:39 PM

ReMiNgToN
ისე მართლა შენ რა გადარდებს smile.gif შენი გადასახდელი მანც არაა, თუ როსტა გწყინს და გინდა მაინცა და მაინც ბევრი ფულის გადახდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jan 7 2014, 09:18 PM

ja_ja
მე მეშინია სხვა ნივთი ხომ არ არის თქო გამოგზავნილი შემთხვევით biggrin.gif

პოსტის ავტორი: gela Jan 7 2014, 10:21 PM

ციტატა(ReMiNgToN @ Jan 7 2014, 09:18 PM) *
ja_ja
მე მეშინია სხვა ნივთი ხომ არ არის თქო გამოგზავნილი შემთხვევით biggrin.gif


ეგ უფრო ნაკლებად სავარაუდოა რომ სხვა ნივთი გამოეგზავნათ, ვიდრე ის რომ წონაში არეოდათ, რავი ია ტაკ დუმაიუ : )) დავიცადოთ მოვლენების განვითარებას და ქე გამოჩნდება რაც მოხდა სინამდვილეში : )))

სხვა ნივთში არევა უფრო ნაკლებად კიდევ იმიტომ მგონია, რომ ამანათი შენს სახელზე მოდის და შენს ნივთს ვიტალი ხაზარაძეს ნამდვილად არ გაუგზავნიან, მარააა რა ვიცი რა ვიცი, ამ საახალწლოდ სასწაულები ხდებაო და იქნება ვიტალისაც აუხდა : )

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jan 7 2014, 11:15 PM

gela
ანუ რაც გამოვიწერე იყო 1 კილოიანიც 5 იანიც და 9 იანიც, ხოდა აი იმათ არ არეოდათ თქო მაგის მეშინია და იმედია არ აერიათ თორე პ.ზ.დ.ც :smile.gif ისე მაგ შემთხვევაში ვინ აანაზღაურებს ხარჯებს?

პოსტის ავტორი: gela Jan 7 2014, 11:18 PM

ციტატა(ReMiNgToN @ Jan 7 2014, 11:15 PM) *
gela
ანუ რაც გამოვიწერე იყო 1 კილოიანიც 5 იანიც და 9 იანიც, ხოდა აი იმათ არ არეოდათ თქო მაგის მეშინია და იმედია არ აერიათ თორე პ.ზ.დ.ც :smile.gif ისე მაგ შემთხვევაში ვინ აანაზღაურებს ხარჯებს?

რა გამოიწერე კი მაგრამ ასეთი? ტროტილი?

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jan 7 2014, 11:19 PM

gela
საკვებად გამოსადეგი ოღონდ ^_^

პოსტის ავტორი: gela Jan 7 2014, 11:36 PM

ციტატა(ReMiNgToN @ Jan 7 2014, 11:19 PM) *
gela
საკვებად გამოსადეგი ოღონდ ^_^



ეგეთი ტრორილი მე ლობიო ვიცი biggrin.gif

ისე მაშინ ჰოოოოოო. შეიძლება კაკ რაზ შენ რაზეც გაქვს ეჭვი, შეიძლება ეგეც იყოს : ) მე პირადად იბეიდან გამოწერილ გიტარის პროცესორზე კაკ რაზ რომ მასე დამემართა, ოღონდ ჩემდა სასიკეთოდ, გადავიხადე დიგიტეჩ 150-ში 100 $ და ჩამომივიდა დიგიტეჩ 255, აი მანდ აშკარად რომ აერიათ : )

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jan 8 2014, 12:31 AM

არა არა უფრო მაგარი მარაზმია, ეხლა დაემატა ბესტექსზე მესამე ნივთი წონით 6.23 კგ, ანუ ჩემი ნივთი მივიდა, მაგრამ ერთი პრობლემაა. სულ გამოვიწერე 2 ნივთი , 1 - 5 კგ და დაჯდა
2 - 200 გ და დაჯდა

მარა ეს მესამე ნივთი 1.2 კგ რომ არის რა ჭირია? ვინმემ მაჩუქა რამე და მე არ ვიცი? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 8 2014, 08:19 AM

ReMiNgToN

ციტატა(buybuya @ 8th January 2014 - 01:31 AM) *
მარა ეს მესამე ნივთი 1.2 კგ რომ არის რა ჭირია?

ეგ ამანათ დანამატია smile.gif აი ხომ არის საკვების დანამატები, ეგ კიდო ამათათების დანამატია smile.gif

კაი რა რა გჭირს 1 კვირა უნდა მოიცადო და გაიგებ ყოლიფერს.

პოსტის ავტორი: Lasha1970 Feb 16 2014, 08:13 PM

გამარჯობათ, ამაზონიდან მინდა კოლიმატორის გამოწერა ხოდა უპრობლემოდ ჩამოდის მსგავსი იარაღის ნაწილები? (მაგალითად ბი-პოდი, ოპტიკის რინგები)

პოსტის ავტორი: gela Feb 16 2014, 08:53 PM

Lasha1970
რინგებზე იმ ფირმამ რომელსაც პნევმატურები უპრობლემოდ ჩამოაქვს მე უარი მითხრა. ბესტექსს ვგულისხმობ, ჩამომიტანა მხოლოდ კამექსმა, www.camex.ge ამათ დაეკონტაქტე და ჩამოგიტანენ

პოსტის ავტორი: Lasha1970 Feb 16 2014, 09:19 PM

თანხაზე ბევრს გაჭრიან???

პოსტის ავტორი: gela Feb 17 2014, 12:10 PM

http://www.aliexpress.com/item/High-Quality-BSA-8-32x44-Mil-Dot-Side-Wheel-Focus-Rifle-Scope-Free-30mm-Rail-Mounts/1634007515.html რომელი ჩამომიტანთ? sad.gif(( თქვენი თვალების ჭირიმეე, საცა მეტყვით იქინე გადმოგირიცხავთ ფულებსა, უმბრალოდ მე არ ვიცი ამ საიტის არაფერი sad.gif გეხვერხვერგეხვერწებით გამომიწერეთ აი ოპტიკა, ტქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე sad.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 17 2014, 01:00 PM

gela
აუ არაფერი ცოდნა არ უნდა smile.gif

ჩვეულებრივი პლასტიკური ბარათი კი ექნება, ჰოდა დარეგისტრირდი მანდანე, მიუთიტე შენი მისამართი და მერე ჩააგდე კალათაში, დალშე გინდა ამაზონი ყოფილა გინდა კუკუზონიდ ა გინდა მაინ ჩინელლენდია smile.gif ყველას მუსოაბის პრინციპი ერთია . პროსტა რომ მიიღებ ამანათს მერე გამყიდველს რევიუ უნდა დაუწერო თორემ საიტი იმ ტიპს ფულს არ ჩაურიცხავს და ის აგიკლებს მეილებით დაწერე რევიუ დაწერე რევიუ და ასე შედმეგ smile.gif

პოსტის ავტორი: iorama Feb 17 2014, 01:14 PM

ეგ ოპტიკა ჯორჯიკას ქონდა თუ ილარიონას? რანცხა მასე მახსოვს

პოსტის ავტორი: gela Feb 17 2014, 01:39 PM

ja_ja
გავაკეტე იმფრა, რანფრაც ტქვენ მიკარნახეთ და ქე გევეი ბოლოში : )) ანუ უჟე ნაყიდია და ელის აქ ჩამობრძანებას : )

პოსტის ავტორი: Lasha1970 Feb 17 2014, 07:10 PM

camex.ge დან გამოიწერე ხო გელა? თუ უპრობლემოდ ჩამოვა ოპტიკა დაწერე რა ძმურად

პოსტის ავტორი: gela Feb 17 2014, 07:21 PM

ციტატა(Lasha1970 @ Feb 17 2014, 07:10 PM) *
camex.ge დან გამოიწერე ხო გელა? თუ უპრობლემოდ ჩამოვა ოპტიკა დაწერე რა ძმურად


ოპტიკა ბესტექსიდან გამოვიწერე, და რინგები რომელიც ბესტექსმა არ ჩამომიტანა, კამექსმა ჩამომიტანა, შესაბამისად ოპტიკაცას უპრობლემოდ ჩამოიტანს კამექსი, საიტზე უწერიათ საკონტაქტო ტელეფონი და მაილი, გაუგზავნე ლინკი და მოგწერენ პასუხს, ჩამოგიტანენ თუ ვერა, 99 პროცენტი უნდა ჩამოგიტანონ, შენც ადექი და მიწერე, რა ძნელი ეგ არის : )

პოსტის ავტორი: Lasha1970 Feb 17 2014, 10:52 PM

camex.ge კოლიმატორზე მითხრა რომ მაგ ლაზერულ სამიზნეს ვერ მიიღებო sad.gif ახლა ბესტექსსზე დავრეგისტრირდები დაიმატ მივწერ

პოსტის ავტორი: Ex3 Feb 18 2014, 11:27 AM

Lasha1970
აუხსენი რომ ლაზერული არაა, უბრალოდ წერტილი ანათებს შუშაზე/პლასტმასზე და ლაზერთან არანაირ კავშირში არაა.
თუ გააგებინებ იქნებ ჩამოიტანონ.

ოპტიკის ჩამოტანაზე პრობლემა არ მქონია კამექსში

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 18 2014, 02:26 PM

Lasha1970

ციტატა(Lasha1970 @ 17th February 2014 - 11:52 PM) *
camex.ge კოლიმატორზე მითხრა რომ მაგ ლაზერულ სამიზნეს ვერ მიიღებო

ისე მაგ ამბავმა გამახსენა CZ*)-ის ოპტიკის ჩამოტანა. რომელსაც საბაჟომ გაუჩერა ოპტიკა იმ ახსნით რომ თურმე ოპტიკაში ლაზერული სხივით იყო განათებული ბადე smile.gif... კაცოუ სად გაგონილა ლაზერის სხივს თვალით შეხედო? ამოგწვავს და დაგაბრმავებს.. smile.gif CD-ROm-ის სხივს არ შეიძLება შეხედო იმიტომ რომ მხედველობას აზიანებს და აქ კიდო ამოდენა შტუკაზეა საუბარი smile.gif

ეგრე უთხარი სკოლაში წადით და ფიზიკის კურსი თავიდან გაიარეთქვა, რა უნდა მანდ ლაზერსთქო smile.gif დიოდი და ლაზერი როდის იყო ერთი და იგივე ხილი გახდათქვა smile.gif

ლაზერი არის ერთ ლაღოვანი სინათლის სხივი, მაგალითად აი საჩვენებელი ფანქრები რომ არის მაი მარკეტზე ტონობით და კინოებში რომ აქვს ხოლმე სნაიპერებს წითელი სხივი რომელიც დიდი მანძილზე მიდის... სად აქვს კოლიმატორს ეგეთი რამე smile.gif ან მილშივე ბადეს ანათებს ან წინ გამოტანილ ლინზაზე აკეთებს წერტილის პროეცირებას smile.gif (მაქსიმუმ 2-3 სანტიმეტრში), რა უნდა მაგ დისტანციაზე ლაზერს smile.gif ჩვეულებრივი მიკრო დიოდია smile.gif ჩემმა მტერმა უყურა ლაზერის სხივს გინდა პირდაპირ გინდა არეკვლილს smile.gif

გიჟები არიან რა... smile.gif მაგას გეტყოდა აშკარად უვიცი კიკინებიანი გოგონა, რომელიც მთელი დღე ინტერში პამადას უყურებს და ტრუსიკებს არჩევს smile.gif რომელსაც ფიზიკა რა ხილია სკოლაშიც კი არ გაუგია smile.gif.


