გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> umarex walther cp99 compact, umarex walther cp99 compact
akgag
პოსტი Sep 20 2013, 04:01 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 20-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 1,803
ქალაქი:რუსთავი



გამარჯობათ,
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ მართლა საინტერესო და საჭირო ფორუმია.

გადავწყვიტე და უკვე გამოვიწერე კიდევაც ზემოთ აღნიშნული პისტოლეტი umarex walther cp99 compact, რომელიც იმედია ჩამომივა და სადმე არ გაიჭედება. სამწუხაროდ ბოლომდე კარგად ვერ გავერკვიე ამ ყველაფერში და რამოდენიმე საკითხის დაზუსტება მინდა, თუ რათქმა უნდა შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ.

სხვა თემებს როცა ვკითხულობდი ასეთი კითხვების შემდეგ ყოველთვის იყო კითხვა თუ რისთვის ჭირდებოდა პატრონს ესა თუ ის იარაღი. ამიტომ მეც დავწერ წინასწარ.

1. ზოგადად სურვილი გამიჩნდა პნევმატურის შეძენის და იქიდან გამომდინარე, რომ უკვე შეძენილი აქვს ჩემს ძმას air arms s510, გადავწყვიტე მე პისტოლეტი შემეძინა.
2. გასართობად ანუ როგორც იტყვიან საპლინკაოდ.
3. იმედი მაქვს რომ რაღაც დოზით დამეხმარება უკეთ სროლის სასწავლად.
4. რაღაც დოზით იმის იმედიც მაქვს, რომ სათევზაოთ წასულს მაინც გამომადგება პაპლაოკზე შემხტარი ბაყაყის მოსაგერიებლად.
5. და კონკრეტულად ეს მოდელი იმიტომ, რომ მგონია უფრო რეალისტურია ცეცხლსასროლი იარაღის მიმართებაში.

რაც შეეხება საკითხებს, რომელიც მაინტერესებს ესენია:

1. რამდენად გამძლეა ზოგადად პნევმატური პისტოლეტები და ზოგადად რა რესურსი აქვს ამ მხრივ (რამდენ გასროლას შეძლებს სანამ მოირყევა და გაჩაჩანაკდება?
2. რამდენად შეუძლია ამ ტიპის პნევმატიკებს ერთმანეთთან დაახლოებული სიჩქარით ისროლოს ტყვიები. კარგ გასროლებს ვკითხულობ?
3. მოქმედებს თუ არა სროლის სიჩქარე ტყვიის სიჩქარეზე, ანუ თუ სწრაფსწრაფად ვისვრით ხომ არ მოხდება ისე, რომ საჭირო რაოდენობის აირით შეივსება ვერ მოხდება და სუსტი გამოვა მომდევნო გასროლა?
4. ამ კითხვაზე იმედია არ დამცინებთ და თუ არის შესაძლებელი რომ ეს BB ბურთულები ჩამოვასხათ ისევე როგორც საფანტი. ანუ ტყვიისგან დამზადებული ივარგებს?
5, თუ ვინმეს ქონია შეხება კონკრეტულად ამ მოდელთან თუ შეგიძლიათ, რომ პლიუს მინუსები და რჩევები მომცეთ რაც შეიძლება გამომადგეს smile.gif ?

P.S. თუ რამე ისე ვერ დავწერე როგორც საჭიროა ბოდიშს ვიხდი, იმედია მაპატიებთ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gela
პოსტი Sep 20 2013, 04:18 PM
პოსტი #2


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,224
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577
ქალაქი:რუსთავი



akgag
პირველ რიგში კეთილი იყოს შენი პოსტი ამ ფორუმზე : ))
ახლა მეორე : )
ციტატა(akgag @ 20th September 2013 - 04:01 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
. ამ კითხვაზე იმედია არ დამცინებთ და თუ არის შესაძლებელი რომ ეს BB ბურთულები ჩამოვასხათ ისევე როგორც საფანტი. ანუ ტყვიისგან დამზადებული ივარგებს?

