თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ შეჯიბრებების სახეობები _ ქართული extreme BR 2019

პოსტის ავტორი: pilotina Jan 28 2019, 07:20 PM

სალამი ფორუმელებო.
მგონი მოვიდა დრო დავიწყოთ ფიქრი მორიგი შეჯიბრისთვის მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ, შარშანდელი შეჯიბრის გამოცდილების გათვალისწინებით ამჯერადაც კარგად გავართმევთ ამ საქმეს თავს.
ზოგდად, რა თქმა უნდა ჯობდა, რომ რახან extreme BR-ჰქვია 100 მეტრზე მოგვეწყო შეჯიბრი, მაგრამ როგორც ფორუმზე აღნიშნეს, ამჟამად საქართველოში არც ისე ბევრია ისეთი თოფების რაოდენობა, რომელიც ამ დისტანციაზე ასე თუ ისე ნორმალური შედეგს აჩვენებს, ამიტომაც ამჯერად უპრიანი იქნება დავიწყოთო ვთქვათ 75 მეტრით.
შეჯიბრის ორგანიზების და ჩატარების გამოცდილება უკვე გვაქვს და მოდით ეს შეჯიბრიც უფრო უკეთესად ჩავატაროთ.
ჩემი აზრით, შეჯიბრი შეიძლება სადღაც აპრილის პირველ ან მეორე ნახევარზე დავგეგმოთ, ამინდებიც ამ დროს უკვე საკმაოდ სტაბილურია.
აბა, ჩამოყარეთ იდეები და წინადადებები!

პოსტის ავტორი: okela84 Jan 28 2019, 07:44 PM

ადრეც დავდე ეს სამიზნე და ბარემ თემის თავშივე დავდებ რო ზოგადი წარმოდგენა შეექმნას ყველას.

მოკლედ ეს სამიზნე განკუთვნილია 75 და 100 იარდზე სროლისთვის.

ამ შემთხვევაში 75 მეტრზე გამოვიყენოთ.


ზომებსაც დავწერ კიდევ ერთხელ და დაინახავთ ყველანი რომ რთული სამიზნე არაა.

ესეიგი X-ის დიამეტრი არის 5.08 მილიმეტრი

10-ის კი 12.065 მმ

და ყველაზე დიდი რგოლის ანუ 4-ნი დიამეტრი უდრის 13 სანტიმეტრს

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 28 2019, 08:01 PM

აჯობებს ჯერ გავარკვიოთ, საორგანიზაციო საკითხები.
1: მედლები დავამზადოთ, თუ სხვა სახის მზა მედლები შევიძინოთ? ოკელ შენ უფრო ზუსტად გეცოდინება წინა შეჯიბრიდან გამომდინარე რა დაგვიჯდა მედლების კომპლექტი.
2: სამიზნეების ამობეჭდვა. ისევ ალექსა რომ დავიხმაროთ მემგონი ტეხავს, უხერხულია. გავარკვიოთ ეგეც რა დაგვიჯდება
ამ ეტაპზე რომ გავაკვიოთ საერთო თანხა როგორც მედლების ისე სამიზნეების და ვინც შევძლებთ ავაგროვოთ ეს თანხა, დანარჩენი მსურველი ვინც გამოჩნდება შემდგომ შემოგვიერთდეს როგორც მონაწილეობით, ისე თანხით
ოკელ იქნებ დადო სამიზნე პდფ ფაილში

პოსტის ავტორი: okela84 Jan 28 2019, 08:26 PM

თანხას რაც შეეხება მგონი ჯობია რომ 50 ლარი დავაწესოთ სამონაწილეო.


წინა შეჯიბრიდან 25 ლარი დარჩა და შესაბამისად ანგარიში 75 ლარით გაიხსნება.

თანხის აგროვება ჯერ ძაან ადრეა, მაგრამ პირველ გვერდზე მაინც დავდებ ლიბერთის ანგარიშს GE36LB0711162160643001 და ჩარიცხვისას დანიშნულებაში აუცილებლად ფორუმის ნიკი მიუთითეთ და შემდეგ თუ გნებავთ სახელი და გვარიც დაამატეთ ან პირადი ნომერი.


giga2010

მედლები დავტოვოთ კარგი ხარისხის.

ავთოს წეღან მივწერა და თავის მასალიანად მომწერს ფასებს. მაგის იქით დამუშავების, გრავირების და ამოვლების ფასებსაც გადავაზუსტებ ამ დღეებში და თუ მისაღები იქნა მედლები შეგვიძლია ცოტა ადრე მოვიშოროთ.



ციტატა(aleqsandre @ 28th January 2019 - 08:24 PM) *
2: სამიზნეების ამობეჭდვა. ისევ ალექსა რომ დავიხმაროთ მემგონი ტეხავს, უხერხულია. გავარკვიოთ ეგეც რა დაგვიჯდება
ამ ეტაპზე რომ გავაკვიოთ საერთო თანხა როგორც მედლების ისე სამიზნეების და ვინც შევძლებთ ავაგროვოთ ეს თანხა, დანარჩენი მსურველი ვინც გამოჩნდება შემდგომ შემოგვიერთდეს როგორც მონაწილეობით, ისე თანხით

ჰო მაგასაც გავარკვევ.

 bench_rest_target.pdf ( 1.26 მეგაბაიტი ) : 29
 

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 28 2019, 08:31 PM

ციტატა(aleqsandre @ 28th January 2019 - 09:26 PM) *
მედლები შეგვიძლია ცოტა ადრე მოვიშოროთ.

გეთანხმები. 5-6 კაცი რომ გამოჩნდეს და 50 ლარი რომ დავდოთ, მედლებს გავისტუმრებდით
ოკელ იქნებ სამიზნეც მოვძებნოთ და დადო, წესებიც რომ გავარკვიოთ. 25 გასროლა ბევრი ხომ არ იქნება? ძალიან დიდ ფორმატზე მოგვიწევს სამიზნის ამობეჭდვა
სამიზნე გქონდა კიდევ, რომელიც ა4 ზე იყო იდენტური ზომებში

პოსტის ავტორი: pilotina Jan 28 2019, 08:40 PM

giga2010

ციტატა(giga2010 @ 28th January 2019 - 09:31 PM) *
25 გასროლა ბევრი ხომ არ იქნება? ძალიან დიდ ფორმატზე მოგვიწევს სამიზნის ამობეჭდვა


25 გასროლა სტანდარტია და ჩვენ ნუ მოვიგონებთ ახალ წესებს.
სამიზნის ზომას რაც შეეხება, მე მგონი შესაძლებელია იქნება ორ ნაწილად გავყოთ ეგ სამიზნე, რომ დაბეჭდვა გაგვიადვილდეს და შეჯიბრზე ერთად დავკიდებთ ორივე ნაწილს.