პოსტის ავტორი: Lasha1970 Feb 18 2014, 04:43 PM

მოკლედ ქამექსსაც ვესაუბრე ბესტექსაც ვესაუბრე და არც ოპტიკა და არც არაფერი იარაღის ნაწილი არ ჩამოგვაქვსო sad.gif

პოსტის ავტორი: DaV1nCh Feb 18 2014, 04:49 PM

რას არ ჩამოაქვთ ვერ არიან ეგენი, მარადიორი რო გამოვიტანე რამენიმე დღის წინ, ვუთხარი რო ოპტიკაც მაქვს გამოწერილი და ხო უპრობლემოდ გამატანთ მეთქი? რაზეა საუბარიო იარაღს არ გიჩერებთ და ოპტიკას გაგიჩერებთო. მე ესე მითხრეს. smile.gif)

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 18 2014, 06:43 PM

Lasha1970

ციტატა(Lasha1970 @ 18th February 2014 - 05:43 PM) *
და არც არაფერი იარაღის ნაწილი

ახლა კი მოდი გაფუჭებული ტელეფონი რომ არ ვითამაშოდ სიტყვა სიტყვით თქვი კონკრეტულად რა ტერმინებით ილაპარაკე?

თუ ახსენე სიტყვა "იარაღი" ნუ მაშIნ რა გიკვირს smile.gif გაითვალისწინე ვის ესაუბრები!!! კიკინებიანმა გოგოებმა რა იცის რომ ეგრეთწოდებულ "კისტის თოფსაც" იარაღი ჰქვია?! მისი მარტივი უნაოჭო ტვინის ქერქმა მხოლოდ ის იცის რომ იარაღი საშიშია და ისვრის ტყვიას, კლავს ხალხს, მოკლედ ძალიან ძალიან საშიშია და ხანდახან ტერორისტები თვითმფრინავებსაც კი იტაცებენ!!!!

უნდა გეთქვა პნევმატური თოფი, ტირის თოფი, კისტის თოფი... მერე იტყოდნენ აააააა... ჰოოო ეგენი კი ეგენი ჩამოგვაქვსო... ანუ მაგას სათამაშოდ აღიქვავს მისი ბრტყელი ტვინი... მოკლედ გიტლერი ჭკვიანი იყო როდესაც თავის პოლიტიკური პროპაგანდის დროს ყველა სოციალურ ენას მისთვის გასაგები ენით ესაუბრებოდა. გლეხს ჰპირდებოდა მიჭას, მუშას ქარხანას, სამხედროს გამარჟვებას... დროა დაამუღამოთ იგივე მიდგომა...

აბა ახლა თავიდან თქვი რა ტერმინებით ისაუბრეთ smile.gif

P.S. ზუსტად ეგრე ერთხელ ჩემმა დაკვეთამ დააგვიანა მივწერე არიქა რა ხდება მეთქი... ალბათ რაღაც აკრძალული დაუკვეთეთო smile.gif მეთქი აგერ ლინკი ეს დავუკვეთე მეთქი... აუფ ეგ აკრძალულიაო smile.gif მერე მეორეთ მივწერე მეთქი 4 დღის წინ ზუსტად ეგეთივე გამოვიტანე თქვენი ოფისიდან და იამზე პრობლემა არ ყოფილა და რაცხა ხომ არ გეშლებათ მეთქი აგერ ტრეკინგი მეთქი... ცოტახანში მოიწერეს, უი უი უკაცრავად პნევმატიკა ყოფილა მაგაზე პრობლემა არააო smile.gif

პოსტის ავტორი: Lasha1970 Feb 18 2014, 08:04 PM

როგორც იქნა რაღაცა მითხრეს ესე მივწერე

ის რაც მე გაჩვენეთ ლაზერული სამიზნე არ არის, ეგაა ღია ოპტიკური სამიზე სადაც ლაზერის სხივი საერთოდ არაა გამოყენებული მანდ ის წერტილი უბრალოდ დიოდის ნათურაა და მეტი არაფერი, მას სხივი არ აქვს http://www.amazon.com/1X22X33-Laser-Sight-Rifle-Scope/dp/B00A3JFIQ4/ref=sr_1_1?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1392577511&sr=1-1&keywords=ZOS+Red+Dot+Sight ლაზერული სამიზნე კი ესაა http://www.amazon.com/Tactical-Green-Outside-Adjusted-Mounts/dp/B00CK3UCAI/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1392732304&sr=8-1&keywords=tactical+laser

ბოლოს როგორც იქნა მომწერეს ოპტიკური სამიზნეების სია რისი გამოწერაც არ შეიძლებოდა და სიაში კი მხოლოდ ღამის ხედვის ოპტიკაა smile.gifsmile.gifsmile.gif საპასუხოდ მივწერე:

დიდი მადლობა ყურადღებისთვის გადავამოწმე და მანდ არცერთი კოლიმატორული სამიზნე არაა მითითებული შესაბამისად პრობლემა არ იქნება ჩამოტანაზე smile.gif


ხოდა ჯერჯერობით არ მოუწერიათ კიდე არაფერი smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 28 2014, 03:10 PM

ეს თემა კონკრეტულად ამაზონს ეხება მაგრამ ცოტა ზოგადი საკითხის დაზუსტება მსურს...

ვთქვათ და დარეგისტრირებული ვარ 2 გადამზიდი კომპანიის საიტზე "ა"-ზე და "ბ" ზე ტვალსაჩინოებისთვის რომ ვთქვათ. თანხას ვიხდით paypal-ის მეშვეობით და paypal-ზე დარეგისტრირებული ვართ "ა" გადამზიდი კომპანიის მიერ მონიჭებული მონაცემებით. კითხვა მდგომარეობს შემდგომში: შესაძლებელია თუ არა რომ საიტიდან გამოვიწეროთ "ბ" გადამზიდი კომპანიით ნივთი, როდესაც paypal-ზე რეგისტრაციისას მითითებული გვაქვს "ა" გადამზიდი კომპანიის მიერ მონიჭებული მონაცემები, ამ მონაცემების შეუცვლელად?

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 28 2014, 03:15 PM

კი


პოსტის ავტორი: piettro Mar 29 2014, 12:52 AM

მე paypal მაქვს დარეგისტრირებული დიდი ხანია. საქართველოში არ იყო მაშინ და უკრაინის მისამართზე დავარეგისტრირე.
ჰოდა მას მერე ვიწერ ამერიკის რამდენიმე მისამართზე, ევროპის და ჩინეთის მისამართებზ და პრობლემა არ შემქმნია.
რამდენიმე მისამართი კი იმიტომ მაქვს დარეგისტრირებული, რომ საბაჟო გადასახადი 300 ლარს ქვემოთ არ არის.
ხოდა როცა რამდენიმე რამეს ვიწერ ხოლმე, ვანაწილებ სხვადასხვა მისამართზე, სხვადასხვა ადამიანის სახელზე და
შესაბამისად განბაჟებას არ ვიხდი smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Mar 29 2014, 04:26 PM

ციტატა(piettro @ Mar 29 2014, 01:52 AM) *
მე paypal მაქვს დარეგისტრირებული დიდი ხანია. საქართველოში არ იყო მაშინ და უკრაინის მისამართზე დავარეგისტრირე.
ჰოდა მას მერე ვიწერ ამერიკის რამდენიმე მისამართზე, ევროპის და ჩინეთის მისამართებზ და პრობლემა არ შემქმნია.
რამდენიმე მისამართი კი იმიტომ მაქვს დარეგისტრირებული, რომ საბაჟო გადასახადი 300 ლარს ქვემოთ არ არის.
ხოდა როცა რამდენიმე რამეს ვიწერ ხოლმე, ვანაწილებ სხვადასხვა მისამართზე, სხვადასხვა ადამიანის სახელზე და
შესაბამისად განბაჟებას არ ვიხდი smile.gif

მადლობა შენც და ჯაჯასაც smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 29 2014, 07:42 PM

ისე კანონდარღვევაა ეგ და აქ ნუ წერთ, მერე ვიღაც ვიღაცეებმა თითი რომ არ გამოიშვირონ აქეთ , ნახე იმ ფორუმზე გადასახადებისაგან თავის არიდების გზებს პროპაგანდას უწევენო

პოსტის ავტორი: piettro Mar 29 2014, 07:53 PM

geojorjika
კარგი. :-) და ეს ფორუმი იარაღის გადაკეთების პროპაგანდასაც ეწევა და ცოტა ფრთხილად ვიყოთ :-)
მერე თითი არავინ გამოიშვიროს, აქაოდა ამ ფორუმზე იარაღის ტუნინგს უწევენ პროპაგანდასო :-D


კანონი ყოველთვის დაირღვევა, სანამ არ,დაიხვეწება მისი ყველა დეტალი :-)

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 29 2014, 08:05 PM

piettro
კანონი კრძალავს მისი კალიბრის, კონსტრუქციის ან ტტმ-ის შეცვლას, და მაგენს აქ არავინ არ აეკთებს wink.gif

პოსტის ავტორი: piettro Mar 30 2014, 12:53 PM

geojorjika
კანონი კრძალავს იარაღის ნებისმიერი ქარხნული პარამეტრის შეცვლას. smile.gif

პოსტის ავტორი: userman May 14 2016, 06:06 PM

2 თვის უკან ჩინეთიდან გამოვიწერე რაღაც ნივთი შესაბამისად დღე-დღე-ზე ველოდებოდი ჩამოსვლას და რამდენიმე დღის უკან ასევე ჩინეთიდან გამოვიწერე კიდევ სხვა ნივთი , რომელიც ასევე ორ თვეში უნდა ყოფილიყო , მარა მოხდა სასწაული და 10 დღეში ჩამოდის ანუ წინა ნივთთან ერთად რომლებსაც ჯამში უწევს განბაჟება ( რაც მე არ მინდოდა ).

თუ იცით რამე გამოსავალი განბაჟებას რომ ავცდე ?

პოსტის ავტორი: pilotina May 14 2016, 08:13 PM

userman

ციტატა(userman @ 14th May 2016 - 07:06 PM) *
თუ იცით რამე გამოსავალი განბაჟებას რომ ავცდე ?


თუ სხვადასხვა მაღაზიებში გაქვს ნაყიდი, მაშინ არ უნდა განბაჟება, თუ ერთში, მაშინ კი

პოსტის ავტორი: userman May 14 2016, 08:15 PM

მაღაზიები კი სხვადასხვაა , მარა ორივე იბეიდანაა და ნივთი ორივე ერთნაირია, ავცდები ვითომ ?

