თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ კანონი ჩვენი თვალით... _ ნადირობის ლიცენზია

პოსტის ავტორი: Ex3 Dec 25 2013, 01:42 PM

გამარჯობა, შესაბამისი ინფორმაცია ინტერნეტში ვერ ვიპოვე და ნადირობის ლიცენზია როგორც ვიცი ბანკში უნდა აიღო მაგრამ რა უნდა ვიქონიო თან?
პირადობის მოწმობა და კიდე რამე საჭიროა?
ასაკზე შეზღუდვა არის? ვთქვათ და 16 წლის რომ ვიყო მომცემენ ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 25 2013, 01:47 PM

Ex3

ციტატა(Ex3 @ 25th December 2013 - 02:42 PM) *
ვთქვათ და 16 წლის რომ ვიყო მომცემენ ?

და იარაღის შეძენის უფლება რა ასაკიდან გაქვს თუ გახსოვს? შესაბამისად იმ ასაკის უნდა იყო. 16 წელი კი მიუღებელი ასაკია.

პოსტის ავტორი: Ex3 Dec 25 2013, 01:51 PM

ja_ja
პნევმატური იარაღის შესყიდვაზე ასაკობრივი შეზღუდვაა? ანუ არასრულწლოვანი პნევმატური იარაღით ვერ ინადირებს? ლიცენზიასაც ვერ აიღებს?

პოსტის ავტორი: ilariona Dec 25 2013, 01:55 PM

Ex3
კანონის ფარგლებში ვერ ინადირებს.

ლიცენზია გაიცემა 18 წლიდან.


პოსტის ავტორი: Ex3 Dec 25 2013, 02:23 PM

გასაგებია , მადლობა ორივეს ინფოსთვის )
ისე სრულწლოვანმა რა უნდა იქონიოს თან თუ პნევმატურით აპირებს ნადირობას ?იმიტომ რომ იარაღის საბუთიც უნდაო რომლითაც ნადირობას აპირებო რომელიღაცა ფორუმზე ეწერა

პოსტის ავტორი: ilariona Dec 25 2013, 03:09 PM

Ex3
არა,

ნადირობის ლიზენზიის ასაღებად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთია საჭირო და 11 ლარი.


პოსტის ავტორი: Ex3 Dec 25 2013, 03:12 PM

გასაგებია, მადლობა ყველას.

პოსტის ავტორი: bachana Apr 10 2014, 07:47 PM

გამარჯობათ ვარ 16 წლის და მინდა რომ მე და ჩემი ძმაკაცი ავიდეთ შავნაბადას მთაზე რო იმან მიზანი გაასწოროს და შეიძლება ერთი ორი რამე მოვკლათ რა ბეღურას და ეჰეთ პატარა რაღაცეებს ვგულისხმობ და მაინტერესებს ვთქვათ შავნაბადას ძირამდე რო ტაქსით მივიტანოთ და ეგრევე ავიდეთ და იქიდანაც შესაბამისად ტაქსით რო წამოვიდეთ შეიძლება თუ არა რო არასრულწლოვნებზე რამე პრობლემა შეგვექმნას თუ ლიცენზიას ავიღებთ.ისიც 16 წლისაა

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 10 2014, 08:04 PM

bachana
მაგ ლოგიკით ტაქსით ბირთვული ქობინის გადატანაც შესაძლებელი ყოფილა

1)ნადირობ აკრძალულია 1 მარტიდან - აგვისტოს მესამე შაბათამდე
2)რადგან ნადირობა აკრძალულია ამ დროს ლიცენზიები არ გაიცემა
3)რომც გაიცემოდეს ბეღურა და მისთანებზე ლიცენზია არ გაიცემა, საქართველოში ნადირობ დაშვებულია გადამფრენ ფრინველთა გარკვეულ სახეობებზე და მათ შორის ბეღურა ნამდვილად არ არის
4)მიზნის გასწორებას ლიცენზიები არ სჭირდება და გინდა ტაქსით მიდი და გინდა თვითმშრინავით მთავარია დასახლებული პუნქტი არ იყოს იქვე ახლო მახლო


პოსტის ავტორი: bachana Apr 10 2014, 08:18 PM

მადლობა და და ესეიგი როგორც არასრულწლოვნებს რამე პრობლემა არ შეგვექმნება პნევმატიკის გადატანაზე და ბეღურა ტუ მოვკალი არც მაგაზე ?

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 10 2014, 09:27 PM

ბაჩან ეხლა მე ცოტა დობრად მთვრალი ვარ მარა ღოგორც ესე უბრალოდ გეტყვი იმიტო რო რჩევას ითვალისწინებ და აქედან გამომდინარე ჭკვიანი ბიჭი ხარ,,..,,,დამიჯერე დღესდღეობით თუ რამე ცოცხალი არსება შემორჩა ამ პლანეტას ესეიგი უზარმაზარი სიყვარული, მეგობრობა და და სილამაზე გააჩნია ესე რო არ გინდა ბეღურა იქნება თუ კიდე რამე ესეთი ცოცხალი არსება უმიზხეზოდ მოკვლა,,,მითუმეთეს ეხლა ,როდესაც მრავლდებიან ბარრტყები ყავთ რომლებიც სხედან ბუდეში და ელოდებიან როდის მოუტანს დედა საჭმელსsmile.gif,,,მიზანს კიდე ცოცხალ არსებებზე ვერ გაასწორებ როგორც გინდა არვ მოინდომო,,, წარმატებებს გისურვებ......................

პოსტის ავტორი: ilariona Apr 11 2014, 07:30 AM

gocha311
+1000000000000

bachana
მიზანი გაასწორე ქაღალდზე და ბეღურებს თავი დაანებეთ.

მოვა გ.დ.ი და 1000 ლარიან ჯარიმებს დაგიწერთ.


პოსტის ავტორი: bachana Apr 11 2014, 12:53 PM

მიზანს ბეღურაზე გავსწორებო არც მიტქვია ვთქვი რო მიზანს რო გავასწორებ შეიძლება ერტი ორი მოვკლა ტქო და თუ ეგრეა საქმე მაგათი საშარე თავი არ მაქ.მადლობა გამოხმაურებისთვის

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 11 2014, 01:32 PM

bachana
მოკელდ სიტყვიერი გაფრთხილება და ამ თემაში არათემატური ტექსტი აღარ დავინახო. რა შუაშია არასრულწლოვანი და ნადირობის ლიცენზია, მიზნის გასწორება და ლიცენზია და საერთოდ ნადირობის სეზონი დახურულია რაზე მიდის ამ თემაში საუბარი?

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services