თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ფორუმის გასვლები... _ დაე დასრულდეს სანადირო სეზონი

პოსტის ავტორი: ilariona Feb 29 2012, 05:38 PM

25-26.02.2012 სანადირო სეზონის გრანდიოზული დახურვის ,,ნასვამი’’ რეპორტი


მან აშკრად რაღაც იცოდა



გვეუბნებოდა ჯაჯა უფროსი, არ მიდიხართ თქვენ სანადიროთო, მანდ სმის გარდა არაფერს იზავთ თქვენო და ჩვენ კი ვუმტკიცებდით, რომ ნიიხტ, ჩვენ სულით მონადირე ხალხი ვართ და მხოლოდ სანადიროთ მივდივართო.

სეზონის დახურვის თემა, რომ წამოიწია მე ჩავუდექი ისევ სათავეში ყველაფერს და დავიწყე ორგანიზება, იყო საუბრები ტალახიანების თემაც წამოვწიოთო, იქ პლინკიო, იქ ნადირობაო და მე გამახსენდა, რომ ზუსდატ ერთი კვირის წინ, როდესაც გურჯაანიდან ვბრუნდებოდი, ბოდბესკენ გადავუხვიე და მაგრად ვისიამოვნე კიდეც, ერთი საათი დავბოდიალობდით მაშინ და ოფროუდიც გამომივიდა და პლინკიც. ხოდა მე დავწერე ბოდბე-მაღაროსკენ წავიდეთ მეთქი, გემრიელადაც გავერთობით მეთქი, მერე ვიქეიფებთ მეთქი, მერე სიღნაღში ჰოსტელში დავრჩებით მეთქი და კარგა გემრიელად გამოვიძინებთ მეთქი, მერე პახმელიაზეც გამოვალთ მეთქი და ბოლოს სახლებში დავბრუნდებით მეთქი.

შენ ხარ ჩემი ბატონი, რავაცრ კაკოიე არ ყოფილა ამ გასვლის ორგანიზატორი ასევე მეც მომხსნეს ორგანიზატორების სიიდან, ტელეფონშივე მითხრეს, მოეშვი შენ აბდლურ საქციელსო და კახურად პური ვჭამოთო, სახლიც მაქვსო, კარიცო და დანარჩენს კი თქვენით ნახავთ სურათებსა და ვიდეოებში თუ რა მაგრად და გემრიელად დაგვხვდნენ კახეთში დავითას ოჯახში.
ისე მეც ჯაჯასავით ეჭვი კი შემეპარა, როდესაც დავითმა მითხრა, დილის 7 საათზე რა ჯანდაბა დაგკარგვიათ კახეთშიო? ასე 9:30 შევიკრიბოთ როჭინის ხიდთანო.
ერთი კი ვიფიქრე რანცხას აქვს ადგილი მეთქი, მაგრამ რა გზაა, მასპინძელს არ მიყავხარ ადრე და შენით ხომ არ გაიქცევი წინ?

მოვიდა დილა, შევიკრიბეთ ამ როჭინის ხიდთნა (დარწმუნებული არ ვარ სწორად ვწერ თუ არა ამ ხიდის სახელს) და ველოდებით მასპინძელს






და აი ისიც, მოვიდა დიდი ქართველი პური მჭამელი და დიდი თამადა, რომელსაც საბოლოო ჯამში დიდი ომის შემდეგ თავი ავატკივეთ



ჩავჯექით ინტელექტ მოკლებლ და უმაღლეს დამთავრებულ მანქანებში და გავეშურეთ კახეთისკენ.



ჩავედით კახეთში










ვიფიქრეთ აი გავალთ ახლავე სანადიროთო, საპლინკაოთო, ბუნებაშიო, მაგრამ დავითამ (დავილ ვილიკი მასპინძელ) ცოტა ხნით საჭმელად შევჩერდეთოო, მა გზიდან დაღლილები ვართ ჩამოსულები და ნადირობის წინ ძალები არ მოვიკრიბოთოოო?

ხოდა შენ ხარ ჩემი ბატონი დავნებდით ისევ. შევედით ოჯახში, გავიცანით უაღრესად საყვარელი ხალხი და......




ნიამ-ნიამ, სუფრა უკვე იშლება, ჩვენ კიდევ გარეთ ვბალამუტობთ









ვინ ჩამოასხავდა ღვინოს ჰა?




