თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ფორუმის შესახებ... _ ჩვენი სტიკერები

პოსტის ავტორი: Jah Nov 25 2009, 09:41 PM

ვზივარ და ვფიქრობ...
აქტიურობა არ არის, გვყავს 198 დარეგისტრირებული მომხმარებელი, მაგრამ მათ შორის 90% მკვდარი სულია.
არ მინდა გული გავიტეხო, და არ ვასუფთავებ, მომხმარებლების საერთო სიას...
სულ ვფიქრობ, რა არ გავაკეთე ისე ან რა გავაკეთე არასწორად... თუმცა გასაკვირი არ არის, განუვითარებლები ვართ ამ დარგში,
ან სულაც შეიძლება არც არასდროს დიდი ინტერესი არ გამოიწვიოს ჩვენს ქვეყანაში "პნევმატურმა მოძრაობამ"
ანუ მანიაკები გვაკლლია biggrin.gif ყველას გვიყვარს სროლა, და ჩვენი "პნევმო" მაგრამ არა ყველა გადადებს ყველაფერს იმისთვის რომ
სასროლად წავიდეს ან თუნდაც იარაღს მიხედოს.
მე მაგალითად ვარ მანიაკი, აქ ფორუმზეც გვყავს რამოდენიმე ადამიანი - მანიაკები smile.gif არ დავასახელებ...
მაგრამ ცოტანი ვართ, თანაც ძალიან ძალიან ცოტანი.

მოკლედ რასთან დაკავშირებით ვამბობ მაგას smile.gif
გადავწყვიტე, რაღაც რეკლამის ვარიანტი გავაკეთო.
დავბეჭდავ სტიკერებს, მანქანებზე მისაკრავებს, ჩვენი ფორუმის ლოგოთი, ვისაც გვყავს მანქანები, თუ მივაწებებთ კარგი იქნება, ნუ თავისთავად სურვილისამებრ.
ასევე დავბეჭდავ პატარა სტიკერებს, უბრალოდ "სადმე" მისაკრავად, ანუ გაჩერებებზე, ბოძებზე და ა.შ.
აი ამ საკითხშI თუ მომეხმარებით ძალიან კარგი იქნება.
სტრატეგია მესმის ასეთი:
ყველა აქტივისტს (ვინც გამოიჩენს ინიციატივას) დავურიგებ ნ-რაოდენობის ასეთ სტიკერებს, და ქონდეთ სულ ქურთუკის ჯიბეში.
ქალაქში მოძრაობისას სადაც კი ნახავთ ადგილს, მიაწებეთ ხოლმე...

ნუ იდეის დონეზე მგონი გასაგებია.
აბა ვინ რას ფიქრობთ?

მოხალისეები:

1. Der Rote Baron
2. dawiti
3. toti
4. foxi
5. geojorjika

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 25 2009, 09:51 PM

Jah, я за
სანამ პრავას ავიღებ ძირითადად ფეხით დავდივარ და მოიტა სადაც გავივლი მივაკრობ
როგორც კი პრავას ავიღებ მანქანას ვთრეულობ და მერე მანქანაზეც მივაკრავ (იმენა ამ პრავამ გამაწამა რა biggrin.gif)

პოსტის ავტორი: Jah Nov 25 2009, 09:52 PM

პირველ პოსტში დავამატებ მოხალისეების სიას.

პოსტის ავტორი: toti Nov 25 2009, 09:54 PM

კარგი იდეაა, ადრე მასე ბათუმში დელფინებს აკრავდნენ და ასლანა გააქციეს და დელფინები დააბრუნეს იმედია ჩვენც დავიბრუნებთ ჩვენც ფორუმელებს და ის რომ აქტიურობაა არაა ტეხავს,მე ბათუმში ვარ და რომ ვკითხულობ თვენს გასვლებს და ასე შემდეგ წარმოიდგინეთ რა დღეში ვარ!

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 25 2009, 09:54 PM

ციტატა(Jah @ Nov 25 2009, 10:52 PM) *
პირველ პოსტში დავამატებ აქტივისტების სიას.

აქტივისტები არა უფრო მოხალისეები ჯობია მგონი ან რამე, აქტივისტები მიტინგი ხომ არაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Jah Nov 25 2009, 09:55 PM

Der Rote Baron
დიდი მადლობა.
ვნახოთ რამდენი ხალხი შეგროვდება ამ საქმისთვის, და მერე აქვე დავწერ თუ როდის იქნება მზად.

