გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> ელექტრო დამრტყმელი მეაქანიზმი, ელექტრო დამრტყმელი მეაქანიზმი
giga2010
პოსტი Nov 29 2016, 05:34 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,619
რეგისტრ.: 23-September 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 2,202
ქალაქი:თბილისი



სალამი ფორუმელებს, მაინტერესებს თქვენი აზრი და ხომ არ გაქვთ ვინმეს ელექტრო მაგნიტი ბულლპაპის მექანიზმისთვის გამოყენებული.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 5 2016, 09:35 AM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ვიცნობ 2 კაცს ვისაც აქვს გამოყენებული.. მერე? smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Dec 5 2016, 07:32 PM
პოსტი #3


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



მე.მაქვს გამზადებული პლატა და კიდრვ პრიბამბასები და არ გამომიყენებია smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koknar
პოსტი Dec 6 2016, 03:15 PM
პოსტი #4


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,315
რეგისტრ.: 4-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 321



geojorjika
ეგ პლატა პროგრამირებადია ? (usb)
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 6 2016, 04:30 PM
პოსტი #5


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



koknar
ციტატა(koka @ 6th December 2016 - 04:15 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ეგ პლატა პროგრამირებადია ?

პროგრამირებადია, მაგრამ არა ჩერეზ USB. ეგეთი პლატები ან ცალკე კაბელების მიერთებით პროგრამირდება, ან ჩიპი უნდა ამოიღო და ცალკე ბუდეში ჩასვა რომელიც დააპროგრამირებ, შემდეგ კი შენს პლატაჩი გადასვავ...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koba1973
პოსტი Dec 6 2016, 06:15 PM
პოსტი #6


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 322
რეგისტრ.: 29-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: მაღარო
წევრი №: 2,176
ქალაქი:სიღნაღი



მაპატიეთ, მაგრამ მასეთ მარტივ მექანიზმს პროგრამირება რისთვის ჭირდება?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koknar
პოსტი Dec 6 2016, 07:16 PM
პოსტი #7


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,315
რეგისტრ.: 4-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 321



ციტატა(ja_ja @ 6th December 2016 - 05:30 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ეგეთი პლატები

ხოდა როგორი ეგეთია თქო, რამე არდუინო აბრაზნია, რო მიარჭო კომპზე და სოფტი დაუწერო, თუ ნულიდან აწყობილია ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Dec 6 2016, 07:30 PM
პოსტი #8


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



koknar
ნულიდან აწყობილია ატმეგა ზეა, ოღონდ რომელზე არ მახსოვს ნიტო 16 ნიტო უფრო მეტი, არ უნდა მოხსნა მინი უსბ ერთდება და ისე ხდება სოფტის ჩასხმა

არდუინო არ არის, ისე კი არდუინო ნანოთიც გამოვა მარტივი პლატაა ძალიან
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 6 2016, 08:18 PM
პოსტი #9


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



koba1973
ციტატა(koba1973 @ 6th December 2016 - 07:15 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაპატიეთ, მაგრამ მასეთ მარტივ მექანიზმს პროგრამირება რისთვის ჭირდება?

რა წნევაზე რა იმპულსი მისცეს მაგნიტურ კოჭას.... თუ არ დააპროგრამირე აბა თავისით პროსტა კონდენსატორში დაგროვიულ მთელ ენერგიას გლიძავს თითო გასროლაზე თუ რაფრა იქნება smile.gif

ანუ აყენებ ელემენტს, და კონდენსატორს, ან ძალიან ძლიერი ელემენტი უნდა იყოს ლითიუმ პოლიმერული, ან არა და როგორც ყველა აკეთებს ცოტა სუსტი ელემენტი, თავისი ძაბვის გარდამქმნელით და ეგ ენერგია შემდეგ გროვდება კონდენსატორში, შემდეგ გინდა დაპროგრამირება რომ ეგ დაგროვილი ენერგია რა დროის მონაკვეთში და რა იმპულსით მიაწოდო მაგნიტურ კოჭას, რომელიც შემდეგ ენერგიის ხარჯზე დამაგნიტდება ეგ მაგნიტური ძალა კი თავის მხრივ რკინის დამრტყმელს მიიზიდავს და გააქანებს კლაპნისკენ...

