თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ჩვენი ინტერნეტ მაღაზია - airgun.ge _ ლიცენზიის საკითხი დაძრულია...

პოსტის ავტორი: Jah Nov 15 2010, 09:09 PM

ლიზენზია უკვე დამუშავებაშია. პირველი ეტაპი გავლილია...
მალე ჩვენი მაღაზია www.airgunshop.ge აღსდგება, და გახდება პნევმატური იარაღისა,
ოპტიკური სამიზნეების და სასროლო აქსესუარების ყველაზე მაგარ მარკეტად.
წარმოდგენილი იქნება ფროგორც პნევმატური ასევე airsoft იარაღი და აქსესუარები.

რა თქმა უნდა ყველაფერი იქნება მორგებული, თქვენს, პატივცემულო აირგანელებო, და ზოგადად პნევმატური იარაღით დაინტერესებულ ხალხის
მოთხოვნილებებზე და სურვილებზე.

ასე რომ, ძალიან გთხოვთ ამ თემაში, განვიხილოთ, თუ რა და რა ტიპის საქონელი, აქსესუარი იქნება ის თუ თვით იარაღი, უპრიანია თქვენთვის.

გათვალისწინებული იქნება თითოეული თქვენგანის რჩევა და სურვილები. ჩვენი დევიზი იქნება - "აქ - იქაურ ფასად..." wink.gif

ასე რომ მეგობრებო ნუ დაიზარებთ და გამოთქვით თქვენი აზრი.

პოსტის ავტორი: tengo Nov 15 2010, 09:40 PM

ციტატა(Jah @ 15th November 2010 - 09:09 PM) *
მალე ჩვენი მაღაზია www.airgunshop.ge აღსდგება,

მაინტერესებს, ეს მაღაზია როდის იყო და რატომ დაიხურა?

პოსტის ავტორი: Jah Nov 15 2010, 09:49 PM

ციტატა(tengo @ 15th November 2010 - 10:40 PM) *
მაინტერესებს, ეს მაღაზია როდის იყო და რატომ დაიხურა?

იყო ფორუმზე შენს რეგისტრაციამდე.

დაიხურა იმიტომ რომ მხოლოდ შეკვეთებზე ცდილობდა ემუშავა, ანუ საქონელი ადგილზე არ იყო.
და ტან მხოლოდ ოპტიკა იყო არჩევანში.
ახლა კი იქნება ფართო არჩევანი და თან ყველაფერი ადგილზე.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 15 2010, 09:50 PM

რატქმაუნდა ოპტიკა დაიარაღი. ისეთი რომელიც არ არის ჩვენს ბაზარზე.

Jah
და სულ დამავიწყდა ძალიან მაგარია. შესანიშნავი წამოწყებაა ან უფრო სწორედ რომ ვტქვათ გაგრძელება.

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 15 2010, 09:50 PM

Jah
მშვენიერი ინფოა, კაკრაზ 2 დღის წინ ვიფიქრე, გიოს მაღაზია ნეტა რავაათქვა და აგერ მშვენიერი ინფოს biggrin.gif

პირადად მე უფრო მაინტერესებს, რაცხა წვრილმანი აქსესუარები, ქე იცი ახლა მე ეგეთი სისულეები მიყვარს ჯერ თოფი არ მქონდა და ციყვი ენდ ქრონიგრაფი უკვე ნაყიდი მქონდა biggrin.gif

მოკელდ ამ ეტაპზე ჯერ მაინტერესებს ტყვიების ჩასადები, ინგლისურ პონტში, აი ბიძია ლლოიდის საიტზე რომ დევს. დანარჩენს ნელნელა გავიხსენებ და დავდებ.

პოსტის ავტორი: Jah Nov 15 2010, 09:55 PM

ციტატა(giorgi @ 15th November 2010 - 09:49 PM) *
რატქმაუნდა ოპტიკა დაიარაღი. ისეთი რომელიც არ არის ჩვენს ბაზარზე.


ნუ ეს რა თქმა უნდა თუმცა, იარაღი ისეთიც იქნება რაც ბაზარზე არის და ისეთი რაც არ არის, ყველაფერი შეძლებისდაგვარად

ეს გასაგებია ყველაფერი.

