თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ PCP - Pre Charged Pneumatics _ Benjamin Discovery - სრული დაშლა

პოსტის ავტორი: Jah Feb 14 2009, 12:48 PM



http://www.crosman.com/pdf/manuals/BP1K77xx%20&%20BP9M22xx%20EVP.pdf

პნევმატური მოძრაობა, ჯერ მხოლოდ ვიტარდება ჩვენს ქვეყანაში, ასე ვთქვათ აკეთებს პირველ ნაბიჯებს. ყველასთვის გასაგებია რომ ხარისხიანი, უმაღლესი კლასის პნევმატური იარაღის ფასი არც თუ ისე ხელმისაწვდომია, აირგანერების ძირითადი მასისთვის.
აქედან გამომდინარე გადავწყვიტე დამედო, ჩვენი რუსი კოლეგის, ყველაზე საბიუჯეტო შაშხანის, დეტალური დაშლა/განხილვა.
შემდეგ არის სტატიის სრული ტარგმანი.

ვეცდები გავაკეთო დეტალური განხილვა-რეპორტი, PCP შაშხანაზე Benjamin Discovery, სრული დაშლით და დეტალური დათვალიერებით.
ესეიგი ჩამივარდა ხელში, კომპლექტი შაშხანა/ნასოსი. ვისი წარმოების არის ის, მგონი გასაგებია. ფირმა ამერიკული, წარმოებულია ჩინეთში.
მაგრამ ჩვენ ამით ვერ შეგვაშინებ smile.gif დავდე კოლოფი მაგიდაზე და შევხედე, ჯერ გაუხსნელად.



კოლოფი მთლიანად არის უცხოურ წარწერებში და სურათებში. ინგლისურად კითხვა არ მეხერხება, მაგრამ შემიძლია დავათვალიერო სურათები. განსაკუთრებით დამაინტერესა სურათმა, კოლოფის უკანა მხრიდან, იქ არის დახატული სკოლის ასაკის გოგონა, რომელიც ბერავს შაშხანას ნასოსით. რა არის კოლოფში? smile.gif Nუ თუ სათამაშო?...

პოსტის ავტორი: Jah Feb 14 2009, 01:06 PM

ვხსნი და უყურებ. შიგთავსი შეფუთულია საკმაოდ კარგად, მაგრამ პენოპლასტზე აშკარად გააკეთეს ეკონომია smile.gif. სამაგიეროდ შაშხანა არის შეხვეული ცელოფანში დიდი ჰაერის ბუშტულებით. ნასოსი დევს მასალაში რომელიც გავს პენოპლასტს, მაგრამ ძალიან რბილია. არის კიდე დიდი განყოფილება, სადაც ძირში დევს სხვა და სხვა ქაღალდები, საბუთები და ა.შ. კომპლექტში კიდე არის, კროსმანის რაღაც ტყვიების, პატარა ქილა, მაგრამ მაგათზე ყურებაც არ ღირს smile.gif ძალიან მინდოდა მომეხსნა ნასოსის რემენი ისე, რომ მერე ხელმეორედ გამოვიყენო, მაგრამ არ გამომივიდა smile.gif უბრალოდ გადავჭერი და ეგაა



შაშხანა იყო მძად სროლისთვის, ერთი არ იყო დატენილი და საჭირო იყო კროსმანის საფირმო ბოქლომის მოხსნა (ბოქლომი ადევს გამშვებ კაუჭს). მაგის გადაღება დამავიწყდა. შემდეგ იყო ნასოსის აწყობა. სულ რაც იყო საჭირო ეს მიუჭიროთ სახელური და დასადგმელი. ბოლტები იყო კომპლექტში. გამოვიყენე საშუალო ზომის ჯვარისებული სახრახნისი.


ნასოსის სწრაფი დათვალიერებამ გამოაჩინა ის რომ: მანომეტრი არის 250BAR-ზე რაც დაახლოვებით უდრის ცვენს 250 ატმოსფეროს, სულ ცოტა ნაკლები.



