გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> გასვლა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 12.10.2014, Marauder VS Trail 1500
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Oct 12 2014, 09:27 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით...

ეს თემა შესაძლოა გახსნილიყო განყოფილებაში "ფორუმის გასვლები", მაგრამ აქ გავხსენი, რადგან უფრო მეტად მინდა გავამახვილო ყურადღება არა გასვლაზე არამედ, Benjamin Marauder-ის გატესტვის შედეგად მიღებულ მონაცემებზე (შედეგებზე). ყურადღებას არ გავამახვილებ ჩემი თოფის პრიცელის გასწორების პროცედურებთან დაკავშირებით, რადგან საინტერესო მხოლოდ მარაუდერთან დაკავშირებული საკითხევია...

დღეს მე და Benjamin Marauder-ის მფლობელი, ჩვენმა თანაფორუმელმა DaV1nCh-იმ გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ფერზე მოგვეყვანა ჩვენი იარაღები მიზნის გასწორების თვალსაზრისით, ამიტომ შევხვდით და გავეშურეთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე "2 ხე" შველას ითხოვს biggrin.gif (ჯერ იყო და მედა სეკურიფა ვცხრილავდით და ეხლა მე და დავინჩი)

ამოვიღეთ შალითებიდან იარაღები, (მე ჩემი Benjamin Trail MP XL 1500 და გიომ თავისი Benjamin Marauder) გიომ დატუმბა თავისი მარაუდერი, ასევე დატენა კლიპი, ამოალაგა Crosman premier-ები 10.5 გრანიანი, მე გავამზადე JSB EXACT heavy diabolo 10.34 გრანიანები, შემდეგ გავამზადეთ ჩამოსაყრდნობი საშუალება, სამიზნეები დავაყენეთ ერთი ცალი 25 მეტრში და მეორე კი 50 მეტრში.

ნიავი მაინც თავისას შვრებოდა, ანუ უბერავდა... biggrin.gif

ამის დროც დადგა და ავიღე DaV1nCh-ის მარაუდერი რათა დაგვეწყო გატესტვა. ჯერ ვესროდი 25 მეტრის დინსტანციაზე (პრემიერები), 7-იანი ზუმით. გადავტენე, დავუმიზნე, ვისროლე და დაჯდა ტყვია ცენტრიდან საგრძნობლად მოშორებით მაღლა. გადავტენე, გავისროლე და რას ვხედავ, მეორე ტყვია ცენტრიდან ისევ მოშორებით დაჯდა, ოღონდ ამჯერად დაბლითა მხარეს. კიდევ ვისროლე და ტყვია დაჯდა ისევ დაბლა, მაგრამ წინა ნასროლისგან დაშორებით. გამიკვირდა... ვიფიქრე ესე რომ აქებენ მარაუდერს, ეს რა საშინელებას აკეთებს 25 მეტრში და 50-ზე ხომ საუბარიც ზედმეტია თქო.
გადავტენე გავისროლე და ამჯერადაც გავოგნდი, ტყვიაც კი დავინახე სადაც წავიდა და დაჯდა ამჯერად მაღლა და ისეთ მხარეს, რომ არცერთი ტყვია არ იყო იქით მორტყმული, გავგიჟდი, პულიმიოტივით ფანტავდა ტყვიებს...

მერე ვიფიქრე აბა 50 მეტრში ვესროლო თქო და ვესროლე კიდეც, ტყვია დაჯდა ფურცლის სულ კიდეში, მაღლა და მარცხნივ, (იმის მაგივრად, რომ უფრო შორ დინსტანციაზე ვესროლე დაბლა დამჯდარიყო ტყვია, პირიქით მაღლა დაჯდა და ცხადია ამან ისევ გამაკვირვა) კიდევ ვესროლე და ამჯერად მთლიანად ხეს ასცდა... biggrin.gif აი, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, თან მიტყდებოდა და გიოს ვეუბნებოდი ასეთი შემთხვევა მე ჯერ არცერთ თოფთან არ მქონია მეთქი...

მერე ვიფიქრეთ, აბა JSB ვცადოთ თქო, ამიტომ შევცვალეთ ქაღალდები, დავტენეთ კლიპი და დავიწყე 25 მეტრში სროლა. დავუმიზნე ცენტრში, ვესროლე და დაჯდა ტყვია ცენტრიდან მაღლა და ისეთ ადგილას, სადაც პრიცელის ზოლები მთავრდებოდა (სურათს ქვემოთ განახებთ და მიხვდებით რომელ ზოლებზეც მაქვს საუბარი)
გადავტენე, ვესროლე და ვხედავ ტყვია დაჯდა ზუსტად იმ ნასროლში, სადაც წინა ნატყვიარი იყო.
იესსსსსსსსსს, გავიფიქრე გულში biggrin.gif
დავატრიალე ბარაბნები რომ ცენტრისთვის მორტყმა შემეცადა. გავისროლე და ცენტრთან ახლოს მოვარტყი, ისევ გავისროლე და ამ ნასროლთან ახლოს მოვარტყი... აშკარად მივხვდი, რომ თოფმა მადლობა მომიხადა JSB EXACT heavy diabolo 10.34 გრანიანებზე რომ გადავიყვანე. მერე ვიფიქრე მგონი კარგად ისვრის თქო და პირდაპირ 50 მეტრში დავიწყეთ სროლა.

