თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი... _ რემონტი

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 23 2016, 11:08 AM

სალამი ფორუმელებს. მაქვს ჰატცანი ატ-44. დიდიხანია არ დამიტენია, მქონდა შენახული 110 ბარზე, დღეს დავიწყე დატენვა ტუმბოთი, როცა შევაერთე დაიწყო ჰაერის გამოშვება. ავედი 150 ბარზე და მოვხსენი, ჰაერი გამოდის დამტენი პორტიდან. ხომ არ დამეხმარებით და რას მირჩევთ, სავარაუდოდ რეზინაა

პოსტის ავტორი: userman Sep 23 2016, 11:37 AM

giga2010
პირველ რიგში მოხსენი რეზერვუარი . დაცალე ჰაერისგან. შემდეგ მოხსენი დამტენი პორტი და დაშლის შემდეგ ნახავ რეზინებს , თუ დაზიანებული არაა რეზინები ( არც მგონია დაზიანება ), მაშინ გაწმინდავ შიგნეულობას ( სავარაუდოთ წყლის წვეთები იქნება და მცირეოდენი ჟანგი ) შემდეგ წაუსვავ სილიკონის ზეთს და ააწყობ.

პრობლემაც მოგვარდება . თუ არ მოგვარდა და ისევ გაუშვა მაშინ რეზინი ყოფილა დაზიანებული. შეცვლი და მოგვარდება ყველაფერი.

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 23 2016, 11:44 AM

მადლობა ყურადღებისთვის. ჰაერი გამოვუშვი, დავცალე ბოლომდე. დამტენ პორტს ვერ ვხსნი. თქვენ როგორ მოხსენით?

პოსტის ავტორი: userman Sep 23 2016, 11:59 AM

giga2010

რეზერვუარი დაიჭირე რეზინის ხელთათმანით დამტენ პორტში შეუყარე რამე რკინა ( კლუჩის ტარი ან შესტიგრანკი ) თუ თხელ რეზინსაც ჩააყოლებ მით უკეთესი . შემდეგ დაატრიალებ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით .

აწყობისას , დაჭერისას კლუჩი არ გამოიყენო ხელით , როგორც შეძლებ დაუჭირე , ზეთი რეზერვუარსაც მოსცხე შიგნიდან და რეზბაზე რომ რეზინაა იმასაც.

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 23 2016, 01:38 PM

ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, ვერ ვხსნი ვერაფრით. დამტენ პორტს უნდა მოეხსნას მანომეტრი?

პოსტის ავტორი: userman Sep 23 2016, 01:50 PM

giga2010

ციტატა(giga2010 @ 23rd September 2016 - 02:38 PM) *
ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, ვერ ვხსნი ვერაფრით. დამტენ პორტს უნდა მოეხსნას მანომეტრი?


არა მანომეტრი არაფერშუაში არაა, მაგასთან ერთად უნდა მოუშვა . როგორც ჩანს რეზბას მცირეოდენი ჟანგი ექნება

რა ვიცი აქედან მეტი რა გირჩიო . ვინმე მოიხმარიე . ისე ტისკის გამოყენებაც შეიძლება ოღონდ ძალიან სიფრთხილით.

სადღაც დავწერე კიდეც და აქაც გავიმეორებ ,: რეზერვუარში დროთა განმავლობაში გროვდება წყლის წვეთები ( ეს იქნება ნასუსიდან და სიცივიდან სითბოში გადასვლით გამოწვეული ანუ კონდესატი ). ამიტომ სულ რომ არაფერი არ სჭირდეს რეზერვუარს სადღაც 500- 1000 ტყვიის გასროლის შემდეგ უნდა დაიშალოს და გაიწმინდოს რეზერვუარი, მითუმეტეს თუ დიდხანს ხმარებას არ აპირებ .

პოსტის ავტორი: userman Sep 26 2016, 04:27 PM

giga2010

რა ქენი, მოაგვარე პრობლემა ?

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 26 2016, 08:10 PM

მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის. მოკლედ არაფერი გამომივიდა, დავშალე, გავწმინდე, შევცვალე რეზინები თუ კი სადმე ქონდა რეზიკს, სილიკონის ზეთითაც დავპოხე. დავტუმბე 110 ბარამდე და მაინც ძალიან უმნიშველოდ მესმის ფშიტინის ხმასადღაც დამტენ პორტთან.