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 28 2019, 08:42 PM

ციტატა(pilotina @ 28th January 2019 - 09:40 PM) *
25 გასროლა სტანდარტია და ჩვენ ნუ მოვიგონებთ ახალ წესებს.
სამიზნის ზომას რაც შეეხება, მე მგონი შესაძლებელია იქნება ორ ნაწილად გავყოთ ეგ სამიზნე, რომ დაბეჭდვა გაგვიადვილდეს და შეჯიბრზე ერტად დავკიდებთ ორივე ნაწილს.

კი ბატონო, არ ვარ წინააღმდეგი. მხოლოდ ბეჭდვის სირთულიდან ვთქვი ეგ აზრი

პოსტის ავტორი: pilotina Jan 28 2019, 08:46 PM

giga2010

ციტატა(giga2010 @ 28th January 2019 - 09:42 PM) *
მხოლოდ ბეჭდვის სირთულიდან ვთქვი ეგ აზრი


კი, ამაზე დასაფიქრებელია კარგად. ჯერ გავიკითხ-გამოვიკითხოთ, იქნებ არის შესაძლებლობა მაგხელა სამიზნის დაბეჭდვის.
თუ არა და ნაწილ-ნაწილ დავბეჭდოთ და მერე თავისივე წებოთი შევაერთოდ ( კ/ფ " ქვევრი" ) biggrin.gif

პოსტის ავტორი: okela84 Jan 28 2019, 09:05 PM

ამერიკელები მაგ სამიზნეს 68 და 91 მეტრზე ესვრიან და ჩვენ რატო ვამრგვალებთ 7-9 მეტრით ? უკეთესი თოფები გვაქვს თუ ოპტიკები ? dirol.gif

giga2010
გიგა დავდე სამიზნე ზემოთ. მაგას იყენებენ 75 იარდზეც და 100-ზეც. 15 სანტიმეტრიან რგოლებშI შენი თოფი 150 მეტრზეც გაუქაჩავს

პოსტის ავტორი: pilotina Jan 28 2019, 09:13 PM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 28th January 2019 - 10:05 PM) *
ამერიკელები მაგ სამიზნეს 68 და 91 მეტრზე ესვრიან და ჩვენ რატო ვამრგვალებთ 7-9 მეტრით ? უკეთესი თოფები გვაქვს თუ ოპტიკები ?


ჩვენ ვართ უკეთესები. buba.gif
ისე კი ეგენი თუ 75 ან 100 იარდზე ისვრიან, ჩვენ მეტრული სისტემა გვაქვს და ამიტომ ვუმიზნებთ 75 ან 100 მეტრს.

პოსტის ავტორი: aleqsa Jan 28 2019, 11:29 PM

pilotina
okela84
giga2010


სამიზნე ფურცლებს ბიჭებო ძალიან დიდი ალბათობით ისევ მე მოვაგვარებ, მთავარია ზომაზე და სამიზნის ტიპზე ჩამოვყალიბდეთ და შევთანხმდეთ,

კიდევ დიდი ალბათობით როგორც წინა შეჯიბრის დროს იმ კაცის ვინც დაგვიმზადა მაშინაც და ახლაც მაგის იმედი მაქვს, სურვილი კიდევ გასათვალისწინებელი იქნება, შეჯიბრში შემოერთებასთან დაკავშირებით, თუ წინააღმდეგები არ იქნებით?

არვიცი მაშინდელივით რამდენად შეძლებს მოსვლას მარა ჩვენ უნდა მხედველობაში გვქონდეს ეს საკითხი...

დანარჩენზეც, თანხის შეკრებაა თუ სხვა საორგანიზაციო საკითხებია თვენთანავარ მეც smile.gif

პ.ს. თუ საჭირო იქნება სასროლი მაგიდების დამზადების შანსი კიდევ მაქვს, 2-3 ცალი კიდევ ხომარ გავაკეთოთ? ზედაპირის ლამინატი, წინაზე რაც იყო მაგიდების უფასოდ შემიძლის ობიეტიდან წამოვიღო, ჩვენ მხოლოდ ფეხები და ქვედა კარკასის დამზადებისთვის რა მასალც დაგვჭირდება: "უგოლნიკები", მილები ფეხებისთვის, 1" ქურო შიდახრახნები და საღებავის თანხა დაგვიჯდება ეს ყველაფერი, "სვალჩიკიც" ჩემზე იყოს, ახლობელია ჩემი და იმას დავამზადებინე წინაზეც... wink.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Jan 28 2019, 11:38 PM

ციტატა(ale @ 29th January 2019 - 12:29 AM) *
სამიზნე ფურცლებს ბიჭებო ძალიან დიდი ალბათობით ისევ მე მოვაგვარებ, მთავარია ზომაზე და სამიზნის ტიპზე ჩამოვყალიბდეთ და შევთანხმდეთ

ცოტა უხერხულია ალექს, მაგ კაცთან მიმართებაში. იქნებ ქაღალდის ან რაღაც თანხა მაინც შევთავაზოთ. მაგ კაცს, მარტო დასწრება კი არა, შეიძლება სიმბოლურად მადლობის სიგელი ან რამე პრიზი გადავცეთ.
მაგიდა კი 3 გვეყოფა, რაც უკვე გვაქვს კიდეც, წინა შეჯიბრიდან გამომდინარე, ალბათ ოკელას გაუჭირდება თვალყურის დევნება სამიზნეზე და კიდევ ალბათ ერთი კაცი უნდა გამოვყოთ მაგისთვის. სამიზნეებიც გვაქვს ორი ცალი და ეგეც გამოგვადგება

პოსტის ავტორი: aleqsa Jan 29 2019, 12:21 AM

ციტატა(giga2010 @ 29th January 2019 - 12:38 AM) *
ცოტა უხერხულია ალექს, მაგ კაცთან მიმართებაში. იქნებ ქაღალდის ან რაღაც თანხა მაინც შევთავაზოთ



კაი მასე იყოს, არამგონია გამოგვართვას მარა მე შევთავაზებ...