ნუ ღვინო ჩამოსხმულია, სუფრა გაშლილია და დაგვჩა მხოლოდ დილის მადლის სადღეგრძელოს თქმა და ამ ნაზი გონებაგამფანტველი სითხის მუცელში გადაშვება









ამ კაცს გამოვყოფ ცალკე, ეს არის დავითას სიმამრი, უსაყვარლესი კაცი, რომელმაც უდიდესი პატივი გვცა და როგორც საკუთარი შვილები ისე მიგვიღო ოჯახში, მე ასეთი მასპინძელი ცხოვრებაში არ შემხვედრია. ისე სიძე სიმამრის უმაგრესი ფოტოა.



წავიდა ისევ ქეიფი (არ მეშლება, კი დილაა, მაგრამ უკვე ვქეიფობთ)





დაა პირველი შედეგები




დავდექით ისევ ეზოში და გავაგრძელეთ ბალამუტი



ესეიგიიი, ქარი იყო ისეთი, რომ კინაღამ წაგვიღო, მაგრამ ხომ სანადიროთ ვიყავით წასულები და უნდა გადაგველახა ყველა ბარიერი, რომ სანადირო წერტილამდე მიგვეღწია ცოცხალ-მკვდრებს.

ჩავჯექით მანქანებში და....



აი გზად გადაღებული ვიდეოც, ისე მაგარი თოვლი კი იდო, მაგრამ სითბო მოაწვა და შუადღისით კარგი ტალახიც იყო.



ისე აქ მანქანაა მაგარი თუ მძღოლია მაგარი ვერ გავიგე (თუ ოპერატორია ყველაზე მაგარი?)
ისე კაკოიემ უნდა თქვას სადაც ვარ იქაურ ქუდს ვიხურავოოო, ჩაჯდა თაზოს მანქანაში და ეგრევე გადავიდა მის ჭკუაზე




ვიარეთ, ვიარეთ და გადავაწყდით პირველ პრობლემას



ვინ უშველიდა კოლხოზნიკს თუ არა უმაღლეს დამთავრებული პიპია (კი იყო მცდელობა პერეხვატის, მაგრამ მე ამ შანს ხელიდან გავუშვებდი?)



ნუ თავად ნახეთ, ხომ?

რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ სანამ მე დავითას მანქანას ვაბუქსირებდი, რატომღაც ეს ჩვენი კაკოიე გაიგდეს თოვლქვეშ (რატომ არ ვიცი) ჭორის დონეზე ვიცი, რომ ბევრს ახურებდა!








ერთ სიტყვით კარგა გემრიელად აფორთხიალეს ეს შენი კაკოიე!!! მერე ჩემთანაც ჰქონდა მცდელობა წაჭიდავების, მაგრამ ლაშამ დამასწრო და რაღაც სასწაული ილეთით დააგდო ისევ ეს კაკოიე ძირს.




ისე მართლა რომ სექსი ბოია რა





ნუ აქ დავამთავრეთ ღლაბუცობა და გავეშურეთ სანადირო ადგილებისკნე.
როგორც იქნა ამდენი ბარიერების გადალახვის შემდეგ დავიწყეთ ნადირობა
















აქვე დავწერ, რომ დღის მაზილაც გვყვავდა, ნუ მე არ დავასახელებ ვინ იყო, მაგრამ იმედია ნამუსი ეყოფა და თვითონ დაწერს.

ამ ნადირობის დროსაც რა თქმა უნდა იყო კურიოზები, რომლებიც ფოტო აპარატით ვერ დავაფიქსირეთ,
მაგალითად დავითა ჭაობში იფლობოდა და მწყერმა ბუქსირით ამოიყვანა,
ლაშა და კაკოიე იყვნენ წასულები კიდევ ჭაობებისკენ სანადიროთ და ლაშა მუხლებამდე დასვირლი მოვიდა და კაკოიეს კი ფეხსაცმლის ძირიც კი სუფთა ჰქონდა (იძახდნენ შაულინის სკოლაში ასწავლეს მასე სიარულიო, ნუ იავიცი იავიცი)

კიდევ ბევრი სამხიარულო რამეები იყო, რომლებიც ახლა არ მახსენდება, აი გადახედავენ ბიჭები ამ რეპორტს და თავისასაც მიაწერენ.

აქ კი მე და თაზომ პიპისკების დატოლება განვაგრძეთ









აქ მე მომბეზრდა დურაქი მანქანებისთვის გზის ჭრა და წავედი ჩემს საქმეებზე,
მერე იმ დურაქმა მანქანამ რაღაც მთას შეეჭიდა და როგორც ვიცი დაიბყრო კიდეც.






