თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ PCP - Pre Charged Pneumatics _ pp700w ARTEMIS

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 3 2018, 04:01 PM

სალამი მეგობრებო. გუშინ ბატონ გრეგორმა სასიხარულო ინფორმაცია მომაწოდა. ჩამოვიდა ნანატრი პისტოლეტი სახელად pp700w ARTEMIS. და მეც დღეს, მივაკითხე ამ კარგ ადამიანს. პისტოლეტი აღმოჩნდა ყვითელ-შავ მუყაოს კოლოფში. აქვე დავამატებ რომ ბატონ გრეგორს ქონდა ორი ვერსია. მე რატომღაც ეს ვერსია მომწონდა, თუმცა არც მეორეა არაფრით დასაწუნი თუ მეტი არ არის კიდევ.
https://radikal.ru

https://radikal.ru
მეორე ვერსია კი ესე გამოიყურება
https://radikal.ru
გავაგრძელებ საუბარს ჩემს არჩევანზე და მოგაწვდით, მწარმოებლის მიერ მითითებულ მონაცემებს. მთლიანი სიგრძე 366მმ-ია, წონა-1100გრამი, ლულის სიგრძე -235მმ, რეზერვუარის მოცულობა -67,5კბ, სამუშაო წნევა მითითებული აქვს თავად რეზერვუარს- 220ბარი. აქვს ქარხნული ინტეგრირებული შრაუდერი, კარგი ინფორმაციული მანომეტრი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აქვს რედუქტორი. ასევე მითითებულია რომ შეიძლება სიჩქარის რეგულირება რედუქტორზე არსებული ვინტით. თავად პისტოლეტი, მიუხედავად იმისა რომ ჩინური წარმოებისა, საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, კორპუსი იდეალურად დამუშავებულია.
ეხლა კი ვისაუბრებ, მის კონსტრუქციაზე. ანუ დატენვის მექნიზმზე, რომლის გამოც მომეწონა. იტენება გვერდიდან კოლოფზე ზემოქმედებით, გადაწევით და თავსდება ტყვია. ლულა ერთი მთლიანი ნაჭერია და არ აქვს ჰაერის გადამშვები. დღეს ამით დავამთავრებ და სამომავლოდ მოგაწვდით ქრონის შედეგებსაც და ჯგუფებსაც. რამოდენიმე ფოტოსაც დავამატებ ინფორმაცისსთვის. ბატონ გრეგორს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვუხადო, გაიხარე!!!
https://radikal.ru

https://radikal.ru


პოსტის ავტორი: sekurifa Apr 3 2018, 04:20 PM

giga2010
გილოცავ! ძან საინტერესო აგრეგატია და ვიზუალითაც მაგრად მომეწონა

პოსტის ავტორი: vexam Apr 3 2018, 04:36 PM

გილოცავთ! ველოდებით შედეგებს.

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 3 2018, 04:49 PM

sekurifa
vexam
მადლობა მეგობრებო

პოსტის ავტორი: chicho Apr 3 2018, 05:06 PM

მშვიდობაში , რა დაჯდა ეგ სიამოვნება ?

პოსტის ავტორი: userman Apr 3 2018, 05:25 PM

giga2010

მშვიდობაში !
კარგი რამე ჩანს ...

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 3 2018, 05:41 PM

chicho
userman
დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: ikaaa Apr 3 2018, 05:50 PM

მშვიდობაში მეც ძაან მომეწონა smile.gif ლულა ხო არ იცი სადაური აქ?

