მოგესალმებით.
კიდევ ერთი ვიდეო ჩავწერე სადაც დეტალურად არის განხილული თუ როგორ გამოვთვალოთ MRAD - MIL - MILLIRADIAN
გმადლობთ.
საღოლ გიო. ჩემი აზრით იუთუბი უფრო კაი ვარიანტია. უფრო ბევრი ნახავს. გვერდი გააკეთე იუთუბზე და დაარქვი ზუსტი სროლი ანმბანი ან რაიმე მსგავსი
MonSoon
საღოლ გიო. ბოლომდე ვუყურე, ძალიან სასიამოვნოა როცა ქართულად არის ეს ყველაფერი. არვიცი რატომ, შეიძლება ჩემი ოპტიკის დამსახურება იყოს რომ მრადებშია, მაგრამ ნათელია რომ ბევრად მარტივი დასაანგარიშებელია მრადებში. შესაბამისად ადვილადაც გამახსოვრდება. პრაქტიკაშიც დავრწმუნდით, ჩვენ როცა ვისროლეთ, რომ როცა მრადებშია ოპტიკა, დოლურით ძალიან მარტივი სასროლია. მე ესე მომეჩვენა და მოაში ოპტიკებს არ ვაკნინებ, უბრალოდ ჩემი აზრია.
გიო მადლობა. კარგია
გიო, ეს ვიდეოები, რომ არ დაიკარგოს, მოათავსე ერთ კრებულში. მოაზეც და მრადებზეც
giga2010
კი მასეა ოღონდ უფრო ვინც ნოლიდან იწყებს ყველას მილრადიანი უფრო ეკომფორტულება. მრგვალ ციფრებთან უფრო კოფორტულია ურთიერთობა და ვინც ძაან მიჩვეული არაა ყველა მილს ირჩევს
okela84
MonSoon
კიი გიო.
ვთქვათ ოპტიკების განყოფილებაში, ან რამე მაგდაგვარი. რომ იკითხავს ვინმე ადვილად რომ მიასწავლო
ეხლა არის ბალისტიკის განყოფილებაში ეს ვიდეოები.
სად სჯობს რო გადავიტანოს მოდერმა. მრადი, მოა ვიფიქრე ბალისტიკასთან ახლოს უფრო არის მეთქი და .....
MonSoon
იყოს მაშინ მანდ. მშვენიერია
MonSoon
კიბატონო. მოვიდეს მოდერიც და სადაც გადაწყვეტთ იქ იყოს.
ერთი კითხვა მაქვს, ვინც ნახეთ ვიდეოები.
კიდევ ვაპირებ რაღაცეების ჩაწერას და მაინტერესებს თქვენ რა მინუსი ან პლიუსი დაინახეთ ყურებისას, რა გავითვალისწონო ?? მაინტერესებს მაყურებლის თვალიდან როგორ ჩანს ??
MonSoon
ნუ რადგან იკითხე მეც გეტყვი. ამ ინფორმაციის მაძიებლების 99%-ს ან ოპტიკური სამიზნის შეძენისას შეექმნა დაბნეულობა ოპტიკის სპეციფიკაციებში მრადი ან მოას ამოკითხვისას ან უკვე შეიძინა რომელიმე ერთეულით და ყიდვის შემდგომ ცდილობს გარკვევას და სწორედაც იმ კატეგორიისთვის რომელმაც არც რუსული იცის არც ინგლისური და არც გუგლ თრანსლეითი ასეთი ტიპის და ხანგრძლივობის ვიდეო ცოტა არ იყოს კვანტური ფიზიკის ტოლფასია.
giga2010
okela84
გასაგებია.
ამას როგორ მოვახერხებ არ ვიცი. ალბათ 2 ნაწილად შეიძლება გაყოფასავით შესავალი მოკლედ, მარტივად და მერე დეტალურად. მე უფრო უფრო იმიტო ვსაუბრობ დეტალურად რო ვისაც აინტერესებს და ეძებს იმათ ნახონ. მეც ვყოფილვარ და ვარ მსგავს სიტუაციაში. ტვინი რო მეღლება ინგლისურ საიტებზე კითხვისგან. ისე კი სულ დამწყებისტვის მემგონი არ არის ეს ჩანაწერები.