პოსტის ავტორი: giorgi555 Sep 26 2016, 09:24 PM

გადაუსვი საპნიანი წყალი და დაინახავ.

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 6 2016, 08:35 PM

userman

ციტატა(userman @ 23rd September 2016 - 12:59 PM) *
კლუჩის ტარი ან შესტიგრანკი


არავითარ შემთხვევაში არავის აღარ ურჩიო დამტენ პორტში დაკუთხვილი დეტალების ჩატენა.... თუ რაიმეა ჩასატენი, მაქსიმუმ გლუვი მრგვალი ღერძი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემხთვევაში დაემჩნევა ზედაპირზე ჩაჭყლეტვა და მერე ვერანაირი დამტენი შტუცერის რეზინა ვეღარ დაიჭერს ჰაერს...

ტყუილა არ ვიგონებ ჩემთან ათეულობით ეგეთი დაზიანებული რეზერვუარია ამოტანილი...



giga2010
თუ დამტენი პორტიდან ან მიდამოებიდან გამოდის ჰაერი, მაშინ შენს რეზერვუარს ან დაზიანებული აქვს კლაპანი რომელიც ჰაერს უნდა კეტავდეს და გარეთ არ უნდა უშვებდეს, ან დაზიანებულია მანომეტრი, ან მისი ბუდე...

ნებისმიერი შემთხვევაში რომ დარწმუნდე რაშია საქმე, რამდენზეც შესძლებ დატენვას, დატენე რეზერვუარი (სასურველია თოფიდან მოხსნილი იყოს) და შემდეგ წინა მხარე სადაც მანომეტრია ჩააყოფინე ცხელ, მაგრამ არა ადუღებულ წყალში ( ცხელი წყალი საჭიროა იმიტომ რომ ამოღების და შემშრალების შედმეგ, ლითონის ზედაპირზე დარჩენილი ნესტი უცებ აორთქლდება, შედეგად რკინის დეტალები აღარ დაიჟანგება, ცივი წყალი კი ყოველთვის თხელ ფენად რჩება და მერე ჟანგები იჩითება). წყალი უნდა იყოს 40 გრადუსზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 70 გრადუსისა, იდეალურია 50-60 გრადუსი.


თავს რომ წყალში ჩააყოფინებ დააკვირდი საიდან გამოდის ბუშტულები... თუ გამოდის დამტენი შტუცერის ადგილიდან, მაშინ კლაპანია მისახედი, ხოლო თუ მანომეტრის ადგილებიდან გამოდის, მაშინ ან მანომეტრია დაზიანებული ან მანომეტრი სადაც ჩახრახნილია იქ რეზინას აქვს დარხეული და აპარებს


დაშლისას გაითვალისწინე რომ არ უნდა გამოიყენო ჩვეულებრივი გირაგი, ანუ ტისკი... იმიტომ რომ მილს დეფორმაციას გაუჩალიჩებს და ასევე კარგად დაჩხაპნის. თუ გირაგამდე მიდგა საქმე სპეციალური მილის გირაგი უნდა რომელიც ზემოთ ქვემოდან ლათინული V სიმბოლებივით აჯდება მილს, და მაგ შემთხვევაშიც კი უნდა გამოიყენო სქელი რეზინა, ან თუ სქელი რეზინა არ გაქვს რამდენიმე ფენა ვთქვათ მანქანის კამერა (თუ იშოვი დღეს კიდევ სადმე smile.gif )

რეზინა საჭიროა იმიტომ რომ არ დაგიჩხაპნის ზედაპირი და მეორე უფრო მთავარი ისაა რომ თავისი მოჭიდებითა და ხახუნით კარგად დაიჭიროს რეზერვუარის მილი

