გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

87 გვერდი V   1 2 3 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> Hatsan AT44w-10 - ენერგია, ხმა და ჰაერი, ანუ თურებო ყველა ქვეყნისა დაწექით!
ja_ja
პოსტი Sep 14 2010, 03:13 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



პრე ისტორია
ეს ამბავი დაიწყო შერეულ წარსულში, მაშინ დედამიწა ჯერ კიდევ ცხელი ქვის ბურთი იყო. მილიონი წელი მზის ირგვლივ ტრიალი და დედამიწა გაგრილდა, ზედაპირზე წყალი წარმოიშვა და სიცოცხლე ჩაისახა.

ზედაპირზე დიიდი ცხოველები დადიოდნენ, პირველყოფილი მაუმუნ-ადამიანები მშივრები დაბოდიალობდნენ და ბუჩქიდან ბუჩქზე კენკროვანი ნაყოფის აკრებით ერთობოდნენ. რა ექნათ სხვა? დინოზავრებს მთელი ტომის ძალითაც ვერ ერეოდნენ, შედარებით პატარა ხვლიკები კი ხიდან ხეზე დახტოდნენ და დაფრინავდნენ.... ერთხელაც ერთმა ლამის ნერწყვით დამხრჩვალმა ადამიან-მაიმუნმა მფრინავ ხვლიკს სიმწრით ქვა ესროლა. ქვა ხვლიკს თავში მოხვდა, ხვლიკს ტვინის შერყევა დაემართა. მოგეხსენებათ მაშინდელი ტვინები დიდი სტაბილურობით არ გამოირჩეოდნენ, შედეგად ხვლიკმა ფრენის კოორდინატები ვეღარ გაარჩია და ვერ მიხვდა სად არის ზევით, სად არის ქვევით... მოკლედ ბევრი რომ არ ვიყბედოთ ხვლიკი მიწას დაენარცხა.

მაიმუნ-ადამიანი სასწრაფოდ ეცა ჩამოვარდნილ ხვლიკს, ჩაავლო ხელი, სიამოვნებით აწია ცისკენ და გამაყრუებლად დაიჩხავლა.... როგორც თანამედროვე პნევმატიური ისტორიის სახელმძღვანელოები მოგვითხრობენ ასე დაიწტო პნევმატური იარაღის პროგრესი smile.gif

რა თქმა უნდა პნევმატიკა ჰაერის გამოყენებას ნიშნავს, ამიტომაც ადამიანის შეიარაღებაში მალე გამოჩნდა სულით სატყორცნი მილები შხამიანი ისრებით. ჩიტები ციდან ცვიოდნენ და ცვიოდნენ, მაგრამ დაიღალა ადამიანი ფილტვების მუშაობით, ამიტომაც გამოიგონა Hatsan AT44-10 biggrin.gif

როგორც მიხვდით დღევანდელი სტუდიის სტუმარი იქნება ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიერ ნაწარმი პნავმატური თოფი. ამ თოფზე ბევრი რამ წაგვიკითხია ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნის მომხმარებლებისგან, ასევე შავი ზღვის დასავლელი მეზობლის მომხმარებლებისგან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლამის 1 წელია ეს იარაღი იყიდება და ჩვენს ფორუმზე მისი მომხმარებლებიც გვყავს, ამ იარაღის მიმოხილვა არ გაგვაჩნდა.

ერთერთ ჩვენ ფორუმელს ჩაუვარდა ხელში... უფრო სწორედ საკუთრებაში თურქი ინჟინრების ნახელავი და ერთერთი გაჭირვების და გადამკიდე, მოხდა ეს იარაღი ჩემს ხელში. ჩემთან ეს ფიშტო სულ რაღაც 36 საათი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ 36 საათის განმავლობაში გაუჩერებლივ წვმდა და ვერ მოვახერხე ბუნებაში გასვლა, რომ იარაღის შესაძლებლობები გამესინჯა... მოკლედ სახლის პირობებში ვატრიალე ყველა მხრიდან, ყველაფერი შევისწავლე რაც შეიძლებოდა, პლიუს მეორე დღეს პატრონთან ერთად ბუნებაში გავედით და დარჩენილი მინი ტესტებიც ჩავატარეთ.

ასე იყო თუ ისე არის... მოკლედ გადავწყვიტე მიღებული ინფორმაცია თქვენთვის გამენდო და ამ იარაღისთვის ცალკე თემა გამეხსნა, რომ მომავალმა მისმა მფლობელებმა ან მსურველებმა თავიანთი აზრები, სურვილები და მოთხოვნები ამ ერთ თემაში ჩამოაყალიბონ.


ძირითადი პრინციპები
ამ განყოფილებაში მინდა ძირითადი კრიტერიუმები და პრინციპები ჩამოვაყალიბო.

მოკლედ საუბარი დღეს გვექნება მეტად უჩვეულო, კერძოდ ერთი თოფის განხილვა, მაგრამ ალაგ ალაგ ნახსენები იქნება სხვა ფირმის მოდელების ესა თუ ის შესაძლებლობებიც, რომ პარალელელბი ერთად გავავლოთ.

გთხოვთ აუცილებლად გაითვალისწინოთ, რომ განსახილველი იარაღი მოგვაწოდა ჩვენმა ფორუმელმა ochopintre-მ. ასე რომ არ გვავიწყდება მისთვის მადლობის მოხდა.

დღეს განხილული იქნება კონკრეტული მოდელი Hatsan AT44-10 ხის კონდახით.

განხილვა სამწუხაროდ არ იქნება აღჭურვილი ნასროლი სამიზნეებით, განხილვას გადავყევით ტირში და დაგვავიწყდა ნასროლი სამიზნის წამოღებაც და სურათის გადაღებაც. ასე რომ სიტყვაზე უნდა დამიჯეროთ იმ შედეგებზე რასაც მოგვიანებით დავწერ. მადლობა ღმერთს მინიმუმ 8 კაცი მოწმე არსებობს, ასე რომ მხოლოდ ჩემს სუბიექტურ შეფასებებზე არ იქნება ინფორმაცია დამოკიდებული.


იარაღი

ჩვენი დღევანდელი განხილვის საგანი არის Hatsan AT44W-10. სიმბოლო W ნიშნავს ხის კონდახს. აქვე დავძენ, რომ თავიდან ეს თოფი გამოდიოდა პლასტიკატის კონდახით, შემდგომ გამოშვებული იყო ცალკე ვერსია ხის კონდახით.



ძირითადი მონაცემები:

რეზერვუარის მოცულობა: 180 კუბური სანტიმეტრი
რეზერვყუარის ტიპი: ცვლადი, შესაძლებელი დამატებითი რეზერვუარის შეძენა და გამოყენება
დატენვის მექანიზმი: განივი პორტი
მანომეტრი: ყველა რეზერვუარს ტავისი მანომეტრი აქვს
საბრძოლო კლაპანი: ინტეგრირებულია რეზერვუარზე
სამუშაო წნევა: 200 ბარი
კლიპი: არის 10 ტყვიანი
დაცვა 2 ტყვიის მიწოდებისგან: არის
ჩახმახი: გვერდითა გადატენვა (ეგრეთწოდებული ბიატლონის ტიპი)
ლულა: ხრახნიანი სიგრძით 495მმ
კალიბრი: არის 4.5 და 5.5, ჩვენთან კანონის გამო მხოლოდ 4.5 შემოდის
მოდერის დამაგრება: გათვალისწინებული და ლულაზე მოჭრილია სტანდარტული რეზბა 1/2 UNF
სრული სიგრძე: 1000 მილიმეტრი
წონა: 3.6 კგ
ავტომატური მცველი: არის
ტყვიის სიჩქარე მწარმოებლის თქმით: 325 მ/წ
გასროლების რაოდენობა ერთი დატენვით: 90 გასროლა (არ შემშლია 90 გასროლა ერთი დატენვით, ოღონდ ამას მწარმოებელი ამბობს)
კონდახი: ხე, თურქული კაკალი
მონტეკარლო კონდახზე: არის ორმხრივი
სამიზნის სამაგრი რელსი: 11 მილიმეტრიანი მერცხლისკუდი, ან 22 მილიმეტრიანი ვივერი (ორივე მაგრდება ერთი და იგივე თოფზე)
სასხლეტი: ორ დონიანი მოოქროვილი სასხლეტი, შესაძლებელია სვლისა და ძალის რეგულირება
კონდახის საყრდენი: რეგულირებადი

PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


რავიცი კიდევ რა დავწერო??? ასეთ ჩამონათვალს ბევრი ტოპ დონის თოფი ვერ მიიღებს smile.gif მაგრამ მთავარია როგორ გამოიყენება ეს ყველაფერი. დროა ნელნელა შევეპაროთ თოფს და დავიწყოთ რეალური განხილვა.






მინი მიმოხილვა
ბევრი ვიფიქრე საიდან დამეწყო ამ თოფის განხილვა. გამოგიტყდებით და დიდხანს მეჭირა თოფი ხელში ხან ისე ვატრიალე ხან ასე და ბოლოს გადავწყვიტე... ჯანდაბას როგორც არის ისე დავწერ შემდგომ კი მკითხველმა შეაფასოს.

პირველი სად შეიძლება თოფის შეძენა? შეიძლება თბილისში 2 ძირითად წერტილზე, თუმცა ხანდახან ხალხი ახსენებს მესამე წერტილსაც. პირველი შემომტანი იყო პატარა მაღაზია დინამოს სტადიონის კუთხეში, რომელმაც ჩამოიტანა პლასტმასის კონდახიანი ვერსია 600 თუ 700 ლარად. ძირითადი შემომტანი არის მაღაზია \"მაგნუმი\" თუმცა მაგნუმის მხოლოდ ერთ ფილიალში იყიდება ანუ გუდვილში (ფასი მერყეობს 550 ლარიდან 950 ლარამდე მოდელის და მიხედვით). ზოგჯერ ახსენებენ ხოლმე მაღაზიათა ქსელს \"მოგზაური\", მაგრამ რომელ მაღაზიაში და კონკრეტულად რომელი მოდელი იყიდება კაცმა არ იცის.