ამაზე ჯგუფებს ვაკეთებდით, პროსტა ცოტა გაფანტვა გვქონდა



ეს კი სახლისაკენ ჰერი ჰერიიიიიიი




მივედით სახლში სველები, დაღლილები, ჭუჭყიანები და რავი რა არ გჭირდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველანი უაღრესად კმაყოფილები ვიყავით! მართლაც, რომ ძალიან მაგარი დრო ვატარეთ.




სახლში კი დაგვხვდნენ ისევ ის უაღრესად პატიოსანი და ტკბილი ხალხი, რომლებიც სამზარეულოში ფუსფუსობდნენ და ,,დიდ მონადირეებს’’ საჭმელს გვიმზადებდნენ











აქ ლაშასა და ნორიკას მასტერკლასი ჩავუტარე, ხომ უნდა იცოდნენ ვის ეთამაშებიან ნარდს (მეგრული აქცენტით)



შენ დაასხი ერთიც უნდა დავლიოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო


აი დედა მოუააააა სუფრაც ამას ქვიააა, მწვადები და ჩაქაფული, ცხელი სახლის პურებიიიიიიიი
მთელს მენიუს არ ჩამოვწერ, სუსტი გულის პატრონებს ვუბრთხილდები





ახლა კი ფოტოებს აღარც კომენტარს ვუკეთებ და აღარც არაფერს, უბრალოდ ვდებ ვიდეოებსა და ფოტოებს. ვინც ნახავს კი თვითონაც მიხვდება, თუ რა მაგარი დრო ვატარეთ და როგორ ვისიამოვნეთ.








ამას მაინც მივაწერ კომენტარს, ეს იყო მეორე ბოცა უკვე (ანუ 30 ლიტრი დღის მანძილზე უკვე დალეული გვქონდა)















ვაი შე უბედურო ილარიონა, ვერ წაერთრიე ლოგინისკენ?













დაე გათენდა დილა და ვავა რა დღეში ვააართ, პახმელიაზე ვაბშემც არ ვყოფილვართ, არც თავი გვტიოდა მაგრამ იყო ერთი დიიიიდიიიი ნო
აი კაკოიე დილაობით რას აკეთებს ხოლმე არ ვიცი, მაგრამ სასწაულ ენერგიაზე კი იყო, დილიდან ყველა გაგვაღვიძა, მერე გველაპარაკა და გველაპარაკა, გველაპარაკა და გველაპარაკა, ისეთ დღეში ჩაგვყარა, რომ შემდეგ გასვლებს მხოლოდ პმ-ით ვგეგმავთ და კოპიში კაკოიე არ იქნება.














ესეც ბოლო ჩართვა



და წასვლის წინ გადაღებული სურათები




ამ დიდი რეპორტის ბოლოს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დავითასა და დავითას ოჯახს, იმ ულამაზესი მიღებისათვის.
სულ რომ ორი საათი მადლობები ვწერო, მაინც ვერ გამოვხატავ იმ სითბოსა და სიყვარულს, რომლითაც ამ ოჯახმა მიგვიღო ჩვენ.
დავით შენს წინაშე უდიდეს ვალში ვართ ყველა. შენ გაგახარებს ღმერთი ასეთი კარგი კაცი, რომ ხარ. გენაცვალე მაგ დიდ გულში.




მას კიდევ ეგონა, რომ ჩვენთან ერთად არ იყო




პოსტის ავტორი: ja_ja Feb 29 2012, 05:56 PM

ilariona
აიიი ხომ ვამბობდი არა smile.gif ხომ ვამბობდი.

ისე ტავარიშჩ ტელე სინე ოპერატორ, ამ სურათს შეხედე



შემდეგში გაითვალისიწნე, ტელეფონში ეკრანი სხვანაირად არის, და მიჩვეული ვიდეო გამოსავულება კი სხვანაირად არის, smile.gif, ასე რომ ტელე კამერა თუ შაიძლება შემდეგში 90 გრადუსით დააწვინე ხოლმე რომ ასეთი წაგრძელებული და ვიწრო ვიდეოები აღარ იყოს ხოლმე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ნუ რეპორტი კაია, გულავი კი გამოგსვლიათ, კაკოიას რას მიხრჩობდით ვერ გავიგე . KAKA რაიმე ხომ არ გაწყენინეს smile.gif, 2 გალეული კი მოვერევით ერთ რომელიმეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

აი ნადირობა შეჯიბრისა რა გითხრათ smile.gif, ვამბობდი ეგეთ პონტში შეჯიბრი და სპორტული ღონისძიებები არ გამოდის მეთქი და არ მიჯერებთ smile.gif