პოსტის ავტორი: toti Nov 25 2009, 09:55 PM


პოსტის ავტორი: Jah Nov 25 2009, 09:56 PM

ციტატა(George @ 25th November 2009 - 10:54 PM) *
აქტივისტები არა უფრო მოხალისეები ჯობია მგონი ან რამე, აქტივისტები მიტინგი ხომ არაა

მიღებულია, შეიცვალა smile.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 25 2009, 09:58 PM

ჰაა იაქტიურეთ ხალხნო! თითომ სულ ცოტა 20 სტიკერი რომ მიაკროს უკვე საქმეა smile.gif
პ.ს გია კაი ხოშიანები დაამზადე ინტრიგნული დიზანით რო მსულ რო არ აინტერესებდეთ მაინც დაინტერესდნენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Jah Nov 25 2009, 10:03 PM

ციტატა(George @ 25th November 2009 - 10:58 PM) *
პ.ს გია კაი ხოშიანები დაამზადე ინტრიგნული დიზანით რო მსულ რო არ აინტერესებდეთ მაინც დაინტერესდნენ

მაგას ვაპირებ ზუსტად smile.gif

პოსტის ავტორი: toti Nov 25 2009, 10:20 PM

ბათუმშიც ხომ მომაწვდენთ როგორმე?

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 25 2009, 10:22 PM

ციტატა(toti @ Nov 25 2009, 11:20 PM) *
ბათუმშიც ხომ მომაწვდენთ როგორმე?

თავისუფლად! მარშუტკას გამოვატანთ

პოსტის ავტორი: dawiti Nov 25 2009, 10:24 PM

სტიკერები კარგიიდეა იქნება wink.gif მოხალისეთა რიგებში მეც ჩამწერეთ

პოსტის ავტორი: Jah Nov 25 2009, 10:25 PM

ციტატა(ria2204 @ 25th November 2009 - 10:20 PM) *
ბათუმშიც ხომ მომაწვდენთ როგორმე?

რა თქმა უნდა!
მარშრუტკით გადმოგიგზავნი.

პოსტის ავტორი: foxi Nov 25 2009, 10:30 PM

რუსთავი და ჩემი მაღაზია თქვენთანარი ჯიგრებო აზრზე მოვიყვანოთ ხალხი თორე როგო მიყურებენ ოპტიკით რომ დავდივარ უნდა ნახოთ 11.gif რაცუფრო მყვირალა და თვალში საცემი იქნება სტიკერი უფრო კაი მაგგარი იდეაა!

პოსტის ავტორი: Jah Nov 25 2009, 10:32 PM

foxi
შენც დაგამატებ სიაში

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 25 2009, 10:33 PM

Jah
ვერ დაგპირდებიტ სტიკერებით ხელში ბოძებზე გასაკრავად ვირბენ მეტქი მაგრამ კარგი იქნება რაღაც ვიზიტკის პონტში რომ იყოს და ვისაც შევაჩნევთ რომ პნევმატიკა მოსწონს მივცემ და ვეტყვი რომ კაი ხალხი ვართ ამ ფორუმზე smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Nov 25 2009, 10:35 PM

ციტატა(giorgi @ 25th November 2009 - 10:33 PM) *
ვერ დაგპირდებიტ სტიკერებით ხელში ბოძებზე გასაკრავად ვირბენ მეტქი მაგრამ კარგი იქნება რაღაც ვიზიტკის პონტში რომ იყოს და ვისაც შევაჩნევთ რომ პნევმატიკა მოსწონს მივცემ და ვეტყვი რომ კაი ხალხი ვართ ამ ფორუმზე

მე არც მიგულისხმია, სპეციალურად იარეთ თქო და აწებეთ smile.gif
მიწერია -
ციტატა(Jah @ 25th November 2009 - 09:41 PM) *
და ქონდეთ სულ ქურთუკის ჯიბეში.
ქალაქში მოძრაობისას სადაც კი ნახავთ ადგილს, მიაწებეთ ხოლმე...


აი სავიზიტოებიც კარგი იდეაა.

პოსტის ავტორი: toti Nov 25 2009, 10:39 PM

yes!