მაგიდები შემდეგისთვის გავითვალისწინებ მაშინ როცა უფრო მეტად "გავბევრდებით" wink.gif
ეხლა მაქვს ლამინატის უფასოდ დათრევის შანსი და მაგიტო ვთქვი, მერე რამდენად მექნება ვერ გეტყვით smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Jan 29 2019, 12:39 AM

მეც მაქვენ მაგიდა უკვე. ასე რომ მაგიდების პრობლემა არ იქნება.

პოსტის ავტორი: aleqsa Jan 29 2019, 08:53 AM

ციტატა(pilotina @ Jan 29 2019, 01:39 AM) *
მეც მაქვენ მაგიდა უკვე. ასე რომ მაგიდების პრობლემა არ იქნება.



ეგ კარგი და ზურა ამ შეჯიბრზე ვიხილავთ შენს ახალ ფისტოს ტუ ისევ ტაიპანით იასპარეზებ? smile.gif wink.gif

პოსტის ავტორი: კ.ვ.ა.დ.რ.ო Jan 29 2019, 09:23 AM

pilotina

კონდორს რა ბედი ეწია?

პოსტის ავტორი: pilotina Jan 29 2019, 09:55 AM

aleqsa

ციტატა(ale @ 29th January 2019 - 09:53 AM) *
ეგ კარგი და ზურა ამ შეჯიბრზე ვიხილავთ შენს ახალ ფისტოს ტუ ისევ ტაიპანით იასპარეზებ?


ოოოო, არამგონია. მაგ თოფს 50 მ-მდე სასროლად ვამზადებ, ენერგიაც შესაბამისად დაუწიე. 260-ით ისვრის 0.67 JSB -ის. დატესტვის მერე ვნახავ, შეიძლება კიდევ დაუწიო სიჩქარეს. და ამ ენეტგეტიკით 75 + მეტრზე სროლა....იავიცი, იავიცი. თუმცა არაფერია გამორიცხული, ყველაფერი ტესტირების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

კ.ვ.ა.დ.რ.ო
ციტატა(დათო123 @ 29th January 2019 - 10:23 AM) *
კონდორს რა ბედი ეწია?


კონდორი დევს შკაფში და თავის ბედს ელოდება. ვფიქრობ გაყიდვას, მარა ჯერ არ გადამიწყვეტია, იმდენი შრომა და ფულია მაგაში ჩადებული, რომ მენანება გასაყიდად.

პოსტის ავტორი: aleqsa Jan 29 2019, 10:00 AM

pilotina


ვახ!! იმედია ერთერთ ტესტირებაზე მაინც ვიხილავთ შენს "მზეთუნახავს"??? smile.gif wink.gif

პოსტის ავტორი: კ.ვ.ა.დ.რ.ო Jan 29 2019, 10:04 AM

pilotina

ზედმეტად ძლიერია .177-ისთვის? თუ არის შანსი კარგად დააჯგუფო 100 მეტრზე? უფრო სანადიროა ალბათ ხო?

პოსტის ავტორი: datka25 Jan 29 2019, 10:08 AM

pilotina
და რა ფიშტოა?


თუ საიდუმლო არაა smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Jan 29 2019, 06:31 PM

datka25

ციტატა(datka250885 @ 29th January 2019 - 11:08 AM) *
და რა ფიშტოა?თუ საიდუმლო არაა


არა, რა საიდუმლო. ვაირაუხი 100 AERON FT კონდახით.

კ.ვ.ა.დ.რ.ო
ციტატა(დათო123 @ 29th January 2019 - 11:04 AM) *
ზედმეტად ძლიერია .177-ისთვის? თუ არის შანსი კარგად დააჯგუფო 100 მეტრზე? უფრო სანადიროა ალბათ ხო?


ზედმეტად ძლიერი არ არის. ALTAROS რეგულატორი უყენია და არიას გადამშვების დიამეტრის რეგულირების საშუალება. შემიძლია 0.67
გრამიანი JSB ვისროლო 265 -დან 320 მ/წმ დიაპაზონში.
და თუ მსუქანი ლულა დაუყენე, მაშინ 25.38 გრანიან JSB-ის 265 მ/წმ -ით ისვრის.
100 მეტრზე .177 არ მისვრია, მარა 0.25-ით კი აკეთებს 40-50 მმ ჯგუფს.


პოსტის ავტორი: კ.ვ.ა.დ.რ.ო Jan 29 2019, 08:46 PM

pilotina

კაი რამეა ვისროდი სიამოვნებით smile.gif მადლობა და წარმატებები შეჯიბრზე smile.gif

პოსტის ავტორი: NRG Jan 31 2019, 08:08 PM

ეს რა კარგი რამე წამოგიწყიათ თქვენთან ვარ მეც,
თუ არის შესაძლებელი მედლების დიზაინის შეცვლის ხომ არ ჯობია შეიცვალოს? სულ ერთნაირი ხომ არ იქნება ამდენი წლის განმავლობაში? შვილიშვილებს საკოლექციო ეგზემპლარები არ უნდათ? i-m_so_happy.gif

პოსტის ავტორი: okela84 Feb 8 2019, 12:30 PM

მოკლედ ამ ჯერზე აუცილებლად გავაკეთოთ ექსტრიმ ბენჩრესტის მედლების კომპექტის ყალიბი და სექტემბერში 50 მეტრამდე და შემდეგი წლიდან მკვეთრად შეგვიმცირდება ბრ-ებზე მედლების ხარჯი.


ერთი სიტყვით გავალ ამ დღეებში ვაგზალზე მჭედლებთან და ციფრებში დავწერ ყველაფერს ზუსტად

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 8 2019, 12:55 PM

და ოკელ CNC-ზე რომ ამოვტვიფროთ რა პრობლემაა..., მინიმუმ ერთი მე მაქვს, ნუ ავამუშავებ ცოტახანში

ერთი ჩვენს ნორიკას აქვს... როცა გინდა და რამდენიც გვინდა, თან ფორმაში შეზღუდული არ ხარ, ნუ წლების პონტში (რომელი წელიც იქნება იმას მიატვიფრავ)... რათ გინდა ყალიბის ხარჯი?

პოსტის ავტორი: okela84 Feb 8 2019, 01:48 PM

ja_ja
ისე ძაან ლამაზი მედლებია და არ მინდა რო დამახინჯდეს sad.gif რავი ჯაჯა საკმაოდ რთული ნახაზია და მაგ მეთდით თუ დამზადდა მაგას რა ჯობია. მე პირადა მივესალმები მედლების ხარჯის შემცირებას. და კარგი იქნება თუ მაგ დანაზოგით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ბრ-ის ნფრასტრუქტურას.