ასევე ნასოსს აქვს წნევის დამგდები ვინტი და რაღაც უცნაური მაგის ზემოდ. სავარაუდოდ ეს არის ფილტრი, რომლის გავლით ჰაერი შედის ნასოსში. უერთდება ნასოსი შლანგის და "quick"- კონექტორის მეშვეობით. ნასოსი ჯერ სრულად არ დამიშლია ასე რომ ვერაფერს გეტყვით. ერთად ერთი ის რომ შლანგი და მანომეტრი სხვადასხვა მხარეს უყურებს, რაც, ჩემის აზრით, არ არის კარგი smile.gif


ესეიგი, ნასოსი აწყობილია, შაშხანა კოლოფიდან ამოღებულია. შეიძლება დავათვალიეროთ იგი უფრო დეტალურად.

პოსტის ავტორი: Jah Feb 14 2009, 01:36 PM

რაც შეეხება გაბარიტებს და წონას. შაშხანის წონა არის 2.32კგ. შემდეგ გაჩვენებთ კოლოფის სურათს, საიდანაც არის აღებული ეს ციფრები. შაშხანის სრული სიგრზე არის 99სმ. დავიწყოთ დათვალიერება ლულის მხრიდან. ვხსნით დამცავ ხუფს რეზერვუარიდან, და ვხედავთ რომ იქ იმყოფება სატები პორტი "quick". უფრო დეტალურად რომ შევხედე ამ ადგილს, დავინახე გერმეტიკის ნარჩენები, რომლებიც ამოშვერილის ხრახნიდან. შეიძლება ვცდები, მაგრამ მერე ამ დეტალს გავხსნი და უფრო კარგად დავინახავ.



გადავიდეთ სამიზნე მოწყობილიბებთან. "მუშკა" მიჭერილია ერთი ვინტით, მაგრამ დამზადებულია არა პლასტიკისგან.შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ რაღაც ლითონია, იმიტომ რომ დავჩხაპნე შიგნიდან და დავინახე ლითონის ზედაპირი. მაგნიტზე არ მოქმედებს.


იგივე შეიძლება ვთქვათ სამიზნეზე. სამიზნეს გააჩნია, ჰორიზონტალზე და ვერტიკალზე პრიმიტიული რეგულირების საშუალებები..



რესივერი, სრულიად ლითონია. ჩახმახის სახელურიც კი მოქმედებს მაგნიტზე. ადგილზე არის "მერცხლის კუდი" 11მმ. (ოპტიკის კრონშტეინის რელსი), 156მმ. სიგრძის. ტყვიის მიწოდების არხი აშკარად 5.5 ყალიბთან უნივერსალურია, რის გამო 4.5 ტყვიების ჩადება არც ისე კომფორტულია. ჩახმახის, ტყვიის მიმწოდებლის წვერი აშკარად ზედმეტად სქელია.

პოსტის ავტორი: Jah Feb 14 2009, 01:37 PM

გამშვები მექანიზმი. ყველაფერი რაც გარედაბნა, პლასტიკია. შიგთავსამდე მივალთ ცოტა მერე. არის დამცავი, ყველა კროსმანის მსგავსი.



კონდახში, დამცავი კაუჭის წინ არის მანომეტრი, რომლის მეშვეობით შეიძლება წნევის ნარჩენების კონტროლი.


და რათქმა უნდა, კონდახის ხის, ზედაპირის სტრუქტურა. ცოტათი ხაოიანია, მაგრამ ალბათ ეს არის ასეთი ხე.


მოკლედ. გარედან დავათვალიერედ, ხელში ვატრიალეთ. საინტერესოა გავისროლოთ. კოლოფზე არის ნაჩვენები სიჩქარე - 305მ/წ. რა წონის ტყვიით გაუგებარია smile.gif.
მაგრამ ეს არაფერია smile.gif.

პოსტის ავტორი: Jah Feb 14 2009, 01:38 PM

ვტუმბავ შაშხანას. ნასოსის მანომეტრით გამოდის, ოდნავ 150 ატმ.-ზე მეტი, შაშხანის მანომეტრით კი მწვანე შკალას ზედა საზღვარი. იმისთვის რომ აქამდე მიმეღწია, მომიწია 120 ნასოსის მოძრაობა. ცარიელი რეზერვუარიდან რა თქმა უნდა. ყველაფერი შეერთდა პირველივე ჯერიდან და არ საიდან არ უშვებდა smile.gif