სრული ინფორმაციისთვის უნდა ვახსენო რომ თოფი სახელად AT44 გამოდის რამდენიმე მოდიფიკაციის, ეს არის ერთ ტყვიანი მოდელი, თუ AT44-ის მერე წერია ციფრი 10, ესეიგი საუბარია კლიპიან ვერსიაზე, რომელსაც 10 ტყვიის ჩატევა შეუძლია. არის კიდევ ერთი მოდელი, რომელიც არის ასევე 10 ტყვიანი, მაგრამ გადატენვა ხდება პნევმატური თოფისთვის შედარებით უჩვეულო მეთოდით, კერძოდ კი პომპიანი 12 კალიბრიანი თოფის პრინციპით. ყველა ამ მოდელს დაამატეთ კონდახის 3 ძირითადი ტიპი რომელიც ზემოთ არის სურათებზე მოყვანილი და ასევე პლასტიკატის 3 შერეული ვერსია, სრული კომუფლაჟით, კონდახის კომუფლაჟით და ხის ფაქტურის სიმულაციით.

საერთო ჯამში საკმაოდ დიდი ასორტიმენტი გამოდის. ისე კი სიმართლისთვის უნდა დავძინოთ, მიუხედავად იმისა რომ ამ ჯერზე ჩვენ განვიხილავთ თურქულ მოდელს, ეს თოფი სინამდვილეში არის Webley-ს მოდელი (კონკრეტულად კი Webley Rider 10). ქვემოთ მოყვანილ სურათზე ბევრ ნაცნობ ფორმას ნახავთ



პატენტის შეძენისა თუ სხვა რაღაც უცნობი ფაქტების გამო ეს თოფი იწარმოება თურქეთში., ამერიკის ბაზარზე იყიდება 2 სახელით:
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
და
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
. მოკლედ მემგონი ყველა შესაძლო წვრილმანი განვიხილე, რომელიც ამ თოფის შესახებ შეიძლება წარმოგეშვათ. ახლა კი გადავიდეთ ძირითად მიმოხილვაზე, ანუ ჩვენი ფორუმელის კონკრეტულ ხის კონდახიან ვერსიაზე.


ძირითადი მიმოხილვა
თოფის შეძენისას ხელში შეგრჩებათ ერთი დიდი შავი კოლოფი, რომლის გახსნის დროსაც აღმოაჩენთ თოფს კლიპს და დამტენ ღერძს. რა თქმა უნდა ჩვენი განხილვის ძირითადი პუნქტი თოფია, ამიტომაც პირდაპირ მას გავეცნოთ. თოფი საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება, გამოგიტყდებით მე თვითონ გამიკვირდა და რამდენიმე წამი ვცდილობდი ჩემი თავი დამერწმუნებინა რომ რაღაც მეშლება და წესით არ უნდა მომწონდეს თოფი. გგონიათ მიკერძოვებული აზრი მაქვს და იმის გამო, რომ თურქულია პირდაპირ საზიზღრობის კატეგორიად უნდა განვიხილავდე? არა საქმე არა მწარმოებელ ქვეყანაშია, არამედ ჩემს პირველ გამოცდილებაში ამ თოფის მიმართ. პირველად ხელში მეჭირა პლასტმასის კონდახიანი ვერსია. რომელიც არ ვიცი დაწუნებული პარტიიდან იყო ჩამოტანილი თუ საერთოდ პლასტმასიანი ვერსია ყველა ეგეთია... მოკლედ სუპერ არაკომპორტული თოფი იყო ჩემი გადასახედიდან, მძიმე, დიდი, ტლანქი, ბნელი, საშინელი კონდახით, ბევრი ნაწიბურით და გაუგებრად ჩახლართული მუშაობის პრინციპით.

ყველაფერი ეს გაქრა როდესაც ხელში ხის კონდახიანი ვერსია მეჭირა. არ ვიცი ხის ფაქტურა შვება ამას, თუ ასე ვთქვათ ოფიციალური დილერი \"მაგნუმის\" სახით ხარისხიან მოდელებს ეზიდება... ასე თუ ისე ხელში სასიამოვნო რამ გიჭირავს, თუმცა რამდენიმე წამში ხვდები, რომ თოფი მძიმეა, თან გაცილებით მძიმეა ვიდრე ჩემს მოხმარებაში არსებული Benjamin Marauder-ი.

მომენტალურად გამახსენდა, რომ 1.5 მეტრში ჩემი მარადიორი დევს, დავდე ჰაჩიკა საწოლზე და ვეცი მარადიორს... თან ვიცი, რომ მარადიორი მძიმეა და ამის გამო ნადირობისას გარკვეულ დისკომფორტს ქმნის... რამდენიმე წამი ხელში ტრიალი და... მიუხედავად უფრო მძიმე ოპრიკისა აშკარად უფრო მსუბუქად ჩანს თოფი ხელში. დავდე მარადიორი და ვეცი ხელახლა ჰაცანს... არა მძიმეა რა... თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი 12 ჯერადი უაზრო ოპტიკა ადევს რომელიც ალბათ მაქსიმუმ 500 გრამს იწონის, ჩემი VO 6-25-ი კი მთელი 1 კილოა... ვააა ნუთუ ჰაცანი იმდენად მძიმეა რომ....





სხვა რა გზაა, სასწორი არ მაქვს, ამიტომაც ვნახულობთ პასპორტში ინფორმაციას... ჰაჩიკა ოპტიკის გარეშე იწონის მწარმოებლის თქმით 3.6 კილოს, ხოლო მარადიორი 3.4 კილოგრამს, შესაბამისად უხეში მათემატიკით ჩემი თოფი დიდი ოპტიკით იწონის 4.4 კილოგრამს (იმიოტმ რომ ოპტიკის 1 კილო ემატება), ხოლო ჰაჩიკა თავისი 12 ჯერადი ოპტიკით 3.9 კილოგრამს (ემატება პტიკის 500 გრამი), მაგრამ მიუხედავად ამისა ხელში აშკარად იგრძნობა რომ ჰაჩიკა უფრო მძიმეა. საოცარია არა.

ბევრი თუ ცოტაოდენი გამოძიების შემდეგ მივაგენი მიზეზს... საქმე ბალანსშია, თოფის ბალანსი დარღვეულია, ამის გამო თოფის უფრო მეტი ნაწილი აწვება მარცხენა ხელს და სწორედ ამის გამო გგონია რომ თოფი მძიმეა. მარადიორს სიმძიმის ცენტრი სასხლეტიდან სადღაც 1.5-2 სანტიმეტრში აქვს, მაშინ როდესაც ჰაჩიკას იგივე ცენტრი ლამის 7-8 სანტიმეტრში აქვს წინ გადაწეული. ვითომ და დიდი სვაობა არაა 5-6 სანტიმეტრში, მაგრამ ბერკეტის პრინციპი ჯერ არავის გაუუქმებია, ამის გამო თოფი მძიმე ჩანს. ჩემი 16 ჯერადი პატარა ოპტიკით მარადიორი აშკარად მსუბუქი ჩანს, არა და მსუბუქი ოპტიკით მარადიორი გამოდის 3.9 კილო, ანუ იგივე რაც ჰაჩიკა 3.9 კილო.

ექსპერიმენტი ჩემს გარდა კიდევ 3 კაცზე ჩავატარე, ოჯახის წევრებზე და მეზობელზე, ყველამ აღნიშნა რომ ჰაცანი უფრო მძიმეა, ჰოდესაც იკითხეს სადაური და გაიგეს პასუხი თურქული... - აბა ახლა თურქული ეგეთი იქნებაო.. როგორც ხვდებით არაობიექტურ შეფასებას იმსახურებს თოფი სულ რაღაც ზედმეტად ცენტის 5-6 სანტიმეტრის გადაწევის გამო. და ეს საუბარია ხის კონდახიან მოდელზე, რომლის კონდახიც ხის მასალის გამო კიდევ შედარებით მძიმეა, აბა წარმოიდგინეთ რამხელა დისკომფორტი იგრძნობა პლასტიკატიანი კონდახის მოდელში... იმედია მიმიხვდით რატომ იყო ჩემი პირველი შეგრძნებები ნეგატიური.


კაი ბატონო გადავერთოთ სამიზნეებზე... ჰაცანს გააჩნია საკმაოდ საინტერესო კონცეფცია, მიუხედავად იმისა რომ თოფი ძირითადად დიდ მანძილზე სროლისთვისაა განკუთვნილი და წესით ოპტიკაზე უნდა იყოს გათვლილი... მოკლედ ამ თოფს ღია სამიზნეებიც გააჩნია. თან საკმაოდ საინტერესო ვარიანტში, წინა და უკანა სამიზნეები ორივე რეგულირებადია. წესით თოფებში წინა სამიზნე უმოძრაო დეტალია, აქ კი საქმე სულ სხვა ტექნიკურ იდეასთან გვაქვს.







რა თქმა უნდა სასიამოვნო ფაქტია, ბოლო ბოლო შეიძლება ჯერ თოფი იყიდო და სანამ ოპტიკას იშოვი, ღია სამიზნეს გამოიყენებ, მითუმეტეს რომ ოპტიკურ ბოჭკოვანი სამიზნეა რაც საკმაოდ კარგად ანათებს.

რადგან სამიზნე ვახსენეთ აქვე ვნახოთ ლულის წინა მხარე სადაც მოდერის დასამაგრებელი რეზბაა განთავსებული.