პლიუს კიდევ რამე წამახალისებელი პრიზების დაწესებაც შეიძლება.


ტვ-ზე ისევ იგივე აზრზე ხართ ? ტვ-ს მოყვანა თუ მოვახერხე არის შანსი რო რამე წამახალისებელი პრიზები გამოვტყუოთ მსხვილ ჩამომტანებს.

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 8 2019, 02:36 PM

ბიჯო TV-ისთვის ცოტა მეტი ორგანიზებულობა და ოფიცილაურობა გვინდა... მაგისთვის მხზად მგონი არ ვართ....

ნუ რავი აი ხალხიც ხომ შემოვა და იტყვიან ტავის აზრს

პოსტის ავტორი: okela84 Feb 8 2019, 03:10 PM

ვაჩვენებ ჩვენი წინა შეჯიბრებების ფოტო ვიდეო მასალას, სხვა დანარჩენსაც ავუხსნი და მტყვიან უღირთ თუ არა პაწაწუნა სიუჟეტის გაკეთება.

შეჯიბრამდე შევიკრიბოთ 3-4 კაცი სადმე და გავიაროთ ყველაფერი. მე მაინც ჯერ იმათ პასუხს გავიგებ და საბოლოო გადაწვეტილება მაინც ჩვენთვის მოვიტოვოთ.

ცეცხლსასროლზე ტვ-პაჩწი სუ ეძრობა. არადა რანგით არაფრით არაა ჩვენ შეჯიბრებებზე მაღლა.

აი მე და ჩემი შტერუკა dance2.gif


https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru


პოსტის ავტორი: ja_ja Feb 8 2019, 04:27 PM

ნუ რავი მოჟნო, პროსტა ადრე ვიღაცას ჰქონდა რომელიღაც არხთან დარეკილი და ისეთი პასუხი მიიღო რომ...

ნუ ტიპა ჩვენ რაში გვაინტერესებს თუ თქვენ გინდათ რეპორტაჟი ფული მოიტათო.... და ქე დავემშვიდობეთ.... რომელი არხი იყო არ მახსოვს, მარა რომელიღაც ტოპ არხი იყო, ნუ რაღაც "ღვთაება 65" და "ტრალივალი 4" არ იყო smile.gif

პოსტის ავტორი: okela84 Feb 8 2019, 04:49 PM

ja_ja
ფულის გარეშე გავაკეთებ თუ გაკეთდა, პირიქით მე იმას ვფიქრობ რო აქეთ ვახეიროთ შეჯიბრი. ანუ მაღაზიებს ისე ვერ ვერ დავიყოლიებთ თუ ტვ არ იქნა იქ და სპონსორის სტატუსით არ გავაჟღერეთ ესა თუ ის მაღაზია.

ერთი სიტყვით გავარკვევ მაგეებს და გაგაგებინებთ

პოსტის ავტორი: aleqsa Feb 8 2019, 11:25 PM

okela84
ja_ja

ხვალ სამიზნე ქაღალდების დაბეჭვდის ამბავს გავარკვევ მეც და გაგაგებინებთ პასუხს...

პოსტის ავტორი: okela84 Feb 9 2019, 12:36 AM

aleqsa

ციტატა(ale @ 8th February 2019 - 11:25 PM) *
WEIHRAUCH 97K UTG 3-12x44 (compact)
WEIHRAUCH 50 177.
HATSAN domimator 200w 177. UTG 4-16x40
CROSMAN vantage 177.
ij 22 177.
ij 38 177.
ij 61 177.
MP 512 177. UTG leapers 4x32
KRUGERGUN 177. UTG 6-24x56 accushot
KRAL PUNCHER 22. UTG 3-12x44 accushot (compact)

ცოტა ხანში ჟორჟიკას გადაასწრებ biggrin.gif

ალექს ორიგინალი ზომის გარკვევაც არ დაგავიწყდეს.

პოსტის ავტორი: aleqsa Feb 9 2019, 08:27 AM

okela84


ციტატა(aleqsandre @ 9th February 2019 - 01:36 AM) *
ალექს ორიგინალი ზომის გარკვევაც არ დაგავიწყდეს


ეგ თქვენ უნდა მითხრათ, რა ზომის ფურცელი იქნება და დავუშვათ მაგ ზომის საბეჭდი პრინტერი თუარა აღმოაჩნდება ორად გავყოთ ფურცელი და ადგილზე შევაწებებთ, რა პრობლემაა?

პ.ს. ხოოო ჟორჟიკამდე კი ჯერ ძალიან ბევრი მიკლია მარა საბჭოთა კოლექციას კი მივიყვამ ბოლომდე აუცილებლად. ეხლა პირველ რიგში იჟ40 ან 53 მიდგას wink.gif

პოსტის ავტორი: aleqsa Feb 9 2019, 04:01 PM


ველაპარაკე ბიჭებო ჩემს მეგობარს სამიზნე ქარალდების თაობაზე და პრობლემა არაა, არ მოგერიდოთო, დავბეჭდოთ რაც საჭიროაო და აბა ეხლა წესიერად გავარკვიოთ რა და როგორია რა ზომისაა საჭირო და იმის მიხედვით დაველაპარაკები უკვე დეტალებზე

პოსტის ავტორი: okela84 Feb 15 2019, 04:22 PM

90% ნი ალბათობით ტვ იქნება. სავარაუდოდ რ2 ის მოყვანას ვაპირებ დაჯილდოვების პერიოდში.

კვარცხლბეკის დამზადებასაც ვაპირებ და იქნებ ცოტა უკეთ გავაფორმოთ იქაურობა

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 15 2019, 07:34 PM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 15th February 2019 - 05:22 PM) *
კვარცხლბეკის დამზადებასაც ვაპირებ

ისე ამასწინათ გალერეაში ვიყავი ტავისუფლებაზე რომაა, მანდ მგონი მეორე სართულზე მარჯვენა მხარეს არის რაღაც სასტავი რომელივ დიდ შუშის ლოდებზე ან რაღაც ეგეთებზე აკეთებენ ნახატების დატანას, ეგეთივე სასტავი ერთხელ თბილისი მოლშიც ვნახე, მამენტ შეილება მაგათი იდეის გამოყენებაც, ფასებიც ჰუმანური იყო როგორც მახსოვს, 60-70 ლართან იყო საშუალო ზომეს ლოდები, ძალიან დიდები კი 100-120 ლარი იყო... მგონი ორივე მისაღები ფასია, მთავარია რომელიმე ფორმა იყოს მოსაწონი.... შემდეგ რაღაც ნახატს ან ემბლემას მივუტანთ და....

