თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ პნევმატიკა მფლობელის თვალით _ ქრონოგრაფის კომპიუტერთან შეერთება

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 10 2011, 11:34 PM

ციტატა(koka @ 26th September 2011 - 06:26 PM) *
მრუდი 20-30 სმ მაინცაა და ჭირს ყველაში გატარება


ნუ, ძნელია, მაგრამ ცდა შეიძლება smile.gif

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 11 2011, 01:40 AM

მე ისევ ამ თემას მოვადექი...

ვინაიდან და რადგანაც, რასაც ამ პოსტში ვწერ, მაინც ამ ქრონოგრაფს ეხება, სხვა ახალი თემის გახსნას აღარ დავიწყებ და აქვე მივაწერ.
ესეიგი რაშია საქმე:
რაც ქრონოგრაფი ვიყიდე, მას შემდეგ სადღაც გულის სიღრმეში მაინც მინდოდა მისი კომპუტერზე მიერთება და პასტა-ფურცლობიის გარეშე ჩანაწერების გაკეთება..
ამისათვის საჭირო არის სპეციალური საშუალება, აი ეს: http://www.shootingchrony.com/products_ibmpcinterface.htm , რომელიც საკმაოდ კარგი ფასი ღირს -23$ sad.gif . ნუ, კაცი იტყვის, რომ სადაც ქრონოგრაფში მაგდენი გადაიხადე, ბარემ ეგეც იყიდე და შენც დაისვენებ და შენი აკვიატებული აზრებიცო... მაგრამ, მე მაინც სხვა რამეზე ვფიქრობდი: -რატომ ვერ უნდა ააწყო კაცმა?? განა რა უნდა იყოს ისეთი???

ხოო და დავიწყე უგზოუკლო ბოდიალი ინტერნეტში, იმის იმედით, რომ რაიმეს გადავაწყდებოდი და რაღაცას მივაგენი კიდეც... მაგრამ დარწუნებული მაინც არ ვიყავი, რომ ეს ის იყო, რაც მე მაინტერესებდა... ის გვერდი შევინახე და მას შემდეგ, რაც კარგა ხანი გავიდა, ეხლა მომიარა სურვილმა ისევ, რომ ამეწყო და მესინჯა რა გამოვიდოდა.
სქემა საკმაოდ მარტივია, სულ რამოდენიმე დეტალისაგან შედგება:

ამ დეტალების აქ ძებნით თავი არ მომიკლავს და რა თქმა უნდა, შევუკვეთე http://www.digikey.com/-ზე და ჩამომივიდა კიდეც.
ჩამომივიდა მაგრამ იმხელა ყუთში იდო, რომ ამ წერტილისოდენა დეტალებს 0.5 კგ მოუწია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
აი სურათებიც:



სანამ დეტალებს ველოდებოდი, მანამდე პლატა დავამზადე, მარტივი და ცნობილი მეთოდით - ლაზერული პრინტერი+უთო smile.gif
სახლში მეგულებოდა პლატის ნაგლეჯი, მვძებნე, გავასუფთავე და შევუდექი საქმის კეთებას. მივხაზ-მოვხაზე ავტოკადში, ამოვბეჭდე წებოვანი ქაღალდის ქვედა ფურცლის პრიალა მხარეზე და უთოთი გადავიყვანე პლატაზე.
ვინაიდან ნამეტანი ხარისხზე არ მქონდა აქცენტი გაკეთებული, დიდად ლამაზი არ გამომსვლია, მაგრამ ისეთი კი არის რომ თავის საქმეს აკეთებს. მაინც საცდელად ვაკეთებდი.
აი ფოტოც:

ტონერი საკმაოდ კარგად არის გადასული სპილენძზე.
სახლში სადღაც მქონდა 7-8 წლის წინ შენახული რკინის ქლორიდი წყალში გახსნილი (!!!). აღარც კი მქონდა იმისი იმედი რომ ივარგებდა, მაგრამ მაინც მოვძებნე. პირდაპირ ქილა ჩავდე პლასტმასის ჯამში და დავასხი ცხელი წყალი გასათბობად, ვიფიქრე თუ ივარგებ ცოტა მაინც, სითბო კიდევ უფრო დაეხმარება მეთქი. პლატა გადავჭერი საჭირო ზომაზე და ორმაგი სკოჩით უკანა მხრიდან მივაწებე კოკა-კოლას პლასტმასის ბოთლის სახურავი, ხსნარში რომ არ ჩაძირულიყო smile.gif და ჩავუშვი ქილაში.


