თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ნადირობა პნევმატიკით _ პროფესიონალების მოსაზრება.

პოსტის ავტორი: foxi Apr 20 2011, 03:04 PM

გასწორებული ოპტიკით ნადირობა საკმაოდ ეფექტურია იქამდე,სანამ სროლის კუთხეს შევცვლით.სროლის კუთხის ცვალებადობასთან ერთად იცვლება მიზანში მორტყმის ალბათობაც. მაინტერესებს რა ვიცით ამის შესახებ და როგორ შეიძლება ამ პრობლემის სწორად გადაჭრა.

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 20 2011, 03:20 PM

foxi
მე არ ვიცი, გადაჭრა, მაგრამ ვიცი რომ ზემოთ თუ ვესვრი ყოველთვის ვარტყავ, მაგრამ მე თუ ბორცვაკზე ვარ და ძირა მიმართულებით ვისვრი ვერასდროს ვერ ვარტყავ biggrin.gif

პოსტის ავტორი: kaka8079 Apr 20 2011, 03:54 PM

ფოქს ნახე ბალისტიკური კალკულატორი და მანდ შეგიზძლია ყველაზე კარგად გაერკვე თუ როგორ უნდა დაუმიზნო ამა თუ იმ კუთხიდან.

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 21 2011, 07:58 PM

ციტატა(ja_ja @ Apr 20 2011, 04:20 PM) *
foxi
მე არ ვიცი, გადაჭრა, მაგრამ ვიცი რომ ზემოთ თუ ვესვრი ყოველთვის ვარტყავ, მაგრამ მე თუ ბორცვაკზე ვარ და ძირა მიმართულებით ვისვრი ვერასდროს ვერ ვარტყავ biggrin.gif



აუ მეც მასე ვარ smile.gif მითუმეტეს ზ.დ.პ.-ზე კიდევ უფრო რთულდება ეგ ამბავი sad.gif

პ.ს. პრობლემის გადაჭრა არც მე არ ვიცი როგორ უნდა scratch_one-s_head.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 21 2011, 08:15 PM

ციტატა(kaka8079 @ Apr 20 2011, 04:54 PM) *
ფოქს ნახე ბალისტიკური კალკულატორი და მანდ შეგიზძლია ყველაზე კარგად გაერკვე თუ როგორ უნდა დაუმიზნო ამა თუ იმ კუთხიდან.


+1 , მანდ შეგიძLია წინასწარ სხვა და სხვა სტუაციები შქმნა , მერე სამიზნეები ამობეჭო და მიაკრა შნ კონდახს ან რამეს და საჭიროებისამებრ გამოიყენო , ამგრამ მაგ დროს გჭირდება დამატებიღ ქარის საზომი ხლსაწყო + კუთხის მზომი , რომელიც ძვირიან მანძIმზომებს მოყვება თან , უფრო სწორე კი ინტეგრირებულია მასში.

პოსტის ავტორი: kaka8079 Apr 21 2011, 08:58 PM

ფოქს აი კალკულატორი და ვაზნების ბაზებიც პნევნოც ურევია მაგრამ მხოლოდ პრემიერები 10.5 http://mydisk.ge/download.php?id=umujutuha

პოსტის ავტორი: foxi Apr 22 2011, 01:41 AM

საინტერესოა.გავეცნობი აუცილებლად მაგეებს. ისე კარგი მანძილ მზომი მინდა.

პოსტის ავტორი: Davitus Apr 22 2011, 04:39 AM

ასე გადაჭრით და ზუსტად ნამდვილად ვერავინ ვერ გეტყვის სად და როგორ დაუმიზნო, მაგრამ ყხეშად რომ ვთქვათ, თუ ზევით ესვრი ჯვრის ქვედა მილდოტებით უნდა დაუმიზნო... თუ ზემოდან ქვემოთ ესვრი, ჯვრის ზედა მილდოტებით...

