გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> მეორე შეჯიბრი BR25 (EURO), 2013 წლის 15 სექტემბერი მაისი
ja_ja
პოსტი Dec 22 2013, 01:43 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



დიდი მოლოდინის და მონატრების შემდეგ დადგა დრო დავწეროთ და შემდგომ მოწიწებით გადავიკითხოთ თბილ სახლში იმ თბილი დღის შესახებ რომელიც იყო არც თუ ისე შორეულ 15 სექტემბერს. ამ მშვენიერ თბილ სექტემბრის დღეს საქართველოში ჩატარდა მეორე შეჯიბრი პნევმატიური იარაღიდან სროლაში, კერძოდ BR25-ში.





მეორე შეჯიბრი ჩატარდა ჩვენს მიერ მომზადებულ ტერიტორიაზე, სადაც მოწყობილია ჩვენი სასროლი მაგიდა. მაგიდის გამზადებაში თითქმის მთელი ფორუმის ბირთვი იღებდა მონაწილეობას. ასე იყო თუ ისე, დიდი ლოდინისა და ბევრჯერ გადადების შემდეგ მოხერხდა ფინანსების აკუმულირება, წვიმების ციდან მოცილება და შედეგად გავეშურეთ სოფელ ქესალოს მიმდებარე ტერიტორიისკენ.

თავდაპირველად რა თქმა უნდა მუდმივ და უკვე უცვლელ ადგილზე შეკრება - ძალიან-ძალიან დილა უთენია, აი მზე რომ ახალი ამოსულია, ასე შუადღის 10 საათისთვის ...



ხასიათი ყველას მშვენიერი აქვს, შემართებას ვიდეო ჩანაწერში იხილავთ



ყველაფერი დაიწყო სტანდარტულად, გზად ხალხის აყვანა, სურსათ სანოვაგის აკრეფა და შორი გზა ქალაქიდან შორს....





უკვე წესად გვაქვს რუსთაველელებს დაველოდოთ ხოლმე ერთ სტანდარტულ ადგილზე smile.gif, ისე როდის იქნება რომ დასავლეთის ხალხიც შემოგვიერთდება ხოლმე... KAKA არ ითვლება დასავლელად, პრაქტიკულად აღმოსავლეთში ცხოვრობს smile.gif, უბრალოდ გვატყუებს ხოლმე სამეგრელოში ვიყავიო smile.gif





ისევე როგროც წინა წელს, წელსაც შეჯიბრი ჩატარდა ევროპულ ბენჩრესტში BR25, რაც გულისხმობს მსროლელის მიერ 25 სამიზნეში 25 ტყვიის სათითაოდ სროლას. სამიზნეებს გააჩნია თავისი ქულების ზონები და დაგროვილი ქულების მეშვეობით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა, სრული წესები შეგიძლიათ იხილოთ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
(წესები შარშანდელიდან არ შეცვლილა).





წელს ისევე როგორც შარშან არ გვქონდა თოფების მისაყუდებელი მოწყობილობა, ამიტომაც მსროლელების იარაღები ჩვენს ვეებერთელა მაგიდაზე განთავსდნენ, ხოლო სროლას აწარმოებდა მხოლოდ 2 მსროლელი, მაგიდის მარცხენა კუთხიდან.



უნდა აღინიშნოს რომ მიუხედავად იმისა რომ წელს გამოიყენებოდა ბეტონის ჩამოსხმული და საკმაოდ გამყარებული მაგიდა, მაინც მთლიანი კონსტრუქციის გამო პატარა ხარვეზები გადაეცემოდა ერთი მსროლელიდან მეორე მსროლელს. გასათვალისწინებელია ევროპულ ამერიკული გამოცდილება და პერსონალური მაგიდებია გასამზადებელი თითოეული მსროლელისთვის, მაგრამ ეს ჯერჯერობით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, როგროც ტერიტორიის წინასწარ შეძენით, ასევე მისი მოწყობით და სხვა ტექნიკური პროცესებით, მოკლედ ჯერჯერობით ასეთი ჩანაფიქრი არის, მაგრამ უაზროდ გაკეთება და ფინანსების მობილიზაციის გარეშე არ გამოვა.