ვისროლე ქრონოგრაფში ტყვია DS - 0,5 "სკარაბეი" (უკრაინის წარმოების) საწყისი წნევა 150 ატმოსფერო: 304-304-305-307-309-307-308-311-309-308-310-310-309-309-308-308-307-306-306-304-304-301-301-299-297-296-294-293-292-288-287-283-282-280-278-274-270-267-265 - ჰაერის მწვანე შკალას ბოლო. 262-259-255-252-246-243-229 СО2-ის შკალას ბოლო. შემდეგ სიჩქარე ასევე სტაბილურად ვარდებოდა, და გამოჩნდებოდა ხოლმე ორმაგი ან სამმაგი გასროლები, რაც მეტყველებს დამრტყმელი ჯგუფის არასწორ რეგულირებაზე. მაგრამ საერთოდ მინდა ვთქვა რომ შედეგი არის "კოლოფიდანვე". ტყვია იყო მსუბუქი 0.51 გრამი, და თუ ავიღებთ JSB-ს 0.68 გრამიანს, გამოვა 23 გასროლა 270მ/წ. ან ცოტა უფრო მეტი. ესეიგი "პლატო" არსებობს შაშხანაში თავიდანვე. მაგრამ ეგზემპლარებს გააჩნია, სიჩქარეები შაშხანიდან შაშხანამდე ოდნავ იცვლება.
დაშლა.
ესეიგი. ჯერ უნდა ამოვაგდოთ მცველი, თორემ ის არ გამოუშვებს კონდახიდან დამცავ კაუჭს. ამისთვის, რამე წვრილით, უნდა ამვაგდოთ ზამბარა, და ამოვიღოთ იგი. რომ გამოვირებთ მცველს, ზამბარა დავაბრუნოთ ადგილზე.



მცველის ლითონისაა. ის არის გამშვები მექანიზმის ერთ ერთი ლითონის ნაწილი. ამ ადგილიდან ყველა წვრილმანი ჩავალაგოთ რამე პატარა კოლოფში.


ახლა ვხსნით ვინტს, რომელიც იმყოფება, გამშვები მექანიზმის და მანომეტრის შუაში. დაგვჭირდება ჯვარისებული სახრახნისი, არც თუ ისე პატარა smile.gif. ვინტი არ დავკარგოთ!!! მაგას აქვს დიუიმიანი ხრახნი, შემცვლელს ვერ ვიპოვით. უკვე არის მწარე გამოცდილება...

პოსტის ავტორი: Jah Feb 14 2009, 01:38 PM

ვხსნით კონდახს და ვხედავთ იმას რასაც ის ფარავდა.



დავამატებ აქ თვითონ მოხსნილ კონდახს. შიგნიდან ხე ამოღებულია საშუალო დონეზე, ზედაპირი როგორც გარედანა.


ახლა ვხსნი სამიზნე საშუალებებს. მაგის ქვეშ "ნადულნიკის" ფარული ვინტი.



ნადულნიკიც აღმოჩნდა ლითონი, სავარაუდოდ ალუმინია. მივაქციე ყურადღება - "ნადულნიკი" არ ეხება რეზერვუარს! (კარგია) თუ ოდნავ მივაწვებით იმას, ვიგრძნობთ როგორი დრეკადია ლილა. "მუშკის" და სამიზნის ვინტები დიუიმიანი ხრახნით!!! (არ დავკარგოთ)
სამიზნე


ვხნით მანომეტრს რეზერვუარიდან. ჯერ ამოვიღე გადამსვლელთან ერტად. საშინელი შესახედაობის დამამკრივებელი რეზინის რგოლი... გადამსვლელზე და პატარა ხუფზე რეზერვუარში, ხრახნი = M10x1. მივხვდი თუ რატომ იყო გაუბედურებული ის დამამკრივებელი რგოლი - გადამსვლელის ბოლოში აქვს კონუსებური ამოსვლა.
იდეაში საჭიროა ჯერ ცამოვაცვათ მაგას რეზინის რგოლი და მერე დაუჭიროთ ყველაფერი ადგილზე. ვცადე. აპა... sad.gif ასე არ მიდის ხრახნზე, ან ხრახნი შეჭამს რეზინის დამამკრივებელ რგოლს ბოლომდე. ესეიგი საჭიროა მაინც ჩამოუშვათ ხრახნში ჯერ რგოლი და მერე დაუჭიროთ. ისევ გააფუჭებს რგოლს... უნდა ვიფიქრო. ან მომიწევს ამ კონუსებური ამისვლა მოვაჭრა ან დავაკეთო იმაზე "ფასკა". მე მგონი ამ ამოსვლას არც აქვს აზრი, ყველაფერი ისედაც იმუშავებს.