ეს როცა, ჩვეულებრივ 50 მეტრზე გაქვს განულებული


რავი... მე ზემოდანაც მშვენივარდ ვარტყამ და ქვემოდანაც... მაგ პრინციპით ვსარგებლობ

პოსტის ავტორი: foxi Apr 22 2011, 12:09 PM

Davitus

ეგ პრინციპი კი ვიცი. მაგრამ მილდოტების სწორი შერჩევაა პრობლემა. როცა სასროლი ობიექტი ზომით პატარაა კუთხის ცვლასთან ერთად მილდოტით სწორი დამიზნება ძალიან რთულია. ზდპ რომ მქონდა, მიზანს 25 მეტრზე ვასწორებდი,პცპ 50 მეტრზე მაქვს გასწორებული. აი სწორედ მაგის მერე შევამჩნიე ასეთი ცვალებადობა სროლაში. სროლის გამოცდილება მაქვს დამეთანხმები.ვფიქ
რობ სხვა მიდგომაა საჭირო ამ საკითხის გადასაჭრელად. ჯერ ვერ ვიპოვე,მომავალი გვიჩვენებს.

პოსტის ავტორი: ilariona Apr 22 2011, 12:52 PM

foxi

ამინდები რომ გამოვა მაგრად მინდა ექსპერიმენტების ჩატარება. მთელი დღე დავდგები და სიმაღლეზე სროლა, 100 მეტრზე სროლა და რავი დაბლობზე სროლა და კაროჩე რაა smile.gif ყველა სანადირო პირობები უნდა გამოვცადო.

ასე რომ თუ გექნება დრო ერთად ვატაროთ ეს ექსპერიმენტები.

ჩემი აზრით ბალისტიკური კალკულატორი კი კარგია, მაგრამ რეალური პირობები სულ სხვაა.

პოსტის ავტორი: foxi Apr 22 2011, 01:59 PM

ilariona

იდეა მისაღებია. ველით ამინდს.

პოსტის ავტორი: Davitus Apr 22 2011, 11:13 PM

ilariona

მეც მინდა ეგეთი ექსპერმენტები... smile.gif

პ.ს. ის ოპტიკა არაფრად არ ვარგა... ვნახე და ბანძია... ქე იცი რაზეც გეუბნები wink.gif

პოსტის ავტორი: kaka8079 Apr 22 2011, 11:25 PM

იქეტა კვირას კი გამოვა ამინდები და ჯანდარისკენ არ რუსთავისკენ ხომ არ ჩაგვეტარებინა ეგ ექსპერიმენტები?

პოსტის ავტორი: foxi Apr 22 2011, 11:48 PM

kaka8079

აქეთ გამოისეირნეთ, ძალიამ მაგარი ადგილებია. სასროლიც ბევრია.

პოსტის ავტორი: kaka8079 Apr 22 2011, 11:53 PM

foxi
ვიცი კახა ჯან განა არ ვიცი ადგილიც კაია და ხალხი ხომ საერთოდ.მე კი მინდა მაგრამ ვნახოთ სხვები რას იტყვიან.

პოსტის ავტორი: Davitus Apr 23 2011, 12:07 AM

გაოფების ოსტატები ხართ რააა biggrin.gif

პოსტის ავტორი: gela Apr 23 2011, 12:12 AM

ციტატა(kaka8079 @ Apr 23 2011, 12:53 AM) *
foxi
ვიცი კახა ჯან განა არ ვიცი ადგილიც კაია და ხალხი ხომ საერთოდ.