პოსტის ავტორი: giga_st Feb 29 2012, 06:02 PM

აუ რა ჯიგრული რეპორტია smile.gif სურათები ხო საერთოდ, რა უნდოდა სექსი ბოის კაკოიესგან ა? აი დღის ბოლოს კი შეგტყობიათ დაღლილობა smile.gif მისტერ პრეზიდენტს რა სახე აქვს და კაკოს თავში რას ეძებენ ხო არ იცით biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona Feb 29 2012, 06:03 PM

ja_ja

ხოოო ეგ ტელეფონის ამბავი არ მომეწონა smile.gif

რეპორტის დაწყება ხომ მოგეწონა? biggrin.gif

ისე ახლა ისე ვარ, რომ ნერწყვი დამაღრჩობს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მთელი დღის მშიერი ვარ და საკუთარი რეპორტი, რომ გადავიკითხე გული კინაღამ წამივიდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: koknar Feb 29 2012, 06:24 PM

ilariona
ტექსტის სულ არ იყო საჭირო, მარტო ფოტოები და ვიდეოები დაგეყარა და NO COMMENT მიგეწერა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif უმაგრესი რეპორტია, მეც ალბათ მანდ ვიყავი სადმე
არ ვჩანვარ ფოტოებში თორე მანდ ვარ!!!!

პოსტის ავტორი: davil Feb 29 2012, 06:29 PM

შემოგევლოთ ჩემი თავი ოქრო ხალხო და ჩემგან მადლობა ეგეთი ჯიგრული სტუმრობისთვის. ეს ერთი და სხვა მრავალი, ბოდბე მაღაროში სუ მწვანეა ანთებული თქვენნაირი ჯიგრიანი ხალხისთვის.

p.s. ბატონო ილარიონ იქნებ აგეღნიშნათ რო ჩემს კოლხოზნიკს როცა ხიდებზეზე დაჯდა ვმართავდი მე, მე კი მეორედ ვიჯექი რულის მხარეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


კიდევ ერხელ გენაცვალეთ სუყველას

პოსტის ავტორი: iorama Feb 29 2012, 06:29 PM

ეხლა სამსახურში გავრბივარ და რანცხეებს მეც ჩავამატებ მერე.
დავითს და ნიკალაევიჩის(ხო სწორად მახსოვს? blush.gif ) ოჯახს დიასახლისებითურთ უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ

პოსტის ავტორი: TAMPLIER Feb 29 2012, 06:32 PM

ვააახ გაიხარეთ ხალხნო ,გენაცვალეთ ყველას ,ნამდვილად კარგი დრო გიტარებიათ.
ისე უფროსო ეს ჭიპხახუნა მანქანა ხო გითხარი არ გამოგადგება მეთქი biggrin.gif biggrin.gif
გხვდებოდა ყოველი მუცლის ხახუნი გულზე biggrin.gif:D
კარგები ხართ კარგები
კი ღირდა თურმე ამ რეპორტის ლოდინი biggrin.gif

პოსტის ავტორი: cz80 Feb 29 2012, 06:51 PM

უმაგრესი დრო ვატარეთ...უმაგრესიიიიიიიიი!!! wink.gif

ციტატა(ilariona @ 29th February 2012 - 06:38 PM) *
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დავითასა და დავითას ოჯახს, იმ ულამაზესი მიღებისათვის.
სულ რომ ორი საათი მადლობები ვწერო, მაინც ვერ გამოვხატავ იმ სითბოსა და სიყვარულს, რომლითაც ამ ოჯახმა მიგვიღო ჩვენ.
დავით შენს წინაშე უდიდეს ვალში ვართ ყველა. შენ გაგახარებს ღმერთი ასეთი კარგი კაცი, რომ ხარ. გენაცვალე მაგ დიდ გულში.

