თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ სანადირო გასვლები _ ნადირობა ShalvaQ-ურად

პოსტის ავტორი: ShalvaQ Nov 16 2012, 07:10 PM

2 დღის წინ, სამსახურიდან დაბრუნებულს ძილი მომერია, მაგრამ ყურადღებას იქცევდნენ ჰაერში მოლივლივე მტრედები, რომელიც ყოველ 2-3 წუთში ერთხელ აფრინდებოდნენ ჩემი სახლის უკან მდებარე მიტოვებული შენობიდან და ისევ უბრუნდებოდნენ თავიანთ ადგილებს. საღერღელი ამეშალა როცა დავინახე, რომ ერთად დაახლოებით 30-მდე მტრედმა დაიწყო ნარნარი ჩემი გულის გასახეთქად. დიდი გზა არ მქონდა გასავლელი, ბევრი აღარ მიფიქრია და 10 წუთში სასროლ პოზიციაზე ვიყავი. სასროლი მანძილი 20 დან 50 მეტრამდე. აცივდა და ეზარებოდათ ფრენა, გაფოფრილები ისხდნენ. წაღებული მქონდა მქონდა barakuda hunter და barakuda silver point (ამ უკანასკნელს ახლოს მსხდომებს ვესროდი ,რადგან ჩემი ფანტომასი შორს ვერ გასტყორცნის სასურველ მიზანში) შედეგი 5 მტრედი, 3 საკმაოდ მძიმე




ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე ტყვიის ბალისტიკა, რა ტრაექტორიით გაიარა ტყვიამ, შიგნით რა დაუზიანა

ადრეც მინახია და ეხლაც დავრწმუნდი კიდევ ერთხელ რომ ბარაკუდას აქვს რბილი შენადნობის ტყვიები, რომლებიც მოხვედრის შედეგად ძლიერ დეფორმაციას განიცდიან, რითიც უფრო დიდ ზიანს აყენებს მსხვერპლს, ვიდრე სხვა ტყვიები

გავპტკვენი და ასეთი შედეგი დადგა



შემავალი ჭრილობა, რომელშიც მოხვედრილი ჰქონდა ჰანტერი



ეს კი გამომავალი, შიგნით კი გაუბედურებული და გაშავებული იყო შედედებული სისხლისგან ყველაფერი

ეს კი დაახლოებით 25 მეტრიდან აქვს მოხვედრილი

http://imageshack.us/photo/my-images/696/p1020381ur.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

მხოლოდ ეს უკვე silver pointi-ა მოხვედრილი პასტა თავისუფლად ჩავიდოდა შიგნით 3 სანტიმეტრზე მაინც, ძვლები დამტვრეული ხოლო ტყვიები ყველა შემთხვევაში გაუჩინარებული

ეს კი დგევანდელი შედეგი wink.gif

http://imageshack.us/photo/my-images/831/p1020384lm.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

ერთს დავამატებ კიდევ, სასიამოვნოა როცა ესვრი ფრინველს და მოწყვეტით თუ არა, მაქსიმუმ 3წამში ეცემა მიწაზე, და არა 50მეტრის ფრენის შემდეგ.

პოსტის ავტორი: CHICO30 Nov 16 2012, 07:29 PM

ვინმეს თუ გამოგიცდიათ krow magnum, 0.57g სანადიროდ.

პოსტის ავტორი: ShalvaQ Nov 16 2012, 07:39 PM

ციტატა(CHICO30 @ Nov 16 2012, 08:29 PM) *
ვინმეს თუ გამოგიცდიათ krow magnum, 0.57g სანადიროდ.

არ მიცდია, მაგრამ მინდა რომ როგორც ja-ja_მ გამოსცადა ტყვიები საძერწ თიხაზე, ისე ვცადო პრინველებზე

პოსტის ავტორი: CHICO30 Nov 16 2012, 07:43 PM

ხო ეგ კარგია თორე მე გამაწამეს ქედნებმა. სანადირო ტყვიები არ მქონდა და 50-100 მეტრის იქეთ ვპოულობდი დაჭრილებს.

