გამარჯობატ მოკლედ ისე გამოვიდა და ისე დავაყენე ჩემი ოპტიკა რო იმდენად ქვემოთ მიდის რო იმ სიშორეზე უკვე ვეგარ ამაქ ზემოტკენ და რა გავაკეტო
bachana
გადაუღე და დადე ფოტოები, რომ წარმოდგენა შეგვექმნას რასთან გვაქვს საქმე და დაგეხმარებით. მანდ არაფერია ისეთი რომ ვერ გამოსწორდეს. დაგვანახე ვიზუალურად იქნება და გამოჩნდეს ისედაც,
ეხლა კაი სურათს ვერ გადავიგებ ამიტომაც ამას დავდებ ჯერ ჯერობიტ რო წარმოდგენა გქონდეტ რაზეა საუბარი http://www.pyramydair.com/s/m/Benjamin_NPS_Air_Rifle/2055 ესაა იარაღი,მოჭერილი არ იყო მოუნთის სალასკაზე კარგად და მანამდე გასწორებული იყო და მიჰქონდა ზევიტ დავუწყე სუ ტრიალი რავი და აირია მერე მოვხსენი ტავიდან დავაყენე და სიმაღლის სარეგულირებელი ისე დავაყენე როგორც გვერდიტა და არ მისვრია,ხვალ ვისვრი იქნებ ეშველოს
bachana
ლინკი არის სარეკლამოდ გადაღებული ქარხნული მოდელის, რაფერ გავიგოთ ახლა მოკვდავებმა მაგ სარეკლამო სურათიდან შენს თოფთან მიმართებაში რა ხდება?
გადაუღე რაც იქნება, ახლა შედევრი დადეო არავინ ითხოვს, ბოლო-ბოლო ტელეფონი აღარაა მგონი დედამიწაზე რომელსაც გადაღება არ შეუძლია, თუ არ გაქვს მეგობარს სთხოვე, ნუ ვინმეს რაიმე გზა ექნება სურათის გადაღების, გადაიღე და დადე რეალური მდგომარეობა, თან არა ერთი მოკრძალებული სურათი, არამედ ბევრი, წინიდან უკნიდან ორივე გვერდიდან, სამაგრები რომ ჩანდეს, რელსზე როგორაა დამაგრებული ოპტიკა რაფრაა და ასე შედმეგ.
მერე ნუ დაიზარებ და სრულად აღწერე რის მერე რა მოხდა, იმდენი ნაცვალ სახელი გაქვს გამოყენებული რომ ტვინი გამეფსკვნა და მხოლოდ ერთი გავიგე პრობლემა გაქვს ქვევით მიდის რაცხა, მაგრამ სამიზნე მიდის თუ ტყვია არ გიწერია (ნუ მე ვფიქრობ რომ ალბათ ტყვია, მაგრამ ვაი და შენ რაიმე ხის ტოტს გულისხმობ ).
მოკლედ კახური ანეგდოტივით გამოდის რა... მიხოს სძინავს და მარო აღვიძებს, თან დაშინებული ხმით ეუბნება
- მიხოუ... მოხოუუუ ... ისეთი სიზმარი ვნახე ისეთიო
- რა ნახე დედაკაცოო?
- რა და მოიდა ვიცხა, მოიტანა რაცხა და წავიდა საცხაო
- ეეე დედაკაცო მიდი ახლა გადატრიალდი ხელახლა ნახე ეგ სიძმარი და გაავრვიე, ვინ იყო რა მოიტანა და სად წავიდაო
კაცოუ დახმარება ხომ გინდა ჩვენც დაგვეხმარე.... რა გავიგოთ რა გჭირს რაც მეტს დაწერ, ყველანაირი კუთხით მით უფრო სწორე პასუხს მიიღებ.
თორემ მაგ შენი აღწერის მიხედვით შეიძლება კაცმა თქვას შემდეგი რამე:
1) არეული თვითონ ოპტიკა
2) მოიშალა (ჩაიშალა) მექანიზმი ოპტიკაში
3) უკანა ან წინა მხარე მონობლოკის არ არის ნორმალურად მოჭერილი
4) არ იცი ოპტიკის მოხმარება უბრალოდ ძირს დაწიე ტრიალით და არ იცი ახლა რაფერ ამოაწევინო თავი ზემოთ
5) ოპტიკას უკან ან წინ რაღაც აქვს ჩატანიებული
6) გაიღუნა ოპტიკის მილი
7) გაიღუნა ლულა
8) ლულა არ გაიღუნა მაგრამ მიმმართველი ღერძი გაიღუნა და ლულა ქვევით იყურება
9) და ასე შედმეგ... სია არის უსასრულო, მინიმუმ კიდევ ერთი 10 შესაძლო ვარიანტს თათარიახლად გამოვაცხობ
მოკლედ იმისათვის რომ შენ დაგეხმაროთ და სწორი რჩევა მოგცეთ ნუ გიტყდება დაწერო დიდი ტექსტი, აგე ნახე რამხელა ტექსტი დავწერე მხოლოდ იმისთვის რომ რამენაირად შენი პრობლემის აღწერა სრულყოფილად დაგაწერინო. აღწერე ყველაფერი, როდის დაემართა რის მერე რა სად იყო მოშვებული მოჭერილი რა გადაადგილე და ასე შედმეგ.
21-ე საუკუნეა, ილიას და აკაკის დროს გასაგებია სურათი ახალი ხილი იყო და ყველაფერს ამიტომაც სიტყვიერად აღწერდნენ, იმის გამო რომ დღეს მათთნაირად მწერმეტყველი კალამი ყველას არ აქვს, ხალხი გადასულია ფოტო ვიდეო მასალაზე, ბოლო-ბოლო ნებისმიერი კამერით გადაიღე სურათი, ასევე შეგიძლია ისრები მიახატო და ნომრები მიაწერო, მერე კი სურათის ქვევით დაწერო, აი ნომერი 1 რომ არის, მანდ რაცხა მოშვებული იყო და ნომერი 2-ით რომ არის, ის ვინტი მოუჭირე და ასე შედმეგ.
ვერ გეტყვი რომ ეს იგივე ანალოგი იქნება თითქოს და კაცმა შენი იარაღი ხელში დაიკავა და 100%-იან დიაგნოზს და გამოსავალს გეტყვის მეთქი, მაგრამ ნუ აი 80-90%-ს ნაღდად გაარჩევს ხალხი და არ იქნება მკითხაობა, იქ თოფი შეამოქმო, ოპტიკა, მაგიდა დააყენო, ველოსიპეტი გამოიყვანო გარაჟიდან თუ.... ნუ იმედია მიმიხვდი
გასწორდა მე ვერ ვაკეტებდი რაგაცას სწორად
გილოცავ, ეხლა დააყენე სამიზნეები სხვადასხვა მანძილზე და და მილდოტები დაამუღამე სად ხვდება ტყვია
კი ბატონო ეხლა ტყვიები ცოტა ღა დამრჩა და რო ვიყიდი ჯგუფებსაც გაჩვენებთ
bachana
ეს რაარი, რა არაინფორმირებული სათაურია
აწი გაითვალისწინე, დამეხმარეთ, სოს, ჰელფ, უბივაიუტ ნასილუიუტ და მსგავსი არაფრისმთქმელი სათაურების შემთხვევაში პროცენტები დაგემატება, არა ბანკის არა- გაფრთხილების
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services