ვაძრობთ ლულაზე წამოცმულ პატარა პლასტმასის ხუფს და ვხედავთ სტანდარტულ 1/2 UNF რეზბას. საინტერესო ფაქტია რეზინის რგოლი, რომელსაც ჰაერი უნდა გააჩეროს, რომ მოდერიდან უკან არ გამოვიდეს. სასაცილო ის არის, რომ ჩემს მიერ გაკეთებულ გადამყვანებში იგივე მეთოდი გამოვიყენე ისე, რომ ამ კვანძს სურათებზეც კი არ დავკვირვებივარ biggrin.gif

ბარემ ჩავხედოთ ლულას ზემოდან



ფასკა მოჭრილია, მაგრამ პირველი ტექნიკური ვაი აქვე ჩნდება, ფასკა დახრილადაა მოჭრილი. კლაოზნიკმა მომხმარებელმა რომ ნახოს აქ დაიწყება მთელი ლეგენდები სწორედ მოჭრილ ფასკაზე და.... თავიდან მეც მინდოდა მთელი მორალების და ლექციების წაკითხვა, მაგრამ ამ მოღრეცილი ფასკით თოფი საკმაოდ კარგად ისვრის, ასე რომ რა ვთქვა აღარ ვიცი biggrin.gif

აქვე ჩავაკვეხებ ლულის სისქის მოყვარულებისთვსი ინფორმაციას, ლულა კროსმანის ლულისგან განსხვავებით სქელია, კროსმანის ლულები არის 11 მილიემტრი, ჰაცანის კი 13,75 მილიმეტრი, დიდი არაფერია 2,75 მილიმეტრი, მაგრამ სისქეს აშკარად მატებს ლულას.

აქვე ლულაში არსებულ ხრახნებს ვხედავთ, მართალია ძალიან მკაფიო არ არის, მაგრამ ხრახნები არის, როგორც წესი ამბობენ ხოლმე რომ ჰაჩიკას ლულებს ლულის ბოლო 2 სანტიემტრში ხრახნები სუსტად აქვს გამოხატული, სამწუხაროდ ვერაფერს ვერ გეტყვით, იმის გამო, რომ თოფი სხვისი იყო მისი დაშლა და ლულის შემოწმება არ დამიწყია.

კარგი ბატონო გადავიდეთ ოპტიკის დასამაგრებელ რელსზე. რელსი ჰაჩიკას უნიკალური აქვს, ასეთი რაღაც საკმაოდ იშვიათია, შეიძლება ითქვას ერთადერთია. საქმე იმაშია, რომ შეიძლება დამაგრდეს როგორც მერცხლის კუდის მქონე რგოლები, ასევე ვივერის სამაგრის მქონე რგოლები. თუ დააკვირდებით კოლოფის ზედა მხარეს დაინახავთ ორივე რელსის დამახასიათებელ ნაწიბურებს





მემგონი დასამიზნებელი საშუალებები სრულად განვიხილეთ, ახლა გადატენვის მექანიზმხე გადავიდეთ.

როგორც დეტალების ჩამონათვალში ვახსენე, ჰაცანის ამ მოდელში გამოიყენება გვერდითა გადასატენი ბერკეტი. საკმაოდ მოსახერხებელია, მიუხედავად იმისა რომ სხვა ფორუმებზე ამბობენ თითქოს და ეს სახელური უცებ ტყდება რამდენიმე გასროლაშიო... რავიცი ბოლო 2-3 დღის განმავლობაში მგონი 200 ტყვია გავისროლეთ, მაგრამ არაფერიც არ გატეხილა, თუმცა სახელური აშკარად სლუმიტისგანაა დამზადებული და მთლად სანდოდ არ გამოიყურება.

კარგი მოდით განვიხილოთ გადატენვის 3 ნაბიჯი.

1 სურათი ჯერ გადატენლი არ არის თოფი, დააკვირდით უკანა მხარეს მცველის წითელ წერტილს, ანუ სროლისთვის მზადაა თოფი, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ წინა გადატენვის მერე გასროლა უკვე მოხდა, ან შეიძლება იმას ნიშნავდეს რომ გადატენილია თოფი და მზადაა გასასროლად.

მე-2 და მე-3 სურათი გადმოვწიეთ ჩახმახი, მაგრამ ბოლომდე უკან არ არის გადმოწეული, მცველი იწევ წითელ ფერს გვიჩვენებს.

მე-4 სურათი ბოლომდე გადმოვწიეთ ჩახმახი და თოფი გადავტენეთ, აქ უკვე ხედავთ რომ მცველზე წითელი წერტილი აღარ ჩანს, ანუ თოფი ავტომატურად ყოველი გადატენვის შემდეგ მცველზე დგება და ბლოკირებულია გასროლა.









ეს ერთის მხრივ კარგი რაღაც არის, რადგან შემთხვევითი გავარდნა პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგრამ როგორც საველე გამოცდებმა და ტირში სროლამ გვიჩვენა ეს მექანიზმი ნებისმიერს ნერვოზს დამართებს, გადატენი თოფს, აწვები სასხლეტს, მაგრამ ბოდიში სიტყვაზე და სასხლეტს სულ ფეხებზე ჰკიდია, აწვები, აწვები და არაფერიც არ ხდება, უცებ ხვდები რომ მცველი დაგრჩა, გინებით აწვები წინ გადაგყავს ცეცხლის მდგომარეობაში ხელახლა უმიზნებ და უკვე ისვრი.

ამ დროს ხან სამიზნე აგერევა ხან კი დამიზნებული არსება სამუდამოდ გარბის smile.gif

სხვათაშორის მცველი შეგიძლია ნებისმიერ დროს უკან გამოწიო და ისევ შეუძლებელია გასროლა, ან წინ მიწევ და ისევ სასროლად მზად ხარ.





სხვათაშორის ბარემ კოლოფზე ვართ და ვახსენებ კოლოფის ზედხედსაც, კოლოფს ბევრი უცნაური ხვრელი აქვს, ზოგიერთის დანიშნულებას ვერც კი იგებ კაცი, მაგალითად ზემოდან დახედვისას ხედავთ ერთ დიდი ხვრელს, რომელიც წესით და რიგით უშინაარსოა, ჩახედვისას ხედავთ მიმწოდებლის მოძრაობას, რისთვისაა საჭირო ვერ გეტყვით.



თუმცა ამ და სხვა ბევრი ხვრელის გამო ჩანს მთლად ბოლომდე დაუმუშავებელი დეტალები, არა იმის თქმა არ მინდა, რომ რაღაც საშინელ ნაწიბურებს და საბჭოთა დროინდელ საშინელ ნამუშევარს დაინახავთ, უბრალოდ ზოგჯერ რაღაც წვრილმანს მისდევ კაცი და სულიერ სიმშვიდეს იღებ როდესაც ყველაფერი ლიპლიპებს და იდეალურად მომრგვალებულია. სამწუხაროდ ამას ვერ ნახავთ ჰაცანში ამის მაჩვენებელია ეს მარცხენა ფირფიტაც, რომელიც ამოჭრის მაგივრად ამოტეხვის მეთოდითაა გაკეთებული და ამის გამო გარკვეული ნაწიბურები აშკარად ჩანს.



სხვათაშორის სრულად ამოვარდნილია ეს ფირფიტა კოლოფის დიზაინიდან და ძალიან ძველია გაიგო რატომ არის მიტყეპებული ეს დეტალი კოლოფზე, პირველი აზრი რაც გიჩნდება ეს არის მისი მოხსნა, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ მისი მოხსნა არ შეიძლება, არა ტექნიკურად მოხსნას წინ არაფერი უდგას, უბრალოდ ამის შემდეგ აღარ იმუშავებს ბარაბნის გადატრიალების მექანიზმი, რომელიც საკმაოდ ჭკვიანურად არის გაკეთებული.









კონკრეტულად კარგი გათქვა გამოიხატება იმაში, რომ თუ ერთხელ გადატენეთ ჩახმახი და ერთი ტყვია უკვე მიაწოდეთ ლულაში, მაშინ ამის შემდეგ შეგიძლიათ ჩახმახი მილიარდჯერ გადატენოთ, მეორეჯერ ბარაბანი აღარ გადატრიალდება. ანუ ლულაში შემთხვევით მეორე ტყვიას ვერ ჩატენით, ამისგან დაცული ხართ, თუმცა აქვე მედლის მეორე მხარეც ჩანს, ანუ თუ რაღაც კარგია, რაღაც ცუდი არ გამოძვრეს არ შეიძლება.

პირველი ცუდი ის არის, რომ თუ თოფი გადატენეთ მისი საბრძოლო მდგომარეობიდან მოხსნა ცოტა არ იყოს პრობლემატურია, ანუ გადატენეთ თოფი, ვერაფერი სასროლი ვერ ნახეთ და არ გინდათ ზამბარა, რომ საბრძოლო მდგომარეობაში იყოს, ამ შემთხვევაში ბევრ თოფს აქვს საშუალება ჩახმახი საბრძოლო მდგომარეობიდან მოიხსნას. ამისათვის ჩახმახი მიგყავთ ბოლომდე, აწვებით სასხლეტს და ნელნელა უშვებთ ჩახმახს. ანუ ჩახმახით აჩერებთ დამრტყმელს რომ არ გაქანდეს და კლაპანს არ დაარტყას.