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 15 2019, 07:48 PM

ციტატა(ja_ja @ 15th February 2019 - 08:34 PM) *
ეგეთივე სასტავი ერთხელ თბილისი მოლშიც ვნახე

მეც ვნახე, მესამე სართულზე იყვნენ

პოსტის ავტორი: datka25 Feb 15 2019, 10:58 PM

ციტატა(aleqsandre @ 15th February 2019 - 05:22 PM) *
კვარცხლბეკის დამზადებასაც ვაპირებ

okela84
პირველი ადგილი ჩემია biggrin.gif

პოსტის ავტორი: NRG Feb 16 2019, 03:38 AM

მიახლოებით რომელი თვის რა პერიოდში ფიქრობთ შეჯიბრის ჩატარებას?

datka25
ისე არ არის გამორიცხული ხო იცი შენ scratch_one-s_head.gif

პოსტის ავტორი: userman Feb 16 2019, 09:26 AM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 15th February 2019 - 05:22 PM) *
90% ნი ალბათობით ტვ იქნება. სავარაუდოდ რ2 ის მოყვანას ვაპირებ დაჯილდოვების პერიოდში


ეხლა ხო გავარდნილი მაქვს რაიონში სახელი და გინდა , რომ რესპუბლიკის მასშტაბით გვიცნობდეს ხალხი ?

ამის შემდეგ კი მართლა ცოცხით დაგვიჭერენ წრუწუნებივით biggrin.gif ,

პოსტის ავტორი: aleqsa Feb 16 2019, 02:16 PM

userman

ციტატა(userman @ 16th February 2019 - 10:26 AM) *
ეხლა ხო გავარდნილი მაქვს რაიონში სახელი და გინდა , რომ რესპუბლიკის მასშტაბით გვიცნობდეს ხალხი ?


შენც ოპერატორს ნუ გაეჭიმები ბოლობოლო კადრში და ეგ იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: okela84 Feb 18 2019, 12:59 AM

ja_ja
იდეა არაა ცუდი, მარა ბიუჯეტში ვერ გავქაჩავთ. მე მაქსიმუმ 50 ლარს ვვარაუდობ მთლიან კვარცხლბეკს.

datka25
შენ სუ გვემუქრები და ბოლოს აღარ მოდიხარ.
NRG
აპრილის ყველაზე კარგ შაბათ კვირას, ამინდს ვგულისხმობ

პოსტის ავტორი: okela84 Feb 18 2019, 01:16 AM

userman
ბესო შენ ჩვევაში ნუ გაქვს ყველაფრის გაპრობლემება. სამეულში თუ მოხვდი კამერა არ აგცდება, იძულებით არავინ მოხვდება კადრში პრიზიორების გარდა. ნუ როგორც წესი პირველ ადგილს წერენ ხოლმე ანუ ინტერვიუს ართმევენ.

სხვა დანარჩენ შემთხვევაში კადრში იძულებით არავინ მოხვდება

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 18 2019, 08:49 AM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 18th February 2019 - 01:59 AM) *
იდეა არაა ცუდი, მარა ბიუჯეტში ვერ გავქაჩავთ. მე მაქსიმუმ 50 ლარს ვვარაუდობ მთლიან კვარცხლბეკს.

ეგ არაა პრობლემა, ამოირჩიე რომელი გამოდგება ჩვენი მიზნებისთვის და რასაც ანგარიშობ იანგარიშე, სხვაობას მე დავამატებ, ნუ ახლა 10 000-იანს ნუ ამოირჩევთ smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 18 2019, 12:59 PM

ციტატა(ja_ja @ 18th February 2019 - 09:49 AM) *
მე მაქსიმუმ 50 ლარს ვვარაუდობ მთლიან კვარცხლბეკს

რას გულისხმობთ კვარცხლბეკზე? მე ვიცი რომ გამარჯვებული სამეულისთვის შემაღლებული ადგილია. ძირითადად ხისგან იწყობა და ნაჭერი ეკვრის

პოსტის ავტორი: okela84 Feb 18 2019, 02:00 PM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 18th February 2019 - 09:49 AM) *
ეგ არაა პრობლემა, ამოირჩიე რომელი გამოდგება ჩვენი მიზნებისთვის და რასაც ანგარიშობ იანგარიშე, სხვაობას მე დავამატებ

ოკ მაშინ ვნახავ რამდენიმე ვარიანტს და ფასებს გაგაგებინებ წინასწარ, ნუ მე მაინც შევეცდები რო ბიუჯეტიდან არ გავიდე.
giga2010
კი სამი სხვადასძვა სიმაღლის სადგომია. ჯობია რო ცალცალკე აეწყოს რო მანქანებში არ ჩატევის რისკი არ იყოს

პოსტის ავტორი: aleqsa Feb 18 2019, 03:37 PM


ბიჭებო ერთი ცუდი ამბავი გვაქვს, სამიზნე ფურცლებს ვინც გვჩუქნის ჩემი მეგობარი, გუშინწინ მამა გარდაეცვალა, მოულოდნელად გულმა უღალატა, ხოდა ჯერ ეხლა მაგისთვის რომ არ ცხელა და ვერც მე შევაწუხებ ხვდებით თქვენც და მაინცადამაინც ხომ საჩქარო არაა ეგენი?
აპრილამდე ეს კაციც მიხედავს მამისის დაკრძალვის საქმეებს და წესის აგებას, თვითონაც გამოვიდეს ცოტა მდგომარეობიდან და მერე შევეხმიანები... გუშინწინ რო მივედი სამძიმარზე ძალიან დათრგუნული იყო, მოულოდნელად რომ გამოგეცლება ადამიანი ხელიდან ხვდებით ალბათ რამხელა სტრესია...

პოსტის ავტორი: okela84 Feb 18 2019, 04:01 PM

aleqsa
სამწუხაროა.

ალექს ძაან დიდი დროა წინ აპრლამდე, საჩქარო ნამდვილად არაა და ერთი კვირით ადრეც რო მიადგე ეგეც არაა პრობლემა

პოსტის ავტორი: NRG Feb 20 2019, 08:26 PM

რას ფიქრობთ სამონაწილეო თანხის ოდნავ გაზრდაზე და ამ თანხით რამე პრიზიების შეძენაზე? მოგების ჟინი გაიზრდებოდა და სტიმული თავისთავად

ან თუ ტვ გაიჩითება მაღაზიებს შევთავაზოთ სპონსორობა ჰა?