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 16 2012, 07:47 PM

CHICO30
მიცდია მისი მძიმე ძმა, თუ მოხვდა ყველაფერი 5-იანზეა არანაირი ზედმეტი მოძრაობები, მაგრამ ცუდი ისაა რომ დიდ დისტანციებზე ვერ მუშოაბს ეგ ტყვია, მაქსიმუმი არის, 50 მეტრი, მერე უკვე არევა მიდის... უარყოფითად მუშობს დიდ დისტანციებზე, თავის ფორმა.

პოსტის ავტორი: ShalvaQ Nov 16 2012, 07:52 PM

იდეაში მაქვს ვინადირო jsb predator, gamo expander და norica killer-ით

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 16 2012, 07:59 PM

ShalvaQ

ციტატა(shalvaQ @ 16th November 2012 - 08:52 PM) *
norica killer-ით

ეგ ბოლო დაივიწყე როგორც კოშმარი smile.gif

თუ რაიმეს მოხვდა http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1002&st=120&p=30466&hl=norica%20ki&#entry30466, მაგრამ მთავარი ისააა რომ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1002&view=findpost&p=30466საერთოდ რაიმეს smile.gif

P.S. სხვათაშორის აი მაი კილერი ზემოთხსენებულ ქედნებს რომ მოხვედროდა, ბუმბულზევე დაიშლებოდა და ქედანი მსუბუქი შეშინების გარდა ვერაფერს იგრძნობდა smile.gif

პოსტის ავტორი: ShalvaQ Nov 16 2012, 08:07 PM

და იგივე ქედანზე jsb predator-მა ალბათ უნდა გაამართლოს

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 16 2012, 08:11 PM

ShalvaQ
არ მიცდია, ნუ მართალია მაგარ სექსუალურ ვიდზეა და რამე, მარა რავიცი... აი სინჯე და გავიგებთ რა smile.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 Nov 16 2012, 08:12 PM

დიდი დისტანციები არც მინდა მახიმუმ 50 მეტრია სოფელში. სულ ტყეა და ახლო დისტანციები. საშუალოდ 35-40 მეტრი.

პოსტის ავტორი: ShalvaQ Nov 16 2012, 08:19 PM

ციტატა(ja_ja @ Nov 16 2012, 09:11 PM) *
ShalvaQ
არ მიცდია, ნუ მართალია მაგარ სექსუალურ ვიდზეა და რამე, მარა რავიცი... აი სინჯე და გავიგებთ რა smile.gif

შენი ჩატარებული ცდიდან გამომდინარე დიდი შანსია რომ ძირითადი ტყვია გავიდეს სხეულიდან და პლასტმასის თავი დარჩეს, რაც გაზრდის მისი დროული მიწაზე დაზნეყვების შანსს

პოსტის ავტორი: sekurifa Nov 16 2012, 08:22 PM

ციტატა
და იგივე ქედანზე jsb predator-მა ალბათ უნდა გაამართლოს


პრედატორიც ახლოშია კარგი. მაღალ სიჩქარეს ვერ იტანს. შეღწევით კარგად შედის მარა დიდი არაფერია. მაგას მსუბუქი ჯიესბე ჯობია ნადირობაში. დაშლით ყველავარიანტში იშლება ტყვია მოხვედრისას.

პოსტის ავტორი: CHICO30 Nov 16 2012, 09:22 PM

ხვალ ჩვენც მოვინადიროთ ცოტა ქედნები ზური biggrin.gif გავიხსენოთ სროლა. შენ ოპტიკის გარეშეც კარგად ისვრი. მე ამ crow magnums წამოვიღებ და გამოვცადოთ. ერთი შეხედვით იდეალური ნამუშევარი ჩანს ეს ტყვიები. არანაირი ნაწიბურები და ზედმეტი რაღაცეები.