აი ჰაცანში ამის გაკეთება საკამოდ ძნელია, და გარკვეულ გამოცდილებას მოითხოვს, საქმე იმაშია, რომ ჩახმახის უკან გადმოწევისას ავტომატურად ირთვება მცველი, რომელიც ბლოკავს სასხლეტს და არ გაძლევთ გამოკვრის საშუალებას. biggrin.gif გავეჭედეთ არა? biggrin.gif

ნუ ნერვიულობთ გამოსავალი არსებობს, ამისათვის ჩახმახი მთლად ბოლო პოზიციაში არ უნდა იყოს ცოტა წინ უნდა წამოვწიოთ, ისე რომ საშუალება მოგვცეს მცველი წინ მივწიოთ. როგორც კი ამ პოზიციას მიაღწევთ ეგრევე გამოკარით სასხლეტს, მაგრამ ჩახმახი ხელით დაიჭირეთ და ნელნელა დაუშვით. მორჩა საბრძოლო პოზიცია მოხსნილია. მაგრამ უცებ თუ შეგხვდათ რაიმე ცოცხალი მიზანი და დააპირეთ გადატენვა რომ თოფი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანოთ.... ჰოო რადგანაც თოფი საბრძოლო მდგომარეობიდან მოხსნილი იყო თოფი თვლის რომ ტყვია ლულიდან უკვე გასროლილია, ამიტომაც ჩახმახის უკან გადაწევისას უკვე ბარაბანი ტრიალდება და მეორე ტყვია მზადაა ლულაში შესატენად biggrin.gif

ამ საქმეში 100 000%-ით უჯოკრავს ჰაჩიკას Benjamin Discovery. სადღაც 50%-ით უჯოკრავს Bejamin marauder-ი. 50%-ით იმიტომ რომ მარადიორშიც კლიპი ატრაკებს, მაგრამ ჰაჩიკასგან განსხვავებით დაშვების წინ კლიპის გამოძრობა გაცილებით ჩქარა და მარტივად ხდება. ჰაჩიკაში კი გარდა დამატებით ჩამკეტის მოძრაობიდსა და კლიპის ამოგდებისა თან ეჩალიჩები მცველს თან ჩახმახს თან სასხლეტს, მოკლედ ცხრაფეხა, უკაცრავად 9 ხელა უნდა იყო რომ ეს ყველაფერი ერთად მოახერხო biggrin.gif

რადგან კლიპის დამჭერი ვახსენე მოდით ვნახოთ რაზეა საუბარი



დააკვირდით კლიპის ჩადება ამოღებისას საჭიროა კლიპის წინ არსებული ბრინჯაოს დეტალი წინ და ზევით აწიოთ, ამ დროს ბარაბნის შუა ხვრელიდან გამოდის მიმმართველი ღერძი და ბარაბნის ამოღება შეიძლება. ჩადებთ ბარაბანში ტყვიებს, ჩასვავთ ბუდეში, შემდეგ ეს ჩამკეტი უნდა ჩამოწიოთ ქვევით და ავტომატურად ზამბარის ზემოქმედებით უკან გამოიწევა. ამ დროს ბარაბანს შუაში ღერძი გაეყრება რომელზეც წრეზე ტრიალებს.

სხვათაშორის აქვე დავძენ კიდევ ერთ უსიამოვნო ფაქტს, ბარაბნის ჩადების ჩემდეგ შეიძლება ვერ ჩაკეტოთ ჩახმახი. წინ მოძრაობისას აშკარად გრძნობთ წინააღმდეგობას. ამ დროს თუ შეიძლება ძალას ნუ გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ მიდგომა - მეტი ძალა მეტად უკეთესია არასდროს არ მუშაობს. საქმე იმაშია, რომ პირველი ჩადებისას შეიძლება ბარაბნის ხვრელი ტყვიასთან ერთად ერთ ღერძზე არ იყოს მიმმართველთან ანუ ჩახმახთან. შედეგად ჩახმახის წინ მოძრაობისას იმის მაგივრად რომ წვერი ტყვიას შეეხოს ბარაბნიდან ამოიღოს და ლულაში წაიღოს... მოკლედ ჩახმახის წვერი ბარაბნის შუა ადგილს ტყვიების ბუდეებს შOრის არსებული გადაბმას ედება.

თქვენი არ ვიცი და საკმაოდ მოუხერხებელია, ლამის ყოველ მეორე ბარაბნის ჩადებისას აღწერილი უსიამოვნო ფაქტი ხდება. გამოსავალი მე ჩემებური მოვნახე, ბარაბნის ჩადების შემდეგ, ბარაბანს რანდენიმეჯერ ვატრიალებ, ისმიხს მექანიზმის წკაპ-წკაპ-წკაპ, ამ დროს ბარაბნის კბილანები და კოლოფის კბილანა ერთნამეთს ემთხვევა და ავტომატურად ჩახმახის პირდაპირ დგება ბარაბანში არსებული ტყვია თავისი ხვრელიანად.

დიდი პრობლემა არაა, მაგრამ ცოტა არ იყოს გძაბავს, დამატებით რაღაც უნდა გქონდეს თავში შენახული, რომ ესეც საყურადღებოა გასროლის წინ.
კიდევ ერთი ცუდი მომენტი არის ბარაბნიდან გასროლილი ტყვიების რაოდენობის კონტროლი.... ჰოო აქ მემგონი გამოსავალი არ არსებობს. როგორც წესი ბევრ თოფში არის რაღაც მოფიქრებული, ანუ როდესაც ტყვიები ბარაბანში, ან კლიპში თავდება ცარიელი გასროლა რომ არ მოხდეს. მაგალითად მარადიორს განვიხილავ რადგან ყველაზე ახლოს ეს თოფი მაქვს და ყველა ხვრელი ლამის შესწავლილი მაქვს. მარადიორის კლიპს პატარა რგოლი აქვს შემოხაზული და ბარაბანზე დატანილია ციფრები, რომელიც ტრიალისას ხვდება კლიპზე არსებულ რგოლში და ამით ხვდები თუ რომელ გასროლას აკეთებ.



როდესაც რგოლში ჩანს 10-იანი ეს იმას ნიშნავს რომ მეათე საბოლოო გასროლას აკეთებ, შემდგომი გადატენვისას რგოლში წერია ნოლი ანუ 0, და ჩახმახის წინ წაწევა შეუძლებელი ხდება რადგან ტყვიის რგოლის მაგივრად კლიპში ლითონის დეტალი უკეტავს ჩახმახს გზას. ამით ხვდები რომ კლიპი დაიცალა და დროა გამოცვალო. აი ჰაცანში ამის შესაძლებლობა არ არსებობს. შეგიძლიათ გაისროლოთ 10 ტყვია, შემდეგ გადატენოთ მე-11-ჯერ და კიდევ გაისროლოთ, რა თქმა უნდა ამჯერად ტყვია ლულაში არ იქნება და ჰაერს გაისვრით. ვერანაირად ვერ გაიგებთ რომ ფუჭ გასროლებს აკეთებთ ან დროა კლიპი გამოცვალოთ ან რამდენი გასროლა დაგრჩათ...

ესეც ერთერთი წვრილმანია, მაგრამ ესეც გძაბავს, მე მაგალითად მუდმივად მეშლებოდა სროლისას და ბარაბანს მაშინ ვიღებდი თოფიდან როდესაც კიდევ ერთი ტყვია იყო ხოლმე დარჩენილი, ჯორჯიკამ ერთხელ მოახერხა 2 ტყვია დარჩენილი ბარაბნის ამოღება, რომელიღაცამ მოახერხა ლამის 2 ფუჭი გასროლის გაკეთება და ასე შემდეგ.... მოკლედ ან დათვლა უნდა დაიწყოთ, ან რაღაც უნდა მოიფიქროთ თუ როგორ უნდა აკონტროლოთ რამდენი ტყვია დარჩა თოფში.

თვითონ კლიპზე ანუ ბარაბანზე ბევრ ლეგენდას წაიკითხავთ. თითქოს და ალუმინისაა, აქვს უაზრო ნაწიბურები, საჭიროებს ქლიბით დამუშავებას, ეჭედება ტრიალისას, არის მოუხერხებელი და ვეებერთელა და ასე შემდეგ.... ეს ყველაფერი არის სრული სიცრუე და მისი ადგილი არის მხოლოდ ლეგენდების სამყაროში. ვინც ამ ყველაფერს წერდა (საუბარია რუსეთ უკრაინულ ფორუმებზე), ან მხოლოდ სურათებით აქვს ნანახი ეს თოფი და კლიპი, ან უბრალოდ რადგან მწარმოებელი თურქეთია პირდაპირ შეჯორვაზე გადადის.

სინამდვილეში კლიპი საკმაოდ კომპაქტურია და მშვენივრად დამუშავებულია, ყოველ შემთხევვაში იმ ერთდერთ კლიპზე რომელიც ამ თოფს თან ახლდა მე არანაირი ნაწიბურები, დაუმუშავებელი კუთხეები და რაიმე ვეებერთელა გაბარიტები არ დამიფიქსირებია. ზემოთ მოყვანულ სურათზე ხედავთ კლიპის სამ მდგომარეობას. პირველი სურათი არის კლიპის უკანა მხარე, აქედან იდება ტყვიები და ტყვიის თავი საწინააღმდეგო მხარეს უნდა გადიოდეს.

მეორე სურათზე ბრტყელი ზედაპირი რომ ჩანს, ეს არის ის მხარე რომელიც პირდაპირ ლულასთანაა.

და მესამე საბოლოო ხედი, ასე ვთქვათ გვერდხედი, აქ ჩანს რომ ბარაბანს შუაში ღრმული აქვს და აქვე გადის რეზინის რგოლი. ამ რეზინის რგოლს ერთადერთი დანიშნულება აქვს, დააკავოს ტყვიები ბარაბანში რომ უაზროდ არ გადმოცვივდნენ. თუმცა ეს რეზინა ერთ ცუდ საქმეს აკეთებს.... საკმაოდ მკვრივი რეზინაა და თბილი ტყვიები შეილძება დეფორმირდეს ბარაბნიდან გამოსვლისას.