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 3 2018, 05:58 PM

ikaaa
მადლობა. ლულა სადაურია არ ვიცი

პოსტის ავტორი: gregory Apr 3 2018, 06:24 PM

giga2010
გაიხარე გიგა,
ხო მართლა ის "შავი ტრუბა" მივხვდი რაცაა :0
"კლუჩია" მანომეტრის მოსახსნელი smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 3 2018, 06:29 PM

gregory
რას წარმოვიდგენდი. მადლობა ბატონო გრეგორ

პოსტის ავტორი: okela84 Apr 3 2018, 06:58 PM

Sainteresoa, mshvidobashi da gemrielad gartobashi

პოსტის ავტორი: aleqsa Apr 3 2018, 08:17 PM

giga2010

ვააა გიგა რა მაგარი რამე ჩანს smile.gif მშვიდობაში ძმაო და იმედია მოლოდინ გაგიმართლებს!! friends.gif

პოსტის ავტორი: pilotina Apr 3 2018, 09:12 PM

giga2010

მშვიდობაში, საინტერესო იქნება გაქრონვის და სროლის შედეგები. good.gif


პოსტის ავტორი: giga2010 Apr 3 2018, 09:44 PM

okela84
aleqsa
pilotina
ყველას დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ. გაიხარეთ!!!

პოსტის ავტორი: mamukaaa Apr 3 2018, 11:06 PM

კაია მშვიდობაში.
ფასი რა აქ?

პოსტის ავტორი: bubusicha Apr 3 2018, 11:54 PM

giga2010

გილოცავ

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 5 2018, 12:58 PM

bubusicha
mamukaaa
მადლობა

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 5 2018, 01:16 PM

გავაგრძელებ ამ პატარა აგრეგატის მიმოხილვას. დავიწყებ უმნიშვნელო პრობლემით, რომელიც სულ რამოდენიმე წუთში გამოსწორდა. ეს მწვანე რეზინი, რომელიც ფოტოზე ჩანს ტყვიის გასროლის შემდგომ იბერებოდა და ჩამკეტის მოძრაობისას ესე რომ ვთქვათ იკვნიტებოდა. ესეთი რამ ფუჭი გასროლის დროს არ აღენიშნებოდა. თუმცა პრობლემა ძალიან მალე და მარტივად მოგვარდა, როცა ეს მწვანე რეზინი შევცვალე უფრო გამძლე შავი ფერის რეზინით.

https://radikal.ru
დღეს კი დავიწყე მისი გაქრონვა. ტყვია ჯსბ0,67 და ესეთი შედეგი მომცა
1-217მ/წ
2-224
3-219
4-221
5-223
6-224
7-224
8-223
9-223
10-221
11-221
12-223
13-225
14-225
15-227
16-224
17-223
18-223
19-222
20-219
21-217
22-212
23-204
ამის შემდგომ აღარ გამისვრია, თუმცა მანომეტრი 110 ბარს მიჩვენებდა
შემდგომ კი მოვსიჯე ჯგუფები. დისტანცია 18მეტრი. ტყვია ჯსბ0.67. საყრდენი ბალიში, მაგრამ საკმაოდ რთული ყოფილა კონდახის მიბჯენის გარეშე სროლა. ჯგუფები კი საკმაოდ კარგი გამომივიდა. აქვე დავამატებ რომ სასხლეტს უნდა დარეგულირება და მიჩვევა. 4 ჯგუფია-- 5 გასროლით
https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

პოსტის ავტორი: vexam Apr 5 2018, 01:28 PM

მშვენიერია. ახალი აიარაღით, მიუჩვეველზე თავიდანვე ესეთი შედეგები. ოპტიკით ისროლე თუ ღია სამიზნით?

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 5 2018, 01:33 PM

vexam
ოპტიკით ვისროლე, თუმცა ცოტა მოუხერხებელია ამხელა ოპტიკის ამ პისტოლეტზე დაყენება.

პოსტის ავტორი: vexam Apr 5 2018, 01:59 PM

ციტატა(giga2010 @ Apr 5 2018, 02:33 PM) *
vexam
ოპტიკით ვისროლე, თუმცა ცოტა მოუხერხებელია ამხელა ოპტიკის ამ პისტოლეტზე დაყენება.

შრაუდერიანი მოდელია ხომ..? ღია სამიზნით მეორე ვარიანტია..ე.ი. შენი თვალით გაქვს ნანახი და არჩეული და მეორე მოდელზე გკითხავ, იქ პირდაპირ ლულაა და შრაუდერის ფუნქცია არ აქვს ხომ?