უფრო კონკრეტულად თუ იტყვი, შენ პირადად რა ოპტიკა გაინტერესებს, ან რა იარაღი.
ან რა სასროლო აქსესუარები კარგი იქნება.

ja_ja
მადლობა გამოხმაურებისთვის. smile.gif

ძალიან კარგია. ვეცდები აქსესუარების მაქსიმალურად ფართო არჩევანი იყოს.

პოსტის ავტორი: bazuka Nov 15 2010, 09:56 PM

Jah
ვაა, მაგარია მაგარი
ოპტიკა მინდა ვექტორის smile.gif
1-2 ლულასაც თუ დადებ მთლა მაგარი იქნება.
რუსული პროდუქცია მაინტერესებს, ეგ ბაზარი ხოიცი მკვდარია ჩვენთვის.

პოსტის ავტორი: Jah Nov 15 2010, 09:56 PM

ციტატა(giorgi @ 15th November 2010 - 10:50 PM) *
და სულ დამავიწყდა ძალიან მაგარია. შესანიშნავი წამოწყებაა ან უფრო სწორედ რომ ვტქვათ გაგრძელება.


ყველაფერი თუ კი ხდება ამ სფეროში, ჩვენს რესურსზე, არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი არსებობით.

ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ აქ.

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 15 2010, 09:58 PM

Jah
რავი მე სულ მინდოდა ლიპერსის რამე ბიუჯეტური ოპტიკა ფანტომისათვის, ხოდა თუ აქ იქნება იქაურ ფასად და გადამზიდავებთან სექსიც არ მომიწევს, მაგას რა ჯობია! biggrin.gif


პ.ს. თუ ყველაფერი კარგად წავიდა და მაღაზიაც ამუშავდა, მუდმივი კლიენტი ვიქნები.(ტყვიების პონტში მაინც) ჯერ-ჯერობით ამით დაგიჭერთ მხარს biggrin.gif

და სამომავლოდ ზოგადად საინტერესო იქნებოდა ეარფორსის ფიშტოები, განსაკუთრებით ტალონ სს-ები...

პოსტის ავტორი: Jah Nov 15 2010, 09:59 PM

ციტატა(bazuka @ 15th November 2010 - 10:56 PM) *
ვაა, მაგარია მაგარი
ოპტიკა მინდა ვექტორის
1-2 ლულასაც თუ დადებ მთლა მაგარი იქნება.
რუსული პროდუქცია მაინტერესებს, ეგ ბაზარი ხოიცი მკვდარია ჩვენთვის.

მადლობა.

ვექტორი უეჭველი იქნება მტელი სპექტრი.

აი რაც შეეხება რუსულ იარაღს...
საქმაოდ ძვირი იარაღია... ნუ მე ვგულისხმობ PCP-ს თანამედროვე ბაზარს.
ვნახოთ.

პოსტის ავტორი: bazuka Nov 15 2010, 09:59 PM

ხო გია, თუ გაჩარხავ გზას, და დისკოსთვის კონდახს თუ შემოიტან ბულპაპის სტილში მემგონი ყველა დისკოსმფლობელი შეიძენს smile.gif
რათქმაინდა დისკოს შემთხვევაში მაღალხარისხიანი ხე და ძვირფასი დამუშავება გვერდზე უნდა გადავდოთ, მთავარია ფასი.

პოსტის ავტორი: Jah Nov 15 2010, 10:03 PM

nihontoman
დამავიწყდა wink.gif www.airgunshop.ge ხდება ლიპერსის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში smile.gif
ასე რომ... მოლაპარაკება დასრულებულია, დარჩა მხოლოდ ლიცენზიის ასლის გაგზავნა ლიპერსში (სხვანაირად ვერაო)
ხო და ამ ჩვენი თავდაცვის სამინისტროზე არის დამოკიდებული ყველაფერი.

ციტატა(bazuka @ 15th November 2010 - 10:59 PM) *
რათქმაინდა დისკოს შემთხვევაში მაღალხარისხიანი ხე და ძვირფასი დამუშავება გვერდზე უნდა გადავდოთ, მთავარია ფასი.