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 25 2009, 10:39 PM

ციტატა(Jah @ 25th November 2009 - 11:35 PM) *
აი სავიზიტოებიც კარგი იდეაა.

ჰოდა აბა შენ იცი სავიზიტოებს დიდი სიამოვნებით გავავრცელებ ყველგან სადაც მოვხვდები smile.gif

პოსტის ავტორი: bazuka Nov 26 2009, 08:17 AM

Jah

ციტატა(Jah @ 25th November 2009 - 10:41 PM) *
მანქანებზე მისაკრავებს
:rolleyes:

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 26 2009, 09:52 AM

ციტატა
სანამ პრავას ავიღებ ძირითადად ფეხით დავდივარ და მოიტა სადაც გავივლი მივაკრობ
როგორც კი პრავას ავიღებ მანქანას ვთრეულობ და მერე მანქანაზეც მივაკრავ (იმენა ამ პრავამ გამაწამა რა )

აუუუ, მეც მაგ დღეში ვარ.


ისე, ავიღებდი მანქანაზე მისაკრავებს და მივაკრავდი ჩემს ფორიკას, ყურაDრებას მიიქცევს და მგონი რამეთი მაინც დაგეხმარებით, არა?

პოსტის ავტორი: parna Nov 28 2009, 10:05 AM

მეც ჩამწერეთ smile.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 28 2009, 01:51 PM

მანქანის გაკვრაზე, ახლა, მაგარ უხერხულში ჩავვარდი... რამეს მოვიფიქრებ <---- (ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებთ, თუ შეიძლება)

ვიზიტკებს თუ გააკეთებ მე აქტიურად გავავრცელებ, სტიკერებსაც გავაკრავ რა პრობლემაა, სადაც მოვხდები... მოკლედ მე აქტიურად ჩავერთვები მაგ საქმეში,
...მიმამატე სიაში

პოსტის ავტორი: vito Nov 30 2009, 09:06 AM

Jah
ჩემ პატარა გამოცდილებასაც მივაჯღაპნი ბარემ smile.gif

თქვენ შემთხვევაში მგონია რომ დიდი სტიკერებისგან თავი უნდა შეიკავოთ......
მიზეზები............
ოჩოპინტრეზე რომ ვაკეთებდით თავიდანვე ვიცოდით რომ ბევრი მიაკრავდა, ჰამაც მანქანების რაოდენობა ძალიან დიდია ჩვენთან
და ნადირობას პალნაცენნი მანიაკები ყავს ისეთები რომლებსაც კონკრეტულად უნდათ რომ ხაზი გაუსვან რომ მონადირეები არიან,
და გავაკეტეთ დიდი სტიკერები, თქვენი ამბავი ცოტა რთულად არის, ეხლა თქვენ ვინმე ძმაკაცს რომ უთხრათ რომ მიდი და
მანქანაზე მიაკარი ჩემი დიდი სიკერიო საეჭვოა რომ 90% დადებითი პასუხი გითხრათ, ამიტომ გირჩევთ რომ აირჩიოთ რაიმე ნეიტრალური
ზომის, A4-ის ნახევარი ან კიდევ უფრო პატარა რომელსაც ბევრი დიდი სიამოვნებით საქარე მინაზეც ააკრავს ან კიდევ რაიმე ადგილს უპოვის.
იმის თქმა მინდა რომ თქვენ საშუალება გაქვთ ეს სტიკერები მიაკვრევინოთ ისეთ ხალს რომლებსაც პნევმატიკასთან კავშირი არ აქვს
და მაინც თქვენზე იმუშავებს........
ჰამაც მაგალითად ჩვენ თუ დაგვიჯდა 27$ 1კვ.მ 20 ცალი სტიკერი თქვენ 27$ მიიღებთ 60 ცალს მინიმუმ
თუ რამე დახმარება გინდათ აგერ ვარ, მაგრამ რაც არ უნდა უხერხული იყოს მაიც გირჩევთ გიგას მიმართოთ და ძველი რაღაცეები დაივიწყოთ,
თავისი საქმეც იცის, ადგილებიც, ხატვაც და რაც ამ თემას ეხება ყველაფერი კარგად ესმის...... და დახმარებაც რომ უნდოდა ეგეც ქე გემახსოვრებათ smile.gif

ესაა ჩქიმი კომენტარი smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Nov 30 2009, 09:52 AM

vito
მადლობა რჩევებისთვის. მეც ვაპირებდი პატარა ზომის სტიკერების გაკეთებას. ა4 ან ა5...

