გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
> FT 2012 მოქმედი წესები და პირობები, პირველი შეჯიბრისთვის მზადება
ja_ja
პოსტი Jul 1 2012, 12:02 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



FIELD-TARGET

ფილდ-ტარგეტი - ეს არის სროლა წაქცევად სამიზნეებზე პნევმატური შაშხანიდან დისტანციებზე 8-დან 50 მეტრამდე.
FT-ს მთავარი იდეა არის - წვრილი სამიზნის დაზაინება 4.5 მმ კალიბრის პნევმატური შაშხანის და ოპტიკური სამიზნის გამოყენებით (ინტეგრირებული მანძილმზომის გარეშე).
შეჯიბრის ერთ-ერთი ძირითადი არსი - სამიზნემდე დისტანციის სწორი განსაზღვრა ოპტიკური სამიზნის პარალაქსის (ფოკუსის) ბარაბნის საშუალებით.



ამ ტიპის პირველი შეჯიბრებები ჩატარდა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, და ისევე როგორც სხვა პნევმატური იარაღის შეჯიბრების დამაარსებელი, ასევე FT-ს შემთხვევაში იდეის ავტორები იყვნენ ინგლისელები. დღეისათვის არსებობს მსოფლიო ფედერაცია WFTF (World Field Target Federation), რომელშიც გაწევრიანებულია 22 ქვეყანა, საქართველო არ ქვეყნების რიგში არ არის, წევრობა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ქვეყანაში კი ინტერესის არ არსებობის შემთხვევაში ეს შეუძლებელია.
საქართველოში პირველი შეჯიბრი FT დისციპლინაში იგეგმება 2012 წლის ზაფხულში, სწორედ ამ ღონისძიებისთვის არის შექმნილი ეს გვერდი, და აქვე არის ჩამოწერილი ძირითადი წესები.


Field-Target წესები.
1.იარაღი და ამუნიცია
2.სროლა
3.სასროლი ხაზის მოწყობა
1. იარაღი და ამუნიცია.


პნევმატური იარაღი.
• იარაღის კალიბრი არ უნდა აღემატებოდეს 4.5 მილიმეტრს.
• ყველა პნევმატური იარაღი ყველა კატეგორიაში უნდა იყოს ერთ დამტენი მექანიზმით (ანუ ბარაბნები და კლიპები არ გამოიყენება)
• ნებადართულია რეგულირებადი, კონდახები, კონდახის საყრდენი
• ნებადართულია ნებისმიერ ფორმის კონდახი (კლასიკური, ბულპაპი და სხვა).
• იკრძალება სროლის დაწყებიდან დამთავრებამდე იარაღზე რაიმე დამატებითი მოწყობილობის დაყენება ან მოხსნა.





იარაღის კლასიფიკაცია.

ღია კლასი:
• წდპ (PCP)კლასი- იარაღი ენერგეტიკით 25 ჯოულამდე
• ზ.დ.პ კლასი - იარაღი ენერგეტიკით 16 ჯოული.

სტანდარტული კლასი:
• წდპ კლასის იარაღისთვის 7,5 ჯოული
• ზდპ კლასის იარაღისთვის 7,5 ჯოული


იარაღის შემოწმება.
იარაღის კლასის გასარკვევად და კანონმდებლობის დაცვის მიზნით (ჯერ ჩვენთან ახალი კანონი არ მუშაობს, მაგრამ ჯობია უკვე იყოს შემოღებული წესი) შეჯიბრების ორგანიზატორს და მსაჯს აქვს უფლება შეამოწმოს ყველა ან ამორჩევითი იარაღი. საჭიროების შემთხევაში შეიძება მოთხოვნილი იყოს, იარაღის ფლობისთვის საჭირო საბუთები.

• პნევმატური იარაღი რომელიც არ იქნება შემოწმებული, ან არ შეესაბამება მოცემულ წესებს არ იქნება დაშვებული შეჯიბრზე.
• იარაღი რომელიც წარმოადგენს საფრთხეს და არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს შეჯიბრზე არ დაიშვება.