ვატრიალე მანომეტრი ხელში და რაღაც დამეზარა გადამსვლელიდან მაგის ამოღება... ჯერ დავტოვებ ასე. ფოტოზე ჩანს რაღაც დამკვრივება ხრახნზე... შეიძლება ეს დამკრივება იმისთვის არის რომ გაამაგროს ხრახნი... არ ვიცი. გადავწყვიტე- დარცეს ეს ყველაფერი დაუშლელი.
მანომეტრზე ხრახნი დიუიმურია, ეს ისედაც ვიცი უკვე 1/8".

პოსტის ავტორი: Jah Feb 14 2009, 01:39 PM

ვხსნი გამშვები მექანიზნის მთლიან კორპუსს. მაგრდება ორი ვინტით, ორივე დიუიმურია (არ დავკარგოთ!!!). წინა ვინტს აქვს გადამსვლელი ადგილი, კონდახის დამაგრების ვინტზე. გამოდის, რომ მტელი კონდახი მაგრდება მხოლოდ 1 ვინტით (ცუდია...)



გ.მ.-ს შიგთავსი. ყველაფერი გენიალური - უბრალოა... მაგრამ ამავდროულად პრიმიტიულია.


მაგრამ! შემქმნელებს უნდა უთხრა მადლობა იმის გამო რომ დატოვეს ბევრი ადგილი და სივრცე, ასევე ნახევრად მზად მომენტები, იმისთვის რომ შევიტანოთ ცვლილებები უკეთესობისკენ. მე უკვე ვიპოვე, მექანიზმის "ლაითი" კორექციის 2 ვარიანტი, რომლებიც არ საჭიროებს რამე დაზგების ან განსაკუტრებული ინსტრუმენტების ქონას. თუ მოვხსნით ქვედა ენას, ჩანს 2 დამატებითი ნახვრეტი (გ.მ.-ს კოლოფში) რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ, მხრების სისტემაში შესწორებების შესატანად. მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ჯერ ვიტყვი რომ ზედა ენა ზალიან გავს იგივე Crosman 1377-ის იგივე ენას, თუ საერთოდ არ არის მაგის კოპიო. ორივე ენა გაწვრთნილია. გამშვები კაუჭი სრულიად პლასტიკიდანა, როგორც მთლიანად კორპუსი.



ვხსნით ლულის "რვიანს", და ვანთავისუფლებთ ლულას და რეზერვუარს ერთმანეთისგან. აქ ყველაფერი მარტივია, "რვიანზე" ამოვხრახნოთ ორი ვინტი, ზევიდან და ქვევიდან და ეგ არის. ის მარტივად გამოდის წინ.


როგორც კი მოვხსენი აღმოვაჩინე რომ ლულა ამოიწია ოდნავ ზევით. თან არა მარტო ლულა არამედ რესივერტან ერტად. ფოტოზე ჩანს ცოტა.

პოსტის ავტორი: Jah Feb 14 2009, 01:39 PM

ახლა ვხსნით რესივერს. აქ ვიმოქმედოთ შემდეგი რიგით:
ჯერ ჩახმახის (მიმწოდებლის) სახელური, მაგაზე არის შლიცები ბრტყელტუჩასთვის. მერე ზედა უკანა ვინტი, ისევ დიუიმურია! მერე ამოვიღოთ საცობი, რომლის გავლით ვინტი შედის პეზერვუარის საცობში. ახლა გამოვწიოთ ცახმახი სულ ბოლო მდგომარეობაში და დავინახავთ ყველაზე ცუდ ვინტს, რომელის არ უყვართ ყველა კროსმანის მფლობელებს. კიდე კარგი რომ ის ამ შემთხვევაში დამალულია მიმწოდებლის ქვეშ, და არ გვიშლის ტყვიის მიწოდებას ლულაში. მაგრამ გვიშლის რაღაც სხვა... მაგრამ ამაზე მოგვიანებით.