პოსტის ავტორი: vexam Apr 5 2018, 02:09 PM

https://www.youtube.com/watch?v=v0XICy8Nneo
ტუნინგმა გაგიტაცათ და აი, კონდახის ვარიანტი (რადგან ესე ხელიდან უკონდახოთ რთულია სროლა).

https://www.youtube.com/watch?v=w51mCY9uiKo

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 5 2018, 02:14 PM

giga2010

ციტატა(giga2010 @ 5th April 2018 - 02:16 PM) *
შემდგომ კი მოვსიჯე ჯგუფები. დისტანცია 18მეტრი.

ეს ხელიდან გაქვს ნასროლი? შენა და სპორტის არცერთ სახეობაში ადრე მონაწილეობას არ იღებდი? smile.gif ნამეტანი კაი შედეგია ცალი ხელიდან სროლისთვის თან ალბათ ოპტიკაც არ გიყენია

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 5 2018, 04:40 PM

ja_ja
არა უფროსო, მიწერია. რომ ვისროლე საყრდენით ბალიშზე. ოპტიკა 10ჯერადი

vexam

ციტატა(vexam @ 5th April 2018 - 02:59 PM) *
შრაუდერიანი მოდელია ხომ..?

კი შრაუდერიანი მოდელია, მეორე ვერსია კი ვნახე მაგრამ არვიცი მისი შიგნეულობა

პოსტის ავტორი: ikaaa Apr 5 2018, 06:39 PM

ჯგუფები მშვენიერია, მარა ვერ გავიგე რედუქტორიან პისტოლეტს რატომ აქვს სიჩქარეებში ამხელა 10 მეტრიანი კუზი?

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 5 2018, 06:52 PM

ikaaa
რედუქტორი ძალიან პატარა მოცულობის დეტალია ამ პისტოლეტში. ჩემი აზრით რეზევუარის პატარა მოცულობაც მოქმედებს სიჩქარის პლატოზე. ვფიქრობ, მაინც ნორმალურად მუშაობს რედუქტორი, ამ მოცულობის რეზერვუარზე

პოსტის ავტორი: ikaaa Apr 5 2018, 07:53 PM

აბა ერთი თუ არის შესაძლებლობა, რედუქტორი ამოაცალე და ისე სცადე რამხელა კუზი ექნება, იმიტო რო ეხლა როგორც არის რედუქტორის მუშაობის ეფექტი ნაკლებად ჩანს.

პოსტის ავტორი: userman Apr 5 2018, 08:58 PM

giga2010

მომილოცავს ! ყველაფერი კარგია , პირველ რიგში ენერგეტიკა , შემდეგ ჯგუფი .
გასროლების რაოდენობაც დამაკმაყოფილებელია.

პოსტის ავტორი: bubusicha Apr 5 2018, 10:12 PM

ციტატა(vexam @ 5th April 2018 - 03:09 PM) *
https://www.youtube.com/watch?v=v0XICy8Nneo
ტუნინგმა გაგიტაცათ და აი, კონდახის ვარიანტი (რადგან ესე ხელიდან უკონდახოთ რთულია სროლა).

https://www.youtube.com/watch?v=w51mCY9uiKo


მეორე კონდახი უცნაური და საინტერესო რამეა, მაგრამ
პირველი კონდახი ზუსტად ზედგამოჭრილია მაგ იარაღზე აი ეს უნდა იყოს ეგ კონდახი.
http://www.airsoftmegastore.com/73-dboys-full-metal-m30-folding-retractable-stock-for-m4-series-aegs.aspx

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 5 2018, 10:22 PM

ikaaa
ჯერჯერობით არ მინდა ხელის ხლება რედუქტორზე. როგორც ეხლა ისვრის და რა ენერგეტიკითაც, ჩემთვის მისაღებია. სიცქარის მომატება, დამრტყმელი ზამბარითაც შესაძლებელია და მოვსინჯავ ამ დღეებში

