თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ PCP - Pre Charged Pneumatics _ პუნჩერის შესახებ რამდენიმე მარტივი კითხვა

პოსტის ავტორი: chicho Oct 26 2017, 10:11 PM

ბიჭებო ალბათ ეს თემები დაღეჭილი გაქვთ და ბოდიშით ახალი ვარ და ცოტა გარკვევა მჭირდება. მაქვს PCP Puncher S და ბევრი რამ არ ვიცი
1)შემთხვევით რომ მეორედ გადაიტენოს ორი ტყვია მოხვდება ლულაში ?
2) თუ ასეა როგორ უნდა მოვიქცე ამის შემდეგ , ტყვია უკან უნდა ამოვიღო ? და როგორ ?
3) რამდენიმე გასროლის შემდეგ ხალასტოი გასროლა მოახდინა ანუ გადატენვის დროს ტყვია არ შექონდა ლულაში და რის ბრალი იქნება ?
4) 14იანი ძველი კლიპები მაქვს 2 ცალი და ორივე გაბზარულია ერთიდაიგივე ადგილას, რისი ბრალი იქნება და თუ არის უკეთესი ალტერნატივა კლიპების ? (არადა თოფი ახალივითაა სულ რაღაც 2-3 ჯერ ქონდა დატუმბული მფლობელს.)
5)უბრალო იაფიანი კისტის ტყვიები თუ შეიძლება გამოვიყენო ?
6)მაინტერესებს უფილტრო ნასოსი თუ გაქვთ ვინმეს და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ? ან რამდენად აუცილებელია ფილტრიანი ნასოსი ?
მადლობთ.

პოსტის ავტორი: ნიკა Oct 26 2017, 10:16 PM

5) თუ იმ 2-3 ლარიანებს გულისხმობ არა! biggrin.gif საშინელი ხარისხია

პოსტის ავტორი: chicho Oct 26 2017, 10:21 PM

ციტატა(ნიკა @ Oct 26 2017, 11:16 PM) *
5) თუ იმ 2-3 ლარიანებს გულისხმობ არა! biggrin.gif საშინელი ხარისხია

რატომ ? რა მინუსები აქვს ? იქნებ პასუხი დასაბუთებით დაწეროთ მგონი ასეთი წესებია ფორუმზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: userman Oct 26 2017, 11:31 PM

chicho

1) კი.
2) სამწუხაროდ უკან ვერ ამოაგდებ .
3) კლიპის ანუ აბოიმის .
4 ) კი ბატონო არის უკეთესი ალტერნატივა , რომელიც გრიგორს აქვს გასაყიდად ..
5) არა არ შეიძლება ! არანაირი სიზუსტე არ აქვს.
6) უფილტრო ნასოსს უფრო მეტი კონდესატი შეაქვს რეზერვუარში , თუმცა არც ფილტრიანი ნასუსია დაზღვეული კონდესატისგან .

პოსტის ავტორი: chicho Oct 27 2017, 12:06 AM

ციტატა(userman @ Oct 27 2017, 12:31 AM) *
chicho

1) კი.
2) სამწუხაროდ უკან ვერ ამოაგდებ .
3) კლიპის ანუ აბოიმის .
4 ) კი ბატონო არის უკეთესი ალტერნატივა , რომელიც გრიგორს აქვს გასაყიდად ..
5) არა არ შეიძლება ! არანაირი სიზუსტე არ აქვს.
6) უფილტრო ნასოსს უფრო მეტი კონდესატი შეაქვს რეზერვუარში , თუმცა არც ფილტრიანი ნასუსია დაზღვეული კონდესატისგან .

გაიხარე ძმაო
2) როგორ უნდა მოვიქცე ? უნდა გავისროლო ? რამეს დააზიანებს ?
6)უი მეგონა მტვერისგან იცავდა biggrin.gif ნამეტანი ახალი ვარ არ დამცინოთ biggrin.gif კონდესატი რას აზიანებს ?

პოსტის ავტორი: userman Oct 27 2017, 08:24 AM

chicho

ციტატა(gihap0 @ 27th October 2017 - 01:06 AM) *
2) როგორ უნდა მოვიქცე ? უნდა გავისროლო ? რამეს დააზიანებს ?
6)უი მეგონა მტვერისგან იცავდა ნამეტანი ახალი ვარ არ დამცინოთ კონდესატი რას აზიანებს ?


2 ) უნდა გაისროლო. სხვა რა გზაა ? მიზანში და დასაზიანებლად აზრი არ აქვს . უბრალოდ ტყვიების გამოდევნის მიზნით ისვრი.

კონდესატი, ანუ იგივე წყლის წვეთები, აზიანებს რეზინებს, რეზერვუარი თუ რკინისაა შიგნიდან დროთა განმავლობაში კოროზიებს გაუჩენს . ეგ , რომ არ მოხდეს ამისათვის საჭიროა ასე 1500 - 2000 ტყვიის გასროლის შემდეგ რეზერვუარი დაშალო , გამოწმინდო შიგნიდან და შემდეგ სილიკონის სპრეით დანამო.
იგივე უნდა გაუკეთო ნასუსსაც .

პოსტის ავტორი: datka25 Oct 27 2017, 11:29 AM

ციტატა(userman @ 27th October 2017 - 09:24 AM) *
იგივე უნდა გაუკეთო ნასუსსაც .

შენს ნასოსს კი ძაან ეტყობოდა იმდღეს როგორც ნამავ სილიკონით biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 7 2022, 01:07 PM

ბიჭებო, ამ მოდელის თოფი, ტყვიის სიჩქარეს განსხვავებებით ანვითარებს და რისი ბრლაი შეიძლება იყოს? რედუქტორის? რამე რედუქტორის სალნიკი შეიძლება იყოს დაზიანებული და ტყვიას ამიტომ აწვდის სხვადასხვა წნევას?

პოსტის ავტორი: giga2010 May 25 2022, 02:59 PM

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ May 7 2022, 02:07 PM) *
ბიჭებო, ამ მოდელის თოფი, ტყვიის სიჩქარეს განსხვავებებით ანვითარებს და რისი ბრლაი შეიძლება იყოს? რედუქტორის? რამე რედუქტორის სალნიკი შეიძლება იყოს დაზიანებული და ტყვიას ამიტომ აწვდის სხვადასხვა წნევას?

თუ კრალ პუნჩერზე საუბრობ, მას რედუქტორი არ აქვს. შესაბამისად ურედუქტოროა თუმცა ნორმალური სიჩქარის პლატო აქვს

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services