გაფრთხილება ადმინისტრატორისგან, შეარჩიეთ სწორი სიტყვები, თორემ მერე წუწუნს არ მივიღებ

პოსტის ავტორი: kaka8079 Nov 16 2012, 10:33 PM

ხალხო სად ნახულობთ ამდენ ქენდებს?თუ გულიოს ეძახით ქედანს ეგ არ ვიცი!რამდენი წელია ვნადირობ და სულ რაღაც 2 ცალი ქედანი მაქ მონადირებული,ისე ბარაკუდა ჰანტერი მარადას ლულიდან გადასარევად მიფრინავს და 50 მერტრში შემიძლია ვთქვა რომ ჩემი თოფიდან იგივე სიზუსტეს იძლეოდა რასაც იძლეოდა კროსმან cp უბრალოდ ცოტათი დაბლა მიფრინავდა თუმცა ეს უკვე ბალისტიკაა და სულაც არ ეხება ტყვიის ექსპანსიურობას და საბოლოო შედეგს ნადირობისას.

პოსტის ავტორი: CHICO30 Nov 16 2012, 10:39 PM

ქედნების მეტი რა არის კუმისისკენ, ზღვის მეორე მხარეს, დაჟე დენდროპარკშიც ჩითავენ ხოლმე. ჯანდარაზე ხო აღარ მაქ ლაპარაკი.

პოსტის ავტორი: kaka8079 Nov 16 2012, 11:00 PM

ჯანდარაზე ზეგ მივდივარ და იმედი მაქ შევხვდები ამ ფრინველს,აქამდე კი სურათით მინდა ეგ კითხვა დაგისვა რადგან პირადად არ გიცნობ და არ ვიცი თუ რამდენად ერკვევი ამ ფრინველებში.
[]http://pix.ge/[/]
[]http://pix.ge/[]
ძმურა დმითხარი რომელია აქედან ქედანი?რდგან ეს უკანასკნელი ოხრად ნამდვიალდ არსად მეგულება ჩვენს სამშობლოში.

პოსტის ავტორი: CHICO30 Nov 16 2012, 11:15 PM

biggrin.gif მამოწმებს? ზედაა ქედანი და მარტო შეფერილობითაც კი არ განირჩევა. ფრთის სიგრძე მოყვანილობა, თავის ფორმა, ნესტოები და ასე შემდეგ. შენ სად ნადირობ ხოლმე?

პოსტის ავტორი: kaka8079 Nov 17 2012, 09:22 AM


CHICO30
მტრედებზე აქვე ჩემთან აეროპორტში,ქედანი კი მხოლოდ ჯანდარაზე მყავს ნანახი ისიც რამოდენიმე ცალი,შენ იძახი ოხრად არის ჯანდარაზეო და რავი გამიკვირდა\,მტრედები კო ოხრად არის მარა ქედანი რავიცი.

პოსტის ავტორი: name Nov 17 2012, 09:04 PM

kaka8079

2 წლის წინ ვიყავი სანადიროთ კახეთში ალაზნის პირა ტყეში, კოშმარული რაოდენობის ქედნები იყვნენ, სიცივისგან დაბოლილები ზიან ხეზე დეკემბერში იანვარში....., ისე რო იხვწებიან მესროლეთო

პოსტის ავტორი: koknar Nov 17 2012, 10:18 PM

kaka8079
რას პრაფესოროფ biggrin.gif მოხრაკულ ხახვში ორივე ერთნაირია, ბუმბულს კიდე ქუდზე შენ არ იმაგრეფ და დაიკიდე რა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: shonia Nov 18 2012, 02:24 PM

მეც ფანტომი მაქვს. მსუბუქი ჯიესბით ყვავი მოვხსენი,ვერც გაფრინდა, მსუბუქი ჯიესბე ნადირობაშიც კარგია და მიზანში სასროლადაც.


ბოლოს მსუბუქი ჯსბ რომ ვიყიდე არ იყო კარგი, ნახევარი დაჭ*ლეტილი იყო.

პოსტის ავტორი: gela Nov 18 2012, 06:27 PM

მე რომ მქონდა კროსმან ქვესტი ძალიან უცნაურ სხვაობას მაძლევდა მსუბუქი JSB-ს და BARACUDA HUNTER ტყვიები. მაგალითად ჩეხურებს რომ გავანოლებდი ოპტიკაში მაგ გასწორებულ მიზანზე BARACUDA HUNTER-ის სროლის დროის ყოველთვის მიჰქონდა 2 მილდოტ ნახევრით მარჯვნივ და ერთი მილდოტით ზემოთ/ სასროლი მანძილი დაახლოვებიოთ 25 მეტრი იყო, აი ჰაჩიკას პცპ-დან სროლის დროს კი მძიმე ჩეხურები ცპ და ბარაკუდა ჰანტერები თითქმის ერთნაირად მიჰქონდა, ოღონდ ცდომილება იყო ვერტიკალური, ბარაკუდა 50 მეტრში თითქმის ნახევარი მილდოტით ქვემოთ მიჰქონდა, მაგრამ ცენტრი ერთნაირად ზუსტი ქონდა, ეს ჩემი დაკვირვებით, სხვასთან შეიძლება სხვანაირად იყოს