პოსტის ავტორი: ბაიკერი May 14 2016, 08:16 PM

userman
არა. მქონია ეგ შემთხვევა და ბაჟDება რა

პოსტის ავტორი: temo-777 May 15 2016, 07:22 AM

userman
თანხას თუ არ დაწერ როგორ გავიგოთ განბაჟდება თუ არა? biggrin.gif სულ რომ სხვადასხვა მაღაზიებიდან და საიტებიდანაც იყოს.ან საიდან იცი რომ 10 დღეში ჩამოგდის??

ციტატა(userman @ 14th May 2016 - 07:06 PM) *
რომელიც ასევე ორ თვეში უნდა ყოფილიყო , მარა მოხდა სასწაული და 10 დღეში ჩამოდის

საერთოდ ნორმა არაა 2 თვე ჩინეთიდან,იბეიზე 30 დღე რომ გადის თუ ინთერნეშენალ შიპინგი აქვს,ანუ როგორც შენი შემთხვევაა,საჩივარი რომ გახსნა თანხა დაგიბრუნდება.
20-დღიდან მაღლა უნდა ელოდო ხოლმე,მაგრამ ამ ბოლოს ისე იგვიანებს რომ ზოგი 3 თვეშიც ჩამოდის ხოლმე,

პოსტის ავტორი: userman May 15 2016, 12:14 PM

temo-777

ციტატა(temo-777 @ 15th May 2016 - 08:22 AM) *
20-დღიდან მაღლა უნდა ელოდო ხოლმე,მაგრამ ამ ბოლოს ისე იგვიანებს რომ ზოგი 3 თვეშიც ჩამოდის ხოლმე,


კი პირველ შემთხვევაში კინაღამ 3 თვე მოუნდა და შემდეგ გამოვიწერე 10 დღის უკან და ამერიკაში მიიტანეს 13 მაისს და 3 თვის წინ გამოწერილი კი მიიტანეს 14 მაისს ...ამიტომ ვფიქრობ ,რომ ორივე ერთდროულად ჩამოვა და 10 დღეში დაახლოებით
თითოეულში კი გადახდილია 100$-100 $ და ერთად თუ ჩამოვა 200 $ -ის გამოდის.

პოსტის ავტორი: temo-777 May 15 2016, 01:34 PM

userman
აა შენ გადამზიდებით იწერ ჩინეთიდან?
ნეტავი შენ biggrin.gif
რა ძალა გაქვს რომ ამდიდრებ?
გამოიწერე საქართველოს ფოსტით და მიიღებ უფასოდ.წონას არ გადაიხდი, პირდაპირ საქართველოში გამოუშვი.
დრო მაინც ერთი და იგივე უნდება,არაა განსხვავება.ერთი ის რომ იქ წონის ფულს იხდი smile.gif
ჩვენს ფოსტაში კიდე არა..

ციტატა(userman @ 15th May 2016 - 01:14 PM) *
13 მაისს და 3 თვის წინ გამოწერილი კი მიიტანეს 14 მაისს

ხო სამწუხაროდ თუ ერთ რეისში მოხვდა განაბაჟებენ.

პოსტის ავტორი: userman May 15 2016, 02:07 PM

ციტატა(temo-777 @ 15th May 2016 - 02:34 PM) *
გამოიწერე საქართველოს ფოსტით და მიიღებ უფასოდ


მაგისი კიდევ ვეღარ გავიგე რა მე კი მართალია არ მიცდია საქართველოს ფოსტით , მარა ზოგი ამბობს იკარგებაო... რამდენად მართალია არ ვიცი.

პოსტის ავტორი: temo-777 May 15 2016, 02:28 PM

userman
როგორ არ იკარგება. იკარგება ზოგჯერ,მაგრამ ეს შენ რაში განაღვლებს?
მაგაზე გამყიდველმა იდარდოს smile.gif
ასევე იკარგება მაგ გადამზიდებთანაც,ანუ არ მიდის ხოლმე მაგათთან.
არ გქონია გადამზიდებთან მსგავსი შემთხვევა??
აი ცადე რამოდენიმე ისეთი ნივთი გამოიწერე ძალიან იაფიანები 2-4$-ის ფარგლებში
და იქიდან რომელიმე შეიძლება არ ჩამოგივიდეს მაგ გადამზიდებისგანაც.
მაგ იაფიან ნივთებზე ჩინელები იკიდებენ ხოლმე და უტრეკინგოთ გზავნიან.
ან არ აღწევს ხოლმე ჩვენამდე ანდა მართლა ტეხავენ ხოლმე ფოსტებში.

პოსტის ავტორი: ja_ja May 16 2016, 08:46 AM

temo-777

ციტატა(temo-777 @ 15th May 2016 - 02:34 PM) *
გამოიწერე საქართველოს ფოსტით და მიიღებ უფასოდ.წონას არ გადაიხდი, პირდაპირ საქართველოში გამოუშვი

და მაგიტომაც 2-3 ამანათი დრემდე არ მიმიღია თუმცა 3 წელი გავიდა გამოწერიდან smile.gif, ფოსტაში მხრებს იჩეჩავენ ჩვენ ტრეკინგს ვერ ვხედავთო და გამოვედი მე მტყუანი თითქოს და საცოდავ ფოსტის მესვეურებს ცილს ვწამებ smile.gif

ნუ მამნტ 2-3 დოლარიანი ნივთები იყო და იმ საცოდავ ჩინელს მივწერე არ მიმიღია მეთქი და მეორეთ გამოაგზავნა, მაგრამ მეორეთ იმ ჩინელს სურვილი ეექნება კია აქეთ რამე გამოუშვას?

პოსტის ავტორი: temo-777 May 16 2016, 09:19 AM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 16th May 2016 - 09:46 AM) *
და მაგიტომაც 2-3 ამანათი დრემდე არ მიმიღია თუმცა 3 წელი გავიდა გამოწერიდან

ხო მაგრამ შენ დაკარგე რაიმე? (თუმცა როგორც ჩანს ფული არ მოგითხოვია) 1 თვე გადის,ნივთი არა გაქვს,გახსენი საჩივარი და
ვსო smile.gif მოგვარდა პრობლემა, არც მიწერა არაა საჭირო ჩინელებთან რომ ხელმეორედ გამოაგზავნოს,თორე მაგ დროს 1000 სისულელეს
ჩმახავენ ხოლმე.
შეიძლება ან გამოაგზავნოს ან შეიძლება არა.შეიძლება მოიტყუოს რომ გამოაგზავნის კიდევ,ამიტომ ჯობია ფული დააბრუნოს/
ფოსტაში ანგელოზები რომ არ ზიან ეს კი ვიცი და სავარაუდოდ იპარავენ კიდევაც. მაგრამ არც ჩინელები არ არიან ფრთაშესხმულები,
საკმაოდ ბევრ რამეს იტყუებიან!
ჯერ მარტო ზუსტად ის 2-3$-იანი ნივთები იმიტომ იკარგება ხშირად,რომ აგზავნის მაგას უტრეკინგოდ,
ანიჭებს ვითომ რაღაც fake კოდს,რომელიც ვითომ კონტროლდება.გამოაგზავნოს ტრეკინგით და ვერც ვერაფერს ვერ იზავენ მერე აქ ფოსტაში.
წარმოიდგინე მე რომ გავყიდო ეხლა იბეიზე რაღაც და გაუშვა ამერიკაში რახან უფრო იაფი მიჯდება, საქართველოს ფოსტით ტრეკინგის გარეშე,
,საჩივარი რომ გამიხსნას იმ ამერიკელმა,ხო მანდა მაქვს მე დარხეული. smile.gif ეგრევე ამაწიწკნიან ფულს,
რახან დოკუმენტი არ მიჭირავს მე.
აბა გამოაგზავნოს 50-60$ იანი ნივთი, აუცილებლად მიანიჭებს კოდს, და არც დაიკარგება ის ნივთი. smile.gif
ჩინელები ამერიკელებისგან განსხვავებით ისეთი აფერისტები არიან რომ მიმიქარავს ზოგიერთი ეროვნება.... biggrin.gif

პოსტის ავტორი: bubusicha May 18 2016, 08:58 PM

http://www.amazon.com/Benjamin-High-Pressure-Hand-Pump/dp/B01FHO92LG?ie=UTF8&psc=1&redirect=true&ref_=ox_sc_act_title_1&smid=A2TCVL69SKEGMN

ბიჭებო ამის დაკვეთა ღირს? არა რეალური ფასია.

პოსტის ავტორი: ikaaa May 18 2016, 09:18 PM

ციტატა(bubusicha @ 18th May 2016 - 08:58 PM) *
ბიჭებო ამის დაკვეთა ღირს? არა რეალური ფასია.

მაგის ჩამოტანიანად და ფტოროფლასტზე გადაყვანიანად კი ახვალ 140 დოლარზე და არ გირჩევნია აქ აიღო მაგაზე უკეთესი ბულის ნასოსი?

პოსტის ავტორი: pilotina May 18 2016, 09:30 PM

bubusicha

ციტატა(bubusicha @ 18th May 2016 - 09:58 PM) *
http://www.amazon.com/Benjamin-High-Pressu...=A2TCVL69SKEGMN

ბიჭებო ამის დაკვეთა ღირს? არა რეალური ფასია.


ჩამოტანიანად კი დაგიჯდება ასე 120 $ და აქ კიდე გრეგორს აქვს მაგაზე უკეთესი 130$-ად და გიღირს ლოდინად და წვალებად?


ikaaa

+100000000

პოსტის ავტორი: bubusicha May 18 2016, 09:54 PM

ბული ჯობია ამას? ფტოროპლასტზეა ?

პოსტის ავტორი: ikaaa May 18 2016, 10:28 PM

კი ფტოროპლასტზეა და თან უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული ანუ ვეჩნია.

პოსტის ავტორი: temo-777 May 18 2016, 11:00 PM

წონაში რამდენია ეს ნასოსები?

პოსტის ავტორი: temo-777 May 18 2016, 11:05 PM

http://www.aliexpress.com/item/4500PSI-300bar-30mpa-high-pressure-pcp-hand-operated-air-pump-hand-car-mini-panel-air-pump/32471061068.html?spm=2114.01020208.3.27.qgWoAs&ws_ab_test=searchweb201556_0,searchweb201602_3_10017_10021_507_10022_10020_10009_10008_10018_10019_101,searchweb201603_9&btsid=974d08eb-c547-480b-868f-bf019aa48b69
ამეებზე რას იტყვით,ესენი ჩინური ნაგავია >>>>?
თუ ვარგა რამედ?
პირდაპირ 92$ რომ დაჯდეს ყველაფრიანად

პოსტის ავტორი: bubusicha May 19 2016, 09:33 AM

ციტატა(temo-777 @ 19th May 2016 - 12:05 AM) *
http://www.aliexpress.com/item/4500PSI-300...8f-bf019aa48b69
ამეებზე რას იტყვით,ესენი ჩინური ნაგავია >>>>?
თუ ვარგა რამედ?
პირდაპირ 92$ რომ დაჯდეს ყველაფრიანად


არ ვიცი წესით არ უნდა იყოს ცუდი

პოსტის ავტორი: okela84 May 21 2016, 09:19 AM

კანადიდან გამოგიწერიათ ვინმეს ?