აი შენ შემოგევლეე ოქროს კაცო : )

პოსტის ავტორი: kaka8079 Apr 23 2011, 12:23 AM

Davitus
ჩვენ ამ ტესტების ჩასატარებელ ადგილს ვარჩევთ შემოგევლე wink.gif

პოსტის ავტორი: ilariona Apr 23 2011, 06:45 AM

აბა დაგვრჩენია დაველოდოთ ამინდებს და დავთქვათ მერე ადგილი smile.gif

მე რუსთავზე თანახმა ვარ. (კაკრას სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ გამისროლია რაგატკაა) biggrin.gif ასე რომ რუსთავიი ფორევარ biggrin.gif


Davitus

ეს ოპტიკა ჩემი გულის ტკივილია რა.

ახლა ნასოსიც ჩემი გულის ტკივილია biggrin.gif გამიყიდა მაგნუმმა ჩემი ჰილის გადადებული ნასოსი და დავრჩი ახლა ნასოსის გარეშე.

უკაცრავად ოფიზე

პოსტის ავტორი: smekosmeko Apr 23 2011, 11:26 AM

დატესტვა უნდა მაგ საკითხს და ეგაა. პატარა ექსპერიმენტუსი.

პოსტის ავტორი: foxi Apr 23 2011, 12:34 PM

ძალიან საინტერესოა ისეთი გამოცდილი მსროლელის აზრი როგორიც Davitus-ია,ასევე სუპერ ზუსტი მსროლელი
kaka8079 . რომელის როგორც ცნობილია ყველა თოფიდან შესაშურ ჯგუფებს აკეთებს. გვჭირდება ასევე ქრონი და მანძილ მზომიც მაგ საინტერესო ტესტისთვის. აბა მსურველებო 30-31 აპრილისთვის გამონახეთ დრო. იმედია ამინდი და სამსახური ხელს არ შეგვიშლის. მე წინასწარ ადგილებს დავზვერავ.

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 23 2011, 01:00 PM

foxi

ციტატა(kakha @ 23rd April 2011 - 01:34 PM) *
30-31 აპრილისთვის


ქრონიც მაქვს და სურვილიც მარა ეს 31 აპრილი როდისაა კაცმა არ იცის biggrin.gif biggrin.gif

რამდენი დალიე დღეს?

მოკლედ მე 2 დღით გავივარ დასავლეთში და აბა თქვენ იცით smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Apr 23 2011, 01:04 PM

ციტატა(giorgi @ 23rd April 2011 - 02:00 PM) *
მარა ეს 31 აპრილი როდისაა კაცმა არ იცის

რამდენი დალიე დღეს?

lol2.gif lol2.gif lol2.gif

პოსტის ავტორი: Davitus Apr 23 2011, 03:15 PM

ციტატა(ilariona @ 23rd April 2011 - 07:45 AM) *
ახლა ნასოსიც ჩემი გულის ტკივილია გამიყიდა მაგნუმმა ჩემი ჰილის გადადებული ნასოსი და დავრჩი ახლა ნასოსის გარეშე.



ხოდა... შენს სეხნიას უნდა დაკავშირებოდი, ჩერეზ პრეზიდენტ... და გეთქვა გადამინახეთ თქო... ყველაფერი მე უნდა გასწავლო რააა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Davitus Apr 23 2011, 03:20 PM

ციტატა(kakha @ 23rd April 2011 - 01:34 PM) *
ძალიან საინტერესოა ისეთი გამოცდილი მსროლელის აზრი როგორიც Davitus-ია,ასევე სუპერ ზუსტი მსროლელი
kaka8079 . რომელის როგორც ცნობილია ყველა თოფიდან შესაშურ ჯგუფებს აკეთებს. გვჭირდება ასევე ქრონი და მანძილ მზომიც მაგ საინტერესო ტესტისთვის. აბა მსურველებო 30-31 აპრილისთვის გამონახეთ დრო. იმედია ამინდი და სამსახური ხელს არ შეგვიშლის. მე წინასწარ ადგილებს დავზვერავ.