პოსტის ავტორი: CHICO30 Nov 18 2012, 07:21 PM

ციტატა(koka @ 17th November 2012 - 11:18 PM) *
crow magnums

biggrin.gif biggrin.gif მაგარი ვიცინე +10000.
კუმისზე შარშან ვიყავი გაზაფხულზე და ახალ დახნულ მინდვრებზე 3 ჯგუფს გადავეყარე დაახლოებით 50 წევრიანს. რათქმაუნდა მაშინ არც მიცდია მაგათზე ნადირობა. ისე უაღრესად ფრთხილები არიან. ხოხვა ხოხვით ძლივს ვეპარებოდი 80 მეტრზე. ერთი თავს აწევდა და მთელი გუნდი ფრიიიიიიი.

ეხლა რაც შეეხება crow magnums გუშინ მე და სეკურამ წავინადირეთ კაჭკაჭებზე და ყვავებზე. crow magnum მს დისკო ისროდა ბრზიალით. ანუ მსუბუქია დისკოსათვის. ცდომილება პრემიუმთან შედარებით იყო სადღაც 1 სანტიმეტრი დაბლა.
რაც შეეხება დაზიანებას მიზანის - ყვავს 2 ჯერ გავარტყი და არაფერი უგრძვნია ისე გაფრინდა. ბუმბულში ვერც შეაღწია ისე გასკდა ალბათ. კაჭკაჭებზეც მოვსინჯე და საბოლოო დასკვნა ასეთია.

crow magnum უნდა იხმარო 30-35 მეტრამდე დისტანციაზე, საშუალო ზომის ფრინველზე - ჩხართვის ზომებისაზე. ზუსტი არის. განმეორადობა კარგი აქვს. ტყვია არის უსუფთავესი - გაპრიალებული. ფასიც კარგი 23 ლარი 500 ცალი. ალბათ კარგი იქნება ბიუჯეტურ ზდპ ეებზეც რომელთა სისწრაფე არის 280 მწ მდე.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 18 2012, 07:40 PM

CHICO30
ბზრიალით რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: sekurifa Nov 18 2012, 08:16 PM

ბზრიალით რას ნიშნავს?CHICO30 ბზრიალით რას ნიშნავს?

სპირალისებურ ბრუნვებს აკეთებს ჰაერში.

პ.ს. -- ციტირება არ კეთდება. ნეტა რახდება?

პოსტის ავტორი: CHICO30 Nov 18 2012, 08:24 PM

აი ხედავ როგორ ტრიალებს ტყვია არა საკუთარი სიმძიმის ცენტრის ირგვლივ. ბრზოალებს სპირალურად როგორც ზურამ აღნიშნა. მაგრამ 30 მეტრში მაინც კარგად მიაქ მიზანში. შეიძლება ჩემი დისკოს ბრალია. ალბათ არასაკმარისი ძალით ისვრის არ ვიცი.

პოსტის ავტორი: kaka8079 Nov 18 2012, 09:13 PM


gela
გელა ჯან ჩემი მარადა როდესაც მქონდა მორგებული cp-ებზე და ვისროდი 280 მეტრ წამით მისვრია ბარაკუდა ჰანტერიც და გეთანხმები იმაში რომ ცდომილებას იძლეოდა მხოლოდ ვერტიკალში ერთი მილით ბარაკუდა,50 მეტრზე,ჰორიზონტზე არანაირი სანადირო ცდომილება არ ქონდა,ნუ შეიძლება რაღაც მინი გადახრა ჰონებოდა მაგრამ იმდენს cp-c იზამდა და მეც დავეხმარებოდი ამაში.