შეჯიბრის წინ შედგა გამომსვლელთა სია, ამჯერად არ მომხდარა ბრმა მეთოდით ამორჩევა, არამედ ჯენტლემენური მეთოდით მოხდა ხალხის სიაში ჩაწერა იმის და მიხედვით ვინ მოისურვა პირველი სროლა ვინ მოისურვა სიაში ჩაწერა და იყო საერთოდ უცნაური თხოვნებით, მაგალითად - თუ შეიძლება მე სულ ბოლო ჩამწერეთ სიაში....



სია შედგა და სროლაც დავიწყეთ, ყველა მსროლელს ჰქონდა გამოყოფილი 20 წუთი თავისი სერიის დასასრულებლად. რატომ 20 წუთი და არა სტანდარტული 30 წუთი? იმიტომ რომ შეჯიბრის დღეს ზოგიერთმა ელემენტმა გვიან გაიღვიძა, ზოგს გლუვლულიანიდან თეფშებზე სროლა მოუნდა, ზოგს ჭამა მოუნდა და შედეგად შეჯიბრი დავიწყეთ 14:00 წუთზე, ამასობაში მონაწილეთა რაოდენობა 20-ს აჭარბებდა. ამიტომაც მოგვიწია რაღაც-რაღაც შეზღუდვების შემოტანა.







სტანდარტულად მისროლის დრო ყველას ჰქონდა შეჯიბრის დაწყების დროს, ინსტრუქტაჟი ყველას ცალ-ცალკე ჩაუტარდა და ამის შემდეგ დავიწყეთ თვითონ სროლა





არ ჩაიარა წლევანდელმა შეჯიბრებამ გასაჩივრებების გარეშე, ასე მაგალითად ზემოთ მოყვანილ სურათში (სია და ქულები რომელშიც ჩანს) ვხედავთ რომ 203 და 204 ქულად 3 კაცმა მიაღწია თავიდან კი პირველი დათვლით სამივეს ჰქონდა 203 ქულა. რაც რა თქმა უნდა ვერ გადაიტანა თავდაპირველად norika-მ, შემდეგ აყვა ilariona და ამ კამათ კამათში თითო-თითო ქულა ქე გამოჩიჩქნეს თავიანთ სასარგებლოდ smile.gif







სხვათა შორის წელს შედარებით კარგი მოსაცდელი ზონა გვქონდა მოწყობილი, ხალხს შეეძლო ნორმალურად დაჯდომა დასვენება, გასაუბრება, თუმცა მსროლელების უკან დასასვენებელი ზონა ხანდახან იმას იწვევდა რომ ხმამაღალი საუბარი მსროლელებს ხელს უშლიდა smile.gif







ნუ იყო ჩვენი საყვარელი მზარეულის მიერ საოცარი პოზების შექმნაც, იყო მონადირეების გლუვლულიანით სიარულიც.... ისე შემდეგში პირადად ავკრძალავ ნებისმიერ გლუვლულიანის გამოჩენას პნევმო შეჯიბრზე, ვერცერთი ვერ ითბენდა და ყველას დიდი სურვილი ჰქონდა გლუვლულიანიდან გაესროლა შედეგად ბევრი 2 გზად იხლიჩებოდა, ანუ სერიოზულად ესროლა თუ გლუვლულიანიდან თეფშების სროლას გადაყოლოდა smile.gif





მოკლედ ასე იყო თუ ისე რეალში მაინც კარგად ჩატარდა შეჯიბრი, თუ არ ჩავთვლით თვითმარქვია "ევრეისკი" პრეზიდენტის საქციელს, როდესაც თავისი თოფის გასწორების მიზნით მაგიდას ლამის წიხლები ურტყა და ამით ხელს უშლიდა თავის ჯგუფში გამომსვლელ მონაწილეს smile.gif





რა თქმა უნდა გამოვლინდა გამარჯვებულებიც და გადაეცათ ჩვენი პრიზებიც, სიმართლე რომ გითხრათ ძალიან მომწონს ჩვენი მედლები და პრიზი, სხვა არცერთ სპორტულ ფორუმზე ამდაგვარი პრიზი და მედალი არ მინახია, როგორც წესი მაღაზიებში ნაყიდი 5 ლარიანი მედლები რიგდება ხოლმე, მაშინ როდესაც ჩვენ ჩვენს სახელობით მედლებს ვიყენებთ, იაფი არ ჯდება, სამაგიეროდ მოგებულისთვის აშკარად აქვს სიამაყის და ღირებულის შეგრძნება smile.gif