უხეში იდეა ეგაა, მარა ხომ გინდა რომ ვთქვათ რამდენიმე დიაპაზონი დააყენო, ნუ ვთქვათ გტქონდეს 220 მეტრ წამიანი 270-იანი და ქაჯურ/გიჟური 320... დღევანდელი მიკროსქემები გაძლევენ მაგ ინფორმაციის შენახვის საშუალებას და რატომ არ უნდა გამოიყენო?

გარდა მაგისა შეგიძლია დამატებით პატარა ეკრანი მიუერთო და იმაზე გამოიტანო გარკვეული ინფო, მაგალითად რა სიჩქარეზე გაქვს დაყენებული, რა მუხტია კონდენსატორშI დაგროვილი, რომელი სიჩქარის რეჟიმზე ხარ, მერამდენე გასროლა გააკეთე და ასე შედმეგ....

ეს ყველაფერი არც მიკროსქემას და არც კონდენსატორს არ დაესიზმრება შედეგად რაღაც დონეზე პროგრამირება სჭირდება, ოღონდ აქ ვებ გვერდების ან კომპიუტერული მეგა პროგრამირების ენაზე არაა საუბარი smile.gif მაგრამ ცოდნა მაგასაც უნდა smile.gif მე მაგალიტად ეგ პროგრამირება არ ვიცი, დარწმუნებული ვარ ჟორამაც არ იცის smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Dec 6 2016, 11:16 PM
პოსტი #10


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ja_ja
ჟორას რომ ცოდნოდა ამდენი ხანი ტყუილად კი არ ექნებოდა smile.gif , დავიწყე ვითომ ჩემით სწავლა და ავირიე საერთოდ კაცი შვილი არ იყო რცევა რომ მეკითხა და დავიკიდე , თან მარტო ჩემი დამრტყმელისთვის პროგრამირების სწავლა ცოტა არ იყოს უაზრობა მეჩვენა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
mister_io
პოსტი Dec 7 2016, 12:41 AM
პოსტი #11


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 340
რეგისტრ.: 6-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: qutaisi
წევრი №: 1,589
ქალაქი:ქ.ქუთაისი



ციტატა(giorgi @ 7th December 2016 - 12:16 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
დავიწყე ვითომ ჩემით სწავლა და ავირიე საერთოდ კაცი შვილი არ იყო რცევა რომ მეკითხა და დავიკიდე

აბა გამოუშვი რა ენაზე ჭირდება დაპროგრამება , იქნებ მევიპოვო ისეთი ვინმე რო შევძლო დახმარება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koba1973
პოსტი Dec 7 2016, 06:43 AM
პოსტი #12


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 322
რეგისტრ.: 29-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: მაღარო
წევრი №: 2,176
ქალაქი:სიღნაღი



ციტატა(ja_ja @ 6th December 2016 - 09:18 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ეს ყველაფერი არც მიკროსქემას და არც კონდენსატორს არ დაესიზმრება შედეგად რაღაც დონეზე პროგრამირება სჭირდება, ოღონდ აქ ვებ გვერდების ან კომპიუტერული მეგა პროგრამირების ენაზე არაა საუბარი მაგრამ ცოდნა მაგასაც უნდა მე მაგალიტად ეგ პროგრამირება არ ვიცი, დარწმუნებული ვარ ჟორამაც არ იცის

ეგ არც მე ვიცი თუმცა პროფესიით კავშირგაბმულობის ინჟინერი ვარ.