პოსტის ავტორი: ShalvaQ Nov 24 2012, 03:12 PM


დღის 4 საათი იყო როცა ძმაკაცი დავითანხმე რომ წავსულიყავით სანადიროდ.
http://imageshack.us/photo/my-images/502/p1020396w.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
დასაფიქრებელი დროც არ მივეცი, ტაქსი გავუგზავნე და დანიშნულების ადგილზე მივიყვანე.
მოსვლისთანავე გულმა ვერ გაუძლო და ესროლა მაგრამ უშედეგოდhttp://imageshack.us/photo/my-images/651/p1020393a.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
შემდეგ იყო პაუზა რომელიც ძალიან იწელებოდა და ჩიტუნიები არ ჩანდნენ ჰორიზონტზე. დრო ვიხელთეთ და ფიშტოები ვაპოზირეთ
http://imageshack.us/photo/my-images/692/p1020394w.jpg/

Uploaded with http://imageshack.us ნამეტანი ფოტოგენურები არ არიან მარა ცდილობენ ბატონო. ლაპარაკში ვიყავით გართულები, როცა დაახლოებით 40 მეტრში მოფრინდა პოტენციური მსხვერპლი და კუთხეზე ჩამოჯდა, ხვიხვინებდა ჩემი ფანტომასი, ძლივს დავიმორჩილე, სუნთქვა შევიკავე და გაფრინდა ბარაკუდა ფანთერი, ეკვეთა მტერს და ძირს დასცა http://imageshack.us/photo/my-images/854/p1020395t.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
დაიჭრა ისე რომ გაფრენის სურვილიც აგარ გასჩენია, ვისარგებლე და სატყუარად გამოვიყენე, მაგრამ უკვე ბნელდებოდა და სიჩქარისგან იყო რამოდენიმე არაზუსტი გასროლა, საბოლოოდ 3 მტრედი, სამაგიეროდ სასიამოვნოდ გატარებული დრო.
როგორც ყოველთვის მაინტერესებდა თუ რა ბალისტიკური მაჩვენებელი დატოვა ტყვიამ.
http://imageshack.us/photo/my-images/534/p1020397z.jpg/

Uploaded with http://imageshack.us ტყვიამ ბარკლის ძვალი დაულეწა, მცირე დაზიანება მიაყენა მკერდის ქვედა ნაწილზე და მარცხენა ფრტაც მოტეხა, (ამიტომ ვეღარ გაფრინდა და სატყუარის მისია შეასრულა) ბოლოს საკონტროლო გასროლით მოუსწრაფეთ სიცოცხლე.http://imageshack.us/photo/my-images/713/p1020398o.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
ეს კი მეორე ყმაწვილიhttp://imageshack.us/photo/my-images/689/p1020399k.jpg/

Uploaded with http://imageshack.usეს უგონოდ დაეცა.
როგორც აღვნიშნე სასიამოვნოდ გავატარე დრო და ეს მოკრძალებული პოსტიც შევმატე საიტს. hi.gif

პოსტის ავტორი: koknar Nov 24 2012, 03:14 PM

როგორც ჩანს ჰანტერები კარგათ ბრტყელდება, კაი ნაცემი მტრედებია. გინდა ფეხში მოხვდეს გინდა თავში მაინც ვერ წავა. კაი რეპორტია ნადავლიც მადიანი ჩანს biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ShalvaQ Nov 24 2012, 03:21 PM

გაიხარე, ცოტა სიმცირეს ვუჩივით ბატონო წინა გასვლებს რომ ვიხსენებ http://imageshack.us/photo/my-images/341/dsc02322w.jpg/

Uploaded with http://imageshack.us რაც შეეხება ჰანთერს ადრეც გავუსვი ხაზი და ეხლაც ვიტყვი რომ უძლიერესია, რომ ვშიგნავდი თითქმის არც ერთი ორგანო მთელი არ ჰქონდათ თირკმელების და გულის გარდა. სურათის გადაგებასაც არ ჰქონდა აზრი არ ჩანს არაფერი

პოსტის ავტორი: sekurifa Nov 24 2012, 08:19 PM

კარგია ყველაფერი, მაგრამ ეს ნადირობის თემაში უფრო გადის ვიდრე ტყვიების ბალისტიკაში. ხომარ ჯობია შესაბამის თემაში გადავიდეს რეპორტი?