სანამ დაჯილდოებაზე გადავალთ მოდით ჩამოვწეროთ ყველას სია და ვინ რა ქულა აიღო რამდენი X აიღო და რომელ ადგილზე გავიდა. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მგონი ყველაფერი ჩანს



როგორც ცხრილში ჩანს მესამე და მეოთხე ადგილების მფლობელებმა 204-204 ქულა აიღეს, მაგრამ ნორიკამ 3 X აიღო მაშინ როდესაც ილარიონამ მხოლოდ 2 X აიღო, შედეგად პრიზიორის ბედი X-ებმა განსაზღვრა. და ეს უკვე მესამედ ხდება ჩვენთან როდესაც ქულების დამთხვევა ხდება და X-ების მეშვეობით ხდება შესაძლებელი პრიზიორის გამოვლენა. ასე რომ ნელ-ნელა რთულდება შეჯიბრი რაც რა თქმა უნდა საინტერესოს ხდის შეჯიბრს.

მას ასე დაჯილდოება.... დიდი წამყვანი მე არ ვარ მაგრამ მე მომიწია პრიზიორებისთვის მედლების გადაცემა. ყველაფერი კი იყო აი ასე:



ბოლოს რა თქმა უნდა ეგრეთწოდებული "ბანკეტი". ჩვენ ევროპისკენ კი მივიწევთ, მაგრამ სუფრა ქართული ვიცით შეჯიბრების დროსაც, მართალია შემწვარი გოჭი ბოლოკით პირში არ იყო სუფრაზე, მაგრამ მწვადი, ხაჭაპური და ღვინო ნუ ეს მინიმუმია smile.gif





რა თქმა უნდა ბოლოს ღამეც შემოგვეპარა, ზოგი დაიღალა, ზოგსაც ეძინებოდა, ზოგიც მხიარულად იყო და .... მოკლედ მოგონებები ბევრი დარჩა, იმედია კეთილი და ლამაზი









ეს რაც შეეხებოდა თვითონ მიმოხილვას, ახლა კი გთავაზობთ თვითონ ნასროლ სამიზნეებს, ზოგს გადახედვა მოუნდება, ზოგს გადამოწმება, მოკლედ რავიცი ვინც როგორ ჩათვლის საჭიროდ.


მაშ ასე პრიზიოპრები:

Okela - Monadire - Norika
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.




დანარჩენები:


Irlariona - Dawiti - Dave
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.



Devil - Beqa - Geogorjika
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


Davitus - Power_wano - Ja_Ja
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


CZ80 - Bazuka - Lexo
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


Soxa - iorama - Marukha
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


Ikaa - irakli
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ასე მორჩა საკმაოდ თბილი და ლამაზი 15 სექტემბერი. გამოვლინდა მოულოდნელი პრიზიორები, წინა წლის ჩემპიონი საერთოდ ჩაიკარგა და პირველ სამეულშიც კი არ მოხდა, იმიტომ რომ არც თოფს მიხედა, ოპტიკაც დაავიწყდა და ზერელედ ისროლა smile.gif აქედან მორალი, ბედი უღიმის მხოლოდ მათ ვინც მომზადებულია და შემართებით ეკიდება საქმეს.

ველით მომავალი წლის შეჯიბრებას smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Dec 22 2013, 02:07 PM
პოსტი #2


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



აი მალადეც smile.gif იფ იფ იფ ისე მომნატრებია ეს სიტუაცია, რომ ზაფხული მომინდა.

საღოლ ჯაჯინსკი, როგორც ყოველთვის საუკეთესო რეპორტი.



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Dec 22 2013, 03:02 PM
პოსტი #3


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ამას რას ვეღირსეთ biggrin.gif

მე-13-ე ვიყავი თურმე. არ გამიკვირდა რატომ ვერ მოვიგეთქო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
davil
პოსტი Dec 22 2013, 03:41 PM
პოსტი #4


ზეზუსტი მსროლელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 467
რეგისტრ.: 13-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: RUSTAVI
წევრი №: 642



ძაან კარგი დღის ჯიგრული რეპორტია. კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს.