ბარათი ვერ მივაბი ერთერთ კანადურ მაღაზიას და მაგიტო გეკითხებით

პოსტის ავტორი: userman May 21 2016, 04:38 PM

temo-777

ციტატა(temo-777 @ 19th May 2016 - 12:05 AM) *
http://www.aliexpress.com/item/4500PSI-300...8f-bf019aa48b69
ამეებზე რას იტყვით,ესენი ჩინური ნაგავია >>>>?
თუ ვარგა რამედ?
პირდაპირ 92$ რომ დაჯდეს ყველაფრიანად


თუნდაც 100$ დაჯდეს ღირს , იმიტომ რომ მაგ ფასად აქ ვერ იყიდი ...
თუ არ ვცდები გრიშას აქ ეგენი გასაყიდი და ამბობს საუკეთესოაო.

პოსტის ავტორი: bubusicha Jun 23 2016, 06:55 PM

inex.ge-თ გამოვიწერე ბენჯამინ მაქსიმუსი საბაჟომ გამიჩერა ინვოისი მომთხოვა.
არ დავაკვირდი და ბილინგ ედრესში (დეფაულთ ედრესად) არჩეული იყო მამაჩემის მისამართი და შიფ თუ-ში რა თქმაუნდა ჩემი მისამართი.
ამის გამო აპირებენ ნივთის ჩამორთმევას და სახელმწიფოზე გადაცემას.

პოსტის ავტორი: koknar Jun 23 2016, 07:21 PM

bubusicha
ბილინფ ადრესს აქამდე არ ქონდა მნიშვნელობა. ბარათი რა მისამართზეც არი რეგისტრირებული ეგ უნდა ეწეროს, მერა რო არ ემთხვევა, ინვოისი ხო ხელზე გაქ ?

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 23 2016, 07:26 PM

bubusicha
მაიცა რაიმე კანონი ან დადგენილება არსებობს რაზე დაყრდნობითაც მ,აგას ამბობენ? და ვდრუგ და მე ბარათი არ მაქვს და მეგობარს ვთხოვე ყიდვა ჩემს სახელზე, რა არის მაგაში კრიმინალური? ან რა წესი დავარღვიე ან სად წერია რომ ასეთი გზით მე ვთაღლითობდი და გადასახადების დამალვას ვცდილობდი?

სულ გაგიჟდა ეს საბაჟო!??

პოსტის ავტორი: gregory Jun 23 2016, 09:02 PM

რა შუაშიაამაზონის ბილინგ და შიპპინგ ადრესები ბარათთან?
აქ უბრალოდ მგონი სხვა რამეს გედავებიან:
სხვადასხვაა მისამართები და აქ საიდან გაჩნდა საქართველოში ეგ თოფიო? ანუ სავარაუდოდ ინექსდმა რაღა საქართველოში გამოუშვა და არა შიპპინგ მისამართზეო. ანუ ისევ გადამზიდავმა გაარკვიოს...
ამასწინათ საერთოდ მითხრა ერთმა გადამზიდავმა, რომ თუ ამაზონს უწერია Item can be shipped within U.S" ჩვენი საბაჟო უკვე პრობლემებს ქმნისო. არ ვიცი აშშ-ს ეხმარებიან თუ ჩვენს გადამზიდავებს ძირავენ sad.gif
ხო , კიდევ ერთი: დეკლარაციაში ხომ სწორედ ქონდა ფასი მითითებული და კალიბრიც ხომ ლეგალურია?
.

პოსტის ავტორი: temo-777 Jun 23 2016, 09:50 PM

bubusicha
მემ მგონია რომ ინექსს არა აქვს ტრაკი უბრალოდ საკადრისი პასუხი რომ გასცეს მაგათ.
თორე როგორ ძალიან მაინტერესებს რა შუაშია ბილინგ და შიპინგ მისამართები.
სად ერეკლდე და ...
რომელი საიტიდან ჩამოიტანე?
და ბილინგში რომელი ქვეყნის იყო მამაშენის,
აქაური?
ისე კამექსით ჩამოგეტანა შენც,რაღა ინექსი.არც ესენი არიან ანგელოზები,თუმცა ვგონებ რომ უკეთესები მაიინც


ციტატა(gregory @ 23rd June 2016 - 10:02 PM) *
რა შუაშიაამაზონის ბილინგ და შიპპინგ ადრესები ბარათთან?

ბარათთან კი არი შუაში,მაგრამ ნივთის ჩამორთმევასთან რა კავშირშია ეს ვერ გავიგე.
აი მაგრად უქანავებენ რა.




პოსტის ავტორი: temo-777 Jun 23 2016, 10:01 PM

ციტატა(gregory @ 23rd June 2016 - 10:02 PM) *
რომ თუ ამაზონს უწერია Item can be shipped within U.S" ჩვენი საბაჟო უკვე პრობლემებს ქმნისო. არ ვიცი აშშ-ს ეხმარებიან თუ ჩვენს გადამზიდავებს ძირავენ

თუ ეგრეა მაშინ ყველა გადამზიდი დახურული უნდა იყოს უკვე,მაგრამ ჯერჯერობით მაინც ჩამოაქვთ და.
ძალიან განუკითხაობაა ყველაფერზე ჩვემს ქვეყანაში,
იმ დღEს საბაჟომ კიდე მოითხოვა ექაუნთის ჩვენება,
და მეც ვრეკაც მაი.ადვოკატ ჯი სკაიპის საშუალებით მაინტერესებს რამდენად ააქვთ მეთქი უფლება ესეთი რაღაცეების,
იმანაც არ დამიბრეხვა აქვთო,
მეთქი რანაირად,მესამე პირისთვის პირადი ინფორმაცისს გადაცემა კანონდარღვევა არაა თქო,?/
და საგადასახადო მესამე პირი არააო/
ასეთI პასუხი მივიღე.
როგორც უნდა ისე ჭრიან და კერავენ რა

პოსტის ავტორი: bubusicha Jun 23 2016, 11:53 PM

ციტატა(koka @ 23rd June 2016 - 08:21 PM) *
ბარათი რა მისამართზეც არი რეგისტრირებული ეგ უნდა ეწეროს, მერა რო არ ემთხვევა, ინვოისი ხო ხელზე გაქ ?


ბარათი რომლითაც გადავიხადე ჩემია და შესაბამისად გადახდაც ჩემი სახელით მოხდა.
ციტატა(ja_ja @ 23rd June 2016 - 08:26 PM) *
მაიცა რაიმე კანონი ან დადგენილება არსებობს რაზე დაყრდნობითაც მ,აგას ამბობენ?



მე ეგეთი კანონი არ ვიცი. ანუ მედავებიან ნივთი ვის სახელზე ჩამოდისო. მე ჩემი სახელი დავაფიქსირე რადგან მე ვიყიდე და შიპ თუ-ში ჩემი მისამართი მივეცი ბილინგ ედრესს საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება. (არ შეიძლება მამაჩემი საერთოდ ამერიკაში ცხოვრობდეს და იყიდოს ნივთი და გამომიგზავნოს? დეკლარაციაში მამაჩემის მონაცამები უნდა მივითითო და მის სახელზე გაფორმდეს? ან მის სახლზე რომ გაფორმდეს როგორ უნდა გამოვიტანო თუ ამერიკაში ცხოვრობს. მოძრავი ნივთია და საკუთრების გადაცემას არანაირი რეგისტრაცია არ სჭირდება რადგან ჩემს სახელზე გამოაგზავნა ესეიგი ნივთი გამოტანის უფლება მე მაქვს.

ციტატა(gregory @ 23rd June 2016 - 10:02 PM) *
ისევ გადამზიდავმა გაარკვიოს...

მე პირველად გამოვიწერე ინექსით ყოველთვის კამექსით ვიწერდი და არასდროს არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ოფისშიც არ ვიყავი ნამყოფი საბაჟომ რომ გააჩერა მერე მივედი ოფისში და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა თითქოს ბანკში მივედი, ფულადი გზავნილების მოლარეები დამხვდნენ არაფერი არ ვიცით, ვერც ვხდებით და არც გვაინტერესებსო. მერე დეკლარანტთან დავრეკე მაგრამ არაფერს არ ამბობს, რამდენსაც დავრეკავ მარტო იმას მეუბნება ჯერ არაფერი არ გარკვეულაო, მე თვითო დაგიკავშირდებიო, აარნაირ ინფორმაციას არ მაწვდის რა ეტაპზეა და რა ხდება.

ციტატა(gregory @ 23rd June 2016 - 10:02 PM) *
დეკლარაციაში ხომ სწორედ ქონდა ფასი მითითებული და კალიბრიც ხომ ლეგალურია?

რათქმა უნდა სწორად მქონდა კალიბრიც 4.5 და ფასში არასწორადაც რომ მქონოდა მაგისთვის საგადასახადოს შეუძლია 1. გაასწოროს დეკლარაცია და დაგარიცხოს გადასახდელი დღგ ან 2. გადასახადელი დღგ და ჯარიმა გადასახდელი დღგ-ს 40 % ჯარიმის სახით, ეს დამოკიდებულია იმაზე რამდენად ტრაკიანია დეკლარანტი გყავს, ან ერთი პირობაა ან მეორე მესამე არ არსებობს, რადგან ნივთის შემოტანის აკრძალვა არ არსებობს.

ციტატა(temo-777 @ 23rd June 2016 - 10:50 PM) *
მემ მგონია რომ ინექსს არა აქვს ტრაკი უბრალოდ საკადრისი პასუხი რომ გასცეს მაგათ.


მეც ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება. ჯერ შევხედავ როგორ დამთავრდება ეს ამბავი. აუცილებლად გავასაჩივრებ. ეს ალბათ ჩემი პირველი და ბოლო გამოწერა იქნება ინექსით.

[quote name='temo-777' post='143936' date='23rd June 2016 - 11:01 PM']
მთლად ეგრეც არა არის მათ რომ უნდათ. და თუ მაინც გაიტანეს მათი მაშინ მიმიფურთხებია ამ ქვეყნისთვის.

პოსტის ავტორი: bubusicha Jun 24 2016, 12:06 AM

ამდენ ციტირებაში ბოლოს ცოტა აირია და გასწორების დროც გავიდა.

პოსტის ავტორი: temo-777 Jun 24 2016, 07:11 AM

bubusicha

ციტატა(bubusicha @ 24th June 2016 - 01:06 AM) *
არ შეიძლება მამაჩემი საერთოდ ამერიკაში ცხოვრობდეს და იყიდოს ნივთი და გამომიგზავნოს?