+1000000000000000000000000000000
დავითას და მის ტკბილ ოჯახს უღრმესი მადლობა, ჩვენი ეგეთი ტკბილი და ჯიგრიანი დახვედრისათვის smile.gif
და საერთოდ, დიიდი მადლობა ყველას ეგეთი ლამაზი დროის გატარებისთვის wink.gif

ციტატა(ja_ja @ 29th February 2012 - 06:56 PM) *
კაკოიას რას მიხრჩობდით ვერ გავიგე

რას ამბობ კაცო,რაის დახრჩობა, უბრალოდ კახური თოვლის გემო გავასინჯე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: monadire. Feb 29 2012, 06:55 PM

რეპორტი მართლაც კარგია და "მრავლისმეტყველი" blush.gif მაგრამ მაინც სრულად ვერც ვიდეო და ვერც სურათები ვერ გადმოცემენ იმ მხიარულ და ძმურ ატმოსფეროს, რომელიც იქ ტრიალებდა! მეც მაქვს რაღაც რაღაც სურათები და დავამატებ ნელანელა! ისე, იმ ქარიან ამინდში რომ ესროდით პნევმატიკით ბოთლებს 40- 50 მეტრში, ეგ არ არის შეჯიბრი კაცო? მე ისე გადავერთე მანქანებზე და ტალახებზე, თოფი არც კი გამისვრია, ზატო მანქანა გავსვარე ოოოო.... ლაშამ და კაკამ საკაიფოდ წაინადირეს ჭაობებში და იმ მცირე მონაკვეთში ხოშიანად ისროლეს! მაგრად გამისწორდა ჩემი მანქანის გამოცდა კიდევ ერთხელ, ემტეების გარეშე და დავრწმუნდი რომ როცა ვიყიდე, კარგი არჩევანი გამიკეთებია! ცოტა ხანი არაა რაც ვნადირობ, მაგრამ ეს საუკეთესო სეზონის დახურვა იყო იმათ შორის, რომლის დახურვაზეც ვყოფილვარ! კიდევ დიდი მადლობა ყველას! good.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 29 2012, 07:03 PM

ilariona

ციტატა(ilariona @ 29th February 2012 - 07:03 PM) *
რეპორტის დაწყება ხომ მოგეწონა?

სად გამოჩიჩქნე ეგ სურათი smile.gif biggrin.gif ისე კი მოუდა დასაწყისს, მარა....

პოსტის ავტორი: foxi Feb 29 2012, 07:27 PM

რაც მაგრები ვართ,კახელები ვართ! აჰა და ნუ დაიჯერებთ ამის მერე! დავით გაიხარე ასეთი სიყვარულისთვის. ილარიონ,რეპორტებიც გცოდნია მარტო ორგანიზატორული ნიჭი კი არა.უმაგრესად გიგრიალიათ. თავისუფლად შეიძება წლის გასვლად მოვნათლოდ ეგ ვოიაჟი!

პოსტის ავტორი: Davitus Feb 29 2012, 08:09 PM

აი საღოოოლ, მალადეც ბიჭები, თქვენი იმედი კი მქონდა smile.gif

საღოლ დავითას ასეთი მასპინძლობა რომ გაგიწიათ, ღვინოშიც კარგად ჩაგაბუჟბუჟათ კი გეტყობათსურათებში, ტყუილა არ იმუქრებოდა, აასრულა შეპირებული biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: name Feb 29 2012, 08:29 PM

კარგია კარგი.. მეტი რა შეგრჩბათ wink.gif

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Feb 29 2012, 09:01 PM

ვაა მაგარია..... :X საღოლ კაი დრო გიტარებიათ smile.gif მადლობა ილუშ რეპორტისთვის კარგად ვისიამოვნე

პოსტის ავტორი: tengo Feb 29 2012, 09:36 PM

საღოლ ბიჭებო, ყველაფერი ჯიგრულად და მაგრად მოგიწყვიათ, აი გასვლა როგორი უნდა იყოს, ვწუხვარ რომ ასეთი გასვლა გავმაზე.

პოსტის ავტორი: gela Feb 29 2012, 09:51 PM

თქვენ გენაცვალეთ ბიჭებოოო, კარქი ამბები დაგიტრიალებიათ, სტუმრებსაც გენაცვალეთ და მასპინძლებსაც რომ ასე კოხტათ და ლამაზად დააგვირგვინეთ ეს ამბავი : )