პოსტის ავტორი: ShalvaQ Nov 24 2012, 08:22 PM

როგორც ზემდგომი ორგანოები გადაწყვეტენ wink.gif

პოსტის ავტორი: foxi Nov 24 2012, 09:25 PM

პოსტი ჩავასწორე და გავასწორე. ყურადღებით რომ წერო ჩვენთვისაც საინტერესო იქნება და შენთვისაც.ბალისტიკა რა შუაშია?
ნანადირევის ნახვრეტების ჩვენებით ბალისტიკურ მონაცემებს ვერ მიიღებ. საჭიროა კვეთა და ათასი პროცედურა, იმისათვის რომ ბალისტიკურ შეფასებებზე ვისაუბროთ.

პოსტის ავტორი: ja_ja Nov 24 2012, 10:40 PM

ShalvaQ

ციტატა(shalvaQ @ 24th November 2012 - 09:22 PM) *
როგორც ზემდგომი ორგანოები გადაწყვეტენ

ზემდგომი არა... ამჯერად სადმე გადავიტან მაგრამ სათაური მოიტა (რა დავარქვა ცალკე თემას?), და შემდეგში გაითვალისწინე ასეთ საკითხს ცალკე თემა უნდა შესაბამის განყოფილებაში, რა შუაშია ტყვიების განხილვასთან ნადირობის რეპორტი?

პოსტის ავტორი: CHICO30 Nov 25 2012, 09:15 PM

crow magnums ზე მინდა დავამატო. 6 დღით დასავლეთში ვიყავი სანადიროდ და მოკლედ ვიტყვი რა ხომ არ გინდათ ვინმეს გაჩუქოთ? biggrin.gif ნაგავია პრაქტიკაში. არავინ შეცდეთ და არ იყიდოთ არასოდეს. ძალიან მკვრივი და მსუბუქი შენადნობია. პრაქტიკაში შაშვის ხელა ფრინველზე სანადიროდაც არ გაამართლა 30-35 მეტრ დისტანციაზე. ბევრი გავარტყი ფრინველს და დაახლოებით 50% ისევ მიფრინავდა საღი.

პოსტის ავტორი: ShalvaQ Jan 25 2013, 08:32 PM

ყველას გეცოდინებათ რამდენად აზარტულია, როცა სამიზნე ობიექტის ხმა გესმის, გემატება ადრენალინი, უახლოვდები ბუჩქს,ფრინველი არ წყვეტს გაუთავებელ ხმაურს და უცებ ამოიჭრება შენ გვერდით 2-3 მეტრში, შეკრავს კამარას და ნახვამდის sad.gif

სასიამოვნოდ გატარებული დღის შემდეგ დრო დადგა ტრადიციული ექსპერტიზის smile.gif ექსპერტიზიზის შედეგად დადგინდა, რომ 6 გარდაცვლილიდან სამ სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული ჰქონდა თავის არეში
http://imageshack.us/photo/my-images/11/dsc0151mlh.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
(ყურადღება მივაქციოთ, რომ ყველა მონადირება, განხორციელებულ იქნა crosman-ის ფირმის ზდპ იარაღიდან, დისტანცია სულ მცირე 25 მეტრი) რათქმაუნდა თავში არ ვუმიზნებდი smile.gif smile.gif smile.gif
საღამოს კი მიზეზი გვქონდა, ჩვენც აღარ დავაყოვნეთ და წევიდა წიწინიიი
http://imageshack.us/photo/my-images/248/dsc0152jp.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
კარგად მოვულხინეთ და შეზარხოშებულმა თუ ეხლა ბევრი ვილაპარაკე არ მიწყინოთ, მთვრალი კაცი, კაი კაცი smile.gif მადლობა ყურადღებისთვის.

პოსტი გასწორებულია! პირად წერილში მიზეზების ახსნით.

პოსტის ავტორი: smekosmeko Jan 28 2013, 01:37 PM

კარგია ყოჩაღ smile.gif

პოსტის ავტორი: ShalvaQ Jan 28 2013, 02:16 PM

hi.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services