ციტატა(ja_ja @ 6th December 2016 - 09:18 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
უხეში იდეა ეგაა, მარა ხომ გინდა რომ ვთქვათ რამდენიმე დიაპაზონი დააყენო, ნუ ვთქვათ გტქონდეს 220 მეტრ წამიანი 270-იანი და ქაჯურ/გიჟური 320... დღევანდელი მიკროსქემები გაძლევენ მაგ ინფორმაციის შენახვის საშუალებას და რატომ არ უნდა გამოიყენო?

მაგის გაკეთება პროგრამირებადი მიკროსქემის გარეშეც შეიძლება. მიკროგადამრთველით ან ცვლადი წინაღობით. უბრალოდ დაკალიბრება დაჭირდება. თუმცა დაკალიბრება პროგრამირებად სქემასაც დაჭირდება. ეკრანი კი ზედმეტი ფუფუნება მგონია. თუმცა ვის როგორ.
მე მირჩევნია იარაღი მაქსიმალურად საიმედო და ზუსტი იყოს ვიდრე მასე გართულებული და თუნდაც ოდნავ არასაიმედო. ანუ თოფი დამოკიდებული ხდება დენის წყაროზეც. რაც ჩემთვის მიუღებელია.
ერთი რის ავტომატიზაციასაც ვისურვებდი ოპტიკაა. მანძილმზომი რომ ქონდეს შიგნით და ფოკუსირებას თავისით აკეთებდეს მაგრამ.......
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 7 2016, 09:13 AM
პოსტი #13


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



koba1973
ციტატა(koba1973 @ 7th December 2016 - 07:43 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაგის გაკეთება პროგრამირებადი მიკროსქემის გარეშეც შეიძლება. მიკროგადამრთველით ან ცვლადი წინაღობით

ეს ეხლა იყო ნუ რავი smile.gif განსაკუთრებით აი შემდეგ გამონათქვამთან ერთად

ციტატა(koba1973 @ 7th December 2016 - 07:43 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მე მირჩევნია იარაღი მაქსიმალურად საიმედო და ზუსტი იყოს ვიდრე მასე გართულებული


ნუ მიწყენ რაღაც ეგრევე საბჭოთა კავშირის სუნი მეცა smile.gif

ანუ გაიხსენე საბჭოთა ზებგერითი თვითმფრინავი რარაც TU- რაღაცხა იყო, იმენნა რუსმა პილოტმა გაიტაცა და დასვა ისრაელში, ითხოვა პოლიტიკური ტავშესაფარი, ნუ იასნია დაიტოვეს ტიპიც და თვითმფრინავიც, მერე მაგაზე იყო დისკავერიზე გადაცემა smile.gif ამერიკელები ყვებოდნენ ჩვენო დავქლიავდითო როდესაც დავშალეთ თვითმფრინავი და აღმოჩნდა რომ ლამპებზე იყო აწყობილიო... ეგრევე მივხვდით რუსულ გენიალურ იდეას რამდენად წინ იყვნენ წასულებიო smile.gif ჩვენო ჩიპებს ვდებდითო და პერეგრუსკების გამო 4-5 გაფრენის მერე პლატები შესაცვლელი იყოო და ესენი კიდევ ლამპებზე დაფრინავდნენ და არაფერი არ ფუჭედებოდაო smile.gif

მერე რუსი ინჟინრები ბაასობდნენ ამერიკელების მერე - ეეე რა გენიალური ინჟინერია რა რუული წინ წასული ტექნოლოგიაო კაცოოოო, მაგ დებილმა ამერიკელებმა არ იცოდნენ რომ ჩვენ უბრალოდ იმ დროისთვის მიკროსქემების წარმოების ტრაკი არ გვქონდა და ლამპებს ვიყენებდით მაგიტომო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ანუ ჩვენს თემაში ეგ ისეთ კავშირშია რა... 1 პროგრამირებადი მიკროსქემა ანაცვლებს მთელს შენს მიერ ნახსენებ გადამრთველებს და წინაღობებს, თორემ ბაზარი არაა მაგითაც შეიLძება გაკეთება, უბრალოდ ადგილი კატასტროფულად პატარაა, უნდა ჩაატიო კვებაც, მაფღვაც და პლატაც კონდახის ფუღუროში, რომელიც ყველას ვეებერთელა ადგილად ჰგონია და საქმე საქმეზე როდესაც მიდის მიკროსკოპული ადგილი რჩება ხოლმე ... განსაკუთრებით კვების წყაროს მიაქვს ოხრად ადგილი.

