რახან სათადარიგო თემა ვერ ვიპოვე გადავწყვიტე ახალი გამეხსნა. შეიძლება სადმე თემებში კი არის პოსტები გაბნეული ანალოგიურ თემაზე მაგრამ რთული საძებნია.
ახლა რა მაინტერესებს. რაღაც მიახლოებით მოვხაზე რაც მინდა. ანუ ასეთი სისტემა რამდენად გაამართლებს იდეაში? სურათზე გაბარიტები ცოტა დიდად ჩანს მაგრამ ეგ გამშვები სისტემა 15მმ -ში უნდა დაეტიოს ბუდიანა. + - 2მმ
იდეაშია ერთიანი თხელი ალუმინის პლანკა სიმაღლით 15მმ რომელშიც მოთავსთება მთელი გამშვები სისტემა. ეგ სისტემა მერე უნდა მიეკრას ქვემოდან იარაღის კორკუსს. გათვლილია ჰაცანის ტიპის სისტემაზე. ანუ რეზიკი და დამრტყმელის შახტა როცა ერთ სიბრტყეზეა.
აქ კიდე ერთი ნიუანსია. მინდა რომ გასროლისას სასხლეტი დარჩეს მოზიდულ მდგომარეობაში, თითქმის შესული თოფის სახელურში. ეს ომიტომ რომ ვიზუალურადაც შეეტყოს თოფს დატენილია თუ არა. (არის შემთხვევები მაჩვენე,მანახე,დამაკავებიე და ა.შ) და მერე კაიგვარიანად რო ეზიდებიან სასხლეტს უკითხავად.
შყენებისას კი სასხლეტი ისევ წინ გამოიწევა ავტომატურად. რავი მგონი უნდა იმუშაოს.
http://radikal.ru
თუ ვინმეს რამე ამდაგვარი გაქვთ იდეაში ბულპაპისთვის გააზიარეთ და გვაჩვენეთ ფლიიიიიიზ
sekurifa
აზრი ნამდვლად საინტერესოა, მაგრამ მაგ სქემაში, შემთხვევით კონდახის მირტყმისას, სასხლეტი(шептало)
ზემოთ რომ ავარდეს, გამშვები კაუჭი უკან დაგიბრუნდება და იარაღის შეყენებისას მოგიწევს ისევ კაუჭზე დაჭერა.
მგონი. მგიწევს მანდ კიდევ ერთი დეტალის, "разобшитель" ის ჩასმა. ან გასროლისას დამრტყმელის უკანა ნაწილი არ უნდა გადასცდეს სასხლეტს(шептало). რომელიც მას ჩაკეტავს, ის კი კაუჭს. ამ შემთხვევაში კი სასხლეტის პატარა
ზამბარა. რომელიც მოზიდვით მუშაობს, საჭირო აღარ იქნება.
sekurifa
მოიცა მოდი თავიდან.... ანუ შენი საბოლოო მიზანი რა არის? სასხლეტის დაცვა გააკეთო რომ არ გავარდეს?
მაშIნ შემხვედრი კითხვა მაქვს და იგივე Hatsan-ზე საშტატო ავტომატური მცველით რით ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს?
P.S. Multi-Tool -სმა სწორეგ ახსენა, მანდ სასხლეტს მინიმუმ კიდევ ერთი დეტალი უნდა თორემ პირდაპირზე სასხლეტით დამრტყმელის გამონთავისუფლება ზამბარის ძალისა და ხახუნის გამო აი ძლიან, ძალიან მოუხერხებელი და მძიმე იქნება....
ახლა კიდე ორი მონახაზი გავაკეთე. ორივეზე კაკვი რჩება მოზიდული. სავარაუდოდ ამ ორიდან ავარჩევ რომელიმეს. რომელიც უფრო მაქსიმალურად მცირე გაბარიტებში ჩაჯდება.
http://radikal.ru
თემა გაწმენდილია, დიდი თხოვნაა გადახვევები არ იყოს.
დღეს სასხლეტი მექანიზმის მაკეტი გამოვჭერი ხისგან. სასხლეტის ბუდეში არმინდა არანაირი ზამბარის გამოყენება. ერთადერთი ზამბარა დაყენდება მარტო წინ გამოსაკრავ კაკვზე სპიცზე რომელიც აიღებს მის თავზე სტოპორის შეყენებას.
როგორც პრაქტიკა ამბობ ჯობია 3 დეტალისგან შემდგარი სასხლეტის მექანიზმზე გადაერთო, თორემ ეს კონკრეტული რაღაცით გავს 1377-ის ქარხნულ ვერსიას... მემგონი ცოტა უარესობით... კერძოდ:
1) რეალურად შენთან სასხლეტი გაჩერებულია ქვედა დეტალით რომელიც თავის მხრივ მაგ პოზიციაში გაჩერებული იქნება რაიმე ზამბარით, ანუ თუ ზამბარა ძლიერი გექნება, მაშინ სასხლეტის გამოკვრა მძიმე იქნება, ხოლო თუ სუსტი იქნება შეიძლება დავარდნის ან რაიმე სხვა ინერციული მოქმედებისას თვითგასროლის ხელშემწყობი გახდეს
2) შეხების ზედაპირი ქვედა და ზედა დეტალს დიდი აქვთ შედეგად გასროლისას საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას გაგიწევს, არარაფერს ვამბობ ოთხკუთხედ ბოლოზე, რომელსაც ძირს ჩაწევის დროს პირდაპირ ძირს ჩასვლა კი არ ახასიატებს, არამედ კუთხის წვერის ზემოთ აშვერა სჩვევია რაც ისევ და ისევ დაგიმძიმებს სასხლეტს, ამიტომაცაა ყველა სასხლეტი ისე გაკეთებული რომ წკიპაზეა შეხება დეტალების...
თემის ავტორს წარმატებები იდეის განხორციელებაში, სასხლეტზე მაქვს შეკითხვა და აქვე დავსვავ თუ შეიძლება, მინდა სასხლეტის ნახაზი ან იდეა რომელიც გათვლილი იქნება უკანმდგომ რეზერვუარზე და თანაც კლიპიან კოლოფზე ანუ აირფორსის უკუღმართული სასხლეტივით არ მინდა, რა შეიძლება გაკეთდეს??
NRG
აირფორსის მუშაობის პრინციპი ჩემზე უკეთ გეცოდინებათ და რადგანაც თქვენ კლიპიანი კოლოფის გამოყენება გინდათ, აქ ერთი კონსტრუქცია ვიცი. რეზერვუარი შესაძლებელია დაუკავშიროთ კოლოფს წვრილი მილით. მსგავსი კონსტრუქცია ნანახი მაქვს კრალის ნპ-02
giga2010
უი ნპ 2 მაგრამ ეგ ხომ 2 რეზერვუარიანია ცოტა სხვანაირად იქნება
NRG
კი, 2 რეზერვუარით არის, მაგრამ ცოტაოდენი ჩარევის შემდგომ შესაძლებელია ერთ დიდ რეზერვუარზე დაერთება. უფრო ზუსტად ჩვენი გამოცდილი მეგობრები იტყვიან.
როგორც მე მახსოვს ეს დიდი რეზერვუარი მეორე პატარა რეზერვუარს უკავშირდება წვრილი მილით
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services