ანუ ამერიკული ბილინგი გქონდა მამაშენის სახელზე.ხო?
მერე დაწერე რა მოხდება აბა.
მაინტერესებს

პოსტის ავტორი: bubusicha Jun 24 2016, 07:41 AM

ციტატა(temo-777 @ 24th June 2016 - 08:11 AM) *
ანუ ამერიკული ბილინგი გქონდა მამაშენის სახელზე.ხო?


კი ბილინგ ადრესიც და შიპინგ ედრესიც ამერიკის მისამართია გადამზიდავის ცენტრალური ოფისის მისამართი ამერიკაში, უბრალოდ სახელშია განსხვავება

პოსტის ავტორი: temo-777 Jun 24 2016, 08:07 AM

bubusicha
მსგავსი შემთხვევა არ მქონია,მაგრამ ხშირად მქონია ორივე ერთ სახელზე ამერიკული შიპინგი და ამერიკული ბილინგი,
ანდა ამერიკული ნებისმიერი სახელი. და ჩემი აქაური ბილინგი.

პოსტის ავტორი: gregory Jun 24 2016, 08:40 AM

ციტატა(temo-777 @ 23rd June 2016 - 10:50 PM) *
ციტატა(gregory @ 23rd June 2016 - 10:02 PM)
რა შუაშიაამაზონის ბილინგ და შიპპინგ ადრესები ბარათთან?
ბარათთან კი არი შუაში,მაგრამ ნივთის ჩამორთმევასთან რა კავშირშია ეს ვერ გავიგე.
აი მაგრად უქანავებენ რა.

temo-777
ამაზონის ექაუნთთან რა კავშირი აქვს მეთქი? მინდა 1000 ბილინგ და შიფფინგ ადრესს შევქმნი ერთიდაიგივე ბარათით ამაზონზე


პოსტის ავტორი: koknar Jun 24 2016, 09:27 AM

bubusicha
დეკლარაციას არავინ არ გაგისწორებს, თუ შენ ფასი შემცირებული გაქ და არ ემთხვევა ინვოისს მაშინ ეგ არის თავის არიდება და ყველაფერის უფლება აქვთ. თუ სწორედ გქონდა მითითებული, მაშინ დღგ უნდა გადაგეხადა შენით, ყოველგვარი დარიცხვის გარეშე.

აქ მისამართები არაფერ შუაშია, ან კიდე მესამეა რაღაცა და არ წერ რაც გაქ ჩადენილი biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: bubusicha Jun 24 2016, 09:38 AM

ციტატა(gregory @ 24th June 2016 - 09:40 AM) *
ამაზონის ექაუნთთან რა კავშირი აქვს მეთქი? მინდა 1000 ბილინგ და შიფფინგ ადრესს შევქმნი ერთიდაიგივე ბარათით ამაზონზე


ამაზონის ექაუნთთან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
კი გეთანხმები რამდენიც გინდა იმდენი მისამართი გექნება.
არ ამბობენ არაფერს მაგრამ მე როგორც ვხვდები ბილინგ ედრესში მამაჩემის სახელი რომ წერია დეკლარირებაც მამაჩემის სახელზე უნდა ყოფილიყოო.
ინვოისი რომ გადმოვაგზავნინე პირამიდაირს ბილინგ ადრესის მისამრთი customer ველში ჩაწერეს ანუ მყიდველი მამაჩემი გამოვიდა. შიფ თუ-ში ჩემი სახელი წერია, ანუ ჩემ სახელზე გამოიგზავნა.
რადგან ნივთის მყიდველი მამაჩემია განბაჟებაც მამაჩემზე უნდა მოხდესო. ანუ ვისი საკუთრებაცაა იმაზე უნდა გაფორმდესო. ვეთანხმები ამ ველს იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირი ვალდებულია დოკუმენტი გამოწეროს საკუთრების გადაცემის შემთხვევაში, თუ არა მის შეძენა მის სახელზე უნდა ჩამოვიდეს.
მაგრამ ფიზიკურ პირებს შორის საკუთრების უფლების გადაცემისას არანაირი დოკუმენტის გაფორმება არ ჭირდება.


პოსტის ავტორი: temo-777 Jun 24 2016, 10:05 AM

gregory

ციტატა(gregory @ 24th June 2016 - 09:40 AM) *
ამაზონის ექაუნთთან რა კავშირი აქვს მეთქი?

ხო მაგრამ ამაზონი სად იყო ნახსენები.?
ბილინგს ბარათთან ის კავშირი აქვს რომ ზუსტად ბილინგი ნიშნავს მაგ ბარათის მონაცემებს.
ციტატა(gregory @ 24th June 2016 - 09:40 AM) *
1000 ბილინგ და შიფფინგ ადრესს შევქმნი ერთიდაიგივე ბარათით ამაზონზე

მასეც არაა.
1000 შიპინგს შექმნი,ეს შეიძლება,მაგრამ თუ ერთი ბარათი გაქვს და 1000 ბილინგი დიდი ალბათობით ამაზონი დაგბლოკავს საერთოდ/
ადრე რომ არ იყო საქართველო ჩამონათვალში ამაზონზე,არაფერს იძახდენენ,ახლა კი ატრაკებენ მაგაზე.იმიტომ რომ კარგა ხანია საქართველო არის მანდ.
წესიც ესაა.
თუმცა იარაღის ჩამორთმევასთან არანაირი კავშირი არა აქვს ამას,როგორც ავღნიშნე.
უბრალოდ შეიძლება თU ამაზონიდან ააქვს გამოწერილი არ გამოეგზავნათ და გაეუქმებინათ შეკვეთა.
მორჩა,
და მაგრამ აქ საგადასახადო ერევა.

koknar
ციტატა(koka @ 24th June 2016 - 10:27 AM) *
თუ შენ ფასი შემცირებული გაქ და არ ემთხვევა ინვოისს მაშინ ეგ არის თავის არიდება და ყველაფერის უფლება აქვთ.

ყველაფრის უფლება ნაღდად არა აქვთ,
შემცირებული ფასი ქონდა,მაშინ ჯარიმა და დაბეგვრაც თავისთავად.
და არანაირად ნივთის ჩამორთმევა,
პ.ს,
ისე არავის არ ვურჩევდი არასწორ დკლარირებას თუ რა თქმა უნდა ცდება 300 ლარს ნივთი,
თუ არ ცდება,რაც გინდათ ის ჩაწერეთ,არავინ დააჯარიმებს მაგაზე.

პოსტის ავტორი: gregory Jun 24 2016, 10:11 AM

ციტატა(temo-777 @ 24th June 2016 - 11:05 AM) *
ხო მაგრამ ამაზონი სად იყო ნახსენები.?

temo-777
წინა გვერდზე ზუსტად ეგ დავწერე: ამაზონთან რა კავშირი აქვს თქო.
ჩამორთმევით კი ნამდვილად ვერ ჩამოართმევენ ამ მიზეზით ან არასწორი დეკლარირების მიზეზით...



პოსტის ავტორი: okela84 Jun 24 2016, 10:40 AM

bubusicha
სახელი, გვარი მომწერე პმ-ში და შევეცდები დაგეხმარო. ერთი ჩემი ახლობელი მუშაობს და თუ გაუგებრობაა დაგვეხმარება

პოსტის ავტორი: bubusicha Jun 24 2016, 11:15 AM

okela84

მოგწერე პმ

არასწორად დეკლარირების ბევრი შემთხვევა ვიცი მაგრამ ნივთის ჩამორთმევა არ მომხდარა

პოსტის ავტორი: temo-777 Jun 24 2016, 11:26 AM

ხფთუიიიი
რას შვებიან sad.gif
ნეტა რას იზავს ეროვნული დღეს
http://www.bloomberg.com/quote/USDGEL:CUR

პოსტის ავტორი: okela84 Jun 24 2016, 11:29 AM

bubusicha

ციტატა(bubusicha @ 24th June 2016 - 12:15 PM) *
არასწორად დეკლარირების ბევრი შემთხვევა ვიცი მაგრამ ნივთის ჩამორთმევა არ მომხდარა

არასწორ დეკლარირებაზე ჯარიმაა,რომელიც ძაან ბევრჯერ მაქვს გადახდილი biggrin.gif

პოსტის ავტორი: bubusicha Jun 24 2016, 12:30 PM

ერთით მეტი პნევმატური მექნება თუ ერთით ნაკლები სახელმწიფოს მაგითი არაფერი დააკლდება და არც საზოგადოებას ვუქმნი საფრთხეს ჩემი პნევმატურების ფლობით. იმედია ყველაფერი კარგად გადაწყდება ვნახოთ

პოსტის ავტორი: bubusicha Jun 24 2016, 07:25 PM

ციტატა(temo-777 @ 24th June 2016 - 12:26 PM) *
http://www.bloomberg.com/quote/USDGEL:CUR


ეს რა საიტი გაჩითე თემო?
ეროვნული ბანკის ლარის კურსი.
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=2 ხვალინდელი კურსიც ცნობილია უკვე.
როდის შემოდის?

პოსტის ავტორი: temo-777 Jun 24 2016, 07:28 PM

bubusicha

ციტატა(bubusicha @ 24th June 2016 - 08:25 PM) *
ეს რა საიტი გაჩითე თემო?

ესაა რაცაა, biggrin.gif
ხო ხვალინდელი კურსიც დაიდო.
5-ისკენ იდება ხოლმე.
გადავრჩი განბაჟებას სავარაუდოდ.
129.99$-ია,
ხვალ უწევს რეისი სავარაუდოდ

პოსტის ავტორი: bubusicha Jun 24 2016, 08:45 PM

1.79 ლარით გადარჩი biggrin.gif

პოსტის ავტორი: temo-777 Jun 27 2016, 05:26 PM

bubusicha
ამათი დედა ვატირე ჯერ რეისი არ ჩამოსულა. sad.gif
მოდი და მერე არ თქვა რომ ძალით არ აკეთებენო ამას,და შეთანხმებულები არ არიან ერთმანეთთან.

პარასკევს უნდა ჩამოსულიყო წესით და მაქსიმუმ შაბათსო,
შაბათს ვრეკავ და დღეს ჩამოდისო.და საBაჟO პროცედურებსაც დღეს გაივლისო./
მოვიდა ორშბათი და ვინ გითხრაო ესო sad.gif მეუბნებიან.
ახლა კი კურსი დაიდო 2.3436 ხვალინდელი.
ამ ქვეყანაში აღარ ღირს დაარჩენა.


შენთან როგორაა საქმე?

პოსტის ავტორი: bubusicha Jun 28 2016, 09:58 AM

ციტატა(temo-777 @ 27th June 2016 - 06:26 PM) *
შენთან როგორაა საქმე?


გაჩუმებულები არიან, არაფერს ამბობენ.

მთელი რეისი არ ჩამოვიდა თუ მარტო შენი?

პოსტის ავტორი: temo-777 Jun 28 2016, 10:12 AM

bubusicha
მთელი რეისი არ ჩამოსულა.

პოსტის ავტორი: bubusicha Jun 28 2016, 11:00 AM

ერთადერთი ვინც შეწუხდა ოკელა იყო.