ხო კარგი იდეაა. ერთადერთი თავი რომ დავანებოთ ხის ხარისხს, "შინა" და დამშვების გადატანა ("შინა" უფრო), საკმაოდ ძვირიანი სიამოვნებაა...
თუ კარგად არის შესრულებული. თორე ხე ნამდვილად ყველაზე მინიმალური პრობლემაა

პოსტის ავტორი: bazuka Nov 15 2010, 10:06 PM

Jah

ციტატა(Jah @ 15th November 2010 - 11:03 PM) *
www.airgunshop.ge ხდება ლიპერსის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
ასე რომ... მოლაპარაკება დასრულებულია, დარჩა მხოლოდ ლიცენზიის ასლის გაგზავნა ლიპერსში (სხვანაირად ვერაო)

ვსს ძალიან კარგი და მშვენიერი

ციტატა(Jah @ 15th November 2010 - 11:03 PM) *
ჩვენი თავდაცვის სამინისტროზე არის დამოკიდებული ყველაფერი.

იმედია წარმატებით დასრულდება ყველაფერი.

ციტატა(Jah @ 15th November 2010 - 11:03 PM) *
"შინა" და დამშვების გადატანა ("შინა" უფრო), საკმაოდ ძვირიანი სიამოვნებაა...
თუ კარგად არის შესრულებული. თორე ხე ნამდვილად ყველაზე მინიმალური პრობლემაა

კაი, ეს სამომავლოდ გადავდოთ, მარა მე კი ხშირად ვფიქრობ ამ თემაზე smile.gif

პოსტის ავტორი: tengo Nov 15 2010, 10:14 PM

თუ საქონლის ფართო ასორტიმენტი იქნება ,მშვენიერია.
მე მაგალითად მაინტერესებს ოპტიკა, ქრონი და რავიცი... და დაახლოებით როდისთვის იქნება ეს პროდუქცია.

პოსტის ავტორი: cz80 Nov 15 2010, 10:16 PM

Jah
ვაა აი ეს მართლა კაი ამბავია გიო wink.gif
საღოლ wink.gif

გიო ქრონოგრაფების და მანძილმზომის ნაკლებობას განვიცდით უმეტესობა,


კაი იქნებოდა თუ მაგათაც შემოიტანდი smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Nov 15 2010, 10:18 PM

ციტატა(tengo @ 15th November 2010 - 10:14 PM) *
თუ საქონლის ფართო ასორტიმენტი იქნება ,მშვენიერია.
მე მაგალითად მაინტერესებს ოპტიკა, ქრონი და რავიცი... და დაახლოებით როდისთვის იქნება ეს პროდუქცია.

აქსესუარები იმედია მალე იქნება.
ალბათ ახალი წლიდან უკვე დაიწყება გაყიდვა.
აი რაც შეეხება იარაღს და ოპტიკას ეს უკვე ლიცენზიაზე არის დამოკიდებული...
მე არ ვიცოდი თურმე ჩვენთან ეს არის ორ ეტაპად.
ჯერ შეგაქ განცხადება, განიხილავენ და გაძლევენ რეკომენდაციას. მერე ამ რეკომენდაციის მეორეჯერ შეგაქვს უკვე ლიცენზიის ასაღებად, და ისევ განიხილავენ და
მხოლოდ მაშIნ, ისეც შეიძლება კი შეიძლება არა, მოგცენ ლიცენზია.
რა ვქნა უნდა ველოდო.

პოსტის ავტორი: tengo Nov 15 2010, 10:21 PM

ციტატა(Jah @ 15th November 2010 - 10:18 PM) *
რა ვქნა უნდა ველოდო.

სხვა რა გზაა ,უნდა ელოდო. წარმატებებს გისურვებ.

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 15 2010, 10:22 PM

Jah
წესით და რიგით წარმატებით უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, აი ლიპერსის ამბავი კი ძალიან გამიხარდა!

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 15 2010, 10:28 PM

Jah
ერთად ერთი რამე რაც მე რუსული ბაზრიდან მაინტერესებს არის კრიკეტი


პოსტის ავტორი: giga_st Nov 15 2010, 10:32 PM

წარმატებები გია! საჭიროების შემთხვევაში მიგულე შენს გვერდით ჩემი სპეციალიზაცია კი იცი. მე პირადად მინდა ერთი სერიოზული დევაისი (პცპ) თავისი ოპტიკით და თუ შეძლებ ლიცენზიის მოპოვებას აღარ დავიწყებ სხვა გზების ძებნას.