სანამ დავიწყებდით თოფი დავანასოსეთ ცოტათი, ძალიან არა...
პირველი ტყვია ვასროლინე გიოს, დაუმიზნა, ესროლა და ზედ ცენტრზე არ დასვა? biggrin.gif მაგრამ აღიარა-გამივარდაო biggrin.gif ნუუ, ცხადია შემთვევით გაარტყავდა, Crosman premier-ებისაგან განსხვავებით და 25 მეტრ დინსტანციისგან განსხვავებით ტყვია ხომ დაბლა უნდა დამჯდარიყო, რადგან 25 მეტრსი ცენტრთან ახლოს ჯდებოდა...
დავიწყე 4-4 ტყვიის გასროლა...

გადავტენე დავუმიზნე, ვესროლე და ტყვია მოვარტყი ცენტრიდან დაბლა და მარჯვნივ, ასე ვისროლე კიდევ 3 ცალი ტყვია და 3-ივე იმ ერთთან ახლოს დავსვი, ეს კი ნამდვილად სასიამოვნო იყო ჩემთვის, უკვე შევატყვე რომ თოფის ბრალი კი არა, თურმე Crosman premier-ების ბრალი ყოფილა, ეს ტყვიები ამ თოფს საერთოდ არ მოუხდა, საშინელი შედეგი დამნახა.
დავატრიალე ბარაბნები და ცოტა მეტი მომივიდა, ეს ფოტოზეც ჩანს, ვისროლე 4 ცალი ტყვია და 4 ივე ახლოს დავსვი ერთმანეთთან ცენტრიდან სულ ოდნავ მაღლა და ცოტათი მარცხნივ და მივხვდი რომ ყველაფერი შესანიშნავად იყო.



შემდეგ უკვე გასწორებული პრიცელებით დავიწყეთ პლინკაობა სქელ შიფერზე და ვუტყაპუნეთ და ვუტყაპუნეთ იმ საწყალ შიფერს biggrin.gif მაგრამ იმან ცოტა არ იყოს და გაგვაკვირვა, რომ შიფერს ჩემი Benjamin Trail MP XL 1500-ი ხვრეტდა ხოლო დავინჩის Benjamin Marauder-ი ვერა. გიოს ცოტა გაუტყდა, მაგრამ არა უშავს, მთავარი მაინც სიზუსტეა... smile.gif

გატესთვის დასასრულისკენ, ერთი პაწია წიწკანა ჩიტი დამიჯდა წინ ახლოს და უცებ ეგრევე დაუფიქრებლად ვესროლე და ემსხვერპლა საწყალი... biggrin.gif
უფოტოსესიოდ როგორ ჩაივლიდა საქმე და აი ჩვენი ნაფოტოსესიები სურათებიც იმ პაწია ჩიტთან ერთად biggrin.gif ... smile.gif










მგონი კაი ფოტკები გამოვიდა არაა?
ლააა, თოფებია, ლა თოფებიიი... biggrin.gif smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
archi_daili
პოსტი Oct 12 2014, 09:41 PM
პოსტი #2


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 33
რეგისტრ.: 13-July 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ახალციხე
წევრი №: 1,967
ქალაქი:თბილისი



მშვენიერი თემაა ხმელო. შენი ნპ 50 მეტრზეც გამოცადე? ნპზე რა ტყვიებს იყენებ უმეტესად?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Oct 12 2014, 09:52 PM
პოსტი #3


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314



მარადას თემა გახსნილია ერთი,კაცო ყველა მანდა ვწერთ მაგ თოფზე და ეს რა მოდაში შემოვიდა ერთი და იგივე თოფის თაობაზე ახალი თემების გახსნა?გიოს კიდევ ნუ გაუტყდება სიმძლავრის მომატება პრობლემა არაა მთავარია სიზუსტე ქონდეს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Oct 12 2014, 10:21 PM
პოსტი #4


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



ციტატა(archi_daili @ Oct 12 2014, 10:41 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მშვენიერი თემაა ხმელო. შენი ნპ 50 მეტრზეც გამოცადე? ნპზე რა ტყვიებს იყენებ უმეტესად?