ისე ერთი კაი შეკრება არ გვაწყენდა, თუნდაც ზამთრის პირობებში.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Dec 22 2013, 04:21 PM
პოსტი #5


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



davil
მერე მივცხოთ ერთი შეჯიბრი შეკრება smile.gif

ახალი წლების მერე მოჟნა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 22 2013, 05:03 PM
პოსტი #6


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



geojorjika
ციტატა(giorgi @ 22nd December 2013 - 04:02 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მე-13-ე ვიყავი თურმე. არ გამიკვირდა რატომ ვერ მოვიგეთქო

ჰო რა სულ ეგ გიშლიდა ხელს რა smile.gif




ბლინ ისე სულ რაცხა ტილიანი 3 თვე გავიდა არადა რა აცივდა მე ამის დედაც!!!! ახლა კიდევ 3 თვე როდის გავა რომ ეგრევე დათბეს.... მარა 3 თვეში არ დათბება sad.gif ზაფხული მინდა ....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი Dec 22 2013, 06:48 PM
პოსტი #7


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



სგ ჯაჯა მშვენიერი რეპორტია
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Dec 22 2013, 06:49 PM
პოსტი #8


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



okela84
აი ეხლა კი გილოცავთ ჩემო ბატონო ჩემპიონობას biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Dec 22 2013, 07:57 PM
პოსტი #9


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ციტატა
მოკლედ ასე იყო თუ ისე რეალში მაინც კარგად ჩატარდა შეჯიბრი, თუ არ ჩავთვლით თვითმარქვია "ევრეისკი" პრეზიდენტის საქციელს, როდესაც თავისი თოფის გასწორების მიზნით მაგიდას ლამის წიხლები ურტყა და ამით ხელს უშლიდა თავის ჯგუფში გამომსვლელ მონაწილეს



აუუუუ, ეს რა გამახსენე, გავიგუდეე rofl.gif lol2.gif
თან რომ ვერ ვაჩერებდით biggrin.gif:
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Dave
პოსტი Dec 22 2013, 08:44 PM
პოსტი #10


მსროლელი
***

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 562
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,523
ქალაქი:თბილისი



ციტატა(bazuka @ 22nd December 2013 - 08:57 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თან რომ ვერ ვაჩერებდით


ვაჩერებდითო ?! რო ვუთხარი ხელს ნუ მიშლი მეთქი, ისეთი სახით შემომხედა რამის ჩემი ქულებიც მაგას მივაწერე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი Dec 22 2013, 09:01 PM
პოსტი #11


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



ilariona
მაგარი თოფია ძმაო, გახსოვს ყიდვისას მე რო გკითხე სტაბილურად როგორ ჯგუფებს აკეთებსთქო და შენ მითხარი 25 მმ-ო. ვიფიქრე უეჭველი აზვიადებსთქო, biggrin.gif არადა სტაბილურად კი არა თითქმის არც გაურბის 25-ს თუ ნორმალური ამინდია. იდიალურ ამინდში და კარგი ოპტიკით 20-საც გააკეთებს სტაბილურად smile.gif მოკლედ მაგარი თოფია და დიდი მადლობა შენ კიდევ ერთხელ wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
beqa
პოსტი Dec 22 2013, 09:03 PM
პოსტი #12


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 362
რეგისტრ.: 9-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 108



მშვენიერი ჯაჯა ბიძია მშვენიერი,

აქამდე რომ არ დადე ისე კარგია, smile.gif ამ სიცივეში არ სჯობია ზაფხულის გახსენება, რა სროლა, რა ქეიფი, იფიფიფ smile.gif smile.gif smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Dec 22 2013, 09:30 PM
პოსტი #13


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



okela84
გილოცავ უპეტენდენტო ჩემპიონობას! ძძძააან მაგარია smile.gif
პრიზიორბსაც ვულოცავ დამსახურებილ 2-3 ადგილებს

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilo
პოსტი Dec 22 2013, 09:36 PM
პოსტი #14


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 130
რეგისტრ.: 4-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi
წევრი №: 1,665
ქალაქი:ბათუმი



დიდი მადლობა ჯაჯა შესანიშნავი რეპორტისთვის. yes3.gif

მიზანში სროლის დროს მსროლელის და თოფის გარდა კიდევ 2 მნიშვნელოვანი ფაქტორია ოპტიკა და ტყვიები.