პოსტის ავტორი: Jah Dec 11 2009, 03:16 PM

დადგა დრო სტიკერების და რარაც რაღაცეების, დამზადებისა... ვიზიტკების, კალენდრების და ა.შ. დიზაინს ცოტა მოგვიანებით გაჩვენებთ, თუ ვინმეს აინტერესებს.
აი რაც შეეხება მანქანებზე სტიკერებს, მაინტერესებს თქვენი აზრი, მოცემული ორიდან, რომელი ვარიანტი ჯობია, და დაახლოებით რა ზომის იყოს ის...


პოსტის ავტორი: toti Dec 11 2009, 03:27 PM

მე მგონი 1 ჯობია და თან გავაკრავ ჩემს მანქანაზე ეგრევე smile.gif

პოსტის ავტორი: iorama Dec 11 2009, 03:32 PM

ჩემი აზრით პირველი სჯობს.მასში მეორე ვარიანტიც არის და კარგია,რომ ფიშტოც გამოისახა.
ა4-ის ნახევარი კარგი უნდა იყოს

პოსტის ავტორი: toti Dec 11 2009, 03:36 PM

ისეთი ზომა უნდა იყოს რომ ძაან დიდი ადგილიც არ დაიკავოს მინაზე და ხელიც არ შემიშალოს გახედვაში biggrin.gif

პოსტის ავტორი: iorama Dec 11 2009, 03:40 PM

რუსთავს მეც ვწამლავ ტკბილი პნევმო-შხამით smile.gif დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ამ საქმიანობის პოპულარიზაციაში ჩვენს ქალაქში

პოსტის ავტორი: Jah Dec 11 2009, 03:59 PM

ციტატა(iorama @ 11th December 2009 - 03:32 PM) *
ა4-ის ნახევარი კარგი უნდა იყოს

მეც ვიფიქრე A5-ს გავაკეთებ მეთქი.

პოსტის ავტორი: nihontoman Dec 11 2009, 06:33 PM

Jah
მომწონს პირველი, ოღონდ მგონია რომ აი ის ზემოტა ნახატი, ანუ ზემოტა კაცი თავისი ფიშტოთი რო მოაძრო მაქედან უფრო მაგარი გამოვა....

პოსტის ავტორი: Jah Dec 11 2009, 06:46 PM

ციტატა(nihontoman @ 11th December 2009 - 06:33 PM) *
მომწონს პირველი, ოღონდ მგონია რომ აი ის ზემოტა ნახატი, ანუ ზემოტა კაცი თავისი ფიშტოთი რო მოაძრო მაქედან უფრო მაგარი გამოვა....

მართალი ხარ, შენ ხო იცი smile.gif
ახლა შევხედე და სცრად ასეა... ზემოთა მსროლელი ლამაზი იქნება ვიზიტკაზე, ან პატარა ჯიბის კალენდარზე...
აი მანქანისთვის სტიკერზე, თვალს ჭრის... და 1 მსრლელით იქნება უფრო მკვეთრი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, გამოსახულება.
აი "კონსტრუქციული აზარი" © ნ. ბურჯანაძე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Dec 12 2009, 10:22 PM

წოწ გაის! ოლ ოფ იუ არ ინგლიშ სპოუქენ სტაფ?! აი ჰედ ნოუ აიდია ებაუთ ით...
მდაა... ბევრი უცხოელი გყავთ უკვე ფორუმზე?

პოსტის ავტორი: parna Dec 13 2009, 12:42 PM

მაგარი და ყველაზე გასაგები რაიქნებოდა იციით? biggrin.gif

AIRGUN.ge eg msroleli roja da slogani დიდი წითელი ასოებით


კისტისთოფიანების ფორუმი 5.gif

პოსტის ავტორი: Jah Dec 13 2009, 02:15 PM

ციტატა(parna @ 13th December 2009 - 12:42 PM) *
კისტისთოფიანების ფორუმი

biggrin.gif

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Dec 13 2009, 03:45 PM

სულ ერთი რამ მაკვირვებს...
რუსები ქსენოფობები არიან და ჩვენ კი პირიქით - ქსენოფილები sad.gif
ეტყობა გვრცხვენია საკუთარი ენისა და წარმოშვების?!