კი, გამოვცადე. რა დამთხვევაა და იგივე ჯგუფები მივიღე რაც მარადათი. ერთნაირად ისვრიან. უმეტესად არა, სულ ჯიესბის ვისვრი 10.34 გრანიანს. ყველაზე ზუსტი ტყვიებია, ვერავინ შემედავება smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
TORA
პოსტი Oct 12 2014, 10:22 PM
პოსტი #5


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 3-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,841
ქალაქი:თბილისი



kaka8079
მთავარია სიზუსტე smile.gif ისე დაინგრა მითი იმის შესახებ რომ ძველ მარადებს მარტო ცპ მოსწონსო. smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Oct 12 2014, 11:39 PM
პოსტი #6


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



DaV1nCh
ბიპოდი რისთვის დაგიყენე ხელიდან რომ ისვრი მაინც? smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 13 2014, 06:01 AM
პოსტი #7


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ხ.მ.ე.ლ.ო
ბოდიშI თემა ბოლომდე არ წამიკითხავს, მაგრამ საწყისი ტექსტის და სათაურის გამო ცოტახნით თემას ვხურავ.

დიდი თხოვნაა დამიკავშირდი და გადავწყვიტოთ ამ ტემის ბედი თორემ სხვა კი არა უკვე მე გავრეკავ, მესამე ცალკე თემა გაიჩითა მარადიორზე, უკვე სრული დომფხალი ხდება, მიმიქარავს სეპარატიზმი smile.gif, მერე იტყვიან რათ უნდა აფხაზეთს და ოსეთს დამოუკიდებლობაო smile.gif ყველამ რომ ერთი და იგივე თოფზე ცალცალკე ტემები ვხსნათ იქნება სრული დომფხალი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Oct 13 2014, 04:13 PM
პოსტი #8


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



აქ გადმოვიტანე და გავხსენი

და სათაური შევცვალე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
TORA
პოსტი Oct 13 2014, 04:20 PM
პოსტი #9


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 3-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,841
ქალაქი:თბილისი



geojorjika
მადლობა გიო smile.gif

ისადა მარადიორზე ოპტიკა იყო UTG 3-12X44
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Oct 13 2014, 04:27 PM
პოსტი #10


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



ციტატა(geojorjika @ Oct 13 2014, 12:39 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
DaV1nCh
ბიპოდი რისთვის დაგიყენე ხელიდან რომ ისვრი მაინც? smile.gif

თემაში მიწერია, რომ "შემდეგ გავამზადეთ ჩამოსაყრდნობი საშუალება" ანუ ბიპოდი აღარ იყო საჭირო, ძირს წოლას ვამჯობინეთ ჩვენს "იქაურ სკამზე" (ბლოკი biggrin.gif) ჩამოვმსხდარიყავით და ჩამოყრდნობილ მდგომარეობაში გაგვეტესტა... smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Oct 13 2014, 04:29 PM
პოსტი #11


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ხ.მ.ე.ლ.ო
ჰოდა იმიტომაც მიღეთ კარგი შედეგი მაგ "ჩამოსაყრდნობი საშუალებით" biggrin.gif

სამიზნე ქაღალდს რაც შეეხება, ეგ ქაღალდი არ ვარგა მინიმუმ 200 გრამიან ფურცელზე მაინც უნდა ამობეჭდო რომ კარგად დაეტოს ნატყვიარი , ეგ ქაღალდე სტანდარტული 80 გრამიანია
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Oct 13 2014, 04:36 PM
პოსტი #12


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



ციტატა(geojorjika @ Oct 13 2014, 05:29 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხ.მ.ე.ლ.ო
ჰოდა იმიტომაც მიღეთ კარგი შედეგი მაგ "ჩამოსაყრდნობი საშუალებით" biggrin.gif

სამიზნე ქაღალდს რაც შეეხება, ეგ ქაღალდი არ ვარგა მინიმუმ 200 გრამიან ფურცელზე მაინც უნდა ამობეჭდო რომ კარგად დაეტოს ნატყვიარი , ეგ ქაღალდე სტანდარტული 80 გრამიანია

აი ჩამოყრდნობის ბრალი რომ არ არის შედეგები, ზუსტად მაგას ადასტურებს ეს თემა. ჩამოყრდნობის ბრალი რომ იყოს ჯიესბიც მტვერივით გაიფანტებოდა, მაგრამ ხო ხედავთ 50 მეტრის შედეგებს ჯიესბის დამსახურებით. მაგისთვის ქროსმანის პრემიერები ჯოჯოხეთია... smile.gif ამაზე მინდოდა ყურადღების გამახვილება smile.gif
არა ვიცი, უკან კარდონებს აკრავენ, რომ ნატყვიარი კარგად გამოჩნდეს, მაგრამ აღარ ჩავთვალე საჭიროდ, ამაზეც ასე თუ ისე ეტყობა რომ 4-4 ცალი აქვს მოხვედრილი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Oct 13 2014, 05:20 PM
პოსტი #13


