თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რჩევები, კითხვა-პასუხი... _ შემარჩევინეთ პნევმატური იარაღი 400-500 ლ ფარგლებში

პოსტის ავტორი: Jabriel Dec 5 2019, 08:11 AM

გამარჯობა! კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე!
პნევმოს შეძენა მინდა და რჩევა მჭირდება კომპეტენტურების ამ საკითხში. მოკლედ 400-500₾ ფარგლებში მინდა ნიტრო ზამბარით და ოპტიკით ამ ფასში. ან ოპტიკის გარეშე 300-350 ლარში, უმჯობესია ღია სამიზნეც თუ ექნება. სანადიროდ მინდა და მძიმე ტყვიებზე სამუშაოდ.

პოსტის ავტორი: MonSoon Dec 5 2019, 05:37 PM

Jabriel
გაგიმარჯოს.

შორიდან რო არ მოვუარო პირდაპირ საქმეზე გადავალ.

მძიმე ტყვიები პნევმატიკაში, სანადირო კუთხით შედეგს ვერ მოგცემს. გინდ ნახევარი გრამი ისროლე გინდ 1.5 გრამი.
მიზეზი კი არის ის რომ მოხვედრისას ხვრეტს. ხოლო რომელიც ვერ ხვრეტს ის ზუსტიც ვერ არის შორს. "მძიმე ტყვია შორს წავა და უფრო მაგრად მოხვდება" არის ტყუილი. 1.5 გრამზე მძიმეც მოხვედრია ფრინველს და 50 მეტრში გაფრენილა. ცოტა უფრო შორსაც გაფრენილა.
ეს ზემოთ დაწერილი მითუეტეს არ მუშოაბს ზდპ_ზე ანუ ის რაც გსურთ თქვენ. ნიტრო და ზამბარიანი პნევმატიკაც არის ზდპ.

ბევრი რო არ ვწერო 0.7 გრამამდე ტყვიაა ყველაზე გამართლებული 4.5 კალიბრში. ზდპში მაგ ტყვიით მაქსიმუმ 50 მეტრია რეალური სასროლი მანძილი. მძიმე ტყვიას შესაბამისი სიჩქარე უნდა ანუ უფრო ძლიერი თოფიც, ზდპ_ს როგორც კი ძლიერს იყიდი ჩათვალე ნელ ნელა უარესდება. სიზუსტეც. ოპტიკის სიცოცხლისუნარიანობაც და კომფორტული გასროლაც.

დეტალებში აღარ შევალ.

შეზღუდილი ხართ, ან არის რეალური მაქსიმუმი მანძილი 50 მეტრი ან სხვა თოფზე უნდა დაიწყოთ ფიქრი.

ოპტიკას რაც შეეხება, ზდპ არის პირველი მტერი ოპტიკის, მისი 2 ცემის გამო. ჯერ უკუცემა შემდეგ წინ ცემა. მე პირადად ავიღებდი ისეთ თოფს რომელსაც ღია სამიზნე აქვს. თუ ბევრის ისვრით, ოპტოკის ცვლა დაგტანჯავს კაცს.

პოსტის ავტორი: Jabriel Dec 5 2019, 10:07 PM

კი ბატონო, 50 მეტრი არის სროლის მაქსიმალური მანძილი ჩემთვის სასროლად. ტყვიების წონა-სიმძიმეზეც ვერ დავწერ ვერაფერს სანამ შესაფერის თოფს არ შევიძენ

პოსტის ავტორი: Jabriel Dec 6 2019, 07:44 AM

მოკლედ ჩემი სავარაუდო ვარიანტებია:
1) Crossman Vantage NP
2) Crossman Summit Ranger NP
3)Benjamin Regal ll NP

იქნებ მითხრათ ვისაც შეხება გქონიათ ამ თოფებთან აქედან რომელი ჯობია ან უკეთესი სხვა ვარიანტი თუ არის. მადლობა

პოსტის ავტორი: MonSoon Dec 6 2019, 08:04 AM

Jabriel

ციტატა(Jabriel @ 6th December 2019 - 08:44 AM) *
1) Crossman Vantage NP

მქონდა. კმაყოფილი ვიყავი. მეტნაკლებად დაბალანსებული თოფია ძალა/სიზუსტის კუთხით. არის მაგაზე ძლიერებიც მაგრამ დიდი ალბათობით უფრო არაზუსტი. ასევე მეტნაკლებად კომფორტული სასროლიცაა.
ციტატა(Jabriel @ 6th December 2019 - 08:44 AM) *
2) Crossman Summit Ranger NP

არ მქონია მაგრამ იგივეა ჩათვალე რაც ვანტაჟი. უბრალოდ პლასტიკის კონდახი აქვს.

ბენჯამინს ამოვიღებდი მაგ სიიდან მე პირადად იმიტომ რომ არ აქვს გარე სამიზნე.

ზდპზე ოპტიკებს ცვლა დაგღლის ამიტომაც სჯობს ღია სამიზნე ჰქონდეს თოფს. ისე კი ჩათვალე რომ ეგ ბენჯამინი იგივეა რაც ეგ 2 კროსმანი.

მოკლედ მაგ 3 დან მე პირველს ან მეორეს ავიღებდი. ნორმალური თოფებია თავის ფასში.

სხვა უკეთესი ვარიანტი რავიცი, გამოს აქებენ მაგრამ მე შეხება არ მქონია. უფრო ძვირიცაა როგორც ვიცი. კიდევ არის ჰაცანები მაგრამ რავიცი, ჩემი პირადი აზრით ზევით ნახსენები მოდელები სჯობს, სიზუსტითაც, ხარისხითაც და სასროლადაც. მე რა ჰაცანთანაც მქონია შეხება უფრო უხეში სასროლია ვიდრე ესენი.