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 25 2018, 02:49 PM

სალამი მეგობრებო. მოვარგე მსუბუქი ოპტიკა და ამ უსაქმურობისგან ცოტაც ვიჩხერკედელავე. დავაერთე კონდახი, რომელიც მარტივად ეხრახნება პისტოლეტს.
გაგიზიარებთ ფოტოებს, იმედია ძალიან არ გამკიცხავთ smile.gif. ოპტკა 4,5 ჯერადობისაა, საკმაოდ უცხო ბადე აქვს და თხელი, იწონის 170გრამს. მთლიანი კონსტრუქცია კი გამოვიდა 1550გრამამდე
https://radikal.ru

https://radikal.ru

პოსტის ავტორი: gregory Apr 25 2018, 04:32 PM

giga2010
ვაა მაგარია!
რა ოპტიკაა? საინტერესოდ გამოიყურება. აქ შეიძინე სადმე?
მგონი ოპტიკაზე მძიმე რინგებია. რათ უნდა ასეთი მსუქანი რინგები? უბრალოებიც წავიდოდა ალბათ.


პოსტის ავტორი: giga2010 Apr 25 2018, 04:53 PM

ციტატა(gregory @ Apr 25 2018, 05:32 PM) *
giga2010
ვაა მაგარია!
რა ოპტიკაა? საინტერესოდ გამოიყურება. აქ შეიძინე სადმე?
მგონი ოპტიკაზე მძიმე რინგებია. რათ უნდა ასეთი მსუქანი რინგები? უბრალოებიც წავიდოდა ალბათ.

გეთანხმებით ოპტიკის რინგებზე, უბრალოდ ეგ მოყვა, საერთოდ ვფიქრობ ერთ რინგზე დავსვა, საინტერესო იქნება თუ იმუშავებს და თუ არ აირევა. კი აქ შევიძინე.
ბადე კი ესე გამოიყურება, ძალიან თხელია
https://radikal.ru

https://radikal.ru

პოსტის ავტორი: okela84 Apr 25 2018, 05:12 PM

სუპერ კომპაქტური კი გამოვიდა წონა გაბარიტებში. თუმცა რინგები მართლაც არ აწყენდა უფრო თხელები და უფრო დაბლებიც.


პოსტის ავტორი: giga2010 Apr 25 2018, 05:19 PM

okela84
დაბალი რინგები არ გამომადგება, პირიქით, ვფიქრობ მაღალ რინგებს. ამ რინგებითაც მიჭირს ტყვიის მიწოდება ლულაში

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 25 2018, 05:29 PM

მართლა ძან კოხტა ოპტიკაა მოუხდა მაგ ფიშტოს. რომელი ტყვია მოუხდა და ქრონში ხომარ გაგოტარებია?

პოსტის ავტორი: gregory Apr 25 2018, 05:36 PM

ციტატა(giga2010 @ 25th April 2018 - 05:53 PM) *
კი აქ შევიძინე.

giga2010
ბარემ ფასი და აგილიც გვითხარი თუ აიდუმლო არაა
რინგებს რაც შეეხება. თუ გინდა გადაგიცვლი თხელ და მაღლებში

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 25 2018, 06:51 PM

sekurifa
ჯსბ-0,67 მოუხდა, სიჩქარე კი 228-235მწ-ია. ეს პლატო აქვს 15 გასროლაზე. ისე 20 გასროლას ყოფნის.
gregory
ეს ოპტიკა კი ერთმა ჩვენმა ფორუმელმა შემომთავაზა, თქვენ რომ დაურეკეთ

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 26 2018, 05:16 PM

სალამი მეგობრებო. დღეს ცოტა მოვიცალე და ვისროლე უკვე კონდახით, საყრდენი- ბალიში. დისტანცია უკვე ბევრისთვის ნაცნობია biggrin.gif (18მეტრი) ტყვია ჯსბ-0.67. სიჩქარე 230-235მწ
მეორე ფოტოზეც 5 გასროლა
https://radikal.ru

https://radikal.ru

პოსტის ავტორი: gregory Apr 26 2018, 05:50 PM

giga2010
მშვენიერია.
მაგ ოპტიკაზე რაც ვნახე პარალაქსი 100 იარდზეაო გასწორებული და ეგრეა? ანუ 18 მეტზე რომ ისროდი გამოსახულება როგორი იყო?