სამიზნე მოწყობილობები.
• ნებადართულია ნებისმიერი ოპტიკური სამიზნეა გამოყენება თუ მას არ აქვს ინტეგრირებული მანძილმზომი
• გარკვეულ შემთხვევებში თუ მსროლელი იყენებს ღია ან დიოპტრიკულ სამიზნეს შეიძლება მიიღოს დამატებითი ბონუს ქულები, ამას წინასწარ აქვეყნებს შეჯიბრების ორგანიზატორი.





აკრძალულია და არ შეიძლება გამოყენებული იყოს:
• ნებისმიერი დამატებითი მოწყობილობა დაკვირვებისთვის და მანძილის გასაზომად.
• არ შეიძლება იარაღზე გამოიყენებოდეს, ან მსროლელს გააჩნდეს ლაზერული მიმანიშნებელი

სხვა ამუნიცია.
ნებადართულია:

• სურვილის შემთხვევაში მსროლელს შეუძლია გამოიყენოს მუხლის და იდაყვის დამცავი ჭიქები, ფორმა შეზღუდული არ არის, მაგრამ ამასობაში დამცავი ჭიქის ფორმა არ უნდა იძლეოდეს საშუალებას გამოყენებული იყოს იარაღის დასაყრდნობად..
• მსროლელს შეუძლია გამოიყენოს სროლისას ან პოზიციიდან პოზიციაზე გადაადგილებისას იარაღის მხარზე გადასაკიდი ღვედი.

აკრძალულია:
• მსროლელის ქურთუკები
• მსროლელის შარვლები
• მსროლელის ფეხსაცმელები
• მსროლელის პოზიციის გასამყარებელი ქამრები და ღვედები

ტყვიები.
ნებადართულია გამოყენებული იყოს მებისმიერი ტიპის ტყვიის გამოყენება, რომლებიც შედგება ტყვიის შენადნობისგან, თუთიის, ან მისი შენადნობისგან. ტყვიები სროლის დაწყებიდან დამთავრებამდე უნდა გამოიყენებოდეს ერთი ტიპის.

პოზიციების განმარტება
წითლად დაწერილი აკრძალულია

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აკრძალულია ოლიმპიური მსროლელების ქურთუკები და შარვლებიაკრძალულია მსროლელის საყრდენი ღვედები და ქამრებიშაშხანა იმყოფება სასროლი ხაზის კარიბჭეში. მსროლელის სხეული ამასობაში განთავსებულია კარიბჭის უკან.შაშხანა ეყრდნობა მხოლოდ მსროლელის ხელებზე ან სხეულზე




2.სროლა

სრლორის პოზიციები.საერთო წესები.
• შაშხანა ეყრდნობა მხოლოდ მსროლელის ხელზე ან სხეულზე. საჯდომი ბალიში არ უნდა გამოიყენებოდეს როგორც იარაღის გასამყარებელი მოწყობილობა, ეს ეხება ნებისმიერ პოზიციას..
• შაშხანა უნდა იმყოფებოდეს, სასროლი პოზიციის კარებში, ლულის წინა ნაწილი უნდა იყოს გადაცდენილი კარებს, ხოლო მსროლელის სხეული უნდა იყოს კარების უკანა მხარეს.
• მსროლელის ზურგი არ შეიძება ეყრდნობოდეს, უცხო საგნებს, გარდა საჯდომი ბალიშისა
• მსროლელს არ შეუძლია საყრდენად გამოიყენოს სარი, ან სხვა ნივთი რომელიც გამოიყენება სასროლი აკრებისთვის.
• ნებისმიერ საჯდომი ბალიშის მაქსიმალური სიმაღლე შეიძება იყოს 100 მილიმეტრი, სიმაღლე იზომება მჯდომარე მსროლელით (ანუ ასე ვთქვათ დატკეპნილ მდგომარეობაში)
• სასროლ ზონებში შეიძება იყოს რამდენიმე სამიზნე რომლის დაზიანებაც ნებადართული იქნება მხოლოდ ფეხზე მდგომ, ან მუხლიდან სროლის მდგომარეობიდან. შესაბამის სამიზნეებთან უნდა იყოს აღმნიშვნელი აბრა გაკრული. ასეთ სამიზნეებზე სროლა შეიძლება მხოლოდ მითითებული მდგომარეობიდან (ძირს დეტალურად არის განხილული)
• ფეხზემდგომი პოზიციიდან სროლების რაოდენობა არ აღემატება საერთო სამიზნეების 10%-ს.
• მუხლიდან სროლების რაოდენობა არ აღემატება საერთო სამიზნეების 10%-ს..

