გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Chiappa FAS 611 მოფერებით ჩაპა
ბაიკერი
პოსტი Oct 4 2019, 10:54 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 24-February 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,902
ქალაქი:გორი



ჯიგრის ყაურმებს გაუმარჯოს. 27.gif

მოკლედ მინდა მოვყვე ჩაპას ისტორია. რაც ჩემი ჩეზე 200 გავყიდე, ძალიან მალე დამეწყო მონატრება. სულ მენატრებოდა მეთქი რატო გავყიდე თან ეგრე იაფადთქო. მერე თავს ვიწყნარებდი რო არაუშავს, რედუქტორი არა ქონდა მეთქი, სასხლეტს ისე ვერ ვარეგულირებდი როგორც მე მინდამეთქი და რავი ათასი უაზრობა.

გავიდა რაღაც პერიოდი და ისევ ჩავძვერი პირამიდაზე, დეპოზე, კიდევ სხვა საიტებზე და ვეძებდი ჩეზეებს.

მოკლედ ამ ძებნაში იუთუბსაც ვუყურებდი და წავაწყდი ჩაპას პრეზენტაციას. ვაკვირდები კაცო დეტალებს და ჩეზეა, კოლოფი ჩეზეა მარა ბოლტის მაგივრად ბიატლონკა, ძაან ლამაზი გრავირებული კონდახით, რედუქტორით, მაგარი სექსი, სპარწივნი, მეტალის სასხლეტი ძალიან რეგლურებადი, გრძელი ლულა და რაც მთავარია 16 ჯოული. მე მიყვარს ეს ენერგია ამ კალიბრში.




აღარ ვიფიქრე ბევრი და მოვიწვიე საქართველოში. იტალიელი გოგოა მარა გენები ჩეხური აქვს biggrin.gif

არის სულ ახალი და ჯერ მოხეშვის პროცესშია. ოპტიკა მაქვს მხოლოდ ერთი, დისკოვერის და სხვა გზა არ მქონდა ეგ უნდა დამედგან. მოვხსენი გეკოდან და რინგები არ მქონია. ვიყიდე მაგარი ბანძი რინგები და ტანჯვა წვალებით მოვარგე.

ჩავაცუნცულე დილით ეზოში და წავიდა სროლა. მქონდა მხოლოდ ჯსბ 10,34 გრეინი და ეიჩ&ენ 8,5 გრეინი ფიელდ ტარგეტები. ორივეზე 30 მეტრზე მომცა 15მმ ჯგუფები. ცოტა არ იყოს და დავიგრუზე. მეთქი კაცო ესე არ უნდა იყოს. მერე ჩვენმა ჯიგარმა ფორუმელმა კაცმა გიგამ მითხრა ჯსბ 8,44 უნდა სცადო მაგ თოფშიო და რაღაცნაირად უხალისოდ ვიყიდე მეთქი რა უნდა იყოსთქო ეგეთი. ლულა გამოვხეხე კარგად, რავი რა ნარეზია იმდენი ჭუჭყი გამოყვა ეგეთი არაფერი მინახავს. დავუჯექი და ის გააკეთა რაც ძალიან მინდოდა. ტყვია ტყვიაზე ჯდება. სიჩქარე დაახლოებით 240 მეტრი წამია და გასროლების რაოდენობა 90მდე.
დიდ პლიუსს ახლავე ვიტყვი არის სასხლეტი. კაიფია რა, შეხებაზე ისვრის ფაქტიურად, ურბილესია, რედუქტორი 2-3 მეტრის კორიდორში მუშაობს. ლულა ფიქსირებული არ არის როგორც სხვა იარაღებზე. დატრიალება შეიძლება და მერე დაფიქსირება.
მინუსებს რაც შეეხება არის რეზერვუარი უნდა მოხსნა და ეგრე დატენო. ნამდვილად არაა საისამოვნო პროცედურა smile.gif და წონაც საკმაოდ დიდია. 3,4 კილომდეა როგორც საიტზე წერია. მე არ ამიწონავს
ესეც ფოტოები





ეს ვერცლისფერი დეტალი რეზერვუარსა და კოლოფს შორის არის რედუქტორი



დისკოვერის თხელი ბადე




ესეც ჯსბ 10,34 ის შედეგები






ეს კი უკვე ჯსბ 8,44






მადლობა ყურადღებისთვის. მიხარია რომ რაღაც ექსკლუზივები შემომაქვს ამ ქვეყანაში. მიყვარს იარაღები, სიახლეები, ინოვაციები ამ სფეროში. შევეცდები გავაგრძელო ჩემ სტილში. თემა გაგრძელდება და მეტ ინფოებსაც დავდებ. ვისაც რაიმე კითხვა აქვს გამოუშვით! smile.gif დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ


თქვენი ერთგული ბაიკერა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ბაიკერი   Chiappa FAS 611 მოფერებით ჩაპა   Oct 4 2019, 10:54 PM
- - vexam   მომილოცავს ნიკა! ...   Oct 7 2019, 10:57 AM
- - ბაიკერი   vexam მადლობა აღარ მო...   Oct 7 2019, 06:15 PM
- - geojorjika   ბაიკერი ძალიან სა...   Oct 11 2019, 09:38 PM
- - ბაიკერი   geojorjika გავყიდი რავი მ...   Oct 11 2019, 09:58 PM
- - ja_ja   ბაიკერი პირველ რი...   Oct 17 2019, 11:44 AM
- - Mamuka_k   სალამი ფორუმელებს....   Dec 17 2019, 12:29 AM
- - Mamuka_k   მალე ტელეფონის ოპ...   Dec 17 2019, 12:37 AM
- - ბაიკერი   მშვიდობაში მამუკა.   Dec 20 2019, 09:18 AM
- - Mamuka_k   მადლობა   Dec 20 2019, 02:30 PM
- - Mamuka_k   ჩიაპას გავაცოცხლე...   Jun 28 2020, 10:34 PM
- - giga2010   Mamuka_k კარგიაა   Jun 29 2020, 12:16 PM
- - Mamuka_k   მადლობა გიგა   Jun 29 2020, 11:13 PM
- - NRG   Mamuka_k ციტატა(Mamuka_kuprashvili ...   Jul 2 2020, 10:36 PM
|- - Mamuka_k   ციტატა(NRG @ Jul 2 2020, 11:3...   Jul 2 2020, 11:40 PM
- - ja_ja   ეგ თოფები გამოდგომ...   Jul 3 2020, 05:07 PM
- - ბაიკერი   ჩემი გაყიდული ცუდი...   Jul 3 2020, 11:45 PM
- - Mamuka_k   ამ წონა ტყვიისა და ...   Jul 4 2020, 12:17 AM
- - aleqsa   Mamuka_k მშვენიერია, რა...   Jul 4 2020, 08:41 AM
- - Mamuka_k   ციტატა(aleqsa @ Jul 4 2020, 09...   Jul 4 2020, 10:21 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 12:56 PM
Hosted by Pro-Service