პოსტის ავტორი: okela84 Feb 23 2019, 09:01 PM

დღეს ვიყავი ახლობელთან სტამბაში და თავიდან დავახაზინე სამიზნე. ასე რომ ვისაც გინდათ მოგაწვდით, ქორელშიც მაქვს და პდფ შიც. გადახაზვისას საიტზე აღნიშნული ზომებით ვხელმძღვანელობდით. ანუ ყველა რგოლის დიამეტრი ზუსტადაა დაცული.

იმისათვის რომ მაშტაბები არ დაირღვეს. ქაღალდი უნდა იყოს მინიმუმ 110X90ზე. კომპთან რო მოვხვდები მილიმეტრების სიზუსტითაც დაგიწერთ. თუმცა ფაილი უკვე გამზადებულია და უბრალო ა4 ის ქაღალდზეც რო გაუშვათ მოჭრის გარეშე მაშტაბი მაინც არ დაირღვევა.
ანუ სავარჯიშოთ თუ გინდათ ვინმეს აშ ა4 ებითაც ააწყობთ. და ვაბშე სამიზნეებს შორის მანძილიც რომ არ დაიცვათ ეგეც არაა№პრობლემა. 13 ბოლო რგოლი და თუ ქარიშხალში არ გახვედით გვერდზე სამიზნეში№არ გაგექცევათ ტყვია.

მე ვაბშეტა ვვარაუდობ რო რამდენიმე მონაწილე რვიანს არ გასცდება საეთთოდ და ჯამში შორს არ ვიქნებით არიზონას შეჯიბრთან. სადაც ყველა ქვეყნის ჯაჯები იღებდნენ მონაწილეობას

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 23 2019, 09:15 PM

okela84
კარგი საქმე გაგიკეთებია ოკელ. მადლობა
გამოუშვი ა4-ში

პოსტის ავტორი: NRG Feb 25 2019, 11:52 AM

ოკელ ის ფურცლები ვნახე 86x61.5 ზეა და არ გამოგვადგება ? სამიზნეებს შორის მანძილის შემცირება არ შეიძლება?

პოსტის ავტორი: okela84 Feb 25 2019, 12:19 PM

NRG
არა სამწუხაროდ.




ერთი კარგი ახალი ამბვი ! დიდი ალბათობით იარაღის ერთერთი მსხვილი შემომტანი მაღაზია აპაჩი სამივე ადგილისთვის პრიზებს დაგვიწესებს

პოსტის ავტორი: NRG Feb 25 2019, 12:33 PM

გამიხარდა smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 25 2019, 09:07 PM

გადასარევი და სასიამოვნო…

მთავარია არ ვაწყენინოთ შემთხვევით ახლა მაგ ხალხს...

პოსტის ავტორი: okela84 Feb 25 2019, 09:22 PM

NRG
აი შენი საქმეც გაიჩითა, თუ მარტოს დაგეზარა ან ვერ შეძელი, მითხარი და შაბათ კვირას დაგეხმარები.

https://radikal.ru

პოსტის ავტორი: pilotina Feb 25 2019, 11:35 PM

okela84

ვა, ალეკო, ნაჩალნიკობას გილოცავ! მალე ადმინად გვენახე wink.gif
და ის სამიზნე გამოუშვი აბა PDF - ში.

პოსტის ავტორი: NRG Feb 26 2019, 12:02 AM

კიბატონო უქმეებზე შეუბეროთ

პოსტის ავტორი: aleqsa Feb 27 2019, 08:09 AM

okela84
NRG


დახმარება თუა საჭირო შემეხმიანეთ, მეც მოგეხმარებით smile.gif

პოსტის ავტორი: aleqsa Feb 27 2019, 07:39 PM

okela84


ოკელ ის 75მ. ის სამიზნე დადე რა ა4 ფორმატში

პოსტის ავტორი: NRG Feb 27 2019, 08:54 PM

aleqsa
ამ შაბათკვირა ვერ მოვიცლი იქითა კვირის ბოლოს გავაკეთოთ რაღაც მასალები მაქვს და იქნებ აიწყოს

პოსტის ავტორი: aleqsa Feb 27 2019, 09:35 PM

NRG


კიბატონო. როცა იტყვით smile.gif

პოსტის ავტორი: okela84 Mar 10 2019, 11:05 PM

კვარცხლბეკზე არაფერი ახალი ?

პოსტის ავტორი: NRG Mar 11 2019, 02:33 PM

okela84
ჯერჯერობით პორტატული კონსტრუქციის იდეა, დანარჩენი შაბათს ან კვირას გამოდი თუ გეცლება და ავაწყოთ

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 11 2019, 02:37 PM

სად უნდა ატაროთ ეს კვარცხლბეკი, ან რით უნდა გადაიტანოთ?

პოსტის ავტორი: NRG Mar 11 2019, 03:42 PM

giga2010
ასაწყობი იქნება გადასატანად დაიშლება და წესით ნებისმიერ მანქანაში მოთავსდება თუ გეცლება შემოგვიერთდი

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 13 2019, 10:49 AM

ციტატა(nrg123 @ 11th March 2019 - 04:42 PM) *
ასაწყობი იქნება გადასატანად დაიშლება და წესით ნებისმიერ მანქანაში მოთავსდება თუ გეცლება შემოგვიერთდი

გამაგებინეთ და შემოგიერთდებით.

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 14 2019, 08:27 AM

მოკლედ აქინე რაიმე გაირკვააა?? (იმერელი კოსტაიას აქცენტით smile.gif )

მოკლედ ვლესავ და ვხერხავ ჩემს შტირიკას, და მოვამზადო თუ არა?

პოსტის ავტორი: pilotina Mar 14 2019, 09:09 AM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 14th March 2019 - 08:27 AM) *
მოკლედ ვლესავ და ვხერხავ ჩემს შტირიკას, და მოვამზადო თუ არა?


უნდა მოამზადო, აპა რა უნდა ქნა, smile.gif და რატო გაგიჩნდა მაი კითხვა?

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 14 2019, 09:45 AM

რავი ეგებ და წაგების გასასამართლებელი საბუთი რაიმე მოვნახო მეთქი smile.gif ბოლო 3 შეჯიბრია ბოლოდან მეორეზე გავდივარ და... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Mar 14 2019, 12:37 PM

ja_ja


ციტატა(ja_ja @ 14th March 2019 - 09:45 AM) *
რავი ეგებ და წაგების გასასამართლებელი საბუთი რაიმე მოვნახო მეთქი ბოლო 3 შეჯიბრია ბოლოდან მეორეზე გავდივარ და...