რაც შეეხება გაბარიტებს.... იმედია ბევრს აქვთ ნანახი მარადიორის კლიპი.... საკმაოდ კომპაქტური და პატარა კლიპია, ეს არის სადღაც 34 მილიმეტრიანი რგოლი. ზედმეტი ჭორები რომ მომეკლა ვთხოვე ბიჭებს ერთად გადაეღოთ ჰაცანის და მარადიორის კლიპები და აი რა გამოვიდა ამ თხოვნიდან:





კლიპი აშკარად არ არის დიდი, შეიძლება ითქვას ერთადერთი მინუსი აქვს, არანაირი ნომერაცია და მარკერი არ აქვს რომლის მეშვეობითაც გავიგებდით თუ რომელ გასროლაზე ვართ ან რამდენი ტყვია დარჩა ბარაბანში. სხვათაშორის ბარაბანი ალუმინისგან არაა დამზადებული, თურქებმა უფრო ეკონომიური გზა მონახეს, ბარაბანი ჭედვით არის დამზადებული სილუმიტისგან. მართალია ეს მასალა დიდი მედეგობით არ გამოირჩევა, მაგრამ ბარაბანს რა დიდი ზეწოლა უნდა ჰქონდეს???

ისე Hatsan AT44-ში ძალიან ბევრი დეტალია სილუმიტისგან გაკეთებული, ალბათ ამით აიხსენბა თოფის დაბალი ფასი. მაგალითად სილუმიტისგანაა დამზადებული ბარაბანი, ლულის კოლოფი, ბარაბნის სატრიალებელი მექანიზმი, სასხლეტის გარე დამცავი რგოლი.... კიდევ რა არის სულუმიტიგან თოფში შიგნით ჯერ ვერ გეტყვით, უბრალოდ არ ვიცი smile.gif


კარგი ბატონო გავაგრძელოთ კრუიზი და გადავიდეთ სასხლეტზე. როგორც მწარმოებელი გვატყობინებს სასხლეტი 2 საფეხურიანია, თან რეგულირებადი. მე არ დამიწყია რეგულირება რადგან თოფი ჩემი არ იყო და სხვისი თოფის გადაკეთება მფლობელის ნებართვის გარეშე ცოტა არ იყოს უკულტუროა. ამიტომ დავკმაყოფილდი ქარხნული პარამეტრებით.... მინდა გითხრათ რომ მძიმეა, ძალიან მძიმეა სასხლეტი, ტირში 20 გასროლა გავაკეთე და ბოლო 5 გასროლისას თითი იმდენად აწვებოდა სასხლეტს რომ მარჯვენა ხელი დამეღალა, რამდენიმე მყესი დაიძაბა და დაიჭიმა, აშკარად მტკიოდა. სამწუხაროდ აწონვის შესაძლებლობა არ მქონდა, ასე რომ სუფთა სუბიექტური შეგრძნებით შემიძლია ვთქვა სასხლეტი სადღაც 1 კილოდან 1.5 კილომდეა, რაც რა თქმა უნდა სპორტული სროლისთვის მიუღებელია, სანადიროდ კიდევ არაუშავს. რამდენად შეიძლება შემსუბუქება ვერ გეტყვით.





გარედან ერთი დიდი ხვრელი აქვს დამცავ რგოლს, რომელშიც შეიძლება დაინახოთ ერთერთი სარეგულირო ვინტი, მაგრამ კონკრეტულად რას არეგულირებს ვერ გეტყვით. მწამოებლის განცხადებით შეიძლება პირველი საფეხურის სხვლის დარეგულირება და მეორე საფეხურის ძალის რეგულირება. ქარხნულად როგორც ვთქვი სასხლეტი საკმაოდ მძიმედაა დარეგულირებული, პლიუს აქვს თავისებურება, ანუ პირველი საფეხური რბილი და გრძელი სვლით გამოირჩევა, შემდეგ ადგები მეორე საფეხურს, როლესაც აწვები აწვები აწყებინებ მოძრაობას და უცებ ბა-ბახ...

აი მეორე საფეხურს რომ სვლა აქვს ეს ძალიან ცუდია, რადგან ვერ აკონტროლებ გასროლას. სვლა წესით უნდა ჰქონდეს მხოლოდ პირველ საფეხურს, მიადექი მეორეს, უნდა იგრძნო ოდნავი წინააღმდეგობა, რომელიც გაცნობებს ოდნავ მეტს დააწვები და გავისვრიო. მაგრამ თუ ეს მეორე საფეხურიც სიარულს იწყებს უკვე ვეღარ იგებ რამდენი მილიმეტრის და რა ძალის დატანის დროს მოხდება გასროლა.

რა თქმა უნდა ნადირობისას უმეტესობა ამას ყურადღებას არ მიაქცევს, მაგრამ ტირში სროლისას უკვე გასროლა უკონტროლო ხდება. ჰო მართლა ლამის დამავიწყდა... თვითონ სასხლეტი ოქროსფერია, საკმაოდ კარგად დამუშავებული, მაგრამ აქვს თავისი ნიუანსები რომელიც ალბათ უფრო სუბიექტურ შეგრძნებებზეა დამოკიდებული. ანუ იმის გამო რომ სასხლეტი მძიმე იყო მივმართე ჩემი ჭკუით მარტივ ხერხს, სასხლეტის სულ წინა კენწეროს ვაწვებოდი რომ ასე ვთქვათ ბერკეტის პრინციპის ხარჯზე შემემცირებინა ძალის გამოყენება... ძალა სუულ ოდნავ ნაკლები დამჭირდა, სამაგიეროდ თითში რაღაც გაუგებარი შეგრძნება დამეუფლა, თითქოდს და მომრგვალების ადგილი მოუხერხებლად იყო დამუშავებული. არა ნაწიბურები კი არ არს, უბრალოდ ამობზეკილია და ამის გამო მოუხერხებელია თითის ბალიშის დაწოლა.

მოკლედ მგონი სასხლეტზე ყველაფერი ვთქვი და მგონი საბოლოოდ გავანადგურე... მართალია ჩმეს მარადიორს არ აქვს რაღაც სუპერ პუპერ სასხლეტი, მაგრამ გინდაც დისკოს, გინდაც შტეერის და გინდაც ნორიკას შემდეგ, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ფორმაც საუცხოოა, თითი გამოჭრილივით ჯდება, პლიუს ძალის რეგულირება, პირველი საფეხურის თავისუფალი სვლა და მეორე საფეხურის გაქვავებული ადგილზე დგომა, უბრალოდ დამატებით 50-100 გრამის ძალის გამოყენება და გასროლა გარანტირებულია, ანუ მეორე საფეხურს არანაირი სვლა არ გააჩნია რაც ჩემი შეფასებით გადასარევი რამ არის და იცი თუ თითში მეორე საფეხურთან შეხება იგრძენი ესეიგი სწორედ ის 50-100 გრამი ძალის დამატება და გასროლა გადანტირებულად გაქვს, რაც ჰაცანში ქარხნულ პარამეტრებზე ვერ ვნახე.

კაი ბატონო ჩამოვედით ძირს ამიტომაც მოდით კონდახიც განვიხილოთ.

კონდახი მგონი ერთერთი დეტალია ჰაცანში რომელიც ჩემი შეფასებით საკმაოდ მაღალი დონისაა. ჯერესერთი მართლაც კაკალია და არა კროსმანის მიერ დაწერილი გაუგებარი მყარი ხე რომელიც სინამდვილეში უბრალო ხე არის (საუბარი მაქვს მარადიორის კონდახზე), მეორეცესერთი სუფთა დამუშავება და კარგი ფორმები აქვს, რა თქმა უნდა კაკალი მსუბუქი ხე არ არის და ცოტაოდენ წონას ეს ბედნიერება თოფს მატებს, მაგრამ დამიჯერეთ ღირს. ჯერესერთი თოფს ხის კონდახი უნდა ჰქონდეს, აქვს რაღაც მომაჯადოვებელი, მეორეცესერთი ხარისხიანი ხე .... პლიუს თავისი წონის ხარჯზე არეგულირებს ბალანსს, პლასტიკატის კონდახიან ჰაცანს უბრალოდ ბალანის ჩანასახი არ გააჩნია. გიწევს მარცხენა ხელის მაქსიმალურად წინ გაწევა რომ თოფმა წინ არ გადაგქაჩოს. რაც უფრო შლი მარცხენა ხელს მით უფრო სუსტი ხდება მისი მაკომპენსირებელი შესაძლებლობა... მოკლედ ხე აშკარად ჯობია...



კონდახი საკმაოდ კარგადაა დამუშავებული მომრგვალებული კუთხეები, გაპრიალებული ზედაპირი, სუფთადაა ყველა ადგილი ამოჭრილი არსადაა რაიმე ზედმეტად ამოჭრილი რომ ღარი ან რაიმე გაუგებრობა ჩანდეს.....



ძალიან მომეწონა საკმაოდ ღრმა ამონაკაწრი სახელურზე, იგივე მარადიორს ასეთივე ამონატვიფრი აქვს, მაგრამ ძალიან წვრილი და ზედაპირული, აქ კი მუშაობა არ არის დაკლებული.

ასევე კონდახს გააჩნია მონტეკარლოს ორმხრივი ბალიში



და უკანა რეზინა რომელიც რეგულირებადია. ასეთი რამ ყველა თოფს არ აქვს, უფრო სწორედ სპორტულ თოფებს აქვს მაგრამ სანადიროს არასდროს.



ბარემ დავამთავროთ კონდახის მიმოხილვა და თან შევეხოთ რეზერვუარსაც. პირველი რაც მინდა ვახსენო ეს არის 2 ცალი რვიანი რომელიც ამ კონკრეტულ მოდელს გააჩნია, რვიანები ასე ვთქვათ მართებული არ არის. ერთი მინუსი ის არის რომ რკინა და ხესთან უცებ პლასტიკარის რვიანები ცოტა არ იყოს და ტეხავს. პლიუს ლულას საკმაოდ მყარად ეხვევა რვიანები რის გამოც ლულა გამოკიდებული აღარ გამოდის, და ბოლოს რვიანები კონდახზე არის მკვდარად ვინტის მეშვეობით მიმაგრებული.