ეკრანიც დამიჯერე არაა ფუფუნება და უაზრობა, საკმაოდ საჭიროა, სხვა თუ არაფერი რაფერ გაიგებ რამდენ ვოლტზეა ელემენტი, აქვს თუ არა კონდენსატორის დატენვის ტრაკი, ავიდა თუ არა კონდენსატორი შესაბამის ძაბვაზე? თუ პროსტა ურაკუნებ მანამდე სანამ აღარ გაისვრის თოფი?

ანუ მესმის შენი იდეა რასაც ამბობ, A-დან B პუნქტში მტავარია მიხვიდე და მაგას უპრობლემოდ აკეთებს ზაპოროჟეციც და Mercedes-ის S კლასის მანქანაც, ბაზარი არაა ბოლოს მიხვალ დანიშნულების ადგილზე, მაგრამ ყალყალ ყანყალით დანგრეული, გაყინული და ჭუჭყიანი ჩატენილი რაღაც მიკრო ყუთში თუ მიხვალ გამთბარი, რბილი სეირნობით და სუფთად... ყიდულობ მანქანას და ბარემ იყიდე რა... მითუმეტეს რომ შენი მიკროსქემის შემთხვევაში ფინანსური განსხვავება იქნება ალბათ 2-3 ლარი....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koknar
პოსტი Dec 7 2016, 10:19 AM
პოსტი #14


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,315
რეგისტრ.: 4-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 321



პროგრამირებად სისტემას კიდევ ერთი ძალიან დიდი პლიუსი აქვს, ცვლილებების შეტანა შეგიძლია მარტივად. რასაც ისე ნაწილების გადაპაიკება და გამოცვლა უნდა, აქ ტექსტში ჩასწორებით მოახერხებ. და ლიგიკის დამატებაც. მაგალიტად თუ ძაბვა დაეცა ეს ქენი, თუ გაცხელდა ის. და ასე შემდეგ. ანუ ჯობია ერთხელ ცოტა გაირთულო ცხოვრება და მერე იგულავო. ვიდრე სულ სულ პაიალნიკი გეჭიროს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
userman
პოსტი Dec 7 2016, 12:10 PM
პოსტი #15


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,104
რეგისტრ.: 5-February 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,043
ქალაქი:თბილისი



რა უნდა თოფზე მიკროსქემებსა და კონდესატორებს biggrin.gif ? ბოლოს იმდენს იზავთ ტყვია თვითონ მოძებნის სამიზნეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif , დამიზნებაც აღარ დაგჭირდებათ.
მაგისთანა მცდელობებში პნევმატიკის ინტერესი მიქრება biggrin.gif .
ერთი რედუქტორი ჩავაყენე და ეგეც არ უნდა მექნა biggrin.gif .
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koba1973
პოსტი Dec 7 2016, 12:30 PM
პოსტი #16


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 322
რეგისტრ.: 29-May 16
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: მაღარო
წევრი №: 2,176
ქალაქი:სიღნაღი



ციტატა(koka @ 7th December 2016 - 11:19 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
პროგრამირებად სისტემას კიდევ ერთი ძალიან დიდი პლიუსი აქვს, ცვლილებების შეტანა შეგიძლია მარტივად. რასაც ისე ნაწილების გადაპაიკება და გამოცვლა უნდა, აქ ტექსტში ჩასწორებით მოახერხებ. და ლიგიკის დამატებაც. მაგალიტად თუ ძაბვა დაეცა ეს ქენი, თუ გაცხელდა ის. და ასე შემდეგ. ანუ ჯობია ერთხელ ცოტა გაირთულო ცხოვრება და მერე იგულავო. ვიდრე სულ სულ პაიალნიკი გეჭიროს.