დაცინვით არავინ დაგცინებს, ფორუმიც იმიტომ არსებობს რომ კითხვები დაისვას და შემდეგ გამოცდილმა ხალხმა გიპასუხოს ამ კითხვებზე და დაგეხმარონ თუ რამე დაგჭირდება, რაც შეეხება ტყვიის ბურთულების ჩამოსხმას, ჩემი აზრით არ ივარგებს ეგ ვარიანტი, ეს ბბ ტყვიები არის ლითონის, ანუ აბოიმაში ჩატენვის შემთხვევაში როდესაც ზამბარა აწვება რაც აბოიმიდან ლულას აწვდის ტყვიას, მაგ მომენტში და ისეც, მიქაჩული ზამბარა აბოიმაშივე გაჭყლიტავს შენს მიერ ჩამოსხმულ ტყვიის ბურთულებს, არა მარტო გაჭ*ლეტსს, შეიძლება მექანიზზმა გვერდებიც ისე აათალოს რომ ბოლოს გაიჭედოს, თან გაჭ*ლეტილი ტყვია მიზანშიც არ წავა. , მოკლედ არ გირჩევ მაგ ამბავს, თორე რაღატომ ჩამოასხა, იყიდიდი უკვე ჩამოსხმულ საფანტს და ისროდი რამდენიც გინდა , მაგრამ, არ გამოვა ეგ ამბავი, ბბ ბურთულები უნდა შეეიძინო, რომელიც უფრო მკვრივი შენადნობია და რომელიც აბოიმაში და მექანიზმში არ დეფორმირდება, : ))
შემოვლენ კიდევ ჩვენი ფორუმელები და კიდევ უფრო ზუსტად და დეტალურად აგიხსნიან თუ რატომ მხოლოდ და მხოლოდ ბბ ბურთულები, ამ ფორუმზე კი ამ მხრივ კომპეტენტური პირები კი საბედნიეროდ ბევრნი არიან : )
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Sep 20 2013, 05:20 PM
პოსტი #3


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



akgag
ციტატა(akgag @ 20th September 2013 - 05:01 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
1. რამდენად გამძლეა ზოგადად პნევმატური პისტოლეტები და ზოგადად რა რესურსი აქვს ამ მხრივ (რამდენ გასროლას შეძლებს სანამ მოირყევა და გაჩაჩანაკდება?

კონკრეტულად მაგ იარაღზე ვერაფერს ვიტყვი...

ციტატა(akgag @ 20th September 2013 - 05:01 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
3. მოქმედებს თუ არა სროლის სიჩქარე ტყვიის სიჩქარეზე, ანუ თუ სწრაფსწრაფად ვისვრით ხომ არ მოხდება ისე, რომ საჭირო რაოდენობის აირით შეივსება ვერ მოხდება და სუსტი გამოვა მომდევნო გასროლა?

სწრაფსროლა ძაან აგდებს ტყვიის სიჩქარეს, მაგრამ არა იმიტომ, შენ რომ გგონია, არამედ იმიტომ, რომ CO აირი სწრაფად რომ იცლება ბალონიდან, ხდება მისი ძლიერი გაციება. შესაბამისად ვარდება წნევა და გასროლაც უფრო სუსტი გამოდის. გირჩევ 5 წამიანი პაუზებით ისროლო

ციტატა(akgag @ 20th September 2013 - 05:01 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
4. ამ კითხვაზე იმედია არ დამცინებთ და თუ არის შესაძლებელი რომ ეს BB ბურთულები ჩამოვასხათ ისევე როგორც საფანტი. ანუ ტყვიისგან დამზადებული ივარგებს?

გელამ უკვე გიპასუხა, მაგრამ მთავარი სხვაა: წონა!!
ტყვიის ბურთულა გაცილებით მძიმეა და ეგ იარაღი უბრალოდ გადმოაგურთხებს.
ისე ვერ ვხვდები რატომ დაგებადა ეგ აზრი? smile.gif
ბბ ტყვიები იაფია, იშოვება... თანაც მეტალს უფრო დიდი ეფექტი აქვს ბოთლების მტვრევისას, ვიდრე ტყვიას smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Sep 20 2013, 08:19 PM
პოსტი #4


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



akgag
ციტატა(akgag @ 20th September 2013 - 05:01 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
იქიდან გამომდინარე, რომ უკვე შეძენილი აქვს ჩემს ძმას air arms s510

შენს გახარებას ის მაინც გვითხარი რატომ არ შემოდის შენი ძმა აქინე, ან რატომ არ იღებს შეჯიბრებებში მონაწილეობას? ერთი ეგეთი აირ არმსის მფლობელი აგე 1 კვირის წინ მოწყობილ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლით წავიდა და ლამის ნახევარი დღე სანამ დანარჩენი მოგებულები გამოვლინდებოდნენ პირველ ადგილზე გვეგონა ყველას smile.gif