ჰაჩიკას აქვს ერთი დიდი პლიუსი, მას აქვს შესაძლებლობა მოეხსნას რეზერვუარი . ანუ შეგიძლია დამატებით 2-3 რეზერვუარი იყიდო და ატარო ზურგჩანთაში, დახარჯავ ერთ რეზერვუარს, მოხსნი მეორეს მიაერთებ და ასე შემდეგ.

მოხსნა საკმაოდ მარტივია, უბრალოდ დაატრიალე რეზერვუარი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, გააკეთე რამდენიმე ბრუნი და გაქაჩე რეზერვუარი წინ.







ყველა რეზერვუარს აქვს თავისი მანომეტრი, განივი პორტი და საბრძოლო კლაპანი. სწორედ ეს ბოლო აფუჭებს საქმეს.....





საქმე იმაშია რომ რეზერვუარიდან რეზერვუარამდე ყველა საბრძოლო კლაპანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, შედეგად ერთ რეზერვუარზე თუ ერთ წერტილში მიდიოდა ტყვია, მეორე რეზერვუარზე შეიძლება ტყვია სულ სხვა ადგილზე წავიდეს, იმის გამო რომ კლაპანი სხვა დროით გაიხსნება და შედეგად ან მეტ ჰაერს მიაწოდებს ლულაში ან ნაკლებს.... სამწუხაროდ ამის შემოწმების შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ იყო.

საერთო ჯამში თოფს აქვს ბევრი საინტერესო ნიუანსი და შესაძლებლობა, არეულია ერთმანეთში სპორტული და სანადირო შესაძლებლობები. ამის გამო გაუგებარია რომელ კატეგორიას უნდა მიაკუთვნო ეს თოფი smile.gif


საველე ტესტირება
ასე თუ ისე იარაღი შესამოწმებელია რეალურ ცხოვრებაში, ყველაფერი რაც ზემოთ წერია ეს უფრო პრელუდიაა და ზედაპირული განხილვა, რა თქმა უნდა ყველას აინტერესებს რისი გაკეთება შეუძლია ამ თოფს.

მეც სწორედ შემოწმების ჭია მაინტერესებდა და ჯერ კიდევ როდესაც სახლში ვიყავი, პირველი რაც გავაკეთე თოფი გადავტენე თოფი და მაშინ მივხვდი რომ მოდერი არ მაქვს (არც პატრონს არ აქვს), ამიტომაც სახლში ვერ გავისროდი, თან ღამის პირველი საათი იყო... პირველი მცდელობა მომეხსნა თოფი საბრძოლო მდგომარეობიდან ჩამიფლავდა, ამიტომაც მთელი ღამე საბრძოლო მდრგომარეობაში დატოვების მაგივრად გადავწყვიტე გამესროლა ეს ერთი გადატენვა.

გავედი აივანზე, ამოვეფარე ფარდას და....

ესეიგი ჩემთან ისეა კორპუსები მოწყობილი, რომ დისკოს ხმა რაღაც საშინელ ტკაცუნად ისმის, აშკარად ყველა ხვდება რომ, ან საახალწლო რაღაც ააფეთქე, ან თოფი გაისროლე, მთელი მეზობლები მომენტალურად აივანზე არიან გამოფენილები. ჩემი ჩუმი მარადიორი რაღაც ხმას მაინც იძლევა, რა ხმას კაცმა არ იცის, მაგრამ თუ ბინებაში საერთოდ არ იგრძნობა ხმა, კორპუსებში ექოს გამო რაღაც მაინც ისმის, ხოლო ღამის პირველ საათზე ჰაცანიდან გასროლა იგივე იყო რომ აივნიდან Rem 308 კალიბრის შაშხანა გამესროლა. ეს არ იყო ტკაცუნი, გასროლის ხმა, ან რაიმე ამდაგვარი, ეს იყო ბა-ბაააახ, თავზე ყველაფრის ჩამონგრევა, პირდარებული დარჩენილი და სასწრაფოდ სახლში შემობრუნება...

ვიცოდი, რომ საერთოდ ამ თოფს გადახარჯვა აქვს და ამის გამო ავტომატურად ხმა მეტი იქნებოდა, მაგრამ ეგეთს არ მოველოდი. ასე რომ პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ ამ თოფის შეძენის წინ ეს არის ხმა... ხმა და კიდევ ერთხელ ხმა. ტირში სროლისას ჰაცანის ხმა არაფრით არ ჩამოუვარდებოდა Steyr-ის 5.5-იან შაშხანას, შეიძლება ითქვას უჯოკრავდა კიდევაც. ასე რომ მოდერი ერთერთი საჭირო მომენტია, მაგრამ მომენტალურად აგრძელებს თოფს და ამახინჯებს.

როდესაც მოგვიანებით მინდორში გავედით სანადიროდ მარადიორი აშინებდა მოხვედრის ადგილზე მყოფ ფრინველებს, იმიტომ რომ რაღაც მათ გვერდით მწარედ მოხვდა, თოფის ხმას ვერ იგებს სხვა არსება და ამიტომაც არ იძვრის. დისკოს სროლის ხმა აშინებდა მთლიან ხეს, ხოლო ჰაცანმა მთელი გარშემო დააშინა და გააქცია. სროლისას ლულის ჭრილიდან წინ 1-2 მეტრით დგომა საკმაოდ მოუხერხებელია. მინდორშიც კი იმხელა ხმას წარმოქმნის, რომ ყურისთვის საკმაოდ შემაწუხებელი და არაკომფორტული სიტუაცია იქმნება smile.gif

ძირითადი შემოწმება ჰაცანს მოვუწყვეთ ტირში სადაც 50 მეტრიან დისტანციაზე ვისროლეთ 32x-იანი ოპტიკით, ოპტიკა გვათხოვა ნორიკამ, ჩამაბარეს თოფი დიდის ამბით მე, თითქოს და სუპერ მსროლელი ვიყო და....

მოკლედ ერთი გასროლა, დიდ ქაღალდზე, ვნახე სად მოხვდა ტყვია გავასწორე ოპტიკა და დავუშვით 10 ტყვია ერთ წერტილში. 50 მეტრზე გადაღრეცილი ფასკით და საშინელი სასხლეტით ამ თოფმა მოგვცა მაქსიმუმ 30 მილიმეტრიანი ჯგუფი, ჯგუფი 25 მილიმეტრზე მეტი იყო, მაგრამ 30 მილიმეტრს ცოტა აკლდა. შესამოწმებლად მეორე 10 ტყვიანი სერია გავუშვით, აფსოლიტურად იგივე გამეორდა. ამასობაში რეზერვუარი დატენილი იყო 150 ბარზე.

სროლისას პირველი 5 ტყვია ჯდებოდა სადღაც 20 მილიემტრში, შემდეგი 5 ტყვია ადიდებდა საერთო სიტუაციას. პირველი სამი ტყვია საერთოდ გვერდიგვერდზე დაჯდა, ლამის ერთმანეთის ხვრელში გაძვრნენ ტყვიები. მოკლედ თოფს არაჩვეულებრივი სიზუსტე აქვს. მისი დამუშავება რომ მოხდეს ალბათ უკეთესი შედეგის მიღებაც შეიძლება. სამწუხაროდ ამ სიტყვებს ფაქტებით ვერ ვამყარებ რადგან გამაოგნებელმა შედეგმა ტვინი იმდენად აგვირია, რომ სურათის გადაღება დაგვავიწყდა.

ჰო მართლა ეს საუცხოო შედეგი მოგვცა Crosman Premier-ის 10.5 გრანიანმა ტყვიებმა, ანუ მუყაოს კოლოფში რომ არის 1250-ცალიანი იმან, იქვე აღმოჩნდა JSB-ის 10.2 გრანიანი ტყვიები, რომლებიც მაშინვე ვსინჯეთ.... არა არ მიფრინავს ამ თოფიდან JSB. 4 გასროლაში სადღაც 50-60 მილიმეტრიანი ჯგუფი მივიღეთ. მოკლედ CP ამ თოფს უყვარს ასევე ალბათ მოეწონება სხვა მყარი შენადნობის ტყვიები, მაგრამ რბილი ტყვიები შეიძლება ბარაბნის გამო არ მოსწონს თოფს, ან სიჩქარის გამო. მწარმოებელი ამტკიცებს რომ თოფი 325 მ/წ-ით ისვრის თან 90 გასროლას smile.gif

ტირის შემდეგ გავეშურეთ თოფის ქრონში გასატარებლად, იმის გამო რომ ტირში ქრონმა შუქის ნაკლებობის გამო არ იმუშავა სხვა რა გზა გვქონდა, გავეშურეთ ლისის ტბისკენ.

დავაძრეთ ქრონი, დავტუმბეთ რეზერვუარი 200 ბარამდე და....



მაშ ასე თოფმა მოგვცა შემდეგი შედეგები:

# - სიჩქარე - წნევა
1) - 302.6 - 200 Bar
2) - 300.2
3) - 304.9
4) - 305.7
5) - 307.5
6) - 309.7
7) - 309.5
8) - 310.2
9) - 310.1
10) - 313.7
11) - 311.7
12) - 315.9
13) - 313.7
14) - 316.0
15) - 319.1
16) - 316.6
17) - 318.6
18) - 313.9
19) - 314.3
20) - 312.7 - 150 Bar
21) - 314.8
22) - 313.2
23) - 313.0
24) - 311.7
25) - 310.8
26) - 310.5
27) - 308.4
28) - 307.3
29) - 305.8
30) - 304.0 - 120Bar
31) - 303.4
32) - 301.4
33) - 299.3
34) - 298.7
35) - 296.5
36) - 295.2
37) - 292.1
38) - 292.5
39) - 290.4
40) - 288.4 - 105 Bar

გრაფიკებში ეს ყველაფერი გამოიყურება შემდეგნაირად:



გრაფიკზე ფერები აღნიშნავს შემდეგ ინფორმაციას:

წითელი - სიჩქარე
ლურჯი - ენერგეტიკა
მწვანე - რეზერვუარის დაცლა
მუქი წითელი - ჰაერის ხარჯი

ანუ გამოდის, რომ მინიმალურ შემთხვევაში თოფი იძლევა 28 ჯოულს, მაქსიმალურ შემთხვევაში კი 35 ჯოულს, მაგრამ ამასობაში თითი გასროლაზე იხარჯება თავიდან 19 კუბური სანტიმეტრი ჰაერი და ბოლოში თითო გასროლაზე სადღაც 26 კუბური სანტიმეტრი ჰაერი იხარჯება, და ეს მაშინ როდესაც მარადიორი ხარჯავს 8-9 კუბურ სანტიმეტრს, ნორმად და ოპტიმუმად კი ითვლება 8-დან 12 კუბურ სანტიმეტრამდე ჰაერის ხარჯვა.