დიდათ ვწუხვარ, მაგრამ ეტყობა ასეა sad.gif

პოსტის ავტორი: Jah Dec 13 2009, 07:54 PM

ციტატა(Gigabyte13 @ 13th December 2009 - 04:45 PM) *
სულ ერთი რამ მაკვირვებს...
რუსები ქსენოფობები არიან და ჩვენ კი პირიქით - ქსენოფილები
ეტყობა გვრცხვენია საკუთარი ენისა და წარმოშვების?!

დიდათ ვწუხვარ, მაგრამ ეტყობა ასეა

ყველაფერი ბევრად მარტივია, მერწმუნე.
ს.პ.ი.მ.ა.-ს ლოგო თუ გაქვს ნანახი - ქართულია wink.gif
ნუ თავისთავად მერე ინგლისურიც იქნება... ეს ქსენოფილიას რაც შეეხება.
და ამ შემთხვევაში, მე მაქვს პირადი აზრი, და ვინც სხვანაირად ფიქრობს, ეს არ არის ჩემი პრობლემა.
აზრი კი შემდეგია:
ინტერნეტ სივრცეში, ყველა სლოგანი ან ნიშანი, უნდა იყოს მხოლოდ ინგლისურ ენაზე, არ გავნმარტავ თუ რატომ ვფიქრობ ასე, ეს ჩემი უფლებაა, ასე ვიფიქრო.
და აქაც, ამ სტიკერებით მე "ვარეკლამირებ" ფორუმს, ანუ ინტერნეტ მისამართს. და თავისთავად ინგლისურ წარზერას airgun.ge არ მოუხდებოდა (ჩემი აზრით)
ქართული წარწერა და ამიტომ დაიწერა georgian airgunners portal.

პს
ისე მართალი ხარ რაღაც მომენტში... მე ზედმეტად პროამერიკული ვარ.
და მომწონს ეს ფაქტი wink.gif

პოსტის ავტორი: Davitus Dec 14 2009, 09:13 AM

Jah

პირველი ლოგო კარგია, ეგ ზედა მოაშორე და მაგარი იქნება, კიდე ტიპს რომ სშაშხანა უჭირავს მაგ ლოგოში, ბიპოდის მაგვარი რაღაც რომ ჩანს ეგეც მოაშროე და ძალიან მაგარი რამე იქნება, A5 თუ იქნება გავაკრავ სიამოვნებით

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Dec 14 2009, 10:49 AM

ციტატა(Jah @ Dec 13 2009, 08:54 PM) *
ყველაფერი ბევრად მარტივია, მერწმუნე.
ს.პ.ი.მ.ა.-ს ლოგო თუ გაქვს ნანახი - ქართულია wink.gif
ნუ თავისთავად მერე ინგლისურიც იქნება... ეს ქსენოფილიას რაც შეეხება.
და ამ შემთხვევაში, მე მაქვს პირადი აზრი, და ვინც სხვანაირად ფიქრობს, ეს არ არის ჩემი პრობლემა.
აზრი კი შემდეგია:
ინტერნეტ სივრცეში, ყველა სლოგანი ან ნიშანი, უნდა იყოს მხოლოდ ინგლისურ ენაზე, არ გავნმარტავ თუ რატომ ვფიქრობ ასე, ეს ჩემი უფლებაა, ასე ვიფიქრო.
და აქაც, ამ სტიკერებით მე "ვარეკლამირებ" ფორუმს, ანუ ინტერნეტ მისამართს. და თავისთავად ინგლისურ წარზერას airgun.ge არ მოუხდებოდა (ჩემი აზრით)
ქართული წარწერა და ამიტომ დაიწერა georgian airgunners portal.

პს
ისე მართალი ხარ რაღაც მომენტში... მე ზედმეტად პროამერიკული ვარ.
და მომწონს ეს ფაქტი wink.gif


მეც პროამერიკულად ვაზროვნებ საქართველოს სამხედრო დოქტრინის თვალსაზრისით.
რაც შეეხება სლოგანსა თუ ლოგოტიპს - შენ თუ ვერ ფლობ ქართულ ტიპოგრაფიკას
და ვერ უსადაგებ ლათინურ შრიფტს ქართულს ეს მართლაც შენი პრობლემაა, ზოგად
საქართველოს პრობლემაა - უვიცობა და ამპარტავნობა. იყო დრო, მეც არ ვიცოდი.
მერე შევხვდი ჩემზე გაცილებით გამოცდილ და ნასწავლ ადამიანებს, თავი მორჩილად დავხარე და ვისწავლე.