პოსტის ავტორი: giga2010 Apr 26 2018, 07:43 PM

gregory
10 მეტრამდე ბუნდოვანი გამოსახულება აქვს, მერე იდეალური. 18 მეტრზე მკაფიო გამოსახულება აქვს.
თუ დაგაინტერესათ მოიცალეთ ერთ დღეს და გამომიარეთ, ან მე გამოგივლით და შეგახედებთ

პოსტის ავტორი: sekurifa Apr 26 2018, 09:03 PM

ციტატა(giga2010 @ 26th April 2018 - 08:43 PM) *
10 მეტრამდე ბუნდოვანი გამოსახულება აქვს, მერე იდეალური. 18 მეტრზე მკაფიო გამოსახულება


არა და მაგ ზუმით ახლოშიც უნდა ხედავდეს სუფთად. ეგეთი ფორმის ოპტიკას ვეძებ ოღონდ 9ან 10 ზუმით. გამავალი ლინზა ტრუბის დიამეტრის მინდა იყოს. მაგ პისტალეტისთვის ზედგამოწერილია )

პოსტის ავტორი: bubusicha Apr 26 2018, 09:55 PM

კოლიმატორი მოუხდებოდა მაგას

პოსტის ავტორი: NRG Apr 27 2018, 06:48 PM

მომილოცავს გიგა შენი იმედები გაემართლებინოს ძალიან კომპაქტური სათამაშოა მეც ვფიქრობდი მაგის შეძენაზე smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 27 2018, 07:04 PM

NRG
მადლობა. გაიხარე გენაცვალე

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Apr 27 2018, 07:51 PM

giga2010
სალამი...

ეს თემა ეხლა ვნახე პირველად. პირველ რიგში გილოცავ ამ ახალ შენაძენს და გაემართლებინოს იმედები, მთლიანად გადავიკითხე თემა და მგონი გაგიმართლა კიდეც და კმაყოფილიც ხარ მაგ სათამაშოთი როგორც ვხვდები smile.gif

ძალიან საყვარლობა ფიშტოა....

არტემისი... არ ვიცი ზოგადად რამდენი ხანია რაც ეს ჩინური ბრენდი აწარმოებს ამ ახალ თოფებს, მაგრამ ქართულ ბაზარზე მემგონი ახალი ხილია და ერთი ის ვიცი რომ მეც მომწონს მათი პროდუქცია, ფასები ნორმალურია და ხარისხიც მემგონი ცუდი არ უნდა იყოს. გამოყენების პრაქტიკა არ მაქვს ამ ბრენდზე, მაგრამ ფიზიკური შეხება და ხელში ტრიალ-დათვალიერება კი მაქვს გამოვლილი ბევრ მოდელზე და ძალიან მომწონს მისი ფიშტოები. მითუმეტეს კი ეს კონკრეტული მოდელი ARTEMIS P10, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვუტრიალებ და რომელზეც ვაფრენ biggrin.gif

შენი ფიშტო მომეწონა, თუმცა მემგონი მწვანე ხელსაკიდით უფრო ლამაზუკაა? ნუ არ ვიცი... biggrin.gif

ის ტყვიები, რომელსაც შენ ისვრი ძალიან კარგია დამზადების სიზუსტითაც და თუ მასეთ ნორმალური წონის ტყვიებს შენი ფიშტო მაგ სიჩქარით ისვრის, იმის კვალობაზე რომ ფისტალეტია ძალიან მაგარია ჩემი აზრით. სიზუსტეც კარგი აქვს როგორც უკვე გატესტე (შემდეგში ცოტა მეტ დინსტანციაზე სცადე, ჩემი აზრით გაამართლებს იმედებს 50 მეტრზეც კი, თუ მასეთი სიჩქარით ისვრის ტყვიას)

რაც შეეხება ოპტიკის რინგებს, თუ გადასატენად ცოტა ძნელი გამოსაყენებელია ეგ რინგები რაც გაქვს, დაუყენე უფრო მაღლები, მაგრამ სხვების არ იყოს ცოტა დააწვრილე, ეგ ძაან სქელებია და საერთოდაც ცალ რინგზეც რო დასვა ოპტიკა, არანაირი პრობლემა არ ექნება, იქიდან გამომდინარე რომ ოპტიკაც მსუბუქია და პლიუს ამას თვითონ თოფს არ აქვს უკუცემა რომ რამე უყოს და დააზიანოს ან რინგი ან ოპტიკა, უბრალოდ მთავარია არსად წამოსდო ან არ დაგივარდეს.

