თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ სანადირო აღჭურვილობა _ ალუმინის ნავი ნადირობისთვის

პოსტის ავტორი: goga-ivana Mar 28 2010, 02:04 PM

მოგესალმებით ყველას და გილოცავთ ბზობის დღესასწაულს. შარშან შევიძინე ძველი რუსული წარმოების ალუმინის ნავი, რომელსაც ვუტარებ რესტავრაციას.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

აპრილის ბოლოსთვის დავამთავრებ ნავის რესტავრაცია-ნავარიტკებს. ვუკეთებ აგრეთვე თავის პრიცეპკა მისაბმელს. ასევე გეგმაში მაქვს შევიძინო "რემინგტონ-ვინტაჟი" და სეზონისთვის მზად ვიქნები. ჩემ ნავში ოთხი კაცი თავისუფლად მოთავსდება, ჯანდარაზე მეგულება კარგი სანადირო ადგილები მელოტაზე(ლისუხა) სანადიროთ. თქვენ თუ იცით რამე უკეთესი ადგილი სადაც ნავიდან ვინადირებთ მომწერეთ. ველოდები თქვენს გამოხმაურებას.

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 28 2010, 02:15 PM

goga-ivana
სანადიროდ უკეთესი ადგილზე რა მოგახსენო, მარა სანადიროდ უკეთესი იარაღი კი ვიცი wink.gif

იყიდე ნიტრო ან რამე პცპ, გაცილებით ეფექტური და სასიამოვნო იქნება, ვიდრე ვანტაჯი.

პოსტის ავტორი: foxi Mar 28 2010, 02:20 PM

ციტატა(goga @ 28th March 2010 - 03:04 PM) *
ჯანდარაზე მეგულება კარგი სანადირო ადგილები მელოტაზე(ლისუხა) სანადიროთ. თქვენ თუ იცით რამე უკეთესი ადგილი სადაც ნავიდან ვინადირებთ მომწერეთ. ველოდები თქვენს გამოხმაურებას.

მაგ მიდამოებში მხოლოდ ნადირობის სეზონზე და ისიც ლიცენზიით. პნევმოთი ნავიდან სროლა ცოტაარიყოს გაგიჭირდება.
ჩვენც გვყავს ნავი და ვნადირობთ მაგ ტბაზე,გეცოდინება მანდ რაამბავია შაბათ კვირას.ისიც გასათვალისწინებელია რომ სასაზღვრო
სჭრაფმავალი კატერები დაქრის და ისეთ ხმაურს და ტალღებს აყენებს... რავც რავც უკეთესი ადგილები მეც მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: goga-ivana Mar 28 2010, 02:40 PM

ციტატა(nihontoman @ Mar 28 2010, 03:15 PM) *
goga-ivana
სანადიროდ უკეთესი ადგილზე რა მოგახსენო, მარა სანადიროდ უკეთესი იარაღი კი ვიცი wink.gif

იყიდე ნიტრო ან რამე პცპ, გაცილებით ეფექტური და სასიამოვნო იქნება, ვიდრე ვანტაჯი.

400 ლარის ფარგლებში მინდა ჩავეტიო და მომივა ამ ფასად ეგ თოფები? თუ შეგიძლია იქნებ დადო მაგ იარაღების სურათები და მონაცემები?

პოსტის ავტორი: Davitus Mar 28 2010, 05:24 PM

goga-ivana

ნავიდან პნევმატიკით ნადირობის შანსი არაა... მე ვიყავი ჯანდარაზე, ნავიდან მხოლოდ გლუვით ვინადირე, პნევმატიკით ვერა...

პოსტის ავტორი: goga-ivana Mar 28 2010, 09:32 PM

ციტატა(Davitus @ Mar 28 2010, 06:24 PM) *
goga-ivana

ნავიდან პნევმატიკით ნადირობის შანსი არაა... მე ვიყავი ჯანდარაზე, ნავიდან მხოლოდ გლუვით ვინადირე, პნევმატიკით ვერა...

ალბათ ნავის ტალღებზე რხევის გამო?

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 28 2010, 09:32 PM

goga-ivana

ციტატა(goga @ 28th March 2010 - 10:32 PM) *
ალბათ ნავის ტალღებზე რხევის გამო?

ჰო, რა თქმა უნდა, ძნელია ნავიდან პნევმოს გამოყენება smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services