პოსტის ავტორი: tengo Nov 15 2010, 10:53 PM

Jah
მაინტერესებს ნასოსების და მისი ნაწილების ჩამოტანას თუ გეგმავთ.

პოსტის ავტორი: Jah Nov 15 2010, 11:04 PM

ციტატა(tengo @ 15th November 2010 - 11:53 PM) *
მაინტერესებს ნასოსების და მისი ნაწილების ჩამოტანას თუ გეგმავთ.

აუცილებლად

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 16 2010, 08:17 AM

ძალიან კარგია გია.

მეც ძირითადად აქსესუარები მაინტერესებს smile.gif თოფის შეცვლის ან ახლის ყიდვას არ ვაპირებ, მაგრამ აი აქსესუარები კი მაინტერესებს ძალიან smile.gif

პოსტის ავტორი: koknar Nov 16 2010, 08:30 AM

Jah
ანუ ისეთი ფასი უნდა იყოს რო ამაზონიდან აგარ დაუკვეთოთ ალბათ ხომ. ან სულ ცოტათი ძვირი. და არა ისე ეხლა როა მაღაზიებში ორჯერ სამჯერ მეტი. ეგრე თუ იქნება მართლა იმუშავებს და კიდე .... როგორი ვჭშრობა იქნება ონლაინში თუ მისვლა და ადგილზე შეძენა?

პოსტის ავტორი: gregory Nov 16 2010, 09:09 AM

Jah
თუკი რაიმეთი გამოგადგები, მზად ვარ wink.gif

პოსტის ავტორი: clubber Nov 16 2010, 09:59 AM

პნევმატური პისტოლეტები გავა კარგად ოღონდ ფასი არ უნდა იყოს ისეთი 1ში 1-ს რო იგებენ :| მაიმარკეტზე არი მასე და გული მწყდება რომ ვერ ვყიდულობ sad.gif

პოსტის ავტორი: Jah Nov 16 2010, 10:04 AM

ციტატა(koka @ 16th November 2010 - 09:30 AM) *
ანუ ისეთი ფასი უნდა იყოს რო ამაზონიდან აგარ დაუკვეთოთ ალბათ ხომ. ან სულ ცოტათი ძვირი.

ყველანაირად ვეცდები რომ ცოტათი ძვირი კი არა ცოტათი იაფი იყოს wink.gif

ციტატა(clubber @ 16th November 2010 - 10:59 AM) *
პნევმატური პისტოლეტები გავა კარგად ოღონდ ფასი არ უნდა იყოს ისეთი 1ში 1-ს რო იგებენ :| მაიმარკეტზე არი მასე და გული მწყდება რომ ვერ ვყიდულობ

ზედა პასუხი ალბათ ამაზეც პასუხობს smile.gif

ციტატა(gregory @ 16th November 2010 - 10:09 AM) *
თუკი რაიმეთი გამოგადგები, მზად ვარ

მადლობა

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 16 2010, 11:02 AM

ციტატა(Jah @ Nov 16 2010, 11:04 AM) *
ყველანაირად ვეცდები რომ ცოტათი ძვირი კი არა ცოტათი იაფი იყოს wink.gif



ვაააა, საღოლ შენ, აი ეგ კიდევ უარესია, კიარადა, უკეთესია biggrin.gif

პოსტის ავტორი: Quick Nov 16 2010, 03:59 PM

აუ აქ რა ამბებია smile.gif ძალიან გამიხარდა.

წარმატებები Jah
მეც ვიქნები აქსესუარების კლიენტი უფრო, შეიძლება ოპტიკაც ვიყიდო თუ იქამდე არ დავითრიე რამე. ვექტორ ოპტიკსს ვუმიზნებ, მაგრამ ფინანსები ჯერ არ მიწყობენ ხელს.

პოსტის ავტორი: gregory Nov 16 2010, 07:23 PM

თემის შეუსაბამო პოსტი...

Jah

პოსტის ავტორი: cz80 Nov 16 2010, 07:29 PM

თემის შეუსაბამო პოსტი...

Jah

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services