სტანდარტული მდგომარეობების აღწერა.
• მუხლიდან სროლისთვის დასაშვებია მიწასტან მხოლოდ სამი წერტილით კონტაქტი: მარცხენა ფეხი; მარჯვენა ფეხის მუხლი და წვერი (ქუსლი და ტერფი არ უნდა ეხებოდეს მიწას). დასაჯდომი ბალიში შეიძება გამოყენებული იყოს ტერფის დასაყრდნობად იმ პირობით რომ ფეხს აქვს მიწასთან შეხება. ხელის მაჯა არ უნდა იდოს მუხლზე.
• ფეხზე მდგომ პოზიციაში არ შეიძლება გამოყენებული იყოს რაიმე საყრდენი, და ასევე არ შეიძლება შეეხოთ სხვა და სხვა ნივთებს (ხე, ბოძი, ქვა...).

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მარჯვენა ფეხის მართებული მდგომარეობა.არასწორია. ფეხის ტერფი ედება მიწას.არასწორია. ფეხი ამოტრიალებულია, მსროლელი ტერფის ზედაპირზე ზის.ხელის სწორი პოზიცია.არასწორია. მაჯა დევს მუხლზე.

შეზღუდულ უნარიან მონაწილეებს შეუძლიათ გამოიყენონ სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს მთავარ მსაჯთან ინდივიდუალურად.




გასროლის დრო.

• სროლის დრო შეზღუდულია: ერთი სამიზნისთვის – ერთი წუთი.
• რამდენი სამიზნეც არის ხაზზე იმდენი წუთი არის გამოყოფილი. სასროლი ხაზის გავლა საერთოა.
• დროის ათვლა იწყება იმ მომენტიდან როგორც კი მსროლელი გაიხედება ოპტიკურ სამიზნეში.
• გასროლები რომლებიც გაკეთებული იქნება დროის გასვლის შემდეგ ჩაითვლება აცდენად..

სროლის მიმდევრობა:
• თუ სამიზნეები გადანომრილია, მაშინ სროლა მიმდინარეობს ნუმერაციის მიხედვით ნაკლებიდან მეტისკენ (ზრდის პრინციპით 1-დან 50-მდე).
• თუ ნუმერაცია არ არის, მაშინ სროლა მიმდინარეობს, მარცხნიდან მარჯვნივ..
• სროლა სამიზნეში მიმდევრობის გარეშე ითვლება აცდენად.
• რამდენი სამიზნეც არის, ხაზზე, იმდენი გასროლის გაკეთება შეიძლება
• თუ მსროლელი აპირებს ერთი სამიზნიდან მეორე სამიზნეზე გადასვლას ისე რომ არ აპირებს პირველ სამიზნეზე სროლას, იგი ვალდებულია გააკეთოს გასროლა მიწაში შემდეგ შეუძლია მეორე სამიზნეზე გადასვლა.

ქულების დათვლა:
• 1 ქულა სასიკვდილო ზონაში მოხვედრისთვის.
• 0 ქულა აცდენისთვის.
• იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ერთნაირი ქულა იქნება დაგროვებული, საუკეთესო მსროლელი გამომჟღავნდება ხელახალი სროლით. სასროლი ხაზი და სამიზნეების რაოდენობა განისაზღვრება მსაჯის მიერ.
• ნებისმიერი საკამათო სიტუაცია გადაწყვეტილი უნდა იყოს მსაჯის მეშვეობით სასროლის ხაზის შეცვლამდე.


