თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ სასარგებლო ინფორმაცია, ბმულები _ სამიზნეები ლოგოები და სხვა საბეჭდი პროდუქცია

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 20 2020, 02:08 PM

აქ ჩავსვავ ხოლმე ყველა ტიპის სამიზნეებს ლოგოებს და სხვა პროდუქციას რაც საჭირო იქნება, ან მოთხოვნილი იქნება ფორუმის წევრების მიერ.

გარდა იმ მასალებისა რომელიც ჩათვლილი იქნება ისეთ პროდუქციათ რომელიც, არ უნდა იყოს განტავსებული ღიად, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა სახის გაუგებრობა, მაგალითად მედლების ფორმები, პრიზები, და სხვა რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაყალბება და კამათი.

ყველას ვისაც გექნებათ რაიმე მოთხოვნა, რომ გაქვთ სურვილი რაიმე სახის სამიზნე ან ლოგოტიპი იყოს გაკეთებული დასაბეჭდ ფორმატში (იგულისხმება აწყობილი PDF ფაილი), გთხოვთ მოთხოვნა http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3693, შეძლებისდაგვარად გავამზადებ და დავდებ აქ შესაბამის პროდუქციას.

----------------------------------

1) ჩვენი საიტის და პორტალის ლოგოების ნაკრები
 Airgun_Logo.pdf ( 33.41 კილობაიტი ) : 28


----------------------------------

2) მისასროლი სამიზნე ფორმატი A4 - დატანილია 4 სამიზნე, თითოეულში არის 5 მილიმეტრიანი ბადე, იოლი ათვლისთვის, ცენტრებში არის განთავსებული 5 მილიმეტრიანი შავი წრე, რომელსაც ირგვლივ აქვს 10 მილიმეტრიანი და 20 მილიმეტრიანი წრე, მოთხოვნილია ჩვენი წევრი GIGA2010-ის მიერ
 Target_A4.pdf ( 368.71 კილობაიტი ) : 52


----------------------------------

3) BR25-ის მისასროლი სამიზნეები ფორმატი A4 - ეს სამიზნე გამოადგება იმათ ვისაც სურს ტავისი ძალების მოსინჯვა BR25-ში შეჯიბრებამდე, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა დაბეჭდოს დიდი ზომის სტანდარტული BR25-ის სამიზნე. A4-ის ტაბახის ფურცე;ლზე გადმოტანილია მხოლოდ 15 ცალი სტანდარტული ზომის სამიზნე, სამწუხაროდ A4-ის ზომების გამო არ ხერხდება მისასროლი და სხვა საჭირო ინფორმაციის დატანა. მოკლედ თუ ვინმეს უნდა წავარჯიშება, მშვენივრად შეიძლება გამოყენება.
 BR_target_A4.pdf ( 151.66 კილობაიტი ) : 44


----------------------------------
4) Expreme Benchrest-ის მისასროლი სამიზნეები ფორმატი A4 (75-100 იარდისთვის)- იმის გამო რომ ექსტრემ ბენჩრესტის სამიზნეები ძალიან დიდია, ფიზიკურად შეუძლებელია სახლის პირობებში A1+ ზომის ქაღალდზე ბეჭდვა, ამიტომაც, ინპროვიზირებულად გადმოტანილია A4-ის ფურცელზე 2 ცალი სამიზნე ორიგინალ ზომაში, სამწუხაროდ მეტი სამიზნე თავისი ზომების გამო თაბახის ფურცელზე არ ეტევა. გამოადგება მათ ვისაც უნდა წავარჯიშება და საკუთარი ძალის მოსინჯვა. ამ პატარა ქაღალდზე რა ტქმა უნდა არ არის დატანილი მისასროლი ზონები, თუ სურველი გაქვთ რომ გქონდეთ მისასროლი ზონები და 25 სროლი სამიზნე, უბრალოდ ამობეჭდეთ ბევრი ფურცელი და შეძლებისდაგვარად მიაკარით დიდი ზიმის მიყაოზე.
 Extream_BR.pdf ( 158.64 კილობაიტი ) : 35

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services