ყველაფერი უფრო ნათელი რომ იყოს. ცოტა ანალიზი რომ გავაკეთოთ და დასკვნები გამოვიტანოთ თოფების შესაძლებობებზე კარგი იქნებოდა მონაწილეებს რომ დაეწერათ ვინ რა ოპტიკით და რამდენი ზუმით ისროდა.

ტყვიებიც საინტერესოა, მაგრამ არა აუცილებელი, ნუ ეგ ვიცით რომელი ტყვეიბიცაა უკეთესი მიზანში სასროლად. თუმცა ვისაც სურვილი აქვს კარგი იქნებოდა რომ დაწეროს. wink.gif



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი Dec 22 2013, 09:47 PM
პოსტი #15


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



gregory
ციტატა(gregory @ 22nd December 2013 - 10:30 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
გილოცავ უპეტენდენტო ჩემპიონობას! ძძძააან მაგარია

მადლობა გრიგოლ. ისე ძაან გამიკვირდა შენ რომ არ იყავი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Dec 22 2013, 09:53 PM
პოსტი #16


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ilo
ციტატა(iglait @ 22nd December 2013 - 10:36 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ცოტა ანალიზი რომ გავაკეთოთ

ცოტა რომ არ დაიზარო და ნასროლ ქაღალდებს გადახედო თოფი და ოპტიკა ზედ წერია smile.gif ნუ მოდელი არა, მაგრამ ჯერადობა აშკარად წერია.

ციტატა(iglait @ 22nd December 2013 - 10:36 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ტყვიებიც საინტერესოა

არანაირად არ არის საინტერესო, ყველა თოფს თავისი ტყვია მოსწონს, მილიონჯერ დადასტურებული ფაქტია. საერთო მოხმარების პონტზე კი უნდა გამოიყენო ან კარდონის ყუთში არსებული Crosman Premier-ები 10.5 გრანიანი, ან JSB 10.2, მაგრამ ეს არის ზერელე დასაწყისი წერტილი და არა აქსიომა. ყველა თოფს თავისი ტყვია უნდა, მაგალითად მოკალი და ჩემი მარადიორი CP-ს გარდა არაფერს ისვრის ნორმალურად, ჩატენი ვითომ სანაქებო JSB-ს და 10 სანტიემტრში ვერ სვავ ტყვიებს როდესაც Cp-თი 15-20 მილიმეტრში ჯდება, შტეერს კიდევ რაც გინდა მიეცი ფეხებზე ჰკიდია, მოიტა JSB და დანარჩენი მახატიაო, ასე რომ უაზრობაა ტყვიებზე აქცენტირება რომ ის ამ ტყვიას ისროდა და ეს ამ ტყვიას, უფრო დაგაბნევს, კონკრეტულად შენი მოდელისა და ლულისთვის ექსპერიმენტების და ვარჯიშის მეთოდით უნდა შეირჩეს რომელი ტყვია ვარგა და რომელი არა,
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilo
პოსტი Dec 22 2013, 10:20 PM
პოსტი #17


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 130
რეგისტრ.: 4-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi
წევრი №: 1,665
ქალაქი:ბათუმი



4-16 და 10-40 არფრის მომცემი ინფორმაციებია,

სავარაუდოდ 50 მეტრზე ყველა შეეცდებოდა ესროლა მაქსიმალური ზუმით დაბინდვის გარეშე,

ის არის საინტერესო კონკრეტული მოდელის მაქსიმალური ზუმი რა არის დაბინდვის გარეშე.

უბრალოდ დამატებით ძალიან კარგი ინფო იქნებოდა ეგ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Dec 22 2013, 10:27 PM
პოსტი #18


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ვაახ ჯაჯინსკი რეპორტი გამოცხვაა? biggrin.gif
საღოლ, კაკ ვსეგდა მუაგაარ wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Dec 22 2013, 10:42 PM
პოსტი #19


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



ja_ja
ორჯელ ჩემი სურათი მაგარია biggrin.gif

იპოვეთ ათი განსხვავებაა? biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Dec 22 2013, 10:51 PM
პოსტი #20


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



iorama
მეორეში შამფურები გაქვს მოტეხილი wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

2 გვერდი V   1 2 >
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 10:09 PM
Hosted by Pro-Service