დალშე რაც შეეხება რეალობას, ბაყაყებს და სროლის სწავლაში... ნუ მოკლედ:
- ბაყაყებთან დაკავშირებით დაგეხმარება ოღონდ 10 მაქსიმუმ 15 მეტრამდე (ისე 15 მეტრი სერიოზულად გაგიჭირდება, განსაკუთრებით მიზანში განმეორადობით სროლის პონტში)
- რეალობის და შესწავლის პონტში... ნუ წონა იგრძნობა ხელში და რაღაც პონტში კი სიმულაციას გაძლევს, განსაკუთრებით ბლოუ-ბექ სისტემა (ანუ ეგრეთწოდებული ზატვორის წინ და უკან სიარული), მაგრამ დიდად შესწავლის იმედი ნუ გექნება, რეალური ცეცხლსასროლი ნუ აი ძალიან ძალიან განსხვავდება, ეს უბრალოდ რაღაც საბაზისო ჩვევებს მიგაჩვევს რომ იარაღი ხელში ხტუნაობს, მუშკა და ცელიკი როგორ დაუმიზნო და ასე შედმეგ, თორემ ცეცხლსასროლს რომ დაიჭერ ხელში მიხვდები რომ ტყუილი იმედები გქონდა smile.gif


აი ძირითადი კითხვებიდან კი:
- რესურსი ნუ გააჩნია რა, რადგანაც ესენი ცეცხლსასროლი არაა ამათზე ერთნაირი იდეალური განმეორადობა არაა, ასე რომ ზოგი მალე ფუჭდება ზოგი გვიან, ისე კი საშუალოდ უნდა იანგარიშო 5 ათას გასროლაზე მეტი, იშვიათი და რუსეთში გაგზავნილი წუნიანი პარტიების ჩათვლას თუ არ დავიწყებთ (იმათთან ნაწილი ისეთი ქაქი ჩადის რომ 2 000 გასროლას ძლივს აღწევენ), ნორმალური ეგზემპლარი წესით 10 000 გასროლაზე პრობლემას არ უნდა ქმნიდეს. შენ ჯობია ბალონების ხარჯზე იფიქრო :smile.gif ეგ უფრო დაგბრიდავს ერთი ბალონი 40-დან 50 ტყვიას გაგასროლინებს მაგ პისტოლეტიდან და ბალონის ფასი 2.5-დან 3 ლარამდეა, ასე რომ სანამ 10 000-ის რესურსს მიაღწევ მოგიწევს 600 ლარის ღირებულების ბალონების დახარჯვა smile.gif

- გასროლიდან გასროლამდე ერთგვაროვანი იქნება სიჩქარე თუ გასროლებს შორის პაუზებს გააკეთებ, მინიმუმ 5 წამს, რეალურად კი 10-15 წამს. მოკლედ მანდ ფიზიკის კანონები ატრაკებენ რა... აი ბორჯომის ან კოკა-კოლას ბოთლი თუ გაგიხსნის ისეთი რომ აი ძალიან ცივია და გახსნამდე სითხეა, მაგრამ გახსნისთანავე მთელი ბოთლი იყინება. ეგეთივე დანიშნულება აქვს, ადამიანის ოფლის ჯირყვლებს, ოფლი გამოიყოფა, ორთქლდება (დუღილი დავარქვათ) და შედარებით გრილად გრძნობს ადამიანი, იმიტომ რომ ზედაპირზე დუღილი ენერგიას გაცლის, ენერგია კი ამ შემთხვევაში სიცხეთ ითვლება.

იგივე ხდება კოკა-კოლის შემთხვევაში გაზი გამოდის, და ბოთლში შეჭირხნული მოლეკულების რაოდენობა მცირდება, იდეაში სუფთა ფიზიკის გადმოსახედიდან დუღილი ხდება, შედეგად ბოთლს წაერთვა ენერგია, ანუ სითბო და დარჩენილი სითხე იმდენად ცივდება რომ იყინება.