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ხ.მ.ე.ლ.ო
შენ ეხლა გგონია ეგ შედეგი ჯსბ-ით რაც არის მაგარია? biggrin.gif biggrin.gif მაგაზე გეუბნები ზუსტად ეგეთი შედეგი მიიღეთქო თორემ პრემიერებს საერთოდ ჯგუფი როგორ უნდა უწოდო არ ვიცი

რასაც მე ვხედავ მანდ 20-25 მმ-ა და ეგ მარადიორისთვის კი არა დისკოსთვის არის ფინთI შედეგი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Oct 13 2014, 07:08 PM
პოსტი #14


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



ციტატა(geojorjika @ Oct 13 2014, 06:20 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხ.მ.ე.ლ.ო
შენ ეხლა გგონია ეგ შედეგი ჯსბ-ით რაც არის მაგარია? biggrin.gif biggrin.gif მაგაზე გეუბნები ზუსტად ეგეთი შედეგი მიიღეთქო თორემ პრემიერებს საერთოდ ჯგუფი როგორ უნდა უწოდო არ ვიცი

რასაც მე ვხედავ მანდ 20-25 მმ-ა და ეგ მარადიორისთვის კი არა დისკოსთვის არის ფინთI შედეგი

10 თეთრიანის ხელა არის ცენტრი, კი დაახლოებით მასეა, 20 მმ იქნება...
ხო ნუ რავი ჟორჟიკ, ნიავიც ქროდა თან და ბლოკი მაინც მოუხერხებელია biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gocha311
პოსტი Oct 13 2014, 07:33 PM
პოსტი #15


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 152
რეგისტრ.: 20-March 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis
წევრი №: 1,916
ქალაქი:tbilisi



ნიავი თუ იყო რა თქმა უნდა სიმართლეს ვერ გაიგებ ,, მარა რაღაც მე მაინც ისე მეჩვენება რომ მაგ ტყვიებიდან არც ერთი არ არ ერგება შენ იარაღს ხმელო რაღაც ნე ტო, სხვა ტყვიებიც ცადე აბა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Oct 13 2014, 07:39 PM
პოსტი #16


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



ციტატა(gocha311 @ Oct 13 2014, 08:33 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ნიავი თუ იყო რა თქმა უნდა სიმართლეს ვერ გაიგებ ,, მარა რაღაც მე მაინც ისე მეჩვენება რომ მაგ ტყვიებიდან არც ერთი არ არ ერგება შენ იარაღს ხმელო რაღაც ნე ტო, სხვა ტყვიებიც ცადე აბა

ჩემი იარაღი არ არის მარაუდერი, დავინჩის არის და 99% ით ვიცი რომ სხვა ვერცერთი ტყვიით ვერ გაკეთდება უკეთესი შედეგი, მაგ ჯსბ-თი ნივი რომ არ ყოფილიყო უკეთესს შედეგებს დავდებდით, და თანაც 7 იანი ზუმით ვისროდით, მეტი არა, რადგან ბადე ძაან არ დაბინდულიყო და 25 მეტრსიც შესაძლებელი ყოფილიყო სროლა და 50 შიც... smile.gif
რომ დააკვირდებით, ფაქტიურად 18 მილიმეტიანი ჯგუფებია დასმული, ნიავის დროს (ნუ რა თქმა უნდა ჩადგომას ელოდები და მერე ესვრი) და ბლოკზე ჯდომის მდგომარეობაში smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
TORA
პოსტი Oct 13 2014, 08:00 PM
პოსტი #17


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 3-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,841
ქალაქი:თბილისი



gocha311
გოჩა გაფიცებ საიდან გამოიტანე ეგ დასკვნა? რო არცერთი ტყვია არ უხდება? smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
archi_daili
პოსტი Oct 13 2014, 11:52 PM
პოსტი #18


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 33
რეგისტრ.: 13-July 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ახალციხე
წევრი №: 1,967
ქალაქი:თბილისი



ხ.მ.ე.ლ.ო
აბა რომელი ჯსბ-ებს ისვრი? ექპანსიური ტყვიებია თუ მყარი ფოლადის?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Oct 14 2014, 05:12 PM
პოსტი #19


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



ციტატა(archi_daili @ Oct 14 2014, 12:52 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხ.მ.ე.ლ.ო
აბა რომელი ჯსბ-ებს ისვრი? ექპანსიური ტყვიებია თუ მყარი ფოლადის?

საშუალო შენადნობია სიმყარის თვალსაზრისით, 10.34 გრანიანი JSB EXACT heavy diabolo. თემა თუ წაიკითხე ამას არც მკთხავდი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 07:53 PM
Hosted by Pro-Service