ჩემდა საბედნიეროდ ხსნარი ასე-თუ ისე ვარგისი გამოდგა smile.gif smile.gif .
ამოჭმული პლატა, ტონერი ჯერ არ აქვს გაცლილი smile.gif



ესეც უკვე აცეტონით გაწმენდილი:


არა უშავს, არა??

ესეც მოკალავებული smile.gif . (ცოტა ბევრი კალა მომივიდა smile.gif )

დავიწყე აწყობა და ამ ორი კინკილა რაღაცის მიპაიკებაზე თვალები დამეთხარა! ჯერ ისედაც 1 მმ ზომის ნაწილები არის და წარმოიდგინეთ ეხლა იმაზე მიმაგრებული 3 ცალი 0,2-0,3 მმ სიგრძის კონტაქტის მიკალავება!!! დავიტანჯე! დამხმარე ოპტიკაა საჭირო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
საბოლოო ჯამში, ჯეკებიც მივამაგრე და აი ასე გამოიყურება:






შევუერთე ქრონოგრაფს, შევუერთე კომპუტერს და დავიწყე გასინჯვა. პრგრამები ბევრი არ მაქვს. პირველად ვცადე chronograph v3.5.10.106 , მაგრამ უშედეგოდ... ქრონოგრაფების ჩამონათვალში არ აქვს Chrony sad.gif sad.gif sad.gif . ბევრი პარამეტრის რეგულირება კი შეიძლება, მაგრამ მე დამეზარა... ისე შეიძლება მანდედანაც გამოსულიყო რამე. ერთი რამ, რამაც დამაიმედა მაგ პროგრამიდან იყო ის, რომ ქრონოგრაფზე ხელის გადატარებისას პროგრამას გამოქონდა შეტყობინება : Memory is empty or…. იმის მისახვედრად, რომ ქრონოგრაფიდან რარაც სიგნალი გადადიოდა კომპუტერში, ჩემთვის ესეც სავსებით საკმარისი იყო. აქ ბევრ ჩალიჩს აღარ მივყევი და ვცადე სხვა, სახელდახელოდ ინტერნეტიდან გადმოწერილ პროგრამაში Chrono Connect. აქ კი ამუშავდააა... ქრონოგრაფის მეხსიერებაც წაიკითხა და პირდაპირი სიგნალიც დააფიქსირა. აი ვიდეოც, სადაც მე თვითონ ვარ ოპერატორიც და შემსრულებელიც smile.gif biggrin.gif smile.gif. მარცხენა მონიტორზე გახსნილ ფანჯარაში ფიქსირდება სიჩქარეები (fps), რომელსაც ქრონოგრაფი აწვდის კომპს მე რომ სწრაფად ვატარებ ხელს ქრონოგრაფზე სენსორების ზემოდან.

მოკლედ რომ ვთქვათ, ქრონოგრაფს უკვე ვაერთებ კომპუტერზე, მაგრამ ნორმალური პროგრამა არ მაქვს და ვერც ვერსად ვპოულობ. იქნებ ვინმემ იცოდეთ რამე და მირჩიოთ, რატომღაც მგონია smile.gif :P , რომ Chrony Ballistics II Software :P biggrin.gif smile.gif იქნება ამისათვის ზედგამოჭრილი. ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება ეს, ან რაიმე ამდაგვარი სხვა პროგრამები ვიპოვო?

________________________________
დღეს რაღაც pix.ge-ზე ვერ ავტვირთე და ამიტომ დავდე რადიკალზე.

პოსტის ავტორი: cz80 Nov 11 2011, 02:33 AM

giorgi-RW1k77X2
საღოლ გიუშ, სუფთა ჩალიჩმაისტერი ხარ რა biggrin.gif მაინც ააწყვე smile.gif საღოლ wink.gif

პოსტის ავტორი: gregory Nov 11 2011, 08:42 AM

giorgi-RW1k77X2
მართლაც მაგარი ხარ რა!