გუშინ უნდა დაერეკა დეკლარანტს და არ რეკავს ისევ.

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 28 2016, 12:22 PM

ამ ყველაფერს ჰქვია "ზაკონ პოდლოსტი" - ყოველთვის მუშაობს და აუცილებლად შენს წინააღმდეგ...

P.S. ისე რაღაც სტრანნად ემთხვვეა ხოლმე ვეჩნა კურსის ზრდისას რეისების დაგვიანება smile.gif შეიძლება მეჩვენება, შეიძლება რაღაც მართლა არის, და თუ არის გადამზიდავის ბრალი ნაკლებად იქნება უფრო დაინტერესებული მაგ შემთხვევაში საბაჟოა, ნუ ტიპა იტყვის ჯერ არ გვცალია რომ შევამოწმოთ, რაღაც აპარატურაა გასასწორებელი, ისაა, ესაა და ასე შემდეგ... ბოლოს შეამოწმებენ და ჰოი საოცრებავ განსაბაჟებელია...

თუ კურსი დაიწევს და თავს გაიმართლებენ აი წინა დღეებში შემოვიდა პროსტა ვერ მოვასწარით შემოწმება და იმ დღის დიდი კურსით უნდა შევამოწმოთო smile.gif

მოკლედ ყოველთვის ჩვეულებრივი ადამიანია გაჭყლეტილი smile.gif იგივეა ბანკებში კონვერტაციისას smile.gif რამდენჯერ დავაკვირდი, თუ ლარის ანგარიშით ვყიდულობ რამეს ინტერნეტში, კონვერტაცია ხდება რამდენიმე დღის მერე და აუცილებლად შენს საწინააღმდეგოდ smile.gif თუ კურსი დაეცემა, მაშინ ყიდვის დღით გაგიტარებენ, მოკლედ თავის თავს არავითარ შემთXვევაში არ ჩაგრავენ smile.gif

პოსტის ავტორი: bubusicha Jun 28 2016, 10:14 PM

https://postimage.org/https://postimage.org/index.php?lang=russian

ეს არის ჩემი ინექსის გვერდზე და ვერ გავიგე რას ნიშნავს

პოსტის ავტორი: bubusicha Jun 28 2016, 10:22 PM

გამოწერისას მითითებული სახელი და გვარი რომელია?
1. ბილინგი ანუ მყიდველი თუ 2. შიპინგი?

პოსტის ავტორი: temo-777 Jun 28 2016, 11:36 PM

bubusicha
ჯერ აზრიც არა აქვთ დალაგებული
და კიდევ თვითონაც არ იციან რა უნდათ

პოსტის ავტორი: bubusicha Jun 29 2016, 08:28 AM

koknar
ვერაფერში ვერ დაგეთანხმები რა.

ციტატა(koka @ 24th June 2016 - 10:27 AM) *
დეკლარაციას არავინ არ გაგისწორებს,


იყო შემთხვევა 3 წლის წინ ჩემს ძალიან ახლობელს მარადიორი გაუჩერა საბაჟომ ნაკლები ფასის გამო, დეკლარაცია არ იყო შევსებული, ჩამომტანმა გვითხრა დღგ გაქვთ გადასახდელი თუ გადაიხდითო, კიო ვუთხარით. შემდეგ რეისზე ჩამოვა და აიგებთო, მართლაც 4-5 დღეში ჩამოვიდა. გადასახდელი დღგ გადაახდევინა და აიღო, ჯარიმაც არ გადაუხდია, რადგან არადეკლარირებაში იყო მოხვდერილი რომ გაირკვა რომ დღგ უწევდა მერე შეივსო დეკლარაცია.

ციტატა(koka @ 24th June 2016 - 10:27 AM) *
თუ შენ ფასი შემცირებული გაქ და არ ემთხვევა ინვოისს მაშინ ეგ არის თავის არიდება და ყველაფერის უფლება აქვთ.


ყველა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს თავისი სანქცია და არავის არ აქვს ყველაფრის უფლება როგორც მოეხუშტურება ისე მოიქცეს. ვისაც ეგონა რომ ყველაფრის უფლება ქონდა უმეტესობამ ძაან ცუდად დამთავრა და მომავალში ასე იქნება დამიჯერე. საბაჟო პროცედურების ნებით თუ უნებლიეთ დარღვევისთვის არის სანქცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლი. ამ შემთხვევაში კი მეექვსე ქვეპუნქტი 6. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით. მაგრამ ამ მუხლისგან გათავისუფლების მუხლებიც არსებობს კოდექსში. ზოგადად რომ საგადასახადოს ნივთის ჩამორთმევის უფლება აქვს ეგ ეხება აკრძალული ნივთის ჩამოტანას ან პირის იდენტიფიკაცია ვერ მოხდა მაგ შემთხვევას რომ იცოდე.

ციტატა(koka @ 24th June 2016 - 10:27 AM) *
თუ სწორედ გქონდა მითითებული, მაშინ დღგ უნდა გადაგეხადა შენით, ყოველგვარი დარიცხვის გარეშე.


ნივთი ღირდა 200 დოლარი გადავიხადე 180 დოლარი ტრანსპორტირებაში 50 ლარი, რამდენს ლარს გადაიხდიდი შენით ყოველგვარი დარიცხვის გარეშე?
მე ვიცი განბაჟების დათვლის პრინციპები, მაგრამ მეც კი ვერ დავითვლიდი ზუსტად იმიტომ რომ საკმარისი მონაცემები არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ეხება ლარის ეროვნულ კურსს დოლართან მიმართებაში და გაფორმების დღეს. დღგ-ს გადახდის ვალდებულება არის დარიცხვის დღიდან 30 დღის ვადაში.

ციტატა(koka @ 24th June 2016 - 10:27 AM) *
აქ მისამართები არაფერ შუაშია, ან კიდე მესამეა რაღაცა და არ წერ რაც გაქ ჩადენილი


მესამე არაფერი არ ყოფილა

ზოგადად ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეშალოს რაღაც ნებით ან უნებლიეთ, შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს. აი შენც, რომ მოხდე ასეთ სიტუაში ძაან მაინტერესებს თუ მერეც ამ სულისკვეთებით იჭიკჭიკებ.

მე ამ ნივთს მივიღებ ინექსის ოფისის დახმარებით თუ მის გარეშე იმიტომ რომ ნივთის ჩამორთმევის უფლება არ აქვთ.




ჯარიმას გამომიწერენ თუ არა ეგ კიდევ სხვა რამეზეა დამოკიდებული და მაგასაც დავწერ როგორ დამთავრდება ეს ამბავი.

პოსტის ავტორი: gregory Jun 29 2016, 08:41 AM

ციტატა(bubusicha @ 29th June 2016 - 09:28 AM) *
მე ამ ნივთს მივიღებ ინექსის ოფისის დახმარებით თუ მის გარეშე იმიტომ რომ ნივთის ჩამორთმევის უფლება არ აქვთ.

bubusicha
მაგაში მეც დარწმუნებული ვარ, მაგრამ სავარაუდოდ ინექსის გარეშე მოგიწევს. ძაან კუანა სდასტავ ჩანს. რა სისულელეები დაუწერიათ საიტზე

პოსტის ავტორი: koknar Jun 29 2016, 08:45 AM

ციტატა(bubusicha @ 29th June 2016 - 09:28 AM) *
სიტუაში ძაან მაინტერესებს თუ მერეც ამ სულისკვეთებით იჭიკჭიკებ.

ეგეთ რაღაცეებს რატო წერ, მე არ მიკადრებია მსგავსი არაფერი. ნორმალური სიტყვები გამოიყენე

პოსტის ავტორი: bubusicha Jun 29 2016, 08:48 AM

ეს ფორუმია და ფორუმელებმა ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ !!!

პოსტის ავტორი: koknar Jun 29 2016, 08:52 AM

bubusicha
გეთანხმები, მე თუ რამეში გადავამეტე მომიტევე

პოსტის ავტორი: bubusicha Jun 29 2016, 09:38 AM

ციტატა(koka @ 29th June 2016 - 09:52 AM) *
გეთანხმები, მე თუ რამეში გადავამეტე მომიტევე


მომიტევებია smile.gif

პოსტის ავტორი: okela84 Jun 29 2016, 10:22 AM

კაი რა არის საკამათო, ჩვენი გამოსირებული მთავრობის გამო თქვენ რატო კამათობთ ?

bubusicha

ციტატა(bubusicha @ 29th June 2016 - 09:28 AM) *
მესამე არაფერი არ ყოფილა

ამას რაღატო წერ ? biggrin.gif

მითხრა იმ კაცმა რო ექსპერტები რეალურ ფასს დაუდგენენ და გამოატანენო wink.gif

თუ სიმართლის დაწერა არ გინდა საერთოდ არაფერი არ დაწერო და ხალხსაც შეცდომაში ნუ შეიყვან. დახმარებას რო ითხოვ პრობლემის მიზეზი უნდა დაწერო.

პოსტის ავტორი: bubusicha Jul 2 2016, 08:10 PM

2 დღეა დავდივარ საბაჟოზე ჯარიმა გამომიწერეს საბაზრო ფასებით დათვლილი და გამოვიდა 37 ლარი. biggrin.gif

ჩამორთმევა კაპუტენ.

უფრო ნაკლები მიწევდა მაგრამ იციან რომ 7 და 10 ლარის გამო სასამართლოში წამსვლელი არავინაა.

კვირის დასაწყისში ჩემი ფიშტო ჩემთან იქნება.

ხო მართლა საბაჟოზე ჯარიმების რიგი იყო იმის ჭე...

პოსტის ავტორი: gregory Jul 2 2016, 08:12 PM

ციტატა(bubusicha @ 2nd July 2016 - 09:10 PM) *
ხო მართლა საბაჟოზე ჯარიმების რიგი იყო იმის ჭე...

bubusicha
ანუ უხურებენ თუ კლიენტებმა "იცუღლუტეს"?
P.S. სადაა "მადლობა "ოკელას"?

პოსტის ავტორი: Fliegen_Axt Jul 2 2016, 10:47 PM

fizikur pirs ak upleba gamoiceros pnevmatika?

პოსტის ავტორი: bubusicha Jul 3 2016, 06:12 AM

კი აქვს 4.5 კალიბრის პნევმატურის

პოსტის ავტორი: okela84 Jul 3 2016, 10:20 AM

gregory

ციტატა(gregory @ 2nd July 2016 - 09:12 PM) *
P.S. სადაა "მადლობა "ოკელას"?

მადლობის რა გითხრა, მაგრამ ფორუმის დეზინფორმირებისთვის უხერხულად მაინც ვიგრძნობდი თავს და პირადად მე ბოდიშსა

ციტატა(bubusicha @ 23rd June 2016 - 07:55 PM) *
ამის გამო აპირებენ ნივთის ჩამორთმევას და სახელმწიფოზე გადაცემას.


http://radikal.ru/big/f285b4e5a02a4fe2a04e4bd24b65d426ც მოვიხდიდი

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 4 2016, 09:57 AM

მაიცა ანუ თუ სწორედ გავიგე თვითონ Linex-ი არის გარკვეულ წილად პასუხისმგებელი აურზაურში?