დალშე დამტენ პორტში შეგიძლია ჩადო რაიმე მრგვალი მილი ან ღერძი, ნუ ვთქვათ ატვიორკის ღერძი, ოღონდ არაფრის დიდებით ატვიორკის წვერი არ გააჩერო შუაში, თორემ დაწოლისას წვერი გემრიელად ამოკვნიტავს ზედაპირს, გახსოვდეს დამტენი პორტი ალუმინისაა და იოლად დეფორმირდება. შენს თოფს აქვს 9 მილიმეტრიანი დამტენი პორტის ხვრელი ასე რომ სქელი ფიგურნი ატვიორკის ღერძი სავსებით გამოდგება, პორსტა ატვიორკის თავი გარეთ უნდა იყოს გამოსული

ნუ დალშე ძალა გინდა და მოატრიალებ, გაითვალისწინე რომ თურქები რატომღაც არაადეკვატური ძალით უჭერენ ყველაფერს, არ ვიცი რატომ, მაგრამ თავიდან დასაძრავად შეიძლება კაი ძალის გამოყენება დაგჭირდეს, შემდეგში შენ ეგრე სასიკვდილოდ აღარ მოუჭირო, ხელით მოუჭირე და მერე იგივე ღერძის ცოტათი ძალა დაატანე სავსებით საკმარისია...


დალშე რომ აგიხსნა რა და როგორაა გასაკეთებელი ჯერ ის დაწერე საიდან გასდის ბუშტულები....

ბოლო-ბოლო თუ ვერ მოაბავ ამ ყველაფერს თავს ამოდი ჩემთან, და გაგიკეთებ, ნუ უფასოდ არ იქნება, მაგრა გაწეწვაც არ იქნება, გააჩნია რა იქნება გაფუჭებული 10-დან 20 ლარამდე დაგიჯდება.... ხოლო თუ ფულის დახარჯვა არ გინდა, მაშინ აქედან მოგაწვდი ინფოებს და შენს არ დაიზარო დაწერე ხოლმე რა გააკეთე სად გაეჭედე და როგორ აკეთებდი....

პოსტის ავტორი: giga2010 Oct 6 2016, 08:52 PM

ციტატა(ja_ja @ Oct 6 2016, 08:35 PM) *
userman


არავითარ შემთხვევაში არავის აღარ ურჩიო დამტენ პორტში დაკუთხვილი დეტალების ჩატენა.... თუ რაიმეა ჩასატენი, მაქსიმუმ გლუვი მრგვალი ღერძი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემხთვევაში დაემჩნევა ზედაპირზე ჩაჭ*ლეტვა და მერე ვერანაირი დამტენი შტუცერის რეზინა ვეღარ დაიჭერს ჰაერს...

ტყუილა არ ვიგონებ ჩემთან ათეულობით ეგეთი დაზიანებული რეზერვუარია ამოტანილი...



giga2010
თუ დამტენი პორტიდან ან მიდამოებიდან გამოდის ჰაერი, მაშინ შენს რეზერვუარს ან დაზიანებული აქვს კლაპანი რომელიც ჰაერს უნდა კეტავდეს და გარეთ არ უნდა უშვებდეს, ან დაზიანებულია მანომეტრი, ან მისი ბუდე...

ნებისმიერი შემთხვევაში რომ დარწმუნდე რაშია საქმე, რამდენზეც შესძლებ დატენვას, დატენე რეზერვუარი (სასურველია თოფიდან მოხსნილი იყოს) და შემდეგ წინა მხარე სადაც მანომეტრია ჩააყოფინე ცხელ, მაგრამ არა ადუღებულ წყალში ( ცხელი წყალი საჭიროა იმიტომ რომ ამოღების და შემშრალების შედმეგ, ლითონის ზედაპირზე დარჩენილი ნესტი უცებ აორთქლდება, შედეგად რკინის დეტალები აღარ დაიჟანგება, ცივი წყალი კი ყოველთვის თხელ ფენად რჩება და მერე ჟანგები იჩითება). წყალი უნდა იყოს 40 გრადუსზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 70 გრადუსისა, იდეალურია 50-60 გრადუსი.