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 29 2012, 10:19 PM

მოკლედ მაგარი დრო ვატარეთ რა

დიდი მადლობა დავითს და მის ოჯახს ესეთი მასპინძლობისთვის


დიდი მადლობა ილარიონს ესეთი რეპორტისთვის

დიდი მადლობა კაკას ლაპარაკისთვის biggrin.gif biggrin.gif

ორ სურათს დავამატებ მე

არა არ ძინავთ biggrin.gif




პოსტის ავტორი: kaka8079 Feb 29 2012, 10:24 PM

ხოოო მართლაც რომ ყველაფერი იდეალურად შესრულდა და ამისათვის პირველ რიგში უდიდესი მადლობა დავითას და მისი მეუღლის ოჯახს.აი თოვლში კარგად კი მაგორავა სექსი ბოიმ მაგრამ არაუშავს პატარა ვარ ჯერ გავიზრდები და გადაუხდი სამაგიეროს,იორამამ კი ამომაყირავა ჰაერში მაგრამ მეც კაი ზახვატი გაუკეთე კისერში მაგრამ მაგას სურათს ილარიონა განა გადაუღებდა,აი სამაგიეროდ ამისა კაჭკაჭივით დავჩხაოდი დილა უთენია თავზე მას,ნუ არა მხოლოდ მას მაგრამ მაინც))))ამდენი ლოტაობის მერე სახლსჰი მოვედი მოვცესრიგდი დავისვენე ცოოტა და ღამის კლუბშიც კი წავედი

geojorjika
რატომაც არა ვალინკებით გაგქონდა გარეთ ღვინო.

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 29 2012, 10:29 PM

kaka8079
დაგეთხლიშება შენ მეხი biggrin.gif

პოსტის ავტორი: kaka8079 Feb 29 2012, 10:34 PM

ბატონო ილარიონ პმ გასვლა როდის იეგმება? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: daviti Mar 1 2012, 01:47 AM

შესანიშნავი დახურვა იყო smile.gif მალადეც დავითას

პოსტის ავტორი: gregory Mar 1 2012, 08:34 AM

მალადეც თქვენ! საღოლ ბიჭებო! ძაან მაგარია!
თქვენ გენაცვალეთ ყველას! გრანდიოზულად გიტარებიათ დრო!

პოსტის ავტორი: iorama Mar 1 2012, 10:21 AM

kaka8079
ბედნიერი ის ღამის კლუბი რაააა lol2.gif

monadire.
მაშინა ხო არის მარა თოფიც რო ხოშიანი გაქვს ეგ კი პირადად ვნახე. თავისით უმიზნებდა იმის დეე რაა good.gif

პოსტის ავტორი: kaka8079 Mar 1 2012, 11:45 AM

iorama
დაახლოებით ასეთ დღეში ვიყავი მაი მე იქ მაცეკვეს გოგოებმა იმის ჭეე,ისე სულ რამოდენიმე მამაკაცი დავინახე მანდა და კი ვიკითხე კიდეც სეზბი პართზე ხომ არ წამომიყვანეთთო)))
http://imageshack.us/photo/my-images/96/dsc00143av.jpg/ Uploaded with http://imageshack.us

თემას კი დაგაუხვიე მაგრამ იმედია არ დამაჯილდოვებთ საჩუქრებით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona Mar 1 2012, 11:48 AM

ციტატა(giga_st @ 29th February 2012 - 07:02 PM) *
მისტერ პრეზიდენტს რა სახე აქვს და კაკოს თავში რას ეძებენ ხო არ იცით


მაგას უბრალოდ სახე აქვს მასეთი თორე ღვინო აქ არაფერ შუაში არ არის biggrin.gif

ციტატა(TAMPLIER @ 29th February 2012 - 07:32 PM) *
ისე უფროსო ეს ჭიპხახუნა მანქანა ხო გითხარი არ გამოგადგება მეთქი


შენა და ვიდეოებს კარგად უყურე?

ციტატა(Davitus @ 29th February 2012 - 09:09 PM) *
თქვენი იმედი კი მქონდა


რავარი მივეცით ჰა? ისე მაგრად კი გვაკლდი.

ციტატა(giorgi @ 29th February 2012 - 11:19 PM) *
დიდი მადლობა კაკას ლაპარაკისთვის


დარწმუნებუულ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



ციტატა(giorgi @ 29th February 2012 - 11:19 PM) *
არა არ ძინავთ


წუხანდელი ღამე ნათევები ვართ და გვძინავს biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(giorgi @ 29th February 2012 - 11:29 PM) *
დაგეთხლიშება შენ მეხი


ერთხელაც იქნება და მართლა დაგეთხლიშება მეხი შენ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(davil @ 29th February 2012 - 07:29 PM) *
p.s. ბატონო ილარიონ იქნებ აგეღნიშნათ რო ჩემს კოლხოზნიკს როცა ხიდებზეზე დაჯდა ვმართავდი მე, მე კი მეორედ ვიჯექი რულის მხარეს


მერე რაღა მუღამი ექნებოდა ჩემო დავით ჰა? ესე ხალხს მაინც ვატყუებ და თუ ყველაფერი სიმართლე დავწერეთ აქ რაღა გამოვა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



ციტატა(kaka8079 @ 29th February 2012 - 11:34 PM) *
ბატონო ილარიონ პმ გასვლა როდის იეგმება?