სულ ეს არის, რესივერი მოხსნილია. მაგის ქვეშ, უკვე ნაცნობი, გადამსვლელის ვტულკა და რეზინის დამამკვრივებელი რგოლი. გადამსვლელი დიამეტრები, ვტულკაში -3.6მმ. კლაპნის მერე არხში - 3.8მმ., ლულაში 3.5მმ.
სურათებზე რესივერის მტელი შიგთავსი.


ლულა. უერთდება რესივერს გადამსვლელის მეშვეობით. გადამსვლელიდან მაგის ამორება აღმოჩნდა შეუძლებელი. მიზეზი მარტივია - არ მქონდა საჭირო ზომის "კლუჩი". ლულის გაბარიტები. სრული სიგრძე 609მმ. გადამსვლელიდან ბოლომდე 600მმ. გარე დიამეტრი 11მმ. შიგნით ღარები სუსტია, მაგრამ მიდის ბოლომდე. 1-2 გრძივი ნაჩხაპნი, რომლების როგორც გაირკვა არც თუ ისე მნიშვნელოვანია. ბოლო დროს ზალიან ხშირია ასეთი ლულები.

პოსტის ავტორი: Jah Feb 14 2009, 01:40 PM

ლულის კვეთის "ფასკა" საკმაოდ ცუდია, საკმაოდ ბევრი, მჭრელი ხელსაწყოს, კვალია. ტყვია გასვლისას საკმაოდ მაგრად ედება თავით და კაბით. შემსვლელი კონუსი ("პატრონნიკი") საკმაოდ ხაოიანია, მე ვიტყოდი კიბესებურია, რაც უშლის ტყვიის ლულაში მიწოდებას. ყოველივე ეს, ძალზედ მარტივად გამოსწორებადია. სამწუხაროდ "ფასკა"-ს სურათი არ გამოვიდა კარგი.



ვაგრძელებთ პრეპარირებას.
დამრტყმელი, ზამბარა და საცობი. დამრტყმელი, პრინციპში, კროსმან 1377-ის დამრტყმელის გადიდებული კოპიოა. წონა 58.6 გრ. ზამბარა საკმაოდ გრძელია - სიგრძე თავისუფალ მდგომარეობაში 48მმ., გარეთა დიამეტრი 7.4მმ, მავთული 0.9მმ. ესეც ეტყობა კროსმანის სტანდარტული ზამბარაა.



უკანა საცობს აქვს ღერძისეული ხვრეტი. შეიძლება განვათავსოთ მანდ, ზამბარის მისაჭიმი ვინტი.


რეზერვუარის დაშლა. ამოვხრახნოთ წინა საცობი, შემდეგ ამოვხრახნოთ უკანა საცობის სამი ვინტი. ახლა ამოვაგდოთ წინ, რამე გრძელი საგნით, შიგთავსი. მივაქციოთ ყურადღება, რეზინის რგოლების, მანომეტრის ხრახნზე გასვლას. იმ ადგილას მომიწია ცოტა ძალის დატანა, გარედან რეზინების მიწოლით, იმისთვის რომ არ გაიხეს. რეზერვუარის მილი. მაგის სრული სიგრძე- 653მმ. (სახაზავით) გარეთა დიამეტრი 22.3 შიდა- 19.0მმ. გამოდის, რომ წინა საცობის კიდიდან, მანომეტრის საცობამდე, მოცულობა არის - 127.5კუბ. სმ. + ცოტა კიდე თვითონ საცობებში და კლაპნის კამერაში. ვივარაუდებ რომ იქნება 140 კუბ. სმ.
სურათები -




წინა საცობი და სატუმბი კლაპანი.

პოსტის ავტორი: Jah Feb 14 2009, 01:55 PM

რომ დავიწყე დაშლა, მივხვდი რა ჩანდა ხრახნიდან. ეს დამკვრივება, დახვეულია თვითონ ხრახნზე,რაღაზ "ფუმ-ლენტი"-ს მაგვარია.



შიგნითა მხრიდან საცობში ჩამონტაჟებულია ფილტრის ბადე.
თვითონ კლაპანი. დაკეტვა მიმდინარეობს, პირზე და არა კონუსზე როგორც BAM-50-ში.