შე კაი ადმიანო წელიწადში ორჯერ მაინც მოკიდე ხოლმე თოფს ხელი. biggrin.gif ის მაინც გეცოდინება რამდენად მზადაა ფიშტო და ისეთ სიურპრიზებს აირიდებ რაც ბოლო შეჯიბრზე მოგივიდა. smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 17 2019, 06:36 PM

მზადება დაიწყო და ბიჭებიც შემართებით არიან, საშინელი ამინდის მიუხედავად NRG და aleqsa შეუდგნენ კვარცხლბეკის მომზადებას. სამუშაობი მიმდინარებდა NRG-სთან.
ალექსას კი თურმე სვარკაც კარგად ეხერხება. მადლობა მინდა ვუთხრა ჩევნს მეგობრებს. გაიხარეთ ბიჭებო
https://ibb.co/dfCJDf1
https://ibb.co/z5Z6RgN
https://movieplotholes.com/spider-man-3

პოსტის ავტორი: pilotina Mar 17 2019, 07:48 PM

მშვენიერია! good.gif
ოკელ, მერე ჩამოყარე რა დაჯდება ყველაფერი, რომ ერთი და ორი ადამიანის კისერზე არ გადაიაროს.

პოსტის ავტორი: NRG Mar 17 2019, 09:06 PM

საწყისზე გვაქვს ასეთი კონსტრუქცია








წინ ბევრი სამუშაოა, მაგრამ ძირითადი გაკეთებულია მთავარი იყო ის, რომ კონსტეუქცია ყოფილიყო მარტივი გადასატანი და სწრაფად ასაწყობი

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 17 2019, 09:14 PM

ჯიგრები ხართ ბიჭებო, მშვენიერი გამოვიდა 30.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 17 2019, 11:24 PM

მალადცი

პოსტის ავტორი: NRG Mar 17 2019, 11:36 PM

ალექს რას ამბობდი სვარკაზე და თვალების.ტკივილზე? რა წამალი უნდაო? smile.gif ვეღარც გამიხელიდა.ვეღარც დამიხუჭია smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 17 2019, 11:43 PM

ციტატა(nrg123 @ 18th March 2019 - 12:36 AM) *
ალექს რას ამბობდი სვარკაზე და თვალების.ტკივილზე? რა წამალი უნდაო? ვეღარც გამიხელიდა.ვეღარც დამიხუჭია

ანალგინს ტაბლეტს სვავენ, წვეთები არ ვიცი

პოსტის ავტორი: okela84 Mar 18 2019, 12:31 AM

pilotina

ციტატა(pilotina @ 17th March 2019 - 07:48 PM) *
ოკელ, მერე ჩამოყარე რა დაჯდება ყველაფერი, რომ ერთი და ორი ადამიანის კისერზე არ გადაიაროს.

მე არ მიყიდია მასალა, თუ არ ვცდები აკაკისია ყველაფერი და რო დაწეროს ან მომწერის კარგი ოქნებოდა. ისედაც უანგარო შრომისთვის მადლობლები ვართ და მასალებს რაც შეეხება მეც იმის მომხრე ვარ რომ შეჯიბრის ბიუჯეტიდან გამოიყოს. მითუმეტეს იმ შემთხვეაში როდესაც გვყოფნის თანხა ყველაფერზე ჩემი უხეში გათვლებით.

თანხის შეგროვება ჯერ არ დამიწყია, მაგრამ წინა ბიუჯეტზე მეტი უნდა გამოგვივიდეს წესით

პოსტის ავტორი: mister_io Mar 18 2019, 09:35 AM

ციტატა(nrg123 @ 18th March 2019 - 12:36 AM) *
ალექს რას ამბობდი სვარკაზე და თვალების.ტკივილზე? რა წამალი უნდაო? ვეღარც გამიხელიდა.ვეღარც დამიხუჭია

საპონით უნდა ამოიბანო მეგობარო, თავიდან აგეწვება თვალები მაგრამ მაგრად შველის

პოსტის ავტორი: userman Mar 18 2019, 10:14 AM

NRG

წამალი ისაა , რომ შეუიარაღებელი თვალით სვარკას არ უნდა უყურო . მარა შენ ეს არ უნდა გეშლებოდეს და რატო მოგივიდა ?

პოსტის ავტორი: NRG Mar 18 2019, 10:42 AM

userman
სვარკა პირველად დავიჭირე ხელში და დამაინტერესა როგორ ადუღებდა, შიტში არ ჩანდა ამიტო ისე ვუყურე crazy.gif

ბიჭებო რაც უნდა დამჯდარიყო ეს კვარცხლბექი იმ თანხით ვიყიდოთ შეჯიბრის ინვენტარი ნებისმიერი რამე რაც გინდათ და რაც შეჯიბრს მოხმარდება მაგალითად ნორმალური ქარის მაჩვენებლები

პოსტის ავტორი: okela84 Mar 18 2019, 11:33 AM

ციტატა(nrg123 @ 18th March 2019 - 10:42 AM) *
სვარკა პირველად დავიჭირე ხელში და დამაინტერესა როგორ ადუღებდა, შიტში არ ჩანდა ამიტო ისე ვუყურე

lol2.gif

NRG
ციტატა(nrg123 @ 18th March 2019 - 10:42 AM) *
ბიჭებო რაც უნდა დამჯდარიყო ეს კვარცხლბექი იმ თანხით ვიყიდოთ შეჯიბრის ინვენტარი ნებისმიერი რამე რაც გინდათ და რაც შეჯიბრს მოხმარდება მაგალითად ნორმალური ქარის მაჩვენებლები

ოკ მაშინ ბევრ ჭიდაობას აღარ დაგიწყებ და კიდევ ერთ მადლობას გეტყვი ყველას სახელით. friends.gif


პოსტის ავტორი: ja_ja Mar 18 2019, 03:50 PM

NRG

ციტატა(nrg123 @ 18th March 2019 - 11:42 AM) *
სვარკა პირველად დავიჭირე ხელში და დამაინტერესა როგორ ადუღებდა, შიტში არ ჩანდა ამიტო ისე ვუყურე

აუ კარგი რა... რა ექსტრიმია.... ხალხი მზის დაბნელებას უყურებს დაბურული მინით, შენ კი ელექტრო რკალს უყურებდი პირდაპირ?