როგორც ხვდებით ამას ხარჯვა აღარ ჰქვია, ამას სუპერ გადახარჯვა ჰქვია. რა თქმა უნდა არანაირ 90 გასროლაზე არაა საუბარი, ერთი დატენვით მაქსიმუმ 40 გასროლას გააკეთებ კაცი, თუმცა ნორმალურად, რომ იყოს გათვლილი ჰაერის ხარჯი ალბათ თამამად შეიძლებოდა 80 გასროლის თუ არა 60-70 გასროლის გაკეთება. მაგრამ ამ დროს ტყვიის სიჩქარე უკვე იქნებოდა 280 მეტრ წამი, რაც ზოგიერთებს არ მოეწონებათ, რადგან ბევრს ამ მოდელში სწორედ უკონტროლო და ნაგიჟარი სიჩქარე მოსწონს smile.gif



შედეგები და დასკვნები

მოკლედ მგონი სრული ინფორმაცია გვაქვს ამ იარაღის შესახებ, მესამე დღეა ვწერ ამ მიმოხილვას და დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლოში გავედი ისე, რომ არაფერი არ გამომრჩენია. იმედია ყველა საინტერესო ძირითადი საკითხია განხილულია, დანარჩენი კი შევმატოთ ამ თემას კონკრეტული შემთხვევების განხილვით. იმედია მალე ფორუმზე ამ აგრეგატის სხვა მომხმარებლებიც გვეყოლება და დაიწყება აქტიური განხილვა.


პატრონი საკუთარი თოფით smile.gif

ახლა კი დრო მოვიდა შემაჯამებელი შედეგები ჩამოვთვალოთ;


პლიუსები:
1) 10 ტყვია ბარაბანში
2) ავტომატური მცველი
3) გადატენვის მარტივი და მოხერხებული მექანიზმი
4) ცვლადი რეზერვუარი
5) სქელი ლულა 13.75მმ
6) მაღალი სიზუსტე
7) რეგულირებადი სასხლეტი
8) ორმაგი ოპტიკის სამაგრი
9) მაღალი სიჩქარე
10 დიდი ენერგეტიკა
11) ხის კონდახი
12) დასატენი განივი პორტი
13) ორმაგი ტყვიის ჩატენვისგან დაცვის მექანიზმი



მინუსები:
1) არაადეკვატური ჰაერის ხარჯვა
2) კლაპანი რეზერვუარზე
3) ლითონის დეტალების დამუშავება მოიკოჭლებს, ცუდი არაა, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა
4) პლასტიკატის რვიანები
5) მყარად დამაგრებული ლულა
6) ხმაური
7) წონა
8) დარღვეული ბალანსი
9) სილუმიტის დეტალები
10) საბრძოლო პოზიციიდან მოხსნა რთულია
11) ნერვებზე მოქმედებს ავტომატური მცველი
12) ბარაბნის შუა ნაწილის დახვედრა მიმწოდებლის მიმართ
13) შეუძლებელია გადამშვების რეგულირება
14) შეუძლებელია მიმწერის რეგულირება
15) შეუძლებელია დამრტყმელის სვლის დარეგულირება

მემგონი ყველაფერი გავითვალისწინე, რა შეიძლება ითქვას ამ თოფზე, ღირს თუ არ ღირს შეძენა? აშკარად ღირს, აქვს თავისი პლიუსები, თუმცა რა თქმა უნდა აქვს მინუსებიც, ისე მოდით რეალურად ვთქვათ რომელიმეს თუ გინახიათ თოფი რომელსაც ხელის შევლება არ უნდა? ყველას უნდა, TOP ვერსიებსაც კი, ასე რომ ჰაცანი გამონაკლისი არაა, მასაც სჭირდება ხელის შევლება და საკმაოდ სერიოზულ აგრეგატს მივიღებთ. რაც შეეხება შედარებას სხვა თოფებთან. ჩვენს ფორუმზე არის თემა სადაც მიმდინარეობს ჰაცანისა და დისკოს შედარება... უაზრო თემაა, ჰაცანი აშკარად ჯობია დისკოს, ერთერთი რაშიც აგებს ეს არის წონა და გაცილებით მეტი ხმაური, დანარჩენში უფრო მართებული იქნებოდა მარადიორთან შეგვედარებინა ჰაცანი, მაგრამ აქ მარადიორს ბევრი თავისი პლიუსი აქვს, რომელსაც ჰაცანი მხოლოდ დიდი ენერგიით პასუხობს დანარჩენში - დეტალების დამუშავება, რეგულირების შესაძელბლობით, სიჩუმით .... მარადიორი ჰაცანს აშკარად ჯაბნის, მაგრამ მეტიც ღირს.

საერთო ჯამში კონკრეტულად რომელიმე თოფს შეადარო და თქვა აი ეს უკეთესი ეს არა არასწორია, ჰაცანს აშკარად თავისი ადგილი უჭირავს, თუ ეს თემა გადაიკითხეთ და ყველა მისი მინუსი თქვენთვის მისაღებია და მხოლოდ პლიუსებს ხედავთ მაშინ ეს თოფი თქვენთვისაა, ოღონდ მერე არ მითხრათ შენი საბოლოო სიტყვების გამო ვიყიდე და არ მომეწონაო, ყიდვის წინ ყველაფერი აწონ დაწონეთ, უმჯობესია ნახოთ რამდენიმე სხვა და სხვა თოფი, და მხოლოდ ამის მერე ამოირჩიოთ სასურველი, თუმცა ჰაცანის შეძენის შემთხვევაში მემგონი დასანანი ბევრი არაფერი გექნებათ, მაქსიმუმ ხმაური. დანარჩენში თოფი თავის საქმეს5-იანზე აკეთებს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Twister
პოსტი Sep 14 2010, 03:21 PM
პოსტი #2


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 169
რეგისტრ.: 8-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 393



აუფ ამდენის წაკითხვა არ გინდა? biggrin.gif
ამას ჩაუჯდე უნდა როცა საქმე არ გაქ smile.gif
ja_ja
ბევრი გიწვალია
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Sep 14 2010, 03:26 PM
პოსტი #3


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ჯაჯ კაკ ვსეგდა მშვენიერია, სახში დეტალურად გადავიკითხავ, ინტერესნო/
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Sep 14 2010, 04:20 PM
პოსტი #4


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი





ja_ja
მშვენიერი პრეისტორიული რეპორტია ჯაჯინსკი wink.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Sep 14 2010, 04:39 PM
პოსტი #5


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



ja_ja

ძალიან მაგარი რეპორტია. როგორც ყოველთვის!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Sep 14 2010, 04:40 PM
პოსტი #6


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



ja_ja
ბრწყინვალე რეპორტია ჯა_ჯ! ფორმაში ხარ biggrin.gif

რაც მთავარია, შედეგიანი რეპორტია, ჩამომიყალიბდა ჩემი აზრი ჰაჩიკაზე რეპორტის შედეგად smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tsumbusha
პოსტი Sep 14 2010, 05:00 PM
პოსტი #7


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 330
რეგისტრ.: 7-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 198



ხო რისი თქმა მინდოდა გიწერია სასხლეტის სიმძიმის შემსუბუქება რამდენად შეიძლება არ ვიციო, გეტყვი რო შეიძლება სასხლეტის დამცავ შავ რკინას რო მოხსნი შიგნით აქვს ვინტი რომელიც მაგ ძალას არეგულირებს შეგიძლია ისე შეამსუბუქო რომ ოდნავ მიადებ თუ არა ესევე ისვრის. მე რო მქონდა რამდენჯმერმე მომიხდა დარეგულირება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tsumbusha
პოსტი Sep 14 2010, 05:12 PM
პოსტი #8


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 330
რეგისტრ.: 7-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 198



შენს მიერ დაწერილ თემას ადამიანი რო კითხულობს სიამოვნებს. მალადეც ამის ნიწი გაქვს, ალბად კარგი ჟურნალისტიც გამოხვიდოდი biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Sep 14 2010, 05:24 PM
პოსტი #9


Optimal Сasual Dating Real-life Girls
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,874
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: GB
წევრი №: 312
ქალაქი:miDandyXD



ეხლა მოვედი მაგნუმიდან და რა თემა დამხვდა biggrin.gif მომილოცეთ, მეც ეს მშვენიერი ბიუჯეტური ფიშტო მაქვს biggrin.gif

ჯაჯამ დაწერა ჩემს თემაში ეხლა გუდვილში იქნებაო, და აბსოლიტურად მართალი იყო....