ამაში რა თქმა უნდა გეთანხმებით, მაგრამ

ციტატა(ja_ja @ 7th December 2016 - 10:13 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
1 პროგრამირებადი მიკროსქემა ანაცვლებს მთელს შენს მიერ ნახსენებ გადამრთველებს და წინაღობებს, თორემ ბაზარი არაა მაგითაც შეიLძება გაკეთება, უბრალოდ ადგილი კატასტროფულად პატარაა, უნდა ჩაატიო კვებაც, მაფღვაც და პლატაც კონდახის ფუღუროში, რომელიც ყველას ვეებერთელა ადგილად ჰგონია და საქმე საქმეზე როდესაც მიდის მიკროსკოპული ადგილი რჩება ხოლმე ... განსაკუთრებით კვების წყაროს მიაქვს ოხრად ადგილი.

თქვენ თუ რეჟიმების შეცვლას ხმოვანი ბრძანებებით აპირებთ მაშინ ხო თუ არა და მაშინ ცვლადი წინაღობა ან გადამრთველი აუცილებლად გჭირდებათ. ძალური ელემენტიც(ბიპოლარული ან ველის ტრანზისტორი) ელექტრომაგნიტზე ძაბვის მისაწოდებლად, რადგან პროგრამირებადი მიკროსქემა მხოლოდ მართვაა და როგორც წესი ელ.მაგნიტის ჩასართავად საჭირო სიმძლავრე არ გააჩნია.

ძველი ტექნიკის ტრფიალი არასდროს ვყოფილვარ და ეს ფრაზაც ალბათ მე არ მეხება:
ციტატა(ja_ja @ 7th December 2016 - 10:13 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ანუ მესმის შენი იდეა რასაც ამბობ, A-დან B პუნქტში მტავარია მიხვიდე და მაგას უპრობლემოდ აკეთებს ზაპოროჟეციც და Mercedes-ის S კლასის მანქანაც, ბაზარი არაა ბოლოს მიხვალ დანიშნულების ადგილზე, მაგრამ ყალყალ ყანყალით დანგრეული, გაყინული და ჭუჭყიანი ჩატენილი რაღაც მიკრო ყუთში თუ მიხვალ გამთბარი, რბილი სეირნობით და სუფთად... ყიდულობ მანქანას და ბარემ იყიდე რა... მითუმეტეს რომ შენი მიკროსქემის შემთხვევაში ფინანსური განსხვავება იქნება ალბათ 2-3 ლარი....

თუმცა მერსედესი მხოლოდ E კლასი მყავს და მინდვრისთვის pajero io (ტრაბახშიც ნუ ჩამომართმევთ რადგან დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს უკეთესი აქვს), მაგრამ ჟიგულზე და ნივაზე არასდროს ვაფანატებდი. უბრალოდ თქვენ არ მიაქციეთ ყურადღება ჩემს სიტყვებს სადაც ვამბობდი რომ არ მომწონდა თოფი აკუმლატორზე დამოკიდებულიც რომ ხდებოდა. და იქნებოდა ისეთი შემთხვევები როცა წნევა არის რეზერვუარში, მაგრამ აკუმლატორი დაჯდა და მაგიტომ ან ვერ გავისვრი ან თუ გავისვრი არასრულფასოვანი იქნება. და იარაღზე ასეთი რამ ერთხელ მაინც მოხდება მაშინ ჯობია ისევ ლამპებზე იყოს აწყობილი(ვხუმრობ რა თქმა უნდა, მექანიკური იყოს).

ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და რა თქმა უნდა თავს არავის მოვახვევ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 12:54 PM
Hosted by Pro-Service