მე ისეთი შეგრძნება გამიჩნდა რომ Linex-მა კლიენტზე საერთოდ არ იფიქრა, დაიკიდა მისი ინტერესები, ოდნავ წაბორძიკებაზეც კი შეეცადა კლიენტზე ხელი შეეწმინდა და თან იქეთ გაემუქებინა რომ იქ რაღაც ნაჩალიჩები აქვს ინვოისზე და ღირსია რომ დაჩაგრონო? არც კი შეეცადა ოდნავ საღი თვალით გადაეხედა რომ მხოლოდ შიპინგ და ბილინგ მონაცემებია სხვადასხვა? ან დაინახა ეს ინფორმაცია მაგრამ ტავი არ შეიწუხა იმით რომ კლიენტამდე ნორმალურად მიეტანა ინფორმაცია და არ გადაერია კლიენტი?

თუ სწორედ გავიგე ყველაფერი ნებისმიერ შემთხვევაში Linex-ს დიდი მსუქანი მინუსი უნდა დაუწერო, იმის გამო რომ კლიენტზე არ ზრუნავს, ნორმალურად ინფორმაციის მიწოდებაზეც კი არ ფიქრობს და საშაროს გიხდის საკმაოდ ელემენტარულ და უწყინარ საქმესაც კი.... ნუ რავიცი მე ასეთი შტაბეჭდილება შემექმნა ამ პოსტების გადახედვის შემდეგ smile.gif მე პირადად Linex-ს არც კი გავეკარები ასეთი გადასარევი მომსახურების დანახვის შემდეგ smile.gif

პოსტის ავტორი: okela84 Jul 4 2016, 10:58 AM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 4th July 2016 - 10:57 AM) *
მაიცა ანუ თუ სწორედ გავიგე თვითონ Linex-ი არის გარკვეულ წილად პასუხისმგებელი აურზაურში?

ჯაჯა მე ჩემს ახლობელს რამდენჯერმე დავურეკე საბაჟოზე პრობლემის დასაზუსტებლად და როგორც კი გაარკვია მომწერა და ამ მესიჯის მერე კიდევ რო დავურეკე დამიზუსტა რო ნივთის გაჩერების ერთადერთი მიზეზი იყო დეკლარაციაში მითითებული დაბალი ფასი და ჩამორთმევა გამორიცხეთო, უარეს შემთხვევაში დააჯარიმებენო

ჰოდა აქ რა შუაშია ინექსი ? არასწორად დეკლარირების შემთხვევაში ნებისმიერი გადამზიდი ხელებს შეგაწმინდავს. ნუეხლა ინექსით არ მისარგებლია და შეიძლება მართლაც არვარგოდეს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში რას აბრალებ ვერ მივხვდი ?

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 4 2016, 03:32 PM

აა ჰოო, აი თურმე სულ სხვა რამეში ყოფილა ძაღლის თავი დამარხული smile.gif აქ ვაი ვუის ძახილზე მეგონა მომხმარებელი დაიჩაგრა მეთქი შიპინგ ბილინგის არევის გამო ....

ციტატა(bubusicha @ 23rd June 2016 - 07:55 PM) *
არ დავაკვირდი და ბილინგ ედრესში (დეფაულთ ედრესად) არჩეული იყო მამაჩემის მისამართი და შიფ თუ-ში რა თქმაუნდა ჩემი მისამართი.ამის გამო აპირებენ ნივთის ჩამორთმევას და სახელმწიფოზე გადაცემას.


სულ ამის ირგვლივ ტრიალებდა ყველაფერი და ამას ხაზს უსვავდა bubusicha.

დაჟე http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=989&view=findpost&p=143934, პასუხად დაწერილი იყო რომ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=989&view=findpost&p=143937და ეგ არაფერ შუაში იყო.... სულ აქცენტირება იყო ბილინგის და შიპინგის სახელ გვარებზე smile.gif Linex-ის საიტის ჩანაწერიც http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=989&view=findpost&p=144032

როგორც ჩანს bubusicha -მ შეცდომაში შიყვანა საბაჟოც და გამოიჭირეს, ასევე ჩვენც არასწორად აგვიღწერა ინფორმაცია და თან არც გვიმხელდა რეალობას smile.gif


bubusicha
მოკლედ თუ ასეა მაშინ bubusicha შენ გეკუთვნის გაფრთხილება, იმისათვის რომ წევრების შეცდომაში შეყვანას ცდილო და საკუთარი შეცდომის დამალვის მიზნით სულ სხვა მიზეზე აქცენტირებას აკეტებდი... შემდეგში ხალხი როგორ უნდა დაგეხმაროს თუ პირდაპირი გეუბნებიან ესა და ეს ხომ არ იყოო და შენ ამბობ არა ეგ არაფერ შუაშიო და სხვა რაღაცაზე მიუთითებ? ნდობა შემდეგში სად იქნება?

პოსტის ავტორი: temo-777 Jul 5 2016, 09:54 AM

ნაღდად არ ვიცი ამ უზერმა bubusicha რა დამალა და რა არა,
თუმცა ის ვიცი რომ საბაჟოც არაა ანგელოზი და არც გადამზიდები დიდად იწუხებენ თავს.
ამას ვიძახი საკუთარი პრაკტიკიდან,და არამც და არამც ვიღაცის გაგონილიდან და ნათქვამიდან.
ბოლო 2 წელია რასაც ქვია გამიხურა საბაჟომ საქმე,თუმცა არც ერთხელ არ ყოფილა
მცდელობა დაბალი თანხის ჩაწერისა ჩემი მხრიდან,რომ სიტყვაზე მაგას დავაბრალო ეს საკითხი.
ერთხელ რომ ეცდები განბაჟების არიდებას თავისთავდად მერე არ გენდობიან რა თქმა უნდა,
მაგრამ ესეც რომ არ ყოფილა მაგის დედაც ვატირე???
ტიპები დაზეპირებულ ფრაზას რომ მეუბნებიან როდესაც ცდილობენ ვიღაცას შეტენონ დღგ-ს გადასახადი:
"შენ ხშირად არ ჩამოგაქვს ამანათები?" მაგ დროს ძალიან დიდი სურვილი მაქვს გავცე შესაბამისი პასუხი რას ვაკეთებ ხშირად და რას არა,
მაგრამ ისევ ჩემს თავზე ვფიქრობ მერე sad.gif

გადამზიდებს ხომ საერთოდ ერთი ადგილის განძრევაც არ უნდათ.
შენი გულისთვის შანსი არაა რომ თავი შეიწუხონ.
ჯერ მარტო ექაუთის გახსნას რომ ითხოვს საბაჟო,სადაური წესია ეს?
და რო ეუბნები რატომ მთხოვო მაგას,სულ სხვა პასუხით გიტრიალებს,
"რას ამბობო, მაგას ვინ მოგთხოვსო? ან გადამზიდს უთხარიო ექაუნთი ანდა ადგილზე მოდიო."
და როდესაც ეუბნები დისტანციურად მაინც შეგიმოწმონ ეს ექაუნთი,მაგაზეც არ უნდათ ხოლმე თავის შეწუხება.
არც გადამზიდს და არც საბაჟოს!
და როგორც იქნება მერე დიდი ლაპარაკის და ბრძოლის შემდეგ მივაღწევ იმას რომ დისტანციურად შეამოწმონ ჩემი ექაუნთი
და აღარ მატარონ ტყუილად წინ და უკან.
დავიღალე! უკვე sad.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 5 2016, 02:05 PM

temo-777
მესმის შენი გულის წყრომა, 100%-იანი ხარ, მსმენია ხშირ ჩამოტანაზეც, ჯარიმებზეც და ყველაფერზე, ირგვლივ ყველა მეგობარია ეგეთი უაზრობებით დაბომბილი.

მაგრამ აქ სულ სხვა შემთხვევაა მე რამდენადაც ვხვდები და შენ არაფერ შუაში ხარ, აქ როგორც ჩანს წინასწარ იყო ისედაც ცნობილი განსხვავებულ ფასებზე ინვოისში და დეკლარირებაში, მაგრამ მიზეზად სულ სხვა რამ დასახელდა.

ბოლო ბოლო ვინმეს თუ უნდა ფასის დაკლება, არის იდეალური მეთოდი, მაგალიტად იბეიზე მიწერო გამყიდველს და სულ სხვა ინვოისს გამოწერს, კიტაიოზებიც ეგეთი სასტავი არიან და ამერიკელებიც, ერთადერთი გერმანელები არიან ჯიუტები smile.gif ხოლო თუ ინვოისში ერთი ფასი გაქვს და დეკლარირებაში მეორე, ნუ მაშინ ან მზად უნდა იყო ჯარიმისთვის (რომელიც კაპიკებია როგორც ვიცი რამდენიმე მეგობრისგან), ან უნდა იზრუნო შესაბამისი ინვოისის გამზადებაზე, რაც უკანონოა, და ისევ გამოგიჭერენ smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory Jul 5 2016, 05:48 PM

ციტატა(temo-777 @ 5th July 2016 - 10:54 AM) *
ჯერ მარტო ექაუთის გახსნას რომ ითხოვს საბაჟო,სადაური წესია ეს?
და რო ეუბნები რატომ მთხოვო მაგას,სულ სხვა პასუხით გიტრიალებს,
"რას ამბობო, მაგას ვინ მოგთხოვსო? ან გადამზიდს უთხარიო ექაუნთი ანდა ადგილზე მოდიო."

temo-777 და პრინციპში რაა აქ უკანონო?
უბრალოდ რომ შედიან ვთქვათ ამაზონზე და ის ნივთი, რომელიც 90$ გაქვს ნაყიდი 140$ ღირს, უჩნდებათ ეჭვი რომ დეკლარირებული არასწორადაა.
ინვოისისი პდფ ფაილს რაც შეეხება, ყველამ აითვისა ფოტოშოპი....


ციტატა(temo-777 @ 5th July 2016 - 10:54 AM) *
"შენ ხშირად არ ჩამოგაქვს ამანათები?" მაგ დროს ძალიან დიდი სურვილი მაქვს გავცე შესაბამისი პასუხი რას ვაკეთებ ხშირად და რას არა,
მაგრამ ისევ ჩემს თავზე ვფიქრობ მერე

ეს სულ სხვა თემაა. არ არსებობს რაიმე ამკრძალავი ნორმა ამანათების რაოდენობაზე, ფასზე და ინტენსიობაზე. ასე რომ მანდ უძლურები არიან. აი თუ გაერთიანდნენ საბაჟო, შემოსავლების სამსახური და ფინანსური, მაშინ შეუძლიათ საქმე აღძრან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაზე" და მაგ მხრივ გააჩმახოინ. სხვანაირად მე რამდენი, რა და როდის შემომაქვს, არავისი საქმე არაა




ციტატა(ja_ja @ 5th July 2016 - 03:05 PM) *
აქ როგორც ჩანს წინასწარ იყო ისედაც ცნობილი განსხვავებულ ფასებზე ინვოისში და დეკლარირებაში, მაგრამ მიზეზად სულ სხვა რამ დასახელდა.

ja_ja
100% გეთანხმები. ან ნუ წერ, ან სიმართლე დაწერე. ეგაა რა smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 5 2016, 07:34 PM

gregory

ციტატა(gregory @ 5th July 2016 - 06:48 PM) *
ინვოისისი პდფ ფაილს რაც შეეხება, ყველამ აითვისა ფოტოშოპი....