თავს რომ წყალში ჩააყოფინებ დააკვირდი საიდან გამოდის ბუშტულები... თუ გამოდის დამტენი შტუცერის ადგილიდან, მაშინ კლაპანია მისახედი, ხოლო თუ მანომეტრის ადგილებიდან გამოდის, მაშინ ან მანომეტრია დაზიანებული ან მანომეტრი სადაც ჩახრახნილია იქ რეზინას აქვს დარხეული და აპარებს


დაშლისას გაითვალისწინე რომ არ უნდა გამოიყენო ჩვეულებრივი გირაგი, ანუ ტისკი... იმიტომ რომ მილს დეფორმაციას გაუჩალიჩებს და ასევე კარგად დაჩხაპნის. თუ გირაგამდე მიდგა საქმე სპეციალური მილის გირაგი უნდა რომელიც ზემოთ ქვემოდან ლათინული V სიმბოლებივით აჯდება მილს, და მაგ შემთხვევაშიც კი უნდა გამოიყენო სქელი რეზინა, ან თუ სქელი რეზინა არ გაქვს რამდენიმე ფენა ვთქვათ მანქანის კამერა (თუ იშოვი დღეს კიდევ სადმე smile.gif )

რეზინა საჭიროა იმიტომ რომ არ დაგიჩხაპნის ზედაპირი და მეორე უფრო მთავარი ისაა რომ თავისი მოჭიდებითა და ხახუნით კარგად დაიჭიროს რეზერვუარის მილი

დალშე დამტენ პორტში შეგიძლია ჩადო რაიმე მრგვალი მილი ან ღერძი, ნუ ვთქვათ ატვიორკის ღერძი, ოღონდ არაფრის დიდებით ატვიორკის წვერი არ გააჩერო შუაში, თორემ დაწოლისას წვერი გემრიელად ამოკვნიტავს ზედაპირს, გახსოვდეს დამტენი პორტი ალუმინისაა და იოლად დეფორმირდება. შენს თოფს აქვს 9 მილიმეტრიანი დამტენი პორტის ხვრელი ასე რომ სქელი ფიგურნი ატვიორკის ღერძი სავსებით გამოდგება, პორსტა ატვიორკის თავი გარეთ უნდა იყოს გამოსული

ნუ დალშე ძალა გინდა და მოატრიალებ, გაითვალისწინე რომ თურქები რატომღაც არაადეკვატური ძალით უჭერენ ყველაფერს, არ ვიცი რატომ, მაგრამ თავიდან დასაძრავად შეიძლება კაი ძალის გამოყენება დაგჭირდეს, შემდეგში შენ ეგრე სასიკვდილოდ აღარ მოუჭირო, ხელით მოუჭირე და მერე იგივე ღერძის ცოტათი ძალა დაატანე სავსებით საკმარისია...


დალშე რომ აგიხსნა რა და როგორაა გასაკეთებელი ჯერ ის დაწერე საიდან გასდის ბუშტულები....

ბოლო-ბოლო თუ ვერ მოაბავ ამ ყველაფერს თავს ამოდი ჩემთან, და გაგიკეთებ, ნუ უფასოდ არ იქნება, მაგრა გაწეწვაც არ იქნება, გააჩნია რა იქნება გაფუჭებული 10-დან 20 ლარამდე დაგიჯდება.... ხოლო თუ ფულის დახარჯვა არ გინდა, მაშინ აქედან მოგაწვდი ინფოებს და შენს არ დაიზარო დაწერე ხოლმე რა გააკეთე სად გაეჭედე და როგორ აკეთებდი....

მადლობა ბატონო ჯაჯა ყურადღებისთვის. ბატონ ჯეორჯიკას მივმართე დახმარებისთვის და გამოასწორა. მადლობა გიორგის და ყველა ფორუმელს დახმარებისთვის

პოსტის ავტორი: gocha311 Feb 20 2019, 03:24 PM

მოგესალმებით მეგობრებო თუ ვინმეს გაქვთ აი ეს სასხლეტი ჰატსან 70 ვიყიდი ან თუ შეკეთება შეგიძლიათ ვინმეს ? 555279244

https://radikal.ru

https://radikal.ru

პოსტის ავტორი: aleqsa Feb 20 2019, 05:43 PM

gocha311

თამარ მეფეზე მაგნუმში მიდი მანდააქვთ და 20ლ. ღირს, 1 თვის უკან ვიყიდე მეც..

პოსტის ავტორი: gocha311 Feb 20 2019, 06:14 PM

აუფ გაიხარე ალექს დიდი მამდლობა .არც მიფიქრია მონადირის მაღაზიებში მომეძებნა. მადლობა.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services