"ფრანკენშტეინი", ოპტიკური სამიზნე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
"ფრანკენშტეინი", ოპტიკური სამიზნე |
Apr 16 2019, 03:06 AM
პოსტი
#1
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 503 რეგისტრ.: 28-April 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბაკურციხე წევრი №: 2,169 ქალაქი:თბილისი |
"ოპტიკური ფრანკენშტეინი" carl zeiss 6-24x50 AOE sightron 3,5-10x50 -რა საერთო უნდა ქონდეს ამ ორ რადიკალურად განსხვავებულ ოპტიკურ სამიზნეს?: პირველი კითხვა, რომელიც დამებადა მას შემდეგ რაც ორივე ერთად დავდე სამუშაო მაგიდაზე. დღეს მქონდა ოპტიკური სამიზნეების გადარჩევის დღე შეჯიბრი ახლოვდება და მეც ჩემებურად ვემზადებოდი აღმოვაჩნე, რომ ოპტიკათა ნაირსახეობა მქონია, მაგრამ ფაქტიურად არაფერიც არ მქონია როცა 5 მმ-იანი სამიზნის ძებნა დავიწყე 50 მეტრზე და ვერ ვიპოვე. მრავალთაგან ამოვარჩიე ორი ცალი: ერთი ყველაზე მაღალჯერადიანი რომელშიც სქელი ბადე და ბუნდოვანი გამოსახულებაა, მეორე ყველაზე ხარისხიანი გამოსახულებით რომელსაც ოკულარის და ობიექტივის ლინზები დაზიანებული აქვს, ეს ორი არის ზემოთხსენებული ოპტიკები. სათაურიდან გამომდინარე გასაგებია რის გაკეთებაც დავუპირე ამ საწ*ლებს პირველრიგში რა თქმა უნდა დავშალე ორივე და შიგნეულობაში ჩავიჭყიტე. მარჯვნივ არის sightron-ის დეტალები მარცხნივ carl zeiss-ს ცეიზი დაშლის დროს დავაზიანე ადგან ფოკუსის ბარაბანი კორპუსზე იყო ჩასიკვდილებული და არაფრით არ მოეშვა, ჩატყდა თუ არა ეგრევე ახალი აზრი გაჩნდა ტვინში ნამდვილი ფრანკენშტეინის შექმნისა ოღონდ ოპტიკურის. ესეიგი ცეიზის კორპუსის ოკულარის მხარე გამოუსადეგარი გახდა და აღარც კლიკები მჭირდებოდა, მისი მხოლოდ 50 მმ-იანი ობიექტივი და გრძელი მილი მჭირდებოდა ასე რომ ბენზოხერხი ვერ ვნახე და ისევ ჩარხი გამოვიყენე შემდეგი ეტაპი იყო ცოტა საეჭვო რადგან გადიდების ლინზები უნდა გადამეცვალა ერთიდან მეორეში, საიტრონის ხარისხიანი ლინზები უნდა გადამეტანა ცეიზის ზუმის ბუდეში და როგორც მოველოდი სხვადასხვა ზომის აღმოჩნდა, არ მინდოდა ლინზების ამოყრა, მაგრამ სხვა გზა არ იყო ამოვყარე და გადავიტანე მეორეში, ლინზებს ეგრევე ეტყობა ხარისხი ცეიზის ლინზები არის გახუნებული და ყვითელი საიტრონის კი ბზინავს და გვერდებიც კი გამჭვირვალეა მოკლედ ბევრი ვიწვალე თუ ცოტა, ავაწყე ბოლომდე ზუმიც მუშაობს მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო (ამ მიზეზს სხვა დროს ავხსნი) დიაპაზონი შეიზღუდა დაბალის მხარეს თუ ცეისზე იყო პირობითად 6-24 ეხლა ჰიბრიდზე ექნება დაახლოებით 10-24. ამ ექსპერიმენტმა ზუმის მომატების თეორიული შანსც გააჩინა. ექსპერიმენტმა გაამართლა 100%-ით და ჩემი ვარაუდიც ასევე. მივიღე მაღალი ხარისხის გამოსახულება მაღალ ჯერადობაზე, ესეც ჩემი მახინჯი შედეგი ასეთია: ღამის ფონზე კიდევ არაუშავს სურათი ვერ გამოვიდა. ხო, ამ ჰიბრიდს მესამე ოპტიკის დეტალიც ექნება, მაგრამ ჯერ არ ვარეპორტებ რადგან იმ დეტალის გადმონერგვა ძალიან რთულია და სახიფათო
| |
> |
|
|
Apr 17 2019, 10:03 PM
პოსტი
#2
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 503 რეგისტრ.: 28-April 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბაკურციხე წევრი №: 2,169 ქალაქი:თბილისი |
gregory ბიჭები დამბრედავენ კიდეც vexam ჩემი ოპტიკის შემთხვევაში ზუმი პირობითია 24 აწერია მაგრამ დაახლოებით 10-ია, ზუმის შემოწმება არ მიცდია ფოკუსირებული შუქით აქ მგონი გიგას აქვს შემოწმებული ამ მეთოდით და თუ ასეა დაწერს ალბათ მუშაობს თუ არა ეს მეთოდი, რაც შეეხება ფორმულას და რაიმე წესით დადგენას რა თქმა უნდა იქნება ფორმულაც და წესიც, მე არ ვარ ამ საქმის მცოდნე მაგრამ ლოგიკურად რომ ვიფიქროთ ოკულარში ასახულ ობიექტს უნდა გადავუღოთ ფოტოსურათი შემდეგ ფაილი პიქსელიდან გადავიტანოთ მილიმეტრებში და გავზომოთ ობიექტი, მაგრამ ჯერ უნდა გავზომოთ რეალური სამიზნე ვთქვათ არის 5 მმ შემდეგ ფორმულით უნდა გამოვთვალოთ 50 მეტრ მანძილზე რა ზომის იქნება და შემდეგ ოკულარში ასახულის ზომა უნდა გავყოთ ფორმულით მიღებულ რიცხვზე და მივიღებთ რამდენჯერ არის გადიდებული გამოსახულება, ეს არის მხოლოდ ჩემი ვარაუდი ცხოვრებაში არ შევხებივარ ოპტიკის ზუმს და არც მისი გამოთვლა მიცდია ასე რომ ვინც უკეთ იცის ეს ამბავი მან დაწეროს მე ბოდიში მომითხოვია ჰერმეტულობაზე გეტყვი ჩემი პრაქტიკიდან განახსნელი ოპტიკა არცერთ შემთხვევაში არ იორთქლება თუ ისევ ჰერმეტულად აიწყობა ანუ ორპირი ქარი არ უნდა უბერავდეს მილში მე დამიშლია ქარხნული ხელუხლებელი ოპტიკა და არ იყო ჰერმეტულობა დაცული მაგრამ არც იორთქლებოდა, მგონია ეს აზოტი უაზრობაა და ალბათ მარკეტინგული ბლეფია იაფფასიან და საშუალო კლასის ოპტიკებზე, მაღალ კლასში რომელიც სტერილურ ოთახებში იწყობა მაგათ ალბათ ექნებათ აზოტი.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th April 2024 - 04:28 AM |
Hosted by Pro-Service |