ჰო მართლა, საღოლ ჯაჯა, წავიკითხე და მოხიბლული ვარ biggrin.gif

საღოლ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Twister
პოსტი Sep 14 2010, 05:29 PM
პოსტი #10


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 169
რეგისტრ.: 8-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 393



norica_dragon
გილოცავ სულ კარგ საქმეში გამოგეყენოს biggrin.gif
როგორი იყიდე ხის კონდახით თუ პლასტმასით?
და შენი შთაბეჭდილებედი დაწერე. smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Allstar
პოსტი Sep 14 2010, 05:34 PM
პოსტი #11


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 508
რეგისტრ.: 9-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: T.N.
წევრი №: 247



გილოცავ ავთო სულ 10სმ ხეები გეხვრიტოს და 10 იანებში გაგერტყას smile.gif))
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Sep 14 2010, 05:34 PM
პოსტი #12


Optimal Сasual Dating Real-life Girls
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,874
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: GB
წევრი №: 312
ქალაქი:miDandyXD



ხის კონდახით ვიყიდე, ნუ ჩემი შთაბეჭდილებები ის არის რომ ეს თოფი არაფრით არ ჩამოუვარდება მის ძვირიან მოძრამეებს...

დააკვირდით დადებით მხარეებს, რაც ჯაჯამ ჩამოწერა, ეს ის დეტალებია რაც ყურადღება მისაქცევია ესეთი ტიპის იარაღში, ნუ ცენტრი ცოტას უტეხავს ისიც პლასმასის კონდახიანს, ხის ვაიანტში ნარმალნა, ნუ მძიმეა ეგეც ფაქტია, ჩემი აზრით სრულყოფილებამდე ამას ედუქტორი აკლია biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Sep 14 2010, 05:47 PM
პოსტი #13


Optimal Сasual Dating Real-life Girls
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,874
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: GB
წევრი №: 312
ქალაქი:miDandyXD



ციტატა(Avto @ 14th September 2010 - 06:34 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თავიდან 19 კუბური სანტიმეტრი ჰაერი და ბოლოში თითო გასროლაზე სადღაც 26 კუბური სანტიმეტრი ჰაერი იხარჯება, და ეს მაშინ როდესაც მარადიორი ხარჯავს 8-9 კუბურ სანტიმეტრს


ჯაჯა ერთი კითხვა...

მარადიორი ბევრად უფრო მაღალ წნევაზე იტენება ვიდრე ჰაჩიკა.. რეზერვუარიც უფრო მეტი აქვს...

თუ არ ვცდები მარადას აქვს 70 გასროლა 300 მეტრწამი სიჩქარის ირგვლივ... ჰაჩიკას კიდე უფრო დაბალი წნევით და უფრო პატარა რეზერვუარით 40...

ანუ მარადა როგორც ვხვდები 8-9 კუბურს ხარჯავს როცა მაღალ წნევაზეა ხო?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Sep 14 2010, 06:08 PM
პოსტი #14


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ja_ja
საღოლ, კარგი იყო, მთლიანად წავიკითხე rtfm.gif good.gif
ხმაზე გამახსენდა. მე ადრე ეგ თოფი ვნახე დინამოს გვერდზე პატარა მაღაზიაში, ხოდა სასხლეტის "გამოცდის" მიზნით გადავტენე და ვისროლე "ხალასტოიზე"...

სიმართლე გითხრათ მე მაინც და მაინც არ მტკენია ყურები, მარა გამყიდველს და იქვე მყოფ რამდენიმე კლიენტს მგონი ბარაბნები დავუხეთქე... IMHO, მოდერი მართლაც აუცილებელია...


norica_dragon
გილოცავ. მშვიდობაში....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Twister
პოსტი Sep 14 2010, 06:14 PM
პოსტი #15


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 169
რეგისტრ.: 8-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 393



norica_dragon
და სულ ყველაფრით რა დაგიჯ და ? საიტზე რომ წერია ეგ ფასი? თუ ცოტა ნაკლები? smile.gif

ეხლა ნახე ჰაჩიკაზე მოთხოვნები biggrin.gif

ja_ja-მ უფასო რეკლამა გაუკეთა biggrin.gif.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Sep 14 2010, 07:10 PM
პოსტი #16


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



გილოცავ ავთო, მშვიდობაში და 10-იანებში სულ!

თან კარგი სატუნინგე აგრეგატია biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Sep 14 2010, 07:43 PM
პოსტი #17


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Twister
bazuka
cz80
Jah
Power_VANO
დანქეშონ დანქეშონ, მთავარია თქვენ გამოგადგეთ smile.gif

norica_dragon
ციტატა(Avto @ 14th September 2010 - 06:24 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჯაჯამ დაწერა ჩემს თემაში ეხლა გუდვილში იქნებაო, და აბსოლიტურად მართალი იყო....

არა, ხომ ვარ ნოსტრადამუსი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ვაიმე ჩავბჟირდი.


ციტატა(Avto @ 14th September 2010 - 06:47 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თუ არ ვცდები მარადას აქვს 70 გასროლა 300 მეტრწამი სიჩქარის ირგვლივ... ჰაჩიკას კიდე უფრო დაბალი წნევით და უფრო პატარა რეზერვუარით 40...

ანუ მარადა როგორც ვხვდები 8-9 კუბურს ხარჯავს როცა მაღალ წნევაზეა ხო?

კი მარადას მეტი გასროლა აქვს მაგრამ არა 70
50 გარანტირებული მაქსიმუმ 55-60-ს გააქაჩინებ და ისიც გარანტირებულად 300 მ/წ არ იქნება უფრო 280-290, ხარჯი "პრიამატოკზეც" კი ნაკლები აქვს მარადიორს, ლამის 3-ჯერ. 26 კუბი მემგონი სუპერ ზედმეტია. ცუდი ისაა რომ ჰაჩიკას არ აქვს რეგულირების შესაძლებლობები და შესაბამისად ავტოგენისა და ქლიბის გამოყენების გარეშე პარამეტრებს ვერ შეუცვლი, აი მარადიორში მაგისთვის 3 ვინტი გაქვს რაც საკმაოდ მოსახერხებელია.

ანუ უფრო მოქნილია მარადიორი და მაგით ხდის ჰაჩიკას. ბალანსიც აქვს, და ჩუმია ბუნებრივად, მარა რავი შენ გუშინ ჰაჩიკას ენერგეტიკა ისე მოგეწონა რომ მემგონი სულ გახატია მარადიორის მოქნილობა biggrin.gif

tsumbusha
ციტატა(tsumbusha @ 14th September 2010 - 06:00 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხო რისი თქმა მინდოდა გიწერია სასხლეტის სიმძიმის შემსუბუქება რამდენად შეიძლება არ ვიციო, გეტყვი რო შეიძლება სასხლეტის დამცავ შავ რკინას რო მოხსნი შიგნით აქვს ვინტი რომელიც მაგ ძალას არეგულირებს შეგიძლია ისე შეამსუბუქო რომ ოდნავ მიადებ თუ არა ესევე ისვრის. მე რო მქონდა რამდენჯმერმე მომიხდა დარეგულირება

ნუ ახლა მე ჩემს თავს უფლება არ მივეცი ჩავმძვრალიყავი სხვის თოფში და თავფეხიანად შიგნეულობა მენახა, ეგ დეტალები უკვე მფლობელებმა უნდა ჩამოწეროთ და განიხილოთ ასევე ურჩიოთ ერთმანეთს რა და როგორ გაასწოროთ.

ციტატა(tsumbusha @ 14th September 2010 - 06:12 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
შენს მიერ დაწერილ თემას ადამიანი რო კითხულობს სიამოვნებს. მალადეც ამის ნიწი გაქვს, ალბად კარგი ჟურნალისტიც გამოხვიდოდი

ვაბშეტა ჟურნალს ქე ვუშვებდი biggrin.gif ეგ ლამის ყველამ იცის smile.gif. და კაკრაზ მაგ წერის სტილის მუღამი უსწორებდა ბევრს.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Sep 14 2010, 07:52 PM
პოსტი #18


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ja_ja
საღოლ,ბრწყინვალე რეპორტია,როგორც ყოველთვის.


norica_dragon
გილოცავ შენს ხაჩიკას,ახალი რეკორდები დაგემყარებინოს.

ალბათ უკვე შემოწმებული გაქვს.როგორ მოგწონს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
name
პოსტი Sep 14 2010, 08:30 PM
პოსტი #19


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 526
რეგისტრ.: 24-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI
წევრი №: 336
ქალაქი:თბილისი



საგოლ კარგად გაგვაცანი ეს პნევმო თავის ცუდ კარგიანათ!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ochopintre
პოსტი Sep 14 2010, 08:40 PM
პოსტი #20


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 654
რეგისტრ.: 11-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 14



ჯა ჯა ბრავო, ძალიან მომეწონა, იდეაში შეიძლება პატარა ბუკლეტებად დაიბეჭდოს შენი რეპორტები და მაღაზიაში შაშხანასთან ერთად გაიყიდოს, შენ ადგილზე შევთავაზებდი ამ იდეას ვინმეს biggrin.gif

აჩვენეთ ეს რეპორტი ხალხს და "კისტის" თოფი აღარ იქნება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(tsumbusha @ 14th September 2010 - 06:00 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხო რისი თქმა მინდოდა გიწერია სასხლეტის სიმძიმის შემსუბუქება რამდენად შეიძლება არ ვიციო, გეტყვი რო შეიძლება სასხლეტის დამცავ შავ რკინას რო მოხსნი შიგნით აქვს ვინტი რომელიც მაგ ძალას არეგულირებს შეგიძლია ისე შეამსუბუქო რომ ოდნავ მიადებ თუ არა ესევე ისვრის. მე რო მქონდა რამდენჯმერმე მომიხდა დარეგულირება

ცოტახნის წინ ვეჩალიჩებოდი ჩემ სასხლეტს და პირველი საფეხურის სვლა კი დავარეგულირე მაგრამ სიმძიმის შემსუბუქების რა გითხრა. ბოლომდე მივჭიმე ზამბარა მაგრამ მაინც მძიმეა, ჩემი აზრით ძალიან ხისტი ზამბარა უყენია და შედარებით რბილი ზამბარის შეცვლით ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

87 გვერდი V   1 2 3 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 03:49 PM
Hosted by Pro-Service