თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რჩევები, კითხვა-პასუხი... _ გთხოვთ დამაკვალიანოთ

პოსტის ავტორი: Irakli panjijidze Jun 4 2020, 12:21 PM

მოგესალმებით
მინდა პნევმატური თოფის შეძენა, გთხოვთ შემარჩევინოთ სასურველი მოდელი, ვარ დამწყები, აქამდე არასდროს არ მქონია. მომწონს "ბულპაპი"-ს სტილის მოდელები. მინდა ისეთი იარაღი შევიძინო რომელზეც შემდგომ რაღაცეების მიყენების და "აფგრეიდის" საშუალებაც იქნება რომ მუღამი არ დამეკარგოს. ძირითადი მიზანი არის სხვადასხვა ტიპის უსულო სამიზნეებში სროლა, 30-70 მეტრის რადიუსში. გამოყენების სიხშირე - თვეში 2-4 დღე. ასევე მაინტერესებს რომელ მაღაზიას უწევთ რეკომენდაციას სადაც შეიძლება შეძენა? უპირატესობას ვანიჭებ ახალს და ადგილზე (თბილისი) შეძენას.
ბიუჯეტი - 1500 GEL. + -

პ.ს. ჩემი პირველი პოსტია და იმედია ფორუმის წესები არ დამირღვევია smile.gif

პოსტის ავტორი: gela Jun 7 2020, 08:28 AM

ჩემი რეკომენდაციაა ARTEMIS P15. www.iaragi.ge

პოსტის ავტორი: giga2010 Jun 7 2020, 06:04 PM

Irakli panjijidze
რადგანაც ბულპაპი გაქვთ შერჩეული და ფასიც. რათქმაუნდა არტემისი პ15
დავეთანხმები გელას

პოსტის ავტორი: Irakli panjijidze Jun 7 2020, 07:06 PM

მადლობა მეგობრებო. გავხდი artemis p15 - ის მფლობელი smile.gif თუ იცით ამაზე რომ დადგეს რომელი ბიპოდი უნდა შევიძინო? ასევე ტრანსპორტირებისთვის ჩანთა სად შეიძლება შევიძინო? პ.ს. რომელი უცხოური საიტიდან იწერთ ხოლმე აქსესუარებს?

პოსტის ავტორი: NRG Jun 8 2020, 09:37 PM

Irakli panjijidze
მშვიდობაში კაი სროლებში და გასწორებაში მგონი თვეში 2-4 დღე არ გეყოფა თუ პირველი პცპა შენთვის smile.gif

პოსტის ავტორი: Irakli panjijidze Jun 9 2020, 04:43 PM

ციტატა(NRG @ Jun 8 2020, 10:37 PM) *
Irakli panjijidze
მშვიდობაში კაი სროლებში და გასწორებაში მგონი თვეში 2-4 დღე არ გეყოფა თუ პირველი პცპა შენთვის smile.gif


მადლობა smile.gif საერთოდ პირველი იარაღია და ძაან კმაყოფილიც ვარ შენაძენით, ჩემი ბავშვობიდან ტირის თოფი სულ სხვა მოწყობილობა მახსოვდა და წინ წასულა პროგრესი აშკარად smile.gif))))))

პოსტის ავტორი: pilotina Jun 9 2020, 07:02 PM

Irakli panjijidze

ციტატა(panjikidze @ 7th June 2020 - 08:06 PM) *
თუ იცით ამაზე რომ დადგეს რომელი ბიპოდი უნდა შევიძინო? ასევე ტრანსპორტირებისთვის ჩანთა სად შეიძლება შევიძინო?


ბიპოდი მაქვს UTG და გადასატანი ჩანთაც, ორივე ფაქტიურად ახალია. რამოდენიმეჯერ მაქ გამოყენებული. დეტალები პმ.
რაც შეეხება გამოწერას, ადრე არ იყო პრობლემა და ამაზონიდან ვიწერდით აქსესუარებს, ეხლა ძალიან გაამკაცრეს და თუ აქსესუარი იარაღს ეხება, არა აქვს მნიშვნელობა პნევმატურია თუ ცეცხლსასროლი, აღარ აგზავნის ამაზონი.

პოსტის ავტორი: vatato Jun 10 2020, 01:50 PM

შეგიძლია EBAY-დან გამოწერო, ყველაფერი რაც იარაღს შეეხება, გამოვწერე მანდედან (ბიპოდი, ჩანთა, ტყვიები, საწმენდი, ქრონი, ოპტიკა) ოღნდ გამოვიყენე სხვადასვხა გადამზიდავი. ოპტიკა გზავნილმა ჩამომიტანა, დანარჩენი კამექსმა

პოსტის ავტორი: aleqsa Jun 11 2020, 11:17 AM

ციტატა(panjikidze @ 7th June 2020 - 08:06 PM) *
მადლობა მეგობრებო. გავხდი artemis p15 - ის მფლობელი

Irakli panjijidze


მშიდობაში ირაკლი, კარგი შენაძენია, კეთილი იყოს შენი შემოსვლა ფორუმზე good.gif
წარმატებები
იმედია შედეგებსაც გაგვაცნობხოლმე smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Jun 12 2020, 12:36 PM

...........................................

პოსტის ავტორი: pilotina Jun 12 2020, 12:47 PM

https://radikal.ru


https://radikal.ru

პოსტის ავტორი: Irakli panjijidze Jun 12 2020, 08:49 PM

მადლობა მეგობრებო smile.gif კარგად დამეგობრება ვერ მოვასწარი ჯერ იარაღთან, მაგრამ ზაფხულში გამოვნახავ დროს აუცილებლად smile.gif) ყველაფერი შევიძინე რაც მეტნაკლებად ვთვლიდი რომ გამომადგება. ერთადერთI ბიპოდის დასამაგრებელი ადაპტერი დამრჩა და მაგასაც ვიშოვი იმედია მალევე smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 15 2020, 04:22 PM

მოიცა რომელ თოფზე P15-ზე გინდა ბიპოდი?

სანამ რაიმე ადაპრეტს დაითრევ ჯერ ბიპოდი განსაზღვრე რომელს ყიდულობ, იმიტომ რომ რამდენიმე ტიპის დამაგრების მეთოდი არსებობს, შესაბამისად ერთი ტიპის ადაპტერი რომ დაითრიო და მეორე ტიპის სამაგრიანი ბიპოდი, მაგრა გაწვალდები.

ჯობია ჯერ ბიპოდი აარჩიო და მერე უკვე სახარჯი მასალაა სამაგრი, უმეტეს წილად ან ქამრის სამაგრ ანტაბკიანები არსებობს ან ვივერის რელსზე დასამაგრებელი, ევრო რელსი, ბოლტიანი, ტრუბიანი, ლულაზე დამაგრების სისტემით და ხამუტიანები გამორიცზე, გაგაწამებს ან არაადეკვატური ფასები აქვს ეგეთ გადამყვანებს. გადამყვანი როგორც წესი უნდა ღირდეს 5-10$-ის ფარგლებში და მაგალითად ევრო რელსის შეიძLება 100$-იც კი დაგიჯდეს რა ჭირად გინდა ეგეთი ადაპტერი

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services