აღარასდროს rofl.gif

ციტატა(iorama @ 1st March 2012 - 11:21 AM) *
ბედნიერი ის ღამის კლუბი რაააა


საღეზე შეხედე რა დღეშია? biggrin.gif უნამუსო ვიყო ეგ ქალს იმდენს დაელაპარაკება, რომ გაჩუმდეს მარტო მაგის გამო მისცემენ ტო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: cz80 Mar 1 2012, 12:08 PM

ციტატა(ilariona @ 1st March 2012 - 12:48 PM) *
უნამუსო ვიყო ეგ ქალს იმდენს დაელაპარაკება, რომ გაჩუმდეს მარტო მაგის გამო მისცემენ ტო

rofl.gif

პოსტის ავტორი: ilariona Mar 1 2012, 12:21 PM

ციტატა(iorama @ 1st March 2012 - 11:21 AM) *
მაშინა ხო არის მარა თოფიც რო ხოშიანი გაქვს ეგ კი პირადად ვნახე. თავისით უმიზნებდა იმის დეე რაა


აბა თვითონ რატომ აცილებს ხოლმე სულ ჰა? გარემოს დაცვაში მუშაობს? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: iorama Mar 1 2012, 12:30 PM

ციტატა(ilariona @ Mar 1 2012, 01:21 PM) *
აბა თვითონ რატომ აცილებს ხოლმე სულ ჰა? გარემოს დაცვაში მუშაობს? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პენიცილინებს უნიავებს არა იხვებს? biggrin.gif biggrin.gif

აუ ილუშ ის უნდა გადაგეღო რა დაჭრილი შროშანი მანქანიდან რო მოტყდა და მინდორში რო მიიპარებოდა. მთელი მონადირეების სასტავი 10 მეტრში რო ვერ არტყავდნენ rofl.gif

პოსტის ავტორი: beqa Mar 2 2012, 11:30 AM

აი დახურვაც ამას ქვია, მალადცი


პრეზიდენტს ფოტო ჩერეზ გლაზოკი გადაუღეთ? smile.gif




პოსტის ავტორი: ilariona Mar 2 2012, 12:10 PM

beqa
biggrin.gif პრეზიდენტს არ ვაჭმევდით და მაგიტომ აქვს მასეთი სახე

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 2 2012, 09:28 PM

მოკლედ აი ასე იყო თქვენი საქმე რა smile.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif


პოსტის ავტორი: ilariona Mar 2 2012, 11:44 PM

ja_ja
ბანებიიიი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Mar 6 2012, 06:15 AM

აი საღოოოოოოოოლლ!!!!!! თეთრი შურით შემშურდა თქვენი

,,შენით გახვალ თუ გაგიტანო'' © ჩეზე rofl.gif

ვიდეოში აი უკვე ძაან მთვრალები რო ხართ ყველას გეტყობათ და რა არი ჩეზე რა ,,სვეჟადაა''

ჩემი კახეთი <3

ციტატა(cz80 @ Feb 29 2012, 07:51 PM) *
რას ამბობ კაცო,რაის დახრჩობა, უბრალოდ კახური თოვლის გემო გავასინჯე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

rofl.gif

პოსტის ავტორი: ilariona Mar 17 2012, 10:09 AM

აუუ კიდევ მინდა ასეთი ქეიფი smile.gif კიდევ მინდა ბუნება, კიდევ მინდა სასმელში ჩაღრჩობა და კიდევ მინდა კაკოსთან ლაპარაკი.

გეფიცები ასეთი კარგი დრო არ მიტარებია რა smile.gif

აუუ მოდით რა კიდევ წავიდეთ სადმე, ოღონდ დავითასთან აღარ smile.gif სირცხვილია biggrin.gif

მე დაგპატიჟებდით, მაგრამ გურიაში რა უნდა გვაჭამონ და დაგვალევინონ? ჩვენი სუფრით თუ წავალთ კიდე რაღა ჯანდაბა გვინდა გურიაში biggrin.gif biggrin.gif

აუუ მშიაა

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 17 2012, 10:28 AM

იზრაილ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona Mar 17 2012, 10:31 AM

ციტატა(geojorjika @ Mar 17 2012, 11:28 AM) *
იზრაილ biggrin.gif biggrin.gif


შენ გვეპატიჟები? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 17 2012, 10:32 AM

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona Mar 17 2012, 10:34 AM

geojorjika

მწვადებზე თუ გვაქეიფებენ წავიდეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 17 2012, 10:35 AM

ilariona
ჰოო სუკის biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: iorama Mar 17 2012, 12:12 PM

ციტატა(ilariona @ Mar 17 2012, 11:09 AM) *
აუუ კიდევ მინდა ასეთი ქეიფი smile.gif კიდევ მინდა ბუნება, კიდევ მინდა სასმელში ჩაღრჩობა და კიდევ მინდა კაკოსთან ლაპარაკი.