ახლა თუ რეკლამაზე დავიწყებთ საუბარს, შემიძლია გაგიზიარო საკუთარი გამოცდილება
და რჩევა მოგცე (მიიღებ თუ არა, ეს შენი საქმეა) - ვებ-გვერდის მისამართი რა თქმა უნდა
იწერება ლათინური ასოებით და ინგლისური სპელინგით, მაგრამ სლოგანი უმჯობესი იქნება
ქართულად დაიწეროს (თუმცა სლოგანს აქ ვერ ვხედავ).

რაც ემბლემას შეეხება - პერიმეტრის კონტური რომელიც ავტომატურად არის გამეორებული
ქორელის ე.წ. აუტლაინერით საკმაოდ რთულია და კუთხოვანი. ამას ხელი უნდა შეავლო და
სადაც საჭიროა უნდა მოამრგვალო ან გაასწორო.

ვერსია ფეხზე მდგარი პიქტოგრაფიკული მსროლელით გაცილებით უფრო დახვეწილია.
და ბოლოს. თუ ჩემ - ამ ფორუმელი ადამიანის აზარს გამორჩეულად არ იზიარებ რაიმე პრინციპების გამო
სჯობს საერთოდ ამომშალო ამ ფორუმის სიიდან.

პოსტის ავტორი: Jah Dec 14 2009, 12:10 PM

ციტატა(Gigabyte13 @ 14th December 2009 - 10:49 AM) *
მეც პროამერიკულად ვაზროვნებ საქართველოს სამხედრო დოქტრინის თვალსაზრისით.

მე კიდე არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ყველა არსებული კუთხით.
ამიტომ ვატყობ ჩვენ ერთმანეთს ვერ გაუგებთ.
ყველას რცევას ან აზრს ყოველთვის უსმენ, მაგრამ ვიტოვებ უფლებას მოვიქცე ისე როგორც მე ჩავთვლი საჭიროდ.
თუ რამეს, ამ ფორუმზე არ ეთანხმები, ეს შენი პირადი საქმეა, იყო ამ ფორუმის წევრი თუ არა ესეც ჩემი გადასაწყვეტი არ არის.
ჩემთვის ყველა წევრი ძვირფასია, თუნდაც კარდინალურად განსხვავდებოდეს ჩვენი ხედვა.
მე არ ვარ შენს მიმართ არანაირად აგრესიულად განწყობილი, უბრალოდ ვერ ვიგებთ ჩვენ ერთმანეთს, ვერაფერს ვერ ვიზამთ wink.gif
ამით ჯობია დავასრულოთ ჩვენი საუბარი.

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Dec 14 2009, 02:01 PM

ხო და მოკლედ, ამომშალე ამ ფორუმის რიგებიდან...
მოკლედ და კონკრეტულად

პოსტის ავტორი: Jah Dec 22 2009, 03:36 PM

მანქანის სტიკერები დაბეჭდილია, ასევე დაბეჭდილია ჩვენი ჯიბის კალენდრები.
ვისაც სურვილი ექნება, შეგიძლიათ მოხვიდეთ გამრეკელის (კუტუზოვის) 19-ში
და წაიღოთ.
ჩემი ნომერი არის დახურულში.

პოსტის ავტორი: toti Dec 22 2009, 03:52 PM

ბათუმში არის გამოგზავნის საშუალება რამე?აქაც რომ განვახორციელო ინფოს გაცნობა?

პოსტის ავტორი: nihontoman Dec 22 2009, 06:07 PM

Jah
აუუუ, კაია, მე ერთს ავიღებდი, მარა დახურულში ვერ შევდივარ.....
ისე, სურათი დადე რა როგორია....

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 18 2012, 09:17 PM

ეს სტიკერები კიდევ არის?

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 18 2012, 10:17 PM

geojorjika
სადრა იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 18 2012, 10:21 PM

რავიცი აბა

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services