პოსტის ავტორი: iorama Nov 11 2011, 08:52 AM

მგონი ეს ამბავი იმსახურებს ცალკე თემად გაიხსნას smile.gif

პოსტის ავტორი: ilariona Nov 11 2011, 09:03 AM

იმდენად დამევასა ნაჩალიჩარი, რომ ცალკე თემას ვხსნი და გადმომაქვს.

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 11 2011, 10:17 AM

ციტატა(ilariona @ 11th November 2011 - 10:03 AM) *
იმდენად დამევასა ნაჩალიჩარი, რომ ცალკე თემას ვხსნი და გადმომაქვს.


ვააა, მეც არ გამიკვირდა, გვიანი კი იყო და მითიშული კი მქონდა გონება, მაგრამ არ მახსოვს თემა გამეხსნასმეთქი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ციტატა(cz80 @ 11th November 2011 - 03:33 AM) *
სუფთა ჩალიჩმაისტერი ხარ რა მაინც ააწყვე


ეხლა ნორმალურ (შესაბამის) პროგრამაზეც ვიჩალიჩებ და... იმედია რამე გამოვა smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 11 2011, 12:51 PM

giorgi-RW1k77X2
სლუში ჩალიჩი იზ ფანტასტიშ smile.gif ახლა სხვა კითხვა მაქვს... და ტავისი სოფტი რაც აქვს CRONY-ს რომ გამოიყენო არ გამოვა? არ არსებობს ინტერში ვინმეს სადმე არ ჰქონდეს დაგდებული

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 11 2011, 01:40 PM

giorgi-RW1k77X2
მალადეც რა

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 11 2011, 05:50 PM

ციტატა(ja_ja @ 11th November 2011 - 01:51 PM) *
და ტავისი სოფტი რაც აქვს CRONY-ს რომ გამოიყენო არ გამოვა? არ არსებობს ინტერში ვინმეს სადმე არ ჰქონდეს დაგდებული


ვეძებდი, ვერაფრით ვიპოვე, sad.gif
არა და ზუსტად მაგაზე ვფიქრობ... გასაყიდი კი არის უამრავი მაგრამ sad.gif

ციტატა(giorgi @ 11th November 2011 - 02:40 PM) *
giorgi-RW1k77X2
მალადეც რა


biggrin.gif biggrin.gif lol2.gif

პოსტის ავტორი: beqa Nov 11 2011, 09:37 PM

ვაა კარგი რამე გაგიკეთებია,

ისე კი ღირს სოფტის ყიდვა, რაღაც იდეები მომივიდა....

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 11 2011, 10:57 PM

ციტატა(beqa @ 11th November 2011 - 10:37 PM) *
რაღაც იდეები მომივიდა....


იდეები კარგია smile.gif , თუ გაგვიმხელ კიდევაც, უკეთესი იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Nov 12 2011, 10:12 AM

giorgi-RW1k77X2
გოი, იტოგში რა დაჯდა მაგ შტუკის გაკეთება(ნაწილები+ ჩამოტანა)?

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 12 2011, 12:48 PM

ციტატა(gregory @ 12th November 2011 - 11:12 AM) *
გოი, იტოგში რა დაჯდა მაგ შტუკის გაკეთება(ნაწილები+ ჩამოტანა)?