აზრის რა გითხრა და პნევმატიკაში გამოცდილების, ჩემო კახაბერ... მაგრამ ცეცხლსასროლით ტყვიის სროლაში მართლა მაქვს მწირი გამოცდილება... ამ 2 წლის მანძილზე პნევმატიკაშიც ვცდილობ და ვჯახირობ... მართალია ჯგუფები ხანდახან გამომდის, მაგრამ მე რაც მჭირდება იმ სამიზნეებს კარგად ვანადგურებ... ნუ მე კმაყოფილი ვარ შედეგებით smile.gif

ხოდა დალშე არ ვიცი... უფრო პრაკტიკოსი ვარ... ცოტა ცოტა თეორიებიც მასწავლა ამ ინტერნეტმა, ამ სიბერეში smile.gif

პოსტის ავტორი: foxi Apr 23 2011, 05:58 PM

geojorjika

ეჰ უმუშევრობამ იცის თარიღების არევა. მაგას შენ ვერ გაიგებ, ბედნიერი ხარ რომ სამსახური გაქვს.

Davitus

ეს თავმდაბლობა კარგია,მაგრამ უნდა წამოხვიდე აუცილებლად! გამოცდილება ბევრი გაქვს ჰოდა გაგვინაწილე.

პოსტის ავტორი: foxi Oct 6 2011, 06:10 PM

ამ თემის გაგრძელება მინდა,ჰოდა შეკითხვა მონადირეებს და არა მარტო. საქმე იმაშია რომ ხშირმა დაკვირვებებმა ცხადყო ერთი ფაქტი: ფრინველი რომელსაც ვესვრი 50 მეტრამდე ადგილზე რჩება. მაგრამმ 50 მეტრის იქეთ ხშირია მისი გაფრენა სხვა და სხვა მანძილზე. ამ ორივე შემთხვევაში ფრინველის დაზიანება მისი უცილობელი მონადირებით მთავრდება. მაგრამმ დამეთანხმებით რომ არც თუ ისე სასიამოვნოა დაჭრილი ფრინველის ბალახებში და ბუჩქებში ძებნა. საინტერესოა ის ფაქტიც რომ ორივე მანძილზე მოხვედრილი ტყვია სხეულში არ რჩება,ანუ თოფის სიძლიერე გამოირიცხება.

მაშ რას მივაწერო ასეთი ფაქტები? რას ფიქრობთ ამის შესახებ? რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

პოსტის ავტორი: Davitus Oct 6 2011, 07:06 PM

გამოსვლით შეიძლება ორივე შემთხვევაში გამოვიდეს კახა, მაგრამ 50 მეტრში ჰიდრო დარტყმა უფრო ძლიერია და შინაგანი ორგანოების დაზიანებას უფრო ფატალური ძალით ახდენს, ვიდრე შორ მანძილზე, მანდ ეგ ფენომენი უფრო მოქმედებს, ჩემი აზრით...

თორემ, ტყვიის გამტანობა თითქმის ერთნაირია

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 6 2011, 07:17 PM

Davitus

ციტატა(Davitus @ 6th October 2011 - 08:06 PM) *
მაგრამ 50 მეტრში ჰიდრო დარტყმა უფრო ძლიერია და შინაგანი ორგანოების დაზიანებას უფრო ფატალური ძალით ახდენს, ვიდრე შორ მანძილზე

100%-იან

პოსტის ავტორი: foxi Oct 6 2011, 09:17 PM

Davitus

ისე საინტერესო აზრია. მე კი მეგონა თოფის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული. ესე იგი სიზუსტეა საჭირო შორ მანძილზე სროლისთვის. თორემ ბევრი იკარგება მასე.