კომენტარებში ერთი მეკითხებოდა ოპტიკაზე 1/4 მოა აწერიაო და რას ნიშნავსო. ავუხსენი, მარა შემდეგი კითხვა გამოუშვა ისეთი რავი მათემატიკა თავად არ ვიცი იმას ვერ ავუხსნიდი სკოლის მასალას. თავად უნდა მიმხვდარიყო. აი ესეთებისთვის არ არის ეს ჩანაწერები.
მერე ერთის რაღაცის ჩაწერას ვფიქრობ მონახაზივით მაქვს რა და როგორ ვქნა. აი იქ ისეთი ამბავი იქნება ფორმულების რო რავი. იქ მომიწევს ცოტა ზერელედ გაკეთება. მარა ერთი ის კი არის რო მეტი ვიდეო ფაქტებიც იქნება.
MonSoon
გიო ჯიგარი ხარ. ჩემი აზრით კარგ საქმეს აკეთებ. ძირითადად კითხვა პასუხის რეჟიმში ვართ ხოლმე ფორუმზე და ზუსტად ეს შენი ვიდეოები ამომწურავად სცემს პასუხს. თუ ვინმე არ დაიზარებს და ბოლომდე უყურებს, წესით უნდა გაერკვეს და კითხვებიც აღარ უნდა გაუჩნდეს
აა ყურებადში იცი რას ვგულისხმობ ?? აი ვიდეოს რო ჩართავ და ბლა,ბლა ბლას გამო მალევე არ გამორთავ, არაინფორმატიულობის და რუტინის გამო. ნახვების აგრვებას არ ვგულისმხობ. არც რაიმე კომერციული მიზანი მაქვს. ხმამაღალი ნათქვამი კი არის.
მთავარი მიზანი ის მაქვს რომ აი ვისაც აინტერესებს და რამოდენიმე წყაროდან უწევს ინფორმაციის აგროვება ერთ თემაზე ან ცოტა მაინც გარკვეულია და იცის რო 1 მრადი არის 100 მეტრზე 10 სმ მაგრამ არ იცის რატო, აი სწორედ ეგეთ ხალხზე ვფიქრობ. ძალიან კომფორტულია ქართულად დამეთანხმებით, სწორედაც მაგიტო ვცდილობ რო დეტალური იყოს.
თორე უკვე დავრწმუნდი და დაგეთანხმებით იმაში რო ყველას არ მოსწონს ფორმულებში, ციფრებში და გამოთვლებში შესვლა. ხოლო აი ის ვინც არაფერი იცის ამ მხრივ. ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისტვის, აი ეგეთ ხალხზე არც აქვს კეთებას აზრი. მასწავლებლობა და ანი ბანის ახსნას ვერ ვახერხებ, ნერვი არ მაქვს მაგისი, თან ესეთი ხალხი ძირითადად ერთი და იგივე კითხვას 2–3 ჯერ კითხულობენ და ატრიალებენ. მასეტებისთვის ვიფიქრე რო თავიდან მოკლედ აიხსნას ვიდეოს არსი. შემდეგ უკვე დეტალურად.
აი მე რო ვეძებდი და ვეძებ ინფორმაციებს და მიწევს ათასი წყაროდან ინფორმაციის აღება. მერე სადღაც რაღაც ნაწილს წაადგები ინფორმაციის. თავს იღლი მოკლედ, ეგ არის დამღლელი არაკომფორტული. აი მასეთ ხალხზე ვიძახი პირდაპირ შევა დეტალურად ნახავს. მთავარია მოსაწყენი არ იყოს. თორე რო მიანტერესებდა რაღაც, 40 წუტიანი ვიდეოსთვის მიყურებია გადაუხვევლად.
მადლობა შეფასებებისთვის ყველას. ტქვენი აზრი მაინთერესებდა.
vexam
გმადლობ.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services