სიმართლე გითხრა, არც დამითვლია smile.gif
მაგ ნაწილებთან ერთად რამოდენიმე სხვა პატარა დეტალიც მქონდა გამოგზავნილი.
ისე რეალურად, თითოეული ნაწილის იქაური ფასებია:

NTA7002NT1GOSCT-ND (MOSFET N-CH 30V 154MA) - $0.42 X2=$0.84
RESISTOR 2.2K OHM 1/8W - $0.03 (ათ ცალზე ნაკლებს არ ყიდიდნენ, გადავიხადე $0.33)
შესაერთებლები:
CP-3523SJCT-ND (CONN AUDIO JACK 3.5MM STEREO SMD ) - $1.35
209FE-ND CONN DB9 FEMALE SLD CUP NICKEL - $1.10
______________
$3.62
მაგ ფასს დაემატა შიდა შიფინგი $5 (სხვა დეტალებიც იყო შიგნით) და აქ ჩამოტანის ფასი (ძალიან დიდ ყუთში იდო, 0.5კგ მოუწია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif)

დანარჩენი რა იყო საჭირო... სპილენძით ფოლგირებული ტექსტოლიტის ნაგლეჯი (ყრია მშრალ ხიდზეც) და რკინის ქლორიდიც (სხვა ბევრი რამის გამოყენება შეიძლება, მაგალითად შაბიამნისა და მარილის წყალხსნარიც) სახლში მქონდა და ტქვენ წარმოიდგინეთ, პრინტერი+ფურცელი+უთოც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მაგ ნაწილების ჩამოტანა ჩემი ატრუება იყო, თორემ დარწმუნებული ვარ, რომ აქაც იქნება ან დი-ეი-სი ელექტრონიქსში, ან ტიტანში, ან პლანეტაში... რავი, რადიოდეტალების მაღაზიებში.

პოსტის ავტორი: gregory Nov 12 2011, 02:27 PM

3.63$ VS 23$
ბრწყინვალეა smile.gif

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 12 2011, 04:35 PM

ციტატა(gregory @ 12th November 2011 - 03:27 PM) *
3.63$ VS 23$
ბრწყინვალეა


ეგ კი, მაგრამ დღეს Mტელი დღეა პროგრამას ვეძებ და ვერ ვიპოვე ვერაფერი sad.gif

უფრო სწორად რომ ვთქვა, ისეთი ვერაფერი ვიპოვე, როგორიც მე მინდა, თორემ COM Port -ს მონიტორით კი შემიძლია შედეგების ნახვა...ალბათ სადღაც დატა ექსპორტიც ექნება...

პოსტის ავტორი: gregory Nov 12 2011, 08:30 PM

ციტატა(gioxashuri @ 12th November 2011 - 05:35 PM) *
დღეს Mტელი დღეა პროგრამას ვეძებ და ვერ ვიპოვე ვერაფერი

აუცილებლად გამოინახება wink.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 12 2011, 08:55 PM

giorgi-RW1k77X2
პროგა მეც ვეძებე და ვერ ვნახე, ზატო შენ რომ გააკეთე იმის სქემები ვნახე მილიონ ტრისტა smile.gif

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 13 2011, 12:30 AM

ციტატა(ja_ja @ 12th November 2011 - 09:55 PM) *
ატო შენ რომ გააკეთე იმის სქემები ვნახე მილიონ ტრისტა


მეც biggrin.gif biggrin.gif
ვაბსჰე უმარტივესს გადავაწყდი ერთს...
http://www.network54.com/Forum/79537/message/1307299784/Chrony+PC+Interface+Cable+for+USB
უმარტივესია, არაფრის ცჰალიცჰი არ უნდა და თანაც USB არის...

USB2.0 to RS232 TTL Converter Module PL2303 უკვე გაოვიწერე საცდელად smile.gif

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 13 2011, 12:35 AM

ეხლა რასაც ვცჰალიცჰობ, მგონი რომ ტეორიულად შესაძლებელი უნდა იყოს:
მინდა, რომ სერიალ პორტიდან შემოსული მონაცემები პირდაპირ ექსელში აისახოს. დარცმუნებული ვარ, რომ მაგისი სასჰუალება უნდა იყოს.
თვალები აღარ მივარგა, რომ კარგად გადავცჰეჩო ინტერნეტი...
ისე Advanced Serial Port Monitor და COM putty ხოშიანად აჩვენებენ... სერიალ პორტის მონიტორი დაჟე bin ფაილშიც მინახავს შედეგებს, მაგრამ მე მაინც ისეთ პონტში მინდა, რომ გაქრონვის პარალელურად შესაძლებელი იყოს იმ შედეგების ნახვა, რაც მიმდინარე მომენტისათვის არის, გვერდზევე იგებოდეს გრაფიკი და გასროლების მატებასთან ერთად გრაფიკზეც ემატებოდეს წერტილი... იქვე იყოს გამოტანილი ფორმულებჩასმული უჯრები, სადაც ყოველი გასროლის შემდეგ დაინავ კაცი მაქსიმალურ და მინიმალურ სიჩქარეებს, სიჩჰქარეტა კორიდორს, საშუალო სიჩქარეს და ასე შემდეგ...