პოსტის ავტორი: Davitus Oct 7 2011, 02:08 AM

foxi

%100

სიზუსტე ბევრ რამეს ცვლის

პოსტის ავტორი: Ex3 Jan 26 2015, 09:16 PM

ზემოდან სროლასთან დაკავშირებით რა გაარკვიეთ?
მე დავძებნე ფორუმებზე და მთავარია მანძილიო , ვარდნა იგივე აქვსო , ანუ არა მანძილი ლულასა და სამიზნეს შორის, არამედ ჰორიზონტალურად გადაადგილების მანძილი და არ აქვს აზრი ზემოდან ისვრი თუ ქვემოდან , მაინც იგივენაირად უნდა ისროლოო

ანუ A წერტილიდან ისვრის B ს მიმართულებით თუ პირიქით არ აქვს მნიშვნელობა, იგივენაირად უნდა დაადო crosshair(ჯვარი? ) , ამ შემთხვევაში , იგივე 40 მეტრზე რომ ესროლო ობიექტს.
და სწორად გავიგე? იმიტომ რომ მაშინ B დან რომ მართი კუთხის მიმართულებით ვისროლოთ იგივენაირად უნდა დავუმიზნოთ როგორც A ს მიმართულებით სროლისას და რომ წარმოიდგენ უცნაურია ) )
აი გუგლის სურათებშიც გადავაწყდის ასეთ ნახატს


მაგრამ დაბლა რომ არის უფრო ძნელია მსხვერპლისადმი ჰორიზონტალური გეგმილის ზომის თვალით გაზომვა , თუ კარგი ციფრები დაჯდა პითაგორათიც შეიძლება biggrin.gif

პოსტის ავტორი: kubi11 Jan 26 2015, 09:27 PM

მიზიდულობის ძალაა wink.gif ელემენტარული ფიზიკა smile.gif როცა ქვევით ან ზევით ისვრი ცოტა ზემოთ უნდა დაუმიზნო ჩემ შემთხვევაში ამართლებს smile.gif ისე ქვევით უფრო ძნელი მოსარტყამია biggrin.gif

ციტატა(foxi @ Apr 22 2011, 01:09 PM) *
Davitus

ეგ პრინციპი კი ვიცი. მაგრამ მილდოტების სწორი შერჩევაა პრობლემა. როცა სასროლი ობიექტი ზომით პატარაა კუთხის ცვლასთან ერთად მილდოტით სწორი დამიზნება ძალიან რთულია. ზდპ რომ მქონდა, მიზანს 25 მეტრზე ვასწორებდი,პცპ 50 მეტრზე მაქვს გასწორებული. აი სწორედ მაგის მერე შევამჩნიე ასეთი ცვალებადობა სროლაში. სროლის გამოცდილება მაქვს დამეთანხმები.ვფიქ
რობ სხვა მიდგომაა საჭირო ამ საკითხის გადასაჭრელად. ჯერ ვერ ვიპოვე,მომავალი გვიჩვენებს.



თუ მილდოტით ადგენ მანძილს ყველაფრის ზომა უნდა იცოდე რასაც ესვრი smile.gif ეგ შენც კარგად გეცოდინება smile.gif 50 მეტრზე გასწორებული ოპტიკა 2 ზეროს მოგცემს პირველი იქნება უხეშად სადღაც 12 ან 14 მეტრზე და მეორე 50ზე 14 დან 50მდე ზედა მილის ხმარება მოგიწევს 50ის შემდეგ ქვედა მილის smile.gif დალშე თვალის ზომა გინდა და ბევრი პრაქტიკა smile.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jan 26 2015, 11:45 PM

როდესაც ისვრი ქვემოდან ზემოთ, უმიზნებ ქვემოთ და როდესაც ისვრი ზემოდან ქვემოთ უმიზნებ ზემოთ.
ამას ვამბობ გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან, რა თქმა უნდა.

პოსტის ავტორი: okela84 Jan 27 2015, 07:45 PM



ფორუმების რა გითხრათ და ჩემი გამოცდილებიდანაც მასეა smile.gif

ზემოდან ქვემოთ და პირიქით სროლისას გრავიტაციის მიმართულება უფრო თანხმვედრია ტყვიის ტრაექტორიასთან შედარებით ჰორიზონტალურად ნასროლისას

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services