ეჰ 1-2 დღე ღამე მაგრა გაგაწვალებს, შკურკის შეგრძნება გექნება თვალებში, მაგრამ მწარედ გასწავლის რომ მეორეთ ეგრე არ უნდა ქნა smile.gif

P.S. ისე ერთი ანეგდოტია, კახელს მაგრა აუ უყვარდა სიდედრიო და უცებ სახლში რაღაც დასადურებელი სამუსოები გაიჩითაო, მოიყვანა სვარშიკი დააკვალიანა რა იყო დასადურებელი და თვითონ სამსახურში გაეშურაო, სიდედრს კი დაუბარა:

- კარგად დააკვირდი როგორ ადურებს თორემ ვიცნობ მე ამას მაგარი ხალტურშიკია და რაცხას მიაფინაჩებსო smile.gif


პოსტის ავტორი: NRG Mar 19 2019, 02:19 AM

ja_ja
გამიარა უკვე წამალს ვიწვეთებ smile.gif ძირითადად ალექსა ასვარკებდა კი ვიცოდი სვარკა რასაც უშვრებოდა თვალებს, მაგრამ ეს თვალი თავისით გარბოდა გეგონება კაი დიდი ძუძუები ეყარა და რო ვერ არიდებ თვალს , ხან უნებურად ცალი თვალით დაუპრიცელებდი თითქოს სამიზნე იყო pardon.gif რავი აბა კაი შარიანი რამე კი ყოფილა

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 19 2019, 09:22 PM

ციტატა(ja_ja @ 18th March 2019 - 04:50 PM) *
- კარგად დააკვირდი როგორ ადურებს თორემ ვიცნობ მე ამას მაგარი ხალტურშიკია და რაცხას მიაფინაჩებსო



ხოდა ესეც სულ ხელებში მიყურებდა არაფერი მიმეფუჩეჩებინა biggrin.gif

ხუმრობა იქით იყოს და მე ვიცი მაინც მაგ კვარცხბეკზე შედგომა არ მომიწევს, მარა ვინც ზედ ახვალთ "რუჩკეიბ არ ენდოთ"-ის არ იყოს ცოტა მსუბაქათ შეხტით ზედ ემანდ რამე მარცხი არ დაგემართოთ! ჩემი სვალჩიკობა არ გაიშვას! wink.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: userman Mar 25 2019, 07:55 AM

aleqsa

ციტატა(ale @ 19th March 2019 - 10:22 PM) *
ხუმრობა იქით იყოს და მე ვიცი მაინც მაგ კვარცხბეკზე შედგომა არ მომიწევს, მარა ვინც ზედ ახვალთ "რუჩკეიბ არ ენდოთ"-ის არ იყოს ცოტა მსუბაქათ შეხტით ზედ ემანდ რამე მარცხი არ დაგემართოთ! ჩემი სვალჩიკობა არ გაიშვას!


რა პრობლემაა ?! მაგის არც მე მეშინია . აქეთ იქიდან ხომ იდგმებიან , ხოოდა ხელებს დავაყრდნობ და ისე დავდგები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Mar 25 2019, 08:18 AM

NRG

ციტატა(nrg123 @ 18th March 2019 - 12:36 AM) *
ალექს რას ამბობდი სვარკაზე და თვალების.ტკივილზე? რა წამალი უნდაო? ვეღარც გამიხელიდა.ვეღარც დამიხუჭია

სამწუხაროდ დღეს ვნახე, თორემ ბევრ წვალებას გადარჩებოდი! სანამ მასწავლიდნენ მეც ვიტანჯებოდი, შემთხვევით მიგეხედება და იწვალე მთელი ღამე ან უფრო მეტი.
პარაცეტამოლის აბია უებარი წამალი, როგორც იგრძნობ რომ სვარკამ იმოქმედა 1 ცალს დალევ და ეგაა. ოღონდ სასმელთან მთლად ეფექტური არა არის. ისე საერთოდ ვერ იგრძნობ ვერაფერს.

mister_io
ციტატა(mister_io @ 18th March 2019 - 10:35 AM) *
საპონით უნდა ამოიბანო მეგობარო, თავიდან აგეწვება თვალები მაგრამ მაგრად შველის

არა მგონია კარგი იდეა. არ შველის არც საპონი, არც მაგნიტი. ამავე დროს არა მგონია თვალებზე კარგად იმოქმედოს.

პოსტის ავტორი: koba1973 Mar 25 2019, 01:47 PM

NRG

ციტატა(nrg123 @ 18th March 2019 - 11:42 AM) *
სვარკა პირველად დავიჭირე ხელში და დამაინტერესა როგორ ადუღებდა, შიტში არ ჩანდა ამიტო ისე ვუყურე

პირიქით ნიღაბის(შიტი) გარეშე საერთოდ ვერაფერს დაინახავ. ისეთი ნიღაბი უნდა იხმარო რომელშიც გაცხელებული მეტალი და გამდნარი ლითონი ჩანს და წიდას(შლაკ) და ლითონის გარჩევის საშუალება გექნება(სხვადასხვა ფერია).

პოსტის ავტორი: aleqsa Mar 25 2019, 01:51 PM

userman


აჰააა!!! აქეთ-იქით დავეყრდნობიო? ესეიგი შუალას უმარჯვებ ხო? ეგ შუალაა ყველაზე მაღალი და მაგ სიმაღლიდან გადმობერტყებული უფრო გეტკინება wink.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: datka25 Mar 25 2019, 03:29 PM

ციტატა(aleqsa @ Mar 25 2019, 02:51 PM) *
userman


აჰააა!!! აქეთ-იქით დავეყრდნობიო? ესეიგი შუალას უმარჯვებ ხო? ეგ შუალაა ყველაზე მაღალი და მაგ სიმაღლიდან გადმობერტყებული უფრო გეტკინება wink.gif biggrin.gif biggrin.gif

ეგ შუალა ადგილი დაკავებულია უკვე wink.gif წავედი ვივარჯიშო ცოტა hunter.gif

პოსტის ავტორი: NRG Mar 26 2019, 06:48 AM

aleqsa
ალექს შუალა მარტო პრიხვატკებზე დავტოვეთ ხო? spiteful.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 26 2019, 08:19 AM

NRG
მომენტის წებოზე აიყვანეთ რომ მაქსიმუმ 5 კილო დატვირთვას უძლებდეს smile.gif

ვინს დადგება გახარებული რომ დედამიწაზე დაუშვას უცებ ღრუბლებიდან smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services