კლაპნის კამედა და კლაპანი. კამერის წინა მხარეს შლიცი რატომღაც ხურდაზეა და არა ხრახნზე smile.gif


უკანა მხრიდან დავინახე უცნაური რგოლისებური ჩაღრმავებები. შტოკის ამოღებისთანავე მივხვდი რომ ეს არის ვტულკა რომელიც მიიჩიმავს დასამკვრივებელ რგოლს კლაპნის შტოკზე.


თვითონ კლაპანი, სავარაუდოდ ფტოროპლასტიდანაა. ყოველ შემთხვევაში ფრჩხილის კვალი რჩება. კაპროლონის შემთხვევაში ეს შეუძლებელია. ეს ისე, შედარებისთვის. აქედან დასკვნა სასურველია შევცვალოთ კლაპანის მასალა, ამოვჩარხოთ კაპროლონიდან. მაგრამ შეიძლება ესეც იმუშაოს ძალიან დიდხანს.
ცოტაოდენი კლაპნის გეომეტრიაზე. სიბრტყე კონუსის პირზე ჩაკეტვა. შტოკი - 4.0მმ. დიამეტრში, აქვს პატარა შეთხელება ეგრევე კლაპნის მერე 3.7მმ. - მდე. ჰაერის გამშვები არხი - 5.6მმ.
კლაპნის უნაგირზე მაქსიმალური დაწოლის დიამეტრი - 7.5მმ. გადამშვები - 3.8მმ. კლაპნის ზამბარა არც ისე ძლიერია, და არც ისე იკუმშება, კლაპანის კორპუსის აწყობის დროს.


უფფფ........ (მოვიწმინდე ოფლი შუბლიდან smile.gif ) დასკვნა? ჯერ ადრეა, უნდა ვიხმარო და უყურო, ყველაფერი მაშინ გამოვლინდება. რაღაც რაღაცეებს შევცვლიდი კლაპან-დამრტყმელ ჯგუფში. შეიძლება ცოტა ჩამოვწიოთ "პლატო", დაბალი წნევების არეში და მაგით გაიზრდება სტაბილური გასროლების რაოდენობა. წარმოების ხარისხი (ჩემი აზრით) არც მაღალია არ დაბალი, უბრალოდ მისაღებია. ამ ეგზემპლარს ჯერ არ გაუვლია ტესტი სიზუსტეზე და ჯგუფურობაზე. მაგრამ სავარაუდოდ ყველაფერი იქნება სანადირო შაშხანის ჩარჩოების ფარგლებში.

პოსტის ავტორი: parna Feb 17 2009, 04:38 PM

მართალიგითხრა ნერწყვები მომადგა :lol: საღოლ მაგარი სტატიაა

და წარმოიდგინე გია ეს სიამოვნება წინგაქვს ჯერ 18.gif


მაგარია რა

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 17 2009, 05:39 PM

მდააჰ მეც დიდი სიამოვნებით გამოშიგნიდი Discovery-ის 22.gif

პოსტის ავტორი: bazuka Mar 15 2009, 01:12 PM

Jah
შენც ელოდები ხო ამ თოფს?? დამრტყმელი მექანიზმის კიტის შეძენას ხომ არ აპირებ??

პოსტის ავტორი: Jah Mar 15 2009, 03:23 PM

ციტატა(bazuka @ 15th March 2009 - 02:12 PM) *
დამრტყმელი მექანიზმის კიტის შეძენას ხომ არ აპირებ??

რომ შეუკვეთე თავიდან სულ ამომივარდა. ჯერ ვეცდები ჩემით რამენაირად გავაუმჯობესო. და თუ არ გამომივა მერე შეუკვეთავ.

პოსტის ავტორი: tarasuna Sep 9 2017, 01:57 PM

ბენჯამენ დისკოვერი მაგ ორმოცდაექვს გასროლას 150_ატმოსფეროდან რამდენ ატმოსფერომდე ახდენს?

პოსტის ავტორი: mamukaaa Sep 10 2017, 07:32 PM

გამარჯობათ.
ახალი დისკო როგორია ვინმე თუ მეტყვით.ან არის საერთოდ გაყიდვაში?
მეგობარს უნდა რაღაცის შერჩევა და ეძებს?