სასროლი ხაზის დატოვება.
მსროლელს შეუძლია დატოვოს სასროლი ხაზი შემდეგი მიზეზების გამო:
ა.ნებაყოფლობითი უარის გაცხადება გასროლაზე, ან მთლიანად შეჯიბრში მონაწილეობაზე
ბ.იარაღის, ან მისი ნაწილის შეკეთება რომელიც არის საშიში ან არ ფუნქციონირება ისე როგროც საჭიროა. ეს არ ეხება ოპტიკური სამიზნის გამართვას (იგულისხმება მისროლა).
გ.ნებისმიერი სხვა მიზეზი რომელიც მიღებულია მსაჯის მიერ ან მისი მოადგილის მეშვეობით.

განმარტება -ბ შემთხვევაში, მონაწილეს შეუძლია მსაჯის, ან მისი მოადგილის ნებართვის მიღების შემდეგ შეაკეთოს დაზიანებული ნაწილი. მსაჯი განსაზღვრავს დროს რომელის განმავლობაშიც მსროლელი უნდა დაბრუნდეს სასროლ პოზიციაზე.
მსროლელს არ აქვს უფლება გადავიდეს სასროლ ხაზზე მსაჯის გარეშე, ასევე არ შეუძლია მისასროლ პოზიციაზე გასვლა. ნებისმიერ ამ ჩამოთვლილი შემთხვევაში მსროლელმა მსაჯთან ან მის მოადგილესთან უნდა დატოვოს ქულების შესაფასებელი ბარათები.





3. მოწყობილობები სასროლ ხაზზე.

სამიზნეები. სამიზნეების განთავსება

სამიზნეები ყენდება 8-დან 50 მეტრამდე მანძილზე. არსებობს 4 ზომის სასიკვდილო ზონის მქონე სამიზნეები, და ისინი უნდა დაყენდეს შესაბამისი ზომების და დისტანციების მიხედვით
10მმ - ამ ზომის სამიზნე შეიძება დაყენდეს 8 მეტრიდან 20 მეტრამდე დისტანციაზე
15მმ - 8-დან 27 მეტრამდე
25მმ - 8-დან30 მეტრამდე
40მმ - 8-დან50 მეტრამდე
სამიზნეები ყენდება ისე რომ მათი დანახვა შესაძლებელი უნდა იყოს, ერთერთი სასროლი პოზიციიდან მაინც.




მითხოვნები სამიზნის მიმართ:
შეჯიბრებაზე გამოიყენება სამიზნეები რომლებიც წაიქცევა სასიკვდილო ზონაში მოხვედრის შემთხვევაში, თუ მოხვედრა ხდება მიზნის კორპუსში (არა სასიკვდილო ადგილზე), მაშინ სამიზნე არ უნდა წაიქცეს.
• სასიკვდილო ზონა უნდა იყოს მრგვალი და უნდა იყოს შეღებილი ისეთ ფერში რომელიც სამიზნის სილუეტის ფერისგან გამოიყოფა და არის კონტრასტული.
• სამიზნეები ყენდება სასროლი პოზიციიდან მინიმუმ 8 მეტრზე, მაქსიმუმ 50 მეტრზე.
სამიზნის სასიკვდილო ზონა მკაფიოდ უნდა ჩანდეს მინიმუმ ერთ-ერთი სასროლი პოზიციიდან (მჯდომიარე, მუხლიდან, ფეხზე მდგომი).