უფრო უკეთესი თუ გინდა მაშინ ვაირაუხი, ვალტერი, დიანა, აირ არმსი უნდა იყიდო. მაგრამ ეგენი 800 ლარიდან ზევით ღირს და აქ ან იშოვი ან არა მაგრამ ხარისხიანებია.

ჩემი პირადი აზრია ეს ყველაფერი მოკლედ რო დავწერო. შესაძლოა სხვამ სხვა გითხრას მაგრამ ყვრლას აზრი გასათვალისწინებელია

პოსტის ავტორი: Jabriel Dec 6 2019, 08:17 AM

მადლობა, გაიხარე. მე უფრო მეორე ვარიანტისკენ ვიხრები, ვფიქრობ უკეთესი ღია სამიზნე აქვს და პლიუს სარემნეები

პოსტის ავტორი: vexam Dec 7 2019, 01:52 PM

ციტატა(MonSoon @ Dec 6 2019, 09:04 AM) *
Jabriel


ზდპზე ოპტიკებს ცვლა დაგღლის ამიტომაც სჯობს ღია სამიზნე ჰქონდეს თოფს.

+
სხვა ბევრ საკითხზე შეიძლება იკამათონ ზდპ და პცპ მოყვარულებმა, მაგრამ ეს ფრაზა არის 100%.

პოსტის ავტორი: Jabriel Dec 8 2019, 01:48 PM

გასაგებიაა wink.gif

პოსტის ავტორი: userman Dec 8 2019, 03:49 PM

სასროლ დისტანციას , რაც შეეხება , მე ვერ ვიტყოდი 50 მეტრს ზდპ-თი , მითუმეტეს ღია სამიზნით .

30 მეტრი არის მაქსიმალური . სიზუსტე რომ მოგცეს .

პოსტის ავტორი: Jabriel Dec 8 2019, 09:24 PM

ღია სამიზნით 30 მეტრი კარგი შედეგია ჩემი აზრით. კარგი ოპტიკით 50 მეტრიც შესაძლებელია თეორიულად მაინც

პოსტის ავტორი: Jabriel Dec 8 2019, 09:40 PM

მოკლედ crosman vantage np, crosman summit ranger np და ... სხვა ვარიანტები იქნებ მითხრათ ამ კლასის და ფასის თოფის, მადლობელი დაგრჩებით.

პოსტის ავტორი: Muxa12 May 19 2020, 10:16 PM

ციტატა(Jabriel @ Dec 8 2019, 10:40 PM) *
მოკლედ crosman vantage np, crosman summit ranger np და ... სხვა ვარიანტები იქნებ მითხრათ ამ კლასის და ფასის თოფის, მადლობელი დაგრჩებით.

ქრისტე აღსდგა!
მეც ვფიქრობდი მაგ იარაღებზე.
crosman summit ranger np
ამის განხილვები მოვძებნე და ღია სამიზნეები არ მოსწონდა ხალხს ზოგმა ყანყალებსო ზოგმა კი უხერხულიაო და მეც აღარ გავრისკე, თან ოპტიკაც არ მოჰყვებოდა. გამოწერაზე თუ ფიქრობთ დაახლოებით 480 ლარი გამოდის https://www.midwayusa.com/product/1022549719 ეს იარაღი.
ახალია ვერ გეტყვით კარგია მეთქი, სიმართლე გითხრათ საერთოდ არ ვიცი რა შეუძლია მაგრამ მე მომეწონა და გარანტიაც აქვს, როგორც ვიცი, 5 წლიანი.

პოსტის ავტორი: ja_ja May 20 2020, 10:47 AM

კროსმანი აქვე იყიდება რაღაზე უნდა გამოიწერო და ელოდო, პლიუს მაინც ემატება გადაზიდვა, განბაჟება და მომსახურების საფასური... ბევრს ჩამოსვლია და ზოგს რაღაც აკლდა ზოგს რაღაც ჭირდა, იქ რომ იყო უპრობლემოდ გიცვლიან და აქედან რაფერ გამოაცვლევინებ?

ამასობაშI აქვე ნაყიდზე აქვეა მაღაზია და ის იღებს პასუხისმგებლობას...

ნუ მოკლედ ყველამ თავისი საქმე თვითონ იცის, მაგრამ რაღაც რაღაცეები ცოტა ხანდახან სხვა კუთხითაა განსახულველი...

პოსტის ავტორი: მუხა May 20 2020, 12:15 PM

ციტატა(ja_ja @ May 20 2020, 11:47 AM) *
კროსმანი აქვე იყიდება რაღაზე უნდა გამოიწერო და ელოდო, პლიუს მაინც ემატება გადაზიდვა, განბაჟება და მომსახურების საფასური... ბევრს ჩამოსვლია და ზოგს რაღაც აკლდა ზოგს რაღაც ჭირდა, იქ რომ იყო უპრობლემოდ გიცვლიან და აქედან რაფერ გამოაცვლევინებ?

ამასობაშI აქვე ნაყიდზე აქვეა მაღაზია და ის იღებს პასუხისმგებლობას...

ნუ მოკლედ ყველამ თავისი საქმე თვითონ იცის, მაგრამ რაღაც რაღაცეები ცოტა ხანდახან სხვა კუთხითაა განსახულველი...

აქ უბრალოდ ვერ ვნახე. აი მაგალითად რაც ვნახე მაღაზიებში ასეთი თოფები 800+ ლარი ღირს. 480 ლარი გამოდის განბაჟებითაც და ტრანსპორტირებაც.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services