ამ ეფექტს ცუდი გავლენა აქვს co2-ზე რომელიც ტემპერატურის ცვლილების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, იმიტომ რომ სიტყვაზე 25 გრადუსზე თუ წარმოქმნის 70 ატმოსფეროს, 20 გრადუსზე უკვე წარმოქმნის 60 ატმოსფეროს და ასე შედმეგ მინუს 20 გრადუსზე კი მგონი საერთოდ აღარაფერს აღარ წარმოქმნის. ანუ რაც უფრო ცივია co2 მით უფრო ნაკლებს წნევას წარმოქმნის ეგ კი ნიშნავს ნაკლებ ზეწოლას ბურთულაზე და შედეგად ნაკლებ სიჩქარეს.

შენ თუ ჩქარ ჩქარა გაისვრი, ეგ გამოიწვევს co2-ის გადაციებას და შედეგად ყოველ მომდევნო გასროლისას უფრო და უფრო ნაკლებ წნევას. ხოლო თუ გასროლებს შორის პაუზას გააკეთებ, შედეგად co2-ის მიერ დაკარგული ტემპერატურა მოასწრებს საწყის პარამეტრთან გათანაბრებას და თითქმის ერთგვაროვან გასროლებს მოგცემს.

- ნუ მესამე პუნქტზე მგონი უკვე გიპასუხე smile.gif

- რაც შეეხება ჩამოსხმას, არც კი იოცნებო. მანდ რამდენიმე ფაქტორია... პირველი იდეალურად მრგვალი უნდა იყოს და არა წვეთის ფორმის, რომელიც იდეაში უფრო ხშირად მიიღება ხელით ჩამოსხმისას, ამიტომაც, ქარხნულად როდესაც მზადდება BB ტყვიები, მზადდება ან დაპრესვით ან 2 ფირფიტას შორის გორაობის მეშვეობით.

ტყვიას აქვს კიდევ ეთი ცუდი თვისება, ითხიპნება და კვალს ტოვებს ლულაში, დროთა განმავლობაში ნადები იმდენი იქნება რომ გაეჭედება ტყვიები და მოგიწევს გადაგდება... კაროჩე რა BB ტყვიები ძვირი არ ღირს და დარწმუნებული ვარ ჩამოსხმა უფრო ძვირი დაგიჯდება, პლიუს თან მოყოლილი პრობლემები

მეორე მინუსი ისაა რომ ნორმალური BB ჯერ ეს ერთი რკინის უნდა იყოს (გარედან აქვს უთხელესი ფენა სპილენძი რომ ლულაში იოლად ისრიალოს). რკინა კი იმიტომ გამოიყენება რომ მჭიდში ზედა ბურთულა გაჩერებულია მაგნიტის მეშვეობით, შენს მიერ ჩამოსხმულ საფანტს კი მაგნიტის თვისებები არ ექნება და ლულიდან გამოცვივდება smile.gif... მამენტ გაითვალისწინე, ლულიდან რკინის ბურთულაც გამოვარდება, თუ ბალონი არ დევს, ან დაცლილია და შენი სასხლეტს ისევ აჭერ, მაგ დროს მექანიზმი მჭიდიდან ტყვიას ლულაში მიათრევს, ლულაში კი მაგნიტი აღარაა და შედეგად თუ უცებ co2 არ მიაწვება და ლულა წინ გაქვს დახრილი... სათითაოდ გამოცვივდება ხოლმე ყოველ დაჭერაზე თითო ბურთულა smile.gif

- რაც შეხეება მაგ მოდელს, მე პირადად არ მქონია, მხოლოდ გარეგნულად ვიცი ეგ იარაღი, მაგრამ ბევრი წყარო ასახელებს როგორც იდეალურ იმიტატორს ანუ მაქსიმალურად მიახლოების რეალურ ცეცხსასროლთან, ასე რომ ამ ფორუმზე პირველი იქნები ვინც ითრევ და იმედია გამოცდილებას არ მოგვიჟმოტავ და გაგვიზიარებ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
akgag
პოსტი Sep 20 2013, 09:45 PM
პოსტი #5


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 20-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 1,803
ქალაქი:რუსთავი



Pპირველ რიგში მადლობა გამოხმაურებისთვის.
ჩამოსხმა რავი რატო ვიფიქრე, ნუ უბრალოდ დამაინტერესა. Iისე ეგეც გამოვიწერე 6 000 ცალი და ბალონებიც თუ ჩამოვიდა, ვნახოთ.

ჩემ ძმას რაც შეეხება ეს ესაა იყიდა და ვიცი მოიწერება ისიც თავისი კითხვებით მალევე.