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 13 2011, 02:05 AM

giorgi-RW1k77X2
მგონი პირდაპირ ექსელშI არ გამოვა, მაგრამ CSV-ში პრობლემა არ უნდა იყოს. შეიძLება სადმე ასევე XML ფაილში შეტანის ინსტრუქციაც იყოს.

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 13 2011, 02:33 AM

ja_ja
რაღაცეები კი ვნახე, მაგრამ მაინც ვერ ამოვქოქე.
სადღაც-სადღაც ეწერა, რომ ამათი გამოყენებით შეძლებო Netcomm.osx, StrokeReader -ითო... მაგრამ მაინც ვერ შევიყვანე.

ეხლა ვათვალიერებდი «sca30» -პროგრამები რომ არის, გრაფიკებს რაშიც ვაგებთ ხოლმე ჩვენ.
Chronograph v3.5.10.106 და v3.6.10.108 შორის განსხვავებებში შევნიშნე, რომ დამატებულია ახალი ქრონოგრაფის მხარდაჭერა -S07 .
ვფიქრობ, რომ ახალ ვერსიაში, თუ რა თქმა უნდა არსებობს, შესაძლებელია, რომ Shooting Chrony-ც იყოს დამატებული, მაგრამ ვერანაირად ვიხსენებ საიდან გადმოვწერე თავის დროზე ეს პროგრამები, რომ კიდევ ვნახო ახალი თუ არის რამე.


ასევე სადღაც წავიკითხე, რომ არის პროგრამა Chairgun2, რომელსაც სერიალ პორტის მხარდაჭერაც აქვს დამატებულიო... ვეძებე და ვერ ვნახე.... ისე Chairgun2 კი მაქვს, მაგრამ მაგას არ აქვს სერიალის პადძერჟკა sad.gif. დილით დემონოიდზე მივაგენი, რომელსაც ეწერა სერიალის მხარდაჭერა აქვსო, მაგრამ ვერა და ვერ
გადმოიცერა... სულ გაჩერდა...
აი ეს: http://www.demonoid.me/files/details/1760747/31248819/

ციტატა
Peers: 0 seeders, 1 leechers, 1 total

sad.gif

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 13 2011, 08:36 PM

მოკლედ, სად რას არ დავეძებ და მაინც ვერაფერი ვნახე.
სამაგიეროდ, ამავე ფორუმზე, მარადიორის თემაში შევამჩნიე არტი საინტერესო სურათი:
http://www.airgun.ge/forums/index.php?s=&showtopic=605&view=findpost&p=76605

ხო და მეც გადმოვწერე ეგ პროგრამა, რომელიც საკმაოდ პატარაა და ინსტალაციაც არ ჭირდება. მართალია, მონაცემების მხრივ ახალი არაფერი მოუცია, ეგეც უბრალოდ ლოგს ინახავს, მაგრამ მაინც ხეირია, რომ პატარაა.

ისე მაინტერესებს, მანდ, მაგ პოსტში რასაც აჩვენებს, რა ქრონოგრაფია შეერთებული?
Mr. kaka8079 , აქ თუ შემოიხედავ მომწერე რაა, ან ვინმე სხვამ თუ იცით რას და როგორ აერთებდა. იქნებ რაიმე სხვა გამოსავალიც გამოჩნდეს საჩემოდ.