გეფიცები ასეთი კარგი დრო არ მიტარებია რა smile.gif

აუუ მოდით რა კიდევ წავიდეთ სადმე, ოღონდ დავითასთან აღარ smile.gif სირცხვილია biggrin.gif

მე დაგპატიჟებდით, მაგრამ გურიაში რა უნდა გვაჭამონ და დაგვალევინონ? ჩვენი სუფრით თუ წავალთ კიდე რაღა ჯანდაბა გვინდა გურიაში biggrin.gif biggrin.gif

აუუ მშიაა

გურია მაწყობს, ფხალეული და მჭადი ბლომად იქნება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona Mar 17 2012, 12:19 PM

iorama

ხო ლაშა, ფხალეულიც ექნებათ და ისეთი ღვინო, რომ ჩემმა მტერმა დალია biggrin.gif


პოსტის ავტორი: ja_ja Mar 17 2012, 12:32 PM

ilariona

ციტატა(ilariona @ 17th March 2012 - 11:34 AM) *
მწვადებზე თუ გვაქეიფებენ წავიდეთ

რა უნდა ებრაელებთან მწვადებს? ეგენი ღორს ეკარებიან საერთოდ biggrin.gif

ციტატა(ilariona @ 17th March 2012 - 11:09 AM) *
კიდევ მინდა სასმელში ჩაღრჩობა

უკვე მერამდენედ შევახსენო რომ ახალ წელს მეუბნებოდა მეტს აღარ დავლევ 6 თვის მარაგი ავკრიფეო! smile.gif ხულიგან! პიანიცა, პიანი მასტერ! biggrin.gif D: biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona Mar 17 2012, 01:17 PM

ja_ja
შენ რა ცოლივით მახსენებ ჰა? smile.gif

რავი ერთი კვირის წინ არაშ ბარაშის უფროსი იყო ჩამოსული ამიტაი და სუკის ნაჭერი ვერ გამოვგლიჯე პირიდან smile.gif

ჟორჟიკაც ხომ ჭამს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: VTEC Oct 12 2012, 01:27 PM

მიიღეთ სალამი თქვენი დაკარგული ძმისგან biggrin.gif

აუ რა მაგარი დრო გიტარებიათ... დორბლი მომდის რომ ვათვალიერებ.... მე კიდე მაგ დროს ბაქოში დავბოდიალობდი მარტო.... sad.gif



ციტატა(ilariona @ Mar 17 2012, 11:09 AM) *
აუუ კიდევ მინდა ასეთი ქეიფი smile.gif კიდევ მინდა ბუნება, კიდევ მინდა სასმელში ჩაღრჩობა და კიდევ მინდა კაკოსთან ლაპარაკი.

გეფიცები ასეთი კარგი დრო არ მიტარებია რა smile.gif

აუუ მოდით რა კიდევ წავიდეთ სადმე, ოღონდ დავითასთან აღარ smile.gif სირცხვილია biggrin.gif

მე დაგპატიჟებდით, მაგრამ გურიაში რა უნდა გვაჭამონ და დაგვალევინონ? ჩვენი სუფრით თუ წავალთ კიდე რაღა ჯანდაბა გვინდა გურიაში biggrin.gif biggrin.gif

აუუ მშიაა


ბოდბეში სახლი მეც მაქვს, მაგრამ არავინ ცხოვრობს და ვინ მოგვხედავს ამდენ ხალხს... მე კიდე დიასახლისობა მაგრად არ მეხერხება biggrin.gif
ხოდა სახლის რა გითხრათ მაგრამ ბოდბის ღვინო ჩემზე იყოს smile.gif

პოსტის ავტორი: ilariona Oct 13 2012, 09:40 AM

VTEC
სალამი პატივცემულო smile.gif

როგორ ხარ და სად დაიკარგე?

ბოდბემდე თუ ჩავედით მერე კი ვიცი რასაც გვიზავენ იქ და ჯობია სხვა მიმართულებით წავიდეთ biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services