ხარვეზების აღმოფხვრის პროცედურა
• თუ მოხდა ისე რომ გაწყდა სამიზნის წამოსაყენებელი თოკი, მისი აღდგენისთვის გამოძახებული უნდა იყოს მსაჯი.
• მსროლელს შეუძლია გამოაცხადოს პროტესტი თუ იგი თვლის რომ სამიზნე იყო მოხსნილი, მაგრამ სამიზნე არ წაიქცა რაიმე მიზეზის გამო.
გაპროტესტების შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი სქემა:
ერთი მსროლელი ჯგუფის წევრები (როგორც წესი ჯგუფი შედგება 3 ადამიანისგან) ესვრიან სამიზნეს თითო-თითოჯერ, თუ სამიზნე ერთხელ მაინც წაიქცა, მაშინ პროტესტი ანულირდება



თუ მოხდა ისე რომ სილუეტი არ ეცემა - მსაჯი ვალდებულია გააკეთოს შემდეგ:


• შეამოწმოს სამიზნის მუშაობა, გარე მდგომარეობა, მდებარეობა, დახრა, სიმაღლე.
• გაასწოროს მექანიზმის მუშაობა.
• შეცვალოს სამიზნე სხვა სამიზნეზე, იდენტური ზონით.
• გააუქმოს პროტესტი სამიზნის გამართული მუშაობის შემთხვევაში.
• ამოიღოს სამიზნე შეჯიბრიდან, თუ სამიზნე დაზიანებულია ან თუ 5 პროტესტი იყო გამოხატული ერთი და იგივე სამიზნეზე. პერიოდული ხარვეზებით მუშაობის შემთხვევაში სამიზნე ამოღებული უნდა იყოს შეჯიბრებიდან შეცვლის გარეშე.
სასროლი (ცეცხლის) ხაზი.
• ცეცხლის ხაზი - საწყისი სროლის ხაზი. ადგილი აღნიშნულია ორი ხის ტოტით ან სარით, მათ შორის არის 1 მეტრიანი დისტანცია, გარე ნაწილის აღსანიშნავად როგორც წესი გაბმულია ხოლმე სარემონტო სამუშაოების აღმნიშვნელი ფირი.
• სამისნეები ცეცხლის ხაზზე მიმდევრობით უნდა იყოს გადანომრილი.



მისროლის ხაზი
ძირითად დისტანციასთან ერთად უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისროლის ხაზი, სადაც მონაწილეებს შეჯიბრებამდე შეეძლებათ მისროლა.
სამიზნეები როგორც წესი განთავსებული იქნება 8-დან 50 მეტრის დიაპაზონში, რეკომენდირებულის ყოველ 10 მეტრში, შესაძლებლობის და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი სამიზნეების დაყენება ყოველ 5 მეტრში.
მისასროლი სამიზნეების რაოდენობა განისაზღვრება ისე რომ ყველა მონაწილეს ჰქონდეს საშუალება მისროლა დაამთავროს შეჯიბრების დაწყებამდე 30 წუთით ადრე.
დეტალებს ადგენს მსაჯი.






მსაჯები და მათი მოვალეობები:

ყოველი შეჯიბრისთვის შეჯიბრის ორგანიზატორები ირჩევენ მთვარ მსაჯს და საჭიროების შემთხვევაში მის დამხმარეს. შეჯიბრების რეგლამენტის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავარ მსაჯს და მის დამხმარეს. ყველა პრობლემა და საკამათო სიტუაცია წყდება მთავარი მსაჯის მიერ. მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს გარჩევის და კამათის საგანი.
მსაჯები ხაზზე:
• არ არიან შეჯიბრის მონაწილეები.
• პასუხისმგებლები არიან უსაფრთხოების წესების დაცვაზე.
• უფლებამოსილია უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს მონაწილის დასჯის გადაწყვეტილება (იგულისხმება შეჯიბრიდან მოხსნა და სხვა საჯარიმო სანქციები)
• საკამათო სიტუაციაში ეს გადაწყვეტილება დადასტურებული უნდა იყოს მთავარი მსაჯის მიერ.
• მხოლოდ მთავარი მსაჯი, მსაჯის დამხმარე, და ხაზზე მყოფი მსაჯია უფლებამოსილი შეცვალოს და გაარემონტოს დაზიანებული სამიზნეები.

ლოკალურ შეჯიბრებებზე, ან კლუბის შეჯიბრებებზე აღნიშნული ფუნქციები შეიძლება შეითავსონ ჯგუფის წევრებმა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 09:15 PM
Hosted by Pro-Service