ნუუუ ვაბშეტა მე რომ საბაჟოზე ვმუშაობდე და ვინმემ PDF ფაილი გადმომიგზავნოს და შიგნით Photoshop-ით დამუშავებული სურათი იყოს ან დასკანერებული სურათი, აი იმენნა განხილვის გარეშე ავკიდებდი ჯარიმას smile.gif იმიტომ რომ PDF-ში არ იქნება სურათის ფორმატი შენახული თუ ინვოისი შეიქმნა საიტის ან ელ-ფოსტის მეშვეობით, აუცილებლად იქნება ტექსტურ ფორმატი.

ვინც ეგ იცის ისიც იცის რომ პირდაპირ PDF-ში უნდა ჩაასწორო რომ ზემოთხენებულმა სურათის გამოსახულებამ არ გაგყიდოს (ანუ ვიიღაცამ უკვე დაამუშავაო smile.gif ), უფრო ჭკვიანი ადამიანი კი ასევე გადაამოწმებს PDF-ის შექმნის წყაროს, ანუ ჩასწორებული PDF-იც კი გაგყიდის smile.gif, გამოსავალი რამდენიმეა, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო ჭკუის სწავლებად რომ არ ჩამეთვალოს აქ ღიად ვერ დავწერ, მხოლოდ იმას ვიტყვი რომ PDF-ის შემქმნელი წყარო უნდა ჩასწორედ და შემდეგ შეიქმნას საჭირო PDF-ი... დალშე კი სულ მახატია ვი მოითხოვს ჩემს ექაუნთში შესვლას, მაგას არც კანონი მავალდებულებს და მითუმეტეს კონსტიტუცია მაძლევს პირადი ინფორმაციის და კონფედენციალურობის შენარჩუნების უფლებას smile.gif ბოლო-ბოლო რით განსხვავდება პირადი სექსუალური ვიდეო კადრების გამომზიურება და ონლაინ ანგარიშებში ვიღაც საბაჟოს მესვეურის შეჭყიტვა? მათთვის არის ინვოისი და მაღაზია, თუ არ სჯერავს გადაამოწმოს ონლაინ მაღაზიასთან ან მიმართოს სასამართლოს რომ ექაუნთში შევახედო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ნუ თეორიაში მაინც smile.gif ( მინდა მჯეროდეს რომ პრაქტიკაშიც smile.gif )

პოსტის ავტორი: gregory Jul 5 2016, 08:17 PM

ციტატა(ja_ja @ 5th July 2016 - 08:34 PM) *
დალშე კი სულ მახატია ვი მოითხოვს ჩემს ექაუნთში შესვლას, მაგას არც კანონი მავალდებულებს და მითუმეტეს კონსტიტუცია მაძლევს პირადი ინფორმაციის და კონფედენციალურობის შენარჩუნების უფლებას

ja_ja
არავინ გთხოვს ექაუნთს და პირად ინფოს! გთხოვენ, რომ ინვოისის სისწორე დაადასტურო!
ანუ იმენნა ამობეჭდილი კი არ უნდათ, არამედ საიტზე რომ ანახო ინვოისი(კონკრეტული)
რა შუაშია აქ შენი პირადი სექსის ამსახველი ფოტოები? ჯერესერთი შენს ინვოისს( რა იყიდე: იარაღი თუ ვთქვათ ვიბრატორი) არავინ ასაჯაროებს და მხოლოდ იმას ამოწმებენ ფაის თუა შესაბამისი და საქართველოს საზღვრის გადმოლახვის უფლება თუ აქვს.
მგონი აქ სხა გამოსავალი უფრო მარტივია:
camelcamelcamel.com-ით სარგებლობა რომ იცოდნენ მებაჟეებმა ეგევე ნახავდენენ ფასებს smile.gif


პოსტის ავტორი: ja_ja Jul 5 2016, 09:37 PM

gregory

ციტატა(gregory @ 5th July 2016 - 09:17 PM) *
გთხოვენ, რომ ინვოისის სისწორე დაადასტურო! ანუ იმენნა ამობეჭდილი კი არ უნდათ, არამედ საიტზე რომ ანახო ინვოისი(კონკრეტული

მანდა ვარ მეც, რომ მთხოვენ ზუსტად ისევე უკანონოდ როგორც კრედიტ ოფიცრები სახლში რომ ადგებიან ხოლმე სახლში სასტავს და ეუბნებიან ახლა ეს უნდა გაგიყიდოთ და ის უნდა გაგიყიდოთო, იმიტომ რომ კრედიტის გაცემისას ეგენი იყო საგარანტიოდ აღრიცხულიო smile.gif უმეტესობა წინააღმდეგობას არ წევს არა და რეალურად მაგის უფლება არცერთ საკრედიტოს და კოლექტორს არ აქვს. დაჟე განზრახ რომ ვიმამაძაღლო სასამართლო სანამ არ დაადგენს რომ მართლა უნდა ჩამომერთვას ეგ ქონება, მანამდე მკვდარ ბუზსაც ვერ გაიტანენ ჩემი სახლიდან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ანუ იმას ვამბობ რომ სრულად პონტზე აგდებაა ეგ მოთხოვნა, მიდის ფსიქოლოგიური პრესინგი რომ მისულიხარ სადღაც სახელმწიფო ორგამოშI, რომელიც ბობოლაა და თუ ახლა კაი სიტყვაზე არ დამეთანხმები მე შენ იმას და უჰო-ჰო აი ამას გიზამ ასე რომ დავაი დათანხმდი და მაიტა შენი ექაუნთი შემახედე რომ მანდ მანრთლა გაქვს ეგ თოფი ნაყიდიო...

მე კიდევ პირადი სექსუალურ ცხოვრებას იმიტომ ვაწვები რომ ეგებ და იმ ექანუთში მე ასევე ჩემი პირადი სექსუალური ფანტაზიების დასაკმაყოფილებელი ნივთებიც მაქვს ნაყიდი, ნუ იგივე სუპერ პუპერ ვიბრატორი, განკუთვნილი იმენნა მონადირე კაცებისთვის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif... არ მნინდა რა რომ ვიღაც ღიპიანმა მებაჟემ შეიჭყიტოს ეგეც დაინახოს, სტრანნად ამომხედოს და მე გავწითლდე, შემდეგ კი თავის თანამშრომლებთან ერთად იხითხითოს... ეხლა რას იტყვი? არაა არანაირად ჩემს პირად ცხოვრებასთან და სექსუალურ ფანტაზიებთან შეხებაში? smile.gif ხომ მაინც გამოვჩიჩქნე smile.gif

უფრო გავართულებ საქმეს, მებაჟემ პრაქტიკულად იცის ჩემი სახელი გვაი და პირადი მონაცემები, შევიდა თავისი კომპიუტერიდან ჩემი თანდასწრებით ჩემს ექაუნთში, და ამასობაში მე რა ვიცი რა პროგრამული უზრუნველყოფა აყენია მაგ კომპიუტერზე, როგორც წინასწარ განზრახ მიზნით ასევე დაუდევრობა უვიცობის გამო, შედეგად მოხდება ჩემი პირადი ინფორმაციის აღმწერი ჩანაწერების გაკეთება და მერე ვის ხელში მოხვდება კაცმა არ იცის...

სწორედ მაგისთვისაა კონსტიტუცია და შესაბამიის გაწერილი პუნქტები, აგერ რამდენიმე ამონარიდი რომელიც კონკრეტულად მაგ მოთხოვნებთან არის შეხებაში:

ციტატა
მუხლი 6
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.


მუხლი 14
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

მუხლი 16
ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

მუხლი 19
1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.

მუხლი 20
1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. (აი აქ ვარ მეც, ბომბაა ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში - იმენნა ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინებაა ჩემს ექაუნთშI არსებული ინვოისი, ასე რომ ამონაბეჭდს დათანხმდნენ და ტაკუნების ქიცინს შეეშვას ზოგიერთი უჭკუო ჩინოვნიკი) აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

მუხლი 39
საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.

მუხლი 40
1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

აი ჯერ დამიმტკიცოს რომ იმენნა ვთაღლითობ და დამნაშავე ვარ სახელმწიფოს წინაშე, წარადგინოს სასამართლოში უტყუარუ მტკიცებულებები (საინტერესოა როგორ წარადგენს თუ უფლება მაქვს ჩემს ექაუნთშI არ შევასუნინო?) და აი მერე სასამართლოს მეშვეობით მომთხოვოს ექაუნთის გადამოწმებაც და შეხედვაც. ყველანაირი გამოგინებული ფრაზები რომ აი ეჭვი გვაქვს ხშირ შეძენების გამო რაღაცაზე და საფუძვლიენი ეჭვი აქვს იმის და ამის შეუძლია ყველა ჩინოვნიკს თავის ოთახში ფერადად გაიკრას და დატკბეს, მაგრამ მოქალაქესთან მაგისთანა სისულელის მოროშვა ნიშნავს მხოლოდ მოქალატის პონტზე აგდებას ეგებ და გაუვიდეს, ან ძალით, განზრახ შეცდომაში შეყვანას, მისი პირადი ინფორმაციის მოძIების მიზნით, რაც უკვე კანონით დასჯადია smile.gif

მუხლი 41
2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

ჩემი ფინანსური ჩანაწერები არ წარმოადგენს საფეთხეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, არც არავის ჯანმრთელობისთვის და არც არავის თავისუფლება არ იზღუდება ჩემს ფინანსური ჩანაწერებთან ვერ წვდომის გამო.... ასე რომ ეს მუხლიც მათ სასარგებლოდ არააა

მუხლი 44
1. საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.

მუხლი 45
კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.


მომკალლით და მე ვერ ვხვდები რა კანონიერი გზა აქვს იმ ჩინოვნიკს რომელიც, ან მე მთხოვს მივცე ექაუნთში შესასვლელი ინფო, ან გახურებისას ირკვევა რომ რას ამბობ კაცო - გადამზიდავს აჩვენეო და ის დამიდასტურებსო (მაშინ გადამზიდავთან დეკლარიბას რისთვის ვაკეთებ? მე დავადეკლარირე, ინვოისი უმეტესწილად თან ახლავს ნივთს ასე რომ ციც ჩემი ექაუნთიდან smile.gif ) ან მასთან მივიდე, შევიყვანო ჩემს ექაუნთში და შევახედო...

ნიხტ, აი იმენნა ნიხტ ფერშტენზი რა smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services