პოსტის ავტორი: gregory Nov 14 2011, 12:11 PM

ციტატა(gioxashuri @ 13th November 2011 - 09:36 PM) *
რა ქრონოგრაფია შეერთებული?

giorgi-RW1k77X2
მგონი ესაა:
http://chronoshop.ucoz.com/publ/s07/1-1-0-10


პოსტის ავტორი: kaka8079 Nov 14 2011, 12:27 PM

giorgi-RW1k77X2
ვეძებე ახლა ნეტში და ვერ ვიპივე ჩემს მიერ დადებულ ქრონის პროგრამა მაგრამ ეგ არაფერი სახლში მაქ ეგ პროგრამ ჯერ კიდევ და საღამოს გადმოგიგდებ იქნება და გამოგადგეს.

პოსტის ავტორი: kaka8079 Nov 14 2011, 12:39 PM

აი ვიპოვე შედი ამ საიტზე და გადმწერე დრაივერი და ტერმინალი,დანარჩენს თავად მიხვდები რა და როგორ გააკეთო. http://airgun.org.ru/forum/viewtopic.php?t=19786

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Nov 14 2011, 10:09 PM

gregory
kaka8079

მადლობა რომ შეწუხდით და არ დაიზარეთ smile.gif

აბა ვნახო ერთი smile.gif

პოსტის ავტორი: bazuka Dec 5 2011, 09:24 PM

როგორც ვატყობ წინსვლა არააა

პოსტის ავტორი: giorgi-RW1k77X2 Dec 6 2011, 10:55 PM

ციტატა(bazuka @ 5th December 2011 - 10:24 PM) *
როგორც ვატყობ წინსვლა არააა

ჯერ-ჯერობით არაფერი აღარ მიჩალიჩია.
ამ პროგრამებით უბრალოდ პასტა-ფურცლის საკეთებელი კეთდება. მე მინდოდა ისე გამოსულიყო, რომ სროლის პარალელურად ყველაფერი ნათელი ყოფილიყო: გვერდზე ასახულიყო გრაფიკი, სროლების რაოდენობა, მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური სიჩქარე და ა. შ.
ვიცი, რომ ნამეტანი მოვინდომე, მაგრამ ჯერ რაც არის, ამისი კმაყოფილიც ვარ ცოტათი smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 27 2014, 12:57 PM

giorgi-RW1k77X2
ამ ფრონტზე რამე კარგი სიახლე ხომ არაა?

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 27 2014, 02:56 PM

Power_VANO
კომპზე არ ვიცი და ჩემს ახალ ქრონოგრაფს მობილზე ხოშიანად ვაერთებ და ბედნიერად ვიყენებ smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Aug 27 2014, 03:43 PM

ციტატა(Power_VANO @ 27th August 2014 - 01:57 PM) *
giorgi-RW1k77X2 ამ ფრონტზე რამე კარგი სიახლე ხომ არაა?

Power_VANO
ქრონზე კი არა და თავად გიორგიზეც აღარაა რამდენი ხანია სიახლე...

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 27 2014, 08:12 PM

ja_ja
აბა ახალი ქრონი? Chrony დაატუნინგე თუ რამე სხვა იყიდე?


gregory
ჰოო smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 27 2014, 08:46 PM

სხვა ვიყიდე, ცოტა ძვირი დაჯდა 160$ პლიუს ჩამოტანა 80 ლარი მარა ღირს smile.gif.. აი გასვლაზე გაჩვენებ smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 27 2014, 08:49 PM

ჰოო მე კი ჩამომივიდა ამასობაში ქრონი ბეტა biggrin.gif მივიხედე მოვიხედე ფორუმზე წინა კვირაში, ახალი არაფერი იყო ქრონოგრაფებზე, წავედი და ვიყიდე smile.gif


ჩამოტანა 80 ლარი? რაღაც მძიმეა აშკარად ხომ? smile.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 7 2015, 10:08 AM

ვისაც ქრონი არ გვაქვს ხალხნო,მგონი უნდა გამოგვადგეს.. კი გადმოვქაჩე,მაგრამ არ მიცდია ჯერ. რუსულად მაინც რო იყოს პარამეტრები,კარგი იქნებოდა რა smile.gif



პოსტის ავტორი: koknar Jun 8 2015, 01:39 PM

მუჩოს ხულიოს !