თუ რამე გამოვიდა ჩემი შეკვეთიდან აუცილებლად გაგიზიარებთ რა იქნება და არა მხოლოდ ტექსტით. Vეცდები საინტერესო ფოტო ვიდეო მასალაც გავაკეთო და გაგიზიაროთ.

პ.ს. Bბაყაყების მკვლელობის ამსახველ კადრებს არ დავდებ. ღაიმე ალკოჰოლური სასმლის ანტიპროპაგანდას ვეცდები.


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Sep 20 2013, 10:26 PM
პოსტი #6


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



akgag
ციტატა(akgag @ 20th September 2013 - 10:45 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
და ბალონებიც თუ ჩამოვიდა, ვნახოთ

ეგ მეეჭვება გამოატარონ.. თვითმფრინავში დაჭირხნული ჰაერის ან რაიმე სითხის ატანა აკრძალულია, თუ სკანერმა ბალონი აჩვენა გაგიჩერებენ საქონელს. ერთერთს ჰქონდა ეგეთივე პრობლემა, პისტალეტიო ბალონით გამოიწერა და გაუჩერეს.... sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
akgag
პოსტი Sep 20 2013, 10:42 PM
პოსტი #7


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 20-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 1,803
ქალაქი:რუსთავი



Xო თვითმფრინავით არ ჩამოვა. Aმიტომაც ეგ ცალკე შევუკვეთე და ზღვით უნდა წამოვიდეს, 2 თვემდე დაჭირდება მაგრამ თუ ჩამოვიდა ღირს. Iაფი გამოდის საკმაოდ და მანამდე კი აქ ვიყიდი როცა პისტოლეტი ჩამოვა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Sep 20 2013, 10:48 PM
პოსტი #8


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



akgag
რომელი გადამზიდავით შეუკვეთე? განბაჟებაც უწევს?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
akgag
პოსტი Sep 20 2013, 10:51 PM
პოსტი #9


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 20-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 1,803
ქალაქი:რუსთავი



Bბარამით. Gანბაჟება მემგონი არ მოუწევს. თანხის მიხედვით არ უწევს და ამათზე თუ რამე სხვა განსაკუთრებული წესებია განბაჟებაზე არ ვიცი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Sep 20 2013, 10:54 PM
პოსტი #10


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



akgag
კი განსაკუთრებული წესებია, ყველა ტვირთი რაც ზღვით ჩამოდის უნდა განბაჟდეს , + ფოთში ჩამოდის როგორც ვიცი და თბიისამდე ტრანსპორტირებაში მგონი ჯგ 2 ლარს ითხოვენ დიდ თვირთებზე და პატარა წონებზე რა ხდება არ ვიცი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
malxazi
პოსტი Sep 20 2013, 11:01 PM
პოსტი #11


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 16-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,800
ქალაქი:რუსთავი



თუ მოუწევს განბაჟება სულ 6000 ტყვია 40 ბალონი 33 დოლარი ღირს და მაგის განბაჟება და თბილისამდე ჩამოტანა არ იქნება მგონია დიდი თანხა. იმაზე ძვირი ხო არ იქნება რაც აქ უნდა მიმეცა და იყოს. თან ერთი თუ გაიჭრა კანალი მერე ადვილი იქნება უფრო, ასე მგონია და რავი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
akgag
პოსტი Sep 20 2013, 11:03 PM
პოსტი #12


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 20-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 1,803
ქალაქი:რუსთავი



Mე მაპატიეთ ჩემი ძმის ნიკით დავქერე წინა პოსტი. :-):-):-):-)
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Sep 21 2013, 06:56 AM
პოსტი #13


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



akgag
ციტატა(akgag @ 20th September 2013 - 11:51 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
Gანბაჟება მემგონი არ მოუწევს.