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 11 2017, 11:59 AM

ახალი დისკო მემგონი დაჯე დაგრძელებული ლულითაა, და დიზაინი უკეთესია მემგონი, დანარჩენის მხრივ იგივეა

პოსტის ავტორი: tarasuna Sep 11 2017, 03:02 PM

ბენჯამენ დისკოვერი მაგ ორმოცდაექვს გასროლას 150_ატმოსფეროდან რამდენ ატმოსფერომდე ახდენს?

პოსტის ავტორი: mamukaaa Sep 11 2017, 05:11 PM

ისე რაც ვნახე ცუდი პსპ-ი არ უნდა იყოს?
რას იტყვით? სანადიროდ გამოდგება?

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 11 2017, 08:08 PM

თავს ვერ დავდებ მითუმეტეს ეგზემპლარიდან ეგზემპლარამდე სხვაობები დიდია....

მე რაც მქონდა ტყვიას ტყვიაში სვავდა 50 მეტრზე და 100 მეტრზე ბოთლის პრობკებს ხსნიდა 10-დან 8-ს, მაგრამ ეს ყველა ეგზემპლარს არ ეხება smile.gif გასროლების რაოდენობაც სხვადასხვაა ზოგს 30 გასროლა აქვს ერთ დატენვაზე ზოგს 50.. საშუალოდ მერყეობს 35-დან 42-მდე

რაც შეეხება დატენვას 150 ატმჯოსფეროზე ეგ თოფი არ იტენება, დამრტყმელს ძალა არ ეყოფა სრულყოფილად გახსნას კლაპანი მაგ წნევაზე. მაქსიმუმი არის 136-140 ატმოსფერო (ანუ 2000 PSI)... მინიმალური წყევა არის 70 ატმოსფერო (ანუ 900-1000 PSI)

აი სანადიროდ კი პირადად ჩემი სუბიექტური აზრით ერთერტი იდეალური თოფია და კონკურენტი არ ყავს, მსუბუქი და მოხერხებულია, არ არის რეალური ნადირობისას კლიპი საჭირო და 1 ტყვიანი დატენვა მშვენიერი ვარიანტია, რადგან გასროლის მერე თუ მოარტყი, მოარტყი და თუ ააცილე მაინც ყველაფერი გაფრინდა და გაიქცა smile.gif

იმის გამო რომ ლულაში ჩოკი არ აქვს, პრაქტიკულად იდეალურად ჭამს ყველა ტყვიას, იაფიანს და ძვირიანს, ოღონდ 0.67 გრამიანზე მეტი წონის სროლა მაგ თოფიდან ჩემის გადასახედიდან არაა რეკომენტირებული, მაგ წონის ტყვიას გააჩნია ეგზემპლარს ისვრის 240-დან 270-ის დიაპაზონში, პირადად მე რაც მქონდა იდეალურად ისროდა 260-დან 272-მდე. ლამის იდეალური თოფი იყო დღემდე ვნანობ რომ გავყიდე...

ერთადერთი მინუსი არის ხმა და მოდერის დაყენებისას საკმაოდ დაგრძელება რის მერეც მობილურობას და მოქნილობას კარგავს, თორემ სხვა მხრივ, განსაკუთრებით დიდხნით საბოდიალოდ იდეალურია.... თუ რა თქმა უნდა აწონ დაწონილად უდგები საქმეს და არ მიყვები სანატრელ 10 ტყვიან კლიპს, სუპერ ჩქარ 300 და 320 მეტრ წამს და ასე შემდეგ....

მაგრამ ეს ყველაფერი არის ჩემი მოსაზრება, რასაც შეიძლება სხვა საერთოდ არ დაეთანხმოს, ასე რომ მაინც საბოლოო გადაწყვეტილება აწონ დაწონილად და ცივი გონებით უნდა მიიღოთ

პოსტის ავტორი: vexam Sep 12 2017, 04:50 PM

ვაახ..ვაახ,,ეგ, აი ის კარგი თოფია შარშან, რომ ყიდდა პატიოსანი კაცი 700 ლარად სრულ კომპლექტს და კინაღამ რომ ვიყიდე და სანამ გადავწყვიტე, რომ გაყიდა იმ კაცმა ხომ? ვაახ.. smile.gif)

პოსტის ავტორი: mamukaaa Sep 14 2017, 01:12 PM

დისკოს რო იყიდი რამის გაკეთება უნდა კიდე?
ანუ რაღაცის გასწორება?ფასკის გაკეტება და მასეთი რამეები.ზუსტად არ ვიცი რა დავასახელო?