კონდახს რაც შეეხება, ეგ რა დაგიყენებია კაცოუ, სურათი რომ ვნახე გული გამისკდა, ეგ ორმხრივი მავთულისგან დამზადებული ჩხირი მოხსენი და გადააგდე საერთოდ biggrin.gif http://www.airsoftmegastore.com/73-dboys-full-metal-m30-folding-retractable-stock-for-m4-series-aegs.aspx თითქოს მაგისთვის შექმნესო ისე ძალიან უხდება smile.gif

გადატენის სისტემამ მომხიბლა, როგორ ჩაუკომპაქტებიათ ამ ჩინელებს, მშვენიერი მონაგონია smile.gif

თოფის რეზერვუარი ადვილად იტენება?

და ბოლოს, 2 ჯერ გკითხეს და მაინც არ დაწერე, მალავ ფასს? biggrin.gif biggrin.gif გვითხარი ფასი გვაინტერსებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 27 2018, 08:11 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
მადლობა და მეც მომელოცოს თქვენთვის ბევრი ახალი ფიშტოები smile.gif
დავიწყებ იმით, რომ მწვანე ხელსაკიდით, ქართულ სივრცეში არ არსებობს. შესაბამისად არჩევანის შესაძლებლობა არ მქონდა. მაგრამ რომც მქონოდა მაინც შავი ხელსაკიდით ავირჩევდი. რინგები როგორც ავღნიშნე რაც მოყვა ის დავაყენე, დაგეთანხმები, რომ შესაცვლელია და აჯობებს მაღალი რინგები.
აი კონდახს და მავთულის ორ ჩხირს, ნამდვილად ვერ გადავაგდებ. საკმაო შრომაც გავწიე, რომ გამომეთალა რკინის გადამყვანები და ის რაც თქვენ მიმითითეთ, მე პირადად საერთოდ არ მომწონს. კონსტრუქცია მყარია და თავის საქმეს აკეთებს, მომავალში ალბათ შევცვლი დასაკეცი მექანიზმით.
ოპტიკის ფასს რაც შეეხება, მართლა ვარიდებ თავს და არმინდა გახმაურება. იმის გამო რომ ჩვენი თანაფორუმელისგან შევიძინე და თუ ის ჩათვლის საჭიროდ თავადაც დაწერს. ოპტიკის ლინკს დავდებ და ფასიც აქვს მითითებულიhttps://ru.aliexpress.com/item/Eyebre-MM0002-FRIE-WOLF-Tactical-AK47-AK74-AR15-Hunting-scope-4-5X20-Red-Illumination-Mil-Dot/32819454551.html?spm=a2g0v.search0104.3.73.42ce2947NySr49&ws_ab_test=searchweb0_0,searchweb201602_1_10152_10065_10709_10151_10344_10068_10342_10343_10340_5722611_10341_10697_10696_5722911_5711411_5722811_10084_5722711_10083_10618_10307_10710_5711211_10059_10212_308_100031_10103_5711511_441_10624_10623_10622_10621_10620_5711311_5722511_10125,searchweb201603_36,ppcSwitch_5&algo_expid=7a2044a0-1828-427a-b2d6-203471d0c7f9-10&algo_pvid=7a2044a0-1828-427a-b2d6-203471d0c7f9&priceBeautifyAB=0
ეს კითხვა კი ვერ გავიგე(თოფის რეზერვუარი ადვილად იტენება? ) რეზერვუარი იტენება ჩვეულებრივ, მოყვა თავის შტუცერი