განბაჟება ნებისმიერ ვარიანტში ხდება როდესაც ზღვით მოდის. ბარამთან კარგად გაარკვიე საერთოდ გამოაგზავნიან ზღვით თუ არა, მე რამდენჯერმე რაღაც მინდოდა ეგრე დამეკვეთა და მითხრეს რომ ან 30 კილოზე მეტი უნდა იყოსო ან 300 ლარზე მეტიო ისე ზღვით არ წამოვიღებთო... შეიძLება ახლა შეცვალეს წესები, მარა ადრე იაფიან საქონელს ზღვით არ აგზავნიდნენ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
akgag
პოსტი Sep 21 2013, 03:40 PM
პოსტი #14


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 20-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 1,803
ქალაქი:რუსთავი



ციტატა(ja_ja @ Sep 21 2013, 07:56 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
akgag

განბაჟება ნებისმიერ ვარიანტში ხდება როდესაც ზღვით მოდის. ბარამთან კარგად გაარკვიე საერთოდ გამოაგზავნიან ზღვით თუ არა, მე რამდენჯერმე რაღაც მინდოდა ეგრე დამეკვეთა და მითხრეს რომ ან 30 კილოზე მეტი უნდა იყოსო ან 300 ლარზე მეტიო ისე ზღვით არ წამოვიღებთო... შეიძLება ახლა შეცვალეს წესები, მარა ადრე იაფიან საქონელს ზღვით არ აგზავნიდნენ.



ოოო, აი ეგ კი არ მიკითხავს და გავარკვევ, მადლობა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
akgag
პოსტი Sep 23 2013, 12:12 PM
პოსტი #15


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 20-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 1,803
ქალაქი:რუსთავი



biggrin.gif biggrin.gif აი ესეც ჩემი ტყვიები და CO ბალონები. მოკლედ მერე სხვასაც რო არ დაემართოს დავწერ. ბარამის წესების თანახმად თუ ტვირთი მოდის ზღვით, მაშინ კილოგრამის ღირებულება ტრანსპორტირებაზე არის 2 დოლარი. წამოღებაზე პრობლემა არაა მაგრამ თუ ტვირთი 30 კგ ნაკლებია მაშინ ანგარიშდება 30 კგ. ასე რომ 60 დოლარი დამიჯდება მაგის ჩამოტანა. ახლა იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი ზუსტად ფასები იქნებ მომწეროთ რა ღირს ერთი ბალონი 12 გრამიანი და რა ღირს ტყვიები.

აი
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

ამ ბალონებს და
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

ამ ტყვიებს ვგულისხმობ.

ისე ამათი წონაც არ ვიცი! მოკლედ მინდა დავთვალო რამდენად ვიზარალებ????
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Sep 23 2013, 12:43 PM
პოსტი #16


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(akgag @ 23rd September 2013 - 01:12 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მოკლედ მინდა დავთვალო რამდენად ვიზარალებ????


akgag
იზარალებ რასთან შედარებით?

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
akgag
პოსტი Sep 23 2013, 01:21 PM
პოსტი #17


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 20-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი
წევრი №: 1,803
ქალაქი:რუსთავი



რაც აქ ღირს იმასთან შედარებით
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Sep 23 2013, 02:05 PM
პოსტი #18


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



akgag
ოქტომბრის პირველ რიცხვებში მექნება და მერე გადავთვალოთ

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Sep 23 2013, 10:38 PM
პოსტი #19


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



akgag
ნუ ცალი ბალონი მაქსიმუმ 3 ლარი

ტყვიები არარ მახსოვს ფასი მგონი 2000 ცალიანი პაჩკა 10 თუ 15 ლარი იყო ადრე თუ 6000 ცალიანი ნუ ეგ არარ მახსოვს... ნუ ნებისმიერ ვარიანტშI მაგარ ზარალში ხარ. შენ ჯერ კიდევ ერთი რამ არ იცი, ზღვით ჩამოტანილი ჩადის ფოთში და არა თბილისში, ფოთიდან თბილისშI ჩამოტანაზე სავარაუდოდ დამატებით თანხას მოგთხოვენ, მე რამდენადაც მახსოვს კილოგრამშI 1 ლარს თუ 2 ლარს ითხოვდნენ ეგევ კიდევ გასარკვევია 30 კილოგრამს დათვლიან თუ რაფრა იქნება საქმე smile.gif

კაროჩე ტავიდან გეკითხა რას აპირებდი ის ჯობდა და უფრო დაგაკვალიანებდით smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
malxazi
პოსტი Sep 23 2013, 11:03 PM
პოსტი #20


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 16-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,800
ქალაქი:რუსთავი



თოფს რომ ვყიდულობდი მაგნუმში, 4000 ტყვიის ფასი როგორც მახსოვს 30 ლარი ღირდა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

3 გვერდი V   1 2 3 >
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:20 PM
Hosted by Pro-Service