პოსტის ავტორი: mamukaaa Sep 17 2017, 05:48 PM

???

პოსტის ავტორი: giga2010 Sep 17 2017, 10:36 PM

დროთა განმავლობაში თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი რამის შეცვლის, პირადად ჩემზე, ესეა. მემგონი ბევრიც დამეთანხმება

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 18 2017, 09:10 AM

mamukaaa

ციტატა(mamukaaa @ 14th September 2017 - 02:12 PM) *
დისკოს რო იყიდი რამის გაკეთება უნდა კიდე?

რას გულისხმობ? წესით თოფი იმისთვის იყიდება რომ იყიდო და პირდაპირ გამოიყენო და არა კონსტრუქტორის დაშლა აწყობის პონტი იყოს...

მეორე საკითხია შენ გაწყობს საბაზისო შესაძლებლობები თუ გაგეხსნება სურვილების ყუთი და მონდომებ ამა თუ იმ ფუნქციის დამატებას...

ასე რომ კითხვა ცოტა სტრანნია, თუ ძველი და ნახმარია შეიძლება უნდოდეს რაიმეს ხელის შევლება, თუ ახალია პირდაპირ ისვრის და თუ ფანტაზიები მოიმატებს... ნუ ახლა მაგ თოფზე იმდენი რაღაცის გადაკეთებ გადმოკეთება შეიძლება, მაგას ვერცერთი ვერ დაგისახელებს (ვგულისხმობ ყველა შესაძლებელ მოდიფიკაციებს),

პოსტის ავტორი: mamukaaa Sep 18 2017, 06:52 PM

მადლობა.

პოსტის ავტორი: mamukaaa Sep 23 2017, 07:31 PM

დისკოთი გინადირიათ ვინმეს?
ან რაზე?

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 12 2017, 11:46 AM

სტრანნი კითხვაა smile.gif

1) მინადირია
2) ყველაფერზე

პოსტის ავტორი: mamukaaa Oct 16 2017, 11:00 PM

სტრანი კითხვა რატოა?
რაზე შეიძლება ინადირო დისკოთი?მემგონი ყველა მიხვდება რო დათვზე და სპილოზე ვერ ინადირებ.
და გასაგებიცაა რო მცირე ზომის ფრინველზე და ცხოველს ვგულისხმობ.

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 17 2017, 01:56 PM

mamukaaa

ციტატა(mamukaaa @ 17th October 2017 - 12:00 AM) *
და გასაგებიცაა რო მცირე ზომის ფრინველზე და ცხოველს ვგულისხმობ.

ზუსტად მაგიტომაა სტრანნი.... ყველაფერ მცირე ზომაზე მიდის, ჩემი მეორე პასუხიც მაგას ამბობს

ციტატა(ja_ja @ 12th October 2017 - 12:46 PM) *
2) ყველაფერზე

გაგეცინება და გააჩნია სად მოარტყავ, შეიძლება ცოტა მოზრდილი არსებაც გააგორო, თავი საკმაოდ მგრძნობიარე ორგანოა და კარგად მოხვედრისას ნუ მიჭირს ეხლა ზუსტი რაიმის დასახელება, მაგრამ 4-5 კილო ნადავლსაც კი გასცდება კაცი...

პოსტის ავტორი: userman Oct 18 2017, 08:29 AM

mamukaaa

ციტატა(mamukaaa @ 23rd September 2017 - 08:31 PM) *
დისკოთი გინადირიათ ვინმეს?
ან რაზე?


შეიძლება ინადირო იმაზე, რაზედაც ნებისმიერი პნევმატიკით ინადირებდა ადამიანი.

ანუ სიზუსტეც აქვს და ძალაც , როგორც სხვა პცპ-ეებს . გაუგებარი მე მგონი ამაში არაფერია. თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებს დისკავერის შესახებ, შეგიძლია გადახედო ფორუმზე დისკავერის თემებს , რომლებიც არც თუ ისე ცოტაა.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services