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Apr 27 2018, 08:14 PM

ციტატა(giga2010 @ Apr 27 2018, 09:11 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
მადლობა და მეც მომელოცოს თქვენთვის ბევრი ახალი ფიშტოები smile.gif
დავიწყებ იმით, რომ მწვანე ხელსაკიდით, ქართულ სივრცეში არ არსებობს. შესაბამისად არჩევანის შესაძლებლობა არ მქონდა. მაგრამ რომც მქონოდა მაინც შავი ხელსაკიდით ავირჩევდი. რინგები როგორც ავღნიშნე რაც მოყვა ის დავაყენე, დაგეთანხმები, რომ შესაცვლელია და აჯობებს მაღალი რინგები.
აი კონდახს და მავთულის ორ ჩხირს, ნამდვილად ვერ გადავაგდებ. საკმაო შრომაც გავწიე, რომ გამომეთალა რკინის გადამყვანები და ის რაც თქვენ მიმითითეთ, მე პირადად საერთოდ არ მომწონს. კონსტრუქცია მყარია და თავის საქმეს აკეთებს, მომავალში ალბათ შევცვლი დასაკეცი მექანიზმით.
ოპტიკის ფასს რაც შეეხება, მართლა ვარიდებ თავს და არმინდა გახმაურება. იმის გამო რომ ჩვენი თანაფორუმელისგან შევიძინე და თუ ის ჩათვლის საჭიროდ თავადაც დაწერს. ოპტიკის ლინკს დავდებ და ფასიც აქვს მითითებულიhttps://ru.aliexpress.com/item/Eyebre-MM0002-FRIE-WOLF-Tactical-AK47-AK74-AR15-Hunting-scope-4-5X20-Red-Illumination-Mil-Dot/32819454551.html?spm=a2g0v.search0104.3.73.42ce2947NySr49&ws_ab_test=searchweb0_0,searchweb201602_1_10152_10065_10709_10151_10344_10068_10342_10343_10340_5722611_10341_10697_10696_5722911_5711411_5722811_10084_5722711_10083_10618_10307_10710_5711211_10059_10212_308_100031_10103_5711511_441_10624_10623_10622_10621_10620_5711311_5722511_10125,searchweb201603_36,ppcSwitch_5&algo_expid=7a2044a0-1828-427a-b2d6-203471d0c7f9-10&algo_pvid=7a2044a0-1828-427a-b2d6-203471d0c7f9&priceBeautifyAB=0

აჰაა, გასაგებია ყველაფერი. ნუ, კაცია და გუნებაო... smile.gif
არა ოპტიკის ფასი კი არა ფიშტოს ფასი მაინტერესებდა smile.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 27 2018, 08:18 PM

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Apr 27 2018, 09:14 PM) *
აჰაა, გასაგებია ყველაფერი. ნუ, კაცია და გუნებაო... smile.gif
არა ოპტიკის ფასი კი არა ფიშტოს ფასი მაინტერესებდა smile.gif

შევიძინე ბატონ გრეგორთან, მემგონი ბევრი კარგად იცნობთ. შეეხმიანეთ მას. მაიმარკეტზეც განთავსებულია https://www.mymarket.ge/ka/product/view/11724032/

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Apr 27 2018, 08:23 PM

ციტატა(giga2010 @ Apr 27 2018, 09:18 PM) *
შევიძინე ბატონ გრეგორთან, მემგონი ბევრი კარგად იცნობთ. შეეხმიანეთ მას. მაიმარკეტზეც განთავსებულია https://www.mymarket.ge/ka/product/view/11724032/

კი, გრეგორს როგორ არ ვიცნობთ. მთელი ამერიკული პნევმატიკა მის ხელში გადის biggrin.gif ეხლა კიდევ კრალები და აგერ კიდევ ჩინურმა არტემისმაც დაიწყო მის ხელში გადინება biggrin.gif

გრეგორ, მაიმარკეტზე კი დევს მაგრამ რათ არ გაქვს მწვანე სახელურიანი ფიშტო ჰაამ? biggrin.gif

ფასი ცოტათი მაღალი ხომ არ არის პისტალეტის კვალობაზე? sorry.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services