არამგონია მაგან ზუსტად გაზომოს მაგრამ სანახავად ღირს, საინტერესო თემაა

პოსტის ავტორი: koknar Jun 8 2015, 03:02 PM



იტოგში +- 5 ფუტი კი აქ ცდომილება და სულ მაგ დიაპაზონში ვართ და რა აზრი აქ ?

პოსტის ავტორი: gregory Jun 8 2015, 05:46 PM

koknar
+-10 მ/წმ აქვს სხვაობა ამერიკულ-ბრიტანულ და რუსულ ქრონებს. რაც ჩვენ გვინახავს "წამოსაცმელი" რუსული ქრონები ყველა 10 მ/წმ-ით მეტს აჩვენებდა ვიდრე ალფა და კომბრო smile.gif


პოსტის ავტორი: koknar Jun 8 2015, 05:49 PM

gregory
მეტი კი შეიძლება აჩვენოს მაგრამ, ხან 10 ით მეტი აჩვენოს ხან 3 ით, ეგაა პრობლემა.

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 8 2015, 05:57 PM

რიავიცი,რიავიცი. დღეს,5მეტრზე ვიჩალიჩე,მაგრამ სწორად ვერ გავაზომინე. jsb 0.547 გ. სულ რაღაც 120 მ.წ-ს მიჩვენებდა ვარიით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რავი შეიძლება და რამე ვერ გავაკეთე სწორად. ისე კი გეტყვით იმასაც,რომ თუ ვინმეს გამოგივათ,იქნებ ქართული ვარიანტიც გვენახა იუტუბში? ხულიო,მულიოების და მაგდაგვარების ენა არ ესმის ბევრ ჩვენთაგანს.

ისე კი ნაკლებად მჯერა,რომ ქართულ ენაზე ვიხილო იუტუბში. რაცხა ნამეტანი პასიურობთ ხოლმე. მე,რო გამომსვლოდა,დიდი სიამოვნებით დავაიუტუბებდი wink.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: koknar Jun 8 2015, 06:00 PM

SCORPIONS
ყველაფერი შეიყვანე? თოფიდან ანდროიდამდე, ანდროიდიდან სამიზნემდე, სამიზნიდან თოფამდე, ტყიის ფორმა წონდა, რავი მისამართიც უნდა მგონი.

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 8 2015, 06:14 PM

koknar მაიცა კაცო..
A. თოფიდან სამიზნემდე
B.თოფიდან ანდროიდამდე,ჰორიზონტალი P.S.
C.თოფიდან ანდროიდამდე, ვერტიკალი

შენ რაცხა სხვანაირად მითხარი ხო?

პოსტის ავტორი: koknar Jun 8 2015, 06:21 PM

SCORPIONS
გადმოვიწერ, ვნახავ მეც მაინტერესებს, გულლეპლეიზეა ხო ?

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 8 2015, 06:27 PM

koknar play market-ზეა ანდროიდში. chrono connect mobile lite

პოსტის ავტორი: maqsimusa Jun 8 2015, 06:59 PM

მეც ვსინჯე, ყველაფერი ისე შევიყვანე როგორც საჭიროა, ოღონდ 7 მეტრზე ვცადე და ჩემთანაც ეგრე აჩვენა 120-ს ფარგლებში, ჩემი აზრით დისტანცია უნდა გაიზარდოს მინიმუმ 20 მეტრამდე ანუ A პუნქტი

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 8 2015, 07:04 PM

maqsimusa ხოო,მეც მასე მგონია..აბა მთელი მსოფლიო ჩალიჩობს და ჩვენ რაღა დავაშავე-თქო? ნერვები მეშლებოდა wink.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 8 2015, 07:32 PM

ჩვენზე გადარეულებიც ყოფილან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რას ცოდვილობს ეს ბეჩავი ესა......


პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 8 2015, 09:33 PM

koknar რა ქენი აბა,გამოვიდა რამე? იქნებ დაამუღამო და მეც გამარკვიო..სანამ ნაღდ ქრონს ვეღირსები,მაგით ვისარგებლებდი smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services